გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/488-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი ბორენა იობიძე
მოსარჩელე - ს-----–------------
წარმომადგენელი - კ-------------------
მოპასუხე - ნ-------------
წარმომადგენელი - ლ--------–---
დავის საგანი - მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ-------------ს დაეკისროს 4145.25 ლარის (ბინის შესაძენად გამოგზავნილი თანხა), ასევე - 24000 ლარის (ჩატარებული რემონტი) და 245.78 ლარის (გადასაფორმებლად გამოგზავნილი 100 აშშ დოლარი, 1$=2.4578 ლარს), ჯამში 28391.03 ლარის გადახდა სვეტლანა ხანთაძის სასარგებლოდ.
1.2. მოპასუხე ნ-------------ს დაეკისროს საადვოკატო მომსახურების თანხა 1000 ლარი (სისხლის სამართლის საქმეზე), 500 ლარი (სამოქალაქო სამართლის საქმეზე), აუდიტის შეფასების თანხა 150 ლარი, სულ - 1650 ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის იანვრის თვეში თ---------------- მოპასუხე ნ-------------- მეშვეობით, მისივე გამოგზავნილი 2500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარით შეიძინა ტყიბულის რაიონის სოფ. კურსებში (---–-------------–---- - ს---–-------------- 2013 წლის 11 იანვარს ნ----------- მოახდინა ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მისსავე სახელზე, დროებით, ვიდრე რუსეთის ფედერაციაში მყოფი თ--------------- თავად არ ჩავიდოდა და გადაიფორმებდა თავის სახელზე. 2015 წლის ზაფხულზე თ---------- დაბრუნდა საქართველოში და თავის შეძენილ ბინაში გააკეთა კაპიტალური რემონტი, შესაბამისად მოსთხოვა ნ----------- ბინის გადაფორმება თავის საკუთრებაში, რასაც ეს უკანასკნელი სხვადასხვა მიზეზით აჭიანურებდა. 2015 წლის 09 ოქტომბერს თ--------------- გარდაიცვალა. მისმა შვილმა ს-----–------------მ აღიდგინა მემკვიდრეობა მამის დატოვებულ ქონებაზე და მოსთხოვა ნ-------------ს მამის შეძენილი სახლი გადაეფორმებინა მისთვის. აღმოჩნდა, რომ ნ----------- აღებული ჰქონდა სესხი, რაზეც 2015 წლის 30 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მას აკრძალული ჰქონდა აღნიშნული ბინის გასხვისება, თუმცა ს----------- არაფერი იცოდა ამის შესახებ. ამან გამოიწვია ურთიერთობის დაძაბვა მხარეებს შორის, რაზეც მოსარჩელემ ხელწერილის დაწერა მოსთხოვა მოპასუხეს, ის კი თავის მხრივ დაემუქრა მას, რომ ბინას დააკარგვინებდა, ისეთ რამეს გაუკეთებდა. ყოველივეს შედეგად მოჰყვა ის რომ ნ----------- საერთოდ უარი უთხრა ს----------- და განაცხადა ეს ბინა მე მაჩუქა მამაშენმა, ჩემია და ვერაფერს მიიღებო. ს-----–------------მ მიმართა პოლიციას, აღძრა საქმე და ნ-------------- მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა სამართლიანობის აღდგენა სრულად ვერ მოხერხდა, რადგან ნ-------------მ განზრახ არ შეასრულა თავისი ვალდებულება ბანკის წინაშე, შეგნებულად და მიზანმიმართულად „შეატოვა“ ბანკს თ----------- სახლი და არ მოახდინა ზემოთ აღნიშნული ბინის გადაფორმება მის პირდაპირ მემკვიდრეზე - ს-----–------------ზე, რითაც მიაყენა მას მნიშვნელოვანი ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და არ დაეთანხმა არცერთ ფაქტობრივ გარემოებას.
მთავარ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ნ-------------- წარმომადგენელმა ლ--------–---მ ნაწილობრივ, კერძოდ 4145.25 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო სარჩელი, ასევე დაეთანხმა სარჩელში მითითებულ 1-10 ფაქტობრივ გარემოებებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2013 წლის იანვრის თვეში თ---------------- ძმისშვილის ნ-------------- მეშვეობით, მისივე გამოგზავნილი 2500 ამერიკული დოლარით მოქალაქე ლ--------------------- შეიძინა ბინა ტ------–--------------------–---------–------–-------------–---------–-------------------------–------------------------- 2013 წლის 11 იანვარს ნ-------------მ მოახდინა ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მისსავე სახელზე, დროებით, ვიდრე რუსეთის ფედერაციაში მყოფი თ--------------- თავად არ გადაიფორმებდა.
3.1.2. 2015 წლის 09 ოქტომბერს გარდაიცვალა თ---------------.
3.1.3. 2015 წლის 30 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით სს „კორ სტანდარტ ბანკის“ წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე მოპასუხე ნ-------------ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ტ------–-------------------–-----------------–------ 39.07.09.071.01.0-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
3.1.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენით (საქმე№1/892) ნ------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენი (იხ. ს.ფ. 15-18);
- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (იხ. ს.ფ. 46-47);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ (იხ. ს.ფ. 23-27);
- გარდაცვალების მოწმობა(იხ. ს.ფ. 22);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.5. 2016 წლის 11 აპრილს გაიცა ზოგადი სამკვიდრო მოწმობა გარდაცვლილ თ---------------- დანაშთ ქონებაზე. მემკვიდრემ - ს-----–------------მ საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის მთელი სამკვიდრო ქონება მასში შემავალი როგორც უძრავ-მოძრავი ქონებით, ასევე აქტივებითა და პასივებით, ვალდებულებებით და უფლებებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სანოტარო აქტი - ზოგადი სამკვიდრო მოწმობა (იხ. ს.ფ. 31-32);
3.1.6. ნ-------------- მიერ არ მოხდა ტ------–--------------------–---------–- თ---------------- მიერ შეძენილი ბინის გადაფორმება ამ უკანასკნელის პირველი რიგის მემკვიდრეზე ს-----–------------ზე. 2016 წლის 16 აპრილს ნ-------------მ წერილობით დადო პირობა ვალის დაფარვისა და ბინის გადაფორმების თაობაზე, რაც არ შეასრულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილი (იხ. ს.ფ. 19);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.7. 2018 წლის 10 იანვრის მდგომარეობით ტ------–--------------------–---------–- (---–-------------–---- მდებარე უძრავი ქონება - ს---–--------------, საკადასტრო კოდით: N39.07.09.071.01.0--, ირიცხება შპს „ტ------“ საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 48-49);
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. შპს „აუდიტ-სერვის-ცენტრის“ მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით დადგენილია, რომ აუდიტორული ფირმა „აუდიტ - სერვის - ცენტრის“ ექსპერტმა ვ---------- ადვოკატ კ------------------- მომართვის საფუძველზე შეაფასა სარემონტო სამუშაოები საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ტ------–-------------------–-----------------–------ ბ------. ზემოაღნიშნულ ბინაში შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეფასდა 24000 ლარად. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აუდიტორული დასკვნა (იხ. ს.ფ. 53-58);
3.2.2. საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ბ-------------- და გ---------------–---–-, როლებმაც მთლიანად დაადასტურეს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ--------------მ განმარტა, რომ მან თ----------------აგან გადმოცემით იცის, რომ თ---------------- მის ძმისშვილს - ნ-------------ს გადაუგზავნა საქართველოში თანხა ბინის საყიდლად 2500 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე დამატებით - 100 აშშ დოლარი გადასაფორმებლად. მოწმის სახით დაკითხვისას კი გ---------------–---–-ა განმარტა, რომ გაყიდვის ეტაპისთვის ბინა იყო არასრულყოფილი, ურემონტო მდგომარეობაში, მხოლოდ ბეტონის ფილები იყო იატაკზე დაგებული, ხოლო მას შემდეგ რაც თ---------------- შეიძინა აღნიშნული საცხოვრებელი ბინა, ჩაუტარა ევრო რემონტი და იდიალურ მდგომარეობაში მოიყვანა. მოწმის განმარტებით, მისი ინფორმაციით, ბინის რემონტი დაჯდა დაახლოებით 10 000 აშშ დოლარი. მოწმემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ბინის გარემონტებაში თ---------------ს მისი სიძე ლ---------------- ეხმარებოდა, რომელისგანაც თ---------------- დავალებით და სახსრებით შეიძინა ბინა მოპასუხე ნ-------------მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეთა ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.3. 2017 წლის 30 ოქტომბერს ს-----–------------ ცნობილ იქნა დაზარალებულად ნ-------------- მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე. მის ინტერესებს იცავდა ადვოკატი კ-------------------, რისთვისაც ს-----–------------მ 2016 წლის 13 ოქტომბერს ფ/პ კ-------------------ს ანგარიშზე ჩარიცხა 1000 ლარი. დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმეზე ნ-------------- მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (იხ. ს.ფ. 46-47);
- სალაროს შემოსავლის ორდერი (იხ. ს.ფ. 60);
- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენი (იხ. ს.ფ. 15-18).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის (მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება) სრულად დაკმაყოფილების, ხოლო საადვოკატო მომსახურების ხარჯების დაკისრების ნაწილში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, 412-ე, 414-ე, 992-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელმაც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ზიანი შეიძლება წარმოიშვას ერთ-ერთი მხარის ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით. ზიანი შეიძლება წარმოიშვას აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეები ზიანის მიყენებამდე არ იმყოფებოდნენ ვალდებულებით ურთიერთობაში. ,,არასახელშეკრულებო“ ზიანი წარმოიქმნება უშუალოდ სამართალდარღვევიდან (დელიქტი), ამიტომ მას დელიქტურ ვალდებულებას უწოდებენ. ზიანი შეიძლება მიეყენოს პიროვნების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან პირის ქონებას.
ზოგადი წესის მიხედვით, დაზარალებულს ზიანს თავად მიმყენებელი უნაზღაურებს. დელიქტური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრინციპი არის ზიანის სრულად ანაზღაურება. ეს ნიშნავს, რომ დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ყველა ქონებრივი დანაკარგი, როგორც რეალური, ასევე გაშვებული მოგება. მიყენებული ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულს.
პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა ზიანის მიმყენებლის ბრალის არსებობა. ბრალი გამოიხატება განზრახვის ან გაუფრთხილებლობის ფორმით. განზრახ ან გაუფრთხილებელი ქმედებით მიყენებული ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას.
პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი.
სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს მისთვის დამახასიათებელი ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისადვე ხდება მტკიცების ტვირთის განაწილება დაზარალებულსა და ზიანის მიმყენებელს შორის: დაზარალებული, მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს მისთვის ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ზიანის მიმყენებელმა, თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის იანვრის თვეში თ---------------- ძმისშვილის ნ-------------- მეშვეობით, მისივე გამოგზავნილი 2500 აშშ დოლარით მოქალაქე ლ--------------------- შეიძინა ტ------–--------------------–---------–------–-------------–---------–-------------------------–------------------------- 2013 წლის 11 იანვარს ნ-------------მ მოახდინა ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მისსავე სახელზე, დროებით ვიდრე რუსეთის ფედერაციაში მყოფი თ--------------- თავად არ გადაიფორმებდა. 2015 წლის 09 ოქტომბერს გარდაიცვალა თ---------------. 2015 წლის 30 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით სს „კორ სტანდარტ ბანკის“ წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე მოპასუხე ნ-------------ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ტ------–-------------------–-----------------–------ 39.07.09.071.01.0-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. 2016 წლის 11 აპრილს გაიცა ზოგადი სამკვიდრო მოწმობა გარდაცვლილ თ---------------- დანაშთ ქონებაზე. მემკვიდრემ - ს-----–------------მ საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის მთელი სამკვიდრო ქონება მასში შემავალი როგორც უძრავ მოძრავი ქონებით, ასევე აქტივებითა და პასივებით, ვალდებულებებით და უფლებებით. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა ნ-------------მ ს-----–------------ს არ გადაუფორმა მამის შენაძენი საცხოვრებელი სახლი.
არსებობს ზოგადი წესი, რომლის მიხედვითაც ზიანი სრულად უნდა აანაზღაუროს ზიანის მიმყენებელმა. იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი). აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს ნატურით. თუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია, დაზარალებულს მიეცემა ფულადი ანაზღაურება (სკ 409-ე მუხლი).
დადგენილია, რომ ტ------–--------------------–---------–- (---–-------------–---- მდებარე უძრავი ქონების - ს---–--------------, საკადასტრო კოდით: N39.07.09.071.01.0--, მესაკუთრეა შპს „ტრიბა“. შესაბამისად, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენით (საქმე№1/892) ნ------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მოცემული მომენტისთვის სახლი ჯერ კიდევ მოპასუხე ნ-------------- საკუთრებაში იმყოფებოდა, შესაბამისად სასამართლო განაჩენში საუბარია ბინის შესაძენ თანხებზე. ამასთან ამ ნაწილში მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მთავარ სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს აღნიშნული ხარჯების სრულად ანაზღაურების საფუძველი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ--------------მ განმარტა, რომ მან თ----------------აგან გადმოცემით იცის, რომ თ---------------- მის ძმისშვილს - ნ-------------ს გადაუგზავნა საქართველოში თანხა ბინის საყიდლად 2500 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე დამატებით - 100 აშშ დოლარი გადასაფორმებლად.
6.2. როგორც ზემოთ აღინიშნა, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს დაეკისროს მოპასუხეს ჩატარებული რემონტის ხარჯები. შპს „აუდიტ-სერვის-ცენტრის“ მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით დადგენილია, რომ აუდიტორული ფირმა „აუდიტ - სერვის - ცენტრის“ ექსპერტმა ვ---------- ადვოკატ კ------------------- მომართვის საფუძველზე შეაფასა სარემონტო სამუშაოები საცხოვრებელ ბინაში მდებარე: ტ------–-------------------–-----------------–------ ბ------. ზემოაღნიშნულ ბინაში შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეფასდა 24000 ლარად. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი განსაზღვრავს მოპასუხის უფლება-მოვალეობებს, რომლის მიხედვითაც პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ნ-------------- წარმომადგენელმა 2018 წლის 26 თებერვალს სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი, რომელიც მხოლოდ ზოგად ინფორმაციას იძლევა განსახილველ საქმესთან მიმართებით მოპასუხე მხარის პოზიციის შესახებ. შესაგებელში მითითებულია, რომ მხარე სარჩელში მითითებულ არცერთ ფაქტობრივ გარემოებას არ ეთანხმება, თუმცა არ უთითებს რა მიზეზით და არც თავისი არგუმენტები აქვს წარმოდგენილი. საქმის განხილვისთვის გამართულ მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის მიერ არ მომხდარა მის მიერ წარმოდგენილი შესაგებლის შევსება და დაკონკრეტება, შესაბამისად მას ჩამოერთვა უფლება შეესრულებინა აღნიშნული მოქმედება საქმის არსებითი განხილვის დროს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ არ გამოიყენა.
6.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს ს-----–------------ ცნობილ იქნა დაზარალებულად ნ-------------- მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე. მის ინტერესებს იცავდა ადვოკატი კ-------------------, რისთვისაც ს-----–------------მ 2016 წლის 13 ოქტომბერს ფ/პ კ-------------------ს ანგარიშზე ჩარიცხა 1000 ლარი. დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმეზე ნ-------------- მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ამ ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი. რაც შეეხება მოთხოვნას სამოქალაქო საქმეზე გაწეული ხარჯების - 500 ლარის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, ხოლო საქმეში არსებული სალაროს შემოსავლის ორდერს, რომლის შემოტანის დანიშნულებაა უძრავი ქონების გაფორმების თანხა, რომელიც გადახდილი იქნა 2016 წლის 16 აპრილს (იხ. ს.ფ. 61) ასეთ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, შემოტანის დანიშნულებიდან გამომდინარე.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომლებზედაც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს, კერძოდ, მისთვის ქონებრივი ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის (მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება) სრულად დაკმაყოფილების, ხოლო საადვოკატო მომსახურების ხარჯების დაკისრების ნაწილში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. (26.12.2-14 N 3014).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ს-----–------------ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხემ მთავარ სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ, კერძოდ 4145.25 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო სარჩელი.
ვინაიდან ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ-------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად და მის მიერ სარჩელის ცნობის გათვალისწინებით, რაც შეადგენს 789.56 ლარს.
მოპასუხე ნ-------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აუდიტის მიერ სარემონტო სამუშაოების შეფასებისათვის მოსარჩელე მხარის მიერ გაწეული ხარჯები 150 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება სამოქალაქო საქმეზე გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან სამოქალაქო საქმეზე საადვოკატო მომსახურების გაწევის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364 -ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სვეტლანა ხანთაძის წარმომადგენლის კ------------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ნ-------------ს მოსარჩელე სვეტლანა ხანთაძის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 28391.03 ლარის ოდენობით, საიდანაც 4145.25 ლარი არის ბინის შესაძენად გამოგზავნილი თანხა, 24 000 ლრი - ჩატარებული რემონტის ღირებულება, 245.78 ლარი - ბინის გადასაფორმებლად გადმოგზავნილი თანხა.
3. მოპასუხე ნ-------------ს მოსარჩელე სვეტლანა ხანთაძის სასარგებლოდ დაეკისროს სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული საადვოკატო მომსახურების თანხა 1000 ლარის ოდენობით;
4. მოსარჩელეს უარი ეთქვას სამოქალაქო საქმეზე საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნაზე უსაფუძვლობის გამო.
5. მოპასუხე ნ-------------ს მოსარჩელე სვეტლანა ხანთაძის სასარგებლოდ დაეკისროს აუდიტის შეფასების ხარჯები 150 ლარის ოდენობით;
6. მოპასუხე ნ-------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 789.56 ლარის ოდენობით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ციცინო მოსიძე