გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2018
საქმის ნომერი
190210017002161835
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2526-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.03.2018 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე ანა ხ---–--–--ე

წარმომადგენელი მაია წერეთელი

მოპასუხე კ---- შ---–--–---–ი

წარმომადგენელი ეკატერინე ბერინაშვილი

დავის საგანი საქორწინო საჩუქრების დაბრუნება, ქორწილის ხარჯების ანაზღაურება, უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. კ---- შ---–--–---–ისათვის 9622 ლარის დაკისრება, საიდანაც 2500 ლარი არის საქორწილო სუფრისთვის დახარჯული თანხა, 1912 ლარი მოპასუხის საცხოვრებელი სახლის რემონტისთვის დახარჯული თანხა, 1000 ლარი საოჯახო ტექნიკისათვის გადახდილი თანხა, ავეჯის შეძენისათვის გადახდილი თანხაა 670 ლარი, ვენახის შეწამლისთვის დახარჯული თანხა 450 ლარი, ძვირფასეულობის ღირებულება 2838 ლარი.

 

სარჩელის გარემოებები

 

2014 წლის ნოემბრიდან არარეგსტრირებულ ქორწინაში იმყოფებოდა მოპასუხესთან, ერთმანეთს დაშორდნენ 2015 წლის ივლისში. ქორწინებამდე და მას შემდეგ აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი, ხოლო მოპასუხეს საკმარისი შემოსავალი არ ჰქონდა. მოსარჩელი ფინანსური სახსრებით ჩატარდა სახლის რემონტი. საკუთარი სახსრებით გადაიხადა ქორწილი, რაშიც დახარჯა 2500 ლარი. სახლის რემონტისთვის შეიძინა 1912 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები – კაფელი, მერლახი, ლამინირებული იატაკი და სხვა. ქორწინებამდე მოპასუხემ სთხოვა დახმარება ვენახის შესაწამლი მასალების შეძენაში, რის გამოც გადაურიცხა 450 ლარი. ასევე მისი ხარჯებით შეიძინა ავეჯი მაღაზიაში ემბავუდი 670 ლარად, რაც იყიდა კრედიტით და იხდიდა კრედიტის თანხას. მოპასუხეს არ დაუბრუნებია ნიშნობის ბეჭედი, მეჯვარეების ნაჩუქარი ბრიალიანტის თვლებიანი 2 ცალი ბეჭედი. ასევე საკუთარი სახსრებით შეიძინა მაცივარი, რომელიც ამჟამად მოპასუხის ოჯახის სარგებლობაშია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

კ---- შ---–--–---–მა სარჩელი არ ცნო შემდეგი გარემოებების გამო:

მოსარჩელეს არანაირი სამშენებლო მასალა მის სახლში არ მიუტანია. ზენდადებების მიხედვით მასალის ტრანსპორტირების დასრულების ადგილია თბილისი და არა მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილია გარდაბანი. მაცივარი, რაც მის ოჯახშია შეძენილია არა მოსარჩელის, არამედ მისი მშობლების მიერ. ემბავუდში ავეჯის შეძენის შესახებ, იცის, რომ ეს ავეჯი მოსარჩელემ და დედამ სოფიო შ---–--–---–მა ერთად შეიძინეს. დაშორების შემდეგ მისი ყველა პირადი ნივთი, მათ შორის ქორწილში ნაჩუქარი ნივთები მოსარჩელემ წაიღო და ამჟამად მოსარჩელის რაიმე ნივთი მასთან არ არის. პოლიციაში ახსნა-განმარტებების დროისათვის მათ ოჯახში იყო მოსარჩელისთვის მეჯვარეების მიერ ნაჩუქარი ერთი ბეჭედი, რაც მოგვიანებით დაუბრუნა მისი ნათესავების მეშვეობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის ნოემბრიდან 2015 ივლისამდე ანა ხ---–--–--ე და კ---- შ---–--–---–ი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად როგორც მეუღლეები, მათი ქორწინება სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებული არ იყო. მათ 2014 წლის 6 ნოემბერს ჯვარი დაიწერეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 43-46. ტომი 1)

- შესაგებელი ( ს.ფ. 110-113. ტომი 1 )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2014 წლის ნოემბრის თვეში გაიმართა ანა ხ---–--–--ისა და კ---- შ---–--–---–ის ქორწილი, რომლის ხარჯები ერთობლივად გაიღეს ანა ხ---–--–--ემ და კ---- შ---–--–---–ის ოჯახმა.

 

მოსარჩელის განმარტებით, ქორწილი გაიმართა 150 სტუმრისათვის, რომლის ხარჯები 2500 ლარი მთლიანად მან გაიღო. ამ გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა რესტორან იოდას დირექტორის თენგიზ ჭკუასელის და რესტორნის მზარეულის ტარიელ თაბაგარის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა, რომელში მითითებულია 150 სტუმრისათვის სუფრის ღირებულება 2500 ლარი.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილაი პოლიციის მიერ კ---- შ---–--–---–ის და მისი მშობლებისათვის ჩამორთმეული ახსნა-განმარტებები. პოლიციისათვის მიცემულ ახსნა განარტებაში კ---- შ---–--–---–ი განმარტავს, რომ ჰქონდათ საქორწილო სუფრა 150 კაცზე, სადაც სტუმრების ნახევარი იყო მისი მხრიდან, ხოლო ნახევარი ანა ხ---–--–--ის მხრიდან. იგი წინააღმდეგი იყო ქორწილის გადახდის, ქორწილი გაიმართა ანა ხ---–--–--ის ინიციატივით და თავის თავზე აიღო ყველა ხარჯი.

 

სოფიო შ---–--–---–ისთვის ჩამორთმეულ განმარტებაში მითითებულია, რომ ქორწილი გაიმართა ანა ხ---–--–--ის ინიციატივით, კ---- შ---–--–---–ი ქორწილის წინააღმდეგი იყო, ხოლო ყველა ხარჯი თავის თავზე აიღო ანა ხ---–--–--ემ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას სოფიო შ---–--–---–მა განმარტა, რომ ქორწილისათვის საჭირო გარკვეული პროდუქტების მიტანა კ---- ხ---–--–--ის ოჯახმა უზრუნველყო. მათ მიიტანეს ღვინო, ქათმები და სხვა პროდუქტების ნაწილი.

 

ამდენად, მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ ანა ხ---–--–--ის და კ---- შ---–--–---–ის შეუღლების აღსანიშნავად გადაიხადეს ქორწილი 150 სტუმრისათვის რესტორანში იოდა. სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია მოპასუხის ის განმარტება, რომ ქორწილის ხარჯები სრულად მან გაიღო, ამ ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელეს საკუთარი ახსნა -განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ისეთ პირობებში, როცა მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ ამ გარემოებას, მოსარჩელეს ეკისრება ვალდებულება, სხვა მტკიცებულება წარმოადგინოს სადაო ფაქტის დასადასტურებლად.

 

ამ შემთხვევაში ქორწილის ხარჯების თაობაზე საქმეში წარმოდგენილია თანაბარი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები – მხარეთა განმარტებები, რომლებიც ერთმანეთის პოზიციას არ იზიარებს. საქმეში ასევე წარმოდგენილია სოფიო შ---–--–---–ის ჩვენება, რომლითაც დასტურდება რომ ქორწილი ფინანსური ხარჯი გაიღო ანა ხ---–--–--ემ, ხოლო პროდუქტების ნაწილით მომარაგება უზრუნველყო კ---- შ---–--–---–ის ოჯახმა. ამ შემთხვევაში მხარეთა განმარტებების და მოწმის ჩვენების ერთობლივად შეფასების შედეგად დადასტურებულია ის გარემოება, ქორწილის ფინანსური ხარჯი გაიღო ანა ხ---–--–--ემ, ხოლო ქორწილის სუფრისთვის საჭირო პროდუქტების გარკვეული ნაწილი ქორწილისთვის უზრუნველყო კ---- შ---–--–---–ი ოჯახმა. ამდენად, ქორწილი გაიმართა მხარეთა ერთობლივი ხარჯებით და არა მხოლოდ ანა ხ---–--–--ის ფინანსური სახსრებით.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას

- ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 43. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 2-6, ტომი 1)

- პოლიციაში მიცემული განმარტებების ასლები (ს.ფ. 32-33, 38-39. ტომი 1)

- მოწმის ჩვენება (13.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი )

 

3.2.2. ანა ხ---–--–--ის მიერ შეძენილი სამშენებლო მასალა არ არის გამოყენებული კ---- შ---–--–---–ის საცხოვრებელი სახლის რემონტისათვის.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან ქორწინების პერიოდში, მან შეიძინა სამშენებლო-სარემონტი მასალები, რაც გამოიყენეს კ---- შ---–--–---–ის საცხოვრებელი ბინის რემონტისათვის. ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 აპრილის დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზა ჩატარებულია ანა ხ---–--–--ის მოთხოვნით. გამოსაკვლევი კითხვაა – დაგვიდასტუროთ, რომ წარმოდგენილ სასაქონლო ზედნადებებში ასახული სამშენებლო მასალები ნამდვილად გამოყენებულია გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში მდებარე სახლში. ექსპერტიზაზე წარდგენილია 2014 წლის 9 ივლისს გაცემული სასაქონლო ზედნადები, რომლის მიხედვით გამყიდველია შპს „პატრიოტი 2008“, მყიდველი ანა ხ---–--–--ე, ხოლო პროდუქციის მიწოდების ადგილია თბილისი. ზედნადებში მითითებული პროდუქციაა იატაკის ლამინატი, ლამინირებული იატაკის საფარი, ლამინირებული იატაკის პლინტუსი, კერამიკული ფილა ზომით 40*42 და 50*60.

2014 წლის 19 ივნისის ზედნადების მიხედვით, გამყიდველია შპს „პატრიოტი 2008“. მყიდვეა ანა ხ---–--–--ე. პროდუქციაა კერამიკული ფილა ზომით 50*60, 30*60.

2014 წლის 24 ივნისს გაცემულ ზენდადების მიხედვით გამყიდველია შპს „პატრიოტი 2008“. მყიდველი ანა ხ---–--–--ე. პროდუქცია - კერამიკული ფილა ზომით 50*60, კუთხოვანი დეკორით, შავი ლოთონის პროფილები სამალიარო 3 მეტრი.

2014 წლის 12 ივნისს ანა ხ---–--–--ის მიერ შპს „პატრიოტი 2008“-ისგან შეძენილია ლამინირებული იატაკის საფარი, ლამინირებული პარკეტის ღრუბელი მწვანე, ასევე კარები.

 

ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ბინაში მოწყობილი საშენი მასალის ფაქტიური მოცულობები არ შეესაბამება სასაქონლო ზედნადებში ასახულ ოდენობებს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული სამშენებლო მასალებია თუ არა გამოყენებული საცხოვრებელ ბინაში, ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან ბინაში არსებული სარემონტო სამუშაოების ფაქტიური მდგომარეობისა და წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ასახული მონაცემების ურთიერთშედარებით ტექნიკურად შეუძლებელია წარმოდგენილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული და ბინაში მოწყობილი საშენი მასალების იდენტიფიცირება.

 

დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ აზომვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ ბინაში მოწყობილია ლამინატის პარკეტი, კერამიკური ფილა ზომით 50*50, მდფ-ის 4 ერთეული კარი. საიდანაც 3 ერთეული იდენტურია, 1 განსხვავებულია. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სასაქოლო ზედნადებები მითითებული კერამიკური ფილა 40*40 10 კვ.მ საერთოდ არ არის მოწყობილი ბინაში.

დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ ბინაში არსებული საშენი მასალის ფაქტიური მოცულობები არ შეესაბამება სასაქონლო ზედნადებებში მითითებულ რაოდენობებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ კ---- შ---–--–---–ის საცხოვრებელ ბინაში სარემონტო სამუშაოები ჩატარებულია ანა ხ---–--–--ის მიერ შეძენილი სარემონტო მასალებით. მოსარჩელე მოითხოვს სამშენებლო მასალების ღირებულების ანაზღაურებას ზედნადებებში მითითებული ღირებულებით, ხოლო იმის დასამტკიცებლად, რომ ეს მასალები გამოყენებულია მოპასუხის სახლის რემონტისათვის, მოსარჩელემ წარმოადგნა ექსპერტიზის დასკვნა.

 

სასაქონლო ზედნდებების მიხედვით, შპს პატრიოტი 2008-ისაგან სამშენებლო მასალები შეძენილია ანა ხ---–--–--ის მიერ, თუმცა პროდუქციის მიწოდების ადგილია თბილისი, ამდენად, ზედნადებების მიხედვით, პროდუქციის მიწოდების ადგილი არ არის კ---- შ---–--–---–ის საცხოვრებელი ადგილი. სასაქონლო ზედნადებში მითითებული სამშენებლო პროდუქციის იდენტიფიკაციის მიზნით მოსარჩელემ ჩაატარა ექსპერტიზა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ კ---- შ---–--–---–ის საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოების დროს გამოყენებულია ანა ხ---–--–--ის მიერ შეძენილი პროდუქცია. დასკვნის მიხედვით, სახლში გამოყენებული სამშენებლო მასალების და ზედნადებებში მითითებული მასალების რაოდენობა განსხვავებულია, გარდა ამისა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სახლში საერთოდ არ არის გამოყენებული 40*40 ზომის კერამიკული ფილა.

 

ამდენად, ზედნადებებით არ დასტურდება, რომ მასში მითითებული საქონელი მიტანილია კ---- შ---–--–---–ის მისამართზე, ხოლო ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება, რომ ზედნადებებში მითითებული სამშენებლო მასალები გამოყენებულია კ---- შ---–--–---–ის სახლის რემონტისათვის. დასკვნის მიხედვით, ზედნადებებში მითითებული საქონლის ნაწილის მსგავსი მასალები საერთოდ არ არის გამოყენებული რემონტისათვის, ხოლო გამოყენებული მასალების რაოდენობა განსხვავდება ზედნადებებში მითითებული რაოდენობისაგან. მოსარჩელეს ამ გარემოების შესახებ სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე (სსსკ-ის მე-4 მუხლის), რომლის არსი მდგომარეობს შემდეგში - მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 105-ე მუხლის საფუძველზე სარემონტო ხარჯების საკითხი უნდა შეფასდეს ამ საკითხზე საქმეში წარმოდგენილი ყევალ მტკიცებულების ურთიერთშეჯერების შედეგად. მოპასუხე უარყოფს რემონტის შესრულებას ანა ხაშილაძის მიერ შეძენილი მასალებით, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რემონტის დროს გამოყენებული მასალების და ზედნადებებში მითითებული მასალების იდენტურობა.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 76-86. ტომი 1)

 

3.2.3. ანა ხ---–--–--ეს ქორწილში მეჯვარეებმა აჩუქეს 2 ცალი ოქროს ბეჭედი, რომელიც მეუღლესთან დაშორების შემდეგ მისთვის არ გადაუციათ. ბეჭდების ღირებულებაა 1000 ლარი და 950 ლარი. ანა ხ---–--–--ეს კ---- შ---–--–---–მა აჩუქა ნიშნობის ბეჭედი, რომელიც მოსარჩელეს მეუღლეების დაშორების შემდეგ დაუბრუნეს.

 

ანა ხ---–--–--ის განმარტებით, მას მეჯვარეებმა გურანდა კუპრაშვილმა და ეკა მჟავანაძემ ქორწილში აჩუქეს 2 ცალი ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით. მოსარჩელემ წარმოადგინა 2017 წლი 6 ნოემბერს სანოატრო ფორმით დამოწმებული ხელწერილები, რომლებითაც თამარ ტაკაშვილი განმარტავს, რომ 2014 წლის ოქტომბრის თვეში ეკა მჟავაძეს მიჰყიდა ოქროს ნივთი - ბეჭედი ბრილიანტის თვლით წონთ 7,9 გრამი 1050 ლარად, ხოლო გუარანდა კუპრაშვილის მიჰყიდა ოქრინ ნივთი - ბეჭედი ბაღჩა წონიტ 8 გრამი 900 ლარად.

 

ის გარემოება,რომ ქორწილში მოსარჩელეს მეჯვარეებმა აჩუქეს 2 ცალი ოქროს ბეჭედი დასტურდება პოლიციისათვის კ---- შ---–--–---–ის და სოფიო შავლიაშვლის მიერ მიცემული განმარტებებით.

 

კ---- შ---–--–---–ის განმარტებით, დაშორების შემდეგ ანა ხ---–--–--ემ წაიღო თავისი საყოფაცხოვრებო ნივთები და ოქროულის ნაწილი. მათ შეიძინეს ავტომობილი, რომელიც გაფორმებული იყო კ---- შ---–--–---–ის სახელზე. მისი გადაფორმების დროს ანა ხ---–--–--ეს მოსთხოვა მშობლების მიერ ნაჩუქარი ნივთების დაბრუნება, რაც მან დაუბრუნა. კერძოდ, დააბრუნა ორი ცალი სამაჯური და ნიშნობის ბეჭედი. კ---- შ---–--–---–ის განმარტებით ამჟამად მას აქვს ანა ხ---–--–--ისათვის მეჯვარეების ნაჩუქარი ბეჭედი, ასევე კულონი. რაც შეეხება ანას მიერ მისთვის მიცემულ ბეჭედს, ის ანას დაუბრუნა სახლიდან წასვლის დროსვე. ახსნა განმარტება ჩამორთმეულია 2015 წლის 2 დეკემბერს.

 

სოფიო შ---–--–---–ის განმარტებით, ანა ხ---–--–--ეს ქორწილში აჩუქეს ოქროს სამკაულები როგორც მეჯვარეებმა, ასევე მისმა ნათესავებმა. კერძოდ, ანას მისმა მეჯვარეებმა აჩუქეს ორი თვლიანი ბეჭედი. წასვლის დროს წაიღო თავის ტანსაცმელი, ასევე ოქროული, 2 ცალი სამაჯური, კ----სი და მისი 2 ოქროს ნიშნობის ბეჭედი, ოქროს კულონი და 1 თავისი მეჯვარის ბეჭედი და ასევე 1 კ----ს მეჯვარის მიერ ნაჩუქარი ბეჭედი. განმარტებაში სოფიო შ---–--–---–ი აღნიშნავს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს ანას დაუბრუნოს მისი მეჯვარის მიერ ნაჩუქარი ბეჭედი და სამაგიეროდ მოითხოვს დაუბრუნოს კულონი და კ----ს მეჯვარის მიერ ნაჩუქარი ოქროს, თვლიანი ბეჭედი.

 

ამდენად, პოლიციისათვის მიცემულ განმარტებებში კ---- შ---–--–---–მა და სოფიო შ---–--–---–მა დაადასტურეს, რომ ანა ხ---–--–--ეს მეჯვარეებმა აჩუქეს 2 ცალი ოქროს თვლიანი ბეჭდები. სოფიო შ---–--–---–ი განმარტებაში აღნიშნავს, რომ მის ოჯახს განზრახული აქვს ანასთვის მეჯვარის მიერ ნაჩუქარი ბეჭდის დაბრუნება. მისი განმარტებით, მეორე ბეჭედი ანამ წაიღო სახლიდან წასვლის დღეს. კ---- შ---–--–---–ი გამარტებაში მიუთითებს, რომ მასთანააა ანასთვის მეჯვარის მიერ ნაჩუქარი ბეჭედი, ასევე კულონი.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განაცხადა რომ პოლიციის მიერ მოკვლევის დასრულების შემდეგ ანა ხ---–--–--ეს სხვა მის პირად ნივთებთან ერთად გადასცა სადაო ბეჭდებიც. კერძოდ, მათთან ნივთების წასაღებად მოვიდნენ ანა ხ---–--–--ის ნათესავები, რომლებმაც ავეჯთან ერთად წაიღეს სადაო ოქროს ნივთები.

 

როგორც პოლიციისათვის მიცემული განმარტებით დასტურდება, ნივთები 2015 წლის დეკემბერში იმყოფებოდა კ---- შ---–--–---–ის მფლობელობაში, რის გამოც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ვალდებულება, რომ დაასაბუთოს ამ ძვირფასეულობის მოსარჩელისათვის დაბრუნების ფაქტი.

 

ამ შემთხვევაში ბეჭდების დაბრუნების საკითხზე სასამართლოში მტკიცებულებად წარმოდგენილია მხარეთა ახსნა-განმარტებები, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რადგან მოპასუხე უარყოფს ამ ნივთების მის მფლობელობაში არსებობას.

 

მოსარჩელე მოითხოვს მეჯვარეების ნაჩუქარი ორო ბეჭდის ღირებულების დაკისრებას. მოპასუხის და მისი ოჯახის წევრების მიერ პოლიციისათვის მიცემული განმარტებაში მითითებულია, რომ კ---- შ---–--–---–თან იმყოფება ანა ხ---–--–--ისათვის მეჯვარის მიერ ნაჩუქარი ერთი ოქროს ბეჭედი. ამდენად, სადაო 2 ბეჭდიდან მოპასუხის განმარტებით დასტურდება, რომ 2015 წლის მდგომარეობით მათთან იმყოფებოდა მოსარჩელის კუთვნილი ერთი ბეჭედი. თუმცა ნაჩუქარი ბეჭდებიდან რომელი იყოფებოდა კ---- შ---–--–---–ის მფლობელობაში მოპასუხემ და მოწმედ დაკითხულმა სოფიო შ---–--–---–მა ვერ მიუთითეს.

 

ამდენად, პოლიციისათვის მიცემული მოპასუხის განმარტებით ირკვევა, რომ პოლიციის მიერ საკითხის მოკვლევის დროს ანა ხ---–--–--ისთვის დაბრუნებული არ ჰქონდა მისთვის ქორწილში ნაჩუქარი ნივთები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბეჭდის დაბრუნების საკითხზე საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ მხარეთა განმარტებები, პოლიციისათვის მიცემული განმარტებები და მოწმის ჩვენება. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა, რომ მოსარჩელეს მეჯვარეებმა აჩუქეს ბეჭდები. კ---- შ---–--–---–ის და სოფიო შ---–--–---–ის განმარტებებით ასევე დასტურდება, რომ ანა ხ---–--–--ისათვის მისი კუთვნილი ყველა ოქროს სამკაული არ გადაუციათ და მათ მფლობელობაში დარჩა. სასამართლო მოპასუხის განმარტების საფუძველზე დადასტურებულად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მის მფლობელობაში მხოლოდ მეჯვარის ნაჩუქარი ერთი ბეჭედი იყო, რადგან მოპასუხის განმარტება და ამ საკითხზე მოწმის ჩვენება წინააღმდეგობრივია და არათანმიმდევრულია.

 

მათ კონკრეტულად ვერ მიუთითეს რომელი ბეჭედი იყო მათ მფლობელობაში. ასევე სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რომ პოლიციაში მიცემულ განმარტეაში ნახსენები ბეჭედი დაუბრუნეს ანა ხ---–--–--ეს.

 

ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ანა ხ---–--–--ეს კ---- ხ---–--–--ესთან დაშორების შემდეგ არ წაუღია მისი კუთვნილი, მეჯვარეების მიერ ქორწილში ნაჩუქარი 2 ოქროს ბეჭედი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხის მფლობელობაში მოსარჩელის კუთვნილი ნიშნობის ბეჭედი. მოსარჩელე ამ ნივთის ღირებულების ასანაზღაურებლად მოითხოვს 888 ლარის დაკისრებას. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ამ ნივთის ღირებულების დამდასტურებელი მტკიცებულებები და ასევე მტკიცებულებები იმის შესახებ, ეს ბეჭედი მოპასუხის მფლობელობაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნივთის დაბრუნების მოთხოვნას მოპასუხე არ ეთანხმება. ამდენად, ეს გარემოება საქმეში სადაოა და მხოლოდ მხარეთა განმარტებებით მისი დადასტურება შეუძლებელია. რადგან ნივთზე პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელე, მან უნდა დაასაბუთოს, რომ მისი კუთვნილი ნივთი მოპასუხის მფლობელობაშია და იგი მისთვის არ დაუბრუნებიათ. მოპასუხეს მიწის ახნსაგანმარტების გატდა სხვა მტკიცებულება არ წარმოდგენია. არ მოუთხოვია იმ პირთა მოწმედ დაკითხვა, ვისი მეშვეობით მას გაუგზავნეს სადაო პირადი ნივთები.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას

- პოლიციისათვის მიცემული განმარტებების ასლები (ს.ფ. 67-68. ტომი 1 )

- ხელწერილები (ს.ფ. 94-97. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 108-113, ტომი 1)

- მოპასუხის განმარტება (27.03.2018წ სხდომის ოქმი)

 

3.2.4. ემბავუდის ფირმის ავეჯი შეძენილია ანა ხ---–--–--ის მიერ. ეს ავეჯი არის კ---- შ---–--–---–ის ოჯახის მფლობელობაში.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ანა ხ---–--–--ის მიერ 2015 წლის 5 ივნისს სს „საქართველოს ბანკთან“ დადებულია სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სესხად მიიღო 400 ლარი 12 თვის ვადით. კრედიტის მიღების მიზანია შპს ემბა თრეიდში ავეჯის – მაგიდის შეძენა.

 

პოლიციისათვის მიცემულ განმარტებაში, კ---- შ---–--–---–ი განმარტავს, რომ ემბავუდის მაღაზიიდან გამოტანილი ავეჯი ნამდვილად არის მის სახლში, მას ეს ნივთები არ გამოუტანია. იგი მოიტანეს ანა ხ---–--–--ემ და დედამისმა სოფიო შ---–--–---–მა. ვინ გადაიხადა ფული მისთვის ცნობილი არ არის.

 

სოფიო შ---–--–---–ის განმარტებაში მითითებულია, რომ როდესაც ანა იყო მისი რძალი, გადაწყვიტეს ემბავუდის მაღაზიდან გამოეტანათ ავეჯი მაგიდა სკამებით. რადგან იგი არ მუშაობდა სესხი არ მისცეს, ამიტომ განვადება გაკეთდა ანას სახელზე. როდესაც ანა სახლიდან წავიდა, თან წაიღო ავეჯის განვადების ხელშეკრულება, ამიტომ ვერ მოახერხა სესხის გადახდა. მაგიდა სკამებით შეიძინა ოჯახისათვის და ამიტომ არ უნდა იგი ანას გაატანოს.

 

ამდენად, პოლიციისათვის სოფიო შ---–--–---–ის მიერ მიცემული განმარტებით დასტურდება, რომ მაღაზიიდან „ემბავუდი“ ავეჯი შეძენილია ანა ხ---–--–--ის და სოფიო შ---–--–---–ის მიერ, ავეჯი შეძენილია სამომხმარებლო კრედიტით, რომელიც აღებულია ანა ხ---–--–--ის მიერ, თანხასაც ანა ხ---–--–--ე იხდიდა. ავეჯი შეძენილია 2015 წლის 5 ივნისს, რის შემდეგ რამდენიმე კვირაში ანა ხ---–--–--ე და კ---- შ---–--–---–ი ერთმანეთს დაშორდნენ.

 

მოსარჩელე ავეჯის შეძენის ხარჯების ასანაზღაურებლად მოითხოვს 670 ლარის დაკისრებას, თუმცა მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ავეჯის შესაძენად გადახდილია ეს თანხა. საქმეში არ არის წარმოდგენილია ამ ნივთის შეძენის შესახებ სასაქონლო ზედნადები, არც მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერშია მითითებული ამ ოდენობით თანხის გადახდა ავეჯის შესაძენად. საქმეში წარმოდგენილი ექსპრტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზა ჩატარდა სასაქონლო ზედნადებში მითითებულ ავეჯსა და კ---- შ---–--–---–ის სახლში არსებული ავეჯის შედარების გზით ნივთების იდენტიფიკაციის მიზნით, თუმცა დასკვნას არ ერთვის სასაქონლო ზედნადები.

 

სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებით ავეჯის შესაძენად გაცემულია კრედიტი 400 ლარი, რის გამოც დასტურდება ამ ფასის გადახდა ავეჯის შესაძენად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- პოლიციაში მიცემული განმარტებების ასლები (ს.ფ. 32-33, 38-39. ტომი 1)

- სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 48-53. ტომი 1)

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 67-74. ტომი 1)

 

3.2.5. 2015 წლის მაისის თვეში DAEWOO ფირმის მაცივარი შეძენილია კ---- შ---–--–---–ის ოჯახის წევრების მიერ.

 

მოსარჩელის განმარტებით, მან შეიძინა DAEWOO-ს ფირმის მაცივარი, რაც არის კ---- შ---–--–---–ის ოჯახის სარგებლობაში და ამ ნივთის შეძენისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად მოითხოვს 1000 ლარის დაკისრებას.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2015 წლის 21 მაისს შედგენილი ინვოისი N210515, რომლის მიხედვით, გამყიდველია შპს „ახალი ელექტრონიქსი“, მყიდველია ანა ხ---–--–--ე, ხოლო ნასყიდობის საგანია მაცივარი DAEWOO RN-T425NPB. ნივთის ღირებულებაა 1265 ლარი.

 

მოპასუხე მაცივრის შეძენის გარემოებებს არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მაცივარი შეძენილია მისი ოჯახის წევრების მიერ, რის დასადასტურებლად წარმოადგინა შპს „ახალი ელექტრონიქსის“ მიერ გაცემული საგარანტიო ბარათი, რომელიც გაცემულია 2015 წლის 26 ივნისს მეგი შ---–--–---–ის სახელზე. საგანარტიო ბარათი გაცემულია DAEWOO-ს ფირმის მაცივარზე. მყიდველად მითითებულია მეგი შ---–--–---–ი, რომელიც არის კ---- შ---–--–---–ის და.

 

ამდენად, მაცივრის შეძენის შესახებ წარმოდგენილია ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები. ორივე მტკიცებულება შეეხება DAEWOO-ს ფირმის მაცივარს, ინვოსში შემძენად მითითებულია ანა ხ---–--–--ე, ხოლო საგარანტიო ბარათში ნივთის შემძენად მითითებულია მეგი შ---–--–---–ი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამ ნორმის საფუძველზე დადგენილია პრეზუმფცია, რომლის მიხედვით, მოძრავი ნივთის მფლობელი ითვლება მის მესაკუთრედ. ამ რეზუმფციის გაქარწყლება იმ პირის ვალდებულებაა, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ნივთზე. ამ შემთხვევაში მაცივარი არის კ---- შ---–--–---–ის მფლობელობაში, ნივთის საგარანტიო ბარათი მისი ოჯახის წევრის სახელზეა გაცემული. ინვოისში და საგარანტიო ბარათში მითითებულია ერთიდაიგივე ფირმის მაცივარი, თუმცა მასში სხვადასხვა შემძენია მითითებულია. ასეთ პირობებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ გააქარწყლა პრეზიმფცია ნივთზე მოპასუხის ოჯახის წევრის საკუთრების უფლების შესახებ, მან უტყუარად ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხის მფლობელოში არსებული მაცივარი არის მიერ მიერ 2015 წლის 21 მაისს შეძენილი მაცივარი.

 

სასამართლოს ეყრდნობა შემეგ მტკიცებულებას:

- ინვოისი (ს.ფ. 89. ტომი 1)

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 68-73. ტომი 1)

- საგარანტიო ბარათი (ს.ფ. 123. ტომი 1)

 

3.2.6. ანა ხ---–--–--ეს არ გაუწევია ხარჯები 450 ლარი კ---- შ---–--–---–ის ვენახის მოვლისათვის.

 

მოსარჩელის განმარტებით, ჯვრისწერამდე კ---- შავლიშვილს მისი თხოვნით ასესხა 450 ლარი, რადგან თანხა სჭირდებოდა ვენახის შესაწამლად.

 

მოპასუხეს კონკრეტულად არ მიუთითებია როდის გადაურიცხა ეს თანხა კ---- შ---–--–---–ს. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებლად იმ ფაქტი, რომ ანა ხ---–--–--ე, 2014 წლის ნოემბრის თვემდე პერიოდში საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა დასახელებული თანხა და თანხა გადასცა დაბრუნების პირობით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერებში ასეთი ტრანზაქცია მითითებული არ არის. მოსაჩელეს არც სხვა მტკიცებულებები წარმოუდგენია ამ გარემოების დასადასტურებლად. ამდენად, კ---- შ---–--–---–ისათვის 450 ლარის გადახდია ფაქტი დაუსაბუთებელია.

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ოქროს ბეჭდების ღირებულების ანაზღაურება და მაგიდის ღირებულების ნახევრის ანაზღაურება. მოსარჩელის სხვა მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 1151-ე, 976-ე, 987-ე, 524-ე, 525-ე, 1161-ე, 1162-ე, 172-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მხარეებს შორის ქორწინება რეგისტრირებული არ ყოფილა, რის გამოც დავის გადასაწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-1171-ე მუხლები, რომლებიც შეეხება მეუღლეთა საერთო საკუთრების გაყოფას. სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის საფუძველზე მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

 

დავის გადაწყვეტის სამართლებრივი საფუძველია უსაფუძვლო გამდიდრების წესების შესახებ სამართლის ნორმები, რადგან ამ წესებით უნდა გადაწყდეს მხარეებს შორის წამოჭრილი ისეთი სამართლებრივი ურთიერთობა, რაც მათ შორის ხელშეკრულებით ან სხვა კანონისმიერი საფუძვლით არ წარმოშობილა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

 

მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხესთან ოჯახური ურთიერთობის პერიოდში მოპასუხის ქონებაზე მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, ამ მოთხოვნის საფუძველი კი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლი, რომლის თანახმად 1. პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა; 2. გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.

 

ამავე ნორმით განსაზღვრულია თუ ამ დანახარჯების ანაზღაურების ვალდებულება რა შემთხვევაში არ წარმოიშობა. კერძოდ, მე-3 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა. პირს, რომელსაც წაეყენება მოთხოვნა, შეუძლია მოითხოვოს დანახარჯების ამოღება და ამოიღებს მას, ან ბ. პრეტენზიის წარმდგენმა პირმა ბრალეულად დააყოვნა შეტყობინება ხარჯების მოთხოვნის შესახებ, ანდა გ. პირმა, რომელსაც წაეყენება პრეტენზია, სადავო გახადა ხარჯები მათ განხორციელებამდე.

 

სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის საფუძველზე პირს უფლება აქვს მოითხოვოს სხვის ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება იმ პირობით, თუ ქონების გაუმჯობესება გამოიწვია ამ ხარჯების გაღებით ჩატარებულმა სამუშაოებმა.

 

მოსარჩელე მოითხოვს მის მიერ შეძენილი სამშენებლო მასალების ხარჯების ანაზღაურებას, რადგან ეს მასალაა გამოყენებულია მოპასუხის სახლის რემონტისათვის. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ანა ხ---–--–--ის მიერ შეძენილი სამშენებლო-სარემონტო მასალები გამოყენებულია კ---- შ---–--–---–ის საცხოვრებელი სახლის რემონტისათვის. შესაბამისად, არ მტკიცდება, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების შედეგად გაუმჯობესდა მოპასუხის ქონების საყოფაცხოვრებო დანიშნულება.

 

სასამართლო მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ქორწილის ხარჯების დაკისრების შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან წარმოშობილ ვალდებულებას კონდიქციური ვალდებულება ეწოდება და მისი წარმოშობისათვის ერთდროულად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოვალის გამდიდრება; ამის შესაბამისად კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი; კრედიტორისგან მოვალესთან სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა.

 

კონდიქციური ვალდებულების საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილების დროს მნიშვნელოვანია დადგინდეს ობიექტური შედეგი, რაშიც იგულისხმება ერთი პირის მიერ მეორეს პირის ხარჯზე გამდიდრება, სამართლებრივი სიკეთის შეძენა, საკუთარი ქონების დაზოგვა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ასევე აუცილებელი რომ გამდიდრება მოხდეს სხვა პირის ხარჯზე, რის შედეგად ერთი პირის ქონება იზრდება სხვა პირის ქონების შემცირების ხარჯზე. ამდენად, უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან წარმოშობილი ვალდებულების უმთავრესი ფუნქციაა მხარეთა ინტერესებს შორის წონასწორობის აღდგენა, რათა ერთმა პირმა სამართლებრივი უპირატესობა და ქონებრივი სიკეთე არ მიიღოს მეორის ხარჯზე მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობის პირობებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის თანახმად, უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველია გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო ვალდებულების არარსებობა ან შემდგომში ამ ვალდებულების მოშლა.

 

უსაფუძვლო გადიდრების საფუძვლით ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას.

 

უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ სამართლის ნორმებს აქვს დაცვითი ფუნქცია, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. უსაფუძვლო გამდიდრებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არა აქვს და აქედან გამომდინარე ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

 

მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის პირობებში მხარეების მიმართ ფაქტიურად განხორციელებული ქმედებების სამართლებრივი მოწესრიგება აუცილებელია, სწორედ ამ საკითხს შეეხება უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე მოთხოვნების საფუძვლები. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილი უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან წარმოშობილი მოთხოვნის გამომრიცხავ შემდეგ შემთხვევებს ითვალისწინებს : 2. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:ა) შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან ბ) გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან გ) მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა დ) მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.

 

სასამართლოს აღნიშნავს, რომ სამართლის თეორიაში აღიარებულია შესრულების და შეუსრულებლობის კონდიქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრება შეიძლება წარმოიშვას როგორც პირის აქტიური ქმედებით, ისე ვალდებულების შეუსრულებლობით. ამ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მის მიერ გაწეული ქორწილის ხარჯების ანაზღაურებას იმ საფუძვლით, რომ ეს ხარჯები სრულად მან გადაიხადა და მის მეუღლეს ამ ხარჯებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განჩინებაში (საქმე №ას-99-95-2016 ) მითითებულ შემდეგ განმარტებაზე: „განსახილველ შემთხვევაში ზღვარი უნდა გაივლოს ზნეობრივი მოვალეობის ფარგლებში მიღებულ შესრულებასა და ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულ შესრულებას შორის. საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება. სსკ-ს 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამდენად, შეფასება იმისა, შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას თუ შესრულება მომდინარეობს ზნეობრივი მოვალეობიდან, დამოკიდებულია მიმღებსა და შემსრულებელს შორის არსებულ, სუბიექტური და ობიექტური გარემოებების თანხვედრასა და ერთობლიობაზე. „ზნეობრივი მოვალეობა“ შეიძლება სცილდებოდეს კანონით დადგენილი მოვალეობის ფარგლებს.

კერძოდ, თუ შემსრულებელი შესრულების დროს ზნეობრივ საწყისებზე დაყრდნობით მოქმედებდა, მისი უკან დაბრუნების შესაძლებლობა იმთავითვე გამოირიცხება. ანუ შესრულება, რომელიც საოჯახო ურთიერთობის ფარგლებში, მორალურად გამართლებული და ზნეობრივია, ვალდებულების არსებობის რეზუმფციას წარმოშობს. არარეგისტრირებული ქორწინებიდან წარმოშობილი ზნეობრივი უფლება-მოვალეობების შესახებ ერთ-ერთ საქმეზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ოჯახური ურთიერთობების ცნება არ იზღუდება მხოლოდ ქორწინებაზე დამყარებული ურთიერთობით და იგი შეიძლება მოიცავდეს სხვა დეფაქტო ოჯახურ კავშირებს, როდესაც მხარეები ერთად ცხოვრობენ ქორწინების გარეშე. აღნიშნული სამართლებრივი წესრიგი ასახულია სსკ-ის 976-ემუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში, სადაც მითითებულია, რომ უკან დაბრუნების მოთხოვა გამორიცხულია, თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შესრულებელს სურდა გადაცემა. ურთიერთობის ამგვარად შეფასება გაზიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკითაც, რომლის მიხედვით ქორწინება, როგორც ფაქტი, გასცდა ფორმალურ ურთიერთობებს და ოჯახური თანაცხოვრება მნიშვნელოვნად დამოკიდებული გახდა პირადი, მჭიდრო ურთიერთობის რეალურად არსებობის ფაქტზე. ამდენად, ოჯახური ურთიერთობის ცნების განმარტებისას, სააპელაციო პალატა დაეყრდნო როგორც ეროვნული, ისე ევროპული სასამართლოს სტანდარტს და სწორად დაასკვნა, რომ ვინაიდან მხარეები, წლების მანძილზე, იმყოფებოდნენ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში, ერთმანეთის მიმართ ზნეობრივი მოვალეობებიც წარმოეშობათ, რაც შესრულებულის უკან დაბრუნების უფლებას გამორიცხავს. (იხილეთ სუსგ ას-528-501-2015; 1202-1131-2012.).

 

ამ შემთხვევაში, ანა ხ---–--–--ე და კ---- შ---–--–---–ი როგორც მეუღლეები ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ, მათ შორის არსებობდა ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა, მათ ამის დასტურად ჯვარი დაიწერეს, ერთობლივი ხარჯებით უძღვებოდნენ საოჯახო საქმეებს. ქორწილი გადახდილია მათი დაქორწინების აღსანიშნავად. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ქორწილის ხარჯები სრულად ანა ხ---–--–--ემ გაიღო, თუმცა ასეთი გარემოების დადასტურების პირობებში ამ ხარჯების ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხარჯები გაწეულია მხარეების ოჯახური ურთიერთობის საზეიმოდ აღსანიშნავად, რის გამოც ამ ხარჯების გაწევის ზნეობრივი ვალდებულება არსებობდა. უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე ასეთი ხარჯები არ ანაზღაურდება, რის გამოც ქორწილის ხარჯების დაკისრების საფუძველი არ არსებობს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთდასახელებული სამართლებრივი საფუძვლების გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ვენახის შეწამვლისათვის გაწეული ხარჯების 450 ლარის ანაზღაურების შესახებ.

 

მოპასუხემ ვერ დაასაბუთა ამ ხარჯის გაწევის ფაქტი, თუმცა ასეთი დასაბუთების არსებობის პირობებში მისი ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს.

მოსარჩელის განმარტებით, ეს ხარჯები გაწეულია მათ დაქორწინებამდე, რაც სასამართლოს მოსაზრებით უსაფუძვლო გამდიდრების წესის საფუძველზე ამ თანხის დაბრუნების საფუძველს არ ქმნის. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ხარჯები დაქორწინებამდეა გაწეული, შესრულება ზნეობრივი ვალდებულებას შეესაბამება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საოჯახო ტექნიკის შეძენის ხარჯების დაკისრების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

 

უსაფუძვლო გამდიდრების წესის გამოყენების საფუძველი ერთი პირის ხარჯზე მეორე პირის გამდიდრება ამ ფაქტის მტკიცების ვალდებულება კი მოსარჩელეს ეკისრება. მტკიცებულებებით არ დასტურდება ამ ხარჯების გაწევა, შესაბამისად ვერ დაამტკიცა, რომ მისი ფინანსური სახსრებით შეძენილი საოჯახო ელექტროტექნიკა არის მოპასუხის სარგებლობაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის მეჯვარეების ნაჩუქარი ბეჭდების ღირებულების ანაზღაურება, ასევე ემბავუდში შეძენილი ავეჯის ღირებულების ნახევრის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქორწილის დღეს მოსარჩელეს მისმა მეჯვარეებმა აჩუქეს 2 ცალი ოქროს ბეჭედი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს ნივთები მოსარჩელე ანა ხ---–--–--ის საკუთრებაა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე და 1162-ე მუხლების საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

ამავე კოდექსის 1162-ე მუხლის მიხედვით, ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით.

 

ეს ნორმები შეეხება რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ქონებრივ უფლება-მოვალეობებს, რა დროსაც ერთერთი მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებად ითვლება ქორწინების განმავლობაში ჩუქებით მიღებული ქონება. 1162-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს ძვირფასეულობა, თუნდაც იგი ერთერთი მეუღლის ინდივიდუალური სარგებლობის ნივთს წარმოადგენდეს, თუკი იგი შეძენილია მეუღლეთა საერთო თანხებით.

 

ამ შემთხვევაში მხარეებს შორის ქორწინება რეგისტრირებული არ იყო, სადაო ნივთები კ---- შ---–--–---–ს და ანა ხ---–--–--ეს არ შეუძენიათ, ეს ნივთები მოსარჩელეს აჩუქეს, რის გამოც მის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ეს ნივთები მოსარჩელე ანა ხ---–--–--ე მეუღლესთან დაშორების შემდეგ წამოიღო. ასევე არ დასტურდება, რომ ეს ნივთები დაუბრუნეს პოლიციაში პრეტენზიის განცხადების შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამ ნორმის საფუძველზე მოსარჩელეს უფლება აქვს დაიბრუნოს მისი კუთვნილი ნივთი ან მისი ღირებულების ანაზღაურება მოითხოვოს, რის გამოც სარჩელი მეჯვარეების მიერ ნაჩუქარი ნივთების ღირებულების ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ამ ნივთების ღირებულებაა 1950 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ნიშნობის ბეჭდის ღირებულების 888 ლარის დაკისრების შესახებ, რადგან არ დასტურდება, რომ ეს ნივთი მოპასუხის მფლობელობაშია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მაღაზიაში ემბავუდი შეძენილი მაგიდის ღირებულების ნახევრის ანაზღაურება.

 

ამ მოთხოვნის საფუძველია უსაფუძვლო გამდიდრების წესები, რადგან მოსარჩელე მოითხოვს იმ ნივთის ღირებულების ანაზღაურებას, რაც მან შეიძინა თუმცა ნივთი მესამე პირის მფლობელობაშია, შესაბამისად, მოპასუხემ ამ ნივთის შეძენის ხარჯები დაზოგა მოსარჩელის ქონებრივი ინტერესების ხარჯზე.

 

კ---- შ---–--–---–ის და სოფიო შ---–--–---–ის მიერ პოლიციაში მიცემული განმარტებით დასტურდება, რომ სადაო მაგიდა შეძენილია კ---- შ---–--–---–ის ოჯახის საჭიროებისათვის, ხოლო მისი შეძენის ხარჯი სრულად ანა ხ---–--–--ემ გადაიხადა. სამომხარებლო კრედიტი ნივთის შეძენის მიზნით აიღო ანა ხ---–--–--ემ. ნივთის შესაძენად თანხა კ---- შ---–--–---–ს არ გადაუხდია. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გამო, რომ ეს ნივთი შეძენილია ანა ხ---–--–--ისა და კ---- შ---–--–---–ის ოჯახი ურთიერთობის შეწყვეტამდე, მათი ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში, ხარჯები მხარეებს შორის თანაბრად უნდა გაიყოს, რადგან მხარეთა მიერ ოჯახის შექმნის მიზანი საერთო სახსრებით საოჯახო მეურნეობის წარმოებაა და ნივთიც საოჯახო საჭიროებისათვის შეიძინეს. რადგან ნივთი ღირებულება მთლიანად ანა ხ---–--–--ემ გადაიხდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს გადახდილი თანხის ნახევრის ანაზღაურება რაც შეადგენს 200 ლარს.

 

7. პროცესის ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მოთხოვნის ოდენობაა 9622 ლარი, საიდანაც დაკმაყოფილდა მოთხოვნის 20% (2150 ლარი). სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟია 281,10 ლარი, რომლის ამ პროპორციულობით ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეს და შეადგენს 56,22 ლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ანა ხ---–--–--ის სარჩელი;

1.1. კ---- შ---–--–---–ს დაეკისროთ ანა ხ---–--–--ისათვის ბეჭედბეის ღირეულების 1950 ლარის გადახდა;

1.2. კ---- შ---–--–---–ს დაეკისროს ანა ხ---–--–--ისათვის 200 ლარის მაგიდის ღირებულების ასანაზღაურებლად;

1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ქორწილის ხარჯის, რემონტის ხარჯების, საოჯარი ტქენიკის შეძენის ხარჯის, ვენახის შეწამლის ხარჯის და ნიშნობის ბეჭდის ღირებულების დაკისრების შესახებ;

 

2. კ---- შ---–--–---–ს დაეკისროს ანა ხ---–--–--ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 56,22 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი