გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.05.2018
საქმის ნომერი
221210218002442772
კატეგორია
დავის ტიპი
საქმეები იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ
თარიღი
11.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №221210218002442772 (2/22-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

 

11 მაისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე

მესტიის მუნიციპალიტეტში - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

განმცხადებელი ------

დაინტერესებული პირი - რ------

 

მოთხოვნა - იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 311-312-ე, 316-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.ი------ს განცხადება დაკმაყოფილდეს;

2.დადგენილ იქნას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, სახელდობრ, ი------სა (რფ მოქალაქის პასპორტი №------) და რ------ (რფ მოქალაქის პასპორტის №------) ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი (ი------ს ქორწინებამდე გვარი - ჭ------ ქორწინების შემდგომი გვარი - ჭ------შ-----; რ------ ქორწინებამდე და ქორწინების შემდგომი გვარი - შ-----; ქორწინების რეგისტრაციის ადგილი: მესტიის რაიონის ხა-–-ს ს/ს, აქტის ჩანაწი №-; ქორწინების რეგისტრაციის თარიღი: 0------ წელი);

 

3.განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე - ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მესტიის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა

 

შენიშვნა:

 

განმცხადებლის თხოვნით, რომელმა წერილობით განაცხადა, რომ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და უარს აცხადებს მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით - დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის ძალით, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა