გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
831210017002208671
საქმე №2/153-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2018 წელი ქ. ბაღდათი
შესავალი ნაწილი
ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე - ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი - ირმა ჭუმბაძე
მოსარჩელეები - გ-------– მი---ე
- მ--- ლე-–---
მოპასუხე - თ------ მი---ე
მოპასუხე - ნ-------- გა-------ა
მოპასუხე - ვ----–- გი-----------ი
მოპასუხე - შპს ბ----------------
წარმომადგენელი - დ----- უგ---–--ა
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 25 აგვისტოს ბაღდათის რაიონის, სოფელ ფერსათში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მივიდნენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლები და დააყადაღეს მათი კუთვნილი ნივთები. მათ განუმარტეს, რომ მოქალაქე თ------ მი---ეს ეკისრება შპს ბ----------------ს ვალი და სწორედ ამის გამო აყადაღებდნენ მათ ნივთებს. მოპასუხეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მათი ნივთების შეძენაში. დაყადაღებული იქნა შემდეგი ნივთები: 1) მაცივარი ,,DAEWO“ - 1 ცალი; 2) ხის დეტალებიანი სამეული იასამნისფერი ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; 3) პლაზმური ტელევიზორი ,,LG“ - 1 ცალი. 4) ვერცხლისფერი გაზქურა ,,SUPER GENERAL“ – 1 ცალი; 5) სარეცხი მანქანა რუხი ფერის ,,HICENCE“ – 1 ცალი; 6) ჟურნალების მაგიდა ყავისფერი - 1 ცალი; 7) ხის ჭურჭლის კარადა ყავისფერი - 1 ცალი; 8) ხის ორკარიანი კარადა ყავისფერი - 1 ცალი; 9) ხის საზურგიანი სკამი - 6 ცალი; 10) ტელევიზორის მაგიდა - 1 ცალი; 11) სამეული ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; 12) ჟურნალების მაგიდა ყავისფერი საშუალო ზომის - 1 ცალი; 13) ოვალური გასაშლელი ხის მაგიდა ყავისფერი - 1 ცალი; 14) მართკუთხა გასაშლელი ხის მაგიდა - 1 ცალი; 15) რბილი ნაჭრის საზურგიანი ხის სკამი - 6 ცალი; 16) ჭურჭლის კარადა - 1 ცალი; 17) პიანინო ,,ლასტოჩკა“ - 1 ცალი;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თ------ მი---ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
2.2. მოპასუხე ვ----–- გი-----------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
2.3. მოპასუხე ნ-------- გა-------ას შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
2.4. მოპასუხე შპს ბ----------------ს წარმომადგენელმა ა-–---------- ნა------მ სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს ნამდვილად მოხდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლების მიერ დაყადაღების აქტის შედგენა. დაყადაღებული იქნა თ------ი მი---ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები. თ------ მი---ეს მისამართად მითითებული აქვს ბაღდათი, სოფელი ფერსათი, 41-ე ქუჩა #2, სწორედ ამ მისამართზე უნდა მომხდარიყო აღმასრულებლის მიერ მოძრავი ნივთების აღწერა-დაყადაღება, რაც ნამდვილად მოხდა და არ ეთანხმებიან, რომ აღნიშნული ნივთები ეკუთვნის მოსარჩელეებს, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს მოსარჩელეების საკუთრებას დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 05 ივლისს გაცემული #17075508 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ვ----– გი-----------ს, ნ-------- გა-------ას და თ------ი მი---ეს დაეკისრათ თანხის გადახდა შპს ბ----------------ს სასარგებლოდ.
3.1.2. 2017 წლის 25 აგვისტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მ--–---- ცხ--–-–---–-ს მიერ ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა მოძრავი ქონების აღწერა და დაყადაღება. კერძოდ, დაყადაღებული იქნა: 1) სამეული ნაჭრის ზედაპირით, ხის დეტალებით იასამნისფერი - 1 ცალი; 2) ხის ოვალური მაგიდა, გასაშლელი, ყავისფერი - 1 ცალი; 3) ხის საზურგიანი სკამი ნაჭრის იასამნისფერი დასაჯდომით - 6 ცალი; 4) ჟურნალების ხის მაგიდა, ყავისფერი პატარა ზომის - 1 ცალი; 5) ხის ჭურჭლის კარადა, ყავისფერი - 1 ცალი; 6) საშუალო სიმაღლის ორკარიანი კარადა ყავისფერი, ხისგან დამზადებული - 1 ცალი; 7) ,,LG“ შავი ტელევიზორი პლაზმური - 1 ცალი. 8) მაცივარი ,,DAEWO“ - 1 ცალი; 9) ტელევიზორის მაგიდა მუქი ფერის - 1 ცალი; 10) გაზქურა ,,SUPER GENERAL“ ვერცხლისფერი – 1 ცალი; 11) სარეცხი მანქანა რუხი ფერის ,,HICENCE“ – 1 ცალი; 12) სამეული ნაჭრის ზედაპირით შინდისფერი - 1 ცალი; 13) საშუალო ზომის ხის ჟურნალების მაგიდა ყავისფერი - 1 ცალი; 14) მართკუთხა გასაშლელი ხის მაგიდა - 1 ცალი; 15) რბილი ნაჭრის საზურგიანი დასაჯდომი ხის სკამი, ხე ყავისფერი, ნაჭერი შინდისფერი - 6 ცალი; 16) ჭურჭლის კარადა ღია და დახურული სათავსოებით, კომპლექტი - 2 ცალი; 17) პიანინო ,,ლასტოჩკა“ - 1 ცალი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 20-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის შედგენის პროცესში აქტში შეტანილ ნივთები შესანახად ჩაბარდა მ--- ლე-–---ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 13-14);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 25 აგვისტოს აქტით დაყადაღებული მოძრავი ნივთები 2017 წლის 11 სექტემბრის აუდიტორული დასკვნის თანახმად შეფასდა 1970 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 20-21);
- აუდიტორული დასკვნა (იხ. ს.ფ. 18-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტში ჩამოთვლილი ნივთები არ შეუძენია მოპასუხე თ------ მი---ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.3. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შეტანილი მოძრავი ქონება, კერძოდ: 1) სამეული ნაჭრის ზედაპირით, ხის დეტალებით შინდისფერი - 1 ცალი; 2) ხის საზურგიანი სკამი ნაჭრის შინდიფერი დასაჯდომით - 6 ცალი; 3) ჟურნალების ხის მაგიდა, ყავისფერი პატარა ზომის - 1 ცალი; 4) მართკუთხა გასაშლელი ხის მაგიდა - 1 ცალი; 5) ჭურჭლის კარადა ღია და დახურული სათავსოებით, კომპლექტი - 2 ცალი; 6) საშუალო ზომის ხის ჟურნალების მაგიდა ყავისფერი - 1 ცალი, არის მოსარჩელე მ--- ლე-–---ს დედის - გ----–- მა------–---ს საჩუქარი მზითვის სახით და ეკუთვნის მ--- ლე-–---ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 18);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.4. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შეტანილი მოძრავი ქონება, კერძოდ: 1) პიანინო ,,ლასტოჩკა“ - 1 ცალი, წარმოადგენს საჩუქარს და ეკუთვნის გ-------– მი---ეს და მ--- ლე-–---ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.5. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შეტანილი მოძრავი ქონება, კერძოდ: 1) ხის ჭურჭლის კარადა, ყავისფერი - 1 ცალი; 2) საშუალო სიმაღლის ორკარიანი კარადა ყავისფერი, ხისგან დამზადებული - 1 ცალი; 3) ,,LG“ შავი ტელევიზორი პლაზმური - 1 ცალი. 4) მაცივარი ,,DAEWO“ - 1 ცალი; 5) ტელევიზორის მაგიდა მუქი ფერის - 1 ცალი; 6) გაზქურა ,,SUPER GENERAL“ ვერცხლისფერი– 1 ცალი; 7) სარეცხი მანქანა რუხი ფერის ,,HICENCE“ – 1 ცალი; 8) ოვალური გასაშლელი ხის მაგიდა - 1 ცალი; 9) რბილი ნაჭრის საზურგიანი დასაჯდომი ხის სკამი, ხე ყავისფერი, ნაჭერი იასამნისფერი - 6 ცალი; 10) სამეული ნაჭრის ზედაპირით, იასამნისფერი - 1 ცალი, არის მოსარჩელეების გ-------– მი---ისა და მ--- ლე-–---ს შეძენილი და ეკუთვნით მათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 18);
- საგარანტიო ტალონი;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.5. მოსარჩელეების გ-------– მი---ისა და მ--- ლე-–---ს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია ბაღდათის რაიონი სოფელი ფერსათი, 41-ე ქუჩა #2. ისინი ამ მისამართზე ცხოვრობენ დაახლოებით 24 წელი. ბაღდათის რაიონის სოფელი ფერსათი, 1-ლი ქ. #79, არის მათი რეგისტრაციის ადგილი და მათ ამ მისამართზე არ უცხოვრიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის მიერ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2017 წლის 25 აგვისტოს აქტით აღწერილ და დაყადაღებულ ქონებაზე მოპასუხე თ------ი მი---ეს არ გააჩნია საკუთრების უფლება. აღნიშნული ნივთები ეკუთვნის მოსარჩელეებს გ-------– მი---ეს და მ--- ლე-–---ს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40, 44-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. 6.3. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას - მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. 6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ე.წ. საკუთრების პრეზუმფციასთან. ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი და მოსარგებლე მისი მესაკუთრეა, სანამ ამის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ე.ი. სანამ დადგენილი წესით უარყოფილი არ იქნება მოცემული ვარაუდი. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული ვარაუდი შესაძლებელია გავრცელდეს მოსარჩელის მიმართ, რადგან ის ნივთები, რაზეც პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელეები გ-------– მი---ე და მ--- ლე-–---, განთავსებულია მათ საცხოვრებელ სახლში და შეძენილია მის მიერ. 6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მესაკუთრეებმა გ-------– მი---ემ და მ--- ლე-–---მ სადავო მოძრავი ნივთები გადასცა მოპასუხე თ------ მი---ეს. 6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა შეძლეს დაემტკიცებინათ ის გარემოება, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ქონება შეძენილია მათ მიერ და არა მოპასუხე თ------ მი---ის მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისგან გათავისუფლება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეები გ-------– მი---ე და მ--- ლე-–--- არ არიან ის პირები, რომლებმაც შესაძლებელია პასუხი აგონ თ------ მი---ის ვალდებულებებზე კრედიტორის წინაშე და მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული ნივთების რეალიზაციით მოპასუხე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებლად უნდა იქნეს მიჩნეული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. 7. საპროცესო ხარჯები: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. (26.12.2-14 N 3014). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეების მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარი სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოპასუხეებს: თ------ მი---ეს, ვ----– გი-----------ს, ნ-------- გა-------ას და შპს ბ----------------ს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ-------– მი---ის და მ--- ლე-–---ს სარჩელი ქონების ყადაღისგან გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მ--–---- ცხ--–-–---–-ს მიერ 2017 წლის 25 აგვისტოს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული და დაყადაღებული მოძრავი ნივთები:
1) სამეული ნაჭრის ზედაპირით, ხის დეტალებით იასამნისფერი- 1 ცალი;
2) ხის ოვალური მაგიდა, გასაშლელი, ყავისფერი - 1 ცალი;
3) ხის საზურგიანი სკამი ნაჭრის იასამნისფერი დასაჯდომით - 6 ცალი;
4) ჟურნალების ხის მაგიდა, ყავისფერი პატარა ზომის - 1 ცალი;
5) ხის ჭურჭლის კარადა, ყავისფერი - 1 ცალი;
6) საშუალო სიმაღლის ორკარიანი კარადა ყავისფერი, ხისგან დამზადებული - 1 ცალი;
7) ,,LG“ შავი ტელევიზორი პლაზმურ - 1 ცალი.
8) მაცივარი ,,DAEWO“ - 1 ცალი;
9) ტელევიზორის მაგიდა მუქი ფერის - 1 ცალი;
10) გაზქურა ,,SUPER GENERAL“ ვერცხლისფერი– 1 ცალი;
11) სარეცხი მანქანა რუხი ფერის ,,HICENCE“ – 1 ცალი;
12) სამეული ნაჭრის ზედაპირით შინდისფერი - 1 ცალი;
13) საშუალო ზომის ხის ჟურნალების მაგიდა ყავისფერი - 1 ცალი;
14) მართკუთხა გასაშლელი ხის მაგიდა - 1 ცალი;
15) რბილი ნაჭრის საზურგიანი დასაჯდომი ხის სკამი, ხე ყავისფერი, ნაჭერი შინდისფერი - 6 ცალი;
16) ჭურჭლის კარადა ღია და დახურული სათავსოებით, კომპლექტი - 2 ცალი;
17) პიანინო ,,ლასტოჩკა“ - 1 ცალი;
3. მოპასუხეებს: თ------ მი---ეს, ვ----– გი-----------ს, ნ-------- გა-------ას და შპს ბ----------------ს მოსარჩელეების გ-------– მი---ისა და მ--- ლე-–---ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხის გადახდაა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს (მისამართი: ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ. №7) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოში (მისამართი:ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ. №7) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო მოსიძე