გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.05.2018
საქმის ნომერი
240310018002294818
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
14.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240310018002294818 (3/6-2018)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

14.05.2018 წელი ქ. სენაკი

 

სენაკის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია

 

მოსარჩელე - მ------------–---

კ-----------------

ა---------------

წარმომადგენელი - ს---------------ე

 

მოპასუხე - ა--–--------–----–--------------ა

წარმომადგენელი - ზ------–------, გ--–------------

 

დავის საგანი - 1. ა--–--------–----–--------------ს „ა---------------ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ 12.01.2018წ, N31 ბრძანების ბათილად ცნობა- მისი გამოცემის მომენტიდან;

2. ა--–--------–----–--------------ს „კ-----------------ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ 12.01.2018წ, N30 ბრძანების ბათილად ცნობა- მისი გამოცემის მომენტიდან;

3. ა--–--------–----–--------------ს „მ------------–---ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ 12.01.2018წ, N29 ბრძანების ბათილად ცნობა- მისი გამოცემის მომენტიდან;

4. მოსარჩელე ა---------------ს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა;

5. მოსარჩელე კ-----------------ს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა;

6. მოსარჩელე მ------------–---ს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა;

7. მოსარჩელე ა---------------სათვის სახელფასო განაცდურის ანაზღაურება მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

8. მოსარჩელე კ-----------------სათვის სახელფასო განაცდურის ანაზღაურება მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

9. მოსარჩელე მ------------–---სათვის სახელფასო განაცდურის ანაზღაურება მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. „ა---------------ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ა--–--------–----–--------------ს 12.01.2018წ, N31 ბრძანების ბათილად ცნობა- მისი გამოცემის მომენტიდან;

1.2. „კ-----------------ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ა--–--------–----–--------------ს 12.01.2018წ, N30 ბრძანების ბათილად ცნობა- მისი გამოცემის მომენტიდან;

1.3. „მ------------–---ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ა--–--------–----–--------------ს 12.01.2018წ, N29 ბრძანების ბათილად ცნობა- მისი გამოცემის მომენტიდან;

1.4. მოსარჩელე ა---------------ს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა;

1.5. მოსარჩელე კ-----------------ს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა;

1.6. მოსარჩელე მ------------–---ს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა;

1.7. მოსარჩელე ა---------------სათვის სახელფასო განაცდურის ანაზღაურება, მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.8. მოსარჩელე კ-----------------სათვის სახელფასო განაცდურის ანაზღაურება, მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.9. მოსარჩელე მ------------–---სათვის სახელფასო განაცდურის ანაზღაურება, მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

2. მოსარჩელეების განმარტებით, მოსარჩელე ა--------------- 2015 წლის 01 აპრილიდან - 2018 წლის 12 იანვრამდე (გათავისუფლების ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარდა 17.01.2018 წ) მუშაობდა ა--–--------–----–---------------------------------------------------------–----–--------------------------------–--------------------–--------------------------------------------------------------–----–---------------------–------------------------------–---ს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. მოსარჩელის დასაქმება დაწესებულებაში მოხდა კონკურსის შედეგების საფუძველზე;

 

მოსარჩელე კ----------------- 2015 წლის 22 ოქტომბერს დაინიშნა ა--–--------–----–---------------------------------------------------------–----–--------------------------------–--------------------–--------------------------------------------------------------–----–---------------------–------------------------------–---ს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო 2016 წლის 04 ივლისს იგი დაინიშნა ა--–--------–----–---------------------------------------------------------–----–--------------------------------–--------------------–--------------------------------------------------------------–----–---------------------–------------------------------–---ს უფროსის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლებული იქნა 2018 წლის 12 იანვრიდან (გათავისუფლების ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარდა 17.01.2018 წ) მოსარჩელის დასაქმება დაწესებულებაში მოხდა კონკურსის შედეგების საფუძველზე;

 

მოსარჩელე მ------------–--- 2016 წლის 01 იანვრიდან დაინიშნა ა--–--------–----–---------------------------------------------------------–----–--------------------------------–--------------------–-----------------------------------------ს სამსახურის უფროსად. საიდანაც გათავისუფლებულ იქნა 2018 წლის 12 იანვრიდან (გათავისუფლების ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარდა 15.01.2018 წ).

 

მოსარჩელეები სამუშაოს ყოველთვის ასრულებდნენ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, რის გამოც მათ არაერთხელ აქვთ მიღებული პრემია.

 

მოსარჩელეთა ნაყოფიერ და ეფექტურ საქმიანობას ადასტურებს ა--–--------–----–------------------ს მიერ მომზადებული არაერთი ანგარიში, რომელიც ატვირთულია მოპასუხე დაწესებულების ოფიციალურ საიტზე (). მიუხედავად მოსარჩელეთა წარმატებული საქმიანობისა, მოსარჩელეები აბაშის მუნიციპალიტეტის ახალი მერის მიერ ა--–--------–----–--------------ის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 09.01.2018 წ შედგენილი ,, სამსახურეობრივი შემოწმების შედეგების შესახებ’’ დასკვნის საფუძველზე უკანონოდ იქნენ გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობებიდან.

 

მოსარჩელეებმა მათი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად დაკარგეს მუდმივი სამუშაო ადგილები, ერთადერთი შემოსავლის წყარო და მიადგათ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. ამიტომ, იძულებულნი არიან მათი დარღვეული უფლებების აღდგენა და კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლო წარმოების გზით მოითხოვონ.

 

3. მოპასუხის პოზიცია

 

3.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო. მოპასუხე მხარის წარმომადგენლების განმარტებით, აუდიტორული შემოწმება განხორციელდა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მამუკა კ-----–---–ის 2016 წლის 30 დეკემბრის N1397 ბრძანებით დამტკიცებული ა--–--------–----–------------------ს შიდა აუდიტის სამსახურის 2017 წლის წლიური გეგმის შესაბამისად. აღნიშნული გეგმით გათვალისწინებული იყო 8 ობიექტის, მათ შორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის პერიოდული თემატური შემოწმებები. სწორედ ამ გეგმის შესაბამისად განხორციელდა ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური ქონების მართვის ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის შიდა აუდიტორული შემოწმება, შესაბამისობის კუთხით რამაც გამოავლინა სერიოზული დარღვევები. შიდა აუდიტის სამსახურში შემოვიდა აუდიტორი ჟ-----------–---–ის მოხსენებითი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილებაში გამოვლენილია რისკის შემცველი აუდიტორული მიგნებები საიჯარო ხელშეკრულებებთან მიმართებაში, აღნიშნულის გამო შიდა აუდიტის სამსახურის მეთოდოლოგიისა და დებულების შესაბამისად, ამ სამსახურის უფროსის ბრძანებით ინსპექტირების განყოფილებას დაევალა საიჯარო ხელშეკრულებების, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებასთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესწავლა და სათანადო დასკვნის მომზადება. დასკვნა მომზადდა 2018 წლის 9 იანვარს. დასკვნაში დაფიქსირებულია ზემოთ მითითებული სამსახურის განყოფილების მუშაობაში არსებული სერიოზული სამსახურეობრივი დარღვევების კონკრეტული ფაქტები. ამ დარღვევებიდან გამომდინარე დასკვნის პირველ პუნქტში მიეთითა ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური ქონების მართვის ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახური საჯარო მოხელეების მ------------–---ს, კ-----------------ს და ა---------------ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. გარდა ამისა, დასკვნის მეორე პუნქტში, შიდა აუდიტის სამსახურის დებულების მეორე მუხლის „ ო“ ქვეპუნქტის თანახმად მიეთითა აგრეთვე გამოვლენილი დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით შესწავლილი და მოკვლეული მასალების შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემის თაობაზე. მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები გამოცემულია სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1 აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ.კ-----–---–ის 2015 წლის 01 აპრილის №187 ბრძანების შესაბამისად, 2015 წლის 01 აპრილს ა--------------- დაინიშნა ა--–--------–----–---------------------------------------------------------–----–--------------------------------–--------------------–-----------------------------------------ს სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

-აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება №187 (01.04.2015წ)

 

4.1.2 აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ.კ-----–---–ის 2017 წლის 30 ივნისის №788 ბრძანების შესაბამისად, ა--------------- დაინიშნა მე-3 რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, ა--–--------–----–------------------ს ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე 2017 წლის 01 ივლისიდან და გათავისუფლდა ა--–--------–----–---------------------------------------------------------–----–--------------------------------–--------------------–-----------------------------------------ს სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

-აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება №787 (30.06.2017წ)

 

4.1.3 ა--–--------–----–--------------ს ლ.მ----–-----ს 2017 წლის 13 ნოემბრის №47 ბრძანების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება №787 (30.06.2017წ) შევიდა ცვლილება და ა--------------- დაინიშნა მე-3 რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, ა--–--------–----–--------------ის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და გათავისუფლდა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ე------------------------------------–----–--------------------------------–--------------------–----------------------------------------------------------------–------------------–---------–----–---------------------–------------------------------–---ს მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან 2017 წლის 12 ნოემბრიდან.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

-ა--–--------–----–--------------ს ბრძანება №47 (13.12.2017წ)

 

4.1.4 აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ.კ-----–---–ის 2015 წლის 22 ოქტომბრის №957 ბრძანების შესაბამისად, კ----------------- დაინიშნა ა--–--------–----–---------------------------------------------------------–----–--------------------------------–--------------------–-----------------------------------------ს სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლად 2015 წლის 23 ოქტომბრიდან.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

-აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება №957 (22.11.2015წ)

 

4.1.5 აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ.კ-----–---–ის 2016 წლის 04 ივლისის №613 ბრძანების შესაბამისად, კ----------------- დაინიშნა ა--–--------–----–------------------ს ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე 2016 წლის 04 ივლისიდან და გათავისუფლდა გამგეობის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

-აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება №613 (04.07.2016წ)

 

4.1.6 აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ.კ-----–---–ის 2017 წლის 30 ივნისის №764 ბრძანების შესაბამისად, კ----------------- დაინიშნა მეორე რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, ა--–--------–----–------------------ს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსად 2017 წლის 01 ივლისიდან და გათავისუფლდა გამგეობის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

-აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება №764 (30.06.2017წ)

 

4.1.7 ა--–--------–----–--------------ს ლ.მ----–-----ს 2017 წლის 13 ნოემბრის №20 ბრძანების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება №764 (30.06.2017წ) შევიდა ცვლილება და კ----------------- დაინიშნა მე-2 რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, ა--–--------–----–--------------ის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და გათავისუფლდა ა--–--------–----–------------------ს მე-2 რანგის პროფესიული საჯარო მოხელის მეორადი სტუქტურული ერთეულის,ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან 2017 წლის 12 ნოემბრიდან.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

-ა--–--------–----–--------------ს ბრძანება №20 (13.12.2017წ)

 

4.1.8 აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ.კ-----–---–ის 2015 წლის 31 დეკემბრის №1667 ბრძანების შესაბამისად, მ------------–--- დაინიშნა ა--–--------–----–------------------ს ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2016 წლის 01 იანვრიდან.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

-აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება №1667 (31.12.2015წ)

 

4.1.9 აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ.კ-----–---–ის 2017 წლის 30 ივნისის №748 ბრძანების შესაბამისად, მ------------–--- დაინიშნა პირველი რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, ა--–--------–----–------------------ს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსად 2017 წლის 01 ივლისიდან და გათავისუფლდა ა--–--------–----–------------------ს ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

-აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება №748 (30.06.2017წ)

 

4.1.10 ა--–--------–----–--------------ს ლ.მ----–-----ს 2017 წლის 13 ნოემბრის №9 ბრძანების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება №748 (30.06.2017წ) შევიდა ცვლილება და მ------------–--- დაინიშნა პირველი რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის- ა--–--------–----–--------------ის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და გათავისუფლდა პირველადი სტუქტურული ერთეულის, ა--–--------–----–------------------ს ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან 2017 წლის 12 ნოემბრიდან.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

-ა--–--------–----–--------------ს ბრძანება №9 (13.12.2017წ)

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1 ა--–--------–----–--------------ს ლ.მ----–-----ს 2018 წლის 12 იანვრის №31 ბრძანების შესაბამისად, ა--------------- გათავისუფლდა მე-3 რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, ა--–--------–----–--------------ის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან 2018 წლის 12 იანვრიდან.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

-ა--–--------–----–--------------ს ბრძანება №31 (12.01.2018წ)

 

4.2.2 ა--–--------–----–--------------ს ლ.მ----–-----ს 2018 წლის 12 იანვრის №30 ბრძანების შესაბამისად, კ----------------- გათავისუფლდა მე-2 რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, ა--–--------–----–--------------ის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან 2018 წლის 12 იანვრიდან.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

-ა--–--------–----–--------------ს ბრძანება №30 (12.01.2018წ)

 

4.2.3 ა--–--------–----–--------------ს ლ.მ----–-----ს 2018 წლის 12 იანვრის №29 ბრძანების შესაბამისად, მ------------–--- გათავისუფლდა პირველი რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, ა--–---------–----–--------------ის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან 2018 წლის 12 იანვრიდან.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

-ა--–--------–----–--------------ს ბრძანება №29 (12.01.2018წ)

 

4.2.4 „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N44 დადგენილებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სამსახურის დებულების შესაბამისად, ა--–--------–----–--------------ის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ იქნა სამსახურებრივი შემოწმება, მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

-აბაშის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ №29 (09.01.2018წ)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. სასამართლო წარმოდგენილი მასალების, მხარეთა ახსნა - განმარტებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების, ა---------------ს, კ-----------------სა და მ------------–---ს სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნას ცნობილი ა---------------ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ა--–--------–----–--------------ს 2018 წლის 12 იანვრის № 31 ბრძანება და ა--------------- დაუყოვნებლივ აღდგენილი იქნას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე;

ბათილად უნდა იქნას ცნობილი კ-----------------ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ა--–--------–----–--------------ს 2018 წლის 12 იანვრის № 30 ბრძანება და კ----------------- დაუყოვნებლივ იქნას აღდგენილი გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე;

ბათილად უნდა იქნას ცნობილი მ------------–---ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ა--–--------–----–--------------ს 2018 წლის 12 იანვრის № 29 ბრძანება და მ------------–--- დაუყოვნებლივ იქნას აღდგენილი გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე; მოპასუხეს ა--–--------–----–--------------ას, მოსარჩელე ა---------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ა---------------ს სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 800 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით;

მოპასუხე ა--–--------–----–--------------ას, მოსარჩელე კ-----------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, კ-----------------ს სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1030 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით. მოპასუხე ა--–--------–----–--------------ას, ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელე მ------------–---ს სასარგებლოდ, მ------------–---ს სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1470 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს კონსტიტუცია;

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი.

საქართველოს შრომის კოდექსი;

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია“,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

7.2 უფლებამოსილი პირის მიერ მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლებისას წყდება პირის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები და შესაბამისად, ასეთი აქტი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

7.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.4 ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომლებიც თავმოყრილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავში და მოქმედებს ადმინისტრაციული წარმოების ყველა სახისათვის.

 

7.5 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. შესაბამისად, წინამდებარე დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, აქტის კანონიერების შემოწმება მისი მხოლოდ ფორმალური შემოწმების კუთხით შეფასებას არ გულისხმობს. აქტი ასევე, მატერიალურად კანონიერი უნდა იყოს, ანუ შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს, უნდა იკვეთებოდეს, თუ რა გარემოებებმა მოახდინეს გავლენა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე.

 

7.6 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია“, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 

7.7 საქართველოს კონსტიტუციის 1012 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები გამიჯნულია სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებებისაგან. თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებანი, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა განსაზღვრის ძირითადი პრინციპები და უფლებამოსილებანი დგინდება ორგანული კანონით. ხოლო 1012მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებანი ექსკლუზიურია.

 

7.8 სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტები - წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ, აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან.

 

7.9 საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

7.10 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს რა თავიანთი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართეს სასამართლოს.

 

7.11 საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის თავისუფლება. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში. ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას განახორციელოს დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვა, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფილია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

7.12 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი);

 

7.13 საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ შრომითი ურთიერთობების რეგულირებისას გასათვალისწინებელია მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს დასაქმებულის ინტერესები.

 

7.14 ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის მითითებები ევროპის სოციალური ქარტიის 4.4 მუხლზე (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის 1876-რს დადგენილებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან), 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლზე (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) და განმარტება, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებასთან. ზემოაღნიშნული საერთაშორისო ნორმები იძლევა დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებული სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრების სახელმწიფოებრივი ნება პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან, რაც მოიცავს დასაქმებულის უფლების დაცვას;

 

7.15 განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ა---------------ს, კ-----------------სა და მ------------–---ს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, ა--–--------–----–--------------ს, 2018 წლის 12 იანვრის №31, №30 და №29 ბრძანებების კანონიერების შემოწმება.

 

7.16 სასამართლო აღნიშნავს, რომ მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შემოწმებისას სასამართლომ უნდა გაარკვიოს, თუ რამდენად კანონიერად მოქმედებდა ადმინისტრაციული ორგანო მოსამსახურის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ თანამდებობიდან პირის გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

 

7.17 დადგენილია, რომ მოსარჩელე ა--------------- მოპასუხე ორგანიზაციაში ა--–--------–----–--------------ის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დასაქმებული იყო 2015 წლიდან; ასევე, დადგენილია, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ლევან მ----–-----ს 2018 წლის 12 იანვრის №31 ბრძანებით, მოსარჩელე ა--------------- დაკავებული - მე-3 რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, ა--–--------–----–--------------ის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლდა შიდა აუდიტის სამსახურის სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ, სამსახურის 2018 წლის 11 იანვრის №001/2018 მომართვისა და დასკვნის საფუძველზე.

 

7.18 დადგენილია, რომ მოსარჩელე კ----------------- მოპასუხე ორგანიზაციაში ა--–--------–----–--------------ის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დასაქმებული იყო 2015 წლიდან; ასევე, დადგენილია, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ლევან მ----–-----ს 2018 წლის 12 იანვრის №30 ბრძანებით, მოსარჩელე კ----------------- დაკავებული- მე-2 რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, ა--–--------–----–--------------ის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა შიდა აუდიტის სამსახურის სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ, სამსახურის 2018 წლის 11 იანვრის №001/2018 მომართვისა და დასკვნის საფუძველზე.

 

7.19 დადგენილია, რომ მოსარჩელე მ------------–---, მოპასუხე ორგანიზაციაში ა--–---------–----–--------------ის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასაქმებული იყო 2015 წლიდან; ასევე, დადგენილია, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ლევან მ----–-----ს 2018 წლის 12 იანვრის №29 ბრძანებით, მოსარჩელე მ------------–--- დაკავებული- პირველი რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, ა--–---------–----–--------------ის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა შიდა აუდიტის სამსახურის სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ, სამსახურის 2018 წლის 11 იანვრის №001/2018 მომართვისა და დასკვნის საფუძველზე.

 

შესაბამისად, სადავოა ა--–--------–----–--------------ს ლევან მ----–-----ს 2018 წლის 12 იანვრის №31, №30, №29 ბრძანებების კანონიერება.

 

7.20 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი

 

7.21 სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა შესწავლა.

 

7.22 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის აუცილებლობა, კერძოდ, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. დარღვევისა და გამოყენებული ზომის ადეკვატურობის თვალსაზრისით ბრძანების დასაბუთების მნიშვნელობა იზრდება მით უფრო მაშინ, როდესაც ბრძანების შედეგს პირის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს.

 

7.23 მოცემულ შემთხვევაში სადავო ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტების”, მე-60 მუხლის 1-ლი პუნქტის, 61 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, 98-ე მუხლისა და 107-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ‘ე“ ქვეპუნქტის დანაწესები.

 

7.24 სასამართლო მიუთითებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოხელის გათავისუფლებამდე საქმის გარემოებები ყოველმხრივ, ობიექტურად უნდა გამოეკვლია, რაც უზრუნველყოფდა მოსამსახურის ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ დაცვას, კადრების სტაბილურობის, როგორც საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპების შესრულებას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა და ემსჯელა იმის თაობაზე, არსებობდა თუ არა მოსარჩელეების თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რაც არ განუხორციელებია. მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ ისეთი სახის არსებით დარღვევას წარმოადგენს, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

 

7.25 ვინაიდან მოსარჩელეები ა---------------, კ----------------- და მ------------–--- სამუშაოდან გათავისუფლდნენ შიდა აუდიტის სამსახურის სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ, სამსახურის 2018 წლის 11 იანვრის №001/2018 მომართვისა და დასკვნის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლო მოცემული დავის განხილვისას ამოწმებს განხორციელდა თუ არა მოპასუხე ორგანიზაციაში შიდა სამსახურებრივი აუდიტი, დადებით შემთხვევაში, წარმოეშვა თუ არა დამსაქმებელს მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობა, ხომ არ ქონია ადგილი დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაზეც სასამართლოს მხარეთა განმარტებების მოსმენის, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ცალ-ცალკე და ერთობლიობაში შეფასების შედეგად ჩამოუყალიბდა ერთმნიშვნელოვანი პასუხი, რომ მოსარჩელეები: ა---------------, კ----------------- და მ------------–--- სამუშაოდან გათავისუფლდნენ არაკანონიერად.

 

7.26 სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (სსს კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები).

 

თუმცა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით სამართლებრივ დავასთან დაკავშირებულ არა ერთ საქმეში განმარტა, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს (იხ. სუსგ №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-122-114-2015, 23 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი).

 

შესაბამისად, მოსარჩელის (დასაქმებულის) სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს (დამსაქმებელს), რაც მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ვერ განხორციელდა. მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დამსაქმებელი არ დამდგარა თანამშრომელთა სამუშაოდან გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ მტკიცების ტვირთის სტანდარტის შესაბამისად, ვერ შეძლო მოსარჩელეების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების მართლზომიერების დადასტურება.

 

7.27 საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელი არჩევანის გაკეთებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს.

 

ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლოს განმარტება, რომ შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის მიერ ცალმხრივად მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი. „საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ.„favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ ( იხ. სუსგ № ას-941-891-2015, 29.01.2016 წ.).

 

7.28 მოსარჩელეები მოპასუხე ორგანიზაციაში შესაბამის თანამდებობებზე დასაქმებული იყვნენ 2015 წლიდან. ამ ხნის მანძილზე მათ მიერ შრომის დისციპლინის დარღვევისა და მის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტი, საქმის მასალებით, არ დასტურდება. დანიშვნის დღიდან თანამდებობისთვის შეუფერებლობა ან/და არასაკმარისი კვალიფიკაცია, რის გამოც მოსარჩელეები ვერ დააკმაყოფილებდნენ დაწესებულ მოთხოვნებს (არაკომპეტენტურობა) ასევე, არ დასტურდება საქმის მასალებით.

 

7.29 მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება, რომ აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე მოსარჩელე მ------------–---სა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერს შორის შედგა შეხვედრა. შეხვედრისას მათ შორის გაიმართა საუბარი, სადაც აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა არაერთხელ შესთავაზა მას დაბალი რანგის თანამდებობაზე გადასვლა, მისი შვილის დაწინაურების სანაცვლოდ, რაზეც მიიღო კატეგორიული უარი. მოსარჩელემ მოითხოვა მერისგან შეთავაზების მიზეზის განმარტება. მერმა საბოლოოდ განუმარტა, რომ მ------------–--- მას არ დაეხმარა არჩევნებში და ამიტომ მასთან მუშაობას ვერ შეძლებდა. ამ განმარტების მოსმენის შემდეგ მ------------–---მ კვლავ უარი განაცხადა თანამდებობის დატოვებაზე.

 

7.30 აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აბაშის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურში აუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ. აუდიტორული დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ სამსახურის საქმიანობით აბაშის ბიუჯეტმა დაკარგა გარკვეული შემოსავლები, თუმცა აუდიტორული დასკვნით სავარაუდო ზიანის ოდენობა დადენილი არ ყოფილა. აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელეთა სამსახურიდან განთავისუფლება.

აღნიშნულის საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერმა გამოსცა ბრძანებები მოსარჩელეთა თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ.

 

7.31 საყურადღებოა, რომ აუდიტორული შემოწმება აბაშის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურში ჩატარდა 2016 წელს და შეფასებული იქნა წინა წლის მუშაობა. ანგარიშის მიხედვით, სამსახურის საქმიანობა შეფასდა დადებითად.

 

7.32 მოპასუხის წარმომადგენლმა, რომელიც ორივე შემოწმებისას ხელმძღვანელობდა (გამგეობის) მერიის შიდა აუდიტის სამსახურს, განაცხადა რომ 2016 წელს დარღვევები აღმოჩენილი ვერ იქნა იმის გამო, რომ ახალი მიღებული იქნა აქტი, რომელიც ახლებურად განსაზღვრავდა ქონების იჯარით გადაცემის წესებს და იმ პერიოდისთვის მისი შინაარსი კარგად არ იცოდნენ?! თუმცა, დასკვნის მომზადების დროისათვის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილება, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის N6 და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის N6 დადგენილებები ძალაში იყო და დასკვნის მომზადებისას მათი უგულვებელყოფა აქტის უცოდინრობით ვერ იქნება მიჩნეული დამაჯერებელ არგუმენტად.

 

7.33 მოსარჩელე მ------------–---სა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერს შორის კომუნიკაცია და თანამდებობის დატოვების მოთხოვნა, აუდიტორული შემოწმების ჩატარება წინა შემოწმებიდან მოკლე პერიოდში და სრულიად საწინააღმდეგო დასკვნის დაუსაბუთებლად მომზადება, სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ პროცესები მოპასუხის მიერ შეგნებულად წარიმართა იმგვარად, რაც შესაძლებელს გახდიდა მოსარჩელეების თანამდებობიდან თითქოსდა კანონიერად გათავისუფლებას. შესაბამისად, ის წინაპირობები რაც საფუძვლად დაედო მერის ბრძანებებს, რეალურად არ დადასტურებულა.

 

7.34 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1 მუხლის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას, შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის ფაქტის დადასტურება იწვევს სადავო ბრძანების გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას და არის თანმდევი შედეგი.

 

7.35 ვინაიდან, ა---------------ს, კ-----------------სა და მ------------–---ს სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია იგი უნდა დაკმაყოფილდეს. აღნიშნული ნიშნავს ა---------------ს, კ-----------------სა და მ------------–---ს იმ უფლებებში აღდგენას, რომელშიც სადავო ბრძანების გამოცემამდე არსებობდა. შესაბამისად, ა---------------ს, კ-----------------სა და მ------------–---ს მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ, საფუძვლიანია და ისინი სამუშაოზე აღდგენილ უნდა იქნენ.

 

7.36 .საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.

 

მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, პირდაპირ დაკავშირებულია შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის ფაქტის დადასტურებასა და სამუშაოზე აღდგენასთან და არის თანმდევი შედეგი.

 

7.37 ვინაიდან დადგენილია მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის კანონსაწინააღმდეგოდ შეწყვეტის ფაქტი და დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არსებობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველიც.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ,,ევროპის სოციალურ ქარტიაზე’’ დაყრდნობით განმარტებულ იქნა, რომ შრომითი დავა, რომელიც დაკავშირებულია შრომის, როგორც სოციალური უფლების რეალიზაციასთან, განხილულიყო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ დავად. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე, მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელეების, ა---------------ს, კ-----------------სა და მ------------–---ს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნას ცნობილი ა---------------ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ა--–--------–----–--------------ს 2018 წლის 12 იანვრის № 31 ბრძანება და ა--------------- დაუყოვნებლივ აღდგენილი იქნას გათავისუფლებამდე დაკავებულ: მე-3 რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, ა--–--------–----–--------------ის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე;

 

3. ბათილად იქნას ცნობილი კ-----------------ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ა--–--------–----–--------------ს 2018 წლის 12 იანვრის № 30 ბრძანება და კ----------------- დაუყოვნებლივ იქნას აღდგენილი გათავისუფლებამდე დაკავებულ: მე-2 რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, ა--–--------–----–--------------ის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე;

 

4. ბათილად იქნას ცნობილი მ------------–---ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ა--–--------–----–--------------ს 2018 წლის 12 იანვრის № 29 ბრძანება და მ------------–--- დაუყოვნებლივ იქნას აღდგენილი გათავისუფლებამდე დაკავებულ: პირველი რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, ა--–---------–----–--------------ის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;

 

5. მოპასუხე ა--–--------–----–--------------ას, მოსარჩელე ა---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს, ა---------------ს სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 800 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.

 

9. მოპასუხე ა--–--------–----–--------------ას, მოსარჩელე კ-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს, კ-----------------ს სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1030 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.

 

10. მოპასუხე ა--–--------–----–--------------ას, მოსარჩელე მ------------–---ს სასარგებლოდ დაეკისროს, მ------------–---ს სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1470 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.

11. გადაწყვეტილება ა---------------ს, კ-----------------სა და მ------------–---ს თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში დაუყოვნებლივ მიექცეს აღსასრულებლად;

 

12. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

13. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანის გზით, რომელიც არ შეაჩერებს ამ გადაწყვეტილების შესრულებას.

 

14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუ პორტის ქუჩა 32) სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სენაკი, შოთა რუსთაველის ქუჩა 247) 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე ლევან ნუცუბიძე