გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2018
საქმის ნომერი
080210015734974
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
28.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/295-15

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 მარტი.2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე - შპს ,,სა------------’’

დირექტორი - ვა-–------ე ტყ-–--–-–---–ი

წარმომადგენელი - ფ--------------–--ა. ა-----–--------ე

მოპასუხე - ბ-----ი კო---–---ი

წარმომადგენელი - მ-----ა ს----ა

მოპასუხე - ბ----ი გ----–-ა

წარმომადგენელი - ზ-----ი ტ------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება; ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; უძრავი ქონების, მოპასუხე ბ----ი გ----–-ას (პირვანდელი მესაკუთრე) საკუთრებაში დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბ----ი გ----–-აზე, შპს ,,სა------------’’-ს დირექტორის, ვა-–------ე ტყ-–--–-–---–ის სასარგებლოდ -41.887,5 (ორმოცდაათიათას რვაასოთხმოცდაშვიდი და ორმოცდაათი) ლარის გადასახდელად დაკისრება.

 

1.2. 2014 წლის 07 აპრილის, ბ----ი გ----–-ას და ბ-----ი კო---–---ს შორის, მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდი - №29.14.32.020 და საკადასტრო კოდი №29.14.32.158 დადებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და აღნიშნული მიწის ნაკვეთების, პირვანდელი მესაკუთრის, ბ----ი გ----–-ას საკუთრებაში აღრიცხვა.

 

1.3. სასამართლო ხარჯების და სასამართლოს გარეშე ხარჯების, სახელმწიფო ბაჟი - 1257 (ათასორას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის 150 (ასორმოცდაათი) ლარი, ყადაღის რეგისტრაციის საჯარო რეესტრში 42 (ორმოცდაორი) ლარი, საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების ამონაწერის 30 (ოცდაათი) ლარის, ჯამში 1479 (ათასოთხას სამოცდაცხრამეტი) ლარის, მოპასუხეებზე მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის ივლისის თვეში, მოსარჩელემ ბ----ი გ----–-ასთან დადო ზეპირი გარიგება, რომლის თანახმად თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოუტანა სასათბურე რკინის მილები და პროფილები საერთო ჯამური ღირებულებით - 41.887,5 (ორმოცდაერთიათას რვაასოთხმოცდაშვიდი და ორმოცდაათი) ლარი, რომლის მიწოდება მოხდა ბ----ი გ----–-ას საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთებზე. მისამართი წყალტუბოს რაიონი სოფ. გეგუთი. გარიგების თანხა მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა 2013 წლის 31 დეკემბრამდე, თუმცა ბ----ი გ----–-ამ საქართველო დატოვა 2014 წლის აპრილის თვეში, მისი მიწის ნაკვეთების ბ-----ი კო---–---ისათვის გადაფორმების შემდეგ დღეებში. ამის შემდგომ მოსარჩელე ცდილობდა დაკავშირებოდა ბ----ი გ----–-ას, თუმცა უშედეგოდ. ასევე უშედეგოდ დასრულდა მოსარჩელესა და ბ-----ი კო---–---ს შორის მოლაპარაკება. ბ----ი გ----–-ამ თვალთმაქცური გარიგებით უკვე გადამალა/გადააფორმა ბ-----ი კო---–---ზე მის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც განთავსებულია მოსარჩელის მიერ ჩამოტანილი პროფილებითა და მილებით აწყობილი სათბურები.

 

თვალთმაქცურ გარიგებას იმ შემთხვევაში აქვს ადგილი, თუ დადებული გარიგებით იფარება სხვა გარიგება. კონკრეტულ შემთხვევაში, ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდა ნების ნაკლს. მოპასუხეების მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს წარმოადგენს მესამე პირის, მოსარჩელის მოტყუება, პასუხისმგებლობისგან თავის არიდება. მოცემულ შემთხვევაში, ბ----ი გ----–-ას და ბ-----ი კო---–---ს სინამდვილეში არ სურდათ ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, არამედ ეს გარიგება მიზნად ისახავდა ბ---- გ----–-ას სახელზე რიცხული უძრავი ნივთის დაცვას მესამე პირის შპს ,,სა------------’’-ის დირექტორი ვა-–------ე ტყ-–--–-–---–ის სარჩელისაგან.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ბ-----ი კო---–---მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რადგან უძრავი ქონება შეიძინა კანონიერად და არ არსებობს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია.

 

2.2. მოპასუხე ბ----ი გ----–-ამ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რადგან ბ-----ი კო---–---მა მისგან უძრავი ნივთი შეიძინა კანონიერად და შემძენი მესაკუთრეა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტები.

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოა.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. 2013 წლის 30 მაისის მონაცემებით, უძრავ ქონებაზე, მდებარე: რაიონი წყალტუბო, სოფელი გეგუთი, ს/კ. 29.14.32.158, რეგისტრირებულია ბ----ი გ----–-ას საკუთრების უფლება.

 

მტკიცებულება:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ტ.1.ს.ფ.20-21)

 

3.2.2. 2013 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით, უძრავ ქონებაზე, მდებარე: რაიონი წყალტუბო, სოფელი გეგუთი, ს/კ.29.14.32.020, რეგისტრირებულია ბ----ი გ----–-ას საკუთრების უფლება.

მტკიცებულება:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.ს.ფ.22-23).

 

3.2.3. 2015 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით, უძრავ ქონებაზე, მდებარე: რაიონი წყალტუბო, სოფელი გეგუთი, ს/კ29.14.32.158, რეგისტრირებულია ბ-----ი კო---–---ის საკუთრების უფლება.

მტკიცებულება:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.ს.ფ. 24-25)

 

3.2.4. 2015 წლის 12 თებერვლის მონაცემებით, უძრავ ქონებაზე, მდებარე რაიონი წყალტუბო, სოფელი გეგუთი, ს/კ29.14.32.020, რეგისტრირებულია ბ-----ი კო---–---ის საკუთრების უფლება.

მტკიცებულება:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.ს.ფ.26-27).

 

3.2.5. 2012 წლის 23 იანვარს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (გამყიდველი) და კობა გურეშიძეს (მყიდველი) შორის დაიდო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება №841 უ.პ. ხელშეკრულების მიხედვით, გამყიდველი გადასცემს საკუთრებაში, ხოლო მყიდველი იღებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს (შემდგომში - ქონება) წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში მდებარე 80001 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთს (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №29.14.32.158). საპრივატიზებო საფასური განისაზღვრა 13.600 ლარის ოდენობით. მყიდველი ვალდებული იყო ქონების საპრივატიზებო საფასური გადაეხადა აუქციონის ჩატარებიდან (25.10.2011წ.) 1 თვის ვადაში. მყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა საპრივატიზებო საფასური 1.4. პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში და ამავე ვადაში წარედგინა გამყიდველს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. მყიდველი ვალდებული იყო გაყიდული სახელმწიფო ქონების საწყისი საფასურის 10% გადაეხადა გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ: ა) საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით გათჳალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა სამინისტროს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება უბრუნდება პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს. სახელმწიფო ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები. დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან. ხელშეკრულების 4.2. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრებად.

 

მტკიცებულება: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ. 29-32).

 

3.2.6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №1-1/2064 ბრძანებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სიფელ გეგუთში მდებარე 80001 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (პირობებიანი) პრივატიზების მიზნით 2011 წლის 25 ოქტომბერს შემდგარ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ფიზიკურმა პირმა კობა გურეშიძემ (პირადი №53001021354) შეასრულა შემდეგი ვალდებულებები: საპრივატიზებო თანხის 13600 ლარის გადახდა და სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის 10%-ის მესამე პირის საბანკო ანგარიშზე გადახდა.

მტკიცებულება:

მიმართვა (ტ.1. ს.ფ.33).

 

3.2.7. 2012 წლის 13 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით კობა გურეშიძემ მიჰყიდა ბ----ი გ----–-ას უძრავი ქონება - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით 80001 კვ.მ.; სარეგისტრაციო ზონა წყალტუბო 29; სექტორი გეგუთი 14; კვარტალი 32; ნაკვეთის №158. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 14 000 ლარის ოდენობით.

მტკიცებულება:

ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ.34)

 

3.2.8. 2014 წლის 07 აპრილს ბ----ი გ----–-ამ მიჰყიდა ბ-----ი კო---–---ს უძრავი ქონება, მდებარე: წყალტუბო, სოფ. გეგუთი, 80001 კვ.მ. ს/კ 29.14.32.158, დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 15.000 ლარის ოდენობით.

მტკიცებულება:

უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ.36-37).

 

3.2.9. 2010 წლის 21 მაისს თეიმურაზ ხოჯავამ მიჰყიდა ბ----ი გ----–-ას უძრავი ქონება, მდებარე: სარეგისტრაციო ზონა წყალტუბო 29; სექტორი: სოფ. გეგუთი 14; კვარტალი: 32; ნაკვეთის №020; ფართობი: 16 500 კვ.მ. ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი); საკუთრების ტიპი: საკუთრება; მისამართი: წყალტუბო, სოფ. გეგუთი. ნასყიდობის თანხა განისაზღვრა 2000 ლარის ოდენობით.

მტკიცებულება: ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ. 38)

3.2.10. 2010 წლის 21 ოქტომბერს ბ----ი გ----–-ას და მერაბი გოგებაშვილმა მიჰყიდა უძრავი ქონება, მდებარე: სარეგისტრაციო ზონა წყალტუბო 29; სექტორი გეგუთი 14; კვარტალი 32; ნაკვეთის №020; ფართობი 16.500. 00 კვ.მ. კაპიტალური სათბური №01 738 კვ.მ.; კაპიტალური სათბური №02 744.2 კვ.მ.; კაპიტალური სათბური №03 744.3 კვ.მ.; კაპიტალური სათბური №04 744.2 კვ.მ. კაპიტალური სათბური №05 744.2 კვ.მ. კაპიტალური სათბური №06 744.2 კვ.მ. ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 30.000.00 ლარის ოდენობით.

მტკიცებულება: ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ. 39).

 

3.2.11. 2013 წლის 26 აპრილს მერაბი გოგებაშვილმა მიჰყიდა ბ----ი გ----–-ას უძრავი ქონება, მდებარე წყალტუბო, სოფ. გეგუთი, კაპ. სათბურები: 01 738 კვ.მ.; კაპიტალური სათბური №02 744.2 კვ.მ.; კაპიტალური სათბური №03 744.3 კვ.მ.; კაპიტალური სათბური №04 744.2 კვ.მ. კაპიტალური სათბური №05 744.2 კვ.მ. კაპიტალური სათბური №06 744.2, 07 სასაწყობო შენობა 107,7 კვ.მ. 16500 კვ.მ. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 30.000.00 ლარის ოდენობით.

მტკიცებულება: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ.4-0-41).

 

3.2.12. 2014 წლის 07 აპრილს ბ----ი გ----–-ამ მიჰყიდა ბ-----ი კო---–---ს უძრავი ქონება, მდებარე: წყალტუბო, სოფ. გეგუთი, 16.500 კვ.მ. ს/კ 29.14.32.020. დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 16.500 ლარით.

მტკიცებულება: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ.43-44).

 

3.2.13. 2013 წლის 30 ივლისს შპს ,,სა-------------მა’’ ბ----ი გ----–-ას მიაწოდა 41.887.5 ლარის პროდუქცია (ლითონის პროფილი და ლითონის მილი). მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებით ელ-0073911865 – 30/07/2013 დადგენილია, რომ გამყიდველმა შპს ,,სა-------------მა’’ 212922186, მყიდველს ბ----ი გ----–-ას 60002004808 - მიაწოდა 41887.5 ლარის პროდუქცია. მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი - 30/07/2013.

მტკიცებულება: სასაქონლო ზედნადები (ტ.1.ს.ფ.45).

 

3.2.14. 2015 წლის 03 აპრილის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ექსპერტიზაზე წარდგენილ ჩანაწერებზე არ შეინიშნება მონტაჟის ნიშნები. ჩანაწერებზე არსებული შინაარსის ტექსტი დადგენილია და დაფიქსირებულია დანართში წერილობითი სახით.

მტკიცებულება: ექსპერტიზის დასკვნა (ტ.1.იხ.ს.ფ.161-187).

 

3.2.15. 2013 წლის 30 ივლისს შპს ,,სპეცმშენი 6’’-ს (შემსრულებელი) ბ---- გ----–-ას (დამკვეთი) შორის დაიდო ხელშეკრულება №4, რომლის მიხედვით დამკვეთი ივალებს, ხოლო შემსრუილებელი იღებს ვალდებულებას შეასრულოს შემდეგი სახის სამუშაოები: სასათბურე მეურნეობის რკინის კონსტრუქციების დამზადება 300 ცალი, ორი თვის ვადაში. შესასრულებელი სამუშაოს მთლიანი ღირებულებამ შეადგინა 3000 ლარს.

მტკიცებულება: ხელშეკრულება №4.

 

3.2.16. 2013 წლის 29 მაისს სს ,,კორ სტანდარტ ბანკსა’’ და ბ----ი გ----–-ას შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი წყალტუბო, სოფელი გეგუთი, ს/კ 29.14.32.020.

მტკიცებულება: იპოთეკის ხელშეკრულება.

 

3.2.17. 2015 წლის 09 ოქტომბრის მდგომარეობით, უძრავ ქონებაზე, მდებარე რაიონი წყალტუბო, სოფელი გეგუთი, ს/კ 29.14.32.020, რეგისტრირებულია ბ-----ი კო---–---ის საკუთრების უფლება.

მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2.18. ფაქტების კონსტატაციის მასალებით დადგენილია, რომ წყალტუბოს რაიონის სოფ. გეგუთში მდებარე, ბ-----ი კო---–---ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სათბურები, არ ფუნქციონირებს.

მტკიცებულება: ფაქტების კონსტატაციის მასალები.

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2.19. მოწმედ დაკითხულმა რაული ბუჩუაძემ განმარტა, რომ იცნობს ვა-–------ე ტყ-–--–-–---–ს და ბ----ი გ----–-ას. მოწმემ დაადასტურა, რომ ვა-–------ე ტყ-–--–-–---–მა ბ----ი გ----–-ას ნამდვილად გადასცა რკინის პროფილები და მილები სათბურის ასაგებად.

მტკიცებულება: მოწმის ახსნა-განმარტება.

 

3.2.20. მოწმედ დაკითხულმა ბ----ი ნამჩავაძემ განმარტა, რომ ბ-----ი კო---–---თან მუშაობდა სოფ. გეგუთში სათბურში აგრონომად. აქვს ,,ცერეცოს“ მოყვანის გამოცდილება, რომელიც მოჰყავდათ ზამთარში. შემდეგ მოჰყავდათ კიტრი და პომიდორი. მუშაობდა 18 სათბური. მოწმემ ფოტოილუსტრაციის შესახებ მიუთითა, რომ აღნიშნული სათბურები ეკუთვნის ბ-----ი კო---–---ს. მისივე განმარტებით, სათბური შემდეგში დააზიანა ქარმა.

მტკიცებულება: მოწმის ახსნა-განმარტება.

 

3.2.21. მოწმედ დაკითხულმა მერაბი კო---–---მა განმარტა, რომ არის ბ-----ი კო---–---ის მეგობარი. მუშაობდა მასთან სათბურში, სადაც დახვდა ბ----ი ნამჩავაძე. სულ ოთხი თანამშრომელი იყო დასაქმებული.

მოწმემ განმარტა, რომ ბ-----ი კო---–---მა მისცა სათბურის ცელოფნის ფული. სათბურები დაზიანდა ქარის გამო.

მოწმემ განმარტა, რომ ბ-----ი კო---–---ს ასევე ეწეოდა მეცხოველეობას.

მტკიცებულება: მოწმის ახსნა-განმარტება.

 

3.2.22. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას.

მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, სადავო ნივთის (ნასყიდობის საგანი) ბ----ი გ----–-აზე გადაცემის ფაქტი, ასევე ბ----ი გ----–-ასა და ბ-----ი კო---–---ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცურად დადების ფაქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს სადავო ლითონის ნივთების ბ----ი გ----–-აზე გადაცემის ფაქტის და ასევე ბ----ი გ----–-ასა და ბ-----ი კო---–---ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცურად დადების ფაქტის დადგენა.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეს, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე თურქეთიდან ჩამოუტანა ლითონის მილები და პროფილები სათბურის მოსაწყობად. საქონელი მიიღო მოპასუხე ბ----ი გ----–-ამ და თანხა არ გადაუხადა. უფრო მერტიც, ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები თვალთმაქცურად გადააფორმა მოპასუხე ბ-----ი კო---–---ზე.

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ სცნეს.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.

 

,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით - სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

3.2.23. მტკიცებულებათა შეფასებისას, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2015 წლის 03 აპრილის ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის (მოპასუხე ბ-----ი კო---–---თან საუბრის ჩანაწერი) შესახებ სასამართლო აღნიშნავს შემდეგს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ აქვთ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ აკონკრეტებს, თუ რა სახით მოპოვებული მტკიცებულება ჩაითვლება კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებად. აღნიშნული შეფასებითია, ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის. კერძოდ, უნდა შეფასდეს მტკიცებულებათა მოპოვებისას ხომ არ დაირღვა მოქმედი კანონმდებლობა. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით - ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

- საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე Nას-1155-1101- სატელეფონო ჩანაწერის, როგორც მტკიცებულების შესახებ, განმარტა შემდეგი. ,,კერძო სფეროში ჩარევის დროს, ჩარევა გამართლებული და დასაბუთებული უნდა იყოს უპირატესი საყოველთაო ინტერესის არსებობით, ანუ ჩარევის მართლზომიერების დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა ისეთი დაცვის ღირსი ინტერესი, რომელიც პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციისხელშეუხებლობის კონსტიტუციითგარანტირებულ უფლებაზე უფრო მაღლა დგას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალურთიერთობის ფარგლებში სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადასტურების მიზნით მტკიცებულების შესაქმნელად პირად სფეროში ჩარევა და ამით პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის შეზღუდვა გამართლებული არ არის... ამგვარი შეზღუდვა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ან ,,თვითდახმარებასთან მიახლოებულ“ ფარგლებში მოქმედებს... თუმცა აღნიშნული დაუშვებელია მაშინ, როდესაც სხვის პირად სფეროში ჩარევა თვითდახმარებას კი არ ემსახურება, არამედ მეორე მხარისათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. პირად სფეროში ჩარევა კი საჭირო გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ უფლება-მოვალეობათა კრედიტორმა თავის დროზე არ იზრუნა შესაბამისი მტკიცებულების (ხელშეკრულების, ხელწერილის, და ა.შ.) შექმნაზე. ასეთ ვითარებაში, როდესაც გაუმართლებელია ჩარევა პირად სფეროში, ამგვარი გზით მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელი მტკიცებულებაა. მისი დაშვება შესაძლებელია მხოლოდ მეორე მხარის თანხმობით, ამასთან, თანხმობა უნდა ეხებოდეს არა მტკიცებულების არა ფორმალურ დასაშვებობას, არამედ იმას, რომ მტკიცებულების შინაარსი სასამართლომ გადაწყვეტილებას დაუდოს საფუძვლად.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოპოვებული ჩანაწერი, საფუძვლად ვერ დაედება სარჩელის დაკმაყოფილებას, რადგან არ არსებობს მეორე მხარის (მოპასუხის) თანხმობა, ჩანაწერის მტკიცებულებად გამოყენების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია მოპასუხე ბ----ი გ----–-აზე მოსარჩელე ვა-–------ე ტყ-–--–-–---–ის სასარგებლოდ 41.887.5 ლარის მოთხოვნის ნაწილში და უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მოთხოვნას ბ----ი გ----–-ას და ბ-----ი კო---–---ს შორის, მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდით - №29.14.32.020; №29.14.32.158 დადებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის და აღნიშნული მიწის ნაკვეთების, პირვანდელი მესაკუთრის, ბ----ი გ----–-ას საკუთრებაში აღრიცხვის ნაწილში, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია;

ევროპული სასამართლოს პრაქტიკა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოცემული დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველზე. მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხე ბ----ი გ----–-აზე გადაცემული ნასყიდობის საგნის ღირებულების სახით, 41.887.5 ლარის მის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებას.

დავა ვალდებულებით სამართლებრივია, რაც გამომდინარეობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან.

სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელე ვა-–------ე ტყ-–--–-–---–ის და მისი წარმომადგენლების განმარტებას სარჩელის ამ ნაწილში და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით დადგენილ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპზე. კერძოდ - მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს, მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ სჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. სს კოდექსის 319-ე მუხლის მითითება, ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის შესახებ წარმოადგენს სწორედ მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენას.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით - გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ვინაიდან ხელშეკრულება გარიგებაა, სასამართლოს აუცილებლად მიაჩნია განმარტოს ნების ნამდვილობის გამოვლენის იურიდიული შინაარსი გარიგების დადებისას.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, გარიგების დადებისას ნების გამოვლენის თაობაზე (საქმე ას-694-665-2016), განმარტა - „ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამეტია. სამოქალაქო სამართალი სწორედ ნების გამოვლენას უკავშირებს სამართლებრივ ურთიერთობათა უდიდეს უმრავლესობას. ადამიანთა პირადი ცხოვრებით დაწყებული, ურთულესი ეკონომიკური ურთიერთობებით დამთავრებული, ყველგან ფიგურირებს ნების გამოვლენა, თუმცა, ყოველი მათგანი როდი იწვევს სამართლებრივ შედეგს. რადგანაც ნების გამოვლენას სამართალი ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ პირობებს. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მატერიალური, ხოლო მეორე მხრივ, კი ფორმალური წინაპირობები. პირველში იგულისხმება პირის გონებრივი შესაძლებლობა (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო მეორეში - ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ნების გამოვლენის იმგვარ თვისებას, რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისთვის, კანონი ნების გამოვლენის ნამდვილობას უწოდებს. ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით ორივე მხარის მიერ ნების გამოვლენა და ამ ნების ასახვა შესაბამის დოკუმენტში. ცალმხრივი ნების გამოვლენით, ისეთი გარიგება, როგორიც ხელშეკრულებაა, არ დაიდება. ამასთან გარიგების შინაარსზე ზეგავლენას არ ახდენს მხოლოდ ერთი მხარის ნების გამოვლენა. ორივე მხარის ნება უნდა იყოს თანხვედრაში“.

 

სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით.

 

6.4.სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად -ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

- მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

6.5.სასამართლო აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულების ერთ-ერთი ძირითადი, კლასიკური ტიპია. ნასყიდობის ხელშეკრულება, კონსესუალური ხელშეკრულებაა და დადებულად ითვლება 327-ე მუხლის შესაბამისად მის ყველა არსებით პირობაზე საამისოდ დადგენილი ფორმით შეთანხმების მომენტიდან. ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეები თანხმდებიან ხელშეკრულების პირობებზე, ხოლო სანივთო გარიგებით ხდება საკუთრების უფლების განკარგვა.

ნასყიდობის გარიგებით, გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს გადასცეს ნივთი და მასზე საკუთრების უფლება.

 

სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა ხდება ნამდვილი უფლების (მოთხოვნის) საფუძველზე შემძენისათვის ნივთის გადაცემის გზით. გადაცემა, როგორც წესი, უნდა მოხდეს მყიდველისათვის ნივთის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემით, ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის, მასზე ზემოქმედების შესაძლებლობის მინიჭებით. ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველი ვალდებულია, მიიღოს ნივთი და მასზე საკუთრების უფლება, ასევე მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ნასყიდობის შეთანხმებული ფასი. აღნიშნული ვალდებულება გულისხმობს გამყიდველის მიერ შეთავაზებული შესრულების მიღებას, კერძოდ, ნასყიდობის საგნის მფლობელობაში და საკუთრებაში მიღებას.

 

6...განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ. ტყ-–--–-–---–ი შპს ,,საიმედო 2000“ სახით და ბ----ი გ----–-ა ზეპირი გარიგების სახით (ჯელტმენური გარიგება) შეთანხმდნენ ლითონის პროფილების და ლითონის მილების მიწოდებაზე. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს შეთანხმებისამებრ მიაწოდა 41.887.5 ლარის პროდუქცია (იხ. ზედნადები. ტ.1. ს/ფ 46).

 

მოწმედ დაკითხულმა რაული ბუჩუაძემ ასევე დაადასტურა ვ. ტყ-–--–-–---–ის მიერ ბ----ი გ----–-აზე რკინის პროფილების და მილების გადაცემის ფაქტი. მითითებული მტკიცებულების გამაბათილებელი, საპირწონე მტკიცებულება მოპასუხე ბ---- გ----–-ას არ წარმოუდგენია. მხოლოდ შესაგებელით დაფიქსირებული ფაქტების უარყოფა, საფუძვლად ვერ დაედება ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რადგან სს კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი მოპასუხე ბ----ი გ----–-აზე, შპს ,,სა------------’’-ს დირექტორის, ვა-–------ე ტყ-–--–-–---–ის სასარგებლოდ -41.887,5 (ორმოცდაათიათას რვაასოთხმოცდაშვიდი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადასახდელად დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობაზე უარის დასაბუთება:

 

6.7. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.“

სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ასეთი უფლების დამაგრება იმავდროულად, განაპირობებს სახელმწიფოს ვალდებულებას, აღიარებდეს, უზრუნველყოფდეს და იცავდეს მას.

 

-ამ მხრივ საყურადღებოა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის (მოქალაქის) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევს საკუთრების უფლებას. (პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლი).

ამასთან, სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ საკუთრება მოიცავს როგორც მოძრავ, ისე უძრავ ქონებას, ასევე აქციებსა და პატენტებს, სახელშეკრულებო უფლებებსა და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალებს. ,,სარკსის“ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ 1 ოქმის 1 მუხლი იცავს ამა თუ იმ პირის არსებულ ქონებას და არა ქონების შეძენის უფლებას. მემკვიდრეობის მიღების უფლება არ ითვლება საკუთრების უფლებად, ვიდრე ის სადავო არ გახდება. სასამართლო საკუთრებად მიიჩნევს ასევე ხელშეკრულებიდან თუ დელიქტიდან გამომდინარე სხვა სახის ფულად მოთხოვნებს.

პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლის თანახმად, 1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით;

 

აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის. საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“.

პირველი ოქმის 1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას.

 

6.8.ამდენად, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე ევროპის სასამართლო, საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ სასამართლოს აკისრებს. სწორედ სასამართლოა მხოლოდ უფლებამოსილი სახელმწიფოს სახელით მიიღოს გადაწყვეტილება და არ დაუშვას საკუთრებით სარგებლობის უსაფუძვლოდ შეზღუდვა.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლადაა დადებული. არც ერთ მხარეს არ სურს იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგების დანიშნულებიდან გამომდინარეობს. იგი დადებულია ,,იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს“. მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად და დასაფარავად გამოიყენება. იმ მიზნით, რომ კრედიტორების დაკმაყოფილებას გაექცეს, მოვალე ვითომ ყიდის ან ვინმეს ჩუქნის ქონებას. სინამდვილეში არავითარი ნასყიდობა ან ჩუქება არ არის. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. მოჩვენებითი გარიგების დროს, მისი ბათილობის საკითხი წყდება მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერება- არამართლზომიერებით.

 

6.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბ---- გ----–-ასა და ბ-----ი კო---–---ს შორის, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად მიჩნევის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, რადგან სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებით მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უსწორობა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნა მოდავე მხარემ (ამ შემთხვევაში მოსარჩელემ) უნდა ამტკიცოს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ თუკი მხარე სადავოდ ხდის შემძენის კეთილსინდისიერებას, სასამართლოს არ შეუძლია თავისი დასკვნა ნივთის შეძენის კანონიერებაზე დააყრდნოს მხოლოდ საჯარო რეესტრის ჩანაწერს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს ჩანაწერის სისწორე, ქონების სადავოობა და გამოიკვლიოს, რა იცოდა შემძენმა ჩანაწერის ხარვეზიანობისა, თუ ქონების სადავოობის თაობაზე. ამ უკანასკნელი საკითხის გამორკვევისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან ან ქონების სადავოობასთან მიმართებით, ანუ უნდა გაირკვეს, შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შეეძლო და უნდა სცოდნოდა თუ არა, რომ ჩანაწერი არასწორი იყო ან აღნიშნული ჩანაწერის გაუქმების საფუძვლები არსებობდა.

 

6.11. როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბ-----ი კო---–---ს არ აქვს ნათესაური კავშირი ბ----ი გ----–-ასთან. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ბ-----ი კო---–---ი ეწეოდა სასოფლო სამეურნეო საქმიანობას სადავო სათბურებში. სასამართლო ასევე ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტებას სათბურების გაპარტახების შესახებ, რადგან თვით მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი ფაქტების კონსტატაციის მასალებით დადგენილია, რომ ბ-----ი კო---–---ის საკუთრებაში არსებული სათბურები წარმოადგენს მიწასთან მყარად დაკავშირებულ ლითონის კონსტრუქციას და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

 

6.12. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ზეპირი გარიგების დადებისას მნიშვნელოვანია ნდობაზე დამყარებული ადამიანური ურთიერთობა, რაც შეიძლება შეფასდეს თვით დაწერილ კანონზე ზეაღმატებულ ურთიერთობად, თუმცა ეროვნული სამოქალაქო კანონმდებლობა გარიგების დადებისას ითვალისწინებს მხარეთა უფლებების დაცვის ეფექტურ საშუალებებს არაკეთილსინდისიერი კონტრაგენტისგან. ასეთია უზრუნველყოფის საშუალებები, რაც იცავს კრედიტორის უფლებას, მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, რაც განაპირობებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამოქალაქო ბრუნვის სფეროში. მოთხოვნის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კრედიტორს უქმნის რწმენას, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაშიც კი, ამ სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, შესძლებს საკუთარი მატერიალური უფლების დაცვას და მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

მითითებული გარემოების გათვალისწინებით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს წინდახედულობის პრინციპს და უსაფუძვლოდ გამოხატავს ნდობას ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ, ბუნებრივია მზად უნდა იყოს შესაძლო უარყოფითი შედეგებისთვის, ხოლო დარღვეული უფლების აღსადგენად სასამართლოში მხოლოდ ფაქტების წარდგენა არ კმარა და აუცილებელია ფაქტები გამყარებული იყოს სათანადო მტკიცებულებებით, ხოლო მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს შინაგანი რწმენით, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. (სსკ 105-ე მუხლი).

 

6.13. წინამდებარე შემთხვევაში, ვინაიდან ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება ბ-----ი კო---–---ის არაკეთილსინდისიერება ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს - 2014 წლის 07 აპრილის, ბ----ი გ----–-ას და ბ-----ი კო---–---ს შორის, მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდი - №29.14.32.020 და საკადასტრო კოდი №29.14.32.158 დადებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე (გარიგების თვალთმაქცურად ცნობა) აუცილებელია მყარი მტკიცებულებების წარდგენა, ვინაიდან, როგორც აღინიშნა საკუთრება (შეძენა, განკარგვა) წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს და მასთან დაკავშირებული დავის სასამართლოს მეშვეობით გადაწყვეტა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით -2 000 ლარამდე ოდენობით.

 

7.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 1257.00 ლარი, ასევე სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადაიხადა 150 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხე ბ----ი გ----–-ას მიმართ, რომელსაც მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 41.887.5 ლარის გადახდა. შესაბამისად, სსს კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 1257.00 ლარი, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს, მოპასუხე ბ----ი გ----–-ას.

 

მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადაიხადა 150 ლარი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის განჩინებით ყადაღა დაედო მოპასუხე ბ-----ი კო---–---ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: წყალტუბოს რაიონი, სოფელი გეგუთი. ს/კ 29.14.32.158 და ს/კ.29.14.32.020. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა ბ-----ი კო---–---ის მიერ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი სახ. ბაჟი არ უნდა დაეკისროს გადასახდელად ბ-----ი კო---–---ს, ხოლო გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

ასევე, ვინაიდან სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფონოსკოპიური ექსპერტიზის (მოპასუხე ბ-----ი კო---–---თან საუბრის ჩანაწერი) შესახებ დასკვნა არ გამოიყენა, როგორც მტკიცებულება, აღნიშნული დასკვნის მომზადებისათვის გადახდილი თანხა, ასევე არ უნდა დაეკისროს გადასახდელად მოპასუხეებს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით - სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოხმობილი მუხლის საფუძველზე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა ბ-----ი კო---–---ის მიერ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება- უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ვა-–------ე ტყ-–--–-–---–ის სარჩელი.

 

2. ბ----ი გ----–-ას დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 41.887.5 ლარის გადახდა.

 

3. არ დაკმაყოფილდეს ვა-–------ე ტყ-–--–-–---–ის სარჩელი, 2014 წლის 07 აპრილს, ბ----ი გ----–-ას და ბ-----ი კო---–---ს შორის, მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდი - №29.14.32.020 და საკადასტრო კოდი №29.14.32.158 დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის და აღნიშნული მიწის ნაკვეთების, პირვანდელი მესაკუთრის, ბ----ი გ----–-ას საკუთრებაში აღრიცხვის ნაწილში უსაფუძვლობის გამო.

 

4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 1257.00 ლარი, მოპასუხე ბ----ი გ----–-ას გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

5. გაუქმდეს (ყადაღა მოეხსნას) ბ-----ი კო---–---ის მიმართ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ბ-----ი კო---–---ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: წყალტუბოს რაიონი, სოფელი გეგუთი. ს/კ 29.14.32.158 და ს/კ.29.14.32.020.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე