გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2018
საქმის ნომერი
200210016001437005
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/483-16

N200210016001437005

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 აპრილი, 2018 წელი თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი

მოსარჩელეები - თ----- მ----–---–ი, მ--- მ----–---–ი, გ------ი მ----–---–ი, თ------- მ----–---–ი

წარმომადგენელი - ლ---–ა გ---------–---–ი

მოპასუხე - თ----- მ----–---–ი

წარმომადგენელი - ლ---------- კ--------ე

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ლ---–ა ღ----------ის მიერ, 2011 წლის 19 დეკემბერს, ც---–ა და თ----- მ----–---–ებზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, მ--------- მ----–---–ის დანაშთი ქონების 2/5 ნაწილზე, თ-------, თ-----, გ------ი და მ--- მ----–---–ების სასარგებლოდ, როგორც აწ განსვენებულ მ--------- მ----–---–ის თანმყოფ მემკვიდრესა და მემკვიდრეებზე, შესაბამისად ცვლილება შევიდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერში და თ-------, თ-----, მ--- და გ------ი მ----–---–ების საკუთრებად აღირიცხოს, ქ. ა-----აში, ჩ---–----–---–ის ქ. №---ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 2/5 ნაწილი, რომელთა საკადასტრო კოდებია: 5-----------, 5-----------.

1.2. მოპასუხე თ----- მ----–---–ს, მათ სასარგებლოდ დაეკისროს მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 564 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე მხარემ წარმოდგენილი სარჩელით განმარტა, რომ მოსარჩელეები: თ-----ი, გ------ი და მ--- მ----–---–ები ამჟამად ცხოვრობენ ქ.თ--–--ში, ა-–----ის გამზირ №---. თუმცა იგი, თ----- მ----–---–ი, რეგისტრირებულია ქ. ა-----აში ჩ---–----–---–ის ქ. №---ში.მათი მამა იყო თ---------- მ----–---–ი, რომელიც გარდაიცვალა 2005 წლის 26 აპრილს. ამ უკანასკნელის მშობლები არიან: აწ განსვენებული მ--------- მ----–---–ი, რომელიც გარდაიცვალა 2006 წლის 17 აპრილს და ც---–ა მ----–---–ი. პაპას საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი სახლი ქ. ა-----აში, ჩ---–----–---–ის ქ. №---ში, სადაც ცხოვრობდნენ: ბებია-პაპა, მათი ოჯახი და მოპასუხე მამიდა-თ-----ი.მშობლებს ჰყავდათ 4 შვილი: მოსარჩელეების აწ განსვენებული ძმა, თ----------ი, მოპასუხე თ-----ი, მოსარჩელეები თ-------ი და მ------ი. 2011 წლის 19 დეკემბერს, ნოტარიუს ლ---–ა ღ----------ისათვის მიუმართავთ მ--------- მ----–---–ს სამკვიდროს მისაღებად ც---–ა და თ----- მ----–---–ებს და მთლიან ქონებაზე თითოეულს მიუღია ½ ნაწილი, თუმცა 2012 წლის 01 ნოემბერს ც---–ა მ----–---–ს მიღებული უძრავი სამკვიდრო ქონება უჩუქებია მოპასუხე, თ----- მ----–---–ისათვის.მოსარჩელეებს: თ-----ი, მ--- და გ------ი მ----–---–ებს, სურვილი აქვთ, მემკვიდრეობით მიიღონ ის ქონება, რასაც მათი აქ განსვენებული მამა, თ----------ი მიიღებდა თავისი მამის მ--------- მ----–---–ის სამკვიდრო ქონებიდან, ხოლო მოსარჩელეს, თ------- მ----–---–ს, სურს მიიღოს მემკვიდრეობა თავისი მამის, მ--------- მ----–---–ის დანაშთი ქონებიდან, რის გამოც სასამართლოს მომართავენ სარჩელით, ცვლილება შეიტანოს სამკვიდრო მოწმობაში და სამკვიდროს 1/5 ნაწილი მიაკუთვნოს მათ, მოსარჩელეებს: თ-----, მ------ და გ------ი მ----–---–ებს და ასევე 1/5 ნაწილი მიაკუთვნოს მას, მოსარჩელე თ------- მ----–---–ს.ვინაიდან, მოსარჩელე თ----- მ----–---–ი არის თანამყოფი მემკვიდრე, ხოლო დანარჩენი მოსარჩელეები მ--------- მ----–---–ის გარდაცვალებისთანავე დაეუფლნენ ფაქტობრივი ფლობით მის დანაშთ ქონებას და ფლობდნენ მანამ, ვიდრე მოპასუხე, თ----- მ----–---–მა არ გამოყარა საცხოვრებელი სახლიდან, თუმცა მათი მამის თ---------- მ----–---–ის მუსიკალური ინსტრუმენტები იქვე დარჩა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ სცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ აწ გარდაცვლილი მ--------- მ----–---–ს ჰყავდა 4 შვილი, მოპასუხე თ----- მ----–---–ი, მისი აწ გარდაცვლილი ძმა თ----------ი, მისი დები თ------- და მ------ მ----–---–ები. თ------- მ----–---–ი და მ------ მ----–---–ი მისი ძმის გარდაცვალებამდე და მის შემდეგაც არიან წასულები საზღვარგარეთ საცხოვრებლად. მ------ მ----–---–ს არავითარი პრეტენზია არ აქვს და არც სასარჩელო მოთხოვნა დაუყენებია. ხოლო თ------- მ----–---–ი მამის გარდაცვალებამდე და მას შემდეგაც მუშაობს და ცხოვრობს საზღვარგარეთ და გაშვებული აქვს მემკვიდრეობის მიღების ხანდაზმულობის ვადა. მისი და დედამისის ც---–ა მ----–---–ის მიერ მემკვიდრეობის მიღების ნაწილში, რაც შეეხება, რომ თითქოს მათ გამოყარეს იძულებით სახლიდან თ-----ი, მ---, გ------ი მ----–---–ები და მათი დედა, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ისინი მისი აქ გარდაცვლილი ძმის თ----------ის გარდაცვალების მომენტში ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ, ხოლო შემდეგ ცხოვრობდნენ თ--–--ში, სადაც სწავლობდნენ მ--- და გ------ი, ხოლო თ----- მ----–---–ი იყო საზღვარგარეთ წასული. ვინაიდან მათ გაშვებული აქვთ მემკვიდრეობის მიღების ხანდაზმულობის ვადა. მოპასუხეს და დედამისს ც---–ა მ----–---–ს არ დაუმალავთ სხვა მემკვიდრეების შესახებ და განუცხადეს ნოტარიუსს აღნიშნულის თაობაზე და ნოტარიუსს დადგენილებაშიც უწერია, რომ სხვა მემკვიდრეებს მემკვიდრეობის მისაღებად არ მიუმართავთ ნოტარიუსისათვის კანონით დადგენილ დროში, ამდენად მათი მოთხოვნა არის უსაფუძვლო. ვინაიდან თ-----ი მ----–---–ი არ არის თანმყოფი მემკვიდრე და არავითარ ქონებას ის არ დაუფლებია, რაც შეეხება თითქოს ისინი დაეუფლნენ მამის თ---------- მ----–---–ის მუსიკალურ ინსტრუმენტებს, რომელიც ამჟამად იმყოფება მათთან, არ არის სწორი,რადგანაც მუსიკალური ინსტრუმენტები ნაყიდი იყო დედამისის მიერ, მათი ოჯახი იყო მუსიკალური და სარგებლობდნენ ყველა. ის ფაქტი, რომ ინსტრუმენტები დღეს მათთან არის ოჯახში მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არ დაუფლებიან მას, რაც შეეხება ფაქტს, რომ თითქოს მათ ისინი გაყარეს საცხოვრებელი სახლიდან არ არის სწორი, იმ უბრალო მიზეზების გამო, რომ მათ საერთოდ არ უცხოვრიათ მათთან. არც მიუთითებენ რომელ წელს გაყარეს და არც რაიმე დამამტკიცებელი დოკუმენტი აქვთ ამის თაობაზე წარმოდგენილი. მოპასუხემ ითხოვა, რომ არ იქნეს დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მ--------- მ----–---–სა და ც---–ა მ----–---–ს ჰყავთ 4 შვილი: თ---------- მ----–---–ი, თ------- მ----–---–ი, მ------ მ----–---–ი და მოპასუხე თ----- მ----–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი(ს.ფ.1-14)

-შესაგებელი(ს.ფ.53-61)

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.2. თ---------- მ----–---–ი გარდაიცვალა 2005 წლის 26 აპრილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-გარდაცვალების მოწმობა(ს.ფ.27)

 

3.1.3. მამკვიდრებელი მ--------- მ----–---–ი გარდაიცვალა 2006 წლის 17 აპრილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-გარდაცვალების მოწმობა(ს.ფ.26)

3.1.4.თ---------- მ----–---–ს ჰყავს სამი შვილი: მოსარჩელეები თ-----ი, მ--- და გ------ი მ----–---–ები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი(ს.ფ.1-14)

-დაბადების მოწმობები(ს.ფ.21-23)

 

3.1.4. სადავო სამკვიდრო ქონება მოიცავს ქალაქ ა-----აში, ჩ---–----–---–ის ქ. N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და ასევე მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდებით: 5----------- და 5-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტებები;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ. 28).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 19.12.2011 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობით (რეგისტრაციის N111380641 ნოტარიუსი ლ---–ა ღ----------ი) თ----- მ----–---–მა და ც---–ა მ----–---–მა როგორც გარდაცვლილი მ--------- მ----–---–ის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა (შვილი და ცოლი), მიიღეს საკუთრებაში მამკვიდრებლის მ--------- მ----–---–ის კუთვნილი სამკვიდრო ქონება (მდებარე ქ. ა-----აში ჩ---–----–---–ის ქ. №---ში საცხოვრებელ სახლი და ასევე მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდებით: 5----------- და 5-----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სამკვიდრო მოწმობა(ს.ფ.37)

 

3.2.2. 2012 წლის 01 ნოემბერს ც---–ა მ----–---–მა თ----- მ---------ის ასულ მ----–---–ს აჩუქა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საკუთარი წილი ა-----ა ჩ---–----–---–ის ქუჩა N---ში მდებარე 1008 კვ.მ. საკადასტრო კოდით: 5-----------.

აღნიშნული ქონება თ----- მ----–---–მა საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა 2012 წლის 07 ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ჩუქების ხელშეკრულება(ს.ფ.35)

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ს.ფ.30)

 

3.2.3. მოპასუხე თ----- მ----–---–მა 2015 წლის 22 აპრილს საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ასევე სასოფლო-სამეურნეო (საკრმიდამო) მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 5-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ჩუქების ხელშეკრულება(ს.ფ.35)

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ს.ფ.30)

 

3.2.4. მოსარჩელე თ----- მ----–---–ი, 2005 წლის 16 ნოემბრიდან რეგისტრირებულია ქ. ა-----აში ჩ---–----–---–ის ქ. №---ში. მისი მამა იყო თ---------- მ----–---–ი, რომელიც გარდაიცვალა 2005 წლის 26 აპრილს. ამ უკანასკნელის მშობლები არიან: აწ განსვენებული მ--------- მ----–---–ი, რომელიც გარდაიცვალა 2006 წლის 17 აპრილს და ც---–ა მ----–---–ი. მ--------- მ----–---–ს საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი სახლი ქ. ა-----აში, ჩ---–----–---–ის ქ. №---ში, სადაც ცხოვრობდნენ: ბებია-პაპა, მოსარჩელე თ----- მ----–---–ი და მოპასუხე -მამიდა თ-----ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი(ს.ფ.1-14)

- -მხარეთა ახსნა-განმარტება

- -სსგს თ--–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ამონაწერი(ს.ფ.45)

 

3.2.5. მოსარჩელე თ----- მ----–---–ი პაპის მ--------- მ----–---–ის სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგაც მუშაობდა ქ. ა-----აში აფთიაქში, რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა ქ.ა-----აში სადაო საცხოვრებელ სახლში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე თ----- მ----–---–ის განმარტება

- -მოწმე ლ-----ა თ---------–ის ჩვენება(იხ.ოქმი)

3.2.5. მ--------- მ----–---–ის გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ ქონებას დაეუფლნენ თ----- მ----–---–ი მოსარჩელე,რომელიც არის მამის თ---------- მ----–---–ის (რომელიც გარდაიცვალა მამკვიდრებლის მ--------- მ----–---–ის გარდაცვალებამდე) მემკვიდრე, თ----- მ----–---–ი მოპასუხე და ც---–ა მ----–---–ი, რომელმაც თავისი წილი სამკვიდრო აჩუქა თ----- მ----–---–ს-მოპასუხეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტებები;

-მოწმეთა თ------ ჯ-------–---–ის, ლ-----ა თ---------–ისა და ი----ა ბ-–-----–ის ჩვენებები(იხ.ოქმი)

 

3.2.6.მოსარჩელეები მ--- მ----–---–ი, გ------ი მ----–---–ი და თ------- მ----–---–ი სადავო სამკვიდრო ქონებას არც ფაქტიური ფლობით დაუფლებიან და მათ არც ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ კანონით დადგენილი წესით სამკვიდროს მისაღებად და შესაბამისად მათ გაშვებული აქვთ სამკვიდროს მიღების ვადა.

ამდენად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეების მ--- მ----–---–ის და გ------ი მ----–---–ისა მოსაზრებას რომ ისინი არასრულწლოვანები იყვნენ და არ იცოდნენ იმის შესახებ თუ რა უნდა გაეკეთებინათ სამკვიდროს მისაღებად, ვინაიდან მათმა დედამ ლ-----ა თ---------–მა სასამრთლო სხდომაზე განმარტა, რომ მას როგორ თავისი შვილების კანონიერ წარმომადგენელს არ მიუმართავს სამკვიდროს მისაღებად არც ნოტარიუსისათვის და არც სასამრთლოსათვის,თუმცა იცოდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაგრამ სიტყვიერად მიმდინარეობდა მოლაპარაკება მემკვიდრეებს შორის(იხ.ოქმი--).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის განხილვის, მხარეთა და მათი წარმომადგენლების ახსნა-განმარტებითა და სამართლებრივი პოზიციის გაანალიზების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეების თ----- მ----–---–ის, მ--- მ----–---–ის, გ------ი მ----–---–ის და თ------- მ----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თ----- მ----–---–ი(მოსარჩელე)ცნობილი უნდა იქნას პაპის, მ--------- მ----–---–ის სამკვიდრო აქტივის მდებარე ქ. ა-----აში ჩ---–----–---–ის ქ. №---ში საცხოვრებელ სახლი და ასევე მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდებით: 5----------- და 5----------- 1/5 წილის ფაქტობრივი დაუფლების გზით მიმღებ მემკვიდრედ და მესაკუთრედ. ცვლილება უნდა შევიდეს ნოტარიუს ლ---–ა ღ----------ის მიერ 2011 წლის 19 დეკემბერს, ც---–ა და თ----- მ----–---–ებზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, მ--------- მ----–---–ის დანაშთი ქონების 1/5 ნაწილზე, თ----- მ----–---–ის სასარგებლოდ. ცვლილება უნდა შევიდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერში და თ----- მ----–---–ის (პირადი N0----------) საკუთრებად აღირიცხოს ქ. ა-----აში, ჩ---–----–---–ის ქ. N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და ასევე მიწის ნაკვეთის 1/5 ნაწილი, საკადასტრო კოდებით: 5----------- და 5-----------, ხოლო მოსარჩელეების მ--- მ----–---–ის, გ------ი მ----–---–ის და თ------- მ----–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის მუხლები 1306-ე,1307-ე,1319-ე,1320-ე,1328-ე,1336-ე, 1421-ე,1424-ე, 1467-ე, 1499-ე მუხლი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ.

საქართველოს სკ-ის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლი კი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას, რომლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

სამკვიდროს მიღება არის მემკვიდრის უფლება და მისი რეალიზაციისათვის მემკვიდრემ უნდა შეასრულოს გარკვეული მოქმედებები - სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს სამკვიდრო ქონებას ან ამავე ვადაში განცხადებით უნდა მიმართოს სანოტარო ბიუროს. რაც არ გაუკეთებიათ მოსარჩელებს თ------- მ----–---–ს, მ--- და გ------ი მ----–---–ებსა და მათ კანონიერ წარმომადგენელს იმ დროისთავის დედას ლ-----ა თ---------–ს.

სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა წარმოადგენს აღიარებით მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილება დამოკიდებულია იურდიული ინტერესის არსებობაზე, ანუ, მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელეები მიიღებენ თუ არა იმ შედეგს რომლის დადგომაც მათ სურთ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

მოცემულ ვითარებაში, არ არსებობს მოსარჩელეთა გ------ი, მ---, თ------- მ----–---–ების იურიდიული ინტერესი - ქონებაზე თანამესკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი - მათ სამკვიდრო არ მიუღიათ კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად ისინი ვერ იქნებიან ცნობილი სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრეებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მათი სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იძლევა მტკიცებულებათა სახეობების იმ ნუსხას, რომლითაც მოსარჩელე სარჩელში, ხოლო მოპასუხე შესაგებელში მითითებული გარემოებების დადასტურების შესაძლებლობას იძენს, მათ შორისაა, მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე ექსპერტთა დასკვნები. ამასთან აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან მტკიცებულების არცერთ სახეობას უპირატესობა არ ენიჭება, უფრო მეტიც, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებისათვის აუცილებელი არ არის მუდმივად სამკვიდროში შემავალი ქონების პყრობა ან ფაქტობრივი ფლობა, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გარკვევა, თუ მემკვიდრეები რამდენად თავისად მიიჩნევდნენ დანაშთ ქონებას და რა ფაქტობრივი დამოკიდებულება ჰქონდათ აღნიშნული ქონების მიმართ. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა, რომ მოსარჩელეს სადავო სახლ-კართან ურთიერთობა ჰქონდა. მოწმეთა ჩვენებებით და თვით მოპასუხის ახსნა-განმარტებით დადასტურდა, რომ მამკვიდრებლების გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე თ----- მ----–---–ი ცხოვრობდა ქ.ა-----აში სადაც მდებარეობს სამკვიდრო ქონება. მოწმეთა ჩვენებით დადასტურდა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა სადაო სამკვიდრო სახლში, ამავე სახლში იღებდა სტუმრებს და მუშაობდა ამავე ქალაქში მდებარე აფთიაქში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. იმავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალები დაიბადებიან. იმავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები...ასევე შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს კანონით მემკვიდრეობა, ვინაიდან, აწ. გარდაცვლილ მ--------- მ----–---–ს ანდერძი არ დაუტოვებია.მ--------- მ----–---–ს გარდაცვალების შემდეგ დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები – შვილები თ------- მ----–---–ი, მ------ მ----–---–ი, მოპასუხე თ----- მ----–---–ი და აწ გარდაცვლილი შვილის თ---------- მ----–---–ის შვილები თ----- მ----–---–ი(მოსარჩელე), მ--- მ----–---–ი და გ------ი მ----–---–ი.

აღსანიშნავია ის გარემოება რომ მოსარჩელე თ----- მ----–---–ი არის მ--------- მ----–---–ის გარდაცვლილი შვილის თ---------- მ----–---–ის შვილი, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა მამკვიდრებლის (პაპის) გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგაც სადაო სამკვიდრო სახლში, განსხვავებით დანარჩენი მოსარჩელებისაგან, რომლეთაც ვერ დაადასტურეს სადაო სახლში ცხოვრება და სამკვიდროს ფაქტიურად ფლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ხოლო იმავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.

 

საქართველოს სკ-ის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მამკვიდრებლის მ--------- მ----–---–ის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე თ----- მ----–---–ი მოპასუხე თ----- მ----–---–თან და აგრეთვე ბებიასთან ც---–ა მ----–---–თან ერთად ახორციელებდა დანაშთი ქონების ფლობას.

 

სასამართლო სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ცნების განმარტების მიზნებისათვის, აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება გულისხმობს აღნიშნულ სამკვიდროში შემავალი ქონების ან მისი ნაწილის პერიოდულად ფლობას, გამოყენებას, მითუმეტეს, როდესაც სამკვიდრო მასაში შესული ქონება მემკვიდრისათვის არამუდმივი საცხოვრებელი ადგილია. მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობისათვის სხვა სტანდარტი მოქმედებს, მაშინ როდესაც სამკვიდროში არ შედის მემკვიდრის მუდმივ ადგილსამყოფელზე, ფაქტობრივ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება. ასეთ შემთხვევაში, ფაქტობრივი ფლობისათვის აუცილებელია სამკვიდრო ქონების არა მუდმივად ფაქტობრივი ბატონობა, პყრობა, შემხებლობა, არამედ მისგან გარკვეული სარგებლის მიღება. ამ მიმართებით, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თვით მოპასუხის აღიარებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე სადავო საცხოვრებელ სახლში პერიოდულად ცხოვრობდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოსაგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. ამასთან, სამკვიდრო მოწმობა გაიცემა თითოეულ მემკვიდრეზე მისი წილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, 19.12.2011 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობით (რეგისტრაციის N111380641 ნოტარიუსი ლ---–ა ღ----------ი) თ----- მ----–---–მა და ც---–ა მ----–---–მა როგორც გარდაცვლილი მ--------- მ----–---–ის კანონისმიერმა მემკვიდრეემა (შვილი და ცოლი), მიიღეს საკუთრებაში მამკვიდრებლის მ--------- მ----–---–ის კუთვნილი სამკვიდრო ქონება (მდებარე ქ. ა-----აში ჩ---–----–---–ის ქ. №---ში საცხოვრებელ სახლი და ასევე მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდებით: 5----------- და 5-----------), მაშინ როდესაც სამკვიდროს სხვა იმავე რიგის მემკვიდრის შვილსაც(თ----- მ----–---–ს-მოსარჩელეს) ჰქონდა მიღებული. 2012 წლის 01 ნოემბერს ც---–ა მ----–---–მა თ----- მ---------ის ასულ მ----–---–ს აჩუქა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საკუთარი წილი ა-----ა ჩ---–----–---–ის ქუჩა N---ში მდებარე 1008 კვ.მ. საკადასტრო კოდით: 5-----------.რაც მოპასუხე თ----- მ----–---–მა საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა 2012 წლის 07 ნოემბერს.

შესაბამისად, აღნიშნული სამკვიდრო მოწმობაში უნდა შევიდეს ცვლილება კერძოდ, იმ ნაწილში, რომელიც სადავოდ გახადა სხვა იმავე რიგის მემკვიდრის – აწ გარდაცვლილი თ---------- მ----–---–ის სამკვიდროს ნაწილში მისმა შვილმა თ----- მ----–---–მა, რომელიც შეადგენს სამკვიდრო ქონების 1/5 ნაწილს.ასევე ცვლილება უნდა შევიდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერში და მოსარჩელე თ----- მ----–---–ის (პირადი N0----------) საკუთრებად აღირიცხოს ქ. ა-----აში, ჩ---–----–---–ის ქ. N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და ასევე მიწის ნაკვეთის 1/5 ნაწილი, საკადასტრო კოდებით: 5----------- და 5-----------.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შესაბამისად მოპასუხე თ----- მ----–---–ს მოსარჩელე თ----- მ----–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 112,80 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენი ბაჟი ჩაითვალოთ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელეების თ----- მ----–---–ის, მ--- მ----–---–ის, გ------ი მ----–---–ის და თ------- მ----–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:

 

1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ლ---–ა ღ----------ის მიერ 2011 წლის 19 დეკემბერს, ც---–ა და თ----- მ----–---–ებზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, მ--------- მ----–---–ის დანაშთი ქონების 1/5 ნაწილზე, თ----- მ----–---–ის სასარგებლოდ.

1.2. ცვლილება შევიდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერში და თ----- მ----–---–ის (პირადი N0----------) საკუთრებად აღირიცხოს ქ. ა-----აში, ჩ---–----–---–ის ქ. N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და ასევე მიწის ნაკვეთის 1/5 ნაწილი, საკადასტრო კოდებით: 5----------- და 5-----------.

 

2. მოსარჩელეებს მ--- მ----–---–ს, გ------ი მ----–---–ს და თ------- მ----–---–ს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. მოპასუხე თ----- მ----–---–ს მოსარჩელე თ----- მ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 112,80 ლარის ანაზღაურება.

4. მოსარჩელეებს მ--- მ----–---–ს, გ------ი მ----–---–ს და თ------- მ----–---–ს ბაჟი ჩაითვალოთ გადახდილად.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდ. თბილისი გრ. რობაქიძის №7ა) თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე