გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.04.2018
საქმის ნომერი
120310018002313097
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
18.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2313097-3/027-18წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

18 აპრილი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

 

მოსარჩელე ლ---- პ-------–---–ი, რუ------- მე-–----ე

წარმომადგენელი - მ--- გ-----–-–---–-, თ-- გ---–--–-, ქ-------------–---–ი, მ-------- მე-–----ე

მოპასუხე - ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლია

წარმომადგენელი - გ------------–--–-–---–ი, გ------------

მესამე პირი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

წარმომადგენელი - მა---------------

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის დირექტორის გ------------ს 2017 წლის 14 ნოემბრის N8---------1 ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი, იმ ნაწილში რითაც უარი ეთქვა რუ------- მე-–----ეს და ლ---- პ-------–---–ს ოქროს მედალოსან კანდიდატად წარდგენაზე, ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 29 დეკემბრის N----1 და N--- ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 29 დეკემბრის N----1 და N4----- ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი და დაევალოს მოპასუხე ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლას მოახდინოს ლ---- პ-------–---–ის და რუ------- მე-–----ის ოქროს მედალოსან კანდიდატად წარდგენა.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოსარჩელეებმა წარჩინებით დაამთავრეს ახალციხის N- საჯარო სკოლა. სსიპ ქ ახალციხის N- საჯარო სკოლამ 2017 წლის 9 ივნისის რესურსცენტრს გადაუგზავნა ოქროს და ვერცხლის მედალოსან კანდიდატთა სია, სადაც იყვნენ ლ---- პ-------–---–ი და რუ------- მე-–----ე,სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის მიერ განხორციელდა 2014-2015, 2015–2016 და 2016-2017 წწ სასწავლო წლების მონიტორინგი (სკოლის ვერცხლისა და ოქროს მედალოსანი კანდიდატების დაჯამებული ნიშნების სიზუსტე, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის შეტანა და მასწავლებლების მიერ ჟურნალის წარმოება), შედეგად გამოიკვეთა შესაბამისი ხარვეზები, სკოლამ აღნიშნულ ხარვეზებთან დაკავშირებით განახორციელა შესაბამისი რეაგირება, სკოლა ადასტურებს, რომ დაფიქსირებული ხარვეზები გამოწვეულია მასწავლებლების მიერ ჟურნალის არასწორი წარმოების გამო, აღნიშნულმა ხარვეზმა გავლენა არ უნდა მოახდინოს მოსწავლეთა საბოლოო შეფასებაზე. წარმოდგენილი ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის მედალოსნების კანდიდატების სიაში მე-3 ნომრად დასახელებულია ლ---- პ-------–---–ი, ხოლო მე-4 ნომრად რუ------- მე-–----ე.

 

„ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატის მიკუთვნებასთან ან პირველი კომპიუტერის ბენეფიციარობასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 აგვისტოს N959 ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდა "რეკომენდაციის" გაცემა სკოლისთვის.

 

2017 წლის 14 ნოემბერს N- საჯარო სკოლამ აცნობა რესურსცენტრს, რომ „იზიარებს კომისიის რეკომენდაციას და დებს გადაწყვეტილებას სკოლის მოსწავლეები ლ---- პ-------–---–ი და რუ------- მე-–----ე არ წარადგინოს ოქროს მედალზე.“

 

მოსარჩელეებისთვის სკოლის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა 2017 წლის 21 ნოემბერს და მათმა კანონიერმა წარმომადგენლებმა მიმართეს ქ. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს სრული მასალის გამოთხოვის თაობაზე და აღნიშნული მასალა მიეწოდათ 2017 წლის 2 დეკემბერს.

 

ახალციხის N- საჯარო სკოლის მასწავლებლების მიერ მოხდა ახსნა-განმარტებების დაწერა შეფასების ჟურნალში ჩასწორების გამო, და სკოლის დისციპლინური კომიტეტის მიერ მოხდა მათთვის დისციპლინური სახდელის შეფარდება.

 

მოსარჩელეების ბოლო სამი წლის (მე-10, მე–11 და მე–12 კლასის ) შეფასება იყო 10 ქულა დამრგვალების გარეშე.

 

2017 წლის 20 დეკემბერს ლ---- პ-------–---–მა მიმართა ახალციხის N- საჯარო სკოლას და ითხოვა ოქროს მედალზე წარდგენა, ხოლო 2017 წლის 21 დეკემბერს რუ------- მე-–----ემ მიმართა ახალციხის N- საჯარო სკოლას და ითხოვა ოქროს მედალზე წარდგენა.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

2.1. ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლამ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ რუ------- მე-–----ემ და ლ---- პ-------–---–მა სკოლა დაამთავრეს 2017 წელს, მათი ბოლო სამი წლის შეფასება გადამოწმდა ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სკოლის წარმომადგენლის მიერ, რადგან ისინი იყვნენ მედალოსნის კანდიდატად წარდგენილი სკოლის მიერ.

 

სკოლამ 2017 წლის 09 ივნისს N-24915 წერილით ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს გადაუგზავნა სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კანდიდატების სია, მათ რიცხვი იყვნენ ლ---- პ-------–---–ი და რუ------- მე-–----ე.

 

სკოლამ ლ---- პ-------–---–ი და რუ------- მე-–----ე შეიყვანა სკოლის მედალოსანი კანდიდატების სიაში, მაგრამ სიების გადამოწმების შემდეგ გამოიკვეთა ხარვეზები, რაც გახდა შემდეგ საფუძველი მათი ამ სიებიდან ამოღებისა.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 აგვისტოს N959 ბრძანებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მოახდინა ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გადაგზავნილი ოქროს ან ვერცხლის მედალოსანი კანდიდატების სიების გადამოწმება და მისცა რეკომენდაცია.

 

სკოლამ ჩათვალა, რომ მე-10, მე-11, მე-12 კლასების ჟურნალების გადამოწმებისას აღმოჩენილი დარღვევების გამო რუ------- მე-–----ეს და ლ---- პ-------–---–ს ვეღარ წარადგენდა ოქროს ან ვერცხლის მედალოსან კანდიდატად.

 

ახალციხის რესურსცენტრმა პასუხი გასცა მედლების კანდიდატი მშობლების ერთობლივ განცხადებას.

 

სკოლამ მასწავლებლებს ჩამოართვა ახსნა-განმარტებები ჟურნალის წარმოებაში დაშვებული შეცდომების გამო, მაგრამ ეს არ არის საფუძველი მოსწავლის მედალოსანი კანდიდატის წარსადგენად.

 

ლ---- პ-------–---–ი და რუ------- მე-–----ე იყვნენ სკოლის მიერ წარდგენილი ოქროს მედლის კანდიდატებად მათი შეფასება უნდა შემოწმებულიყო სკოლისა და რესურსცენტრის მიერ და შემოწმების შედეგები წარდგენილიყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მინისტრის 2015 წლის 18 აგვისტოს N959 ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემდგომში გადამოწმების მიზნით.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

2.2.1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ როგორც სარჩლზე თანდართული მტკიცებულებით დასტურდება სკოლამ 2017 წლის 09 ივნისის N 624915 წერილით ტერიტორიულ ორგანოს რესურსცენტრს გადაუგზავნა კანდიდატთა სიები სამინისტროში გადაგზავნის მიზნით თუმცა რესურსცენტრის 2017 წლის 01 დეკემბერს N466294 წერილის მიხედვით რესურსცენტრმა გადაამოწმა სკოლების მიერ წარმოდგენილი მედალოსანი კანდიდატების დაჯამებული ნიშნების სიზუსტე და სკოლებთან კონსულტაციის შემდეგ დაზუსტებული და ხარვეზის ამსახველი სიები გადააგზავნა სამინისტროში 2017 წლის 29 ივნისის N760547 წერილით.

 

„ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატის მიკუთვნებასთან ან ჩემი პირველი კომპიუტერის“ ბენეფიციარობასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 აგვისტოს N 959 ბრძანებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა განიხილა ახალციხის N- საჯარო სკოლის მოსწავლის ლ---- პ-------–---–ის ოქროს მედალოსნის კანდიდატის შესახებ ახალციხის რესურსცენტრის მიერ წარმოდგენილი N760547 და N1045848 წერილები რომლის თანახმად, რესურსცენტრის მიერ გამოვლინდა ხარვეზები, რომელიც სრული სახით ასახულია 2017 წლის 11 ოქტომბრის N19 ოქმში. ოქმში აღნიშნულია რომ სამუშაო ჯგუფმა დაადგინა, რომ ყველა კლასში მრავლობითი მძიმე დარღვევებიდან გამომდინარე, კომისია აძლევს რეკომენდაციას სკოლას ლ---- პ-------–---–ი არ წარედგინა ოქროს მედლის კანდიდატად და კომისიამ მიუთითა, რომ მიღებული გადაწყვეტილება სკოლას აცნობოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. რუ------- მე-–----ემ და ლ---- პ-------–---–მა 2017 წელს დაამთავრეს ახალციხის N- საჯარო სკოლა და მატი შეფასება დამრგვალების გარეშე მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასში იყო დამრგვალების გარეშე იყო 10 ქულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ლ---- პ-------–---–ის ატესტატი (იხ.ტ.I.სფ.17),- ლ---- პ-------–---–ის განცხადება (იხ.ტ.I.სფ.19-21),-ლ---- პ-------–---–ის შეფასების ფურცელი (იხ.ტ.I.სფ.22),-რუ------- მე-–----ის ატესტატი(იხ.ტ.I.I.სფ.17),- რუ------- მე-–----ის განცხადება (იხ.ტ.I.I.სფ.20-22),-რუ------- მე-–----ის შეფასების ფურცელი (იხ.ტ.I.I.სფ.23),- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სას. სხ. ოქ. Cd.დისკი).

 

3.1.2. ახალციხის N- სკოლამ 2017 წლის 09 ივნისს N-24915 წერილით დადგენილია, რომ ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის მიერ განხორციელდა შესაბამისი მორიტორინგი (სკოლის ოქროს და ვერცხლის მედალოსნების კანდიდატების დაჯამებული ნიშნების სიზუსტე, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის შეტანა და მასწავლებლების მიერ ჟურნალის წარმოება) მონიტორინგის შედეგად არ გამოიკვეთა შესაბამისი ხარვეზები. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს გადაუგზავნა სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კანდიდატების სია, მათ რიცხვში იყვნენ ლ---- პ-------–---–ი და რუ------- მე-–----ე, ეთხოვა აღნიშნულის შესახებ ეცნობებიათ განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროსათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლ---- პ-------–---–ის შეფასების ფურცელი(იხ.ტ.I.სფ.22),-რუ------- მე-–----ის შეფასების ფურცელი(იხ.ტ.II.სფ.23),- ახალციხის N- სკოლამ 2017 წლის 09 ივნისს N-24915 წერილი(იხ.ტ.I.სფ.82),- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სას. სხ. ოქ. Cd.დისკი).

 

3.1.3. სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის დირექტორის მიერ 2017 წლის 11 სექტემბერს გაეგზავნა მიმართვა ახალციხის საგანმანათლებო რესურს ცენტრს და მიეთითა, რომ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის მიერ განხორციელდა 2014-2015, 2015–2016 და 2016-2017 წწ სასწავლო წლების მონიტორინგი (სკოლის ვერცხლისა და ოქროს მედალოსანი კანდიდატების დაჯამებული ნიშნების სიზუსტე, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის შეტანა და მასწავლებლების მიერ ჟურნალის წარმოება), შედეგად გამოიკვეთა შესაბამისი ხარვეზები, სკოლამ აღნიშნულ ხარვეზებთან დაკავშირებით განახორციელა შესაბამისი რეაგირება, სკოლა ადასტურებს, რომ დაფიქსირებული ხარვეზები გამოწვეულია მასწავლებლების მიერ ჟურნალის არასწორი წარმოების გამო, აღნიშნულმა ხარვეზმა გავლენა არ უნდა მოახდინოს მოსწავლეთა საბოლოო შეფასებაზე. წარდგენილი იქნა ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის მედალოსნების კანდიდატების სია, სადაც მე-3 ნომრად დასახელებულია ლ---- პ-------–---–ი, ხოლო მე-4 ნომრად რუ------- მე-–----ე, ოქროს მედალოსნის კანდიდატად, რაც სამცხე-ჯავახეთის საგანმანათლებო რესურსცენტრის მიერ გადაგზავნილი იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს, ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახალციხის N- სკოლის 2017 წლის11 სექტემბრის მიმართვა(იხ.ტ.I.სფ.88),-სამცხე-ჯავახეთის საგანმანათლებო რესურსცენტრის მიმართვა (იხ.ტ.I.სფ.85),- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სას. სხ. ოქ. Cd.დისკი).

 

3.1.4. სამცხე-ჯავახეთის საგანმანათლებო რესურსცენტრის 2017 წლის 29 ივნისის წერილით დადგენილია, რომ გადამოწმდა ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულების მიერ წარდგენილი მედალოსანი კანდიდატების დაჯამებული ნიშნების სიზუსტე, სკოლებთან შემდეგ მედალოსანი კანდიდატების დაზუსტებული და ხარვეზიანი სიები გადაგზავნილი იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს, ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამცხე-ჯავახეთის საგანმანათლებო რესურსცენტრის 2017 წლის 29 ივნისის წერილი(იხ.ტ.I.სფ.86),- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სას. სხ. ოქ. Cd.დისკი).

 

3.1.5. „ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატის მიკუთვნებასთან ან პირველი კომპიუტერის ბენეფიციარობასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 აგვისტოს N959 ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდა რეკომენდაციის გაცემა სკოლისთვის, რომლის თანახმად ყველა კლასში მრავლობითი მძიმე დარღვევებიდან გამომდინარე კომისიის მიერ სკოლებს მიეცა რეკომენდაცია ლ---- პ-------–---–ი და რუ------- მე-–----ე არ წარადგინოს ოქროს მედლის კანდიდატად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- „ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატის მიკუთვნებასთან ან პირველი კომპიუტერის ბენეფიციარობასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 აგვისტოს N959 ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის რეკომენდაცია (იხ.ტ.I.სფ.78-82, იხ.ტ.I.I.სფ.77-80).

 

3.1.6. საქმეში წარმოდგენილი სსიპ. ახალციხის N- სკოლის პედაგოგების: ნ------–------–---–ის, მ--- მ------–---–ის, ს-----------------ს, მ-------------–--ის, თ-------–---–-----ს, მ-----------–------ის, თ--------------ის, თ-----------–----ის, თ-- ფ--–------–---–ის, ლ--------–---–---–ის, მ-------–---ს, ლ--–----------–---–ის, ახსნა-განმანრტებებით დადგენილია, რომ საკლასო ჟურნალებში არსებული ხარვეზები არის მათი შეცდომები და უარყოფითად არ უნდა აისახოს მოსწავლის საბოლოო შეფასებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ნ------–------–---–ის, მ--- მ------–---–ის, ს-----------------ს, მ-------------–--ის, თ-------–---–-----ს, მ-----------–------ის, თ--------------ის, თ-----------–----ის, თ-- ფ--–------–---–ის, ლ--------–---–---–ის, მ-------–---ს, ლ--–----------–---–ის

ახსნა-განმარტება(იხ.ტ.I.სფ.50-68, იხ.ტ.I.I.სფ.51-66).

 

3.1.7. სსიპ. ახალციხის N- სკოლის პედაგოგებს: ნ-----–------–---–-, მ--- მ------–---–ს, მ-------------–--ეს, თ-------–---–------- მ-----------–------ეს, თ--------------ეს, თ-- ფ--–------–---–ს, ლ--------–---–---–ს, მ-------–---ს, ლ--–----------–---–ს სსიპ. ახალციხის N- სკოლის დისციპლინარული კომიტეტის მიერ დაეკისრათ დისციპლინარული სახდელი საკლასო ჟურნალების არასწორი წარმოებისათვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ. ახალციხის N- სკოლის დირექტორის ბრძანებები(იხ.ტ.I.სფ.24-33),-სსიპ. ახალციხის N- სკოლის დისციპლინარული კომიტეტის სხდომის ოქმი N3(იხ.ტ.I.სფ.34-50).

 

3.1.8. 2017 წლის 14 ნოემბერს N- საჯარო სკოლამ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულლ-სამართლებრივი აქტით N8---------1 აცნობა რესურსცენტრს, რომ იზიარებს კომისიის რეკომენდაციას და იღებს გადაწყვეტილებას სკოლის მოსწავლეები ლ---- პ-------–---–ი და რუ------- მე-–----ე არ წარადგინოს ოქროს მედალზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ. ახალციხის N- სკოლის დირექტორის 2017 წლის 14 ნოემბრის მიმართვა (იხ.ტ.I.სფ.75).

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სას. სხ. ოქ. Cd.დისკი).

 

3.1.9. სსიპ. ახალციხის N- სკოლის მიერ გადაგზავნილი მედალოსანთა სიები და სკოლის ჟურნალები იყო ხარვეზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახალციხის N- სკოლის 2017 წლის11 სექტემბრის მიმართვა(იხ.ტ.I.სფ.88),-სამცხე-ჯავახეთის საგანმანათლებო რესურსცენტრის 2017 წლის 29 ივნისის წერილი(იხ.ტ.I.სფ.86),- „ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატის მიკუთვნებასთან ან პირველი კომპიუტერის ბენეფიციარობასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 აგვისტოს N959 ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის რეკომენდაცია (იხ.ტ.I.სფ.78-82, იხ.ტ.I.I.სფ.77-80).

- საკლასო ჟურნალები(იხ.ტ.I.სფ.125-157, იხ.ტ.I.I.სფ.123-143).

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სას. სხ. ოქ. Cd.დისკი).

 

3.1.10. ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 29 დეკემბრის N----1 და N----1 მიმართვებით დადგენილია, რომ ვინაიდან სკოლამ უკვე მოახდინა რუ------- მე-–----ის და ლ---- პ-------–---–ის წარდგენა, როგორც ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კანდიდატებად წარდგენა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 აგვისტოს N959 ბრძანებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც განიხილავს ,,ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატის მიკუთვნებასთან ''ჩემი პირველი კომპიუტერის ბენეფიციარობასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს განხილვის მიზნით" სკოლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში აღმოჩენილ ხარვეზებში სკოლას მისცა რეკომენდაცია, რომ არ წარმდგარიყავით ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების კანდიდატებად, აქედან გამომდინარე სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ წარდგენილიყავით ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების კანდიდატებად, შესაბამისად განმეორებით ერთი და იგივე დოკუმენტაციის წარდგენა ორჯერ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 29 დეკემბრის N----1

N----2 მიმართვები (იხ.ტ.I.სფ.166 . ტ.II.სფ.151).

 

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ახალციხის N- სკოლის პედაგოგების: ნ-----–------–---–-ს, მ--- მ------–---–ის, თ-------–---–-----ს, მ-----------–------ის, თ--------------ის, თ-- ფ--–------–---–ის, ლ--------–---–---–ის, ლ--–----------–---–ის, ა-–-----–-----კის სასამართლოში მოცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ არსებული უსწორობები იყო მათი, პედაგოგების მიერ დაშვებული, რომელშიც რუ------- მე-–----ეს და ლ---- პ-------–---–ს მათ სასწავლო საგნებში ნამდვილად ეკუთვნოდათ 10 ქულა დამრგვალების გარეშე და წარდგენილი უნდა ყოფილიყვნენ ოქროს მედალზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნ------–------–---–ის, მ--- მ------–---–ის, თ-------–---–-----ს, მ-----------–------ის, თ--------------ის, თ-- ფ--–------–---–ის, ლ--------–---–---–ის, ლ--–----------–---–ის ჩვენებები(იხ.სას. სხ. ოქ. Cd.დისკი).

 

3.2.2. რუ------- მე-–----ის და ლ---- პ-------–---–ი მიმართებაში საკლასო ჟურნალებში და სკოლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში აღმოჩენილ ხარვეზები არ იყო გამოწვეული რუ------- მე-–----ის და ლ---- პ-------–---–ის, ან მათი ოჯახის წევრების რაიმე სახის ქმედებით. აღნიშნული წარმოადგენდა პედაგოგთა მიერ დაშვებულ უსწორებებს, რომელთაც არ შეიძლება გავლენა ექონია რუ------- მე-–----ის და ლ---- პ-------–---–ის საბოლოს შედეგებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ახალციხის N- სკოლის 2017 წლის11 სექტემბრის მიმართვა(იხ.ტ.I.სფ.88),- ნ------–------–---–ის, მ--- მ------–---–ის, ს-----------------ს, მ-------------–--ის, თ-------–---–-----ს, მ-----------–------ის, თ--------------ის, თ-----------–----ის, თ-- ფ--–------–---–ის, ლ--------–---–---–ის, მ-------–---ს, ლ--–----------–---–ის

ახსნა-განმარტება(იხ.ტ.I.სფ.50-68, იხ.ტ.I.I.სფ.51-66).

- - საკლასო ჟურნალები(იხ.ტ.I.სფ.125-157, იხ.ტ.I.I.სფ.123-143).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სას. სხ. ოქ. Cd.დისკი).

- ნ------–------–---–ის, მ--- მ------–---–ის, მ-------------–--ის, თ-------–---–-----ს, მ-----------–------ის, თ--------------ის, თ-- ფ--–------–---–ის, ლ--------–---–---–ის, მ-------–---ს, ლ--–----------–---–ის ჩვენებები(იხ.სას. სხ. ოქ. Cd.დისკი).

 

3.2.3. რუ------- მე-–----ის და ლ---- პ-------–---–ის საშუალო საფეხურის საერთო ქულა, საბოლოო შეფასება იყო მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასში დამრგვალების გარეშე იყო 10 ქულა და საბოლოო შეფასებაში რაიმე ცვლილება არ შესულა „ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატის მიკუთვნებასთან ან პირველი კომპიუტერის ბენეფიციარობასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 აგვისტოს N959 ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციის და ამ რეკომენდაციის სკოლის ადმინისტრაციის მიერ გაზიარების შემდეგაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლ---- პ-------–---–ის შეფასების ფურცელი(იხ.ტ.I.სფ.22),-რუ------- მე-–----ის შეფასების ფურცელი(იხ.ტ.II.სფ.23),- ახალციხის N- სკოლამ 2017 წლის 09 ივნისს N-24915 წერილი(იხ.ტ.I.სფ.82),- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სას. სხ. ოქ. Cd.დისკი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუ------- მე-–----ის და ლ---- პ-------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ,6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო აქტი - ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის დირექტორის გ------------ს 2017 წლის 14 ნოემბრის N8---------1 ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი, იმ ნაწილში რითაც უარი ეთქვა რუ------- მე-–----ეს და ლ---- პ-------–---–ს ოქროს მედალოსან კანდიდატად წარდგენაზე, ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 29 დეკემბრის N----1 და N--- მიმართვა წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

დადგენილია, რომ რუ------- მე-–----ის და ლ---- პ-------–---–ის საშუალო საფეხურის საერთო ქულა, საბოლოო შეფასება იყო მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასში დამრგვალების გარეშე იყო 10 ქულა და საბოლოო შეფასებაში რაიმე ცვლილება არ შესულა „ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატის მიკუთვნებასთან ან პირველი კომპიუტერის ბენეფიციარობასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 აგვისტოს N959 ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციის და ამ რეკომენდაციის სკოლის ადმინისტრაციის მიერ გაზიარების შემდეგაც.

 

ახალციხის N- სკოლამ 2017 წლის 09 ივნისს N-24915 წერილით დადგენილია, რომ ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის მიერ განხორციელდა შესაბამისი მორიტორინგი ( სკოლის ოქროს და ვერცხლის მედალოსნების კანდიდატების დაჯამებული ნიშნების სიზუსტე, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის შეტანა და მასწავლებლების მიერ ჟურნალის წარმოება) მონიტორინგის შედეგად არ გამოიკვეთა შესაბამისი ხარვეზები. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს გადაუგზავნა სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კანდიდატების სია, მათ რიცხვში იყვნენ ლ---- პ-------–---–ი და რუ------- მე-–----ე, ეთხოვა აღნიშნულის შესახებ ეცნობებიათ განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროსათვის.

 

სამცხე-ჯავახეთის საგანმანათლებო რესურსცენტრის 2017 წლის 29 ივნისის წერილით დადგენილია, რომ გადამოწმდა ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულების მიერ წარდგენილი მედალოსანი კანდიდატების დაჯამებული ნიშნების სიზუსტე, სკოლებთან შემდეგ მედალოსანი კანდიდატების დაზუსტებული და ხარვეზიანი სიები გადაგზავნილი იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს, ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში.

 

სსიპ. ახალციხის N- სკოლის მიერ გადაგზავნილი მედალოსანთა სიები და სკოლის ჟურნალები იყო ხარვეზიანი.

 

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის დირექტორის მიერ 2017 წლის 11 სექტემბერს გაეგზავნა მიმართვა ახალციხის საგანმანათლებო რესურს ცენტრს და მიეთითა, რომ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის მიერ განხორციელდა 2014-2015, 2015–2016 და 2016-2017 წწ სასწავლო წლების მონიტორინგი (სკოლის ვერცხლისა და ოქროს მედალოსანი კანდიდატების დაჯამებული ნიშნების სიზუსტე, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის შეტანა და მასწავლებლების მიერ ჟურნალის წარმოება), შედეგად გამოიკვეთა შესაბამისი ხარვეზები, სკოლამ აღნიშნულ ხარვეზებთან დაკავშირებით განახორციელა შესაბამისი რეაგირება, სკოლა ადასტურებს, რომ დაფიქსირებული ხარვეზები გამოწვეულია მასწავლებლების მიერ ჟურნალის არასწორი წარმოების გამო, აღნიშნულმა ხარვეზმა გავლენა არ უნდა მოახდინოს მოსწავლეთა საბოლოო შეფასებაზე. განმეორებით წარდგენილი იქნა ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის მედალოსნების კანდიდატების სია, სადაც მე-3 ნომრად დასახელებულია ლ---- პ-------–---–ი, ხოლო მე-4 ნომრად რუ------- მე-–----ე, ოქროს მედალოსნის კანდიდატად, რაც სამცხე-ჯავახეთის საგანმანათლებო რესურსცენტრის მიერ გადაგზავნილი იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს, ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში.

 

„ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატის მიკუთვნებასთან ან პირველი კომპიუტერის ბენეფიციარობასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 აგვისტოს N959 ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდა რეკომენდაციის გაცემა სკოლისთვის, რომლის თანახმად ყველა კლასში მრავლობითი მძიმე დარღვევებიდან გამომდინარე კომისიის მიერ სკოლებს მიეცა რეკომენდაცია ლ---- პ-------–---–ი და რუ------- მე-–----ე არ წარადგინოს ოქროს მედლის კანდიდატად.

 

საქმეში წარმოდგენილი სსიპ ახალციხის N- სკოლის პედაგოგების: ნ------–------–---–ის, მ--- მ------–---–ის, ს-----------------ს, მ-------------–--ის, თ-------–---–-----ს, მ-----------–------ის, თ--------------ის, თ-----------–----ის, თ-- ფ--–------–---–ის, ლ--------–---–---–ის, მ-------–---ს, ლ--–----------–---–ის, ახსნა-განმანრტებებით დადგენილია, რომ საკლასო ჟურნალებში არსებული ხარვეზები არის მათი შეცდომები და უარყოფითად არ უნდა აისახოს მოსწავლის საბოლოო შეფასებაზე.

 

სსიპ. ახალციხის N- სკოლის პედაგოგებს: ნ------–------–---–ს, მ--- მ------–---–ს, მ-------------–--ეს, თ-------–---–------- მ-----------–------ეს, თ--------------ეს, თ-- ფ--–------–---–ს, ლ--------–---–---–ს, მ-------–---ს, ლ--–----------–---–ს სსიპ. ახალციხის N- სკოლის დისციპლინარული კომიტეტის მიერ დაეკისრათ დისციპლინარული სახდელი საკლასო ჟურნალების არასწორი წარმოებისათვის.

 

2017 წლის 14 ნოემბერს N- საჯარო სკოლის დირექტორმა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულლ-სამართლებრივი აქტით N8---------1 აცნობა რესურსცენტრს, რომ იზიარებს კომისიის რეკომენდაციას და იღებს გადაწყვეტილებას სკოლის მოსწავლეები ლ---- პ-------–---–ი და რუ------- მე-–----ე არ წარადგინოს ოქროს მედალზე.

 

ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 29 დეკემბრის N----1 და N----1 მიმართვებით დადგენილია, რომ ვინაიდან სკოლამ უკვე მოახდინა რუ------- მე-–----ის და ლ---- პ-------–---–ის წარდგენა, როგორც ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კანდიდატებად წარდგენა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 აგვისტოს N959 ბრძანებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც განიხილავს ,,ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატის მიკუთვნებასთან ''ჩემი პირველი კომპიუტერის ბენეფიციარობასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს განხილვის მიზნით" სკოლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში აღმოჩენილ ხარვეზებში სკოლას მისცა რეკომენდაცია, რომ არ წარმდგარიყავით ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების კანდიდატებად, აქედან გამომდინარე სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ წარდგენილიყავით ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების კანდიდატებად, შესაბამისად განმეორებით ერთი და იგივე დოკუმენტაციის წარდგენა ორჯერ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

 

ახალციხის N- სკოლის პედაგოგების: ნ------–------–---–ის, მ--- მ------–---–ის, მ-------------–--ის, თ-------–---–-----ს, მ-----------–------ის, თ--------------ის, თ-- ფ--–------–---–ის, ლ--------–---–---–ის, მ-------–---ს, ლ--–----------–---–ის სასამართლოში მოცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ რუ------- მე-–----ის და ლ---- პ-------–---–ი მიმართებაში საკლასო ჟურნალებში და სკოლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში აღმოჩენილ ხარვეზები არ იყო გამოწვეული რუ------- მე-–----ის და ლ---- პ-------–---–ის, ან მათი ოჯახის წევრების რაიმე სახის ქმედებით. აღნიშნული წარმოადგენდა პედაგოგთა მიერ დაშვებულ უსწორებებს, რომელთაც არ შეიძლება გავლენა მოეხდინათ რუ------- მე-–----ის და ლ---- პ-------–---–ის საბოლოს შედეგებზე. რუ------- მე-–----ეს და ლ---- პ-------–---–ს მათ სასწავლო საგნებში ნამდვილად ეკუთვნოდათ 10 ქულა დამრგვალების გარეშე და წარდგენილი უნდა ყოფილიყვნენ ოქროს მედალზე.

 

საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესახებ" პირველი მუხლის თანახმადზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური შეთანხმება, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები.

 

ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა; მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა.

 

ამავე კანონის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნობრივი ჯგუფები, საგნების მიხედვით საათები, მათი განაწილება და აუცილებელი დატვირთვა, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და რეკომენდაციები.

 

ამავე კანონის მეექვსე მუხლის თანახმად სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

 

საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №36/ნ ბრძანების ,, ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ" 17-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად V-XII კლასებში მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით.

 

ამავე ბრძანების 25-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს.

 

განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამა პროგრამული კოდი 32 02 04 მეორე მუხლის თანახმად სასავლო პროცესში გარდა სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნისა მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. ეროვნული სასაწვლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლების ხელშეწყობის ერთ-ერთი საშუალებაა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებული მოსწავლეების წარმოჩენა.

 

ქვეპროგრამის ფარგლებში 2016 -2017 სასწავლო წელს ზოგადსაგანამანათლებო დაწესებულებების მიერ გამოვლენილი წარჩინებული მოსწავლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს მხრიდან დაჯილდოვდებიან ოქროსა და ვერცხლის მედლებით.

 

მეოთხე მუხლის თანახმად მედალოსნობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები რეგულირდება ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით (მუხლი 25) კერძოდ: ,,მოსწავლე, რომლის სამუშაო საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, იღებს ოქროს მედალს და შესაბამის სერთიფიკატს.''

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რუ------- მე-–----ის და ლ---- პ-------–---–ის საშუალო საფეხურის საერთო ქულა, საბოლოო შეფასება იყო მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასში დამრგვალების გარეშე იყო 10 ქულა და საბოლოო შეფასებაში რაიმე ცვლილება არ შესულა „ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატის მიკუთვნებასთან ან პირველი კომპიუტერის ბენეფიციარობასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 აგვისტოს N959 ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციის და ამ რეკომენდაციის სკოლის ადმინისტრაციის მიერ გაზიარების შემდეგაც.

 

განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამა პროგრამული კოდი 32 02 04 თანახმად სკოლები სასწავლო წლის დასასრულს (XII კლასი) ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში -eSchool-ში ასახავენ ინფორმაციას მედალოსნობის კანდიდატებთან დაკავშირებით. აღნიშნული სისტემიდან მიღებულ/ჩამოტვირთულ ერთიან სიას სკოლები წარადგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში - საგანმანათლებლო რესურს ცენტრებში (შემდგომში რესურსცენტრები).

 

რესურსცენტრები ამოწმებენ დაჯამებული ნიშნების სიზუსტეს და სკოლებთან კონსულტაციების შედეგად, დაზუსტებულ სიებს გზავნიან სამინისტროში. გარდა ამისა რესურსცენტრები სამინისტროში გზავნიან ზემოაღნიშნული გადამოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების ამსახველ სიას.

 

რესურსცენტრებიდან მიღებული დაზუსტებული და ხარვეზების ამსახველი სიები ერთიანდება სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის, მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოში და მიეწოდება პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს.

 

აკუმულირებული სიები სახელების, გვარებისა და პირადი ნომრების გადამოწმების მიზნით, იგზავნება სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომი ,,მართვის სისტემა''). მართვის სისტემა წარდგენილ სიას ასევე ამოწმებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგებთან და უზუსტობის შემთხვევაში აცნობებს სამინისტროს.

 

მედალოსნობის კანდიდატთა სიების დამტკიცების მიზნით, დაზუსტებული სიები იგზავნება სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში, რომელიც უზრუნველყოფს ბრძანების მომზადებას. აღნიშნული ბრძანება საჯაროდ განთავსდება სამინისტროს ვებგვერდზე.

 

საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან შემოსული ხარვეზების ამსახველი სიები ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტიდან ეგზავნება შესაბამის კომისიას, რომელის თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის ხარვეზებს და უზრუნველყოფს შესაბამისი რესურსცენტრების გავლით რეკომენდაციების სკოლებისთვის მიწოდებას. სკოლები განიხილავენ აღნიშნულ რეკომენდაციებს და სამინისტროს მიაწვდიან წერილობით ინფორმაციას რეკომენდაციის ფარგლებში მათ მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ და სკოლის გადაწყვეტილებას შესაბამისი მოსწავლისთვის ოქროს/ვერცხლის მედლის მინიჭება /არ მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

დადგენილია, რომ სსიპ. ახალციხის N- სკოლის მიერ გადაგზავნილი მედალოსანთა სიები და სკოლის ჟურნალები იყო ხარვეზიანი, რის გამოც „ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატის მიკუთვნებასთან ან პირველი კომპიუტერის ბენეფიციარობასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 აგვისტოს N959 ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდა რეკომენდაციის გაცემა სკოლისთვის, რომლის თანახმად ყველა კლასში მრავლობითი მძიმე დარღვევებიდან გამომდინარე კომისიის მიერ სკოლებს მიეცა რეკომენდაცია ლ---- პ-------–---–ი და რუ------- მე-–----ე არ წარადგინოს ოქროს მედლის კანდიდატად, რის გამოც 2017 წლის 14 ნოემბერს N- საჯარო სკოლამ აცნობა რესურსცენტრს, რომ იზიარებს კომისიის რეკომენდაციას და იღებს გადაწყვეტილებას სკოლის მოსწავლეები ლ---- პ-------–---–ი და რუ------- მე-–----ე არ წარადგინოს ოქროს მედალზ, რაზეც სასამართლო განმარტავს, რომ კომიისის დასკვნა წარმოადგენდა სარეკომედაციო ხასიათის დოკუმენტს და გადაწყვეტილების მიღება უნდა მომხდარიყო სკოლის ადმინისტრაციის მიერ, რა დროსაც მათ მიერ დაცული უნდა ყოფილიყო კანონმდებლობის მოთხოვნები და რეკომენდაციის უპირობა გაზიარება გამართლებული შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდებოდა ფაქტობრივ გარემოება, რომ აღნიშნული უსწორებები გამოწვეული იყო ლ---- პ-------–---–ის და რუ------- მე-–----ის რაიმე სახის უკანონო ქმედებებით, ან პედაგოგთა ქმედებები მიზნად ისახავდა მათთვის სპეციალურად ქულების მომატებას, რათა წარდგენილი ყოფილიყვნენ მოსწავლეები ოქროს მედალოსნობის კანდიდატებად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, რადგან დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ. ახალციხის N- სკოლის პედაგოგების: ნ------–------–---–ის, მ--- მ------–---–ის, ს-----------------ს, მ-------------–--ის, თ-------–---–-----ს, მ-----------–------ის, თ--------------ის, თ-----------–----ის, თ-- ფ--–------–---–ის, ლ--------–---–---–ის, მ-------–---ს, ლ--–----------–---–ის, ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ საკლასო ჟურნალებში არსებული ხარვეზები არის მათი შეცდომები და უარყოფითად არ უნდა აისახოს მოსწავლის საბოლოო შეფასებაზე, ასევე ახალციხის N- სკოლის პედაგოგების: ნ-----–------–---–-ს, მ--- მ------–---–ის, თ-------–---–-----ს, მ-----------–------ის, თ--------------ის, თ-- ფ--–------–---–ის, ლ--------–---–---–ის, ლ--–----------–---–ის სასამართლოში მოცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ რუ------- მე-–----ის და ლ---- პ-------–---–ი მიმართებაში საკლასო ჟურნალებში და სკოლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში აღმოჩენილ ხარვეზები არ იყო გამოწვეული რუ------- მე-–----ის და ლ---- პ-------–---–ის, ან მათი ოჯახის წევრების რაიმე სახის ქმედებით. აღნიშნული წარმოადგენდა პედაგოგთა მიერ დაშვებულ უსწორებებს, რომელთაც არ შეიძლება გავლენა ექონია რუ------- მე-–----ის და ლ---- პ-------–---–ის საბოლოს შედეგებზე. რუ------- მე-–----ეს და ლ---- პ-------–---–ს მათ სასწავლო საგნებში ნამდვილად ეკუთვნოდათ 10 ქულა დამრგვალების გარეშე და წარდგენილი უნდა ყოფილიყვნენ ოქროს მედალზე. აღნიშნული გარემოება დასტურდება თვითს სიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის დირექტორის მიერ 2017 წლის 11 სექტემბერს გაგზავნილი მიმართვით ახალციხის საგანმანათლებო რესურს ცენტრისადმი, სადაც მითითებულია, რომ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის მიერ განხორციელდა 2014-2015, 2015–2016 და 2016-2017 წ. სასწავლო წლების მონიტორინგი (სკოლის ვერცხლისა და ოქროს მედალოსანი კანდიდატების დაჯამებული ნიშნების სიზუსტე, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის შეტანა და მასწავლებლების მიერ ჟურნალის წარმოება), შედეგად გამოიკვეთა შესაბამისი ხარვეზები, სკოლამ აღნიშნულ ხარვეზებთან დაკავშირებით განახორციელა შესაბამისი რეაგირება, სკოლა ადასტურებს, რომ დაფიქსირებული ხარვეზები გამოწვეულია მასწავლებლების მიერ ჟურნალის არასწორი წარმოების გამო, აღნიშნულმა ხარვეზმა გავლენა არ უნდა მოახდინოს მოსწავლეთა საბოლოო შეფასებაზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

ამავე კოდექსის 76 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია „დაინტერესებული პირის განცხადება“, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად „ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან“.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს“.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შეიბოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს იმ საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის, რომლის თანახმად, სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის მიერ ლ---- პ-------–---–ს და რუ------- მე-–----ეს ოქროს მედალოსანთა კანდიდატად წარდგენაზე უარი ეთქვა სააფუძველი გახდა ის, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 აგვისტოს N959 ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდა რეკომენდაციის გაცემა, ლ---- პ-------–---–ი და რუ------- მე-–----ე არ წარადგინოს ოქროს მედლის კანდიდატად, რომელიც იყო მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის და გადაწყვეტილება ოქროს მედალოსან კანდიდატად უნდა მიეღო სკოლის დირექციას და შესაბამისად მის ვალდებულებას წარმოადგენდა უფლებამოსილება განეხორციელებია კანონის საფუძველზე და არ დაერღვია მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესი, რადგან დადგენილი გარემოებაა, რომ რუ------- მე-–----ის და ლ---- პ-------–---–ის საშუალო საფეხურის საერთო ქულა, საბოლოო შეფასება მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასში დამრგვალების გარეშე იყო 10 ქულა და საბოლოო შეფასებაში რაიმე ცვლილება არ შესულა „ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატის მიკუთვნებასთან ან პირველი კომპიუტერის ბენეფიციარობასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 აგვისტოს N959 ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციის და ამ რეკომენდაციის სკოლის ადმინისტრაციის მიერ გაზიარების შემდეგაც და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №36/ნ ბრძანების ,, ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ" 25-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, ამასთან სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ხარვეზები გამოწვეულია არა მოსარჩელეთა ქმედებებით, არამედ პედაგოგთა საკლასო ჟურნალის წარმოებისას დაშვებული ფაქტობრივად ტექნიკური უსწორობებით, რომელთა მიმართაც პედაგოგებს რაიმე სამართლებრივი ინტერესი ლ---- პ-------–---–ის და რუ------- მე-–----ესათვის ქულის წამატების არ გააჩნდათ და ვერც ექნებოდათ, რადგან უსწორობები დაშვებულია არადამამთავრებელი კლასის ჟურნალშიც, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ სახეზე პედაგოგთა ტექნიკური უსწორობა/ხარვეზი, რომელსაც გავლენა არ უნდა მოეხდინა და ვერც მოახდენდა მოსწავლეთა საბოლოო შეფასებაზე და ოქროს მედალოსან კანდიდატად წარდგენაზე, ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სამინისტროში იგზავნება, როგორც დაზუსტებული, ასევე გადამოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების ამსახველ სიებიც.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1 პუნქტის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ინტერესს, უკანონოდ ზღუდავს მათ უფლებებს, შესაბამისად სახეზეა აქტის ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდესს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის დირექტორის გ------------ს 2017 წლის 14 ნოემბრის N8---------1 წერილი ლ---- პ-------–---–ის და რუ------- მე-–----ის ოქროს მედალოსან კანდიდატად წარდგენაზე უარის თქმის ნაწილში. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 29 დეკემბრის N----1 წერილი, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 29 დეკემბრის N----2 წერილი და უნდა დაევალოს მოპასუხე ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლას მოახდინოს ლ---- პ-------–---–ის და რუ------- მე-–----ის ოქროს მედალოსან კანდიდატად წარდგენა.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეთა მიერ გაწეული იქნა საპროცესო ხარჯი (გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით) 100-100 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხე ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლას ლ---- პ-------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით, ასევე ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლას რუ------- მე-–----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 9-ე, მე-12, მე-13 მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელეების ლ---- პ-------–---–ის და რუ------- მე-–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის დირექტორის გ------------ს 2017 წლის 14 ნოემბრის N8---------1 წერილი ლ---- პ-------–---–ის და რუ------- მე-–----ის ოქროს მედალოსან კანდიდატად წარდგენაზე უარის თქმის ნაწილში.

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 29 დეკემბრის N----1 წერილი.

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 29 დეკემბრის N----2 წერილი.

 

5. დაევალოს მოპასუხე ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლას მოახდინოს ლ---- პ-------–---–ის და რუ------- მე-–----ის ოქროს მედალოსან კანდიდატად წარდგენა.

 

6. ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლას ლ---- პ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

- ქ. ახალციხის N- საჯარო სკოლას რუ------- მე-–----ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

7. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქუჩა №7ა) 14 დღის ვადაში მხარეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის დღიდან ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №62) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გია ბერაია