გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030210017001951889
№2/446-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19.04.2018 წ. ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე შოთა სირაძე
სხდომის მდივანი ალექსანდრე ჩაჩიბაია
მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებული სარჩელით): ა------ დ---–ი,წარმომადგენელი: ფ------ ბ------,მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით): თ----- დ------–---–ი,წარმომადგენელი: მ-----–- ა-----–--ე,მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო: სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს ფ----ის ს----–---- გ---------–---,წარმომადგენელი: შ------ა ღ-----,ლ---- დ---–ის საპროცესო წარმომადგენელი: ი----- ე--------ე,სარჩელის დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა, ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა.
შეგებეული სარჩელის დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება, მშობლის უფლების შეზღუდვა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა სარჩელით:
1.1. შეწყდეს ა------ დ---–სა და თ----- დ------–---–ს შორის 2011 წლის 28 მარტს რეგისტრირებული ქორწინება.
1.2. არასრულწლოვანმა ლ---- დ---–მა მამასთან - ა------ დ---–თან გაატაროს წელიწადში ერთხელ აგვისტოს თვის მეორე კვირის ორშაბათი დღე, ხოლო ა------ დ---–ის მიერ სასჯელის მოხდის შემდეგ - ყოველი კვირის შაბათი დღის 11:00 საათიდან კვირა დღის 18:00 საათამდე, ასევე ზაფხულის არდადეგები - 06 აგვისტოდან 06 სექტემბრამდე.
სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე ა------ დ---–ი და მოპასუხე თ----- დ------–---–ი 2009 წლის ივლისის თვიდან იმყოფებიან ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2--- წლის 1- ა-----–ს დაბადებული ლ---- დ---–ი. მოსარჩელე მსჯავრდებულია და სასჯელს იხდის ქ-------ის N- პენიტენციურ დაწესებულებაში. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია 2013 წლიდან. მას შემდეგ მოსარჩელეს შვილი, არასრულწლოვანი ლ---- დ---–ი არ უნახავს, რომელიც ცხოვრობს მოპასუხესთან ქ. ფ----ში.
1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით:
1.2.1. ა------ დ---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის ლ---- დ---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტიოს გადახდა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.
1.2.2. ა------ დ---–ს შეეზღუდოს მშობლის უფლება, მისი თანხმობის გარეშე არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 1- ა-----–ს დაბადებული ლ---- დ---–ის საზღვარგარეთ გაყვანასა და მისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის ნაწილში.
შეგებებებულ სარჩელში მითითებულია, რომ თ----- დ------–---–ი 2011 წლის 28 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ა------ დ---–თან. 2--- წლის 1- ა-----–ს მათ შეეძინათ შვილი, ლ---- დ---–ი. ექვსი წელია, რაც მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია, არასრულწოვან შვილს ზრდის მარტო, მშობლების დამხარებით. მისი ხელფასი შეადგენს ყოველთვიურად 180-200 ლარს ა------ დ---–ს ერთხელაც არ უნახავს თავისი შვილი, არ დახმარებია მას მატერიალურად, არ აქვს არანაირი ურთიერთობა შვილთან. ის წინააღმდეგია ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანისა, ლ---- დ---–ი იღებს მონაწილეობას კონკურსებსა და ღონისძიებებში, საჭიროა მისი საზღვარგარეთ გაყვანა, რაც აუცილებელია ბავშვის მსოფლმხედველობის განვითარებისათვის.
2. მხარეთა პოზიციები:
2.1. მოპასუხე თ----- დ------–---–ის წარმომადგენელმა მ-----–- ა-----–--ემ სარჩელი ცნო ქორწინების შეწყვეტის ნაწილში. არ ცნო სარჩელი ა------ დ---–ის ბავშვთან ურთიერთობის ნაწილში, ა------ დ---–ის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, ხოლო სასჯელის მოხდის შემდეგ თანახმაა, რომ ა------ დ---–მა არასრულწოვან ლ---- დ---–თან იქონიოს შეუზღუდავი ურთიერთობა.
2.2. მოპასუხე ა------ დ---–ის წარმომადგენელმა ფ------ ბ------მ შეგებებული სარჩელი ცნო მშობლის უფლების შეზღუდვის ნაწილში, ხოლო ალიმენტის ნაწილში, დაეთანხმა ა------ დ---–ის მიერ სასჯელის მოხდის შემდგომ ალიმენტის - 100 ლარის გადახდას.
2.3. არასრულწლოვანი ლ---- დ---–ის საპროცესო წარმომადგენელმა ი----- ე--------ემ განმარტა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვი მამას არ იცნობს და არ აქვს მასთან ურთიერთობა, ა------ დ---–ის მიერ სასჯელის მოხდის შემდეგ მასთან ყოველკვირეული ურთიერთობა მისაღები არ იქნება, სასურველია, რომ ჰქონდეს სატელეფონო კომუნიკაცია, ასევე ბავშვის ფსიქოლოგიაზე უარყოფითად აისახება მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიზიტი, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, სასურველია, მამის ა------ დ---–ის მიერ სასჯელის მოხდის შემდეგ, მასთან გაატაროს, ყოველი თვის ერთი შაბათ-კვირა. ასევე დაეთანხა ა------ დ---–ისათვის მშობლის უფლების შეზღუდვას საზღვარგარეთ გაყვანასა და მისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ა------ დ---–ი და თ----- დ------–---–ი 2009 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ, ხოლო 2011 წლის 28 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- ქორწინების მოწმობა, მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 1- ა-----–ს შეეძინათ შვილი ლ---- დ---–ი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- დაბადების მოწმობა, მხარეთა განმარტებები.
3.1.3. ლ---- დ---–ი იზრდება დედასთან თ----- დ------–---–თან ქ. ფოთი, ჭ-------ს ქ. N112-ში.
3.1.4. ა------ დ---–ი სასჯელის იხდის ქ-------ის N- პენიტენციურ დაწესებულებაში.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მხარეთა განმარტებები, მომართვის წერილები N- პენიტენციური დაწესებულებიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმის მასალებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ა------ დ---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ასევე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს თ----- დ------–---–ის შეგებებული სარჩელი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ბავშვთა უფლებათა კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ა------ დ---–ი და თ----- დ------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2011 წლის 28 მარტიდან.
სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად: 1.განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე თ----- დ------–---–მა სარჩელი ცნო, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, სარჩელი ა------ დ---–სა და თ----- დ------–---–ს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.
კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება.
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის შესაბამისად „ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.“
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
ბავშვის საუკეთესო ინტერესები, კონვენციის მიხედვით, გულისხმობს მისი ფსიქიკური, გონებრივი, ემოციური, ფიზიკური განვითარების ინტერესს. ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საუკეთესო ინტერესი და მისი შინაარსი უნდა შეფასდეს კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე.
ზემოხსენებული სამართლებრივი რეგულაციების განმარტებიდან გამომდინარე, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესს.
მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილი, საერთაშორისოდ აღიარებული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით. ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული ,,ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობელთან ურთიერთობის წესის დადგენისას სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ჰქონდეს მას ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ, როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“. (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 31-ე სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ)
შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შემოწმების საგანია, არის თუ არა მცირეწლოვანი ლ---- დ---–ის საუკეთესო ინტერესებში, მამასთან - ა------ დ---–თან გაატაროს წელიწადში ერთხელ აგვისტოს თვის მეორე კვირის ორშაბათი დღე, ხოლო ა------ დ---–ის მიერ სასჯელის მოხდის შემდეგ - ყოველი კვირის შაბათი დღის 11:00 საათიდან კვირა დღის 18:00 საათამდე, ასევე ზაფხულის არდადეგები - 06 აგვისტოდან 06 სექტემბრამდე.
კვლევის საგანია საკითხი იმის თაობაზე, თუ მამის უფლების განხორციელება მოთხოვნილი ოდენობით რამდენად შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. გადასაწყვეტია საკითხი, როგორ უნდა განისაზღვროს მოსარჩელის ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, ლ---- დ---–თან ისე, რომ ამ ურთიერთობამ არ შელახოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები.
არასრულწლოვანი ლ---- დ---–ის ნორმალური განვითარებისათვის, მიზანშეწონილია, მას ურთიერთობა ჰქონდეს როგორც ბიოლოგიურ დედასთან, ასევე ბიოლოგიურ მამასთან. სასამართლო იზიარებს არასრულწლოვანი ლ---- დ---–ის საპროცესო წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მამისა და შვილის ურთიერთობა აუცილებელია ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამავე დროს საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბავშვი არ იცნობს მამას და არ აქვს მასთან ურთიერთობა, ამიტომ ა------ დ---–ის მიერ სასჯელის მოხდის შემდეგ ყოველკვირეული ურთიერთობა მისაღები არ იქნება, ასევე ბავშვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიზიტი არ აისახება დადებითად ბავშის ფსიქოლოგიაზე.
შესაბამისად სასამართლო, ბავშვის, ლ---- დ---–ის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ა------ დ---–ის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ: ა------ დ---–ს ნება უნდა დაერთოს, სასჯელის მოხდის შემდეგ, თავისთან იყოლიოს არასრულწლოვანი შვილი ლ---- დ---–ი, თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო შაბათ-კვირას.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის მიხედვით, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არ აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვთან ურთიერთობა და მის აღზრდაში მონაწილეობის მიღება, მშობლის არა მარტო უფლება, არამედ მოვალეობაცაა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე, რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.
სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვების აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვების ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ალიმენტის თანხის 100 ლარის გადახდის ნაწილში, მის მიერ სასჯელის მოხდის შემდეგ გადახდით.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვის ასაკის, აქედან გამომდინარე მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვისათვის უნდა განისაზღვროს 100 (ასი) ლარით.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, შეგებებული სარჩელით მოპასუხე ა------ დ---–ს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2017 წლის 20 ივლისიდან არასრულწლოვანი შვილის, ლ---- დ---–ის სრულწლოვანებამდე.
6.4. მოსარჩელემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა ა------ დ---–ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, მისი თანხმობის გარეშე არასრულწლოვანი შვილის 2--- წლის 1- ა-----–ს დაბადებული ლ---- დ---–ის საზღვარგარეთ გაყვანასა და მისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ; მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით.
სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. ხოლო პასპორტის აღებისათვის საჭიროა ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
მოპასუხე ა------ დ---–ის წარმომადგენელმა აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა ცნო სრულად. ლ---- დ---–ის საპროცესო წარმომადგენელი ი----- ე--------ე, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, დაეთანხმა აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე თ----- დ------–---–ის შეგებებული სარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმყოფილდეს, ა------ დ---–ს უნდა შეეზღუდოს მშობლის უფლება, მისი თანხმობის გარეშე არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 1- ა-----–ს დაბადებული ლ---- დ---–ის საზღვარგარეთ გაყვანასა და მისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინებისა და არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეები ამ მოთხოვნებთან მიმართებით გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი და შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მხარეთა მიერ სარჩელის ცნობის პროპორციულად, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, თ----- დ------–---–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ა------ დ---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შეწყდეს ა------ დ---–სა და მოპასუხე თ----- დ------–---–ს შორის 2011 წლის 28 მარტს რეგისტრირებული ქორწინება.
3. ა------ დ---–ს ნება დაერთოს სასჯელის მოხდის შემდეგ თავისთან იყოლიოს არასრულწლოვანი შვილი 2--- წლის 1- ა-----–ს დაბადებული ლ---- დ---–ი ყოველი თვის ბოლო შაბათ-კვირას.
4. თ----- დ------–---–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.
5. ა------ დ---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის ლ---- დ---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, შეგებებული სარჩელის შემოტანის დღიდან - 2017 წლის 20 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
6. ა------ დ---–ს შეეზღუდოს მშობლის უფლება, მისი თანხმობის გარეშე არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 1- ა-----–ს დაბადებული ლ---- დ---–ის საზღვარგარეთ გაყვანასა და მისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის ნაწილში.
7. მხარეები თავისუფლდებიან სახ. ბაჟის გადახდისაგან.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა სირაძე