განაჩენი

სისხლის სამართლის 17.05.2018
საქმის ნომერი
190100118002248177
თარიღი
17.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1/14-18

(№012101217001)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 მაისი 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე პროკურორი ნუგზარ მახათაძე,ბრალდებული დ-----------------ი, დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N-----------, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ---------------------------------------–--–------- და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ-----------------------------,ადვოკატი ანნა კეკენაძე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მეორე ნაწილი, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ივლისის განაჩენით დ-----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 იანვრის განაჩენით დანიშნული და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 04 თებერვლის განჩინებითა და 2013 წლის 30 მაისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 09 (ცხრა) თვე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით დ-----------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 აგვისტოს განაჩენით დ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

დ-----------------ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 10 მაისს.

 

2017 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე რ---------------–-----------------–ოს პოლიციის თანამშრომლები - უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, მ-----–----------ე, რომელიც იყო სამსახურებრივი ფორმით და დეტექტივ-გამომძიებელი, მ-----–-------–----ე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, ახორციელებდნენ სამოქმედო ტერიტორიაზე პატრულირებას, სადაც შენიშნეს დ-----------------ი და გ------------------ი, რომლებსაც, როგორც წარსულში ნასამართლევ პირებს პირადად იცნობდნენ. მათ ხელში ეჭირათ ძალაყინები. ვინაიდან ადრე ადგილი ჰქონდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან თანხების ქურდობის ფაქტს ძალაყინებით აპარატების გატეხვის გზით, მათი გვიან ღამით ძალაყინებით სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნა მიიჩნიეს საეჭვოდ, იმის გასარკვევად, თუ რატომ იმყოფებოდნენ ძალაყინებით, მ-----–-------–----ე მიუახლოვდა მათ და უთხრა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი, რაზეც დ-----------------მა უპასუხა, „კარგად ვიცი ვინც ხარ, ვიცი, რომ ძაღლი ხარო“ და ისე, რომ არ დააცადა სხვა არაფრის თქმა, დ-----------------ი თავს დაესხა მას, კერძოდ მარჯვენა ხელი, რომელშიც ეჭირა ნაწილობრივ ქურთუკის მკლავში შეცურებული რკინის მილი, თავის არეში მარცხენა მხარეს დაარტყა მ-----–-------–----ეს, რის შედეგადაც მ-----–-------–----ემ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება ქალა ტვინის ღია ტრავმის, მარცხენა საფეთქლის ძვლის მოტეხილობის სახით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ბრალდებულმა დ-----------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 10 დეკემბერს იმყოფებოდა აწ გარდაცვლილი მეგობრის გ----------ის ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მათი ნათესავები და ახლობლები. ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, აღარ ცხოვრობს ძმასთან გ------------------თან ერთად და არ აქვს მასთან არანაირი ურთიერთობა. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არ ფლობს არანაირი ინფორმაციას, შემთხვევის ადგილზე არც ყოფილა და საქმის დეტალებზე ვერანაირ განმარტებას ვერ გააკეთებს. მ-----–-------–----ეს იცნობს სახეზე და იცის, რომ იგი პოლიციელია. მასთან არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია და ვერ ხსნის, რატომ უთითებს მასზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე, ან რის გამო უნდა ეცემა იგი. მას ასევე ჰყავს არასრულწლოვანი ძმა ლ----------------ი, რომელიც 10 დეკემბრის შემდეგ აღარ უნახავს, დაწესებულებაში შეიტყო, რომ იგი ბათუმში იმყოფებოდა, თუმცა მიზეზი უცნობია. დაკავების დღეს გიორგის მოსაძებნად გავიდა გარეთ და პოლიციის თანამშრომლებმაც მის შესახებ დაუსვეს კითხვები, მისი ადგილსამყოფელი ჰკითხეს და შესთავაზეს განყოფილებაში წაყოლა გიორგის საქმესთან დაკავშირებით. მოგვიანებით განუმარტეს, რომ დანაშაულის ჩადენა ედებოდა ბრალად. 2017 წლის 10 დეკემბრის სტუმრად ყოფნის მიზეზი და ადგილი იმიტომ არ უთხრა გამომძიებელს, რომ არ სურდა მგლოვიარე ოჯახში მყოფი პირები დაკითხვაზე ეტარებინათ. გარდაცვლილის ორმოცი იყო 9 დეკემბერს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2015 წლის 2 ოქტომბრის №2176271 ბრძანებით (ამონაწერი) მ-----–-------–----ე დაინიშნა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რ---------------–-----------------–ოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელად 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.

 

დაზარალებულმა მ-----–-------–----ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს შსს რ---------------–-----------------–ოში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე და 2017 წლის 10 დეკემბერს მ-----–----------ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ დანაშაულის პრევენციის მიზნით იმყოფებოდა ქ.რუსთავში მეგობრობის გამზირი №2 მ/ტერიტორიაზე. პოლიციის თანამშრომლები ღამის საათებში ამოწმებენ ქუჩებს, სხვადასხვა ადგილებს, რათა არ მოხდეს დანაშაული, ხოლო ასეთის შემთხვევაში მოახდინონ დროული რეაგირება. შემთხვევის დღეს, იმყოფებოდნენ ა/მანქანით და სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან შენიშნეს ძმები დ-----------------ი და გ------------------ი, ხელში ძალაყინები ეკავათ. სახეზე და სახელებით იცის ორივე, ვინაიდან ორივე ნასამართლევია და არაერთხელ ჰქონდა შეხება მათთან სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე. მანქანა გააჩერა და მ----------ესთან ერთად მივიდა სიტუაციაში გარკვევის მიზნით, გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლებელია სწორედ ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას აპირებდნენ. როდესაც მიუახლოვდა უთხრა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი, საპასუხოდ დ-----------------მა უთხრა ვიცი ძაღლი ხარო და ძალაყინი მოუქნია. დარტყმის შედეგად გონება დაკარგა და თვალები რომ გაახილა, პოლიციის თანამშრომლები ედგნენ თავზე. მათვე გადაიყვანეს კლინიკა რუსთავში, სადაც ჩაუტარდა სამედიცინო მკურნალობა. როგორც შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი, დ-----------------ი და გ------------------ი დარტყმისთანავე გაიქცნენ, თუმცა როდის დააკავეს და სად მისთვის უცნობია. დაზარალებულის განმარტებით, მსგავს შემთხვევას ნოემბრის თვეშიც ჰქონდა ადგილი, მაშინ მ----------------ესთან ერთად იმყოფებოდა, ორივე ძმა ფალიაშვილის ქუჩაზე ძალაყინებით ხელში შენიშნა. მივიდნენ, გამოელაპარაკნენ, იმედი გამოთქვეს, რომ არაფერს დააშავებდნენ და დაემშვიდობნენ. საქმესთან დაკავშირებით არანაირ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია და მისთვის უცნობია, არის თუ არა შ/ადგილზე გარე სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული, რამდენადაც იცის კომპანიას ”CGC” გარე პერიმეტრზე კამერები არ აქვთ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 31 აგვისტოს №2181106 ბრძანებით (ამონაწერი) მ-----–----------ე დაინიშნა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რ---------------–-----------------–ოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელის თანამდებობაზე.

 

მოწმე მ-----–----------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ განყოფილების უფროსის ს-----------–---ის დავალებით, მ-----–-------–----ესთან ერთად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დანაშაულის პრევენციის მიზნით, ა/მანქანით მოძრაობდა მეგობრობის გამზირზე, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ვალდებულია მოახდინოს რეაგირება, ან უზრუნველყოს მისი აცილება. მეგობრობის გამზირის №2 მ/ტერიტორიაზე შენიშნეს დ-----------------ი და გ------------------ი, მათ ხელში ეკავათ ძალაყინები და იმყოფებოდნენ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან ახლოს. მანქანა გააჩერეს და მათთან პირველი მ-----–-------–----ე მივიდა, თვითონ უკან მიყვებოდა. მ-----–მა უთხრა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და ამ დროს დ-----------------მა უთხრა ვიცი ვინც ხართ, ძაღლები ხართო და მთელი ძალით მოუქნია ძალაყინი, მანამდე გ-----------მა ხელი ჰკრა, ბ-----–----ე დაეცა, თქვა მიშველეთო და გონება დაკარგა. დ-----------------მა და გ------------------მა ძალაყინები დაყარეს და გაიქცნენ, ვინაიდან მისთვის მნიშვნელოვანი იყო მ-------–----ის გადარჩენა, მათ არ გაკიდებია. მ-----–ს ყურიდან სისხლი მოსდიოდა და უგონოდ იყო. დაურეკა თანამშრომელს და უთხრა მომხდარის შესახებ. მ-----–ი გონს მოვიდა, თუმცა ფეხზე ვერ დგებოდა მისი დახმარებითაც კი. შემთხვევის ადგილზე მივიდა მ----------------ე და მისივე მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ძალაყინის დარტყმის დროს, დ-----------------ს იგი ნახევრად ქურთუკის მკლავში ედო. მარჯვენა ხელით მოუქნია და მარცხენა მხარეს გაარტყა. დ-----------------ს და გ------------------ს იცნობს წარსულში მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებიდან გამომდინარე, გამოძიებასთან ერთად ეწევა ოპერატიულ საქმიანობას და კარგად იცის მათი ვინაობა. მათ ასევე ჰყავთ მესამე ძმა ლ----ი, რომელიც არასრულწლოვანია და მათზე მაღალი აღნაგობისაა. დ-----------------ს აქვს დაბალი თმა, არის საშუალო სიმაღლის, სუსტი ტანის, ვიზუალურად ძალიან კარგად იცნობს, იცის მისი ჩვევებიც, ე.წ. ბარსეტკით დადის ხოლმე. გ------------------ი მასზე უფრო სრულია და ქერა თმა აქვს. მათ ეცვათ ქურთუკები და შარვლები. ძმები დაახლოებით 2 მეტრის დაშორებით შენიშნეს. შემთხვევის ადგილზე იმ მომენტისთვის ჩართული იყო ღამის განათება და იმდენად კარგად ჩანდა ყველაფერი, რომ უცხო ადამიანის გარჩევაც შესაძლებელი იყო, არათუ ნაცნობების. სახეზე ორივე კარგად დაინახა და მათი ცნობა არ გაუჭირდებოდა, რადგან არაერთხელ შეხვედრია მათ ქუჩაშიც, განყოფილებაშიც. მოწმემ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე იყვნენ დ-----------------ი და გ------------------ი. მ-----–-------–----ეს დაარტყა დ-----------------მა.

 

მ-----–-------–----ისთვის დარტმის ფაქტს, გარდა თავად მისი და მ-----–----------ის ჩვენებისა, ადასტურებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად 2017 წლის 11 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: მ-----–-------–----ე მკურნალობდა სტაციონარულად 10.12.17-დან დიაგნოზით: ქალა-ტვინის ღია ტრავმა, მარცხენა საფეთქლის ძვლის მოტეხილობა, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

მოწმე ბ-------------–--ის განმარტებით, გამოსაკვლევად წარედგინა ავადმყოფობის ისტორიები, როგორც რუსთავის, ისე თბილისის საავადმყოფოებიდან. მიღებულ დაზიანებებს რამდენად შეეძლო გავლენა მოეხდინა მეხსიერებაზე - კვლევა არ ჩატარებულა. დაზიანება შეფასდა როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო - ხარისხის მიხედვით.

 

მ-----–----------ის ჩვენებასთან ერთად, მ-----–-------–----ისთვის დაზიანების მიყენებას ადასტურებს ასევე მოწმე მ----------------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 04:00 საათისთვის დაურეკა მისმა კოლეგამ მ-----–----------ემ და უთხრა, რომ მ-------–----ესთან ერთად იმყოფებოდა მეგობრობის გამზირის №2 მ/ტერიტორიაზე და სთხოვდა დახმარებას. საუბარში მ----------ემ უთხრა, რომ დ-----------------მა და გ------------------მა მ-------–----ეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. შ/ადგილზე მისვლისას, რომელიც მდებარეობდა კომპანია CGC კორპუსში შესასვლელი თაღის მარცხენა მხარეს, ნახა, რომ მ/ბ-----–----ე იწვა ასფალტზე და მარცხენა ყურიდან მოსდიოდა სისხლი. ფეხზე ადგომა უჭირდა. მ----------ის დახმარებით ჩასვა მანქანაში და წაიყვანა საავადმყოფოში. გზაში მ-------–----ემ უთხრა, რომ თავს დაესხნენ ძმები დ-----------------ი და გ------------------ი და რკინის მეტალი ჩაარტყა დ-----------------მა. შემთხვევის ადგილი განათებული იყო ლამპიონებით, იქვე ახლოს არის სავაჭრო ჯიხური, ლომბარდი და 20 მეტრის მოშორებით დგას სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. კოლეგების მსგავსად კარგად იცნობს დ-----------------ს და მის ძმებს გ------------------ს და ლ----------------ს, რომელიც არასრულწლოვანია. დ-----------------ს და გ------------------ს 2017 წლის ნოემბერში შეხვდა მ-----–-------–----ესთან ერთად, ასევე ღამის საათებში და გამოელაპარაკნენ მათ. რამდენადაც მისთვის ცნობილია, გარე-სათვალთვალო კამერა, რომელიც უშუალოდ შემთხვევის ადგილს აფიქსირებს, არცერთ შენობაზე დამონტაჟებული არ არის.

 

მოწმე მ----------------ე არის პირი, რომელმაც რ---------------–-----------------–ოს შეატყობინა მ-----–----------ეზე მომხდარი თავდასხმის შესახებ. შეტყობინების №2966572 რეგისტრაციის თანახმად, განმცხადებელმა მ----------------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 10 დეკემბერს 04:05 საათზე მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მისივე სამმართველოს თანამშრომელი მ-----–----------ე და უთხრა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ამავე სამმართველოს თანამშრომელ მ-----–-------–----ეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ-----------------მა და გ------------------მა.

 

კლინიკა რუსთავის ექიმის ე------–---–ის შეტყობინების №2966585 რეგისტრაციის ბარათის მიხედვით, კლინიკა რუსთავში შემოყვანილმა მ-----–-------–----ემ, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, განაცხადა, რომ მიღებული დაზიანება ყურის არეში მიაყენა დ-----------------მა და გ------------------მა.

 

მოწმე ს-----------–---ემ, რომელიც მუშაობს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რ---------------–-----------------–ოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსად, განმარტა, რომ ამავე განყოფილებაში მუშაობს მ-----–----------ე, ხოლო დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე - მ-----–-------–----ე. მისი განმარტებით, 2017 წლის 10 დეკემბერს პოლიციის თანამშრომლები მ-----–-------–----ე და მ-----–----------ე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, მოძრაობდნენ მეგობრობის გამზირის მ/ტერიტორიაზე. მათი სამუშაო დრო განსაზღვრული იყო ღამის საათებში. პოლიციის თანამშრომლები, დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით მორიგეობით ამოწმებენ ქალაქის ქუჩებს და საეჭვო ვითარების შემთხვევაში იღებენ ზომებს დანაშაულის აღსაკვეთად. საჭიროების შემთხვევაში ისინი ერთმანეთს მ/ტელეფონით ან რაციით უკავშირდებიან. შემთხვევის დღეს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 23 პოლიციის თანამშრომელი და ყველას განსაზღვრული ჰქონდა მისი სამოქმედო ტერიტორია. მ----------ე და მ-------–----ე განაწილდნენ მეგობრობის გამზირზე. მ----------ეს ეცვა პოლიციის ფორმა, ხოლო მ-------–----ე სამოქალაქო ტანსაცმელით იყო. დ-----------------ს იცნობს ქურდობის საქმეზე მისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე. როგორც შეატყობინეს, მან დარტყა მ-----–-------–----ეს რკინის საგანი შემთხვევის დღეს.

 

2017 წლის 10 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ექსპერიმენტი ჩატარდა მოწმე მ-----–----------ისაგან გამოკითხვის დროს მიღებული ინფორმაციის ადგილზე შემოწმებისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, კერძოდ ქ----------------------------------------ის მიმდებარედ, მოწმემ მიუთითა ე.წ. ”პარკთან” არსებულ კაფე-ტავერნა ”სენსის” წინ არსებული ადგილი და განმარტა, რომ სწორედ ამ ადგილას დაარტყა დ-----------------მა მის ხელთ არსებული რკინის ნაჭერი მ-----–-------–----ეს. აღნიშნულის შემდეგ მ-----–----------ემ მიუთითა იქვე არსებული ადგილი 22 მეტრის დაშორებით არსებულ ადგილზე, სადა ეყარა 2 ცალი რკინის მოგრძო ნაჭერი და განმარტა, რომ ეს სწორედ ის რკინის ნაჭრებია და ამ ადგილას დაყარეს დ.სუვოროვმა და გ-----------მა გაქცევის დროს.

 

მოწმე ლ-–---------ემ დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება და განმარტა, რომ საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში შემოსული შეტყობინების თანახმად, დაევალა საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში შ/ადგილზე გასვლა. ს/ექსპერიმენტის შედეგად ამოღებულ იქნა ორი ცალი ძალაყინისმაგვარი რკინის საგანი, რომელიც დაილუქა და გადაეცა გამომძიებელ ნ-–----------ეს. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს ექსპერტ-კრიმინალისტმა მ-–--------–----ემ, რომელმაც დაადასტურა, რომ 2017 წლის 10 დეკემბერს, 06:45 – 07:20 საათზე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით, სხდომაზე დაიკითხა ნ--------–----------ე, რომელმაც განმარტა, რომ ს/ექსპერიმენტი ჩაატარა მოწმის მ-----–----------ისა და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით. მანვე დააკავა დ-----------------ი. ს/ექსპერიმენტის შედეგად ამოღებულ იქნა რკინის საგნები, ისინი შეეძლო დაენახა გამვლელ ადამიანებს და მისი დაძებნა საჭირო არ იყო. საგამოძიებო მოქმედების დროს გარე განათება დამაკმაყოფილებელი იყო, ადამიანების სახის გარჩევა შესაძლებელი იყო დახლოებით 10 მეტრის მანძილზე. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ქურდობის სხვა საქმეებზე, ყოფილა შემთხვევები, რომ ვიდეო-კამერები ან არ მუშაობდა, ან გამორთული იყო, ასევე ჩანაწერებიც ამოუღიათ. ამ კონრეტულ შემთხვევაში მისთვის უცნობია შემთხვევის ადგილის სიახლოვეს დამონტაჟებული იყო თუ არა ვიდეო-კამერები.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ძალაყინები, კერძოდ მოგრძო ზომის რკინის საგნები, რომლებსაც სისხლის კვალი არ აღენიშნება.

 

მოწმეების მ-----–-------–----ის, მ-----–----------ის ჩვენებებს, რომ დ-----------------ის წარსულში ნასამართლობიდან გამომდინარე არაერთხელ ჰქონდათ მასთან შეხება, ადასტურებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ინფორმაცია დ-----------------ის ნასამართლობის შესახებ, რომლის თანახმად დ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ 2012 წლის 24 იანვრის განაჩენით სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქ/პ-ით (ორი ეპიზოდი), 2014 წლის 22 ივლისის განაჩენით სსკ-ს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2015 წლის 21 აგვისტოს განაჩენით 378-ე მუხლით.

 

მოწმე მ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, მანვე დაკითხა დაზარალებული და მისი ჩვენებიდან გამომდინარე, ვინაიდან ცალსახად განმარტავდა, რომ დ-----------------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, არ მიიჩნია საჭიროდ სუნის ნიმუშების აღება. მისი განმარტებით, მისთვის, უცნობია, რომ დ-----------------ის ძმას ცალკე ჰქონდა ბინა ნაქირავები.

 

2017 წლის 10 დეკემბრის ამოღების ოქმის მიხედვით, შპს „კლინიკა რუსთავიდან“ ამოღებული იქნა მ-----– ბ-----–---ის შავი ფერის უმკლავებო ქურთუკი ქუდით, რომელსაც მარცხენა მხარეს ქუდსა და საყელოზე აღენიშნებოდა მუქი მოწითალო ფერის ლაქები, ასევე შავი ფერის ყელსახვევი. მოწმე ვ-------------ამ განმარტა, რომ მ-----–-------–----ის ტანსაცმელი აღრიცხა და გადასცა გამომძიებელს. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მ-----–-------–----ის ტანსაცმელი, კერძოდ მ-------–----ის ქურთუკი, რომელიც არ არის პოლიციის ფორმის აღმნიშვნელი სიმბოლოებით, ქურთუკსა და კაშნეს აღენიშნება ექსპერტების მიერ გამოსაკვლევად აღებული ნიმუშების კვალი. ტანისამოსი არის მუქი ფერის. დაცვის მხარის განმარტებით, აღინიშნება სისხლის ორი წვეთი. 2017 წლის 15 დეკემბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით: მ-----–-------–----ის სისხლი მიეკუთვნება αβ/II ჯგუფს. მ-----–-------–----ის ჟილეტზე და ყელსახვევზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება αβ/II ჯგუფს. მ-----–-------–----ის სისხლი და მ-----–-------–----ის ჟილეტზე და ყელსახვევზე არსებული სისხლი მიეკუთვნება αβ/II ჯგუფს.

 

სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის შენიშვნაზე, რომ მოწმეების განმარტებით ორივე პოლიციელი მ-------–----ე და მ----------ე იყვნენ სამსახურებრივი ფორმებით, არ შეესაბამება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ვინაიდან მოწმე ს-----------–---ისა და მ----------ის განმარტებით, პოლიციის ფორმით იყო მხოლოდ მ----------ე, ხოლო მ-------–----ეს ეცვა სამოქალაქო ტანსაცმელი.

 

2018 წლის 4 ინვრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით: პაკეტში წარწერით „.... 1 ც მოგრძო ფორმის რკინის საგანი“ და პაკეტში, წარწერით „....1 ც მოგრძო რკინის საგანი N2 ,,,, მოთავსებულ მეტალის ორ ცალ საგანზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლებიც კოლუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო არაინფორმატიულია.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე ე-–-----------ემ განმარტა, რომ დ-----------------ი მისი აწ გარდაცვლილი მამის - გ----------ის მეგობარი იყო. 2017 წლის 10 დეკემბერს იყო მამის ორმოცი. ოჯახში, სხვა ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა დ-----------------ი, რომელიც დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის მივიდა და დარჩა დილის 5-6 საათამდე. სტუმრების ნაწილი წავიდა, ხოლო ბრალდებული, გ---------------–---–ი, ს--–------------–---–ი, დ-------------ე, თვითონ, ნ------------–---–ი და მამა მ---- გვიანობამდე რაღაცეებზე საუბრობდნენ. სტუმრები მან გააცილა და ზუსტად ახსოვს, რომ დ-----------------ი ადრე არ წასულა. მას შემდეგ იგი აღარ უნახავს, მისი დაკავების შესახებ ძმისგან შეიტყო, დაინტერესდა ამ ფაქტით და გადაწყვიტა განცხადებით მიემართა სასამართლოსთვის.

 

დაცვის მხარემ, მიუხედავად იმისა, რომ მან გამოკითხა ე-–-----------ე და მასთან სახლში მყოფი პირების შესახებ გამოკითხვის დროს მიაწოდა ინფორმაცია, გ---------------–---–ის, ს--–------------–---–ის, დ-------------ისა და მამა მ----ს დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა სასამართლოში დააყენა მხოლოდ ე-–-----------ის დაკითხვის შემდეგ, იმ საფუძვლით, რომ დაელოდა ე-–-----------ის დაკითხვას სასამართლოში. დაცვის მხარის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ, სსკ-ს 239-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით პასუხისმგებლობა დაწესებულია პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმისათვის, რაც არის აგრესიული მოქმედება და ახლავს ძალადობა ან ასეთის მუქარა. თავდასხმა ხორციელდება პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმოომადგენელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით დასჯადია ქმედება, როდესაც ზიანი ადგება ამ მუხლით დაცული პირის ჯანმრთელობას. დანაშაულის სამართლებრივი შეფასებისთვის უპირობოდ უნდა დადგინდეს, რომ ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს პოლიციელს თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელს, დაკავშირებული უნდა იყოს მის სამსახურებრვი საქმიანობასთან, რომელიც შესაძლებელია გამომდინარეობდეს როგორც მიმდინარე სამუშაოს, ისე სამსახურებრივი მოვალეობის ადრინდელ შესრულებასთან.

 

დ-----------------ის ქმედების სამართლებრივ შეფასებამდე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში ასახულ რამდენიმე ძირითად არგუმენტზე:

 

დ-----------------ის ჩვენება, რომ შემთხვევის ადგილზე ყოფნის ნაცვლად იგი სტუმრად იმყოფებოდა ე-–-----------ის ოჯახში, სასამართლოს შეფასებით უსაფუძვლო და არადამაჯერებელია, ვინაიდან ერთი მხრივ ბრალდებული თავშეკავებული იყო ე-–-----------ესთან სტუმრობის მიზეზის აღწერაში, დეტალებს აზუსტებდა კითხვების დასმის შედეგად და მხოლოდ რამდენიმე კითხვის შემდეგ გახდა ცნობილი სასამართლოსთვის თუ ვინ და როდის იყო გარდაცვლილი. მეორე მხრივ, მან განმარტა, რომ ამ ინფორმაციის გამო არ სურდა მგლოვიარე ოჯახის წევრების დაკითხვაზე დაბარება, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, დაცვის მხარემ მათი დაკითხვა მოითხოვა საქმის განხილვის დროს, რაც იმით აიხსნება, რომ მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოწმეთა დასახელება მიზნად ისახავდა მათი ჩვენებების გადამოწმების შეუძლებლობას. რეალურად კი არადამაჯერებელია უარის თქმა იმ ერთადერთ, გამამართლებელი მტკიცებულების მოპოვებაზე მხოლოდ მოწმეთა დაკითხვებზე დაბარების სურვილის არ ქონით. ამისდა მიუხედავად, ე-–-----------ის ჩვენებით ვერ დადასტურდა, დ-----------------ი მასთან სახლში 2017 წლის 10 დეკემბრის გამთენიისას იმყოფებოდა თუ წინა დღეს. ამავე საფუძვლით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმე ე-–-----------ის ჩვენებას, ვინაიდან იგი მიზნად ისახავს დ-----------------ისათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

 

დაცვის მხარეს ჰქონდა მოსაზრება, რომ დ-----------------სა და გ------------------ს არ აქვთ არანაირი ურთიერთობა და ისინი ამ მიზეზის გამო გამორიცხულია, რომ ერთად ყოფილიყვნენ. ბრალდებულმა თავი შეიკავა კონფლიქტის კონკრეტული მიზეზის დასახელებისაგან, თუმცა ამის საპირისპიროდ მეტყველებს მისივე განმარტებები, რომ როდესაც შეიტყო, რომ მისი ძმით პოლიცია იყო დაინტერესებული, წავიდა მის მოსაძებნად.

 

დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქმეზე არ არის ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზა, არ არის ამოღებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ დამონტაჟებული ვიდეო-კამერების ჩანაწერები და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არ დგინდება, რომ დ-----------------ს ნამდვილად ეკავა ხელში ძალაყინი, ვინაიდან მისი გენეტიკური პროფილი არ აღმოჩნდა, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

 

მოცემულ საქმეზე, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მ----------------ისა და შემდგომში კლინიკა რუსთავის ექიმ ე------–---–ის შეტყობინება, რომ მ-----–-------–----ეს დაზიანებები მიაყენა დ-----------------მა. პირველ შემთხვევაში მ----------------ის განმარტებით, აღნიშნული მას უთხრა მ-----–----------ემ, ხოლო მეორე შემთხვევაში ექიმის ინფორმაცია მოაწოდა თავად დაზარალებულმა მ-----–-------–----ემ. შეტყობინების შემდეგ, მიღებული ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაადასტურა მ-----–----------ემ და სასამართლო სხდომაზე დაკითხვის შედეგად, განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ დ-----------------ი და გ------------------ი. მოწმის დაკითხვის დროს ისეთი გარემოება, რომელიც მის სანდოობას ეჭვის ქვეშ დააყენებდა, საქმის განხილვის დროს არათუ არ გამოვლენილა, არამედ მის მიერ მიცემული ჩვენება მაქსიმალური სიზუსტით შეესაბამება გამოკვლეულ მტკიცებულებებს და ქმნის მათ ერთობლიობას. როგორც წესი, სუნის კვალის აღება და შემდეგ სავარაუდო დამნაშავისაგან სუნის ნიმუშების აღება შემდგომში მათზე ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ხდება დანაშაულის ჩადენიდან უმალვე და ემსახურება დამნაშავის დადგენას მაშინ, როდესაც მისი ვინაობა ცნობილი არ არის შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების შედეგად, ასევე როდესაც მასზე არ უთითებენ როგორც დანაშაულის ჩამდენზე. მ------------–---–ის განმარტება, რომ არ მიიჩნია საჭიროდ სუნის ნიმუშების აღება, ვინაიდან დაზარალებული პირდაპირ უთითებდა დ-----------------ზე, საფუძვლიანია და სასამართლოს შეფასებით ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არარსებობა არსებითად არ ცვლის მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებს, არ არყევს იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რითაც დ-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება. რაც შეეხება ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნას, ამ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებისა, მიზანშეწონილი იყო საქმეზე დადგენილიყო დ-----------------ის კავშირი ძალაყინთან, თუმცა ამ შემთხვევაშიც დაცვის მხარე უსაფუძვლოდ აპელირებს გენეტიკური პროფილის არარსებობაზე, ვინაიდან დასკვნის თანახმად გამოსაკვლევად წარდგენილ რკინის ძალაყინებზე აღმოჩნდა შერეული პროფილი, რაც ალელთა სიჭარბის გამო არაინფორმატიული იყო მისი კუთვნილების დასადგენად. გენეტიკური პროფილის არაინფორმატულობა ამ შემთხვვევაში ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს ეკუთვნის თუ არა იგი კონკრეტულ პირს. სასამართლოს შეფასებით, მოცემული დასკვნა არ იძლევა რაიმე სახის მსჯელობის საფუძველს, როგორც ბრალეულობის დადგენის, ისე მისი უარყოფის თვალსაზრისით.

 

დაცვის მხარის პოზიციას, რომ თუკი გამოძიებისთვის ცნობილი იყო, რომ დ-----------------მა მიაყენა მ-----–-------–----ეს დაზიანებები, რატომ არ დააკავეს იგი შემთხვევიდან უმოკლეს ვადაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 2017 წლის 10 დეკემბერს დაახლოებით 04 საათისთვის, ხოლო დ-----------------ი დაკავებულია იმავე დღეს 18:35 საათზე, ფაქტობრივად 24 საათის ვადაში და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქმეზე შეტყობინების მიღებიდან უწყვეტად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. ცხადია მ-----–----------ის განმარტება, რომ დაინტერესებული იყო კოლეგის გადარჩენით და იმიტომ არ გაეკიდა დ-----------------ს, რეალურია და არ ქმნის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დაშვებული რაიმე გადაცდომის ან დ-----------------ის მიმართ განსაკუთრებულ დაინტერესებაში დარწმუნების საფუძველს, როგორც ამას განმარტავს დაცვის მხარე. რ---------------–-----------------–ოს თანამშრომლის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება ამავე სამმართველოს თანამშრომლების მიერ არ ეწინააღმდეგება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანებას. ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, დადგენილია, რომ პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე. ანუ, სხვა საგამოძიებო ორგანო საქმეს იძიებს მაშინ, როდესაც თავად პოლიციის თანამშრომლის ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. მოცემულ შემთხვევაში დ-----------------ი როგორც აღინიშნა დაკავებულია 2017 წლის 10 დეკემბერს, შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ. იგი თავის ჩვენებაში არ ცნობს თავს დამნაშავედ და იმავდროულად არ უთითებს არცერთ ისეთ გარემოებაზე, რაც შექმნიდა საქმის ქვემდებარეობით გადაცემის საფუძველს. გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, არ დადგინდა, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა დ-----------------ისა და გ------------------ის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, შესაბამისად სასამართლოს არ აქვს საქმეზე განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობის მიკერძოებულ და არაობიექტურ სამართალწარმოებად შეფასების სამართლებრივი საფუძველი.

 

და ბოლოს, დაცვის მხარის ინიციატივა, რომ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულიყო მოწმე ლ----------------ი, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის დაკითხვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი წინასასამართლო სხდომაზე იყო გამოკითხვის ოქმზე კანონიერი წარმომადგენელის ხელმოწერის არარსებობა, ხოლო საქმის არსებითი განხილვის დროს დაცვის მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებდა სსკ-ს 239-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან დაცვის მხარემ სასამართლოში წარმოდგინა არასრულწოვან ლ----------------ის განცხადება, რომლის თანახმად იგი ითხოვდა შემთხვევის ადგილიდან ვიდეო ჩანაწერების ამოღებას და მის დაკითხვას, რაზედაც მას გამომძიებლის მიერ ეთქვა უარი. უნდა აღინიშნოს, რომ დაცვის მხარემ არსებითი განხილვის დროს გამოიყენა მისი უფლება და მოითხოვა მოწმის სახით გარკვეულ პირთა დაკითხვა, რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მას ვიდეო-ჩანაწერების ამოღების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. გარდა ამისა დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე დ-----------------ის ნაცვლად იმყოფებოდა მისი ძმა ლ----------------ი, ამასთან მან ძალაყინი მოიძია იქვე მიმდინარე მშენებლობის შედეგად დარჩენილი ნარჩენებიდან და მ-----–-------–----ეს დაარტყა მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელმა მიაყენა მას შეურაცხყოფა. სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს ამ შემთხვევაში ბრალდების მხარის პოზიციას და აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, ხოლო ძალაყინების დათვალიერების შედეგად, მათზე არ აღინიშნებოდა სამშენებლო მასალების კვალი, ამასთან არცერთი არ ტოვებდა ნარჩენის შთაბეჭდილებას. მიუხედავად ლ----------------ის დაკითხვაზე უარისა, დაცვის მხარეს ამ ვერსიის შესამოწმებლად, სრული უფლება ჰქონდა თავად წარმოედგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მოეთხოვა ვიდეო-ჩანაწერების ამოღება, რაც არ განხორციელებულა. (ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ შ/ადგილზე დამონტაჟებული იყო ვიდეო სათვალთვალო კამერები). შესაბამისად მხოლოდ ლ----------------ის დაკითხვის დაჟინებული მოთხოვნა, მისთვის ცნობილი გარემოებების გადამოწმების გარეშე, რაც ამ შემთხვევაში დაცვის მხარისავე მტკიცების ტვირთის პროცესის ნაწილია, ემსახურება დ-----------------ის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. დაცვის მხარეს ცხადია ჰქონდა მოლოდინი, რომ თუნდაც ლ----------------ის მიერ ბრალის აღიარებისა, საქმეზე არ იარსებებდა არცერთი მტკიცებულება, რომელიც საკმარისი იქნებოდა მისი პასუხისმგებლობისთვის. შემთხვევის ადგილზე მყოფი ორი თვითმხილველი მოწმე, დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანების ლოკაცია და ხარისხი, საქმეზე დაკითხული ის პირები, რომლებიც ადასტურებენ მ-----–-------–----ისა და მ-----– ჭანნუყვაძის შემთხვევის ადგილზე უტყუარად ყოფნას, მ-----–-------–----ის ქურთუკზე არსებული სისხლის კვალი და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ძალაყინები ქმნის ერთიან, სწორ, დამაჯერებელ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას დ-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად.

 

სსსკ-ს 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ-----------------მა განხორციელებული ქმედით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ს 353.1 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა დ-----------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან დამაჯერებელია და აშკარად უთითებს მათ მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც დ-----------------ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

დ-----------------ს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულების ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-----------------ს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილი ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ამ მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

დ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, მ-----–-------–----ის ქურთუკი (ჟილეტი) და ყელსახვევი, უნდა დაუბრუნდეს მის მფლობელს, ნიმუშები და ძალაყინები, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დ-----------------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 დეკემბრიდან.

 

3. დ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ:

 

მ-----–-------–----ის ქურთუკი (ჟილეტი) და ყელსახვევი, დაუბრუნდეს მის მფლობელს, ნიმუშები და ძალაყინები, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. (ნივთები ინახება შს რ---------------–-----------------–ოში).

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე