გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010210014500306
#2/1003-14
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.04.2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - ლანა ძაგნიძე
მოსარჩელეები - ნ-----–ა ბ----–--ე, ნ--ო ე-----–--ე, კ----–ა ე-----–--ე
წარმომადგენელი - კ--------------------ა
მოპასუხე - მ-----ა ე-----–--ე
წარმომადგენელი - დ----------------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. მოპასუხე დ----------------–--ისათვის 42 000.00 (ორმოცდაორი ათასი) ლარის ანაზღაურების დაკისრება, მოსარჩელეების - ნ-----–ა ბ----–--ის, ნ--ო ე-----–--ისა და კ----–ა ე-----–--ის სასარგებლოდ.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, მათი მამკვიდრებელი გ------ი ე-----–--ე საკუთრების უფლებით ფლობდა უძრავ ქონებას, მდებარე - ქობულეთი, და-------–ი, თა----------ს ქუჩა #1---ში. გ------ი ე-----–--ის გარდაცვალების შემდეგ, 2003 წლიდან, მოსარჩელეები, როგორც გ------ი ე-----–--ის პირველი რიგის მემკვიდრეები აღირიცხნენ უძრავი ქონების თანამესაკუთრებად, თუმცა სამკვიდრო ქონებას, ჯერ კიდევ 1990 წლიდან, უკანონოდ ფლობდა მოპასუხე მ-----ა ე-----–--ე და სარგებლობდა ყველა იმ სიკეთით, რისი მიღებაც შესაძლებელი იყო ამ ქონების მართვით. მ-----ა ე-----–--ის უკანონო მფლობელობიდან გამომდინარე მესაკუთრეებს არ მიეცათ საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და სარგებლის მიღების შესაძლებლობა, რაც 2003 წლის 23 ოქტომბრიდან 2014 წლის 15 მაისამდე (სარჩელის აღძვრის მომენტამდე) შეადგენს 42 000 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ სცნო და მიუთითა, რომ სადავო ქონება მართალია აღრიცხული იყო ბიძის გ------ი ე-----–--ის საკუთრებად, მაგრამ რეალურად წარმოადგენდა მის საკუთრებას და ეს გარემოება იმთავითვე ცნობილი იყო მოსარჩელეებისათვის. მ-----ა ე-----–--ე, როგორც ფაქტობრივი მესაკუთრე, უძრავ ქონებას ფლობდა 1990 წლიდან, გ------ი ე-----–--ის სურვილითა და თანხმობით. გ------ი ე-----–--ის გარდაცვალების შემდეგაც, მოსარჩელეებს რაიმე პრეტენზია, ქონების მოპასუხის მიერ მფლობელობის თაობაზე, არასოდეს გასჩენით, რითაც ისინი გამოხატავდნენ თანხმობას მ-----ა ე-----–--ის მხრიდან ქონების ფლობასა და სარგებლობაზე. მოსარჩელეებმა მ-----ა ე-----–--ისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების თაობაზე მოთხოვნა დააყენეს 2013 წელს, ამ დრომდე კი მ-----ა ე-----–--ის მიერ ქონების უკანონო მფლობელობასთან დაკავშირებით დაკავშირებით დავა არ უწარმოებიათ და არც რაიმე პრეტენზია ქონების მფლობელობასთან დაკავშირებით არ გამოუხატავთ.
მოპასუხემ ასევე მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და განმარტა, რომ გასულია ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით შედავების სამწლიანი ვადა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელეებმა ნ-----–ა ბ----–--ემ, ნ--ო ე-----–--ემ და კ----–ა ე-----–--ემ სარჩელით მომართეს სასამართლოს მ-----ა ე-----–--ის მიმართ და მოითხოვეს 42 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება და მ-----ა ე-----–--ის უკანონო მფლობელობიდან ქობულეთში, და-------–ი, თა----------ს ქუჩა #1---ში მდებარე უძრავი ნივთის გამოთხოვა. საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის ნაწილში, უძრავი ნივთის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გამო.
3.1.2. მოცემულ საქმეზე სხვა უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე მ-----ა ე-----–--ე არის 1997 წლის 13 ოქტომბერს გარდაცვლილი გ------ი ე-----–--ის ძმისშვილი, ხოლო მოსარჩელეები ნ-----–ა ბ----–--ე, ნ--ო ე-----–--ე და კ----–ა ე-----–--ე არიან გ------ი ე-----–--ის პირველი რიგის მემკვიდრეები - მეუღლე და შვილები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- დაბადების და გარდაცვალების მოწმობები - ს. ფ. 24; 16;
- სამკვიდრო მოწმობა - ს. ფ. 25-27;
3.2.2. ქობულეთის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 7 მარტის №82 გადაწყვეტილებით შუახევის რაიონის სოფელ შუბნის მცხოვრებ გ------ი ე-----–--ეს, როგორც საშიში გეოლოგიური პროცესების აქტიურობის ზონაში მცხოვრებ პირს ნება დაერთო გადმოვიდეს მუდმივ საცხოვრებლად, ოჯახის ორი სულის შემადგებლობით, და-------–ი და შეისყიდოს თ---------------ის საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო ნაკვეთზე გაშენებული მრავალწლიანი ნარგავებით. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, ჩაქვის სახალხო დეპუტატთა სადაბო საბჭოს აღმასკომს დაევალა და-------–ი, ლენ--ის ქუჩა №1---ში მცხოვრები თ--------------ის საბინაო წიგნში ჩაწეროს გ------ი ე-----–--ის ოჯახი, ორი სულის შემადგენლობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 07.03.2014 წლის გადაწყვეტილება;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.05.2014 წლის გადაწყვეტილება;
3.2.3. 1990 წლის 10 აპრილს თ---------------ესა და გ------ი ე-----–--ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, (რეესტრის №1353), რომლის საფუძველზე, ქობულეთში, და-------–ი, თა----------ს ქუჩა №1---ში მდებარე უძრავი ქონება - 1035 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ერთსართულიანი საცხოვრებელი ხის სახლი, თ---------------ემ მიყიდა გ------ი ე-----–--ეს. საცხოვრებელი სახლის საბინაო წიგნში მუდმივ მცხოვრებლებად ჩაეწერნენ გ------ი ე-----–--ე და მისი ძმისშვილები: დ-------ნ ე-----–--ე და მ-----ა ე-----–--ე, რომელიც საცხოვრებელი ფართის შეძენის დროისათვის იყო არასრულწლოვანი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 07.03.2014 წლის გადაწყვეტილება;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.05.2014 წლის გადაწყვეტილება;
- 10.04.1990 წლის ხელშეკრულება - ს. ფ. 17-18;
- საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი - ს. ფ. 19-23;
3.2.4. გ------ი ე-----–--ე გარდაიცვალა 1997 წლის 13 ოქტომბერს. გ------ი ე-----–--ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო ქობულეთის რაიონი, დაბა ჩაქვი, თა----------ს ქუჩა №1---ში მდებარე უძრავ ქონებაზე. გ------ი ე-----–--ის სამკვიდრო ქონება, თანაბარწილად მიიღეს გ------ი ე-----–--ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა - მეუღლემ ნ-----–ა ბ----–--ემ და შვილებმა – კ----–ა და ნ--ო ე-----–--ეებმა. თუმცა გ------ი ე-----–--ეს და მის მემკვიდრეებს აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში არასოდეს არ უცხოვრიათ. უძრავ ქონებას 1990 წლიდან უწყვეტად ფლობდა და სარგებლობდა მ-----ა ე-----–--ე. მან 1991 წლიდან დ-------ნ ე-----–--ესთან ერთად დაიწყო კაპიტალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. სახლის სამშენებლო - სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 72803.17 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ------ი ე-----–--ის გარდაცვალების მოწმობა - ს. ფ. 24;
- ქობულეთის რაიონული სასამართლოს 19.09.2003 წლის გადაწყვეტილება - ს. ფ. 30-31;
- სამკვიდრო მოწმობა - ს. ფ. 25-27;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.05.2014 წლის გადაწყვეტილება;
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 04.08.2015 წლის გადაწყვეტილება;
3.2.5. 2003 წლის 23 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ქობულეთში, და-------–ი, თა----------ს ქუჩა #1---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 20.48.01.249) თანამესაკუთრეებად 2003 წლის 30 ოქტომბერს დარეგისტრირდნენ გ------ი ე-----–--ის პირველი რიგის მემკვიდრეები - მეუღლე ნ-----–ა ბ----–--ე და შვილები ნ--ო ე-----–--ე და კ----–ა ე-----–--ე, რომელთა წილობრივი მონაცემები საერთო საკუთრებაში განისაზღვრა 1/3 წილით. უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად რეგისტრაციის მიუხედავად, მოსარჩელეებს 2003 წლიდან 2013 წლამდე მოპასუხე მ-----ა ე-----–--ის მიმართ უძრავი ნივთის მფლობელობის გამო პრეტენზია არ გამოუთქვამთ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სამკვიდრო მოწმობა - ს. ფ. 25-27;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს.ფ. 28-29;
3.2.6. 2013 წლის 23 აგვისტოს საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილებას განცხადებით მიმართა ნ-----–ა ბ----–--ემ მ-----ა ე-----–--ის მიმართ და მოითხოვა ქობულეთში, და-------–ი, თა----------ს ქუჩა #1---ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის და უძრავი ნივთით სარგებლობაში ხელშეშლის აღვეთა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს 30.09.2013 წლის გაფრთხილება - ს. ფ. 47-48;
3.2.7. 2014 წლის 13 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ-----ა ე-----–--ემ და დ-------ნ ე-----–--ემ მოპასუხეების ნ-----–ა ბ----–--ის, ნ--ო და კ----–ა ე-----–--ეების მიმართ და მოითხოვა ქობულეთში, და-------–ი, თა----------ს ქუჩა #1---ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მშენებლობისათვის გაწეული დანახარჯების ანაზღაურება 72 803.17 ლარის ოდენობით და ქონებით სარგებლობის უფლების მინიჭება თანხის ანაზღაურებამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.05.2014 წლის გადაწყვეტილება;
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 04.08.2015 წლის გადაწყვეტილება;
3.2.8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით მ-----ა ე-----–--ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს ნ-----–ა ბ----–--ეს, ნ--ო ე-----–--ესა და კ----–ა ე-----–--ეს მ-----ა ე-----–--ის და დ-------ნ ე-----–--ის სასარგებლოდ დაეკისრათ 72 803.17 ლარის ანაზღაურების ვალდებულება. თანხის დაკისრებამდე მ-----ა ე-----–--ეს დაურსუნ ე-----–--ეს ნება დაერთოთ ესარგებლათ ქობულეთში, და-------–ი, თა----------ს ქუჩა #1---ში მდებარე უძრავი ქონებით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.08.2015 წლის გადაწყვეტილებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.05.2014 წლის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც თანხის ანაზღაურებამდე მ-----ა ე-----–--ეს და დ-------ნ ე-----–--ეს ნება დაერთოთ ესარგებლათ უძრავი ქონებით. ამავე გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.05.2014 წლის გადაწყვეტილება მ-----ა ე-----–--ისა და დ-------ნ ე-----–--ის სასარგებლოდ 72803.17 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში. გადაწყვეტილება შევიდა კანოიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.05.2014 წლის გადაწყვეტილება;
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 04.08.2015 წლის გადაწყვეტილება;
- სააღსრულებო ფურცელი;
3.2.9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.05.2014 წლის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის 72 803.17 ლარის გადახდევინების მიზნით ქობულეთში, და-------–ი, თა----------ს ქუჩა #1---ში მდებარე უძრავი ქონება გაიყიდა აუქციონის წესით 2016 წლის 5 დეკემბერს. უძრავი ქონების მესაკუთრედ 2016 წლის 6 დეკემბრიდან აღირიცხა შემძენი თენგიზ ფუტკარაძე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2.10. მოპასუხე მ-----ა ე-----–--ე ქობულეთში, და-------–ი, თა----------ს ქუჩა #1---ში მდებარე უძრავ ქონებას - 1035 კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლს, მესაკუთრეების ნ-----–ა ბ----–--ის, ნ--ო და კ----–ა ე-----–--ეების ნების საწინააღმდეგოდ, მათი თანხმობის გარეშე, ფლობდა 2013 წლის აგვისტოდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით, უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის ბედის გადასაწყვეტად მნიშნველოვან ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს მ-----ა ე-----–--ის მხრიდან მოსარჩელეთა ნების საწინააღმდეგოდ, მათი თანხმობის გარეშე, უძრავი ქონების უკანონოდ მფლობელობის პერიოდის განსაზღვრა.
დადგენილია და მხარეთა დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მ-----ა ე-----–--ე და-------–ი, თა----------ს ქუჩა #1---ში მდებარე უძრავი ქონებას დაეუფლა 1990 წლიდან გ------ი ე-----–--ის მიერ ქონების შეძენის პერიოდიდან და ამ ქონებას ფლობდა უწყვეტად ქონების რეალიზაციამდე, 2016 წლის დეკემბრამდე. ასევე დადგენილია, რომ უძრავი ქონების ყოფილ მესაკუთრეს გ------ი ე-----–--ეს, მ-----ა ე-----–--ის მხრიდან ქონებით სარგებლობის ფაქტთან დაკავშირებით, არასოდეს გამოუხატავს რაიმე პრეტენზია. პირიქით, მ-----ა ე-----–--ე უძრავ ქონებას ფლობდა სწორედ მისი თანხმობით და ეს გარემოება დადგენილია სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ასევე დადგენილია, რომ მ-----ა ე-----–--ის მხრიდან ქონებით სარგებლობის ფაქტის შესახებ იცოდნენ გ------ი ე-----–--ის მემკვიდრეებმა და მათ, 2003 წლიდან უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვის მიუხედავად, 2013 წლამდე რაიმე პრეტენზია უძრავი ნივთის მფლობელობასთან დაკავშირებით მ-----ა ე-----–--ისათვის არ წარუდგენიათ. ეს გარემოება დადგენილია როგორც მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, ასევე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მხარეთა მონაწილეობით განხილულ სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეებს 2013 წლამდე მ-----ა ე-----–--ის მიერ სადავო უძრავი ქონების მფლობელობა სადავოდ არ გაუხდიათ და მ-----ა ე-----–--ის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა ან/და უძრავი ქონებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა არ მოუთხოვიათ. მ-----ა ე-----–--ის მფლობელობიდან სადავო ქონების გამოთხოვის მოთხოვნით მოსარჩელეებმა შსს ქობულეთის რაიონულ სამმართველოს მიმართეს 2013 წლის აგვისტოს თვეში. შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სწორედ ამ პერიოდიდან (2013 წლის აგვისტოს თვიდან) 2016 წლის ჩათვლით ფლობდა მოპასუხე მ-----ა ე-----–--ე სადავო უძრავ ქონებას მესაკუთრეების ნ-----–ა ბ----–--ის, ნ--ო და კ----–ა ე-----–--ეების ნების საწინააღმდეგოდ, მათი თანხმობის გარეშე. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეებს ამ გარემოების საწინააღმდეგოდ არსებითი შედავება არ განუხორციელებიათ.
3.2.11. მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული, ქობულეთში, და-------–ი, თა----------ს ქუჩა #1---ში მდებარე უძრავ ქონების მ-----ა ე-----–--ის მხრიდან ფლობისაა და სარგებლობის გამო, მოსარჩელეებს არ მიეცათ შესაძლებლობა ამ ქონების სარგებლობით/ქონების გაქირავებით მიეღოთ შემოსავალი, რაც საშუალოდ ერთი წლის მანძილზე შეადგენდა 4200 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.(1-ლი ნაწილი); ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. (მე-2 ნაწილი); საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (მე-3 ნაწილი);
მოსარჩელე მხარემ მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში სასამართლოს წარმოუდგინა შპს „დანი-აუდიტის“ მიერ 14.05.2014 წელს გაცემული აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმად, ქობულეთში, და-------–ი, თა----------ს #1---ში მდებარე 1036 კვმ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 144 კვმ ფართის შენობის გამოყენების შემთხვევაში, საშუალო წლიური შემოსავალი საიჯარო ქირის სახით შეადგენს 4200 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლომ სსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული წესით შეაფასა რა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, მხედველობაში მიიღო ის გარემოება რომ აუდიტის მიერ კვლევა ნაწარმოებია შეფასების საყოველთაო სტანდარტებზე დაყრდნობით, გაყიდვების შედარებითი ანალიზის, უძრავი ქონების ბაზრის ანალიზისმიმდინარე მონიტორინგის ანალიზის და სხვ. მეთოდების გამოყენებით. კვლევისას გათვალისწინეული იქნა ის გარემოება, რომ შესაფასებელი ობიექტი მდებარეობს ბათუმიდან 10 კმ-ის დაშორებით, ზღვის სანაპიროდან პირდაპირი ხედვით 100-200 მეტრის დაშორებით, შესაძლებელია მისი გამოყენება სააგარაკედ, სასტუმროდ, საოჯახო სასტუმროდ და სხვა მსგავსი ტიპის ობიექტების მოწყობის მიზნით. მითითებული გარემოებების ურთერთშეჯერებით სასამართლო იზირებს აუდიტორული დასკვნით გათვალისწინებულ შეფასებას და დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ ამ ქონების სარგებლობის/ქონების გაქირავების შესაძლებლობის შემთხვევაში ის შეძლებდა მიეღო შემოსავალი, წლის მანძილზე 4200 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარეს ამ გარემოების საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვისარ წარმოუდგენია და არც სათანადო შედავება განუხორციელებია მოსარჩელე მხარისადმი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, წარმოდგენილი მასალების გამოკვლევის, მხარეთა განმარტებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე, 979-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, რაც გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეთა კანონიერ ინტერესებს.
საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას).
6.2. დადგენილია, რომ მოსარჩელეები მოითხოვენ 2003 წლიდან სარჩელის აღძვრამდე (2014 წლის 15 მაისამდე) პერიოდში მათი კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელეები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპასუხე მ-----ა ე-----–--ის მხრიდან უკანონო მფლობელობის გამო, მათ მოესპოთ ამ ქონებით სარგებლობის, ქონების გაქირავების და ამით შემოსავლის მიღება შესაძლებლობა.
6.3. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იმის გამო, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე უკავშირდება მოპასუხის მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უძრავი ნივთის მფლობელობას, სადავო შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ განსახილველ ნორმას მოიცავს უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.(იხ. სუსგ #1202-1131-2012; #881-843- 2014; #472-448-2013)
აქედან გამომდინარე, ამ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო, ამ უკანასკნელმა დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, ის უფლებამოსილია ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გათანაბრების ოდენობის განსაზღვრის საკითხი. ამ მხრივ კი საყურადღებოა შესრულების კონდიქციის რეგულირების მექანიზმი, რაც განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვით, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. იმის გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (მ-----ა ე-----–--ის მიერ უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთის დაბრუნება) შეუძლებელია, ზემოთ მითითებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა (მოსარჩელე მხარემ, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრემ) შეიძლება, გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც განსახილველ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს უძრავი ქონების ქირავნობის თანხის ოდენობით, ანუ მიუღებელი ქირა წარმოადგენს მოთხოვნის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მოსარჩელე მხარე ეყრდნობა შპს „დანი-აუდიტის“ მიერ 14.05.2014 წელს გაცემულ აუდიტორულ დასკვნას, რომლის თანახმად, ქობულეთში, და-------–ი, თა----------ს #1---ში მდებარე 1036 კვმ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 144 კვმ ფართის შენობის გამოყენებიდან საშუალო წლიური შემოსავალი შეადგენს 4200 ლარს. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარეს ამ გარემოების საწინააღმდეგოდ არსებითი შედავება არ განუხორციელებია და არც საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს მოსარჩელე მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ მ-----ა ე-----–--ის უკანონო მფლობელობიდან გამომდინარე, მის საკუთრებაში არსებული ქონების გაქირავების შეუძლებლობის გამო მან დაკარგა წლიურად 4200 ლარის ოდენობით შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
დადგენილია, რომ სწორედ ამ საფუძვლით მოითხოვს მოსარჩელე მხარე ზიანის ანაზღაურებას. ამასთან, მიუთითებს, რომ მისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა მოიცავდა 2003 წლიდან 2016 წლამდე პერიოდს, თუმცა ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნას აყენებს მხოლოდ 2003 წლიდან სარჩელის აღძვრამდე, 2014 წლის 15 მაისამდე, 10 წლის მანძილზე მიღებული ზიანის ფარგლებში, რაც მისივე მტკიცებითშეადგენს 42 000 ლარს.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნის დასაბუთებულობასთან მიმართებით, მნიშვნელოვანია შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, რომლის მიხედვით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება უშუალოდ უკავშირდება პირის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას, რაც შესაძლოა გამოიხატოს ამავე პირის თანხმობის გარეშე სიკეთით სარგებლობაში.
შესაბამისად, სარჩელის ბედის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს ქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელეთა სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას მოპასუხის მხრიდან, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეების ნების საწინააღმდეგოდ, მათი თანხმობის გარეშე ფლობითა და სარგებლობით. ხოლო დადებით შემთხვევაში, მნიშვნელოვანია განისაზღვროს ის პერიოდი, რომლის მანძილზე მოპასუხე მოსარჩელე მხარის ნების საწინააღმდეგოდ, მისი თანხმობის გარეშე სარგებლობდა მოსარჩელის სამართლებრივი სიკეთით, რითაც მას უზღუდავდა შესაძლებლობას მიეღო სარგებელი.
6.5. დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოპასუხე ჯერ კიდევ მამკვიდრებელ გ------ი ე-----–--ის სიცოცხლეში მისივე თანხმობით უწყვეტად ფლობდა და სარგებლობდა სადავო უძრავი ქონებით. გ------ი ე-----–--ეს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეს რაიმე პრეტენზია მ-----ა ე-----–--ის მხრიდან უძრავი ქონების მფლობელობასთან დაკავშირებით არასდროს გამოუხატავს. გ------ი ე-----–--ის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელეების მხრიდან უძრავი ქონების მემკვიდრეობით მიღებისა და მესაკუთრედ აღრიცხვის მიუხედავად, უძრავი ქონების ფლობა და სარგებლობა ჩვეულებრივად გააგრძელა მ-----ა ე-----–--ემ, რის შესახებაც იმთავითვე ცნობილი იყო მოსარჩლე მხარისათვის. მიუხედავად ამისა, მათ რაიმე პრეტენზია მ-----ა ე-----–--ის მხრიდან მათი უძრავი ქონების უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით არ გამოუხატავთ. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მხარეთა განმარტებებითა და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა მ-----ა ე-----–--ის მიმართ უძრავი ქონების მფლობელობასთან დაკავშირებით პრეტენზია წარადგინეს 2013 წლის აგვისტოს თვიდან. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდიდან წარმოიშვა სკ-ის კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი წინაპირობა - პირის თანხმობის გარეშე მისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა. აღსანიშნავია, რომ ამ გარემოების საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხისათვის უნდა განისაზღვროს 2013 წლის აგვისოტოდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდის - 15.05.2014 წლის, ჩათვლით, რაც საერთო ჯამში მოიცავს 9 თვეს. მართალია, უდავოდ დადგენილია, რომ საკუთრების უფლების უკანონო ხელყოფა უძრავი ქონების მფლობელობის სახით მ-----ა ე-----–--ის მხრიდან გაგრძელდა 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით, (უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციამდე), მაგრამ დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოიცავს მხოლოდ 2003 წლიდან 15.05.2014 წლამდე პერიოდს. სასამართლო კი შეზღუდულია მოსარჩელის მოთხოვნით და უფლებამოსილი არ არის გასცდეს მის ფარგლებს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 248-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესისა.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის მიხედვით, უძრავი ქონების სარგებლობის შესაძლებლობის შემთხვევაში მოსარჩელე მხარე შესძლებდა წლიურად 4200 ლარის ოდენობით სარგებლის მიღებას, რაც 9 თვეზე გაანგარიშებით შეადგენს 3150 ლარს (4200X9:12=3150).
სასამართლო, წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების უკანონო ხელყოფის გამო, უძრავი ქონების 9 თვის მანძილზე სარგებლობის შეუძლებლობით, მოსარჩელე მხარემ მიიღო ზიანი 3150 ლარის (350X9=3150) ოდენობით.
6.6. ბუნებრივია, მოსარჩელე მხარე შეზღუდული არ არის მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება უკანონო მფლობელობის მთელ პერიოდისათვის, მათ შორის 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, მაგრამ როგორც ზემოთ აღინიშნა, მას წინამდებარე სასარჩელო წარმოების ფარგლებში, მოთხოვნა უკანონო მფლობელობის მთელი პერიოდის მანძილზე, მათ შორის სარჩელის აღძვრის შემდგომ პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღუარების თაობაზე არ დაუყენებია. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამ საკითზე.
6.7. სასამართლო აქვე მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ არ იზირებს მოპასუხე მხარის მტკიცებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ მოპასუხემ მიუთითა სკ-ის 1008-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამი წელს, რაც აითვლება იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ განსახილველ ურთიერთობაზე ვრცელდება არა დელიქტური ვალდებულების, არამედ - უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის მარეგულირებელი ნორმები. შესაბამისად, ამ ურთიერთობაზე ვრცელდება ხანდაზმულობის საერთო ვადა, რაც შეადგენს 10 წელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ეს ვადა დადგენილია ყველა იმ ურთიერთობისთვის, რომლისთვისაც გათვალისწინებული არ არისხანდაზმულობის სპეციალური ვადა და მათ შორისა უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფლობითა და სარგებლობით მოსარჩელე მხარემ ზიანი მიიღო არა ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის სახით, არამედ ქონების სარგებლობით შემოსავლის მიღების შეუძლებლობით. ამდენად, ამ ურთიერთობაზე ვრცელდება არა სკ-ის 992-1008-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები, არამედ სკ-ის 979-ე და 982-ე მუხლების მოთხოვნები. შესაბამისად, ამ ურთიერთობის მიმართ დაუშვებელია გავრცელდეს დელიქტური ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნებისათვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი.
ამავე კოდექსის 49.2. მუხლის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ საქმეზე, დავის საგნის ღირებულების 42 000 ლარის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 1260 ლარს, რაც მოსარჩელემ გადაიხადა სარჩელის აღძვრისას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება ნაწილობრივ, 3 150.00 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 94.50 ლარის ანაზღაურება დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. გარდა ამისა დადგენილია, რომ მოსარჩელემ თავდაპირველად სარჩელი აღძრა ასევე უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით და სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი. თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ამ ნაწილში შეამცირა მოთხოვნა მოსამზადებელ ეტაპზე, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-244-ე, 247-248-ე,256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა :
1. მოსარჩელეების ნ-----–ა ბ----–--ის, ნ--ო ე-----–--ისა და კ----–ა ე-----–--ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე მ-----ა ე-----–--ეს მოსარჩელეების ნ-----–ა ბ----–--ის, ნ--ო ე-----–--ისა და კ----–ა ე-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 3150 (სამი ათას ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე მ-----ა ე-----–--ეს მოსარჩელეების ნ-----–ა ბ----–--ის, ნ--ო ე-----–--ისა და კ----–ა ე-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 94.50 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. მოსარჩელეებს ნ-----–ა ბ----–--ეს, ნ--ო ე-----–--ესა და კ----–ა ე-----–--ეს დაუბრუნდეთ ნ-----–ა ე-----–--ის მიერ 2014 წლის 15 მაისს სს „თიბის ბანკის“ #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის - 1380 ლარის ნაწილი 120 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი