განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2018
საქმის ნომერი
030100118002298302
თარიღი
23.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030100118002298302

№1/25-2018

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

28 მარტი, 2018 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე შოთა სირაძე

სხდომის მდივანი ალექსანდრე ჩაჩიბაია

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ე---–---- ბ------,დაცვის მხარე:

ადვოკატი: ნ---- ბ-----,ბრალდებული: გ------- ქ---------,მამის სახელი: ნ-------ი,დაბადებული: 0-.0-.1--- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დ------------–ი,პირადი ნომერი: 6----------,ნასამართლეობა: მქონე,მცხოვრები: საქართველო, ქ. ფოთი, ზ-------ს ქ. N88.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის.

საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 აპრილის განაჩენით, გ------- ქ--------- მსჯავრდებულ იქნა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობისათვის, საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და იმყოფება პირობით გამოსაცდელ ვადაში.

2018 წლის 19 იანვარს დაახლოებით 22:21 საათზე გ------- ქ---------მ ქ. ფოთში, ს--------–--ს მ-------ზე მდებარე სს „ვ-----– პ--------–---- ჯ---------“ ბენზინგასამართ სადგურში, ამავე სადგურის თანამშრომლებს ვ-–-------- თ------ესა და რ----- ს-------- დანით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცა სს „ვ-----– პ--------–---- ჯ---------“ კუთვნილი თანხა 180 (ას ოთხმოცი) ლარის ოდენობით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის.

 

დაზარალებულ ვ-–-------- თ-------ს ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს სს „ვ-----– პ--------–---- ჯ---------“ ბენზინგასამართ სადგურში, ც--–-ს უ-------ის თანამდებობაზე. 2018 წლის 19 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში. დაახლოებით 22-დან 23 საათამდე სადგურის ოფისში შემოვიდა მისთვის ნაცნობი გ------- ქ--------- და მოსთხოვა ფული, რაზეც ჰკითხა, თუ რა ფულს ითხოვდა, რის შედეგადაც იგივე გაუმეორა, რის გამოც შელაპარაკდნენ და გარეთ გასვლა შესთავაზა, რა დროსაც გ------- ქ--------- აგრესიული გახდა, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. გ------- ქ---------მ ჯიბიდან საშუალო ზომის დანა ამოიღო და დანის მუქარის ითხოვდა ფულს მისგან და მისი თანამშრომლის, რ----- ს--------გან, ემუქრებოდა მათ სიცოცხლის მოსპობით ან სხეულის დაზიანებით, რაზეც მან მოახდინა რეაგირება, ხელი დაუჭირა, რომელშიც დანა ეკავა და გარკვეული დროის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას, რის შემდეგ გ------- ქ---------მ მას დაანება თავი და მიუბრუნდა მის თანამშრომელს, რ----- ს-------- და დანის გამოყენებასაც შეეცადა, თუმცა ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია. შექმნილ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ და იძულებული გახდა გადაეცა ფული, რომელიც იმ მომენტში ჯიბეში ჰქონდა. გადაცემის დროისთვის თანხის ოდენობა არ იცოდა, მაგრამ შემდგომში დაიანგარიშეს და აღმოჩნდა 180 ლარი.

ვ-–-------- თ-------ს განმარტებით, გ------- ქ--------- ხშირად მოდიოდა ვ-----–ის ბენზინგასამართ სადგურზე და საწვავს ისხამდა, ამიტომ იცნობს. თავდასხმის დროს მას ნიღაბი არ ეკეთა და სახე დაფარული არ ჰქონდა, ეცვა ჯინსის შარვალი, კაპიუშონიანი მოსასხამი და ჟილეტი. ვ-----–ის ბენზინგასამართ სადგურის გარე პერიმეტრზე დგას ვიდეო-სათვალთვალო კამერები, ხოლო შიგნით არ აყენია. გ------- ქ--------ის მიერ წაღებული თანხა საწვავის რეალიზაციის შედეგად კლიენტებისგან მიღებული თანხაა, მისი პირადი თანხა ან ნივთი გ------- ქ---------ს არ წაუღია. ფირმის წესების თანახმად, მათ უფლება არა აქვთ ბენზინგასამართ სადგურზე ნავაჭრი თანხიდან 250 ლარზე მეტი ჰქონდეთ ჯიბეში, დანარჩენი ფული სეიფში ინახება, ჯიბეში მარტო სამუშაო ფულს იტოვებენ და ყოველ დილით აბარებენ ნავაჭრ თანხას.

 

სასამართლო სხდომის ოქმი 07.03.2018 წ.

 

დაზარალებულ რ----- ს-------- ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს სს „ვ-----– პ--------–---- ჯ---------“ ბენზინგასამართ სადგურზე ო------------დ. 2018 წლის 19 იანვარს, ღამის საათებში იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 10-11 საათზე ის და ვ-–-------- თ------ე იმყოფებოდნენ სადგურის ოფისში, რა დროსაც შემოვიდა გ------- ქ---------, ს-–----–-- ზომის დანა ამოიღო და მოითხოვა თანხა, იმუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, გ------- ქ---------მ მის თანამშრომელს, ვ-–-------- თ------ეს მოუქნია დანა, ვ-–-------- თ------ემ ორივე ხელით დაუჭირა ხელი გ------- ქ---------ს, რის შემდეგადაც ამ უკანასკნელმა ხელი გაითავისუფლა და დანა მას მიადო შუბლზე და მუცელზე, ითხოვდა სასწრაფოდ ფულის გადაცემას, თუმცა რაიმე სახის დაზიანება არ მიუყენებია. ვ-–-------- თ------ემ ამოიღო თანხა და გადასცა გ------- ქ---------ს, რის შემდეგ იგი წავიდა. შემდეგ დაიანგარიშეს გატაცებული თანხა და აღმოჩნდა 180 ლარი, რომელიც კომპანიას ეკუთვნის. მისგან გ------- ქ---------ს თანხა ან სხვა რაიმე ნივთი არ წაუღია. მას შორიდან იცნობდა, რამდენჯერმე იყო ვ-----–ის ბენზინგასამართ სადგურზე მოსული საწვავის ჩასასხმელად. გ------- ქ---------ს ეცვა კაპიუშონიანი ქურთუკი. სახე დაფარული არ ჰქონდა და ჩანდა ვინც იყო. ვ-----–ის ბენზინგასამართ სადგურის გარე პერიმეტრზე დგას ვიდეო-სათვალთვალო კამერები, ხოლო შიგნით არ აყენია. მასა და ვ-–-------- თ------ეს არანაირი დაზიანება არ მიუღიათ.

 

სასამართლო სხდომის ოქმი 07.03.2018 წ.

 

დაზარალებული ვ------- თ---------ას ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს სს „ვ-----– პ--------–---- ჯ---------“ ბენზინგასამართ სადგურზე მ---------ს თანამდებობაზე. 2018 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე დაურეკა თანამშრომელმა ვ-–-------- თ------ემ და უთხრა, რომ ყაჩაღობა მოხდა და სასწრაფოდ მისულიყო. დაახლოებით 5 წუთში მივიდა სადგურში, სადაც დაცვის პოლიცია დახვდა, შემდეგ პატრულიც მოვიდა, რომელიც, როგორც ჩანს, დაცვის პოლიციამ გამოიძახა. მის ოთახში დგას აპარატურა, რომელიც იწერს მთელ პერიმეტრზე არსებულ ინფორმაციას და კამერების დათვალიერების დროს პოლიციის თანამშრომლებმა ამოიცნეს თუ, ვინ იყო პიროვნება, რომელიც დაახლოებით 10:20 საათზე შემოვიდა შენობაში. ნათლად ჩანდა პიროვნება, რომელმაც შენობაში შემოსვლამდე სიგარეტი დააგდო, შენობაში რამდენიმე წუთი გაატარა და შემდეგ გაიქცა ნ----–---–-- ქუჩისკენ, მაღაზია „ო-----ს“ მიმართულებით. ის ბენზინგასამართ სადგურზე იყო მთელი ღამე, პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს რომ მორჩა, აინტერესებდა, თუ რა რაოდენობის თანხა წაიღეს, ოპერატორებს არა აქვთ დიდი ოდენობის თანხის ჯიბით ტარების უფლება, თანხა სპეციალურ სეიფში ინახება და დილით სმენის გადაბარების დროს დათვალეს და აღმოჩნდა 180 ლარის დანაკლისი, მარტო ქაღალდის კუპიურები იყო წაღებული. რამდენიმე საათში გაირკვა, რომ პოლიციამ დააკავა გ------- ქ---------. ოპერატორებმა უთხრეს, რომ ვიზუალურად იცნობდნენ თავდამსხმელს, რადგან რამდენჯერმე იყო ვ-----–ის ბენზინგასამართ სადგურზე მოსული საწვავის ჩასასხმელად და მამამისსაც იცნობდნენ, რომელიც ტაქსის მძღოლია. ვ-----–ის ბენზინგასამართ სადგურის გარე პერიმეტრზე დგას ვიდეო-სათვალთვალო კამერები, ხოლო შიგნით არ აყენია. გ------- ქ---------ს წაღებული თანხა არ დაუბრუნებია.

 

სასამართლო სხდომის ოქმი 28.03.2018 წ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

ბრალდებულმა აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, არ დაეთანხმა მხოლოდ გატაცებული თანხის ოდენობას და აღნიშნა, რომ ყაჩაღური თავდასხმის დროს მის მიერ გატაცებულ იქნა 80 ლარი. დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დანარჩენი (იხ. 2018 წლის 07 მარტის სხდომის ოქმი) მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დანარჩენი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდების შესახებ დადგენილებებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.

გ------- ქ--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით:

მოწმეების: კ---- კ-----–-----ს, ა-----– წ---–--ას, თ------ ბ--------ს, დ----- ო---–-----ს, გ------- მ---–-----ს, ფ-------- ნ---–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულ გ------- ქ--------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, გ------- ქ--------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმით და ამოღებული ტანსაცმლით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით გ------- ქ--------ის მიმართ, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით - ფულადი თანხა 63 (სამოცდასამი) ლარი.

 

2.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის განაჩენით (საპროცესო შეთანხმება) გ------- ქ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ბოლო (წინამდებარე) განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატა წინა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ქ---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით (საპროცესო შეთანხმება) გ------- ქ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ შეეფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ------- ქ---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ შეეფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით.

გ------- ქ---------მ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული საზოგადოებრივი სასარგებლო შრომა შეასრულა 2017 წლის 20 ივლისს, ხოლო ამავე განაჩენით დანიშნული საპრობაციო ვადა უსრულდება 2022 წლის 31 მაისს.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, ?? ???????? 177-?–186-? ???????? გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-?, 231-?, 237-? და 264-? ???????? გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება პირობით მსჯავრდებულისა – გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.

თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.

რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი გამოიხატება არა მარტო ქონების ხელყოფაში, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში.

ყაჩაღობის მთავარ და განმსაზღვრელ ობიექტად აღიარებულია პიროვნების სიცოცხლე და ჯანმრთელობა; ის ფაქტი, რომ ყაჩაღობა საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებათა თავშია შეტანილი, განპირობებულია იმით, რომ ადამიანის (როგორც სისხლის სამართლით დაცული ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტის) წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს ცალკე თავი აქვს დათმობილი, სადაც კარგად არის რეგლამენტირებული მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები. ყაჩაღობა ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის ჯანმრთელობას. სასამართლო განმარტავს რომ, საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა, დამაჯერებელ, საკმარის და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია, რომ გ------- ქ---------მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, რა დროსაც 2018 წლის 19 იანვარს დაახლოებით 22:21 საათზე, გ------- ქ---------მ ქ. ფოთში, ს--------–--ს მ-------ზე მდებარე სს „ვ-----– პ--------–---- ჯ---------“ ბენზინგასამართ სადგურში, ამავე სადგურის თანამშრომლებს ვ-–-------- თ------ესა და რ----- ს-------- დანით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცა სს „ვ-----– პ--------–---- ჯ---------“ კუთვნილი თანხა 180 (ას ოთხმოცი) ლარის ოდენობით, ესე იგი ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ------- ქ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

გ------- ქ--------ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას რვიდან თორმეტ წლამდე ვადით.

სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ------- ქ--------- მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების დაწყებისთანავე გულწრფელად აღიარებს და ინანიებს დანაშაულს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულს დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ------- ქ--------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

საქმეში არსებული სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს წერილით დადგენილია, რომ გ------- ქ--------- პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 31.05.2017 წლის განაჩენით, საპრობაციო ვადა უსრულდება 31.05.2022 წელს.

გ------- ქ--------ის მიერ მოცემული დანაშაული ჩადენილია 2018 წლის 19 იანვარს, პირობით გამოსაცდელ ვადაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ?? ???????? 59-? ?????? გათვალისწინებული წესით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

ბრალდებულ გ------- ქ--------ის მიმართ არსებული ზემოაღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის შთანთქმის პრინციპი და ბოლო (წინამდებარე) განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენებით (ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 04 (ოთხი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 27 (ოცდაშვიდი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-274-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ქ--------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით გ------- ქ--------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ------- ქ--------ის მიმართ ბოლო (წინამდებარე) განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენებით (ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 04 (ოთხი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 27 (ოცდაშვიდი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა და გ------- ქ---------ს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

2. მსჯავრდებულ გ------- ქ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან _ 2018 წლის 20 იანვრის 02:20 საათიდან.

3. მსჯავრდებულ გ------- ქ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება გაუქმდეს.

4. საქმეზე დართული საგნები და ნივთები ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში. აღნიშნული ნივთების და საგნების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

ბრალდებულ გ------- ქ--------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხა 63 (სამოცდასამი) ლარი, დაუბრუნდეს დაზარალებულის წარმომადგენელს;

ბრალდებულ გ------- ქ--------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი დაუბრუნდეს გ------- ქ---------ს ან მის წარმომადგენელს;

მოწმე თ------ ბ--------სგან ამოღებული თანხა - 15 (თხუთმეტი) ლარი, დაუბრუნდეს თ------ ბ--------ს;

ბრალდებულ გ------- ქ--------ისგან ამოღებული ნერწყვის ნიმუში შენახულ იქნას მოცემული საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით;

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სიგარეტის ნამწვი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;

სს „ვ-----– პ--------–---- ჯ--------დან“ გამოთხოვილი ვიდეომასალა ერთ ცალ DVD-R დისკზე შენახულ იქნას მოცემული საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა სირაძე