გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210017002184344
საქმე #2/833-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.04.2018 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - ცი------------–-–--ლი
მოპასუხე - ალ-----------------–-–--ლი
მოპასუხე - სს „სა-------------------------------------–-----ი“
წარმომადგენელი - ლე--------------–ია
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
გათავისუფლდეს ყადაღისგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ #142313 ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები: 1. “LG” ფირმის ტელევიზორი; 2. მაცივარი - ფირმა ”DAWOO”; 3. სარეცხი მანქანა - ფირმა “LG”; 4. ტელევიზორის მაგიდა. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ გარემოებებზე: კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია საქმე #17068506, სადაც მოვალე მხარეს მისი შვილი ალ-----------------–-–--ლი წარმოადგენს, ხოლო კრედიტორს - სს „სა-------------------------------------–-----ი“. მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კახეთის სააღსრულებო ბიურომ ყადაღა დაადო მის პირად საკუთრებაში არსებულ ნივთებს, კერძოდ “LG” ფირმის ტელევიზორს, მაცივარს - ფირმა ”DAWOO”, სარეცხი მანქანას - ფირმა “LG” და ტელევიზორის მაგიდას. აღნიშნული ნივთები, მოსარჩელის განმარტებით, წარმოადგენს მის საკუთრებას და ალ-----------------–-–--ლს მათ შეძენაში მონაწილეობა არ მიუღია. დაყადაღებული ტელევიზორის შეძენა მოხდა სს ,,კრ----------იდან“ აღებული სესხით. რაც შეეხება სარეცხ მანქანას, იგი მისმა შვილმა მა-----------–-–--ლმა 2013 წლის 25 დეკემბერს შეიძინა დაოჯახებამდე. დაოჯახების შემდეგ კი მას სახლში დახვდა უკეთესი სარეცხი მანქანა და მის მიერ ნაყიდი მანქანა მას აჩუქა. მაცივარი და ტელევიზორის მაგიდა აგრეთვე არის მისი შეძენილი. მოსარჩელე განმარტავს, რომ ალ-----------------–-–--ლისთვის დაკისრებული ვალდებულების გამო არ უნდა მოხდეს მისი კუთვნილი ნივთების რეალიზაცია. გამომდინარე აქედან მოსარჩელე ყადაღის აქტში მითითებული ნივთების ყადაღისგან გათავისუფლებას ითხოვენ. 2. მოპასუხეების პოზიცია: 2.1. მოპასუხე ალ-----------------–-–--ლმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი სცნო და განმარტა, რომ სარჩელში და ყადაღის აქტში მითითებული ნივთები არის მოსარჩელის საკუთრება, მათ შეძენაში მას მონაწილეობა არ მიუღია და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება. 2.2. მოპასუხე სს „სა-------------------------------------–-----მა“ სარჩელი არ სცნო. მოპასუხის წარმომადგენელმა შესაგებელში მიუთითა, რომ მოვალე ალ-----------------–-–--ლი რეგისტრირებულია და ცხოვრობს იმ მისამართზე, სადაც მოხდა ქონების დაყადაღება. სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს და განმარტა, რომ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას. 3. ფაქტობრივი გარემოებები: 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.1.1. დადგენილია, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმე №17068506, სადაც კრედიტორს წარმოადგენს სს ,,სა-------------------------------------–-----ი“, ხოლო მოვალეს ალ-----------------–-–--ლი. სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი ლე--------–---–--ლი, 2017 წლის 18 ოქტომბერს გამოცხადდა გუ------------------ს სო----–-----------ში, სადაც აღწერა და დააყადაღა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. “LG” ფირმის ტელევიზორი; 2. მაცივარი - ფირმა ”DAWOO”; 3. სარეცხი მანქანა - ფირმა “LG”; 4. ტელევიზორის მაგიდა. ამავე აქტის მიხედვით დაყადაღებული ნივთები შესანახად ცი------------–-–--ლს ჩაჰბარდა. სასამართო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - - ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტი №142313 (ს.ფ. 14-15). 3.2. დადგენილი სადავო გარემოებები: 3.2.1. დადგენილია, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2017 წლის 18 ოქტომბერს №142313 აქტით დაყადაღებული ნივთები - “LG” ფირმის ტელევიზორი, მაცივარი - ფირმა ”DAWOO”, სარეცხი მანქანა - ფირმა “LG” და ტელევიზორის მაგიდა, წარმოადგენს მოსარჩელე ცი------------–-–--ლის საკუთრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა სს „კრ----------თან“ დადებული სესხის №171301207651FWK ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე ცი------------–-–--ლმა მიიღო სესხი 899 ლარის ოდენობით “LG” ფირმის ტელევიზორი შესაძენად. მოსარჩელემ, ასევე წარმოადგინა ამ ნივთის შეძენის დამადასტურებელი საგარანტიო ბართი, გაცემული შპს „V---ის“ მიერ 2017 წლის 10 მაისს. საქმეში წარმოდგენილია შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსთან“ დადებული სესხის №20131225MMTCH ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე ცი------------–-–--ლის შვილმა მა-----------–-–--ლმა მიიღო სესხი 740 ლარის ოდენობით სარეცხი მანქანის შესაძენად. როგორც სარჩელში, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე მხარემ მიუთითა, რომ აღნიშნული სარეცხი მანქანა მოსარჩელის შვილმა მა-----------–-–--ლმა შეიძინა დაოჯახებამდე, ხოლო დაოჯახების შემდეგ მას სახლში დახვდა უკეთესი სარეცხი მანქანა და ამიტომ მის მიერ შეძენილი სარეცხი მანქანა აჩუქა მოსარჩელეს. ამდენად, წარმოდგენილი ხელშეკრულებებით დასტურდება, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთებიდან „LG” ფირმის სარეცხი მანქანა და “LG” ფირმის ტელევიზორი შეძენილია ცი------------–-–--ლის და მა-----------–-–--ლის მიერ სს ,,კრ----------თან“ დადებული სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული თანხებით და შესაბამისად, მოსარჩელის პრეტენზია ამ ნივთების კუთვნილებასთან დაკავშირებით დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს. ასევე დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს ყადაღის აქტში მითითებული მაცივრის და ტელევიზორის მაგიდის ნაწილში სარჩელში მითითებული გარემოებები, ვინიდან ტელევიზორის მაგიდა განკუთვნილია ტელევიზორის დასადგმელად და რადგან ტელევიზორი მოსარჩელის საკუთრებაა, ამიტომ არსებობს პრეზუმფცია, რომ მისი გამოყენებისთვის საჭირო მაგიდაც მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს. ანალოგიურად არსებობს იმის პრეზუმფცია, რომ ყადაღის აქტში მითითებული მაცივარიც მოსარჩელეს ეკუთვნის, რადგან საქმის განხილვის შედეგად დადგენილია, რომ საცხოვრებელ სახლში, სადაც ნივთების აღწერა და დაყადაღება მოხდა, ცხოვრობს მოსარჩელე ცი------------–-–--ლი. ამდენად, მოსარჩელე ყადაღის აქტში მითითებული ნივთების მფლობელ პირს წარმოადგეს. სადავო ნივთებზე მფლობელებიდან გამომდინარე მოსარჩელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის. . ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2017 წლის 18 ოქტომბერს შედგენილი, ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ №142313 აქტში მითითებული ნივთები არის მოსარჩელე ცი------------–-–--ლის საკითრება. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს. - - სასარჩელო განცხადება, შესაგებლები (1-13; 37-44; 50-58); - - ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტი №142313 (ს.ფ. 14-15); - - საგარანტიო ბარათი, სესხის ხელშეკრულებები (ს.ფ. 17, 19-23, 25-26); - - მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 12.04.2018 წლის სხდომის ოქმი) სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა: საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ: 5.1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი. 6. სამართლებრივი შეფასება: 6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელე ცი------------–-–--ლის საკუთრებას. იგი არ არის მოვალე, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო ნივთებზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას და ამდენად, არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ მოსარჩელის კუთვნილ ნივთებს მოეხსნას ყადაღა. 7. საპროცესო ხარჯები: 7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ალ-----------------–-–--ლმა სარჩელი სცნო მოსამზადებელ ეტაპზე. მოპასუხე სს ,,სა-------------------------------------–-----მა“ სარჩელი არ სცნო. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად 50 ლარისა. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხე სს ,,სა-------------------------------------–-----ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება, ხოლო ზედმეტად გადახდილი 50 ლარი მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები: 8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა. სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 41-ე, 46-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591,369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. მოსარჩელე ცი------------–-–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. გათავისუფლდეს ყადაღისგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 18 ოქტომბრის №142313 აქტით დაყადაღებული ქონება - ტელევიზორი “LG”, მაცივარი „DAWOO“, სარეცხი მანქანა “LG”, ტელევიზორის მაგიდა; 3. მოპასუხე სს „სა-------------------------------------–-----ს“ მოსარჩელე ცი------------–-–--ლს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება. 4. მოსარჩელე ცი------------–-–--ლს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარი (საგადახდო დავალება №2, გადახდის თარიღი 22.11.2017 წელი, გადახდილი თანხა 100 ლარი; გადამხდელი ცი------------–-–--ლი; ბანკი - სს „საქართველოს ბანკი“); 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. 6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე რომან კუპატაძე