განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002185796
1-1038/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ირინე მაკარაძე
პროკურორი - შ----------–---–ი
ბრალდებული - ვ-–-------- ტ------ევი
ადვოკატი - ს----- ა------ნი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
საქმის გამოძიების ნომერი № 1-----------
ბრალდებული: ვ-–-------- ტ------ევი
მამის სახელი: ს------
დაბადებული: 21.08.1-----–--–---------–--------------------–-----------–------------–-------–----–---------------–------------------------------------------------------------------------------–-----–-----------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" და "ე" ქვეპუნქტები და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" და "ე" ქვეპუნქტები ;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 273-ე მუხლით გასამართლებულმა ვ-–-------- ტ------ევმა ნასამართლეობის გაქარწყლებამდე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად განსაკუთრებით დიდი ოდენობით საერთო წონით- 1,63844 გრამი ნარკოტიკული საშუალების ბუპრენორფინის შემცველ 184 ცალ მთელ ტაბლეტს და ტაბლეტის ნატეხებს, რომელთაგან 63 ცალი მთელი ტაბლეტი და ტაბლეტის ნატეხები, რომელიც შეიცავს 0, 5508 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს 2017 წლის 01 ნოემბერს ბათუმში ვ-–-------- ტ------ევის პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული, ხოლო 121 ცალი მთელი ტაბლეტი და ტაბლეტის ნატეხები, რაც შეიცავს 1, 08764 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, 2017 წლის 01 ნოემბერს ამოღებული იქნა ქ. ბათუმი აღმაშენებლის ქ N12 ბ N31-ში მდებარე ვ-–-------- ტ------ევის ბინის ჩხრეკისას.
2. სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 273-ე მუხლით გასამართლებულმა ვ-–-------- ტ------ევმა ნასამართლეობის გაქარწყლებამდე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად-0,01 გრამი ნარკოტიკული საშუალების მეთადონის (მარილი) შემცველ ტაბლეტის ნატეხს, რაც 2017 წლის 01 ნოემბერს ამოღებული იქნა ქ. ბათუმი აღმაშენებლის ქ.N12 ბN31-ში მდებარე ვ-–-------- ტ------ევის ბინის ჩხრეკისას.
3.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 აპრილის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევმა ვ-–-------- ტ------ევმა ნასამართლეობის გაქარწყლებამდე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, რაც დაუდგინდა ნარკოლოგიურ თრობაზე შემოწმებისN9011261 დასკვნით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის და იმის მიერ ვისაც ჩადენილი აქვს სსსკ-ის 33-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის და იმის მიერ ვისაც ჩადენილი აქვს სსსკ-ის 33-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
ბრალდებულმა ვ-–-------- ტ------ევმა აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4.სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, თ----------------–იას, რე---------------------------------–--ლის, ვ-–-------- ტ------ევის გამოკითხვის ოქმებით, ვ-–-------- ტ------ევის ბრალდების შესახებ დადგენილებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დაკსვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 აპრილის განაჩენით, ფორმა N1, თანხმობის ხელწერილი, დადგენილება ვლადმიერ ტ------ევის პირადი ჩხრეკის შესახებ, შუამდგომლობა გადაუდებლად ჩატარებული პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, განჩინება პირადი ჩხრეკის დაკანონებაზე, ფოტოცხრილი თანხმობის ხელწერილი, დადგენილება ბრალდებული ვ-–-------- ტ------ევის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შესახებ, შუამდგომლობა გადაუდებლად ჩატარებული ბინის ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, ფოტოცხრილი მიმართვის წერილი, დადგენილება ქიმიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და მომართვის წერილი, 2008 წლის 21 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, განჩინებები ჩხრეკის დაკანონების შესახებ და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, ბრალდებულმა ვ-–-------- ტ------ევმა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის და იმის მიერ ვისაც ჩადენილი აქვს სსსკ-ის 33-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის და იმის მიერ ვისაც ჩადენილი აქვს სსსკ-ის 33-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მომარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
5.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
6.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება სია 2 გრაფა 10-ში შეტანილია ბუპრენორფინი, ხოლო მეთადონი იმავე სიის გრაფა 40-ში.
7. სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში იგულისხმება, რომ პირმა იგი შეიძინა და შეინახა ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.
8. უკანონო შეძენა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით. (მაგ: ყიდვა, სესხის სანაცვლოდ მიღება ,საჩუქრად მიღება, პოვნა, )
9. უნანონო შენახვა ნიშნავს, ნიშნავს ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, შენახვა ბინაში, მანქანაში, ჯიბეში და ა. შ)
10. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში პირის ბრალდებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს როგორც ნივთიერების წონა, ასევე ფლობა პირის მიერ.
11. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ვ-–-------- ტ------ევს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალების შეძენის და შენახვის. იმავდროულად დადგინდა ვ-–-------- ტ------ევის მხრიდან მისი ფლობა.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ-–-------- ტ------ევმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობა
13. ვ-–-------- ტ------ევის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 63 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით- 24,859 გრამი და ტაბლეტის ნატეხები წონით-2,681 გრამი შეიცავს -0,5508 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს.
ვ-–-------- ტ------ევის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული 121 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით-47,454 გრამი, ტაბლეტის ნატეხები წონით 6, 278 გრამი და 0, 65 გრამი შეიცავს- 1,08764 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს.
0,24 გრამ ტაბლეტის ნატეხში ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) რაოდენობრივი შემცველობა შეადგენს-0,01 გრამს.
14. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის 29 გრაფის მიხედვით დიდ ოდენობათ უკვე ითვლება 0,012 გრამი ბუპრენორფინი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად უკვე ითვლება 0,12 გრამი, ხოლო და მეთადონის მარილი წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ-–-------- ტ------ევმა შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინს და მეთადონის მარილს.
ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება:
16.ექსპერტიზის №9011261 დასკვნის თანახმად, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ვ-–-------- ტ------ევს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ბუპრენორფინის მიღება.
17.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ25 ნაწილის თანახმად უკანონო მომხმარებელია - პირი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარს I, II ან III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას, მაგრამ არა აქვს ჩამოყალიბებული მასზე დამოკიდებულება.
18. ნნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებაა, იგი შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების მე-2 სიაში, ნომერი 10 და მისი მოხმარება საჭიროებს ექიმის სპეციალურ ნებართვას.
19. ვ-–-------- ტ------ევს ექიმის სპეციალური ნებართვა ზემოთაღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის არ აქვს.
20. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ-–-------- ტ------ევმა ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება.
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ:
21. როგორც სასამართლომ აღნიშნა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 აპრილის განაჩენით ვ-–-------- ტ------ევი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ოდენობით, დამატებით სასჯელად ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ნასამართლობა გაქარწყლდება პირობით მსჯავრდებულისა _ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ვ-–-------- ტ------ევი 2017 წლის 01 ნოემბერს ითვლებოდა ნასამართლევად ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
24. ამრიგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-–-------- ტ------ევმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის და იმის მიერ ვისაც ჩადენილი აქვს სსსკ-ის 33-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის და იმის მიერ ვისაც ჩადენილი აქვს სსსკ-ის 33-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მომარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
25. ვ-–-------- ტ------ევის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.
26. ვ-–-------- ტ------ევს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მან აღიარა ჩადენილი დანაშაული.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
27. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდაო გახადა მტკიცებულებები, სასამართლო თვლის, რომ ვ-–-------- ტ------ევს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 8 (რვა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
28. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
29. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის.
30. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს.
31. ამდენად ვ-–-------- ტ------ევთან მიმართებაში საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრულმა უფრო მკაცრმა სასჯელის სახემ თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე ჯარიმა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ვინაიდან დანაშულის ჩადენის დროს ვ-–-------- ტ------ევი იმყოფებოდა იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, საბოლოოდ მის მიმართ სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით განაჩენთა ერობლიობით.
32. ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
33. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის საქმეზე კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
ბრალდებული ვ-–-------- ტ------ევი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 08 (რვა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
ვ-–-------- ტ------ევი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ-–-------- ტ------ევს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ვ-–-------- ტ------ევს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ვ-–-------- ტ------ევს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან- 2017 წლის 01 ნოემბრიდან.
ვ-–-------- ტ------ევის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 03 ივლისის კანონის საფუძველზე ვ-–-------- ტ------ევს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს, მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა 3000 აშშ დოლარი - დაუბრუნდეს ვ-–-------- ტ------ევს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი