გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/140-17 (140210017001785152)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
2 მაისი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი
სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი
მოსარჩელე - შპს მ---------------
წარმომადგენელი - ლ-------------
მოპასუხე - გ--–-----------–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2571-ე, 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს მ----------------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გ--–-----------–---–- შპს მ----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 826.00 (რვაას ოცდაექვსი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 700 ლარი, პროცენტი 88.20 ლარი, პირგასამტეხლო 37.80 ლარი;
3. გ--–-----------–---–- შპს მ----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯიდან 1,32 (ერთი ლარისა და ოცდათორმეტი თეთრის) ლარის გადახდა;
4. შპს მ--------------- სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 27.51 (ოცდაშვიდი ლარი და ორმოცდათერთმეტი თეთრი) ლარი, რაც 2017 წლის 16 იანვარს №1484566604 საგადასახადო დავალებით განთავსებულ იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე. სახაზინო კოდი: 300833150, ბანკის კოდი: TRESGE22;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და სააპელაციო წესით არ საჩივრდება.
სასამართლო განმარტავს გადაწყვეტილების მოტივებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257I-ე და 365-ე მუხლების საფუძველზე:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
შპს მ----------------სა და გ--–-----------–---–- შორის 2016 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე 700 ლარის სესხი გაიცა. სესხზე დასარიცხი პროცენტი 88,20 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულებით მხარეები პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხისა 1,5 %-ს შეადგენდა. გ--–-----------–---–მა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც შპს მ----------------ის მიმართ დავალიანება ერიცხება.
გ--–-----------–---–მა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში დავალიანების არსებობა აღიარა.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
გ--–-----------–---–- პირგასამტეხლოს მოთხოვნას არ ეთანხნმება, თუმცა არ უარყოფს, რომ მასსა და მოსარჩელეს შორის დადებული ხელშეკრულება ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვას ითვალისწინებდა.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე შპს მისი „ემ ბი ეს“-ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.
სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა ვადაგადაცილებულად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შედეგად, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუსაბამოდ მაღალია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 644.21 ლარი და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 37.80 ლარამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს მ----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხა, პროცენტი და პირგასამტეხლო შემცირებული ოდენობით.
საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიხედვით დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება გადასახდელი თანხით.
სარჩელის აღძვროს მომენტისათვის მოსარჩელემ სარჩელის ფასად 1432.41 ლარი მიუთითა, რისთვისაც სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარი გადაიხადა.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სარჩელი, ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში მოსამზადებელ სხდომაზე ვინაიდან ცნო მოპასუხემ, შპს მ----------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 27.51 (ოცდაშვიდი ლარი და ორმოცდათერთმეტი თეთრი) ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოპასუხე გ--–-----------–---–- შპს მ----------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯიდან 1.32 (ერთი ლარისა და ოცდათორმეტი თეთრის) ლარის გადახდა.
უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი