გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210017001819850
საქმე № 2/336-17
ნაწილობრივ დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელეები: მ---ი ს------ე, ანი ხ----–--–ი
წარმომადგენელი: ნ----–ი ს------ე
მოპასუხეები: შპს „გ---–---------ი“ (არ გამოცხადდა), შპს „ო-----ნ+“
წარმომადგენელი - ნ--ო ხ----–--–ი
დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გორის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მომართეს მ---ი ს------ემ და ანი ხ----–--–მა მოპასუხეების შპს „გ---–---------ის“ და შპს „ო-----ნ+“-ის მიმართ, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
მოსარჩელეების განმარტებით, 2017 წლის 03 თებერვალს, მათ საცხოვრებელ ბინაში მდებარე გორი, ს----–---ს გამზ. 6--6-ში, გამოცხადდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი ნ--ო ქ-----–--ე, რომელმაც განაცხადა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცელი N2/632-15, რომლის თანახმად, შოს „ო-----ნ+“-ს შპს „გ---–---------“-ის სასარგებლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 1004.50 ლარის, ზიანის - 500 ლარის, სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის, გზავნილის ღირებულების - 25.10 ლარის, სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაური 12 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება.
შპს „ო-----ნ+“ რეგისტრირებულია ქ. გორში, ს----–---ს 6--6-ში მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მისამართზე. შპს დირექტორს და 100% წილის მფლობელს წარმოადგენს მოვალე ნ--ო ხ----–--–ი, რომელიც არის მათი ოჯახის წევრი. შპს „ო-----ნ+“-ის ვალის გამო აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით აღმასრულებლის მიერ დაყადაღდა მათ სკუთრებაში არსებული შემდეგი ნივთები: „ვესტელის“ შავი ტელევიზორი; „ელჯის“ ფირმის სარეცხის მანქანა; ხელნაკეთი პიანინო; ყავისფერი კედელი, ყავისფერი ნაჭრის სამეული და ყავისფერი პიანინო.
მოსარჩელეთა განმარტებით, მათ აღმასრულებელს განუმარტეს, რომ აღნიშნული ნივთები არ იყო ნ--ო ხ----–--–ის საკუთრება, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, მაინც მოხდა ნივთების დაყადაღება, რის გამოც იძულებულნი გახდნენ მოემართათ სასამართლოსთვის ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე შპს „ო-----ნ +“-ის წარმომადგენელმა სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით ცნო სარჩელი და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი რეგისტრირებულია გორში, ს----–---ს N6----ში, მაგრამ ფაქტობრივად ცხოვრობს სხვა მისამართზე კერძოდ, მეუღლის საცხოვრებელ სახლში ქ. გორი, ქ--------ს ქ. N22-ში (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი 13.03.2018 და დაყადაღებული ნივთები არ წარმოადგენს არც მის და არც შპს "ო-----ნ+"-ის საკუთრებას.
მოპასუხე შპს „გ---–---------“-ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, მიუხედავად მისთვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 -ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარებისა, კერძოდ სარჩელისა და თანდართული მასალების ასევე, სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა სასამართლო უწყების მოპასუხის იურიდიულ მისამართზე გაგზავნის გზით, რომელიც მოპასუხეზე გადასაცემად ჩაბარდა დირექტორს - მანანა ინაურს 2018 წლის 15 თებერვალს.
გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ მოპასუხეს სასამართლოსთვის არ უცნობებია.
საქმეზე მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა 2016 წლის 18 ოქტომბერს და აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე მხარე და მოპასუხე შპს „ო-----ნ+“-ის წარმომადგენელ, არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე „შპს „გ---–---------ი“, რომელსაც სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და გამოუცხადებელ მოპასუხეს არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.
სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს ნაწილობრივ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი, ხოლო ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე შპს „ო-----ნ+“-ის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი, ხოლო მოპასუხე შპს „გ---–---------“-ის წარმომადგენელს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. 207-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დღეს მოსამართლე ნიშნავს იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის.
როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხეს ეცნობა სასამართლო სხდომის შესახებ და მას ჰქონდა საკმარისი დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის, თუმცა იგი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს დამტკიცებულად მიაჩნია ყველა ის გარემოება, რაც მხარეებმა აღიარეს. ამდენად, მ---ი ს------ისა და ანი ხ----–--–ის დაყადაღებული მოძრავი ნივთების მფლობელის, მესაკუთრედ ყოფნის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, მოძრავი ნივთების მისადმი კუთვნილების ფაქტის დადასტურება სარწმუნოდ განახორციელა მოსარჩელემ. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ კანონიერია და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სარჩელი შპს „გ---–---------"-ისა და შპს „ო-----ნ +“-ის მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ 2017 წლის 03 თებერვალს აღმასრულებელის მიერ აღიწერა და დაყადაღდა მოსარჩელეების კუთვნილი მოძრავი ნივთები.
დადგენილია, რომ ქალაქ გორში, ს----–---ს N6--6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც დაყადაღებულ იქნა მოძრავი ნივთები მოსარჩელე მ---ი ს------ის საკუთრებაშია.
დადგენილია, რომ „ვესტელის“-ის ფირმის შავი ტელევიზორი და „ელჯის“ ფირმის სარეცხის მანქანა შეძენილია მოსარჩელე ანი ხ----–--–ის მიერ განვადებით, 2012 წლის 24 დეკემბერს.
დადგენილია, რომ დაყადაღებული ხელნაკეთი პიანინო არის ანი ხ----–--–ის საკუთრება.
დადგენილია, რომ დაყადაღებული ყავისფერი კედელი, ყავისფერი ნაჭრის სამეული და ყავისფერი პიანინო (ბელარუსი) შეძენილია მ---ი ს------ის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ხოლო ამავე კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ამ ნივთის მესაკუთრე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართელოს კანონის მე-40 მუხლი ითვალისწინებს იძულებით აღსრულების ერთ-ერთი ღონისძიებას მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართვეოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2 მუხლის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად შპს "ო-----ნ+" თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგნა და იგი სრულად უნდა დაეკისროს გამოუცხადებელ მოპსუხე მხარეს - შპს "გ---–---------ს".
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 2321-ე, 234-ე, 235-ე, 236-ე, 237-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს "გ---–---------ის" მიმართ მიღებულ იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო შპს "ო-----ნ +"-ის მიმართ გადაწყვეტილება, რომლითაც მ---ი ს------ისა და ანი ხ----–--–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - ნ--ო ქ-----–--ის მიერ 2017 წლის 03 თებერვალს შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით ყადაღადადებული ქ. გორში, ს----–---ს გამზ. №6--6-ში მდებერე შემდეგი მოძრავი ნივთები: „ვესტელის“ ფირმის შავი ტელევიზორი; „ელჯის“ ფირმის თეთრი სარეცხი მანქანა; ყავისფერი კედელი (მისაღები ოთახის ავეჯი) 1 კომპლექტი მეორადი მოხმარების; მუქი ყავისფერი ნაჭრის სამეული, ერთი კომპლექტი მეორადი; ყავისფერი პიანინო -"ბელარუსი" 1 ც; ყავისფერი ხელნაკეთი პიანინო 1 ც.
3. მოპასუხე შპს „გ---–---------ს“ გაეგზავნოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი გორის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდებათ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
4. გადაწყვეტილება, შპს „ო-----ნ+“-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე