გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2018
საქმის ნომერი
010210016001661309
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210016001661309

№2-4109/16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე შპს “ქ. ბათუმის რ-------–----------–-----------------------ო”

წარმომადგენელი დ--------------

მოპასუხე ფ--------------ე

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ფ--------------ეზე შპს “ქ. ბათუმის რ-------–----------–-----------------------ოს” სასარგებლოდ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების დაკისრება 372,48 ლარის ოდენობით.

1.2. ფ--------------ეზე შპს “ქ. ბათუმის რ-------–----------–-----------------------ოს” სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება 383,65 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ძირი დავალიანების დაკისრების ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. პაციენტი ზ-------------ე მკურნალობდა შპს ,,ქ. ბათუმის რ-------–---------–----------------------ო”-ს სტაციონარში 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2014 წლის 05 თებერვლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2014 წლის 05 თებერვლამდე შპს ,,ქ. ბათუმის რ-------–---------–----------------------ოს” რეამინაციულ დეპარტამენტში მოთავსდა პაციენტი ზ-------------ე, რა დროსაც გაიხსნა მისი, როგორც სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი. მისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა სულ 372,48 ლარი. პაციენტის თანმხლებ პირს - ფ--------------ესა და საავადმყოფოს შორის 2014 წლის 5 თებერვალს გაფორმდა შეთანხმება N23, რომლის თანახმადაც ფ--------------ემ აიღო ვალდებულება, რომ მკურნალობის დარჩენილ დავალიანებას 372,48 ლარს გადაიხდიდა ორ თვეზე განაწილებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- შეთანხმება N23.

- ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ღირებულებისა და გადამხდელის შესახებ საერთო ანგარიში- დაწესებულებისათვის.

- სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი.

 

3.2.2. მოპასუხე ფ--------------ეს დღემდე არ გადაუხდია მკურნალობის საფასური. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დღეისათვის მოპასუხის ძირი დავალიანება კვლავ შეადგენს 372,48 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ღირებულებისა და გადამხდელის შესახებ საერთო ანგარიში- დაწესებულებისათვის.

- სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი.

 

3.2.3. ვინაიდან მოპასუხეს არ გადაუხდია მკურნალობის დარჩენილი საფასური, ამიტომ მას მხარეთა შორის გაფორმებული სეთანხმების შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო 383,65 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარჩენილი დავალიანების 0,1%-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეთანხმება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხის ვალდებულება დავალიანების გადახდის თაობაზე, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 629-ე, 361-ე, 463 - 465-ე, 417-420-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებითად დადებული იქნა სწორედ ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ,,ქ. ბათუმის რესპუბლიკურმა კლინიკურმა საავადმყოფომ” გაუწია სამედიცინო მომსახურება პაციენტს, ხოლო მოპასუხე ფ--------------ემ კი აიღო ვალდებულება გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური. ასევე დადგენილია, რომ შპს ,,ქ. ბათუმის რ-------–---------–----------------------ოს” მიერ შესრულებული იქნა მის მიერ ნაკისრი მომსახურეობა, ხოლო მოპასუხის მიერ არ გადახდილა მომსახურების საზღაური სრულად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

გარდა აღნიშნულისა დადგენილია, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირი დავალიანების ნაწილში, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ასევე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილ ვადაში. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

გარდა აღნიშნულისა სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად დადგენილია, რომ “სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.”

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებელი პირგასამტეხლო, რაც საერთო ჯამში შეადგენს 383,65 ლარს არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონლად მიაჩნია მისი შემცირება 20 ლარამდე. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 383,65 ლარისა უნდა დაეკისროს 20 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ძირითადი დავალიანების ნაწილში. ამასთან დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 25 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 25 ლარის ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 365-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს ,,ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს” სასარჩელო მოთხოვნა;

 

1.1. დაეკისროს ფ--------------ეს შპს ,,ქ. ბათუმის რ-------–----------–-----------------------ოს” სასარგებლოდ სულ 392 ლარის და 48 თეთრის გადახდა, საიდანაც ძირი დავალიანება შეადგენს 372,48 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო 20 ლარს. მასვე დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 25 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

2. შპს ,,ქ. ბათუმის რ-------–---------–----------------------ოს” დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟიდან - 25 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ საჩივრდება.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე