განაჩენი

სისხლის სამართლის 16.05.2018
საქმის ნომერი
100100118002450083
დავის ტიპი
19 - 177 2 ბ , 177 3 დ , 177 3 ა , 177 2 ა
თარიღი
16.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 100100118002450083

№1/45 -2018 წელი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 მაისი 2018 წელი ჭიათურა

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დავით კეკენაძე

სხდომის მდივანი - თამარ წერეთელი

 

ბრალდების მხარე

პროკურორი ს- ილია გელბახიანის

 

დაცვის მხარე

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის - გ--–------------ის

კანონიერი წარმომადგენლის( დედა)- ლ---–------------ის

 

ადვოკატის: ზვიად წერეთლის

 

მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილია გელბახიანის შუამდგომლობა სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე

 

1. ბრალდებული გ--–------------ე,მამის სახელი: გელა

დაბადების თარიღი: 15.12.2001 წელი

დაბადების ადგილი: საქართველო, საჩხერე

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: მე-11 კლასის მოსწავლე

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრაციის მისამართი: ს----------------–-----–-

ფაქტობრივი საცხოვრისის მისამართი: ჭ----------------–-----–-------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“, “დ“ ქვეპუნქტებით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. ბრალდების არსი:

 

1.1. გ--–------------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით.

 

1.2. გ--–------------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

გ--–------------ის დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 04 საათზე გ--–------------ემ 14 წელს მიუღწეველ ო---------------ესთან ერთად, ფანჯრის გაღების გზით უკანონოდ შეაღწია ჭიათურაში, ყაზბეგის ქN3–ში მდებარე ი-------------ის რესტორანში, საიდანაც შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა გარკვეული ოდენობის თანხას,მაგრამ თანხის არ არსებობის გამო დანაშაულებრივი განზრახვა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი;

 

მანვე, 2017 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 03:10 საათზე ჭიათურა, თბილისის ქN11–ში მცხოვრები გ--–----–--ის საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიიდან გ--–------------ე, წინასწარი შეთანხმებით, ლ-–-----------ესთან და 14 წელს მიუღწეველ გ--------–--------ესთან ერთად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გ--–----–--ის კუთვნილ "ტოიოტა–პრადოს" მარკის, სახNPRD-900 ავტომანქანას. ჩადენილი ქმედებით გ--–----–--ეს მიადგა 10000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

გ--–------------ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“, “დ“ ქვეპუნქტებით;

 

საპროცესო შეთანხმების არსი:

 

ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის შემდგომ ბრალდებულმა ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ბრალზე შეთანხმებით.

 

საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორს ილია გელბახიანსა და ბრალდებულ გ--–------------ეს შორის (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზვიადი წერეთლის, კანონიერი წარმომადგენლების ლ---–------------ის მონაწილეობით) 2018 წლის 16 მაისს დაიდო საპროცესო შეთანხმება, რაც კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

2018 წლის 16 მაისს, საჩხერის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილია გელბახიანის შუამდგომლობა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ილია გელბახიანმა იშუამდგომლა:

 

1. გ--–------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19.177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“, “დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, სსკ–ის 19.177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულ გ--–------------ეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76–ე მუხლის საფუძველზე სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელი შემცირდეს ერთი მესამედით და საბოლოოდ სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 08 (რვა) თვის ვადით, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

2. სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“, “დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულ გ--–------------ეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76–ე მუხლის საფუძველზე სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელი შემცირდეს ერთი მესამედით და საბოლოოდ სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით. სსკ–ის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულ გ--–------------ეს სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“, “დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლით, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ნივთმტკიცება - გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული: გ--–------------ის ტანსაცმელი, გ--------–--------ის ტანსაცმელი და ლ-–-----------ის ტანსაცმელი, რაც დალუქული სახით ინახება ჭიათურის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს – გ--–------------ეს, გ--------–--------ეს და ლ-–-----------ეს;

 

ნივთმტკიცება - „LG“–ის ფირმის მობილური ტელეფონი, რაც დალუქული სახით ინახება ჭიათურის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს – გ--–------------ეს;

 

ნივთმტკიცება - ავტომანქანიდან ამოღებული ე.წ „ადიელა“, რაც დალუქული სახით ინახება ჭიათურის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს – გ--–----–--ეს;

 

ნივთმტკიცება - ავტომანქანიდან ამოღებული მიკრონაწილაკების ნიმუშები, რაც დალუქული სახით ინახება ჭიათურის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

ნივთმტკიცება - ავტომანქანა „ტოიოტა ლენდ კრუიზერი“, სახN PRD-900 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს – გ--–----–--ეს;

 

ნივთმტკიცება - ერთი ცალი CD დისკი, რაც მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროკურორმა ილია გელბახიანმა, ბრალდებულმა გ--–------------ემ და მისმა ადვოკატმა ზვიადი წერეთელმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ლ---–------------ემ;

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა :

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-213-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები: (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, დაზარალებულების ი-------------ის და გ--–----–--ის გამოკითხვები, მოწმეების: ო---------------ის, გ--------–--------ის, ლ-–-----------ის, ლიანა მუმლაძის, სოფიო ღვალაძის, ლ---–------------ის, ბორის მოდებაძის და ვეფხვია შეყილაძის გამოკითხვები, ამოღების ოქმები, სასაქონლო და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, თავად გ--–------------ის გამოკითხვები და საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებები ადასტურებენ გ--–------------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია დამცველის უშუალო მონაწილეობით, ბრალდებულის ნებაყოფლობით და წინასწარი თანხმობით, რომლის დადებისას ადგილი არ ქონია ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას, მუქარას, ან სხვა რაიმე უკანონო დაპირებას, ბრალდებულს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ედებათ ბრალი და ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნას ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე, პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა. ბრალდებულებისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მათი უფლებების შესახებ, ბრალდებულები ეთანხმებიან საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, ბრალდებულები და მათი დამცველები სრულად იცნობენ საქმის მასალებს, ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში, ბრალდებულის მიმართ ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და ასეთის არსებობის შემთხვევაში მისთვის ცნობილია, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

სამართლებრივი შეფასება :

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვეციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.

 

მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას ღებულობენ დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს.

 

ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას;

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლი, ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას; ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ისეთი სახის ტრადიციული ამოცანები, როგორიც არის - დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები.

 

„ ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 37-ე მუხლის თანახმად, ბავშვის დაპატიმრება, დაკავება ან ციხეში მოთავსება ხორციელდება კანონის თანახმად და განიხილება, როგორც მხოლოდ უკიდურესი ზომა რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში, ხოლო მე-40 მუხლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.

 

სასამართლო ითვალისწინებს აგრეთვე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მინიმალური სტანდარტული წესების მიხედვით, არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ (პეკინური წესები), სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს პოზიტიური ზომების განხორციელებას, რაც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რესურსის მობილიზებას, რათა ხელი შეუწყონ მოზარდის კეთილდღეობას კანონის მხრივ ჩარევის აუცილებლობის შესამცირებლად და ეფექტურად, სამართლიანად და ჰუმანურად მოეპყრონ მოზარდს, რომელიც კანონთან კონფლიქტშია... მართლმსაჯულების სისტემა არასრულწლოვანთა მიმართ, პირველ ყოვლისა, მიმართულია არასრულწლოვნის კეთილდღეობისა და იმის უზრუნველყოფისაკენ, რომ არასრულწლოვან სამართალდამრღვევებზე ზემოქმედების ყოველგვარი ღონისძიება, ყოველთვის შეესატყვისებოდეს როგორც პიროვნების თავისებურებებს, ისე სამართალდარღვევის გარემოებებს.

 

პეკინის წესების მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირველეს ყოვლისა მხედველობაში მიიღება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. „საუკეთესო ინტერესის ტესტი“ გულისხმობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მხრიდან დამსჯელობითი ღონისძიებების მინიმუმამდე დაყვანას და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის შემდგომი რეინტეგრაციის მაქსიმალურ ხელშეწყობას. „საუკეთესო ინტერესის ტესტი“ ასევე გულისხმობს მოსამართლის მხრიდან იმის გათვალისწინებას, თუ რა შედეგი შეიძლება მოახდინოს სასჯელმა არასრულწლოვანზე და შესაბამისად, შეუფარდოს პროპორციული, არასრულწლოვანის კეთილდღეობასა და განვითარებაზე ნაკლები გავლენის მქონე სასჯელი. არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრა უნდა მოხდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში და წარმოადგენდეს მნიშვნელოვან პროცესს.

 

2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

 

კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, ამასთან, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმედების თანაზომიერი უნდა იყოს და მის პიროვნებას, ასაკს, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები განიმარტება, როგორც არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები, რომელთა განსაზღვრა უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით.

 

ამასთან, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანი უნდა იყოს არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად არასრულწლოვანია – 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი დაზარალებული, არასრულწლოვანი მოწმე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი.

 

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანია – 18 წლამდე ასაკის პირი, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული;

 

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/4-ით მცირდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს.

 

ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.

 

ამდენად სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, რაც სრულ შესაბამისობაშია კონვენციის მოთხოვნებთან. იგი ხაზს უსვამს საპროცესო შეთანხმების მნიშვნელობას სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და, შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების საქმეში. იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: NATSVLISHVILI AND TOGONIDZE v. GEORGIA, 2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05; Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27.11.08; Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20.02.07; Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6.07.10; Scoppola v. Italy (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.).

 

ამდენად, პროკურორის მიერ ბრალდებულ გ--–------------ის ქმედების ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება არის სწორი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურორ ილია გელბახიანის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე და ბრალდებული გ--–------------ე საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“, “დ“ ქვეპუნქტებით; საგულისხმოა

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის გ--–------------ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე და 76-ე მუხლებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-e, 230-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. დაკმაყოფილდეს საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილია გელბახიანის ზემდგომ პროკურორთან შეთანხმებული შუამდგომლობა, საჩხერის რაიონულ პროკურატურასა და ბრალდებულ გ--–------------ეს შორის 2018 წლის 16 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და სისხლის სამართლის №------------ საქმეზე გ--–------------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ.

 

2. დამტკიცდეს 2018 წლის 16 მაისს საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორს ილია გელბახიანსა და ბრალდებულ გ--–------------ეს შორის, ადვოკატ ზვიად წერეთლის და კანონიერი წარმომადგენლის ლ---–------------ის მონაწილეობით დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

გ--–------------ე (პ/ნ 3----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19.177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“, “დ“ ქვეპუნქტებით; სსკ–ის 19.177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ბრალდებულ გ--–------------ეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76–ე მუხლის საფუძველზე სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელი შემცირდეს ერთი მესამედით და საბოლოოდ სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 08 (რვა) თვის ვადით, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით. სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“, “დ“ ქვეპუნქტებით ბრალდებულ გ--–------------ეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76–ე მუხლის საფუძველზე სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელი შემცირდეს ერთი მესამედით და საბოლოოდ სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით. სსკ–ის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულ გ--–------------ეს სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“, “დ“ ქვეპუნქტებით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლით, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

3. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულების გ--–------------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4. ნივთმტკიცება - გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული: გ--–------------ის ტანსაცმელი, გ--------–--------ის ტანსაცმელი და ლ-–-----------ის ტანსაცმელი, რაც დალუქული სახით ინახება ჭიათურის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს – გ--–------------ეს (პ/ნ 3----------); გ--------–--------ეს (პ/ნ 54201062355) და ლ-–-----------ეს (პ/ნ 54001055692);

 

ნივთმტკიცება - „LG“–ის ფირმის მობილური ტელეფონი, რაც დალუქული სახით ინახება ჭიათურის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს – გ--–------------ეს (პ/ნ 3----------);

 

ნივთმტკიცება - ავტომანქანიდან ამოღებული ე.წ „ადიელა“, რაც დალუქული სახით ინახება ჭიათურის შს რაიონულ სამმართველოში, და ავტომანქანა „ტოიოტა ლენდ კრუიზერი“, სახ N PRD-900, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს – გ--–----–--ეს (პ/ნ 54001016971);

 

ნივთმტკიცება - ავტომანქანიდან ამოღებული მიკრონაწილაკების ნიმუშები, რაც დალუქული სახით ინახება ჭიათურის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

ნივთმტკიცება - ერთი ცალი CD დისკი, რაც მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

7. განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ მსჯავრდებულს შეუძლია გაასაჩივროს მისი გამოტანიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით კეკენაძე