გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.05.2018
საქმის ნომერი
100310018002295004
კატეგორია
დავის ტიპი
საიჯარო ურთიერთობებიდან გამომდინარე
თარიღი
01.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310018002295004

საქმე#3/6-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

01.05.2018 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: დარეჯან ღამბაშიძე

 

მოსარჩელე : ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

 

წარმომადგენელი: მი------- კი------ე

 

მოპასუხე: პ------ ავ--------ი

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან საჩხერის რაიონულ სასამართლოში განსჯადობით გადმოგზავნილი იქნა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (ს.ნ. 2--------. მის: თბილისი, ძვ. თბილისის რაიონი ჭ-----–---- ქ.N1-ა) სარჩელი მოპასუხე პ------ ავ--------ის (პ/ნ5----------- მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

 

წარმოდგენილ სარჩელში მითითებულია, რომ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა (შემდგომში სააგენტო) და პ------ ავ--------ს შორის 20-5 ელის 17 ივნისს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეს იჯარის უფლებით გადაეცა ჭიათურაში გ------–---–-- ქ.N3--ში პირველ სართულზე განთავსებული 136,96 კვადრატული მეტრი ფართი. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარემ იკისრა ვალდებულება ქონებით სარგებლობისათვის გადაეხადა ყოველწლიურად საიჯარო ქირა 3660 ლარის ოდენობით. ყოველთვიურად ყოველი თვის 5 რიცხვამდე უნდა გადაეხადა 305 ლარი. გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულების თანახმად დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

იმის გამო, რომ 20-7 წლის 3- იანვრის შემდეგ მოპასუხეს საიჯარო ქირა არ გადაუხდია მას ეკისრება პირგასამტეხლო. მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება რომლითაც განსაზღვრული იყო საიჯარო ქირისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

20-7 წლის 24 ოქტომბრის ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N1/1-2--- ბრძანებით შეწყვეტილი იქნა 20-5 წლის 17 ივნისს პ------ ავ--------ს და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 2618,49 ლარი საიდანაც 2186,17 ლარი არის საიჯარო ქირის დავალიანება და 432,32 ლარი არის პირგასამტეხლო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - პ------ ავ--------ი სარჩელს ცნობს ნაწილობრივ და განმარტავს, რომ მათ შორის ნამდვილად გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, მაგრამ სინამდვილეში ფართი აღმოჩნდა გაცილებით ნაკლები ვიდრე ხელშეკრულებაში იყო მითითებული. მოპასუხე მიუთითებს, რომ ქირას ყოველთვის პირნათლად იხდიდა, შესაძლოა რაღაც ნაწილი ჰქონდეს დარჩენილი. ფართს მთლიანად ჩაუტარდა რემონტი. მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს მიმართა ფართის გამიჯვნის მოთხოვნით, თუმცა შეთავაზებულ პირობებზე არ დათანხმდნენ. მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხე ცნობს სარჩელს ათასი ლარის ფარგლებში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

სასამართლოს მიერ დადაგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობს დავა წარმოდგენილი დავის საგნის ირგვლივ, რაზეც მათ შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ 20-5 წლის 17 ივნისს ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და პ------ ავ--------ს შორის. აღნიშნული ხელშეკრულებით მეიჯარემ გადასცა, ხოლო მოიჯარემ იჯარის უფლებით მიიღო მეიჯარის საკუთრებაში არსებული ფართი მდებარე ქ.ჭიათურაში გ------–---–-- ქუჩა 3- საკადასტრო კოდით 3-.1-.0-.0--.0-.5--.ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი წლით, ხოლო ხელშეკრულების ქირა განისაზღვრა 3660 ლარით ყოველწლიურად, რომელიც უნდა გადახდილიყო ყოველი თვის 5 რიცხვამდე 305 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ მოცემული უძრავი ქონება რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე. საჯარო რეესტრში იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებულია 20-5 წლის 17 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. ოქმი)

- ხელშეკრულება (ს.ფ. 13-18);

 

3.2.2. დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 20-1 წლის 1- თებერვლის N1-1/172 ბრძანებისა და ქალაქ ჭიათურაში გ------–---–-- N3--ში პირველ სართულზე მდებარე 136,96 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართისა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით იჯარის გაცემის შესახებ „ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 20-5 წლის 27 მაისის N1/1-1753 ბრძანებით დაიდო 20-5 წლის 17 ივნისის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- ხელშეკრულება (ს.ფ.13-18 );

 

3.2.3. დადგენილია, რომ ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში,, მოიჯარე“ იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა, გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზედაც პირგასამტეხლოს თანხა უნდა იქნას გადახდილი. საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირგასამტეხლო მოიჯარეს დაეკისრება 50 ლარის ოდენობით დარღვევის ყოველ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.ოქმი)

- ხელშეკრულება (ს.ფ.13-18)

 

3.2.4. დადგენილია, რომ 20-7 წლის 28 სექტემბერს მოპასუხეს მიმართა სააგენტომ და გააფრთხილა 20-7 წლის 3- იანვრის შემდგომ თანხის გადაუხდელობის შესახებ პირგასამტეხლოს -გადაუხდელი თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით დარიცხვის თაობაზე დარღვევიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ფოსტის მეშვეობით იქნა ჩაბარებული აღნიშნული მიმართვა 20-7 წლის 30 სექტემბერს. 20-7 წლის 23 ოქტომბერს მოპასუხე პ------ ავ--------ი აცნობებს სააგენტოს, რომ იჯარის თანხას დაფარავს უახლოეს ვადაში. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 24 ოქტომბრის ბრძანებით სააგენტოსა და პ------ ავ--------ს შორის დადებული 20-5 წლის 17 ივნისის ხელშეკრულება შეწყდა. სააგენტოს 20-7 წლის 3- ოქტომბრის მიმართვით ეცნობა პ------ ავ--------, რომ საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა და აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მას გადასახდელად ეკისრება 2186 ლარი და17 თეთრი საიჯარო ქირის დავალიანება და 432 ლარი და 32 თეთრი პირგასამტეხლო.

დადგენილია ასევე ის ფაქტი რომ თანხის დაგვიანების გამო სააგენტოს მიერ გაფრთხილებული იქნა 20-7 წლის 16 იანვარს, 20-7 წლის 2 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.ოქმი)

- მიმართვა (ს.ფ.24 )

- მიმართვა(ს.ფ65, 68)

- ფოსტის ქვითარი(ს.ფ.26)

- განცხადება(ს.ფ. 27);

- სააგენტოს მიმართვა(ს.ფ.31)

 

3.2.5. სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს 20-- წლის 11 აპრილს გაცემული დოკუმენტებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პ------ ავ--------ის მიერ გადახდილი საჯარო ქირა და პირგასამტეხლო დაგვიანებული დღეების მიხედვით. აღნიშნული დოკუმენტებით ასევე ერთმნიშვნელოვნად დასტურდება პ------ ავ--------ის მიერ საიჯარო ქირის -2186,17 ლარისა და პირგასამტეხლოს - 432 ლარის 32 თეთრის გადახდის ვალდებულება. მოპასუხეს არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო პოზიცია შესაბამისი მტკიცებულებებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.ოქმი)

- სააგენტოს მიმართვა და გრაფიკი (ს.ფ.70-74)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მოუსმინა მხარეებს, გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, მოპასუხე - პ------ ავ--------ის მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი 95-98 მუხლები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-1-6 მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 20-1 წლის 1- თებერვლის N1-1/172 ბრძანებისა

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის შესაბამისად სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა ხდება საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ“ პუნქტით ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება;

A

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

სასამართლო თვლის, რომ სახეზეა ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა.

დადგენილია, რომ 20-5 წლის 17 ივნისს ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და პ------ ავ--------ს შორის. აღნიშნული ხელშეკრულებით მეიჯარემ გადასცა, ხოლო მოიჯარემ იჯარის უფლებით მიიღო მეიჯარის საკუთრებაში არსებული ფართი მდებარე ქ.ჭიათურაში გ------–---–-- ქუჩა 3- საკადასტრო კოდით 3-.1-.0-.0--.0-.5--. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი წლით, ხოლო ხელშეკრულების ქირა განისაზღვრა 3660 ლარით ყოველწლიურად, რომელიც უნდა გადახდილიყო ყოველი თვის 5 რიცხვამდე 305 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ მოცემული უძრავი ქონება რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე. საჯარო რეესტრში იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებულია 20-5 წლის 17 ივნისს.

 

6.2. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

ამავე კანონის მეორე მუხლის ,,დ“ პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა არის სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

 

ხოლო ,,უ1“ პუნქტის თანახმად უძრავი ქონება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები;

 

სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია, საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს/სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს/სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს.

 

სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 1- თებერვალი №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის პირველი მუხლის შესაბამისად ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების (გარდა დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებისა) პრივატიზების/ სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს.

 

დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანებისა და ქალაქ ჭიათურაში გ------–---–-- N3--ში პირველ სართულზე მდებარე 136,96 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართისა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით იჯარის გაცემის შესახებ „ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 20-5 წლის 27 მაისის N1/1-1753 ბრძანებით დაიდო 20-5 წლის 17 ივნისის ხელშეკრულება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის შესაბამისად იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

 

დადგენილია, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება იჯარის ხელშეკრულებაა და შეწყდა საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო . შეწყვეტა მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია იგი სადაოდ ხდის მხოლოდ საიჯარო ქირის ოდენობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში,, მოიჯარე“ იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა, გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზედაც პირგასამტეხლოს თანხა უნდა იქნას გადახდილი. საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირგასამტეხლო მოიჯარეს დაეკისრება 50 ლარის ოდენობით დარღვევის ყოველ დღეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ერთმნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის ოქტომბრის შემდგომ მოპასუხეს დარჩენილი საიჯარო ქირა არ გადაუხდია.

 

სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს 20-- წლის 11 აპრილს გაცემული დოკუმენტებით დასტურდება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პ------ ავ--------ის მიერ გადახდილი საჯარო ქირა და პირგასამტეხლო დაგვიანებული დღეების მიხედვით. აღნიშნული დოკუმენტებით ასევე ერთმნიშვნელოვნად დასტურდება პ------ ავ--------ის მიერ საიჯარო ქირის -2186,17 ლარისა და პირგასამტეხლოს - 432 ლარის 32 თეთრის გადახდის ვალდებულება. მოპასუხეს არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო პოზიცია შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო თვლის , რომ მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლო გონივრულია და არ უნდა შემცირდეს.

 

6.4. ამდენად სასამართლო თვლის , რომ სარჩელი საფუძვლიანია და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ პ------ ავ--------ს უნდა დაეკისროს 2618 ლარისა და 49 თეთრის გადახდა, საიდანაც 2186,17 ლარის არის საიჯარო ქირა და - 432 ლარის 32 თეთრი არის პირგასამტეხლო .

 

6.5.. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება:საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – სახელმწიფო ქონების განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე;

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო ათასი ლარის მოსამზადებელ ეტაპზე ფარგლებში. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხეს უნდა დაეკისროს ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში დაკმაყოფილებული თანხის ფარგლებში სარჩელის იმ თანხის გამოკლებით, რომელიც ცნო მოპასუხემ.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ს.ს.ი.პ. ,, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სარჩელი პ------ ავ--------ის მიმართ დაკმაყოფილდეს და პ------ ავ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 2618 (ორიათასექვსასთვრამეტი) ლარისა და 49(ორმოცდაცხრა) თეთრის გადახდა.

 

2. პ------ ავ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით დაეკისროს 48 (ორმოცდარვა) ლარი და 55 (ორმოცდათხუთმეტი) თეთრი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი