გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/64-16
№200210016001235222
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მარტი, 2018 წელი თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე, თავდაპირველი სარჩელით - მ-----ე ხ-----–---–ი
წარმომადგენელი - დ---------------ე
მოპასუხეები, თავდაპირველი სარჩელით - ლ---- დ---–---–ი, ა------ დ---–---–ი, ლ-–- დ---–---–ი, ნ-----–ა ბ------–---–ი, რ--- ა-–----–---–ი
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა
მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით - ლ---- დ---–---–ი
წარმომადგენლი - თ-------------–-–---–ი
მოპასუხე, შეგებებული სარჩელით - მ-----ე ხ-----–---–ი
დავის საგანი - მესაკუთრედ ცნობა და ჩუქების ხელშეკრულების თანმდევი შედეგებით ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა, თავდაპირველი სარჩელით:
1.1. მოპასუხეები ლ---- დ---–---–ი, ა------ დ---–---–ი, ლ-–- დ---–---–ი, ნ-----–ა ბ------–---–ი, რ--- ა-–----–---–ი გამოსახლებულ იქნენ მ-----ე ხ-----–---–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მდებარეობს ა-----ის რაიონის სოფელ წ-------ში.
1.1. მოპასუხეებს ლ---- დ---–---–ს, ა------ დ---–---–ს, ლ-–- დ---–---–ს, ნ-----–ა ბ------–---–ს, რ--- ა-–----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის120 ლარის ანაზღაურება.
თავდაპირველი სარჩელის არსი:
სარჩელის და სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტებული მოთხოვნის თანახმად 2014 წლის 10 თებერვალს ს---–------ ბ----–--ის ოჯახმა მ-----ე ხ-----–---–ს დედის ძ-- ხ-----–---–ის მეშვეობით ჩუქების ხელშეკრულებით გაუფორმეს საცხოვრებელი სახლი, რომელიც განთავსებულია 1410 კვ.მ მიწის ფართობზე და მისი საკადასტრო მაჩვენებლებით 5-----------. მოსარჩელე მ-----ე ხ-----–---–ი დროებით საცხოვრებლად იმყოფება ე------ეში და საშუალება აქვს წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ერთი თვით ჩამოვიდეს საქართველოში. 2015 წლის ოქტომბერში მ-----ე ხ-----–---–ი ჩამოვიდა საქართველოში თავის საცხოვრებელ ბინაში, მისი ნებართვის გარეშე შესახლებულა ლ---- დ---–---–ი ოჯახთან ერთად. მ-----ე ხ-----–---–მა რამდენჯერმე მოსთხოვა გაენთავისუფლებინათ მისი საცხოვრებელი სახლი, მაგრამ უშედეგოდ. რადგან ლ---- დ---–---–ის ოჯახი ნებაყოფლობით არ ათავისუფლებდა მოსარჩელის საცხოვრებელ სახლს, მ-----ე ხ-----–---–ი იძულებული გახდა განცხადებით მიემართა შსს ა-----ის რაიონული სასამართლოს დ----ის პოლიციის განყოფილებისთვის, რომ იძულებით გამოესახლებინათ. 2015 წლის დეკემბერში დ----ის პოლიციის განყოფილებიდან სიტყვიერად აცნობეს, რომ მათ აღარ აქვთ გამოსახლების უფლება და აღნიშნული მოთხოვნით უნდა მიმართოს მ-----ე ხ-----–---–მა სასამართლოს. მოსარჩელე სარჩელით ითხოვს, მოპასუხეები ლ---- დ---–---–ი, ა------ დ---–---–ი, ლ-–- დ---–---–ი, ნ-----–ა ბ------–---–ი, რ--- ა-–----–---–ი გამოსახლებულ იქნენ მ-----ე ხ-----–---–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მდებარეობს ა-----ის რ-ნის სოფ. წ-------ში.
1.2. მოპასუხის პოზიცია, თავდაპირველ სარჩელზე:
მოპასუხებმა წარმოდგენილი შესაგებელით არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ ქონება წარმოადგენს ლ---- დ---–---–ის საკუთრებას ნასყიდობის საფუძველზეც, რეგისტრაცია და ჩუქება არის კანონსაწინააღმდეგო, რაც დაუშვებლია და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ლ---- დ---–---–ის სასარჩელო მოთხოვნა:
- ნასყიდობით შეძენილ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა და ბათილად იქნეს ცნობილი 10/02/14 წლით დათარიღებული ჩუქების ხელშეკრულება თანამდევ შედეგებთან ერთად.
შეგებებული სარჩელის არსი:
თელავის რაიონულ სასამართლოში 2016 წლის 04 მაისს მოპასუხე ლ---- დ---–---–ის მიერ წარმოდგენილ იქნა შეგებებული სარჩელი, რომლის თანახმადაც 10/10/2002 წელს ა-----ის რ-ნი, სოფელ წ-------ში, ლ---- დ---–---–ის ბიძამ შამილ გაურგაშვილმა, მ-----ე ხ-----–---–ისაგან მისი კანონიერი წარმომადგენლის ბ--–-- ფ-------–--ის (მამის) თანხმობითა და მონაწილეობით წერილობითი შეთანხმების საფუძველზე მიყიდა, ა-----ის რ-ნი, სოფ. წ-------ში, ოთხი ოთახისგან შემდგარი ორსართულიანი სახლი მიწით - 1410კვ/მ ფართით, რომელშიც გადაიხადეს 1300 აშშ დოლარი (ათასსამასი ამერიკული დოლარი) რომელიც მ-----ეს შეძენილი ჰქონდა 19/11/2001 წელს ს---–------ ბ----–--ისაგან საკრებულოს ბეჭდით დადასტურებული და მხარეთა ხელმოწერილი და თარიღდასმული ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე და რომელი ქონებაც მისგან მიიღო მისთვის თანხის გადაცემისთანავე, მიიღო აგრეთვე მ-----ეს ხელთარსებული ყველა საბუთი, დაპირდა დახმარებას ბინის გადაფორმებაში ნებისმიერ დროს და შესახლდა იმ დღესვე ნაყიდ ბინაში 2002 წლის 10 ოქტომბერს, სადაც ცხოვრობენ დღემდე. ბინის შეძენიდან დღემდე ლ---- დ---–---–ი იხდის კომუნალურ გადასახადებს, იღებს ვაუჩერს, ფლობს, მართავს, განკარგავს და იღებს სარგებელს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, სადაც, ცხოვრობს მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ამჟამად ლ---- დ---–---–ისთვის ცნობილი გახდა, რომ მ-----ეს 10/02/2014 წლით დათარიღებული, საკუთარ თავთან დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დაურეგისტრირებია მისთვის მიყიდულ ქონებაზე უკანონოდ თავისი საკუთრების უფლება, საამისო უფლებამოსილების მესაკუთრისგან მინიჭების გარეშე. იმავდროულად ლ---- დ---–---–ისგან ფარულად, მისი თანხმობის გარეშე, შეუტყობინებლად, ლ---- დ---–---–ისათვის ზიანის მიყენებით და კანონით მინიჭებული უფლების დარღვევით. რაც წამოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ამორალურ გარიგებას და რაც ჩუქების ხელშეკრულების თანმდევი შედეგებით ბათილობის საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ---- დ---–---–ი ითხოვს მოხდეს სასამართლო გადაწყვეტილებით მისი ცნობა აღნიშნული ქონების მესაკუთრედ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და ბათილად იქნეს ცნობილი 10/02/14 წლით დათარიღებული ჩუქების ხელშეკრულება თანამდევ შედეგებთან ერთად.
3. მოპასუხის პოზიცია, შეგებებულ სარჩელზე:
შეგებებული სარჩელით მოპასუხე მ-----ე ხ-----–---–ის წარმომადგენელმა არ ცნო შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ მოპასუხე მხარეს არა აქვს ასეთი მოთხოვნის დაყენების უფლება და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
3.1. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 10 თებერვალს ს---–------ ბ----–--ის ოჯახმა მ-----ე ხ-----–---–ს ძააი ხ-----–---–ის მეშვეობით ჩუქების ხელშეკრულებით გაუფორმა ა-----ის რაიონის სოფელ წ-------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც განთავსებულია 1410 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე და მისი საკადასტრო მაჩვენებელია 5-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 14-15-16)
3.2.2. 2015 წლის 04 ივნისიდან ა-----ის რაიონის სოფელ წ-------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც განთავსებულია 1410 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე და მისი საკადასტრო მაჩვენებელია 5-----------. აღრიცხულია მ-----ე ხ-----–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 14-15-16)
-
3.2.3. მოპასუხეები ლ---- დ---–---–ი, ა------ დ---–---–ი, ლ-–- დ---–---–ი, ნ-----–ა ბ------–---–ი, რ--- ა-–----–---–ი სადავო უძრავ ქონებას ფლობენ, მოსარჩელე მ-----ე ხ-----–---–ის მამის, ბ--–-- ფ-------–--ისათვის მოპასუხე მხარის ნათესავის, შამილ გაურგაშვილის, მიერ ხელწერილით თანხის გადაცემის საფუძველზე, ბ--–-- ფ-------–--ის ნებართვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხელწერილი(ტ.2.ს.ფ.77)
3.2.4. დადგენილია, რომ უძრავ ქონებას, მდებარე: ა-----ის რაიონის სოფელ წ-------ში საკადასტრო კოდით 5-----------. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ თავდაპირველ სარჩელში მოპასუხეები ლ---- დ---–---–ი, ა------ დ---–---–ი, ლ-–- დ---–---–ი, ნ-----–ა ბ------–---–ი, რ--- ა-–----–---–ი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე ლ---- დ---–---–ის მოსაზრებას რომ იგი უნდა იქნეს ცნობილი სადავო ქონების მესაკუთრედ, რადგან ბიძამისმა შამილ გაურგაშვილმა ქონება კანონშესაბამისად შეიძინა წინასწარ განსაზღვრული თანხის საფასურად 10/10/2002 წელს მ-----ე ხ-----–---–ისაგან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და მონაწილეობით (იხ. ტ2. ს.ფ.77). აღნიშნულ ქონებას შეძენიდან მართავს, ფლობს, განკარგავს (იხ.ტ.2. ს.ფ.78-91) თავის ოჯახთან ერთად თვითონ, წარმოადგენს მის საკუთრებას ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 10/02/14 წლით დათარიღებული ჩუქების ხელშეკრულება თანამდევ შედეგებთან ერთად. ვინაიდან მოსარჩელის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოპასუხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ უფლება რომელიც მოსარჩელემ უნდა განახორციელოს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობით- სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობაა. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა კანონით გათვალისწიებული უძრავი ქონების შესაძენად წერილობითი ფორმით დადებული გარიგება,რის გამოც არ არსებობს ქონების მესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი,შესაბამისად აღარ არსებობს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების იურიდიული ინტერესი, რაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
ამდენად, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე ლ---- დ---–---–მა ვერ დაადასტურა შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სასარჩელი და შეგებებული სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, მიიჩნია რომ თავდაპირველი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე, 168-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 170- ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით(ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას; საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენება ესაა საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი, ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონების, მდებარე: ა-----ის რაიონის სოფელ წ-------ში საკადასტრო კოდით 5-----------. მესაკუთრეა მ-----ე ხ-----–---–ი. დადგენილია, რომ თავდაპირველ სარჩელში მოპასუხეები ლ---- დ---–---–ი, ა------ დ---–---–ი, ლ-–- დ---–---–ი, ნ-----–ა ბ------–---–ი, რ--- ა-–----–---–ი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ ა-----ის რაიონის სოფელ წ-------ში მდებარე უძრავ ქონებას, მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ სადავო საცხოვრებელი სახლის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. დადგენილია, რომ მოპასუხეები მ-----ე ხ-----–---–ის მამის ნებართვით ცხოვრობენ სადავო სახლში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მ-----ე ხ-----–---–ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეების ლ---- დ---–---–ის, ა------ დ---–---–ის, ლ-–- დ---–---–ის, ნ-----–ა ბ------–---–ის, რ--- ა-–----–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას ა-----ის რაიონის სოფელ წ-------ში უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 5----------- და იგი თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადაეცეთ მესაკუთრე მ-----ე ხ-----–---–ს.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ქონების შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სადაო ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხულია მ-----ე ხ-----–---–ზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 180-ე მუხლზე და განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით, აღიარებითი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად და გახდეს აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, თუ დასაბუთებულია, ანუ, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, იკვეთება მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობა. აღიარებითი მოთხოვნის დასაბუთებულობაზე მსჯელობისას უნდა არსებობდეს სწორედ ამგვარი ინტერესი და არა ის, რასაც სუბიექტური დამოკიდებულების შედეგად მხარე საკუთარ იურიდიულ ინტერესად მიიჩნევს. ისეთ პირობებში, როდესაც არ არსებობს მხარის მიერ მითითებული ინტერესის დაკმაყოფილების წინაპირობა, საფუძველი ეცლება აღიარებით მოთხოვნას. ამდენად, აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილებაზე მსჯელობისას უნდა იქნას შეფასებული მისი იურიდიული ინტერესის მართებულობა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან.
სასამართლო თვლის, რომ ლ---- დ---–---–ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სადო ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს. ვინაიდან მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს სარჩელით აღიარებითი ხასიათის მოთხოვნა. სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობაში იგულისხმება აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელის მიერ კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევა. მოცემულ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი არ დადგება მოსარჩელისათვის რაიმე შედეგი უძრავი ნივთის მიმართ.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დასტურდება მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ, შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები: ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, უფლება რომელიც მოსარჩელემ უნდა განახორციელოს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობით- სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობაა და გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა კანონით გათვალისწიებული უძრავი ქონების შესაძენად წერილობითი ფორმით დადებული გარიგება, როგორც ზემოთ აღინიშნა არ არსებობს ქონების მესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად აღარ არსებობს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების იურიდიული ინტერესი, რაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე მ-----ე ხ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხეები ლ---- დ---–---–ი, ა------ დ---–---–ი, ლ-–- დ---–---–ი, ნ-----–ა ბ------–---–ი, რ--- ა-–----–---–ი გამოსახლებულ იქნენ მ-----ე ხ-----–---–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მდებარეობს ა-----ის რაიონის სოფელ წ-------ში.
2. მოპასუხეებს ლ---- დ---–---–ს, ა------ დ---–---–ს, ლ-–- დ---–---–ს, ნ-----–ა ბ------–---–ს, რ--- ა-–----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120.00 ლარის ანაზღაურება.
3. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ლ---- დ---–---–ს უარი ეთქვას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში (მდებარე ქ. თელავი, აღმაშენებლის 41) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარინე ცერცვაძე