გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.05.2018
საქმის ნომერი
080210016001538781
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/2470-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე

 

მოსარჩელე - სს ,,თ-----------”

წარმომადგენელი - თ----- თ-------ი

 

მოპასუხეები - ქ------- ყ-------–---–ი, ნ-----–-- ბ----------ე

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს - ქ------- ყ-------–---–ს და ნ-----–-- ბ----------ეს სს ,,თ-----------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ N 1746573-2442189 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 88 367.41 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 43545.93 აშშ დოლარი, პროცენტი - 13565.03 აშშ დოლარი, ჯარიმა - 30 477.14 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა - 779.31 აშშ დოლარი.

 

1.2. მოპასუხეებს - ქ------- ყ-------–---–ს და ნ-----–-- ბ----------ეს სს ,,თ-----------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტიდან (019/09/2016 წლიდან) სესხის ძირ თანხაზე (43545.93 აშშ დოლარი) გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 572.66 აშშ დოლარის ოდენობით, არაუმეტეს 25 591.80 აშშ დოლარისა (რაც გამოთვლილია დაუფარავი ძირის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური %-ის შეფარდებას 365 დღესთან და გამრავლებული 30 დღეზე, ვინაიდან გადახდის გრაფიკი აგებულია 30დღიან ინტერვალზე, ყოველთვიურად დასარიცხი პროცენტიც დაანგარიშებულია 30 დღეზე, ხელშეკრულების მოქმედების დასრულებამდე დარჩენილი თვეების ოდენობა).

 

1.3. მოპასუხეებს ქ------- ყ-------–---–ს და ნ-----–-- ბ----------ეს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ #1746573-2442189 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირ თანხასა და დარიცხულ პროცენტზე (57 110.96 აშშ დოლარი) პირგასამტეხლო 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (19/09/2016წ.) 240 დღის მანძილზე (17/05/2017წ. ჩათვლით) ყოველდღიურად 57.11 აშშ დოლარის ოდენობით.

 

1.4. მოპასუხეებს ქ------- ყ-------–---–ს და ნ-----–-- ბ----------ეს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარისა და სასამართლოსგარეშე ხარჯის-უძრავი ქონების ამონაწერების განახლების საფასურის -30 ლარის გადახდა.

 

1.5. არსებული დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს ნ-----–-- ბ----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი, ა-–-------–-- ქ.#--, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი # 0------------------- იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.

 

1.6. სს ,,თ-----------ს’’ მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს ნ-----–-- ბ----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი, ა-–-------–-- ქ.#--, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი # 0------------------- იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.

 

1.7. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარავად, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების ქ------- ყ-------–---–ისა და ნ-----–-- ბ----------ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებებზე.

(თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობად განისაზღვროს 200 000 აშშ დოლარი).

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2011 წლის 15 აპრილს სს ,,თ----------სა“ და ქ------- ყ-------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #1083325, რომლის ფარგლებშიც მოპასუხესთან გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ბანკმა მას გაუხსნა საკრედიტო ხაზი 200 000 აშშ დოლარის ოდენობით, 50 წლის ვადით, სარგებლის წლიურად 48%-ის დარიცხვით.

 

ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იმავე დღეს კრედიტორსა და ნ-----–-- ბ----------ეს შორის გაფორმდა # 1083325-1 იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ა-–-------–-- ქ.#--, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი # 0------------------, რომლის კოდი შეიცვალა და ამაჟამად არის #0------------------.

 

იმავე დღეს კრედიტორსა და ნ-----–-- ბ----------ეს შორის ასევე გაფორმდა # 1083325-2 იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ა-–-------–-- ქ.#--, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი # 0------------------, რომლის კოდი შეიცვალა და ამაჟამად არის #0------------------.

 

საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და ნ-----–-- ბ----------ეს შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით მან იკისრა სს ,,თ-----------ს“ წინაშე ქ------- ყ-------–---–ის ვალდებულების სოლიდარულად შესრულება. თავდებობის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობად მითითებულ იქნა 200 000 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეები პერიოდულად არღვევდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და 2014 წლის დეკემბრის შემდეგ არ განუხორციელებიათ თანხის გადახდა, რის შედეგადაც მათი დავალიანება შეადგენს 24150.49 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 21158.56 აშშ დოლარი, პროცენტი - 1720.44 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1147.28 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 88.44 აშშ დოლარი, ხოლო ქონების დაზღვევის თანხა - 35.77 აშშ დოლარი. სს ,,თ-----------ს“ მხრიდან მოპასუხეები არაერთგზის იქნენ გაფრთხილებულნი ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც ბანკის მიერ 2016 წლის 19 სექტემბერს ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,თ-----------“ სასარჩელო წარმოების წესით ითხოვს დავალიანების თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად გადახდის დაკისრებას, ზიანის და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას და იპოთეკის საგნის რეალიზაციას.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა პირველი მოთხოვნა ჯარიმის ნაწილში და შეამცირა 4354.59 აშშ დოლარამდე, ხოლო მესამე (1.3.) მოთხოვნაზე თქვა უარი. სხვა ნაწილში მოთხოვნები დარჩა უცვლელად. შესაბამისად მოითხოვა დაზუსტებული მოთხოვნის ფარგლებში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და მიუთითეს, რომ ცნობენ სესხის ძირითად თანხას 43545 აშშ დოლარის ოდენობით და მოითხოვეს თანხის შემცირება და ახალი გადახდის გრაფიკის შედგენა. ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნ-----–-- ბ----------ემ სარჩელი ცნო 50000 აშშ დოლარის ნაწილში და განმარტა, რომ თანახმაა, შედგეს ახალი გრაფიკი, რომ შეძლონ გადახდა, ან ბანკმა დაიტოვოს მათი ქონების ნაწილი.

 

მოპასუხე ქ------- ყ-------–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2011 წლის 15 აპრილს სს ,,თ----------სა“ და ქ------- ყ-------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N 1083325, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 200 000 აშშ დოლარის ოდენობით, 50 წლის ვადით, სარგებლის წლიურად 48%-ის დარიცხვით.

2013 წლის 30 ოქტომბერს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება, #1083325 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და გრაფიკი (ს/ფ 22-29; 48 );

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და ნ-----–-- ბ----------ეს შორის 2011 წლის 15 აპრილს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N1083325-3. თავდებმა სოლიდარულად და სრულად იკისრა პასუხისმგებლობა სს ,,თ-----------ს“ წინაშე ქ------- ყ-------–---–ის ვალდებულებების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 200 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და გრაფიკი (ს/ფ 37-41;59-62.);

- თავდებობის ხელშეკრულება (ს/ფ 45-47 )

 

3.1.3. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და ნ-----–-- ბ----------ეს შორის 2011 წლის 15 აპრილს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N1083325-1, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა ნ-----–-- ბ----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისი, წ-------–-ს ქ. #--, ს/კ #0------------------, რომელიც შეიცვალა შემდეგში და წარმოადგენს # 0------------------. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში იპოთეკით დაიტვირთა ასევე ნ-----–-- ბ----------ის საკუთრებაში არსებული მეორე ქონებაც, მდებარე ქ. ქუთაისი, წ-------–-ს ქ. #--, ს/კ #0------------------, რომელიც შეიცვალა შემდეგში და წარმოადგენს # 0------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

-იპოთეკის ხელშეკრულებები (ს/ფ 30-34 );

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 72-75 );

-საკრედიტო ხელშეკრულება (ს/ფ 22-29).

 

3.1.4. გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 30 ოქტომბერს მოსარჩელეს და ქ------- ყ-------–---–ს შორის გაფორმდა #1746573-2442189 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და ქ------- ყ-------–---–ზე გაცემულ იქნა სესხი 45 140 აშშ დოლარის ოდენობით, 3659 დღის ვადით, სარგებლის წლიურად 16%-ის დარიცხვით.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

-საკრედიტო ხელშეკრულება (ს/ფ 22-29 ),-საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს/ფ 57-58 ),-შეთანხმება საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (ს/ფ 48 )

 

3.1.5. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლისა და საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელმა იკისრა ვალდებულება საბანკო კრედიტის მოქმედების პერიოდში და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ვადით განეხორციელებინა იპოთეკის საგნისა და სიცოცხლის დაზღვევა ბანკის სასარგებლოდ კომპანია ,,G-------–-----’’-ში და გადაეხადა სადაზღვევო პრემია.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

-საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს/ფ 48),-დანართი1/პოლისი (ს/ფ 76);

 

3.1.6. ქ------- ყ-------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მას 2014 წლის დეკემბრის შემდეგ არ განუხორციელებია თანხის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს/ფ 63-65 );

- დავალიანების შესახებ ცნობა (ს/ფ -66 );

 

3.1.7. სს ,,თ-----------ს“ მხრიდან მოპასუხეები გაფრთხილებულ იქნენ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ; ბანკის მიერ 2016 წლის 19 სექტემბერს ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გაფრთხილების წერილები, ჩაბარების დასტურები (ს/ფ 67-69 );

 

3.1.8. მხარეთა შორის დადებული #1746573-2442189 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.9-2.10 პუნქტების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სესხის ძირ თნხას და პროცენტს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 10 აშშ დოლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. პირგასამტეხლოს მოსარჩელე ითხოვს ხელშეკრულების შეწყვეტამდე (გრაფიკის დარღვევიდან). თუმცა მოსარჩელის მიერ შემცირებულია პირგასამტეხლო 0.1%-მდე.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

-გადახდის გრაფიკი და გადახდების ისტორია (ს/ფ-59-62 ),-ცნობა დავალიანების შესახებ (ს/ფ -66),-სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ არსებობს სს ,,თ-----------ს’’ მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 131-ე, 301-ე, 316-317-ე, 361-ე, 411-412-ე, 414-ე, 417-ე-418-ე, 465-ე, 623-ე, 867-868-ე, 873-ე, 891-895-ე მუხლები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ვალდებულების საფუძველია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივი რეგულირებაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 867-ე და 868-ე მუხლებში.

 

სკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის საფუძველზე კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს, როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ.

 

მოსარჩელის მოთხოვნა მიმართული როგორც ქ------- ყ-------–---–ის, ასევე თავდების, ნ-----–-- ბ----------ის მიმართ, რომელთანაც საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2011 წლის 15 აპრილს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება - საფუძვლიანია, ვინაიდან ხელშეკრულებით ნ-----–-- ბ----------ემ სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა სს ,,თ-----------ს“ მიმართ ქ------- ყ-------–---–ის ვალდებულებების სრულად შესრულებაზე.

 

6.3. სკ-ის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დავის ფარგლებში, დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ქ------- ყ-------–---–ის მიერ ვალდებულების დარღვევის და მისი შეუსრულებლობის ფაქტი (სკ-ის 361-ე, 400-ე მუხლები), რის თაობაზეც იგი თავდებთან ერთად ბანკის მიერ გაფრთხილებულ იქნა წერილობით და მიეცა ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ვადა, თუმცა უშედეგოდ, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს კრედიტორის მიერ საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისა და შესაბამისად, ძირითადი თანხისა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის ანაზღაურების საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

შესაგებელში მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ - სესხის ძირითადი თანხის - 43545.93 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნ-----–-- ბ----------ემ ძირითადი თანხის ნაწილში მთლიანად და პროცენტის - 13565.03 აშშ დოლარის ნაწილში ნაწილობრივ - 6454.07 აშშ დოლარი, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სესხის ძირი თანხაა - 43 545.93 აშშ დოლარი, პროცენტი - 13565,03 აშშ დოლარი,ამასთან, უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სადაზღვევო პრემიის 779.31 აშშ დოლარის გადახდაც.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 2.9 და 2.10 პუნქტებით გათვალისწინებულ იქნა ყოველდღიური პირგასამტეხლო დავალიანების 0.5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. რომელიც შემდეგში შეამცირა მოსარჩელემ 0.1%-მდე. ხოლო დავალიანების ძირ თანხასა და პროცენტზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში 240 დღის მანძილზე, - მოთხოვნაზე თქვა უარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს და მიიჩნევს, რომ სს ,,თ-----------ს” მოთხოვნა შემცირებული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ 4354.59 აშშ დოლარი.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს, საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხეებს - ქ------- ყ-------–---–ს და ნ-----–-- ბ----------ეს სს ,,თ-----------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან (19/09/2016 წლიდან) სესხის ძირ თანხაზე გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 572.66 აშშ დოლარის ოდენობით, გრაფიკის ვადის დასრულებამდე (06/11/2023წ.), მაგრამ არაუმეტეს 25591.80 აშშ დოლარისა.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით. ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

დადგენილია, რომ კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ-----–-- ბ----------ის შემდეგი ქონება: 1. მდებარე ქ.ქუთაისი, წ-------–-ს ქ. #--, ს/კ #0------------------, რომელიც შეიცვალა შემდეგში და წარმოადგენს ს/კ# 0------------------. 2. ქ. ქუთაისი, წ-------–-ს ქ. #--, ს/კ #0------------------, რომელიც შეიცვალა შემდეგში და წარმოადგენს ს/კ# 0------------------. იპოთეკის ხელშეკრულებები დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო, მოსარჩელეს აქვს უპირატესი უფლება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა (თანხის გადახდა) იპოთეკით დატვირთული კონკრეტული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით. ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გადახდევინების მიქცევა უნდა მოხდეს მოვალის და თავდების ნებისმიერ ქონებაზე (საკრედიტო პროდუქტით მომსახურების ხელშეკრულების მე-9 მუხლის და იპოთეკის ხელშეკრულებების 1-ლი მუხლის საფუძველზე).

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.11-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაში არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი მხარეთა შორის შეთანხმებულია საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებითა (იხ. 13.14 პუნქტი) და იპოთეკის ხელშეკრულებებით (იხ. 8.9 პუნქტი), რის გამოც გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე ურს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,თ-----------ს“ მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით, ამასთან, მოპასუხეებმა მთავარ სხდომამდე ცნეს სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირი თანხის ნაწილში, ხოლო მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ პროცენტის ნაწილში, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, აღნიშნულის გათვალისწინებით, სს ,,თ----------ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობის პროპორციულად - 1705,47 ლარის ოდენობით, ასევე შემცირებული ჯარიმის მოცულობის გათვალისწინებით - 1023,08 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეებს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად: ნ-----–-- ბ----------ეს და ქ------- ყ-------–---–ს სოლიდარულად 2145.06 ლარის, ხოლო ქ------- ყ-------–---–ს - ინდივიდუალურად 126.39 ლარის ოდენობით.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გაღებულ იქნა ხარჯი საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისთვის - 15ლარი+15ლარი=30 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებების ასლით (ს/ფ 70-71). შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ამონაწერის განახლებისთვის გაღებული ხარჯი უნდა გადახდეს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 264-ე, 268-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,თ-----------ს” სარჩელი ქ------- ყ-------–---–ის და ნ-----–-- ბ----------ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. ქ------- ყ-------–---–ს და ნ-----–-- ბ----------ეს სს ,,თ-----------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ N1746573-2442189 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 62244,86 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 43 545.93 აშშ დოლარი, პროცენტი - 13565,03 აშშ დოლარი, ჯარიმა - 4354.59 აშშ დოლარი, დაზღვევის პრემია - 779.31 აშშ დოლარი.

ამასთან, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვროს 200 000 აშშ დოლარი;

 

3. მოპასუხეებს ქ------- ყ-------–---–ს და ნ-----–-- ბ----------ეს სს ,,თ-----------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ # საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შეწყვეტიდან (19/09/2016 წლიდან) მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 572.66 აშშ დოლარის გადახდა, არაუმეტეს გრაფიკის ვადის დასასრულისა (06/11/2023), მაგრამ არაუმეტეს 25591.80 აშშ დოლარისა;

ამასთან, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვროს 200 000 აშშ დოლარი;

 

4. დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს ნ-----–-- ბ----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: 1. ქალაქი ქუთაისი, ა. წ-------–-ს ქ. #--, ს/კ # 0------------------; 2. ქალაქი ქუთაისი, ა. წ-------–-ს ქ. #--, ს/კ # 0------------------; თუ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, აღსრულება განხორციელდეს - ქ------- ყ-------–---–ის და ნ-----–-- ბ----------ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან;

 

5. მოპასუხეებს ქ------- ყ-------–---–ს და ნ-----–-- ბ----------ეს სს ,,თ-----------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ნაწილის - 2145.06 ლარის, ხოლო ქ------- ყ-------–---–ს - ინდივიდუალურად 126.39 ლარის და უძრავი ქონების ამონაწერის განახლებისთვის გაღებული ხარჯის - 30 ლარის ანაზღაურება;

 

6. სს ,,თ----------ს” (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 5000 ლარიდან - 2728.55 ლარი, რომელიც გადახდილია 2016 წლის 12 ოქტომბერს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, სს ,,თ-----------’’, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300183150;

 

7. მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ დაკმაყოფილდეს;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

10. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტი (გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში) საჩივრდება კერძო საჩივრით გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მის: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. #32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე