გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.04.2018
საქმის ნომერი
180310017002152403
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/272-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03.04.2018 წელი ქ. მცხეთა

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი - ბელა ოჩიაური

 

მოსარჩელე - ე----------------–---–--

წარმომადგენელი - მა---------–--–--–---–-

 

მოპასუხე - საჯარო სამსახურის ბიურო

წარმომადგენელი - ლ---------–----

 

მოპასუხე - ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა შეფასების კომისია

წარმომადგენელი (კომისიის თავმჯდომარე) - ე---------–-–---–-

 

მოპასუხე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ---------------

 

მესამე პირები - თ---–---–---------------------–-–---–-------------------–------–------–--------------------------------–-----------------–-–---–--------------------–--------------–--------------------–--–---–----------–-------------------------–-–---–------------------------------------–-------------–--–--–--------------------------–----------------–---–----------------–---–---------------–----------------------–-–---–------------------------------------–---–-------------–-----–---–----–--–---------–---–----------------–---–----–--------------------------–--------------------------------–-–---–---------–---------------–--------–---–---------------------------------------–---–----–--------------–---–----–-–---–-–-------------------–---–-------------–-–---–--------------------------------------–---–------------------–---–------------------–---------------------------–--------------------------------------–---–-------------–---------------------–------------------–---–--------------–--–---–-- (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით);

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება; იძულებითი განაცდურის მიუღებელი ყოველთვიური ფულადი სარგოს გადახდევინების დაკისრება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის თავმჯდომარედ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ე---------–-–---–-ს დანიშვნის შესახებ'' საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის ეკატერინე ქარდავას 2017 წლის 26 სექტემბრის #582 ბრძანება.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 28 სექტემბრის N#შ-1638 და 29 სექტემბრის #შ-1652 ბრძანებები. ბათილად იქნას ცნობილი კომისიის სრული შემადგენლობა კომისიის თავმჯდომარე - ე---------–-–---–-, და კომისიის წევრები: ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი - ნ-----------–-–---–-- სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი - გ----------–---–- და საფინანსო-საბიუჯეტო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი - გ-----------ე). რადგან ისინი არიან უკანონოდ შექმნილი კომისიის კანონდარღვევით შერჩეული წევრები.

 

1.3. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა კომისიის 2017 წლის 6 ოქტომბრის ოქმის ბათილად ცნობა. ოქმის ბათილობას ითხოვს ოქმში მითითებული კომისიის გადაწყვეტილების მე-18 პუნქტში: ,-------------------–---–- - პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი - ,,კარგი შეფასება" (მოსარჩელის ნაწილში).

 

1.4. ბათილად იქნას ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის ბრძანება Nკ-214 პროფესიული საჯარო მოხელის ე----------------–---–-ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე ე----------------–---–-ს აღდგენა მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე, კერძოდ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მიეცეს განაცდური 2017 წლის 12 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ასევე ბათილად იქნეს ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 ნოემბრის №კ-235 ბრძანება გ-----------ის დანიშვნის თაობაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციაზე. (იხ. ბოლო დაზუსტებული სარჩელი 05.02.2018 წლის)

 

დავის შინაარსი; ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისია, რომელმაც განახორციელა მერიის მოხელეთა, მათ შორის მოსარჩელის შეფასებაც. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 01 სექტემბრის N#417 დადგენილებით დამტკიცებულია 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიული საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესი. ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარედგინა კომისიის თავმჯდომარის სახით ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ე---------–-–---–-ს კანდიდატურა. აღნიშნული კანდიდატურა სამინისტროს მიერ გადაეგზავნა ბიუროს, რის შემდგომაც გამოიცა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის ეკატერინე ქარდავას 2017 წლის 26 სექტემბრის N582 ბრძანება ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის თავმჯდომარედ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ე---------–-–---–-ს დანიშვნის შესახებ''. საჯარო სამსახურის ბიუროს ბრძანება ე---------–-–---–-ს დანიშვნის შესახებ უკანონოა, რადგან საქართველოს მთავრობის 2017 წლის 01 სექტემბრის N417 დადგენილების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, "შესაფასებელი მოხელე არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შეფასება". კომისიის თავმჯდომარედ კი დაინიშნა მოხელე, რომელიც თავად ექვემდებარებოდა შეფასებას. კომისიის თავმჯდომარედ დანიშნულმა ეთერ გელაშვილმა გამოსცა ბრძანება ( 28.09.2017წ. Nშ-1638 და მასში განხორციელებული ცვლილება 29.09.2017წლის Nშ-1652) კომისიის წევრების დანიშვნის შესახებ. აღნიშნული ბრძანება უკანონოა, რადგან როგორც თავად ე---------–-–---–- წარმოადგენს დადგენილების მოთხოვნასთან თავმჯდომარისთვის შეუსაბამო პირს, ასევე კომისიის წევრები (კომისიის წევრები: ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი - ნ-----------–-–---–-- სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი - გ----------–---–- და საფინანსო-საბიუჯეტო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი - გ-----------ე) არიან დადგენილების ნორმასთან შეუსაბამო პირები.(ისინი თავად ექვემდებარებიან შეფასებას). უკანონოდ შექმნილ კომისიასთან 2017 წლის 03 ოქტომბერს, მან როგორც ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა, გაიარა გასაუბრება. კომისიის მიერ შედგენილ 2017 წლის 6 ოქტომბრის ოქმში აისახა შედეგები. ის, როგორც შეფასებას დაქვემდებარებული მოხელე, არ ეთანხმები მის მიმართ კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას (შეფასდა "კარგი" შეფასებით) და მიაჩნია, რომ კომისიამ შეფასება აწარმოა შეფასების დროებითი წესის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის, მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და ამავე დადგენილების დანართის სრული უგულებელყოფით, მიღებული შედეგები არის არაობიექტური, მიკერძოებული და სუბიექტური. უფრო მეტიც გაურკვეველია, თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა კომისია გადაწყვეტილების მიღებისას, ვინაიდან შეფასების შედეგების ოქმი არ შეიცავს თითოეული კანდიდატის შესახებ კომისიის წევრთა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რასაც უნდა ითვალისწინებდეს ოქმი, შეფასების წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1.მოპასუხის, საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო მის ნაწილში დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

3. მოპასუხის პოზიცია:

 

3.1. მოპასუხის მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო მის ნაწილში დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

4. მოპასუხის პოზიცია:

 

4.1.მოპასუხის მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო მის ნაწილში დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

5. მესამე პირების პოზიცია

 

5.1. გ-----------ე და გ----------–---–-, მხარს არ უჭერენ სარჩელს და მიჩნიათ, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ 2018 წლის 05 მარტის სასამართლოს სხდომის ოქმი) საქმეში ასკ-ის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილთ ჩართული მესამე პირის ზურაბ მარტოლეკის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ;ე’ ქვეპუნქტის თანახმად.

 

5.2. მესამე პირები თ---–---–---------------------–-–---–-------------------–------–------–--------------------------------–-----------------–-–---–--------------------–--------------–--------------------–--–---–----------–-------------------------–-–---–---------------------------------------–----------------–---–----------------–---–---------------–----------------------–-–---–---------------------–---–-------------–-----–---–----–--–---------–---–----------------–---–----–--------------------------–--------------------------------–-–---–---------–---------------–--------–---–---------------------------------------–---–----–--------------–---–----–-–---–-–-------------------------------------------–---–------------------–---–------------------–---------------------------–--------------------------------------–---–-------------–---------------------–------------------–---–--------------–--–---–---------------------------------–---–----------–---–------------------–------------------–-----–------------------–------------–------------–-----------------------------–-----------------------–---------------–---------------------–---------------------------–-----------–---------–---------–--------–----------------–------------–-------------–-----------------–----–---------–-------------------------–----------–--–-------------–---. (იხ. 2018 წლის 05 მარტის და 2018 წლის 22 მარტის სასამართლოს სხდომის ოქმები)

 

6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

6.1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისია. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარედგინა მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის თავმჯდომარის სახით ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ე---------–-–---–-ს კანდიდატურა. აღნიშნული მოხელე თავად ექვემდებარებოდა შეფასებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 13.09.2017 წ. N#1512-2 წერილი;

 

6.2. სამინისტროს მიერ კანდიდატურა წარედგინა ბიუროს, რის საფუძველზეც 2017 წლის 26 სექტემბერს გამოიცა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის ეკატერინე ქარდავას N#582 ბრძანება ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის თავმჯდომარედ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ე---------–-–---–-ს დანიშვნის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 26.09.2017 წლის #582 ბრძანება;

 

6.3. კომისიის თავმჯდომარედ დანიშნულმა ეთერ გელაშვილმა თავად განსაზღვრა კომისიის შემადგენლობა და კომისია დააკომპლექტა შეფასებას დაქვემდებარებული სამი მოხელით (ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი - ნ-----------–-–---–-- სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი - გ----------–---–- და საფინანსო-საბიუჯეტო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი - გ-----------ე). ამდენად, კომისიის 4 წევრი (თავმჯდომარის ჩათვლით) თავად წარმოადგენდა შესაფასებელ მოხელეს, რაც ეწინააღმდეგება დადგენილებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იხ.კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 28 სექტემბრის N#შ-1638 (რომელშიც განხორციელდა ცვლილება 29.09.2017 წლის N#შ-1652 ბრძანებით) ბრძანება.

 

6.4. კომისიამ აწარმოა მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასება, რა დროსაც მოხდა მოსარჩელის შეფასება, რომლის შედეგებიც ასახა 2017 წლის 6 ოქტომბრის ოქმში. მიიღო შეფასება ,,კარგი'',სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. შეფასების კომისიის 2017 წლის 6 ოქტომბრის ოქმი;

 

6.5. 2017 წლის 6 ოქტომბრის ოქმის თანახმად შეფასების კომისიის ყველა წევრი შეფასდა უმაღლესი შეფასებით - "საუკეთესო";

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-იხ. შეფასების კომისიის 2017 წლის 6 ოქტომბრის ოქმი;

 

6.6. მოსარჩელის მიმართ სამსახურებრივი ვალდებულების სანიმუშო შესრულებისათვის გამოყენებულია წახალისების ფორმა, ქალაქის მერის ბრძანებით მიღებული მაქვს მადლობა და ფულადი ჯილდო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. სარჩელი მხარის ახსნა-განმარტება

 

6.7. მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიაზე გასულ არც ერთ საჯარო მოხელეს ოფიციალურად არ ეცნობა მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. "საუკეთესო" შეფასება მიიღო დისციპლინური პასუხისმგებლობის (მიმდინარე) მქონე სამმა მოხელემ. "საუკეთესო" შეფასების მქონე გარკვეულ მოხელეთა კომპეტენცია და საქმიანობა არ შეესაბამება კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას, როგორც ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან (2014 წლის აგვისტოს თვიდან) სამსახურებრივად უწევდა მერიის თითოეული სამსახურის თუ სტრუქტურული ერთეულის აუდიტორული შემოწმება და ინსპექტირება. თითოეული შემოწმების შედეგები ასახულია აუდიტორულ ანგარიშებში, სადაც დაფიქსირებულია გამოვლენილი ხარვეზები და დარღვევები. ამდენად, მისთვის კარგად არის ცნობილი მერიის ყველა სამსახურისა და მასში მომუშავე თითოეული მოხელის საქმიანობის როგორც დადებითი მხარე, ისე ნაკლოვანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

იხ. სარჩელი, მხარის ახსნა-განმარტება.

 

6.8. "საუკეთესო" შეფასება აქვს მიღებული კომისიის წევრს - ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელს ნინო მრევლიშვილს. ხსენებული მოხელე 2014 წლის აგვისტოს თვიდან 2015 წლის იანვრამდე პერიოდში მუშაობდა ადმინისტრაციულ სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსად. სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, შიდა აუდიტის სამსახურის მიერ, მოსარჩელის ხელმძღვანელობით, შემოწმებული იქნა ზემოაღნიშნული სამსახურის 2014 წლის საქმისწარმოების მასალები. შემოწმების შედეგად აღმოჩენილი იქნა უამრავი ხარვეზი და მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა. ამის შემდგომ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ნ--------–-–---–--, როგორც კონკურსანტმა ვერ დააკმაყოფილა რა კონკურსის პირობები და საკონკურსო კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით მისი კანდიდატურის წარდგენა, რის შედეგადაც იგი გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან (შემდგომ მისთვის სპეციალურად დაუშვეს "თანაშემწის" შტატი). მიუხედავად ამ გარემოებებისა, შეფასების კომისიის თავმჯდომარემ სწორედ ნ.მრევლიშვილი შეიყვანა კომისიის შემადგენლობაში და ამასთან, იგი შეფასდა როგორც ,,საუკეთესო’’ მოხელე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

იხ. აუდიტორული ანგარიში; კომისიის ოქმი;

 

7. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მოპასუხე (სასამართლოს მხედველობაში აქვს მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა შეფასების კომისია და მცხეთის მინიციპალიტეტის მერია) მხარის მიერ არ არის დასაბუთებული მათ მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია, იმ მხრივ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად განხილული საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ე----------------–---–-ს მიერ აღძრული სასარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

9. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი.

 

10. სამართლებრივი შეფასება:

 

10.1. ადამიანის უფლებების და თავისუფლებების აღიარება, დაცვა და მათი რეალიზაციის ეფექტიანად უზრუნველყოფა, ძირითადი ვექტორია ქვეყნების დემოკრატიული წყობილების არსებობისა და ქვეყნის ასეთი მოწყობის ლიბერალურ ღირებულებებთან თანაცხოვრების გარდაუვალობის სარგებელში, მით უფრო, რომ უფლებებში აღიარების და თავისუფლებების მოპოვების ძალისხმევები ვრცელ ისტორიულ მოვლენებს უკავშირდება ადამიანების თავგანწირვის, საკუთარი სიცოცხლის დაკარგვის რისკის ხარჯზე.

 

საქართველოს სახელმწიფო, რომელსაც ქვეყნის მოწყობის და სიცოცლხისუნარიანობის საშუალებად გააჩნია ძირითადი კანონი, ქვეყნის ძირითადი პრინციპების და პოსტულატების დეკლარირების აქტი - საქართველოს კონსტიტუცია, აღიარებს ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს, როგორც ყველაზე მთავარ ღირებულებებს სახელმწიფოს კეთილდღეობის, არსებობის სტაბილურობის და განვითარების პერსპექტივებში.

 

წინამდებარე სადავო ურთიერთობიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ისეთ უფლებაზე და თავისუფლებაზე, როგორიც არის ეკონომიკური და სოციალური უფლება (ეკონომიკური უფლებებში მოიაზრება დასაქმება და შრომის ბაზარი და აშ. ხოლო სოციალური უფლებები შრომის სამართლიანი ანაზღაურება კომპენსაციები შრომის სამართლიანი პირობები და აშ.) და შრომის თავისუფლება (1995 წლის კონსტიტუციამდე არსებული საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციით, შრომა იყო ვალდებულება). ეს უკანასკნელი წარმოადგენს ეკონომიკური და სოციალური უფლების რეალიზაციის გარდაუვალ შესაძლებლობას.

 

ზემოაღნიშნული უფლებები და თავისუფლება განმტკიცებულია, ეროვნულ დონეზე და ჰარმონიზებულია აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებთან. ეკონომიკური და სოციალური უფლებები, შრომის თავისუფლება სიცოცხლისუნარიანი ამ ღირებულებების ხელმისაწვდომობის სრულყოფილების ტენდენციის ხარისიხით. ლიბერალური ღირებულების დემოკრატიული ქვეყნების სახელმწიფო კეთილდღეობის ინდექსის სიმაღლის საზომის მნიშვნელოვანი ეტაპი განპირობებულია ქვეყნების ამბიციით მათი პოლიტიკური პროგრამის მიმართულებები უკავშირდებოდეს სწორედ ეკონომიკური და სოციალური უფლებების, შრომის თავისუფლების პრიორიტეტულობის გამოკვეთას.

 

10.2. სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკითხის ფართო გააზრებისთვის ყურადღება გაამახვილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტებული ,,შრომის“ ცნებაზე, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილებაში, საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ მიუთითებს, რომ ,,ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა ვერ ჩაითვლება ,,შრომად’’ და არ ექვემდებარება დაცვას კონსტიტუციის 30-ე მუხლის საფუძველზე. ,,შრომად’’ შეიძლება გავიგოთ მხოლოდ ისეთი საქმიანობა, რომელიც მატერიალური და სულიერი თვალსაზრისით ემსახურება ადამიანის ცხოვრების საფუძვლის შექმნასა და შენარჩუნებას. შრომა, ერთის მხრივ, წარმოადგენს ადამიანის მატერიალური უზრუნველყოფის, ხოლო მეორეს მხრივ, პიროვნული თვითრეალიზაციისა და განვითარების საშუალებას. ადამიანის პროფესიული საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე მიმართულებას, მაგრამ საქმიანობის ნაწილი წარმოადგენს კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს მაშინ, როდესაც ის განგრძობადი და მატერიალური შემოსავლის მომტანია ან მისი ჩამოცილებით აღარ იარსებებდა შემოსავლის მომტანი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება’’. შრომის უფლება თანამედროვე დოქტრინალური გაგებითაც მხოლოდ საარსებო წყაროს მოპოვების საშუალებად არ მოიაზრება, ის ადამიანის ღირსების დაფიქსირების, პიროვნული დამკვიდრების და განვითარების, თვითრეალიზაციის შესაძლებლობების მთავარი და სასიცოცხლო მიზანიც და საშულებაცაა.

 

10.3. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო აქტების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო ამავე კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საჯარო სამსახურიდან პირის დაუსაბუთებლად დათხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული შრომითი და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას.

 

10.4. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. მუხლი 2. ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სახელმწიფო სამსახური – საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების იმ ორგანოებში (დაწესებულებებში) არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე საქმიანობა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას; ბ) სახელმწიფო მოსამსახურე – პირი, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში არჩევითი ან დანიშვნითი თანამდებობა უკავია და რომლის სამართლებრივი სტატუსი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის ან/და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე; ამ პირის მოადგილე; (22.12.2017. N1826 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან) გ) საჯარო სამსახური – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქმიანობა; დ) საჯარო მოსამსახურე – პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი; ე) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) – პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს; ამავე კანონის მე-2 თავის მიხედვით საჯარო სამსახურის პრინციპები; მუხლი 7. კანონიერება საჯარო მოსამსახურე უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. საჯარო მოსამსახურის ნებისმიერი ქმედება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს უნდა ემყარებოდეს. მუხლი 8. ერთგულება საჯარო მოსამსახურე ვალდებულია თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე განახორციელოს. მუხლი 9. კანონის წინაშე თანასწორობა ყველა საჯარო მოსამსახურე თანასწორია კანონის წინაშე. დაუშვებელია სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კანონიერი უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ან საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. მუხლი 10. ეკონომიურობა და ეფექტიანობა საჯარო მოსამსახურე ვალდებულია რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით ეფექტიანად, სწორად და კოორდინირებულად წარმართოს საჯარო სამსახურში ორგანიზაციული პროცესი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად. მუხლი 11. დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური მოხელის სამსახურში მიღების შესახებ გადაწყვეტილება და მის კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილება მიუკერძოებლად უნდა იქნეს მიღებული და უნდა ეფუძნებოდეს მოხელის კომპეტენციისა და სამუშაოს შესრულების უნარის სამართლიან და გამჭვირვალე შეფასებას, რომლის მიზანია საუკეთესო კანდიდატის შერჩევა. მუხლი 12. მიუკერძოებლობა საჯარო მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მიუკერძოებელი უნდა იყოს და უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ საჯარო ინტერესებით. მას ეკრძალება პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობა. მუხლი 13. საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჯარო სამსახურში შესვლის თანაბარი შესაძლებლობა, მათი უნარის, კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად.მუხლი 14. ანგარიშვალდებულება საჯარო მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისთვის პირადად აგებს პასუხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 15. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული (პოლიტიკური) მიზნებისათვის ან/და ინტერესებისათვის გამოიყენოს. საჯარო მოსამსახურეს ასევე უფლება არა აქვს, სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მონაწილეობა მიიღოს აგიტაციასა და წინასაარჩევნო კამპანიაში. საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერი ან საწინააღმდეგო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.მუხლი 16. კარიერული განვითარება საჯარო სამსახურში კარიერული განვითარება ემყარება შეფასების სამართლიან სისტემას და სხვა მექანიზმებზე დაფუძნებულ პროფესიულ განვითარებას. მუხლი 17. გამჭვირვალობა და ღიაობა საჯარო სამსახური ხორციელდება გამჭვირვალედ და ღიად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 18. მოხელის სოციალური და სამართლებრივი დაცვა ხალხისა და სახელმწიფოს ერთგულების პრინციპის დაცვის ხელშესაწყობად საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება მოხელის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები. ამავე კანონის 53-ე მუხლის თნახმად მოხელის შეფასება 1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს წელიწადში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად. 2. მოხელის შეფასებას ექვემდებარება ასევე მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი. 3. მოხელის შეფასების პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით. მოხელის შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა: (29.06.2017. N1157) ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით; ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით; დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. 4. მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი მოხელის შეფასებას ექვემდებარება კვარტალში ერთხელ. 5. მოხელე ექვემდებარება შეფასებას, თუ იგი შესაბამის თანამდებობაზე სამსახურებრივ მოვალეობებს არანაკლებ 3 თვე ასრულებს. 6. მოხელის შეფასება ხდება დოკუმენტური მასალების შეფასებით და მოხელესთან გასაუბრებით. 7. შესაფასებელი მოხელის მიერ შეფასებაზე უარის თქმა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად ითვლება. 8. საჯარო დაწესებულება მოხელეთა შეფასების შედეგებს ასახავს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

 

ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად,. (26.07.2017. N1251 ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან) 1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. მერი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოსახლეობის წინაშე.

 

ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, მერიის თანამდებობის პირები (26.07.2017. N1251 ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან) 1. მერიის თანამდებობის პირები არიან: ა) მერი; ბ) მერის პირველი მოადგილე; გ) მერის მოადგილე; დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. მერიის თანამდებობის პირების (მერის ჩათვლით) რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 13-ს. ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ა.გ) ა.დ) და ე.ე.) ქვეპუნქტების თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს; ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს; ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

 

10.5 განსახილველ შემთხვევაში 1.1. სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სასამართლო იზიარებს მოთხოვნის ამ ნაწილში მოპასუხის მოსაზრებას შემდეგი გარემოებათა გამო; 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის N417 დადგენილების დანართის მე-3 მუხლი განსაზღვრავს შეფასების კომისიის შექმნის წესს, ასევე, მისი თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურებს. მოცემული მუხლი მიჯნავს კომისიის წევრსა და თავმჯდომარეს და ცალ-ცალკე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აწესრიგებს თითოეულთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, ,,2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მეორე პუნქტი ადგენს, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი/საკრებულოს თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის მონაცემებს მიაწვდის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც ამ კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენს სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის 2017 წლის 21 სექტემბრის #01/4239 წერილით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარედგინა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - ე---------–-–---–-ს კადიდატურა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის თავმჯდომარედ დასანიშნად. 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის #417 დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მესამე პუნქტი განსაზღვრავს, რომ კომისიის თავმჯდომარე ინიშნება ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2017 წლის 26 სექტემბერს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის თავმჯდომარედ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ე---------–-–---–-ს დანიშვნის თაობაზე. მოცემული აქტი მომზადდა და გამოიცა მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების მკაცრი დაცვით. გადაწყვეტილების მიღებამდე შეფასდა და გამოკვლეულ იქნა საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება. ,,2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის #417 დადგენილების შესაბამისად, ერთადერთი აკრძალვა, რომელიც უკავშირდება შეფასების კომისიის თავმჯდომარის საკითხს არის ის, რომ კომისიის თავჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს პოლიტიკური თანამდებობის პირი. ბიურომ იხელმძღვანელა, მოცემული ნორმების საფუძველზე და ვინაიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ე---------–-–---–-ს კანდიდაურა აკმაყოფილებდა ამ დადგენილების მოთხოვნებს - იგი არ იყო პოლიტიკური თანამდებობის პირი, მიიღო გადაწყვეტილება მისი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ. მოსარჩელის პოზიციასთან მიმართებით, რომ კომისიის თავმჯდომარედ არ შეიძლება დანიშნულიყო ის პირი, რომელიც თვითონ ექვემდებარება შეფასებას, დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ 1. ,,2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის #417 დადგენილების დანართის მე-3 მუხლის სტრუქტურის გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული მუხლი მიჯნავს კომისიის წევრსა და თავმჯდომარეს და ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აწესრიგებს თითოეულთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნულის გათვალისწინებით შეფასების დროებითი კომისიის თავმჯდომარეზე ვრცელდება მოცემული მუხლის მხოლოდ მე-2-5 პუნქტები. 2. შეფასებას ექვემდებარება ყველა მოხელე, შესაბამისად, მოსარჩელე მხარის პოზიციის გაზიარების პირობებში გამოვა, რომ მუნიციპალიტეტის მოხელე და პოლიტიკური-თანამდებობის პირი არ შეიძლება იყოს კომისიის თავმჯდომარე. აღნიშნული მიდგომა არ შეესაბამება კანონმდებლის ნებას, ვინაიდან ამ დადგენილებაში ერთადერთი აკრძალვა ეხება პოლიტიკური თანამდებობის პირების თავმჯდომარედ დანიშვნის აკრძალვას, იმ პირობებში, როდესაც მხოლოდ შესაძლებლობის ფარგლებში დგინდება კომისიის თავმჯომარედ იმ პირის დანიშვნა, რომელიც არ არის დასაქმებული მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოში. 3. Nemo judex in re sua (არავინ შეიძლება იყოს მოსამართლე თავის საქმეში) ადამინისტრაციულ სამართალში ფართოდ დამკვიდრებული პრინციპია, რომელიც გამორიცხავს საჯარო მოხელის მიერ ისეთ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას, რომლის მიმართაც მას პირადი ინტერესი აქვს. წინასწარ შეუძლებელია წარმოჩინდეს სად და როდის წარმოეშვება წარმოებაში მონაწილე სუბიექტეს პირადი ინტერესი, შესაბამისად, აღნიშნული პრინციპი კრძალავს არა საჯარო მოხელის რომელიმე კომისიის ან სამუშაო ჯგუფის წევრობას, არამედ ადგენს გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საჯარო მოხელის ჩართულობის აკრძალვას. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს აცილების ინსტიტუტს, რომელიც გულისხმობს აცილებას დაინტერესებული პირის მიერ საკითხის გადაწყვეტისას და არა სამუშაო ჯგუფის ან კომისიის წევრობის აკრძალვას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ გასაჩივრებულ ბრძანებაში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, ასევე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესები. ამდენად, ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის თავმჯდომარედ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ე---------–-–---–-ს დანიშვნის შესახებ" სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 26 სექტემბრის #582 ბრძანება არის კანონიერი, არ არსებობის მისი ბათილობის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

10.6. რაც შეეხება 1.2. სასარჩელო მოთხოვნას იმ ნაწილში, რომელიც ეხება სადავო ბრძანებებს კომისიის თავმჯდომარის ე---------–-–---–-ს დანიშვნას უნდა დარჩეს უცვლელი ვინაიდან სასამართლოს მიერ ზემოთ ხსენებული 1.1. სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული სადავო საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის ეკატერინე ქარდავას 2017 წლის 26 სექტემბრის #582 ბრძანება მისი, როგორც კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნის თაობაზე. ხოლო 1.2. სასარჩელო მოთხოვნას 2017 წლის 28 სექტემბრის #შ-1638 ბრძანება, რომელიც ეხება კომისიის წევრის: ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი - ნ-----------–-–---–-- და 2017 წლის 29 სექტემბრის #შ-1652 ბრძანებას რომელიც ეხება კომისიის წევრების: ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი - ნ-----------–-–---–--- სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი - გ----------–---–-ს და საფინანსო-საბიუჯეტო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი - გ-----------ის დანიშვნის ნაწილში და 1.3. და 1.4 სასარჩელო მოთხოვნებს, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და სასამართლო იზიარებს მოთხოვნების ან ნაწილში მოსარჩელის მოსაზრებას შემდეგი გარემოებათა გამო; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. კომისიის თავმჯდომარემ ე.გელაშვილმა განსაზღვრა კომისიის შემადგენლობა და მასში შეიყვანა სამი შეფასებას დაქვემდებარებული მოხელე: ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი - ნ-----------–-–---–-- სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი - გ----------–---–- და საფინანსო-საბიუჯეტო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი - გ-----------ე. შეფასების დროებითი წესი ცალსახად კრძალავს კომისიის წევრად შესაფასებელი მოხელის ყოფნის შესაძლებლობას. ამ წესის მე-2 მუხლი ადგენს შეფასების ძირითად პრინციპებს, რომლის მიხედვითაც შეფასება წარმოებს კანონიერების, სამართლიანობის, ობიექტურობის, გამჭირვალობის, მიუკერძოებლობისა და ინტერესთა შეუთავსებლობის დაუშვებლობის დაცვით. აღნიშნული პრინციპების დადგენის მიზანს მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ობიექტური გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს. სწორედ ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის არსიდან გამომდინარეობს წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ჩანაწერი, რაც კრძალავს კომისიის წევრად შესაფასებელი მოხელის ყოფნის ფაქტს. დადგენილებაში აღნიშნული ნორმის გაწერა განპირობებულია კომისიის საქმიანობის ეჭქვეშ დაყენების თავიდან აცილების მიზნით და კომისიის საქმინობისას სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. მიუხედავად ამისა, ზემოხსენებული სადავო ბრძანებით დადგენილების მოთხოვნა უგულებელყოფილ იქნა, რის შედეგადაც მივიღეთ კომისიის არაკანონიერი შემადგენლობა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი ეწარმოებინა საჯარო მოხელეთა, მათ შორის მოსარჩელის შეფასება.

 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებულია მერიის ყველა სტრუქტურული ერთეულის აუდიტორული შემოწმება. თითოეული შემოწმების შედეგები ასახულია აუდიტორულ ანგარიშებში, სადაც დაფიქსირებულია გამოვლენილი ხარვეზები და დარღვევები. ამდენად, მოსარჩელისთვის კარგად იყო ცნობილი თითოეული მოხელის საქმიანობის როგორც დადებითი მხარე, ისე ნაკლოვანება, მათი კომპეტენცია და შესაძლებლობები. სწორედ შიდა აუდიტორული ანგარიშები წარმოადგენს უკანონოდ შექმნილი თვითოეულ უკანონოდ შერჩეულ კომისიის წევრთან მიმართებაში წარმოქმნილ ინტერესთა კონფლიქტს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად: ,,სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას“.

 

კომისიის მიერ მოხელეთა შეფასების შედეგები აისახა 2017 წლის 6 ოქტომბრის ოქმში. მოსარჩელე, როგორც შეფასებას დაქვემდებარებული მოხელე, არ ეთანხმება მის მიმართ კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას (შეფასდა "კარგი" შეფასებით) და მიაჩნია, რომ კომისიამ შეფასება აწარმოა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის N417 დადგენილების უგულვებელყოფით: მოხელეთა შეფასება მოხდა პიროვნული/სუბიექტური განსჯით და არა უშუალოდ მოხელის საქმიანობის, კომპეტენციისა და მისი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. კერძოდ კი, შეფასების დროებითი წესის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: ,,წესის მიზანია 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების მოხელეთა ცოდნის, გამოცდილების, პროფესიული უნარ-ჩვევების კომპეტენციების და კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენა მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებთან და 2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებში მათი მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ობიქტური გადაწყვეტილების მიღება.“ აღნიშნული წესის მე-2 მუხლის თანახმად: შეფასება წარმოებს კანონიერების, სამართლიანობის, ობიექტურობის, გამჭირვალობის, მიუკერძოებლობისა და ინტერესთა შეუთავსებლობის დაუშვებლობის პრინციპების დაცვით; წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით: ,,კომისია ვალდებულია კანონიერად, ობიექტურად, შესაფასებელი მოხელის უფლებების შეულახავად განახორციელოს შეფასება“; ამავე წესის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის მიხედვით: ,,შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო; შეფასება ხდება კომისიის მიერ მოხელესთან გასაუბრებით, რომლის დროსაც ფასდება მოხელის ფუნქციები, კომპეტენციები, გამოცდილება, ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები. მოხელის კომპეტენციები ფასდება, ამ წესის დანართით გათვალისწინებული ცხრილის შესაბამისად, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ შევსებული მოხელის დახასიათების ან უშუალო ხელმძღვანელის არარსებობის შემთხვევაში – ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ შევსებული დახასიათების შინაარსის გათვალისწინებით“. წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: ,,შეფასებისას კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საუკეთესო შეფასება – შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და გააჩნია უფრო მაღალი თანამდებობისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები; ბ) კარგი შეფასება – შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას“. სწორედ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების დარღვევას აქვს ადგილი კომისიის მხრიდან, შეფასების დროს მხედველობაში არ იქნა მიღებული თითოეული მოხელის კვალიფიკაცია, კომპეტენცია, გამოცდილება, ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები. ამა თუ იმ მოხელის შეფასებისას უგულვებელყოფილი იქნა შეფასებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები, როგორიც არის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომისა და წახალისების ფორმების ქონა; მოხელის ცოდნა და გამოცდილება; შედეგად "საუკეთესო" შეფასება მიენიჭათ დისციპლინური პასუხისგებლობის მქონე მოხელეებს, ასევე მოხელეებს, რომელთა საქმიანობაში დაფიქსირებულია ბევრი ხარვეზი, ხოლო "კარგი" პირიქით - წახალისებულ თანამშრომლებს. კომისიის კეთილსინდისიერებას ეჭქვეშ აყენებს შემდეგი გარემოებები: ა) "საუკეთესო" შეფასება აქვს მიღებული კომისიის ყველა შეფასებას დაქვემდებარებულ წევრს (მოხელეს); აქედან კომისიის ორი წევრი - ე. გელაშვილი და გ. აბუაშვილი ერთი და იმავე სამსახურში საქმიანობენ და გ. აბუაშვილი უშუალო ხელმძღვანელია ე. გელაშვილის. ამდენად, შეფასებით დადგენილი წესის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი - ინტერესთა შეუთავსებლობის დაუშვებლობა აშკარად დარღვეულია. ბ) "საუკეთესო" შეფასება აქვს მიღებული კომისიის წევრს - ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელს ნინო მრევლიშვილს. აღნიშნული მოხელე 2014 წლის აგვისტოს თვიდან 2015 წლის იანვრამდე პერიოდში მუშაობდა ადმინისტრაციულ სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსად სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, შიდა აუდიტის სამსახურის მიერ, მოსარჩელის ხელმძღვანელობით, შემოწმებული იქნა აღნიშნული სამსახურის 2014 წლის საქმისწარმოების მასალები, რის შედეგადაც აღმოჩენილ იქნა უამრავი ხარვეზი და მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა. ამის შედგომ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, ნ--------–-–---–--, როგორც კონკურსანტმა ვერ დააკმაყოფილა კონკურსის პირობები და საკონკურსო კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით მისი კანდიდატურის წარდგენაზე, რის შედეგადაც იგი გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან (შემდგომ მისთვის სპეციალურად დაუშვეს "თანაშემწის" შტატი), ხოლო საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე ერთი კვირით ადრე მისთვის შექმნეს ახალი განყოფილება (არსებობს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათი, მისი შექმნის საჭიროების არ არსებობის) მიუხედავად ამ გარემოებებისა, შეფასების კომისიის თავმჯდომარემ სწორედ ნ. მრევლიშვილი შეიყვანა კომისიის შემადგენლობაში და ამასთან, იგი შეფასდა როგორც ,,საუკეთესო’’ მოხელე, რაც ეწინააღმდეგება შეფასების დროებითი წესის მე-6 მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებს. აქ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მაშინდელი მოხელეთა საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიოდა მოსარჩელეც, როგორც შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი და თეა წიკლაური - როგორც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი (შეფასების კომისიამ ორივე მოხელე შეაფასა "კარგი" შეფასებით). ნ. მრევლიშვილს არაერთხელ დაუფიქსირებია პირადი უარყოფითი დამოკიდებულება/განაწყენება მათ მისამართით. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ შეფასების კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტებისას ნ. მრევლიშვილი იმყოფებოდა კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებაში და კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღების მიზნით მას პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა შვებულება 2017 წლის 2 ოქტომბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, რის თაობაზეც გამოიცა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება (#კ-197 29.09.2017წ). ბრძანების დასაბუთებით ნაწილში ერთ-ერთ სამართლებრივ აქტად მითითებულია შინაგანაწესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც თავის მხრივ გულისხმობს, განსაკუთრებულ შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ მოსამსახურის გამოხმობას შვებულებიდან. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს უფლებამოსილი პირის დასაბუთებული მოთხოვნა ნ. მრევლიშვილის გამოხმობაზე. ამდენად, ნ. მრევლიშვილი მიზანმიმართულად გამოვიდა შვებულებიდან, აღნიშნულ კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად (მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა უფლება შვებულებიდან გამოუსვლელად ემუშავა კომისიაში) და კომისიის მიერ მუშაობის დასრულების შემდგომ ისევ შვებულებაში გავიდა. აქედან გამომდინარე, აშკარაა თუ რა მოტივი ამოძრავებდა მას მისი შეფასებისას. გ) მოსარჩელე როგორც ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან (2014 წლის აგვისტოს თვიდან) სამსახურებრივად უწევდა მერიის თითოეული სამსახურის აუდიტორული შემოწმება და ინსპექტირება. თითოეული შემოწმების შედეგები ასახულია აუდიტორულ ანგარიშებში, სადაც დაფიქსირებულია გამოვლენილი ხარვეზები და დარღვევები. ამდენად, მისთვის კარგად არის ცნობილი მერიის ყველა სამსახურისა და მასში მომუშავე თითოეული მოხელის საქმიანობის როგორც დადებითი მხარე, ისე ნაკლოვანება, მათი კომპეტენცია და შესაძლებლობები; სწორედ მათი სამსახურის მიერ წარდგენილი დასკვნების საფუძველზე განესაზღვრათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები შემდეგ მოხელეებს: ა) გიორგი ხვისტანს (რომელმაც კომისიის მიერ მიიღო ,,საუკეთესო’’ შეფასება); ბ) თეიმურაზ ქველაძე (რომელმაც კომისიის მიერ მიიღო ,, კარგი’’ შეფასება) გ) ლედი ქირია (რომელმაც კომისიის მიერ მიიღო ,, კარგი’’ შეფასება) დ) გიორგი მჭედლიშვილი (რომელმაც კომისიის მიერ მიიღო ,, კარგი’’ შეფასება) აღნიშნულის საპირისპიროდ, კომისიის მიერ "კარგი" შეფასება მიიღო ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თეა წიკლაურმა, რომელსაც სამსახურებრივი ვალდებულებების სანიმუშო შესრულებისათვის მერის გადაწყვეტილებით ორჯერ აქვს გამოცხადებული მადლობა. აღნიშნული გარემოებაც უგულვებელყოფილი იქნა კომისიის მიერ მოხელის შეფასებისას. ამდენად გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა კომისიამ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას, რა მიიჩნია არსებით ფაქტორად მოხელის კომპეტენციის, ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებისას და ა.შ. ე) შიდა აუდიტის სამსახური მისი ხელმძღვანელობით 2014 წლის აგვისტოს თვიდან მოყოლებული აქტიურადაა ჩართული მერიის საქმიანობის პროცესში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მერიის გამართულ ფუნქციონირებაში დიდი როლი სწორედ შიდა აუდიტის სამსახურმა შეასრულა. აუდიტორული შემოწმებების საფუძველზე გაცემული სწორი და კანონშესაბამისი რეკომენდაციებით ბევრი ხარვეზი და უზუსტობა აღმოიფხვრა მერიის თითოეული სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაში. აღნიშნული კომისიის მიერ უგულვებელყოფილ იქნა, ისევე როგორც ბევრი სხვა ფაქტორი. "საუკეთესო" შეფასება მიენიჭათ იმ მოხელეებს, რომელთა საქმიანობაში უშუალოდ მისი სამსახურის მიერ მრავალი ხარვეზი და შეუსაბამობა იყო აღმოჩენილი. ამდენად მისი სამსახურებრივი საქმიანობის მანძილზე მიღებული ინფორმაციისა და კომისიის შეფასების შედეგების ანალიზი ცალსახად მეტყველებს კომისიის გადაწყვეტილებების სუბიექტურობაზე.

 

სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე. პირველ რიგში, მართალია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ კრძალავს რომელიმე კომისიის ან სამუშაო ჯგუფის წვერობას, თუმცა მთავრობის 417-ე დადგენილება ადგენს კომისიის ფორმირების სპეციალურ წესს, რომლის თანახმადაც, სწორედაც რომ აკრძალულია იმ კომიიისს შემადგენლობაში ყოფნა, რომელმაც უნდა მოახდინოს ამავე კომისიის წევრის შეფასება. აღნიშნული ინტერესთა შეუთავსებლობა არათუ შეუძლებელია წინასწარ იქნეს განჭვრეტადი, არამედ თითოეული კომისიის წევრისთვის წინასწარ არის ცნობილი იმ შესაფასებელ მოხელეთა სია, რომლის შეფასებაც უნდა მოახდინოს, გარდა ამისა, თავად შესაფასებელი მოხელისთვისაც ცხადია ცნობილია, რომ უნდა მოხდეს მათი შეფასება. სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს, კომისიის საბოლოო ოქმზე. 2017 წლის 06 ოქტომბრის საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის საბოლოო ოქმის მე-2, 21-ე , 36-ე და 37-ე საკითხებს წარმოადგენს ნ-----------–-–---–--(კომისიის წევრი), გ-----------ე( კომისიის წევრი), გ----------–---–- (კომისიის წევრი) შეფასება -„საუკეთესო შეფასებით“, აღნიშნულ საბოლოო ოქმს ხელს აწერს ე---------–-–---–-, გ-----------ე, ნინო მრველიშვილი, გ----------–---–-. ოქმში ვერსად ვერ ნახავთ მითითებას აცილებასთან დაკავშირებით და კომისიის თითოეული წევრი ხელმოწერებით დაეთანხმნენ საკუთარ „საუკეთესო შეფასებებს“.საინტერესოა, ის გარემოებაც, რომ შესაფასებელი მოხელის შეფასების პროცედურა ითვალისწინებს შეფასებისს პროცესში მისი უშუალო უფროსის დახასიათების არსებობას. საქმეში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია თითოეული კომისიის წევრის, როგორც შესაფასებელი მოხელეების (გ-----------ე, ნინო მრევლიშვილი, ეთერი გელაშვილი, გ----------–---–-) დახასიათებები, რომელთა ადრესატი გახლავთ მერიის მოხელეთა შეფასების კომისია, რომლის წევრებიც თავად არიან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული, ცალსახად მიუთითებს, სწორედ იმ პრინციპის(„არავინ შეიძლება იყოს მოსამართლე თავის საქმეში“) დარღვევაზე რაზედაც საჯარო სამსახურის ბიურო აპელირებს წარმოდგენილ შესაგებელში. კერძოდ, კომისიის წევრობის შეზღუდვის სპეციალურ წესს ადგენს 417-ე დადგენილების მე-7 პუნქტი, კომისიის წევრებისთვის იმთავითვე განჭვრეტადი იყო ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ, ამასთან, კომისიის არც ერთ წევრს არ დაუყენებელია აცილების საკითხი მის მიმართ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეს ნათლად ჩანს კომისიის საბოლოო ოქმით რომელიც კომისიის ყველა წევრის მიერაა ხელმოწერილი.

 

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ოქმი არ შეიცავს თითოეული კანდიდატის შესახებ კომისიის წევრთა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, თანახმად შეფასების წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა, რითაც კიდევ ერთხელ არის დარღვეული შეფასების პრინციპები. ამასთან უგულებელყოფილია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებიც. კერძოდ: აღნიშნული ოქმი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თანახმად სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტისა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად: ,,სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას“.

 

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა ყურადღება გავამახვილოთ სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკაზე მსგავს საქმეებთან დაკავშირებით, კერძოდ, 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე N3ბ/1413-14, სადაც სასამართლო განმარტავს „ ვინაიდან დავა შეეხება გასაუბრების ეტაპის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას, გასაუბრების შედეგად კანდიდატის შეფასება შეიძლება ჩაითვალოს საკმაოდ სუბიექტურად, რადგან ის ეფუძნება, მხოლოდ შემფასებლის მოსაზრებას და შეხედულებას. იმისათვის, რომ გასაუბრების შედეგების სუბიექტურობა შემცირდეს და გაიზარდოს სანდოობა, იგი უნდა ჩატარდეს წინასწრა შემუშავებული და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. საკონკურსო კომისია კანდიდატებთან გასაუბრებისას უნდა იყენდბეს წინასწარ შემუშავებულ კითხვარს, რომელსაც თან უნდა ახლდეს შეფასების მეთოდი. აღნიშნული წარმოადგენს პროცესის გამჭვირვალობის, საჯაროობის, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას, აღნიშნული ხდება ნდობის საფუძველი, რომ კონკურსანტის მიმართ მიიღება კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილება. შეფასების კრიტერიუმების არ არსებობის პირობებში, კი ჩნდება ისეთი დასკვნის საფუძველი, რომ კონკურსი ჩატარდა შემფასებელთა სუბიექტური შეხედულებების გათვალისწინებით, უსაფუძვლო უპირატესობის მინიჭების გზით.“ ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აქტის დასაბუთების ვალდებულებაზე და აღნიშნავს, „დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღნიშნულიყო შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს. გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება გულისხმობს , პირველ რიგში, თითოეული კონკურსანტის შეფასების დასაბუთებას უშუალოდ ამ კონკურსანტთან დაკავშირებით არსებულ ობიექტური და სუბიექტურ ფაქტორებზე დაყრდნობი, კონკურსანტი უფლებამოსილია მოთხოვოს არამარტო თავისი უარის, არამედ სხვა კანდიდატთა გამარჯვებუალდ გამოცხადების მოტივაცია. კონკურსანტი უფლებამოსილია იცოდეს რა მიზეზით არ აირჩია იგი საკონკურსო კომისიამ. დაინტერესებულ პირებს უნდა გააჩნდეთ კონკურსანტთა საკონკურსო მონაცემებისა და მათთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებების შედარების შესაძლებლობა“. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეში არსებული შეფასების ოქმები ცხადია ვერ აკმაყოფილებენს სასამართლოების მიერ დადგენილ დასაბუთების ვალდებულების ამგვარ მაღალ სტანდარტს და დაინტერესბეული პირისთვის, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის, სრულიად გაუგებარია რა გარემოებზე დაყრდნობით მოახდინა კომისიამ მისი შეფასება. მით უფრო, რომ საქმეში წარმოდგენილია ე----------------–---–-ს დახასიათება, ასევე წლების განმავლობაში იგი კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ უფლებამოვალეოებებს, გარდა ამისა, მისი კვალიფიკაცია სრულიად შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის 218-ე დადგენილების მე-2 მუხლის მოთხოვნებს პირველი რანგის საჯარო მოსამსახურესათვის, კერძოდ, მას აქვს ა)უმაღლესი განათლება; ბ) აქვს სპეციალობით ან/და შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებს 5 წლის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. ამასთან, უნდა მივუთითოთ, ისიც,რომ კომისიის მიერ შეფასება „კარგი“ მთავრობის 417-ე დადგენილების თანახმად გულისხმობს იმას რომ მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც მოსარჩელის თანამდებობას დღემდე არსებობს უწყებაში, მით უფრო გაუგებარია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე,საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987-IIს დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, „თვითმართველო ქალაქი მცხეთა და მცხეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად - მცხეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი მცხეთა.“ სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერზე მუნიციპალიტეტთა რეესტრიდან, (წარმოდგენილია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, 2018 წლის 08 იანვრის განცხადება გვ.55) რომლის თანახმად, მცხეთის მუნიციპალიტეტის (ქალაქი მცხეთა) სტატუსი არის აქტიური. გარდა ამისა, დღეს მოქმედ ამონაწერსა და ძველი ამონაწერების მარტივი ანალიზიდან ნათლად ჩანს, მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებების დასახელებებისა და ადმინისტრაციული ერთეულების იდენტურობა.

 

სასამართლო მიუთითებს, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს N416-ე დადგენილების 1-ლი მუხლზე, რომლის თანახმად, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის არის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გასაუქმებელი მუნიციპალიტეტი. ამავე დადგენილების განმარტებითვე, ახალი მუნიციპალიტეტი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 2017 წელს გასაუქმებელი მუნციიპალიტეტების გაერთიანების შედეგად შესაქმნელი მუნიციპალიტეტი. ამავე დადგენილების თანახმად, ახალი მუნიციპალიტეტი გახლავთ უფლებამონაცვლე, გაერთიანებული მუნიციპალიტეტებისა. ყოველივე ზემოაღნიშნლიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მოხდა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება. რომლის თანახმად მცხეთა ჩამოყალიბდა ერთ მუნიციპალიტეტად. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი არის გაერთიანებული მუნიციპალიტეტების უფლებამონაცვლე და არა სრულიად ახალი მუნიციპალიტეტი, როგორც ამას მოპასუხე მერია მიუთითებს თავის შესაგებელში. წარმოუდგენელია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია სრულიად ახალი ორგანიზაციული წარმონაქმნი იყოს, მით უფრო, რომ საქმეში წარმოდგენილია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერისს 2017 წლის 20 ნოემბრის და 2015 წლის 16 იანვრის დებულებები (გაერთიანებამდე და გაერთიანების შემდგომი დებულებები), რომელთა მარტივი ანალიზითაც ნათლად ჩანს, რომ ფუნქციურად, რასაკვირველია, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა, იგი კვლავ იმ ფუნქცია-მოვალეოებებისა და მიზნების გამახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ“. იმას, რომ ფაქტობრივად ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება მოხდა და არა მუნიციპალიტეტის სრულიად გაუქმება ადასტურებს თავად მოპასუხე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია წარმოდგენილ შესაგებელში, რომლის მე-6 გვერდზე მოპასუხე ადასტურებს, რომ „თვითმართველი ერთეული ჩამოყალიბდა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად.“ ამდენად უსაფუძვლო და ყოველგვარ დასაბუთებას მოკლებულია მოპასუხის პოზიცია „სრულიად სხვა საჯარო დაწესებულების“ არსებობასთან დაკავშირებით. იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს აქტიური სტატუსი და ამასთან, გახლავთ გაერთიანებული მუნიციპალიტეტების უფლებამონაცვლე ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. (ამონაწერი მუნიციპალიტეტების რეესტრიდან, მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს N416 დადგენილება, მცხეთის მუნიციპალიტეტის დებულებები გაერთიანებამდე და გაერთიანების შემდგომ). ზემოაღნიშნულ გარემოებას ადასტურებს, საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 24 ნოემბრის Nგ8767 წერილი (იხ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაგებლის დანართი გვ.35), რომლის თანახმად ბიურო პირდაპირ მიუთითებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას უზრუნველყოს მუნიციიპალიტეტების საჯარო მოსამსახურეთა გადაყვანა 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიებში და საკრებულოს აპარატებში. ამასთან, 2018 წლის 18 იანვრის Nგ753 წერილში (ამავე შესაგებელის დანართი გვ.22), საჯარო სამსახურის ბიურო პირდაპირ განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მოხელეთა დასაქმება, უფლებამონაცვლე მუნიციპალიტეტის მიერ გაიცემა კონპენსაცია, მხოლოდ მას შემდგომ რაც დადასტურდება დასაქმების შეუძლებლობა, შეუძლებლობის დადასტურების თარიღიდან შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

 

ადგილობრივ თვითმართველობებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მოსარჩელე გათავისუფლებული იქნა მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან. თუმცა სარჩელის შემოტანის დროისათვის ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ მომხდარა სათანადო წესით მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე) გაცნობა.

 

2018 წლის 30 იანვარს მოსარჩელე მხარეს გადაეცა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოგზავნილი წერილი, რომელშიც წარმოდგენილია 2018 წლის 26 იანვრის ბრძანება ე----------------–---–-ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. 2018 წლის 26 იანვარს გამოცემული ბრძანების თანახმად გაუქმებული ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ე----------------–---–-, მის მიმართ მობილობის განხორციელების შეუძლებლობის გამო, სამსახურიდან გათავისუფლებულად უნდა ჩაითვალოს 2017 წლის 12 ნოემბრიდან. აღსანიშნავია, რომ ბრძანება გამოცემულია 2018 წლის 26 იანვარს, მაშინ, როდესაც ე----------------–---–-, კვლავ აღნიშნულ ბრძანებაზე, დაყრდნობით სამსახურიდან გათავისუფლებულად ითვლება 2017 წლის 12 ნოემბრიდან. დასახელებულ ბრძანებაში ე----------------–---–-ს თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 110-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ " სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით". დაუშვებელია, სამართლებრივი ძალის მქონე აქტად იქნეს მიჩნეული ბრძანება, რომელიც ე----------------–---–-ს სამსახურიდან გათავისუფლების თარიღად უთითებს ბრძანების გამოცემამდე პერიოდზე, კერძოდ 2017 წლის 12 ნოემბერზე. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიული საჯარო მოხელის ე----------------–---–-ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2018 წლის 26 იანვარს გამოცემული ბრძანება ბათილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. სზაკ-ის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად "ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები". დასახელებული ბრძანება არ არის გამოცემული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ვინაიდან ბრძანება გამოცემულია დაგვიანებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გათავისუფლების თარიღად მითითებული 2017 წლის 12 ნოემბრიდან დაახლოებით სამი თვის შემდგომ და ამასთან არ არსებობს ე----------------–---–-ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. საინტერესოა ის გარემოებაც, რონ მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე სანამ მოხდებოდა ოფიციალური წესით მისი გათავისუფლება ანუ 2018 წლი 26 იანვრამდე, ქ. მცხეთის მუნციიპალიტეტის მერიას 2017 წლის 24 ნოემბერს გ-----------ე (კომისიის ერთ-ერთი წევრი) უკვე დანიშნა მხარემ სადავო თანამდებობაზე, რაც ასევე არ შეესაბამება ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

2017 წლის 29 დეკემბრის წერილში (ადრესატია მოსარჩელე) N3289-2 მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია პირდაპირ მიუთითებს შემდეგს : " თქვენ, როგორც 2017 წელს გაუქმებული ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიული საჯარო მოხელე, დაექვემდებარეთ მობილობას, შესაბამისად, თქვენი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანების სახით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა". ამავე წერილში განმარტებულია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდესის 135-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს. ამდენად, გაუქმებულ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტთან ე----------------–---–-ს სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტის თარიღად, მერია მიიჩნევს 2017 წლის 12 ნოემბერს (მერის არჩეულად გამოცხადების მე-11 დღე). აქედან გამომდინარე თავისთავად წინააღმდეგობრივია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია მოსარჩელე ე----------------–---–-ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან მერიის წერილში ხაგზასმულია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგას გათავისუფლების თაობაზე ბრძანების გამოცემის საჭიროება, ხოლო შემდგომ მოსარჩელეს ეგზავნება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საჯარო მოხელე ე----------------–---–-ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, სადაც გათავისუფლების თარიღად ბრძანების გამოცემამდე არსებული რიცხვია დასახელებული. ზემოთხსენებულ წერილში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია არ უნდა იქნეს გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო: 1. უპირველესად უნდა მივუთოთ, ის გარემოება რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია არ გაუქმებულა. პირველ რიგში ამას ადასტურებს თავად მოწერილი წერილი, რომლის ავტორი მცხეთის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი და შესაბამისად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაა. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987-II დადგენილება, რაზედაც წერილში უთითებს მერია ადგენს, რომ "თვითმართველი ქალაქი მცხეთა და მცხეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმართველ ერთეულად - მცხეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი მცხეთა. ამასთან, არ არსებობს ოფიციალური წესით მიღებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ლიკვიდაციის შესახებ იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, ცხადია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია არ გაუქმებულა. 2. მოსარჩელე ე----------------–---–- არ არის მობილობას დაქვემდებარებული საჯარო მოხელე. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 52-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, ადგენს მობილობის წესს, რომლის თანახმადაც " საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით." აღნიშნული ნორმის ანალიზი ნათლად მიუთითებს კუმულაციური პირობების არსებობაზე, კერძოდ, იმისათვის რომ განხორციელედეს მობილობა: ა. უნდა არსებობდეს დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმა, ბ. რეორგანიზაციას, ლიკვიდაციას ან/და შერწყმას თან უნდა სდევდეს შტატების შემცირება, გ. უნდა არსებობდეს შესაბამისი მოხელის თანხმობა.

 

მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა რომ არც ერთი კანონით დადგენილი კრიტერიუმი მოსარჩელის შემთხვევაში არ არსებობს. არ მომხდარა ქ.მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის გაუქმება/ლიკვიდაცია, შესაბამისად სახეზე არ არის პირველი კანონით დადგენილი პირობა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N5 დადგენილება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის და მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლის თანახმადაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური. ამასთან, საშტატო ნუსხით, გათვალისწინებულია შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის საშტატო ერთეული, რაზედაც მოსარჩელე მუშაობდა, შესაბამისად, სახეზე არ არის მეორე პირობა საშტატო ერთეულის შემცირებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, რასაკვირველია, არ არსებობს ე----------------–---–-ს თანხმობა მობილობასთან დაკავშირებით ვინაიდან მისი თანამდებობა დღემდე არსებობს უწყებაში და კანონის თანახმად იგი როგორც უვადოდ დანიშნული მოხელე უნდა იკავებდეს სწორედ მის მიერ დაკავებულ თანამდებობას.

 

მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ყურადღება უნდა გავამახვილდეს შტატების შემცირებასა და მათ გაუქმებასთან დაკავშირებით არსებულ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nბს-683-675(2კ-15), აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო განმარტავს: „საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, რომ ახალი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ, ხოლო ის გარემოება რომ პირის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა ამგვარი სახელწოდებით აღარ არსებობს, არ წარმოადგენს საფუძველს ვარაუდისთის, რომ ფუნქციურად სხვა საშტატო ერთეული რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სტრუქტურაში, იმავე სახის უფლება-მოვალეობებით არ არის აღჭურვილი.“ შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ახალი საშტატო ნუსხით გათვალისიწნებულია შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელის საშტატო ერთეული, აღნიშნული გარემოება ნათლად ადასტურებს რომ შტატი არ გაუქმებულა და ე----------------–---–-ს თანამდებობა დღემდე არსებობს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. მერიის განცხადებით, ე----------------–---–-ს გათავისუფლების თაობაზე არ გამოცემულა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი. მათივე განმარტებით, ეკატერინე ბაღაშვილსა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის სამსახურეობრივი ურთიერთობა ავტომატურად შეწყვეტილად ითვლება, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ახალი მერის არჩევიდან მე-11 დღეს. ამგვარი მიდგომა, სრულიად შეუსაბამოა ადმინისტრაციული სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებთან და უკანონოდ ლახავს მოსარჩელის კონსტიტუციით გარანტირებულ შრომით უფლებებს.

 

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მიეთითოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე N3/5/626 „საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მოცემული საქმეში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სწორედ გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ახალი გამგებლის/მერის არჩევისას (უფლებამოსილების დაწყებისას) უფლებამოსილების ავტომატური შეწყვეტისა და გამგებლის/მერის მიერ მისი დასაბუთების გარეშე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილების კონსტიტუციურობის შემოწმება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

 

ზემოაღნიშნულ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში სასამართლო განმარტავს: „გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის არსის, მისი ფუნქციების და მიზნების ანალიზის საფუძველზე აშკარაა, რომ, მართალია, ეს უკანასკნელი წარმოადგენს გამგებლის/მერის წინაშე პასუხისმგებელ პირს, თუმცა არის სრულიად დამოუკიდებელი ფუნქციების მქონე თანამდებობის პირი, რომლის მიერ უფლებამოსილების კვალიფიციურად განხორციელება არ არის დამოკიდებული გამგებლის/მერის პიროვნებაზე. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს გააჩნიათ დამოუკიდებელი ამოცანები, მოქმედების არეალი, სფერო. მათი ფუნქციები, აგრეთვე თავად თანამდებობის არსი, მიზანი, არის არა ზემდგომი თანამდებობის პირის საქმიანობის ადმინისტრაციული ორგანიზება, მისი ფუნქციების განხორციელებაში ფორმალური ხელშეწყობა, არამედ გააჩნია თვითმყოფადი ბუნება. იგი „წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის“ (საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი). ამ თანამდებობის არსი გულისხმობს არა კონკრეტული პოლიტიკური გუნდისა თუ გამგებლის/მერის პოლიტიკური შეხედულებებისადმი ერთგულებას, არამედ მისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის კანონმდებლობის შესაბამისად გაძღოლას. პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის განხორციელების მოთხოვნა ერთ-ერთ ძირეულ პრინციპს წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეებისათვის, რომელიც განმტკიცებულია აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით. ამგვარი თვითმყოფადი საჯარო თანამდებობისთვის კანონმდებლობით უფლებამოსილების განხორციელების ვადის დაწესება წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობის განხორციელების უფლების შეზღუდვას. ვინაიდან გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტა, ახალი გამგებლის/მერის უფლებამოსილების დაწყების მომენტიდან, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროში ჩარევას." შედეგად სასამართლომ დაასკვნა, რომ „შესაბამისი თანამდებობის პირის კვალიფიკაციის, გამოცდილებისა თუ სხვა უნარების შემოწმების/შეფასების გარეშე ადგენს უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტას ახალი გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილების დაწყების მომენტიდან, წარმოადგენს გამოუსადეგარ საშუალებას ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური ფუნქციონირების მიზნისათვის და წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საწინააღმდეგო რეგულაციას. “

 

შესაბამისად, ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელია მცხეთის მუნიციპალიტეტის პოზიცია, რომ დამატებით ინდივიდუალური აქტის გამოცემა და ამ ფორმით გადაწყვეტილების მიღება არ არის აუცილებელი. გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობისა, მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედ პრინციპებსა და არსებულ სასამართლო პრაქტიკას. კერძოდ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, მოცემულ შემთვევაში, იმისათვის რომ წარმოიშვას სამართლებრივი ურთიერთობა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი). გარდა იმისა, რომ აქტის გამოცემა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის/შეწყვეტის აუციელებელი წინაპირობაა, ამასთან, გამოცემული ინდ.აქტი ადმინისტრაციული კანონმდებლობის თანახმად სათანადო წესით უნდა გაეცნოს დაინტერესებულ მხარეს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. ხოლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში.

 

შესაბამისად, ადმინისტრაციული კანონმდებლობა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას/შეწყვეტას უკავშირებს სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტს, ასევე კანონმდელობის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება არა მხოლოდ სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება არამედ აქტის სათანადო წესით გაცნობა დაინტერესებული პირისათვის რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დინებასთან, რაც ნებისმიერი დაინტერესებული პირის კონტიტუციით გარანტირებულ უფლებას წარმოადგენს. (საქართველოს კოსნტიტუციის 42-ე მუხლი ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.)

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან არ არსებობს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ე----------------–---–-ს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის ბრძანება Nკ-214 პროფესიული საჯარო მოხელის ე----------------–---–-ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და უნდა დაევალოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე აღადგინოს მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე, კერძოდ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მიეცეს მას განაცდური 2017 წლის 12 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გ-----------ის დანიშვნის შესახებ 2017 წლის 24 ნოემბრის Nკ-235 ბრძანება შემდეგ გარემოებათა გამო; გ-----------ე იყო ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი. ამასთან, 2017 წლის 29 სექტემბრის N შ-1652 ბრძანების თანახმად, იგი დაინიშნა საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის წევრად. ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ-----------ე გახლდათ შესაფასებელი მოხელე, რომელიც შეფასებულ იქნა იმავე კომისიის მიერ. შეფასების პროცესში შესაფასებელი მოხელის მონაწილეობა, მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა ის ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც ეკატერინე ბაღაშვილსა და გ-----------ეს შორის არსებობდა გასაუბრების ეტაპზე. რაც ცხადია, არ შეიძლება განჭვრეტადი ყოფილიყო მოსარჩელისთვის, რადგან მისთვის სრულიად დაუჯერებელი იქნებოდა მისსავე თანამდებობაზე კომისიის ერთ-ერთი წევრი თუ აცხადებდა პრეტენზიას. ცალსახაა, რომ გ-----------ე სრულიად მიკერძოებული გახლდათ ე----------------–---–-ს შეფასებისას, ამასთან, იგი როგორც კომისიის წევრი, ცხადია, სრულად დაეთანხმა კომისიას, კომისიის საბოლოო ოქმზე ხელმოწერით, მის მიერ მიღებულ „საუკეთესო შეფასებას“. შესაბამისად, სრულიად უგულებელყოფილია მთავრობის 417-ე დადგენილებით დეკლარირებული შეფასების პროცესის ძირითადი პრინციპები.

 

გარდა ამისა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დღემდე არსებობს ის სამსახური და შესაბამისად, სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია რომელსაც გ-----------ე იკავებდა მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე. თუმცა, მოსარჩელისა და დაინტერესებული პირებისათვის, სრულიად დაუსაბუთებელია რა გარემოებებს დაეყრდნო კომისიას გ-----------ისათვის „საუკეთესო შეფასებით“ შეფასებაში და რატომ მიიღო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვეტილება მისი შიდა აუდიტის სამსახურის უფროსაც დანიშვნასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მოიშველიებს 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებას საქმე N3ბ/1413-14, სადაც სასამართლო განმარტავს, „დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღნიშნულიყო შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების ინგორირება წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს. გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება გულისხმობს, პირველ რიგში, თითოეული კონკურსანტის შეფასების დასაბუთებას უშუალოდ ამ კონკურსანტთან დაკავშირებით არსებულ ობიექტური და სუბიექტურ ფაქტორებზე დაყრდნობი, კონკურსანტი უფლებამოსილია მოთხოვოს არამარტო თავისი უარის, არამედ სხვა კანდიდატთა გამარჯვებუალდ გამოცხადების მოტივაცია. კონკურსანტი უფლებამოსილია იცოდეს რა მიზეზით არ აირჩია იგი სკაონკურსო კომისიამ. დაინტერესებულ პირებს უნდა გააჩნდეთ კონკურსანტთა საკონკურსო მონაცემებისა და მათთამ მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებების შედარების შესაძლებლობა“. ე----------------–---–-ს შეფასება „კარგი“ მთავრობის 417-ე დადგენილების თანახმად გულისხმობს ,რომ მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც მოსარჩელის თანამდებობას დღემდე არსებობს უწყებაში, გაუგებარია რატომ ხდება მისი სამსახურიდან გათავისუფლება და გ-----------ის იმავე რანგის თანამდებობაზე (შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის) დანიშვნა.

 

მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლოს მიერ ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნა ცნობილი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 28 სექტემბრის #შ-1638 ბრძანება, კომისიის წევრის: ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის - ნ-----------–-–---–-- დანიშვნის ნაწილში და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 29 სექტემბრის #შ-1652 ბრძანება კომისიის წევრების: ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის- კომისიის მდივნის ნ-----------–-–---–--, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის - გ----------–---–-ს და ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო შესყიდვების სამსახურის უფროსის - გ-----------ის დანიშვნის ნაწილში რადგან ისინი არიან უკანონოდ შექმნილი კომისიის კანონდარღვევით შერჩეული წევრები.

 

გარდა ზემოთ ხსენებულისა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე საქმეში წრმოდგენილი გ-----------ის სივზე, რომელიც თანდართულია მოპასუხე - ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა შეფასების კომისის შესაგებელზე. მისი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე მას არ უმუშავია არც ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე და სადავო ბრძანებით, სადაც მითითებულია მისი დანიშვნა წინააღმდეგობაში მოდის 2017 წლის 28 აპრილის საქართველოს მთავრობის #218 დედგენილების მე-2 მუხლის (პირველი რანგისათვის მაღალი მმართველობითი დონე აუცილებლი სპეციალური მოთხოვნები) ;ბ; ქვეპუნქტთან მიმართებაში სადაც მითითებულია, რომ სპეციალობით და შესამაბისი დარგის მუშაობის არანაკლები 5 წლის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რაც მოცემულ შემთხვევაში გ-----------ეს არ გააჩნდა, ხოლო მოპასუხე მხარის აპელირება ამავე დადგენილების მე-2 მუხლზე, რომ აღნიშნული დანაწესი არ უნდა გავრცელდეს გ-----------ესთან მიმართებაში, რადგან მოხდა მისი გადმოყვანა მობილობის წესით და ის დანიშნული იყო 2017 წლის 01 ივლისამდე დაკავებულ თანამდებობაზე, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სადავო ბრძანებაში პირდაპირ არის მითითებული გ-----------ის დანიშვნა თანამდებობაზე 2017 წლი 24 ნოემბრიდან, შესაბამისად მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო აღნიშნული #218 დადგენილების მე-2 მუხლის ;ბ; ქვეპუნქტის დანაწესი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც სამართლის ნორმის ადრესატების ერთი ჯგუფი, სხვა ჯგუფთან შედარებით განსხვავებულად განიხილება, მოწესრიგების ლოგიკიდან გამომდინარე ამ ჯგუფებს შორის არსებული განსხვავება უნდა ამართლებდეს დადგენილ უთანასწორობას, კავშირი დიფერენცირების ნიშანსა და განსხვავებულად განხილვას შორის უნდა იძლეოდეს რაციონალური ახსნის შესაძლებლობას და სამართლებრივად განსხვავებული შედეგები ფაქტობრივად არსებული განსხვავების პროპორციული უნდა იყოს (ანალოგიურ საკითხზე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 29 ივლისის № ბს-69-67 (კ-14) გადაწყვეტილება).

 

10.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება, გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება, გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულმა ორგანომ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად არ უნდა მიიღოს. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი, უპირველესად, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. მართალია, სასამართლოს კომპეტენციას სცილდება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს, შეამოწმოს საკითხის გადაჭრის ყველაზე მისაღები გზის არჩევის მიზანშეწონილობა, მაგრამ სასამართლო ზედამხედველობს ასეთი აქტების დასაბუთებულების სათანადოობას, რაც საკითხის გადაჭრის დროს კანონიერების, გამჭირვალობის, ობიექტურად შეფასების თანაბარზომიერების, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად არის მიღებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა სწორად შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო სამართალურთიერთობა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის № ბს-301-292 (2კ-13) განჩინება).

 

გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო, უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით. მას უნდა შეეძლოს, იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. ამასთან, სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის № ბს-201-199 (კ-14) განჩინება).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

 

ასევე სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 118 მუხლის შესაბამისად, 1. მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.3. ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). (22.12.2017. N1826 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან) 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში. (22.12.2017. N1826 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, მე-13, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე----------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 28 სექტემბრის #შ-1638 ბრძანება, კომისიის წევრის: ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის - ნ-----------–-–---–-- დანიშვნის ნაწილში მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.

 

3. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 29 სექტემბრის #შ-1652 ბრძანება კომისიის წევრების: ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის- კომისიის მდივნის ნ-----------–-–---–--, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის - გ----------–---–-ს და ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო შესყიდვების სამსახურის უფროსის - გ-----------ის დანიშვნის ნაწილში მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.

 

4. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის 2017 წლის 6 ოქტომბრის ოქმი მითითებული კომისიის გადაწყვეტილების მე-18 პუნქტში: ,,ე----------------–---–- - პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი - ,,კარგი შეფასება" (მოსარჩელის ნაწილში) მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.

 

5. ბათილად იქნას ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის ბრძანება Nკ-214 პროფესიული საჯარო მოხელის ე----------------–---–-ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე ე----------------–---–-ს აღდგენა მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე, კერძოდ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მისი ძალაში შესვლის მომენტიდან და მიეცეს განაცდური (თანამდებობრივი სარგო) 2017 წლის 12 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

6. ბათილად იქნეს ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 ნოემბრის №კ-235 ბრძანება გ-----------ის დანიშვნის თაობაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციაზე მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.

 

7. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

8. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა № 17) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე კობა გოცირიძე