გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №(3/3–2018) 090310018002276299
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
5 აპრილი, 2018 წელი
ქ.ამბროლაური
შესავალი ნაწილი
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი – იამზე მურუსიძე
მოსარჩელე – მ-------–--------
მოპასუხე – ა-------–-------------–----–----------------
წარმომადგენელი – ი--------------
თ------------–---–-
დავის საგანი: სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის გაუქმება, ახალი აქტის გამოცემა და სამუშაოზე აღდგენის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 1.1.ბათილად იქნას ცნობილი ა-------–-------------–----–-------- მერის 2017 წლის 26 დეკემბრის Nკ---- ბრძანება. 1.2. 1.2.ბათილად იქნას ცნობილი ქ--–------------–-------------–----–--------------ს ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 14 ნოემბრის რეკომენდაცია. 1.3. 1.3.ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გამოცემა, წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა და ხელფასის ანაზღაურება იძულებით არ ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, 2016 წლის 15 აგვისტოდან სამსახურში აღდგენის დღემდე. 1.2. მოსარჩელის არგუმენტაცია 2015 წლის 2 ივნისიდან მუშაობდა ა-------–-------------–----–-------- მერიაში შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2016 წლის 16 აგვისტოს ბრძანება N კ--- საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების მოტივად დასახელდა სამსახურში გამოუცხადებლობა, რაც იყო უკანონო. მის მიერ შეტანილი იქნა სარჩელი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე. 2016 წლის 6 ივლისს, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს, შეიქმნა დაძაბული და კონფლიქტური სიტუაცია მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან– მ-----–-----–---–---–---ნ. მისდამი დაქვემდებარებულ განყოფილებაში, 2016 წლის პირველი მაისიდან მიმდინარეობდა შიდა აუდიტის გეგმიური შემოწმება, რაშიც ფუნქციურად იყო ჩართული. საკითხის დამუშავებასთან დაკავშირებით არაერთი კითხვის დასმა და ინფორმაციის მიღება გახდა საჭირო. მაგრამ, ზოგადად მისგან შესრულებული ფუნქციების განხორციელებაში, იმ დროისათვის გაუგებარი და გაურკვეველი მიზეზების გამო, შეზღუდული აღმოჩნდა. მდგომარეობის განმუხტვის მიზნით, 2016 წლის 7 ივლისს, ითხოვა უხელფასო შვებულება 6 თვის ვადით, თუმც მხოლოდ 10 დღით მისცეს შვებულება. ხელმძღვანელობა არც საქმეს აშორებდა და არც საქმის კეთების საშუალებას აძლევდა. 2016 წლის 21 ივლისს დაბრუნდა სამსახურში, სადაც დახვდა ძალიან მძიმე მდგომარეობა. პროცესი საერთოდ შეჩერებული დახვდა. აცნობიერებდა რა მის წილ პასუხისმგებლობას, რადგან არ ეძლეოდა შესაძლებლობა პროცესი სიღრმისეულად შეესწავლა, კვლავ ითხოვდა უხელფასო შვებულებაში გასვლას. რის საპასუხოდაც, სრულიად უსაფუძვლოდ, 2016 წლის 16 აგვისტოს ბრძანება Nკ--- საფუძველზე გაათავისუფლეს სამსახურიდან გამოუცხადებლობის გამო. ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი (საქმე N3/26–16), სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად სცნო 2016 წლის 16 აგვისტოს Nკ--- ბრძანება და მერიას დაავალა სრულყოფილად გამოეკვლია საქმე, დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები, გამოეკვლია მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები და მათი შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი აქტი. სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერიის 2017 წლის 27 ოქტომბრის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები და მიეცა მერიისათვის რეკომენდაცია მისი გათავისუფლების კანონიერების შესახებ. ამასთან დაკავშირებით გაიმართა არა ერთი სხდომა. კომისიას გადასცა მისი არაერთი წერილობითი მოსაზრება საქმის გარემოებებთან დაკავშირებით. 14 ნოემბერს კომისიამ მერიას მისცა რეკომენდაცია მისი დასაქმების შესახებ. აღნიშნული რეკომენდაცია მის მიერ გასაჩივრებული იქნა ა-------–-------------–----–-------- მერთან, მერმა კი გამოსცა უკანონო ბრძანება გათავისუფლების შესახებ, რასაც არ ეთანხმება მერიამ არ გაითვალისწინა სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გამოიკვლია საქმე, არ დაადგინა და შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და ისე გამოსცა ახალი აქტი რითაც კვლავ რჩება უკანონოდ და უსაფუძვლოდ სამსახურიდან გათავისუფლებული. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელემ მოთხოვნას მხარი დაუჭირა სარჩელში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. 2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც სარჩელს არ სცნობს შემდეგ გარემოებათა გამო: ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას კომისიამ საქმის მასალების შესწავლის, შიდა აუდიტის თანამშრომელთა ახსნა–განმარტებების მოსმენის შემდგომ დაადგინა, რომ შიდა აუდიტის სამსახური, მათ შორის მ-------–--------, მასზე დაკისრებულ ფუნქცია–მოვალეობებს ვერ ასრულებდა. ხშირი იყო შემოწმების ვადების დარღვევა და შესამოწმებელი სუბიექტების რაიოდენობის შემცირება. ამასთან, მ-------–--------ს შვებულება, წინასწარ, გეგმა – გრაფიკის შესაბამისად, ივნის–ივლისის თვეში ჰქონდა დაგეგმილი, რა დროსაც მოხდა არჩევნების თარიღის ოფიციალური გამოცხადება. მერს, წინასწარ, სიტყვიერად სთხოვა შვებულებაში გაშვება, რაზედაც უარი მიიღო. შვებულებაში გაშვებაზე უარი განპირობებული იყო იმით, რომ აუდიტის სამსახურს ჰყავდა მხოლოდ ორი აუდიტორი და შემოწმების დასრულებამდე ვერ მოხდებოდა რომელიმე თანამშრომლის შვებულებაში გაშვება. აუდიტის სამსახურისა და იმ დროისათვის შესამოწმებელი განყოფილების თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ შემოწმებისათვის საჭირო მასალები სამსახურს მიეწოდებოდა, მათზე მუშაობისა და შესაბამისი დასკვნების გაკეთების საშუალება ნამდვილად არსებობდა. მ-------–-------- შეგნებულად არიდებდა თავს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, რადგან უკვე დანიშნული იყო საოლქო საარჩევნო კომისიაში. ადმინისტრაციული წარმოების დროს მიწვეული იქნა N44 ამბროლაურის საოლქო კომისიის წარმომადგენელი, რომელმაც სხდომაზე დაადასტურა მ-------–--------- 2016 წლის 4 ივლისიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობის ფაქტი, წარმოადგინა ყოველდღიური გამოცხადების დამადასტურებელი ჟურნალის ჩანაწერი, სადაც ფიქსირდება მ-------–--------- ყოველდღიური გამოცხადება, მათ შორის სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის დასახელების შემთხვევაშიც. ასევე საოლქო კომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სამსახურში გამოცხადებაზე, იმის მიუხედავად რომ მ-------–-------- ხშირად უჩიოდა ჯანმრთელობის მდგომარეობას, პრეტენზია არასდროს ჰქონიათ. ისეთი დღეები, რომ მ-------–-------- რამდენიმე დღე ზედიზედ არ გამოცხადებულიყო სამსახურში –არ ყოფილა. მ-------–--------- მიერ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლისა და სასწრაფო–სამედიცინო გამოძახების ადგილზე გასული ექიმის მიერ გაკეთებული განმარტებით დადგინდა, რომ მ-------–--------- მიერ წარმოდგენილი ანალიზური გამოკვლევებით, ყველა მაჩვენებელი ნორმაშია, რაც შეეხება ექოსკოპიის სურათს ბუნდოვანია, რადგან სათანადო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ ახლავს. სასწრაფო გამოძახებული იყო მწვავე შეტევითი ტკივილებით მუცლის არეში. გამოძახების შემდგომ მდგომარეობა გაუმჯობესდა და არ გახდა საჭირო მისი საავადმყოფოში გადაყვანა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად საჭირო იყო ფორმა 100–ს შედგენა, რომ მის საფუძველზე მომხდარიყო ბიულეტენის გახსნა, რაზედაც მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არ ჩაუთვლია საჭიროდ ბიულეტენის წარმოდგენა და საერთოდ არ უფიქრია ბიულეტენის გახსნაზე. ამ პერიოდის განმავლობაში, საოლქო–საარჩევნო კომისიის წევრების სამსახურში გამოცხადების დამადასტურებელ ჟურნალში ფიქსირდება კომისიის წევრების ხელმოწერა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კომისიის წევრების მხრიდან, 2017 წლის 30 ოქტომბრიდან, მ-------–--------ს, არაერთხელ ეთხოვა წერილობით, წარედგინა თავისი მოსაზრებები და წერილობითი არგუმენტაცია კომისიის მიერ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომელსაც ეთანხმებოდა და რომელსაც უარყოფდა. 10 ნოემბრის წერილი ზოგადი ხასიათისაა და კომისიის სხდომაზე გამოთმულ მოსაზრებებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ შეეხება. ქალაქ ა-------–-------------–----–-------- ლიკვიდაციის შემდგომ, ახალ მუნიციპალიტეტში შექმნილმა შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურმა შეისწავლა მ-------–--------- საკითხი და კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია, შემოწმების დროს დადგინდა, რომ მ-------–-------- არღვევდა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეს აკრძალული ჰქონდა დანიშნულიყო ან აერჩიათ სხვა თანამდებობაზე (იგი დაინიშნა საოლქო კომისიის წევრის თანამდებობაზე. საარჩევნო კოდექსის მიხედვით კომისიის წევრი საჯარო მოხელეა). ასევე 2016 წლის 21 ივლისიდან 16 აგვისტოს ჩათვლით არღვევდა მერიის შინაგანაწესს და არ ცხადდებოდა სამსახურში შესაბამისად არ ტარდებოდა ელექტრონულ ტაბელზე. რაც შინაგანაწესის მიხედვით წარმოადგენდა დისციპლინურ გადაცდომას და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს. ორი საჯარო დაწესებულებიდან იღებდა შრომის ანაზღაურებას. არსებობდა ეჭვი, რომ მ-------–-------- განზრახ ცდილობდა კონფლიქტის პროვოცირებას და კონფლიქტური ვითარების საფუძვლით ცდილობდა შვებულებაში გასვლაზე თანხმობის მიღებას. 2017 წლის 15 ნოემბერს შექმნილი ა-------–-------------–----–-------- მერიის, შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დასკვნის შემდგომ, ა-------–-------------–----–-------- მერმა გამოსცა ბრძანება მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. მოპასუხის წარმომადგენლებმა სარჩელი არ სცნეს და განმარტეს, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს იმავე საფუძვლებით, რაც შესაგებელშია მითითებული.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.მოსარჩელე მ-------–--------, 2015 წლის 2 ივნისიდან მუშაობდა ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერიაში შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2016 წლის 16 აგვისტოს Nკ--- ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სამსახურში გამოუცხადებლობის მოტივით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.1–10):
2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.141–150);
3.ქალაქ ა-------–--------------–----–-------- მერის 2015 წლის 2 ივნისის №კ--- ბრძანება მ-------–--------- ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერიის შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ(ს.ფ.27–28);
4. ქალაქ ა-------–--------------–----–-------- მერის 2016 წლის 16 აგვისტოს №კ--- ბრძანება ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერიის შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ(ს.ფ.29);
5. მოსარჩელის განმარტება(სხდომის ოქმი);
6.მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტება(სხდომის ოქმი);
3.1.2 . მოსარჩელე მ-------–--------- მიერ შეტანილი იქნა ადმინისტრაციული სარჩელი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ა-------–--------------–----–-------- მერის 2016 წლის 16 აგვისტოს №კ--- ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ა-------–--------------–----–-------- მერის 2016 წლის 16 აგვისტოს N---- ბრძანება – მ-------–--------- დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერიას დაევალა, სრულყოფილად გამოეკვლია და დაედგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათი შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა მოპასუხე მხარის მიერ როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო წესით და დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.1–10):
2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.141–150);
3.მ-------–--------- ადმინისტრაციული სარჩელი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ა-------–--------------–----–-------- მერის 2016 წლის 16 აგვისტოს №კ--- ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, (ს.ფ.14–26);
4. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ.52–65);
5.მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე(ს.ფ.66–77);
6.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება(ს.ფ.80–88);
7.მოპასუხის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე(ს.ფ.89–99);
8.საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინება ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერიის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ(ს.ფ.103–104);
9. მოსარჩელის განმარტება(სხდომის ოქმი);
3.1.3.ამბროლაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ა-------–-------------–----–-------- მერის 2017 წლის 27 ოქტომბრის ბრძანებით შეიქმნა მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერის 2016 წლის 16 აგვისტოს Nკ--- ბათილად ცნობილ ბრძანებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საქმის გარემოებათა სრულყოფილად შემსწავლელი კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები და მიეცა მერიისათვის რეკომენდაცია მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.1–10):
2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.141–150);
3. ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერის 2017 წლის 27 ოქტომბრის N9-- ბრძანება მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერის 2016 წლის 16 აგვისტოს Nკ--- ბათილად ცნობილ ბრძანებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საქმის გარემოებათა სრულყოფილად შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ(ს.ფ.108–109);
4. მოსარჩელის განმარტება(სხდომის ოქმი);
5.მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტება(სხდომის ოქმი);
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მ-------–--------- თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერის 2016 წლის 16 აგვისტოს Nკ--- ბათილად ცნობილ ბრძანებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საქმის გარემოებათა სრულყოფილად შემსწავლელმა კომისიამ ერთის მხრივ რეკომენდაციის დასკვნით ნაწილში მიუთითა, რომ მერის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, ხოლო მეორეს მხრივ ხაზგასმით აღნიშნა რომ მ-------–-------- ითხოვდა სხვაგვარ მიდგომას, რაც იმთავითვე ვერ განხორციელდა, შესაბამისად კომისიისაგან ეთხოვა ახლადშექმნილ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ეზრუნა მ-------–--------- მუნიციპალიტეტში დასაქმების საკითხზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.1–10):
2. შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.141–150);
3. ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერის 2016 წლის 16 აგვისტოს Nკ--- ბათილად ცნობილ ბრძანებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საქმის გარემოებათა სრულყოფილად შემსწავლელი კომისიის რეკომენდაცია (ს.ფ.110–112);
4. მოსარჩელის განმარტება(სხდომის ოქმი);
5.მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტება(სხდომის ოქმი);
6.მოწმეთა განმარტებები(სხდომის ოქმი);
მოპასუხის წარმომადგენელთა მხრივ ვერ იქნა ახსნილი კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის წინააღმდეგობრივი და ბუნდოვანი მითითებები, რას გულისხმობდნენ მ-------–---------ადმი სხვაგვარ მიდგომაში და იმ შემთხვეევაში თუ კანონშესაბამისი იყო მისი სამსახურიდან დათხოვნა მათ მიერ გამოკვლეული მასალებით, რატომ სთხოვდნენ ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მოსარჩელე მ-------–--------- დასაქმებას, მით უფრო, რომ ქალაქ ა-------–-------------–----–-------- ლიკვიდაციის შემდგომ, ახალ მუნიციპალიტეტში შექმნილმა შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურმა შეისწავლა მ-------–--------- საკითხი და ერთ–ერთ საფუძვლად დაუდო მ-------–--------- მიმართ სადავო აქტის გამოცემას.
4.1.2. მ-------–--------- თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერის 2016 წლის 16 აგვისტოს Nკ--- ბათილად ცნობილ ბრძანებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საქმის გარემოებათა სრულყოფილად შემსწავლელი კომისის 2017 წლის 14 ნოემბრით დათარიღებული რეკომენდაცია გასაჩივრდა ა-------–-------------–----–-------- მერთან მ-------–--------- მიერ, რაც არ დაკმაყოფილდა
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.1–10):
2. შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.141–150);
3. მ-------–--------- განცხადება–საჩივარი ა-------–-------------–----–-------- მერის მიმართ ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერის 2016 წლის 16 აგვისტოს Nკ--- ბათილად ცნობილ ბრძანებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საქმის გარემოებათა სრულყოფილად შემსწავლელი კომისიის რეკომენდასციაზე(ს.ფ. 118–122);
4. მოსარჩელის განმარტება(სხდომის ოქმი);
5.მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტება(სხდომის ოქმი);
4.1.3. მ-------–--------- თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერის 2016 წლის 16 აგვისტოს Nკ--- ბათილად ცნობილ ბრძანებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საქმის გარემოებათა სრულყოფილად შემსწავლელი კომისიის სხდომა 2017 წლის 14 ნოემბერს არ შემდგარა, შესაბამისად, რეკომენდაციას ხელი მოეწერა 15 ნოემბერს და იმავე დღეს ჩაბარდა მ-------–--------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე (ს.ფ.1–10):
2. მ-------–--------- განცხადებები თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერის 2016 წლის 16 აგვისტოს Nკ--- ბათილად ცნობილ ბრძანებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საქმის გარემოებათა სრულყოფილად შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარისა და წევრებისადმი(ს.ფ.116; 117;)
3. ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერის 2016 წლის 16 აგვისტოს Nკ--- ბათილად ცნობილ ბრძანებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საქმის გარემოებათა სრულყოფილად შემსწავლელი კომისიის რეკომენდაცია (ს.ფ.110–112);
4. მოსარჩელის განმარტება(სხდომის ოქმი);
5.მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტება (სხდომის ოქმი);
6.მოწმეთა განმარტებები (სხდომის ოქმი);
7. მ-------–--------- განცხადება–საჩივარი ა-------–-------------–----–-------- მერის მიმართ (ს.ფ. 118–122);
მოსარჩელე მ-------–---------ათვის ცნობილი იყო, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერის 2016 წლის 16 აგვისტოს Nკ--- ბათილად ცნობილ ბრძანებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საქმის გარემოებათა სრულყოფილად შემსწავლელი კომისიის სხდომა უნდა გამართულიყო 2017 წლის 14 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში, რის გამოც გამოცხადდა დანიშნულების ადგილზე, ვინაიდან კომისიის სხდომა არ შემდგარა, კომისიის თითოეული წევრისაგან ინდივიდუალურად წერილობით მოითხოვა გადაეცათ რეკომენდაცია, რაც დასტურდება საქმეში არსებული მათი ხელმოწერებით მ-------–--------- მიერ წარდგენილ განცხადებებზე, სადაც ყველაზე ადრეულ გაცნობის დროდ 16 საათი და 50 წუთი ფიქსირდება, მაგრამ უშედეგოდ. საკრებულოს პირველი სხდომა შედგა 15 საათზე. შესაბამისად, რეკომენდაციას ხელი მოეწერა 15 ნოემბერს, რაც დაადასტურა კომისიის მდივანმა თავისი განმარტებით. 15 ნოემბერს კომისია უფლებამოსილი არ იყო რაიმე გადაწყვეტილება მიეღო.
4.1.4. ა-------–-------------–----–-------- მერმა, 2017 წლის 26 დეკემბერს გამოსცა Nკ--- ბრძანება, ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერიის შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის მ-------–--------- 2016 წლის 4 ივლისიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საარჩევნო კომისიის N44 ამბროლაურის საოლქო კომისიის წევრად დანიშვნის გამო, რასაც საფუძვლად დაუდო მ-------–--------- თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერის 2016 წლის 16 აგვისტოს Nკ--- ბათილად ცნობილ ბრძანებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საქმის გარემოებათა სრულყოფილად შემსწავლელი არაუფლებამოსილი კომისიის დასკვნა და ა-------–-------------–----–-------- მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის 2017 წლის 14 დეკემბრის N1-- დასკვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე (ს.ფ.1–10):
2. შესაგაბელი ადმინისტრაციულ საქმეზე (ს.ფ. 141–150);
3. ა-------–-------------–----–-------- მერის, 2017 წლის 26 დეკემბრის Nკ--- ბრძანება, ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერიის შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის მ-------–--------- 2016 წლის 4 ივლისიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საარჩევნო კომისიის N44 ამბროლაურის საოლქო კომისიის წევრად დანიშვნის გამო(105–107);
4. ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერის 2016 წლის 16 აგვისტოს Nკ--- ბათილად ცნობილ ბრძანებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საქმის გარემოებათა სრულყოფილად შემსწავლელი კომისიის რეკომენდაცია (ს.ფ.110–112);
5.ა-------–-------------–----–-------- მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის 2017 წლის 14 დეკემბრის N1-- დასკვნა(ს.ფ. 126–127);
6. მოსარჩელის განმარტება(სხდომის ოქმი);
7.მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტება(სხდომის ოქმი);
4.1.5. მ-------–--------- თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერის 2016 წლის 16 აგვისტოს Nკ--- ბათილად ცნობილ ბრძანებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საქმის გარემოებათა სრულყოფილად შემსწავლელმა კომისიამ სრულყოფილად არ შეისწავლა მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, რეკომენდაცია გამოსცა როცა ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაზე უფლებამოსილება არ გააჩნდა, არ უზრუნველყო დადგენილ დროს 2017 წლის 14 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში (ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომამდე) დაგეგმილი სხდომის ჩატარება და მასში მ-------–--------- მონაწილეობა, რომელიც ინფორმირებული იყო ასეთ კომისიის სხდომის ჩატარების დროსა და ადგილზე და ისე მიიღო გაურკვეველი შინაარსითა და ბუნდოვანი დასკვნით რეკომენდაცია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ სარჩელს იხილავს მათ მიერ, მითითებული ფაქტობრივი საფუძვლის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1 მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1.აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო, ა-------–--------------–----–-------- მერის 2017 წლის 27 დეკემბრის Nკ---- ბრძანება, მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, გამოცემულია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა - შეფასების გარეშე, რასაც საფუძვად უდევს არაუფლებამოსილი ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერის 2016 წლის 16 აგვისტოს Nკ--- ბათილად ცნობილ ბრძანებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საქმის გარემოებათა სრულყოფილად შემსწავლელი კომისიის არ შემდგარი სხდომის რეკომენდაცია, რაც მათი ბათილად ცნობისა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, მოპასუხე მხარის დავალდებულების საფუძველია, საქმის გარემოებათა სრულყოფილი და ობიექტური გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტი.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
საქართველოს კანონი ,, საჯარო სამსახურის შესახებ’’;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1.1.ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს.
ამავე კოდექსის მე–10 მუხლის მე–8 ნაწილის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება ამოქმედდება მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს და შესაბამის მუნიციპალიტეტში არჩევნები გაიმართება მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგ არჩევნებთან ერთად. ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებამდე და მუნიციპალიტეტის მერის არჩევამდე შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება არჩევნებამდე არსებული საკრებულოს და მერის უფლებამოსილებანი.
ამავე კოდექსის 25–ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში.
საკრებულოს პირველი სხდომა შედგა 2017 წლის 14 ნოემბერს 15 საათზე, ხოლო ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერის 2016 წლის 16 აგვისტოს Nკ--- ბათილად ცნობილ ბრძანებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საქმის გარემოებათა სრულყოფილად შემსწავლელი კომისის რეკომენდაცია გამოიცა 15 ნოემბერს, არ შემდგარ სხდომაზე არაუფლებამოსილი კომისიის მიერ.
ქალაქ ა-------–-------------–----–-------- ლიკვიდაციის შემდგომ, ახალ მუნიციპალიტეტში შექმნილი შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ მ-------–--------- საკითხის შესწავლა მიუთითებს, რომ არაუფლებამოსილი კომისიის დასკვნა იყო არასრულფასოვანი, არ წარმოადგენდა საკითხის შეუსწავლელობის გამო მოსარჩელის მიერ დასმულ პრობლემებზე პასუხს, რამაც განაპირობა აუდიტის ჩართულობის აუცილებლობა, თუმც პირველი ბრძანება მ-------–--------- გათავისუფლების შესახებ ასეთ დასკვნას არ ეფუძნებოდა.
7.1.2. ა-------–--------------–----–-------- მერია, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54–ე მუხლის ე.ე. პუნქტის საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუალირ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განიმარტება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს, ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები
7.1.3. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ა-------–--------------–----–-------- მერის 2017 წლის 27 დეკემბრის Nკ---- ბრძანება, მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელზეც სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადება - გამოცემასთან დაკავშირებით.
7.1.4. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით. შესაბამისად, შეფასება უნდა მიეცეს რამდენად შეესაბამება სადავო ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
7.1.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, განახორციელოს რაიმე ქმედება.
ამავე მუხლის მესამე ნაწილით, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას, არ აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სადავო აქტის გამოცემას საფუძლად დაედო არაუფლებამოსილი კომისიის არ შემდგარი სხდომის რეკომენდაცია, რომელიც თავის მხრივ გამოყენებული იქნა ა-------–-------------–----–-------- მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის 2017 წლის 14 დეკემბრის დასკვნაში მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივი გარემოებების კანონთან შესაბამისობის შესახებ, რაც ერთ–ერთი საფუძველია სადავო ინდივიდუალურ – ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემისა და შესაბამისად არ აქვს იურიდიული ძალა. ესე იგი სადავო აქტის გამოცემისათვის არც ერთი მითითებული საფუძველი არ არის კანონის შესაბამისად შემდგარი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ამავე კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
7.1.6. მოხელის სამსახურში მიღება - დათხოვნის წესს და საფუძვლებს განსაზღვრავს ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონი ადგენს განთავისუფლების საფუძვლებს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე კანონის 98–ე მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.
ამავე კანონის 106–ე მუხლის პირველი ნაწილით, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ. ხოლო მესამე ნაწილით, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.
ამავე კანონის 107–ე მუხლი ადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლებს, რომლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლებია მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა, ხოლო ,,თ’ ქვეპუნქტით, სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა;
7.1.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლების თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მისი კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
7.1.8. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, მხარის კანონიერი ინტერესი იყოს დასაქმებული და უზრუნველყოფილი იყოს საჯარო სამსახურში კადრების სტაბილურობის პრინციპი; ამასთან, დადგენილია, რომ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ სადავო ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ანუ სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სადავო აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც უნდა დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ, სადავო საკითხზე გამოსცეს ახალი აქტი.
7.1.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
7.1.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ა-------–--------------–----–-------- მერიის წარმომადგენლების განმარტებას, რომ მ-------–--------- დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების მიღების დროს სრულყოფილად ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, რომ მ-------–--------- მოსაზრებები მეტად დასაბუთებული უნდა ყოფილიყო. მის მიერ დაწერილ განცხადებებსა და სარჩელებში დასაბუთებული აქვს პრეტენზია სამუშაოდან გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით. ის მიუთითებს არჩევით მიდგომაზე მუნიციპალიტეტის მერიის მხრივ, როცა იგივე საჯარო მოსამსახურე (ი-------------), რომლის საარჩევნო კომისიაში დასაქმებაზე აპელირებს მოპასუხე მხარე, იმავე რეჟიმში მყოფი კვლავ აგრძელებს სამსახურებრივ საქმიანობას. მ-------–--------- სამუშაოდან დათხოვნასთან მას პირდაპირი კავშირი არ აქვს, მაგრამ მოსარჩელე მიუთითებს, რომ მიდგომა უნდა იყოს ერთნაირი და ერთი და იგივე გადაცდომისათვის რეაგირების ზომები განუსხვავებელი. თვით მოპასუხე მხარე შეეცადა დაედასტურებინა საჯარო მოსამსახურის მიერ ორივე სამუშაო ადგილზე, საარჩევნო კომისიასა და მერიაში მუშაობის თავსებადობა, რითაც გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია რომ მხოლოდ მის მიმართ გამოიყენეს განსხვავებული მიდგომა.
მ-------–--------- თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერის 2016 წლის 16 აგვისტოს N---- ბათილად ცნობილ ბრძანებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საქმის გარემოებათა სრულყოფილად შემსწავლელი კომისის სხდომის 14 ნოემბერს ჩატარებასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია და არც საქმეში მოიპოვება იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დაინტერესებულმა პირმა მონაწილეობა მიიღო ამ სხდომაში და ეცნობა კომისიის მუშაობის დასრულების შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
განსახილველ საქმეზე სასამართლო მიიჩნევს, რომ კომისიის მუშაობა იყო არასრულფასოვანი, სრულად არ იქნა გამოკვლეული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს და მოპასუხეს საპირისპირო პოზიცია სათანადო მტკიცებულებების წარმოდეგით არ დაუდასტურებია, უფრო მეტიც არაუფლებამოსილი კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია და მისი გამოყენებით შედგენილი აუდიტორული დასკვნა გახდა საფუძველი სადავო აქტის გამოცემისა, რაც მისი ბათილად ცნობის უპირობო საფუძველია.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს არ შემდგარა კომისიის სხდომა, რომელზედაც დასწრების მსურველი მ-------–-------- გამოცხადდა დანიშნულების ადგილზე და ვერანაირი ინფორმაცია ვერ მიიღო კომისიის წევრებისაგან მის საკითხთან დაკავშირებით დოკუმენტაციის გადაცემის თაობაზე.
ა-------–--------------–----–-------- მერის 2017 წლის 27 დეკემბრის Nკ---- ბრძანების გამოცემის დროს, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეამოწმა და არ გამოიკვლია მ-------–--------- თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერის 2016 წლის 16 აგვისტოს Nკ--- ბათილად ცნობილ ბრძანებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საქმის გარემოებათა სრულყოფილად შემსწავლელი კომისია იყო თუ არა უფლებამოსილი რეკომენდაციის გაცემის დროს, შეესაბამებოდა თუ არა კომისიის უფლებამოსილებას მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაცია, არ შეაფასა რამდენად შეეძლო ამ რეკომენდაციის გამოყენება აუდიტორს თავის დასკვნაში მ-------–--------- მიმართ საკითხის შესაფასებლად და არ შეისწავლა მ-------–--------- საჩივარი, ჩატარდა თუ არა ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის, რითაც შეილახა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი - კომისიას სრულყოფილად გამოეკვლია მისი პრობლემა, არ შემოფარგლულიყო თუნდაც უფლებამოსილების ვადაში განსახილველი საკითხისადმი ზედაპირული დამოკიდებულებით, დროულად გაეკეთებინა დასკვნა, რის შედეგადაც, შესაძლოა ადმინისტრაციულ ორგანოს სხვაგვარი გადაწყვეტილება მიეღო.
7.1.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
7.1.12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
7.1.13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ჩათვალა, რომ ა-------–-------------–----–-------- მერმა საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის გარეშე, გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელე, რადგან ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის მიზნით, მან სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მიცემდა, რითაც შეილახა სარჩელის ავტორის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას, კერძოდ, მ-------–--------- დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, რადგან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა, ემსჯელა და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად, დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები და დაინტერესებული პირისათვის უფლებამოსილების ვადაში ეცნობებინა ადმინისტრაციული წარმოების შედეგები, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განახორციელა. აქედან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
8.1.1 ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის
გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.მ-------–--------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1.სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნას ცნობილი ა-------–--------------–----–-------- მერის 2017 წლის 26 დეკემბრის N------- ბრძანება – მ-------–--------- დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი მ-------–--------- დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ა-------–-------------–----–-------- მერის 2016 წლის 16 აგვისტოს Nკ--- ბათილად ცნობილ ბრძანებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საქმის გარემოებათა სრულყოფილად შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 14 ნოემბრის რეკომენდაცია.
2.ა-------–-------------–----–-------- მერიას დაევალოს, მოსარჩელე მ-------–--------- დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და მათი შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე:ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32), ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქუჩა № 13), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი