განაჩენი

სისხლის სამართლის 06.04.2018
საქმის ნომერი
080100117002240877
დავის ტიპი
19 - 177 2 ბ , 19 - 177 2 ა , 177 3 დ , 177 3 ა , 177 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
06.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/995-17 (№041071117007)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

16.03.2018 წელი ქუთაისი

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - დ------- ვ------------

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული - გ------- ს----–-----

მამის სახელი: მ--–-----

დაბადების თარიღი: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არ-------–----–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრირებული: მარტვილის რაიონი სოფელი ს--–-----

მცხოვრები: დროებით ცხოვრობს ქუთაისი, 2-------- ქუჩა N43

 

ადვოკატი - მ------- ა----------ე

 

საპროცესო წარმომადგენელი - თ----- ბ------ე

 

სხდომის სახე დახურული

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი(2017 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი); 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები(2017 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი); 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები(2017 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი); 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი(2017 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი); 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი(2017 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ გ------- ს----–-----მ ჩაიდინა:

- ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

- ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

- ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით;

- ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

- ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით; რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2017 წლის 12 ოქტომბერს, ღამის საათებში შ--–-- შ-------ემ გ------- ს----–-----სთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, რუსთაველის გამზირი N8 და ფალიაშვილის ქუჩა N2-ში მდებარე სილამაზის სალონში საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლა ლ------ კ-------–---–ის კუთვნილ 70 ლარად ღირებულ „მოსერის“ ფირმის „თმის საჭრელ მანქანას“, „მოსერის“ ფირმის 40 ლარად ღირებულ „თმის საჭრელ მანქანას“, „მოსერის“ ფირმის 30 ლარად ღირებულ „თმის უთოს“, 5 ლარად ღირებულ მაკრატელს.

2017 წლის 12 ოქტომბერს, ღამის საათებში შ--–-- შ-------ემ გ------- ს----–-----სთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩა N2 და ფალიაშვილის ქუჩა N4-ში მდებარე სილამაზის სალონ „სტილში“, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლა ი----- ც-----–--- კუთვნილ 60 ლარად ღირებულ ორ მაკრატელს, 85 ლარად ღირებულ „თმის საჭრელ მანქანას“, 10 ლარად ღირებულ მამაკაცის სუნამოს, 8 ლარად ღირებულ მამაკაცის სახის კრემს, ნ--- კ-----–---–--ს კუთვნილ 50 ლარად ღირებულ „თმის საჭრელ მანქანას“, 138 ლარად ღირებულ „თმის საჭრელ მანქანას“, 30 ლარად ღირებულ „თმის საჭრელ მანქანას“, 15 ევროს, 200 ლარად ღირებულ ოქროს ყელსაბამს და ჯვარს.

2017 წლის 12 ოქტომბერს, ღამის საათებში შ--–-- შ-------ემ გ------- ს----–-----სთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩა N2 და ფალიაშვილის ქუჩა N4-ში მდებარე სილამაზის სალონ „ოცნებაში“, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლა მ---- ვ-–--–-----ის კუთვნილ საფულეს, მასში არსებულ 195 ლარს, ნათია ხიკლაძის კუთვნილ 300 ლარად ღირებულ „თმის საჭრელ მანქანას“, 25 ლარად ღირებულ თმის საჭრელ მანქანას, ორ სავარცხელს და თმის დასაგრძელებელ ხელსაწყოს და მან--- ჩოქურის 15 ლარად ღირებულ სათვალეს.

- ასევე, 2017 წლის 31 ოქტომბერს ქუთაისი ილია ჭავჭვაძის გამზირ N39-ში გ------- ს----–----- სხვა პირთან ერთად მართლსაწინაამღდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა გ------- ტ--–--–-–---–ის 4000 ლარად ღირებულ ავტომანქანას.

- ასევე, 2017 წლის 31 ოქტომბერს ქუთაისი ფაილიაშვილის N25-ში მდებარე ნარგიზა კაცაძის საცავიდან გ------- ს----–----- მართლსაწინაამღდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადა ფარულად დაეუფლებოდა მ--- აი-----ის ნივთებს, ღირებულს 172 ლარად.

- ასევე, 2017 წლის 24 აგვისტოს, ქუთაისი გრიშაშვილის ქუჩა N3-ში კაფე- ბარ თეთრი ქვებში გ------- ს----–----- სხვა პირთან ერთად ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 3 ცალი სამეთვალყურეო კამერას. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს ,,მგვ’’ მიადგა 310 ლარის ზიანი.

- ასევე, 2017 წლის 27 სექტემბერს ქუთაისში ნიკეას მეორე ჩიხში N3-ში მდებარე ლ-–- წ-–--–-–---–ის სასურსათო მაღაზიიდან გ------- ს---–----- ფარულად დაეუფლა 18 ლარად ღირებულ სამ ერთეულ ბიდონს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2018 წლის 10 იანვარს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ------- ს----–-----ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს გ------- ს----–-----მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, გ------- ს----–-----ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შეტყობინებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, პატაკი, დაზარალებულების გ------- ტ--–--–-–---–ის, მ--- აი-----ის, ქ--------- ქ---------ის გამოკითხვის ოქმი; მოწმეების: გ------- ჯ----–--ის, მ------ გოდუაძის, იროდი მღებრიშვილის, ლ------ კ-------–---–ის, გ------- ს----–-----ს, შ--–-- შ-------ის, თ------ რ------ს, ია ჩ-------ის, დ----- ა--–--–---ს, ლ-–- წ-–--–-–---–ის, გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოღებული 2 თმის საჭრელი მანქანა, 1 მაკრატელი; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი; გ------- ს----–-----ს გამოკითხვის ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა გ------- ს----–-----მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

ასევე, ბრალდებულმა გ------- ს----–-----მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

ასევე, ბრალდებულმა გ------- ს----–-----მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

ასევე, ბრალდებულმა გ------- ს----–-----მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

ასევე, ბრალდებულმა გ------- ს----–-----მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

გ------- ს----–-----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა 2018 წლის 16 მარტს.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ------- ს----–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, ასევე ბრალდებულის ასაკს(არასრულწლოვანია), ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობებს( ის წამოსულია ოჯახიდან და დროებით ცხოვრობს მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრში, სადღეღამისო თავშესაფარში). მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი თ----- ბ------ე განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში გ-------ს ქცევები იმედისმომცემია და აქვს გამოსწორების პერსპექტივა. ამასთან, იგეგმება მისი ჩართვა შრომით პროგრამაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- ს----–-----ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ პრიორიტეტულია არასრულწლოვნის რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14 მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს.

სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლი), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნას, სასამართლო ასევე ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე და 75-ე მუხლის მოთხოვნებს, მხედველობაში იღებს იმ მოცემულობას, რაც ინდივიდუალური შეფასების ანგარიშშია მოყვანილი. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილი მოცემულობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ს----–-----ს ზემოაღნიშნული მუხლებით საბოლოო სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, თუმცა არსებობს ყველა გარემოება იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლი, რომლის თანახმად, ,,თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს’’. სასამართლო განმარტავს, რომ გ------- ს----–-----ს მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა; მან ჩაიდინა განზრახი, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არის არასრულწლოვანი, ნასამართლობის არ მქონე პირია და აღიარებს მასზე ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობის და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა გ------- ს----–-----ს მიმართ, შესაძლებელი იქნება მისთვის თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში, ვინაიდან არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა პირობა. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია არასრულწლოვანს დააკისროს ერთი ან რამდენიმე მოვალეობა, რომელიც გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 45-ე მუხლით. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ს----–-----ს მიერ ჩადენილი ქმედებებიდან გამომდინარე, მას უნდა დაეკისროს მოვალეობა არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე და შინიდან არ გავიდეს 23:00 საათიდან 06:00 საათამდე. ასეთი მოვალეობის დაკისრება ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, რაც უზრუნველყოფს სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულებას.

ვინაიდან გ------- ს----–----- ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის დროს იყო თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი, მას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა უნდა შეუმცირდეს ¼-ით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულები, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი და არის არასრულწლოვანი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთი სასჯელი შთანთქავს მეორე სასჯელს, ხოლო უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

- გ------- ს----–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი;

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით(2017 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი.

 

სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით შინაპატიმრობა.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით შინაპატიმრობა.

 

სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- ს----–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი.

 

03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადის ათვლა, გ------- ს----–-----ს მიმართ დაიწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2018 წლის 16 მარტიდან.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე, გ------- ს----–-----ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს; ასევე გ------- ს----–-----ს დაეკისროს მოვალეობა არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ნებართვის გარეშე და შინიდან არ გავიდეს 23:00 საათიდან 06:00 საათამდე.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის ორი კვალი, ხელის ერთი კვალი, ხელის ერთი კვალი, მიკრონაწილაკები, ანაწმენდები, გ------- ს----–-----საგან ამოღებული ნიმუშები; გ------- ს----–-----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული რეზინის ხელთათმანები, თავისივე პოლიეთილენის პარკით - განადგურდეს.

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული თმის საჭრელი მოწყობილობა, მეტალის ყუთი, საფულე, ერთი ცალი კრემის ყუთი, თმის უთო, დამტენი, სავარცხელი, ჟურნალი, ხელჩანთა, ლურჯი ფერის კოლოფი, სათვალე; მ------ გოდუაძისაგან ამოღებული ნივთები; გ------- ჯ----–--ისაგან ამოღებული ნივთები; გ------- ს----–-----საგან ამოღებული მაკრატელი; გ------- ს----–-----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სამკაულები; ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული 03 ცალი ვიდეოკამერა, ქუდი - დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან კანონიერ მფლობელებს.

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 05 ცალ დისკად; საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ დისკად; კაფე ბარ ,,თეთრ ქვების ჩანაწერი“; საქართველოს ბანკის ჩანაწერი; რაც ინახება საქმეში, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე