გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 280210918002427883 (2/59-18)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის
საგნის დაბრუნების შესახებ
04.05.2018 წელი ქ. ზუგდიდი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი მოსამართლე ირაკლი აბშილავა
განმცხადებელი შპს ,,მოგო’’
მოპასუხე ნ----–--------
მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
შპს ,,მოგო’’ ითხოვს მოპასუხე ნ----–--------სგან ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას.
განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
21.01.208 წ შპს ,,მოგოსა” და ნ----–--------ს შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება №L21012018/0057.
ლიზინგის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალება NISSAN, მოდელი MARCH, VIN კოდი AK12074383, გამოშვების წელი 2002, ძრავის მოცულობა 1240, ფერი რუხი 1/8. რ---------–----------------------
აღნიშნული ავტომანქანა განმცხადებელმა 6400 ლარად შეიძინა ნ----–--------სათვის გადასაცემად.
ლიზინგის თანხა განისაზღვრა 6550 ლარის ოდენობით, თვეში 3,75 %-ის დარიცხვით. კრედიტის ვადა განისაზღვრა 21.01.20187წელი. ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიური 335.02 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის: ერთჯერადი 20 ლარი, ამას დამატებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იმ შემთხვევაში თუ ლიზინგის მიმღები თანხის გადახდას გადააცილებს 30 დღეზე მეტი ვადით, მას ეკისრება პირგასამტეხლო სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 5 %-ის ოდენობით.
ნ----–--------ს მიერ არ სრულდება ლიზინგის ხელშეკრულებების პირობები, გრაფიკის შესაბამისად არ დაუფარავს ლიზინგით გათვალისწინებული თანხა. დაირღვა მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკი.
27.04.2018 წ მდგომარეობით ნ----–--------ს დავალიანება შეადგენს 7844.03 ლარს.
ლიზინგის მიმღებს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები დავალიანების შესახებ და განესაზღვრა დამატებითი ვადა მის შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.
განმცხადებელს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯები კერძოდ, გადახდილია სახ. ბაჟი 96.00 ლარი.
შპს ,,მოგო’’ ითხოვს სასამართლომ გამოსცეს ბრძანება ნ----–--------ს მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, NISSAN, მოდელი MARCH, VIN კოდი AK12074383, გამოშვების წელი 2002, ძრავის მოცულობა 1240, ფერი რუხი 1/8. რ---------–----------------------, დაბრუნების შესახებ.
განსახილველ განცხადებას მოთხოვნის უფლების არსებობისა და მისი დასაბუთებულების დასადასტურებლად თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ, ლიზინგის საგნის ნასყიდობის ხელშეკრულება, სარეგისტრაციო მოწმობა, პასპორტის ასლი, ამონაწერი რეესტრიდან, შპს ,,მოგოს” მიერ გაცემული მინდობილობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა შპს ''მოგოს'' განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს, სახეზეა წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:
1.შპს ,,მოგოს’’ განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. შ----------------------------) დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - ნ----–--------ს მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება NISSAN, მოდელი MARCH, VIN კოდი AK12074383, გამოშვების წელი 2002, ძრავის მოცულობა 1240, ფერი რუხი 1/8. რ---------–----------------------
3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.
4.ნ----–--------ს შპს ,,მოგოს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 96.00 ლარის გადახდა.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, ჩხოროწყუს მაგისტრატი სასამართლოს (დაბა ჩხოროწყუ გობეჩიას N1) მეშვეობით.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა