გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/1329-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გ------ი ესაძე
მოსარჩელე - რ--------ნ გი-------–--ე
წარმომადგენელი - გ------ი ობ---–--ე
მოპასუხეები - ბესიკ გი-------–--ე; გ------ი გი-------–--ე; თ-----ი გი-------–--ე
წარმომადგენელი - ბელა ბე----ე
დავის საგანი - კომლის წევრად აღიარება. ქონების მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოსარჩელე რ--------ნ გი-------–--ის კომლის წევრად აღიარება;
მოპასუხეების: ბესიკ გი-------–--ის, თ-----ი და გ------ი გი-------–--ეების საკუთრების მიმართ, მოსარჩელე რ--------ნ გი-------–--ის სასარგებლოდ, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება მთლიან საცხოვრებელ სახლზე მდებარე: წყალტუბოს რ/ნ სოფ. წყალტუბო, ს/კ 29.05.36.181 და მთლიანი სახლის ნაწილი (ძველი სახლი) 305.2 კვ.მ შესაბამის მიწის (513.5 კვ.მ) ნაკვეთთან ერთად რ--------ნ გი-------–--ის პ/ნ 53001019612 საკუთრებად რეგისტრაცია და შესაბამისი ცვლილების განხორციელება საჯარო რეესტრში.
1.2. მოპასუხეებზე - ბესიკ გი-------–--ეზე, გ------ი გი-------–--ესა და თ-----ი გი-------–--ეზე რ--------ნ გი-------–--ის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის სოლიდარულად გადასახდელად დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, დაიბადა და დღემდე ცხოვრობს თავისი მშობლების დატოვებულ ახლა უკვე სადაო სახლში, რომელიც მთლიანად რეგისტრირებულია მოპასუხეებზე; მდებარე: წყალტუბოს რ/ნ სოფ. წყალტუბოში.
მოსარჩელის ძმამ, თ-----ი გი-------–--ემ 1978 წელს შეირთო მეუღლე და საცხოვრებლად გადავიდა მასთან, წყალტუბოს სოფელ მეორე უბანში და აღნიშნული დროიდან მას და მის შვილებს ბესიკ გი-------–--ესა და გ------ი გი-------–--ეს სადაო სახლში ერთი დღეც არ უცხოვრიათ.
მოსარჩელის განმარტებით, მშობლებმა სიცოცხლეშივე თ----- გი-------–--ეს მისცეს კუთვნილი წილი, რაც გამოიხატა იმაში, რომ გამოუყვეს ეზოს ნაწილი და ძველ სახლზე სადაც ისინი ცხოვრობდნენ, მისცეს მიშენების უფლება. თ----- გი-------–--ემ 1985 წლიდან დაიწყო მიშენება ძირძველ სახლზე, პარალელურად დადიოდა რუსეთში და თანხას თუ შეაგროვებდა აგრძელებდა მშენებლობას. დღეის მდგომარეობით, თ----- გი-------–--ის მიერ სახლის მიშენებულ ნაწილში ცხოვრება შეუძლებელია ვინაიდან მხოლოდ ახლა გალესა, ხოლო სხვა საცხოვრებელი პირობები სახლს არ გააჩნია.
მიუხედავად იმისა, რომ 1975 წელს რ--------ნ გი-------–--ე დაქორწინდა, ფაქტიურად ცხოვრობდა თავისი მშობლების სახლში, ვინაიდან მეუღლე ქორწინების შემდეგ მალევე წავიდა რუსეთში (სულ მეუღლესთან იცხოვრა წელიწად ნახევარი და აქედან ის უმეტესად სამუშაოდ იმყოფებოდა რუსეთში), მეუღლე 1978 წელს გარდაეცვალა და ორმოცის გადახდის შემდეგ მან ჩვეულებრივად განაგრძო ცხოვრება თავისი მშობლების სახლში (ამაზე არავის არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს ვინაიდან შეთანხმებული იყვნენ მშობლების სიცოცხლეშივე) და დღესაც ცხოვრობს მშობლების დატოვებულ ძველ სახლში, ხოლო თ-----ს, როგორც დედმამიშვილს, თუ რაიმე მიხმარება დაჭირდებოდა იგივე მშენებლობის დროს ეხმარებოდა.
მოსარჩელის განმარტებით, მშობლებს საწოლზე მიჯაჭვულს უვლიდა, როგორც ფიზიკურად, ისე მატერიალურად, წამლების, ექიმებისა და სხვა ხარჯების გათვალისწინებით, ვინაიდან თ----- გი-------–--ე არ იმყოფებოდა საქართველოში და ცხოვრობდა სხვაგან, ხოლო სხვა დედმამიშვილები იყვნენ გათხოვილები სხვა ქალაქებში. ასევე მშობლების დაკრძალვის და სხვა საჭირო თანხები (ორმოცი, სასაფლაო, საფლავის ქვა, წლისთავი) გაღებული იქნა მოსარჩელე რ--------ნ გი-------–--ის მიერ.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა - თ-----ი გი-------–--ემ, ბესიკ გი-------–--ემ და გ------ი გი-------–--ემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ სცნეს და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და რ--------ნ გი-------–--ე არასწორად მიუთითებს სადაო ქონებაში მოპასუხეების არ ცხოვრებისა და მისი ფაქტიურად ფლობის ფაქტს. აღნიშნულ სადაო ქონებაში კომლის წევრებად ცხოვრობდნენ, თ-----ი და რ--------ნ გი-------–--ეების მამა, სევერიონ გი-------–--ე, თ----- გი-------–--ე და თავისი ძმა. სევერიონ გი-------–--ის გარდაცვალების შემდეგ ქონებას დაეუფლა მოპასუხე თ-----ი გი-------–--ე. მოპასუხეები განმარტავენ, რომ ქონებას ფლობდნენ და განაგებდნენ თვითონ, ასევე გააუმჯობესეს მისი მდგომარეობაც.
მოპასუხეების განმარტებით, რ--------ნ გი-------–--ემ სიცოცხლის ბოლომდე იცხოვროს სადავო სახლში მფლობელობის და სარგებლობის უფლებით, საკუთრების უფლების მინიჭების გარეშე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 1976 წლის 22 მარტიდან რ--------ნ გი-------–--ე იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მიტუშა ჯიმშელეიშვილთან.
მტკიცებულება:
- ქორწინების მოწმობა (ტ.1. ს.ფ.20).
3.1.2. დადგენილია, რომ რ--------ნ გი-------–--ის მეუღლე, მიტუშა ჯიმშელეიშვილი გარდაიცვალა 1978 წლის 10 მაისს.
მტკიცებულება:
- გარდაცვალების მოწმობა (ტ.1. ს.ფ.21).
3.1.3. დადგენილია, რომ რ--------ნ გი-------–--ისა და თ----- გი-------–--ის მშობლები არიან გარდაცვლილნი. დედა, ელენე გი-------–--ე გარდაიცვალა 2003 წლის 08 დეკემბერს, ხოლო მამა, სევერიონ გი-------–--ე გარდაიცვალა 2006 წლის 12 ნოემბერს.
მტკიცებულება:
- დაბადების მოწმობა (ტ.1. ს.ფ.19).
- გარდაცვალების მოწმობა (ტ.1. ს.ფ.22).
- გარდაცვალების მოწმობა (ტ.1. ს.ფ.23).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1.დადგენილია, რომ კომლის შემადგენლობაში სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს 1971-1973 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია სევერიონი (სევერიანე) ვლადიმერის ძე გი-------–--ე, ხოლო კომლის შემდგენლობაში ირიცხებიან: სევერიონ ვლადიმერის ძე გი-------–--ე -ოჯ. უფროსი; ელენა იასონის ასული გი-------–--ე - ცოლი; რუსიკო სევერიონის ასეული გი-------–--ე-შვილი; ციური სევერიონის ასეული გი-------–--ე-შვილი; თ-----ი სევერიონის ძე გი-------–--ე - შვილი; გულნარა სევერიონის ასეული გი-------–--ე - შვილი; რომანი სევერიონის ძე გი-------–--ე -შვილი;
ამავე სოფლის 1973-1975 წლების კომლის წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია სევერიონ (სევერიანე) ვლადიმერის ძე გი-------–--ე, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: სევერიონი (სევერიანე) ვლადიმერის ძე გი-------–--ე, ელენა იასონის ასული გი-------–--ე - ცოლი; რუსიკო სევერიონის ასეული გი-------–--ე-შვილი, გადახაზულია (მინიშნება გაურკვეველია); ციური სევერიონის ასეული გი-------–--ე-შვილი; თ-----ი სევერიონის ძე გი-------–--ე - შვილი; რომანი სევერიონის ძე გი-------–--ე -შვილი;
მტკიცებულება:
- საარქივო ცნობა (ტ.1.იხ.ს.ფ.29).
3.2.2. დადგენილია, რომ კომლის შემადგენლობაში სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს 1995-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია სევერიონი (სევერიანე) ვლადიმერის ძე გი-------–--ე, ხოლო კომლის შემდგენლობაში ირიცხებიან: სევერიონ ვლადიმერის ძე გი-------–--ე -ოჯ. უფროსი; ელენა იასონის ასული გი-------–--ე - ცოლი გადახაზულია, მინიშნებით გარდაიცვალა 2003 წლის 08 დეკემბერს; თ-----ი სევერიონის ძე გი-------–--ე - შვილი; ბესიკი თ-----ი ძე გი-------–--ე - შვ. შვილი; გ------ი თ-----ის ძე გი-------–--ე - შვ. შვილი;
ამავე სოფლის 2001-2006 წლების კომლის წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია სევერიონ (სევერიანე) ვლადიმერის ძე გი-------–--ე, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: სევერიონი (სევერიანე) ვლადიმერის ძე გი-------–--ე, თ-----ი სევერიონის ძე გი-------–--ე - შვილი; ბესიკი თ-----ი ძე გი-------–--ე - შვ. შვილი; გ------ი თ-----ის ძე გი-------–--ე - შვ. შვილი;
მტკიცებულება:
- საარქივო ცნობა
3.2.3. საინფორმაციო ბარათით დადგენილია, რომ რ--------ნ გი-------–--ე რეგისტრირებულია წყალტუბო. ს. წყალტუბო მე-9 ქ.N1.
მტკიცებულება:
-საინფორმაციო ბარათი (ტ.1. ს.ფ.25-27)
3.2.4.დადგენილია, რომ რ--------ნ გი-------–--ე ბავშვობიდან, გარდა აწ/გარდაცვლილ მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდისა, ფაქტობრივად ცხოვრობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. წყალტუბოში ქ. №1, სახლი №9.
მტკიცებულება:
- ცნობა (ტ.1.იხ.ს.ფ.39);
- აბონენტის ბარათი (ტ.1.იხ.ს.ფ.41-51);
- ელექტრო-ენერგიის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (ტ.1.იხ. ს.ფ.55-56).
3.2.5. დადგენილია, რომ სადაო უძრავი ქონების სართულის რაოდენობა - 2 სართული; ოთახების რაოდენობა - 6, შენობის საერთო ფართი - 676.4 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 133.8 კვ.მ, არასაცხოვრებელი ფართი - 223.0 კვ.მ, საზაფხულო ფართი - 319.6 კვ.მ; მოშენების ფართი - 371.2 კვ.მ.
მტკიცებულება:
- შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ტ.1.იხ.ს.ფ.32-38).
3.2.6. დადგენილია, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: № 29.05.36.181, მდებარე: წყალტუბოს რაიონი, სოფ. წყალტუბო - მესაკუთრეები არიან: ბესიკ გი-------–--ე; გ------ი გი-------–--ე და თ-----ი გი-------–--ე.
მტკიცებულება:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.იხ.ს.ფ.30-31).
3.2.7. დადგენილია, რომ ბესიკ და გ------ი გი-------–--ეები ფაქტობრივად ცხოვრობენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე უბანში, მათი მითითებულ ადგილზე ცხოვრების ზუსტი ხანგრძლივობის დადგენა ვერ ხერხდება. მეზობლების გადმოცემით, ისინი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ ბოლო 15-20 წელია, ხოლო თ-----ი გი-------–--ის საცხოვრებელი ადგილი უცნობია.
მტკიცებულება:
- ცნობა (ტ.1.იხ.ს.ფ.40).
3.2.8.მოსარჩელის მიერ მოწმედ მოწვეული ნონა ჩარკვიანის ჩვენებით დადგენილია, რომ არის რ--------ნ გი-------–--ის მეზობელი. მოწმის განმარტებით, რ--------ნ გი-------–--ესთან ერთად ცხოვრობდა ამ სახლში მისი მშობლები, რომლებზედაც ზრუნავდა რ--------ნი. მანვე გაიღო ძმის და მშობლების დაკრძალვის ხარჯები.
მოწმემ განმარტა, რომ რ--------ნ გი-------–--ე იყო დასაქმებული და გაჭირვების წლებში ეხმარებოდა მეზობლებსაც.
მტკიცებულება:
- მოწმის ახსნა-განმარტება. (იხ. სასამართლო სხდ. ოქმი).
3.2.9. მოსარჩელის მიერ მოწმედ მოწვეული ივეტა ჯიმშელეიშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ არის რ--------ნ გი-------–--ის შვილი. დაბადებულია სადავო სახლში.
მოწმემ განმარტა, რომ ბიძაშვილები უსაფუძვლოდ ედავებიან, რადგან ბაბუამ წილი მისცა მოპასუხე თ-----ი გი-------–--ეს.
მოწმის განმარტებით, მამისეული სახლიდან, რომელიც მდებარეობდა სოფელ გუმბრინში დედას წილი არ მიუღია. სახლი გაყიდა დედის ძმამ.
მტკიცებულება:
- მოწმის ახსნა-განმარტება. (იხ. სასამართლო სხდ. ოქმი).
3.2.10. მოსარჩელის მიერ მოწმედ მოწვეული ციური გი-------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის რ--------ნ გი-------–--ის და. დაბადებულია სადავო სახლში.
მოწმის განმარტებით, რ--------ნ გი-------–--ე მუშაობდა რაიკავშირში. რ--------ნი 23 წლის დაქვრივდა და მშობლებმა წამოიყვანეს ამჯერად სადავო სახლში, სადაც ასევე ცხოვრობდნენ მშობლები, რომლებზეც ზრუნავდა რ--------ნი. მან გაიღო მშობლების მკურნალობის და დაკრძალვის ხარჯები.
მისი ძმა თ-----ი და მისი შვილები ცხოვრობდნენ მეუღლის, ციალა ჯიქიას სახლში.
მტკიცებულება:
- მოწმის ახსნა-განმარტება. (იხ. სასამართლო სხდ. ოქმი).
3.2.11. მოპასუხის მიერ მოწმედ მოწვეული ციალა ჯიქიას ჩვენებით დადგენილია, რომ არის რ--------ნ გი-------–--ის რძალი, მოპასუხე თ-----ი გი-------–--ის მეუღლე. მოწმის განმარტებით, ოჯახთან ერთად ხუთი წელი იცხოვრა სადავო სახლში. სახლი ეკუთვნის თ-----ის და მის შვილებს.
მოწმემ განმარტა, რომ რ--------ნმა ნამდვილად გაიღო მაზლის და მამამთილის მკურნალობის და დაკრძალვის ხარჯები, რადგან უფლება არ მისცა თ-----ი გი-------–--ეს მონაწილეობა მიეღო მშობლების მოვლა-პატრონობაში.
მოწმის განმარტებით, მოსარჩელეზე არის განაწყენებული, სახლი იყო მამამთილის სახელზე და არ დაუშვებს სადავო სახლში რ--------ნ გი-------–--ის ცხოვრებას.
მტკიცებულება:
- მოწმის ახსნა-განმარტება. (იხ. სასამართლო სხდ. ოქმი).
3.2.12. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებებს იძლევიან ასევე მხარეთა ინიციატივით დაკითხული მოწმეები. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ არ შეუწყვეტია კომლის წევრობა, ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო ქონება და მოპასუხეებმა ხელყვეს მისი საკუთრების უფლება, სადავო ქონების საკუთარ სახლზე რეგისტრაციით.
ხოლო მოპასუხეთა მტკიცების საგანია, მათ მიერ სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერად რეგისტრაციის დადასტურება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
განსახილველ შემთხვევაში, ასევე სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მოპასუხეებზე რეგისტრაციის კანონიერების დადგენა.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.
,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით - სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა არაკანონიერად, უსაფუძვლოდ დაარეგისტრირეს მათ სახელზე, მოსარჩელის, (კომლის წევრის) მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღებული სამკვიდრო ქონება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს კონსტიტუცია;
5.2. ევროპის სოციალური ქარტია;
5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილით - გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
იმავე მუხლის მეორე ნაწილით - კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლით - სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში, მამკვიდრებელი სევერიონ გი-------–--ე გარდაიცვალა 2006 წლის 12 ნოემბერს და მას დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე შვილები: მოპასუხე - თ-----ი გი-------–--ე, მოსარჩელე - რ--------ნ გი-------–--ე. ციური გი-------–--ე (გათხოვილია და არ აქვს მოთხოვნა და აწ. გარდაცვლილი რომანი გი-------–--ე. (ს.კ. 1336.1).
6.2. დადგენილად, რომ საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 24 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონება ს/კ 29.05.36.181. – 1138.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები N01, განაშენიანების ფართობი -371,2 კვ.მ. საერთო ფართი -676,4 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხეების: ბესიკ გი-------–--ის, გ------ი გი-------–--ის და თ-----ი გი-------–--ის სახელზე.
რეგისტრაციის საფუძველია 2015 წლის 18 სექტემბრის ცნობა-დახასიათება Nთთ2015076476 და საარქივო ცნობა NAA2015064890-03 2015. 07.09. (იხ. ს.ფ. 30).
მოსარჩელის მიერ, მოპასუხეების საკუთრების უფლების მართლზომიერება სადავოდაა ქცეული იმ საფუძვლით, რომ იგი დაიბადა და დღემდე ცხოვრობს მშობლების დატოვებულ სახლის ნაწილში, მამის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივი ფლობით მიიღო დანაშთი სამკვიდრო ქონება, ამასთან კომლიდან ის არ ამოწერილა, რის გამოც მთლიანი ქონების მოპასუხეების სახელზე აღრიცხვა კანონშეუსაბამოა.
6.3. სასამართლოს მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილად მიაჩნია, რომ წინამდებარე შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება. კერძოდ- საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
- ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის (მოქალაქის) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევს საკუთრების უფლებას. (პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლი).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ საკუთრება მოიცავს როგორც მოძრავ, ისე უძრავ ქონებას, ასევე აქციებსა და პატენტებს, სახელშეკრულებო უფლებებსა და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალებს. ,,სარკსის“ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ 1 ოქმის 1 მუხლი იცავს ამა თუ იმ პირის არსებულ ქონებას და არა ქონების შეძენის უფლებას. მემკვიდრეობის მიღების უფლება არ ითვლება საკუთრების უფლებად, ვიდრე ის სადავო არ გახდება. სასამართლო საკუთრებად მიიჩნევს ასევე ხელშეკრულებიდან თუ დელიქტიდან გამომდინარე სხვა სახის ფულად მოთხოვნებს.
პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლის თანახმად, 1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით;
აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის.
საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“.
პირველი ოქმის 1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას.
ამდენად, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე ევროპის სასამართლო, საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში უმნიშვნელოვანეს როლს სასამართლოს აკისრებს. სწორედ სასამართლოა მხოლოდ უფლებამოსილი სახელმწიფოს სახელით მიიღოს გადაწყვეტილება და არ დაუშვას საკუთრებით სარგებლობის უსაფუძვლოდ შეზღუდვა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
6.5. სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას და მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულია, რომ სახელმწიფო კოლმეურნეობების რეორგანიზაციისა და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლის პერიოდისათვის (1992 წელს), მოსარჩელე რ--------ნ გი-------–--ე მამის კომლის წევრს წარმოადგენდა, რაც კომლის საერთო ქონებაზე მისი საკუთრების უფლების წარმოშობის საკმარისი წინაპირობაა.
კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი- საარქივო ცნობით (ტ.1.იხ.ს.ფ.29), დადგენილია, რომ კომლის შემადგენლობაში სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს 1971-1973 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად რეგისტრირებულია სევერიონი (სევერიანე) ვლადიმერის ძე გი-------–--ე, ხოლო კომლის შემდგენლობაში ირიცხებიან: სევერიონ ვლადიმერის ძე გი-------–--ე -ოჯ. უფროსი; ელენა იასონის ასული გი-------–--ე - ცოლი; რუსიკო სევერიონის ასეული გი-------–--ე-შვილი; ციური სევერიონის ასეული გი-------–--ე-შვილი; თ-----ი სევერიონის ძე გი-------–--ე - შვილი; გულნარა სევერიონის ასეული გი-------–--ე - შვილი; რომანი სევერიონის ძე გი-------–--ე -შვილი;
ამავე სოფლის 1973-1975 წლების კომლის წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია სევერიონ (სევერიანე) ვლადიმერის ძე გი-------–--ე, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: სევერიონი (სევერიანე) ვლადიმერის ძე გი-------–--ე, ელენა იასონის ასული გი-------–--ე - ცოლი; რუსიკო სევერიონის ასეული გი-------–--ე-შვილი გადახაზულია (მინიშნება გაურკვეველია); ციური სევერიონის ასეული გი-------–--ე-შვილი; თ-----ი სევერიონის ძე გი-------–--ე - შვილი; რომანი სევერიონის ძე გი-------–--ე -შვილი;
აღნიშნულ მტკიცებულებაზე მითითებით მოსარჩელე აცხადებს, რომ მას მამისეული კომლი არ მიუტოვებია და მუდმივად ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე.
6...მოპასუხემ აღნიშნული მტკიცებულების საპირწონედ წარმოადგინა საარქივო ცნობა, AA2014038380-03 რომლითაც დადგენილია, რომ კომლის შემადგენლობაში სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს 1995-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია სევერიონი (სევერიანე) ვლადიმერის ძე გი-------–--ე, ხოლო კომლის შემდგენლობაში ირიცხებიან: სევერიონ ვლადიმერის ძე გი-------–--ე -ოჯ. უფროსი; ელენა იასონის ასული გი-------–--ე - ცოლი გადახაზულია, მინიშნებით გარდაიცვალა 2003 წლის 08 დეკემბერს; თ-----ი სევერიონის ძე გი-------–--ე - შვილი; ბესიკი თ-----ი ძე გი-------–--ე - შვ. შვილი; გ------ი თ-----ის ძე გი-------–--ე - შვ. შვილი;
ამავე სოფლის 2001-2006 წლების კომლის წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია სევერიონ (სევერიანე) ვლადიმერის ძე გი-------–--ე, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: სევერიონი (სევერიანე) ვლადიმერის ძე გი-------–--ე, თ-----ი სევერიონის ძე გი-------–--ე - შვილი; ბესიკი თ-----ი ძე გი-------–--ე - შვ. შვილი; გ------ი თ-----ის ძე გი-------–--ე - შვ. შვილი;
6.7. სასამართლო ორივე მტკიცებულებას განიხილავს, რა თანაბარი ძალის მტკიცებულებად, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნობა საქმესთან და კანონთან ზუსტ შემხებლობაში მყოფ მტკიცებულებას და აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საარქივო ცნობა AA2014038380-03, არ გამორიცხავს მოსარჩელის იმავე სადავო კომლის წევრობას, შემდეგ გარემოებათა გამო.
6.8. წინამდებარე დავის გადაწყვეტისას სასამართლო მოიხმობს ანალოგიური კატეგორიის საქმეზე საქართველოს საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებას საქმეზე №ას-27-27-2016 გადაწყვეტილებას, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის ამოქმედებამდე საკოლმეურნეო კომლის საოჯახო ქონებრივი გაყოფის ცნება კანონით არ იყო განსაზღვრული და საკოლმეურნეო კომლის მიმართ გამოიყენებოდა მიწის კოდექსის სათანადო ნორმები. სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში დაზუსტდა კომლიდან გამოყოფისა და საკოლმეურნეო კომლის გაყრის ცნება. (სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 126-127-130-ე მუხლები). კომლიდან გამოყოფა, როგორც წესი, აღინიშნებოდა კომლიდან გასვლით, თუმცა არსებობდა შემთხვევები, როდესაც კომლის წევრი აპირებდა ქონების გაყოფას და ფიქრობდა კვლავ კომლში დარჩენას საცხოვრებლად. (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-27-27-2016).
6.9. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილებისა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა.
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 129-ე მუხლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი იმ ქონების გაყოფა, რომელიც მისი მოსპობის შემდეგ დარჩა, წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების მე-2 მუხლით და „სასოფლო-მეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის ამოქმედების შესახებ პარლამენტის დადგენილებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გამოცხადდა იმ პირთა საკუთრებად, რომლებმაც მიწაზე კანონიერი სარგებლობის უფლება მოიპოვეს 1992 წლამდე.
ამდენად, მას შემდეგ, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლის ქონებას და არის კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარწილად, რომელზეც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. (იხ. ანალოგიური კატეგორიის საქმე. სუს.გად.ას-27-27-2016; სუს. გად. ას 503-814. 09. 14.01).
6.10. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე წარდგენილი საარქივო ცნობის AA2016041096-06 საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ცნობაში მითითება „გადახაზულია“ (მინიშნება გაურკვეველია) არ ადასტურებს რ--------ნ გი-------–--ის კომლიდან ამოწერის ან გასვლის ფაქტს, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. მით უფრო მაშინ, როდესაც მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული მოწმე ნონა ჩარკვიანის ჩვენებით დადგენილია, რ--------ნ გი-------–--ესთან ერთად ცხოვრობდა ამ სახლში მისი მშობლები, რომლებზედაც ზრუნავდა რ--------ნი. მანვე გაიღო ძმის და მშობლების დაკრძალვის ხარჯები. მოწმემ განმარტა, რომ რ--------ნ გი-------–--ე იყო დასაქმებული და გაჭირვების წლებში ეხმარებოდა მეზობლებსაც.
საყურადღებოა, რომ იმავე სახლში მოსარჩელის ცხოვრების ფაქტს არ გამორიცხავს მოპასუხე და აცხადებს, რომ თანახმაა მოსარჩელემ სიცოცხლის ბოლომდე იცხოვროს სადავო სახლში, მასზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილით - სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით - სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
6.11.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომლებზედაც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. კერძოდ, კომლის წევრობის და სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი. ხოლო მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო სარჩელში მითითებული ფაქტების უარყოფა.
კერძოდ - განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე რ--------ნ გი-------–--ე 1992 წლამდე მამის კომლის წევრს წარმოადგენდა, ცხოვრობდა სადავო სახლში, კანონით დადგენილი წესით არ გასულა (ამოწერილა) კომლიდან, ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ საარქივო ცნობაში AA2016041096-06 მითითება „გადახაზულია“ (მინიშნება გაურკვეველია) არ ადასტურებს რ--------ნ გი-------–--ის კომლიდან ამოწერის ან გასვლის ფაქტს და ოჯახის წევრებს შორის საერთო საკუთრებით სარგებლობის წესი განისაზღვრა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
ამასთან საყურადღებოა, რომ მოპასუხეები სამი წლის განმავლობაში არ ცხოვრობდნენ იმავე კომლში და არ ეწეოდნენ საერთო მეურნეობას.
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავს უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ მას სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიუღია მონაწილეობა თავის შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში, ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კომლის წევრი არ მონაწილეობდა მეურნეობის წარმოებაში ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვევის, სასწავლებელში სწავლის ან ავადმყოფობის გამო, თუმცა აღნიშნული წინამდებარე დავის საგანს არ წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1. სამოქალაქო კოდესქის 37-ე მუხლით - პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია - 490.00 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის სახით ყადაღის დადებისათვის გადახდილია - 50 ლარი. ასევე მოსარჩელემ ექსპერტიზის დასკვნისათვის გადაიხადა - 100 ლარი. იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილია - 200 ლარი, საჯარო რეესტრში მტკიცებულებათა მიღებისათვის გადახდილია - 20.50 ლარი, ხოლო ყადაღის რეგისტრაციისათვის - 21 ლარი, შესაბამისად, აღნიშნული თანხა წარმოადგენს სასამართლო ხარჯს და უნდა გადახდეთ სოლიდარულად მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199.1 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინება, ბესიკ გი-------–--ის, გ------ი გი-------–--ის და თ-----ი გი-------–--ის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელ სახლზე (ს/კ. 29.05.36.181) ყადაღის დადების შესახებ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს რ--------ნ გი-------–--ის სარჩელი.
2. მოსარჩელე რ--------ნ გი-------–--ე აღიარებული იქნას სევერიონ ვლადიმერის ძე გი-------–--ის (მდებარე წყალტუბო. სოფელი წყალტუბო) კომლის წევრად.
3. გაუქმდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერი მოპასუხეების: ბესიკ გი-------–--ის, თ-----ი გი-------–--ის და გ------ი გი-------–--ის საკუთრების მიმართ, მთლიან საცხოვრებელ სახლზე მდებარე: წყალტუბოს რ/ნ სოფ. წყალტუბო, ს/კ 29.05.36.181 და სახლის ნაწილი (ძველი სახლი) 305.2 კვ.მ შესაბამის მიწის (513.5 კვ.მ) ნაკვეთთან ერთად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იქნეს რ--------ნ გი-------–--ის (პ/ნ 53001019612) საკუთრებად.
4. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი 490.00 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი - 50 ლარი, ექსპერტიზის დასკვნისათვის-100 ლარი, იურიდიული მომსახურებისათვის - 200 ლარი, საჯარო რეესტრში მტკიცებულებათა მიღებისათვის - 20.50 ლარი, ყადაღის რეგისტრაციის - 21 ლარი, სოლიდარულად გადახდეთ მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინება, ბესიკ გი-------–--ის, გ------ი გი-------–--ის და თ-----ი გი-------–--ის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლზე (ს/კ. 29.05.36.181) ყადაღის დადების შესახებ დარჩეს უცვლელი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე