გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 040210218002406791
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
8 მაისი, 2018 წელი ქ.ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე როინ კახიძე
სხდომის მდივანი თამილა ხავლედიანი
განმცხადებელი- ე-–---- ი-------;
წარმომადგენელი - ნ---- უ-------–---;
მოთხოვნა- იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა უფლების დამდგენი საბუთის პირისადმი კუთვნილების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე 250-ე, 257-ე მუხლებით, 310-ე მუხლის ,,ა” პუნქტით, 311-ე მუხლის პირველი ნაწილით, 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის ” დ”, ქვეპუნქტით, 369-ე მუხლით, და
გადაწყვიტა:
1.განმცხადებლის ე-–---- ი-------- მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2.დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა განაცხადის რეგისტრაციის ნომრით 16888/00 გაცემული ე-–---- ჯ----–-ს-ასულ ი-------- სახელზე ეკუთვნის ე-–---- ი-------ს (პ/ნ4----------)
3.განმცხადებელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ცაგერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე როინ კახიძე
შენიშვნა:
განმცხადებლის წარმომადგენლის თხოვნით, რომელმაც წერილობით განაცხადა, რომ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და უარს აცხადებს მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით _ დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის ძალით, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.
მოსამართლე როინ კახიძე