განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2018
საქმის ნომერი
010100117002175925
დავის ტიპი
370 , 218 2 ბ , 185 3 ბ
თარიღი
23.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002175925

საქმე #1-1017/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორების _ დ-------------ის, ო-–-----------–---–ის

ბრალდებულის - გ------- მ----ის

ადვოკატის _ ზ---------------ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №092020317001 საქმე :

 

ბრალდებულ გ------- მ----ის მიმართ

მამის სახელი: ხ-------

დაბადებული: 27.03.1--- წელს

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა:საქართველოს მოქალაქე

ოჯახური მდგო----ეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

განათლება: ს-–----–--

რეგისტრირებული/ფაქტობრივად მცხოვრები: ხ--–-----------------------------------------–-----–----------------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით - განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით - ქონების მესაკუთრის/მფლობელის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით - მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით სასამართლოში, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში.

 

ბრალდების არსი:

 

1. ბ---–--- ფ--–-------–---–ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის N092010816001 საქმეზე, გ------- მ----ე გამოძიების ეტაპზე გამოიკითხა 2016 წლის 13 დეკემბერს და 2017 წლის პირველ მარტს. გამოკითხვისას მ----ემ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში ამხილა ამავე კომპანიის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ბ---–--- ფ--–-------–---–ი, განმარტა, რომ შპს „ნ---“-ს საფინანსო - ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს მთლიანად ბ---–--- ფ--–-------–---–ი განაგებდა, ბ---–--- ფ--–-------–---–ი ახდენდა შპს „ნ---“-ს სახელით იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმების დროს აღნიშნული კომპანიის პირად ბარათზე ხელოვნურად (უსაფუძვლოდ) წარმოშობილი დღგ-ს თანხებით საბაჟო გადასახადების უზრუნველყოფას, ასევე ბ---–--- ფ--–-------–---–ი იყო პასუხისმგებელი იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახადების გადახდაზე. 2016 წლის 13 დეკემბერს და 2017 წლის 1 მარტს გ------- მ----ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ზემოაღნიშნული ინფორმაცია სრულ თანხვედრაში იყო გამოძიების მიერ შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან, შესაბამისად გ------- მ----ის გამოკითხვის ოქმები ბრალდების მხარის მიერ გამოყენებული იქნა ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად და მისი ბრალეულობის დასადასტურებლად. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გ------- მ----ემ ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი სასამართლო განხილვის დროს, 2017 წლის 10 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მისცა ცრუ ჩვენება, რომ თითქოსდა შპს „ნ---“-ს საფინანსო - ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს თავად განაგებდა, შპს „ნ---“-ს სახელით იმპორტირებული საქონლის (ხილ - ბოსტნეულის) საბაჟო გაფორმების (2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში) აღნიშნული კომპანიის პირად ბარათზე ხელოვნურად (უსაფუძვლოდ) წარმოშობილი დღგ-ს თანხებით საბაჟო გადასახდელების უზრუნველყოფა მის მიერ ხდებოდა და თავად იყო პასუხისმგებელი დასახელებულ პერიოდში იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების გადახდაზე.

 

2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- მ----ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული გ------- მ----ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით,გ------- მ----ემ მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, მოწმის სახით დაკითხვისას ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს, კერძოდ:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4. მოწმე ო---- ქ-----–--ემ განმარტა, რომ 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის დეკემბრამდე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს აჭარის და გურიის სამმართველოს გამომძიებლად. როგორც ერთ-ერთი გამომძიებელი ჩართული იყო და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალდების საქმეზე. მოწმედ დასაკითხად გამოიძახა გ------- მ----ე, რომელიც სიტყვიერი შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა სამმართველოში, თანხმობა განაცხადა ჩვენების მიცემაზე და გამოკითხვისას აბსოლუტურად საღი გონებით, თავისუფლად და დამაჯერებლად გადმოსცა საქმის ირგვლივ მისთვის ცნობილი გარემოებები. განმარტა, რომ სხვა პირისგან გადაიფორმა შპს "ნ---" და გახდა მისი დირექტორი, ახორციელებდა ხილ-ბოსტნეულის იმპორტს, მაგრამ იმის გამო, რომ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი თანხები არ გააჩნდა, დათანხმდა ბ---–--- ფ--–-------–---–ის შეთავაზებას და სამართავად მას გადასცა კომპანია. ამის შემდეგ ფ--–-------–---–ი ახორციელებდა საქონლის იმპორტს, ბუღალტრულ აღრიცხვას, ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას, განკარგავდა ფულად სახსრებს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მხეიზე გაეცნო ოქმს, შენიშვნა არ გამოუთქვამს და მასში ასახული გარემოებების სისწორე დაადასტურა ხელმოწერით.

 

5. მოწმე ჯ--- ს---------ემ, ფინანსთა სამინისტროს აჭარის და გურიის სამმართველოს გამომძიებელმა სასამართლოს განუმარტა, რომ როგორც საგამოძიებო ჯგუფის წევრი იღებდა მონაწილეობას და ატარებდა საგამოძიებო მოქმედებებს ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალდების საქმეზე. მოწმედ დაკითხვის მიზნით გამოიძახა და დაკითხა გ------- მ----ე. ამ უკანასკნელმა ჩვენება მისცა საღ გონებაზე მყოფმა, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე და განმარტა, რომ მართალია, შ---------- დირექტორია, მაგრამ ფაქტიურად საზოგადოებას მართავს ბ---–--- ფ--–-------–---–ი, რომელიც პასუხისმგებელია როგორც საბაჟო გადასახდელებზე, ისე ბიუჯეტთან ანგარიშსწორებაზე. ფ--–-------–---–ი განსაზღვრავს სად უნდა მოხდეს საქონლის რეალიზაცია და მოგებასაც თავად იღებს, მ----ის ფუნქცია კი მხოლოდ დამხმარის როლია. გ------- მ----ემ ხელი მოაწერა გამოკითხვის ოქმს, რომელიც დაერთო საქმეს.

 

6. 2016 წლის 13 დეკემბრის მოწმის გამოკითხვის ოქმის თანახმად, გამომძიებელმა ო---- ქ-----–--ემ ქ. ბათუმში, აჭარის და გურიის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში 13:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე დროის შუალედში ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალდების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა გ------- მ----ე. მოწმის განმარტებებით - 2015 წლის ნოემბერში მირზა გეგიძისგან გადაიფორმა შპს "ნ---" და აღნიშნული კომპანიის სახელით ახდენდა თურქეთის რესპუბლიკიდან ხილ-ბოსტნეულის იმპორტს. უსახსრობის გამო მცირე რაოდენობით პროდუქციის შემოტანა შეძლო 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში და ფაქტიურად აპირებდა საქმიანობის შეჩერებას, მაგრამ ამ დროს გაიცნო ბ---–--- ფ--–-------–---–ი, რომელიც დაკავებული იყო ხილ-ბოსტნეულის იმპორტით და რეალიზაციით ადგილობრივ ბაზარზე. შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებდნენ, საქმინობის განსახორციელებლად აუცილებელ სახსრებს ფ--–-------–---–ი გაიღებდა და კომპანიის მუშაობა არ შეჩერდებოდა. ამის შემდეგ ფ--–-------–---–ის მისცა მინდობილობა შ---------- სახელით ეწარმოებინა საქონლის იმპორტი და მასთან დაკავშირებული პროცედურები, განეხორციელებინა საბანკო ტრანზაქციები. 2015 წლის ბოლოდან ფ--–-------–---–ი შეუდგა საქმიანობას და 2016 წლის დეკემბრამდე შ---------- სახელით შემოიტანა დაახლოებით სამი მილიონი ლარის ღირებულების საქონელი, რომელიც მთლიანად იქნა რეალიზებული თბილისის ბაზრებზე. საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებულ პროცედურებს ძირითადად ფ--–-------–---–ი აგვარებდა, ის ახდენდა საქონლის იმპორტის განხორციელების დროს წინასწარ დეკლარირებას შ---------- RS.GE გვერდზე.საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხები ირიცხებოდა მის ანგარიშებზე.

 

7. 2017 წლის 1 მარტის მოწმის გამოკითხვის ოქმის თანახმად, გამომძიებელმა ჯ--- ს---------ემ ქ. ბათუმში, აჭარის და გურიის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალდების საქმეზე 18:00 სთ-დან 19:35 სთ-მდე დროის შუალედში მოწმის სახით გამოკითხა გ------- მ----ე. გ------- მ----ემ იგივე გარემოებები დაადასტურა, რაც წინა გამოკითხვისას. განმარტა, რომ მხოლოდ საქონლის რეალიზაციაში ეხმარებოდა ფ--–-------–---–ს, არასოდეს დაინტერესებულა ბუღალტრული ანგარიშების სისწორით. ბუღალტრულ აღრიცხვიანობის სისწორეზეც და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებაზეც პასუხისმგებელი იყო მხოლოდ ბ---–--- ფ--–-------–---–ი.

 

8. გამოკითხვის ორივე ოქმს ერთვის ხელით მინაწერი ტექსტი, რომლის თანახმად, გ------- მ----ე ადასტურებს, რომ ორივე ჩვენება მისი ნაკარნახევი სიტყვებითაა ჩაწერილი და სწორია.

 

9. ბ---–--- ფ--–-------–---–ის მიმართ 2017 წლის 1 მარტს გამოტანილი დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, ამ უკანასკნელს ბრალდების ერთ-ერთ ეპიზოდად წარედგინა შ---------- სახელით 2015 წლის მაისიდან 2016 წლის აგვისტომდე პერიოდში ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, რა დროსაც იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებისას 1 035 303 ლარის ოდენობით თანხა არ გადაიხადა და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე წარმოშობილი დღგ-ს ზედმეტობით უზრუნველყოფა.

 

10. საქმის განხილვისას გამოკვლეულ იქნა ბრალდების მხარის მტკიცებულება - ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალდების საქმეზე, გ------- მ----ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების აუდიო ოქმი. სასამართლოში დაკითხვისას მ----ემ დამაჯერებლად ისაუბრა საკუთარ პასუხისმგებლობაზე შ---------- მიერ განხორციელებულ საქმიანობაში, განმარტა, რომ უშუალოდ მას შემოჰქონდა თურქეთიდან პროდუქცია და თვითონ ახდენდა მის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზრებზე, ახდენდა დეკლარაციების ჩაბარებას, იხდიდა გადასახადებს. ფ--–-------–---–ის საქმიანობა, მ----ის დავალებით, საქონლის რეალიზატორებისთვის მითითებების მიცემაში და ნავაჭრი თანხის მეთვალყურეობაში გამოიხარებოდა მხოლოდ. მ----ე თავადაა პასუხისმგებელი ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორეზეც და მხოლოდ მისი პასუხისმგებლობაა ნებისმიერი დარღვევა, მათ შორის საბიუჯეტო გადასახადების არგადახდა.

 

11. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას.

 

12. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ------- მ----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას. ბრალდების მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

13. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გ------- მ----ის მიერ სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

14. ბრალდების შესახებ დადგენილებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ გ------- მ----ემ ცრუ ჩვენება სასამართლოს მისცა 2017 წლის 10 აგვისტოს და არა გამოძიებას - 2016 წლის 13 დეკემბერს და 2017 წლის 1 მარტს, რითაც ხელი შეუშალა მართლმსაჯულების განხორციელებას, თუმცა რა საფუძვლით აპელირებს ბრალდების მხარე სასამართლოში მიცემული ჩვენების სიცრუეზე და რატომ მიიჩნევს, რომ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები იყო სწორი, აბსოლუტურად გაურკვეველი და ბუნდოვანია. ის გარემოება, რომ ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, ეჭვს არ იწვევს, თუმცა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გაუქმებულია საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის N4678 კანონით, სსკ-ის 370-ე მუხლის დისპოზიციის მიხედვით კი მართლსაწინააღმდეგო და დასჯადი ქმედებაა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით გამოძიების დროს ან სასამართლოში. სასამართლო განხილვისას მხარეების მიერ არაერთგზის გაჟღერებული განმარტების მიხედვით, სასამართლოში გ------- მ----ის მიერ მიცემულ ჩვენებას, რომლითაც მან ფაქტიურად უარყო გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებში გადმოცემული გარემოებების სისწორე, შედეგად მოჰყვა სასამართლოს მიერ ბ---–--- ფ--–-------–---–ის გამართლება შ---------- სახელით განხორციელებული საქმიანობის გამო წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში. საგულისხმოა, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებისა, რომ მ----ის მიერ სასამართლოს წინაშე მიცემულმა ჩვენებამ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა გამოიწვია, დოკუმენტი, სასამართლოს განაჩენის სახით, სადაც ასახული იქნებოდა ამ ხელშეშლის ფაქტი, სასამართლოს არ წარდგენია. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, ბრალდების მხარე, თავისი პოზიციის დასადასტურებლად, ვერ ასაბუთებს რატომ არის სწორედ ის ჩვენება ცრუ, რომელსაც, ისევ მხარეების მიერ დადასტურებული ინფორმაციით, სასამართლო დაეყრდნო და ფ--–-------–---–ის გამართლების საფუძველი გახდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში განვითარებული მსჯელობის გაზიარების შემთხვევაში, რომლის მიხედვით, მ----ემ ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს, როდესაც მიუთითა რომ თავად იყო პასუხისმგებელი შ---------- საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე, წინააღმდეგობაში მოდის ისევ ბრალდების მხარის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში გადმოცემული დანარჩენი ორი ბრალდების ფორმულირებასთან, სადაც სწორედ გ------- მ----ეს ედავებიან შ---------- სახელით განხორციელებული საქმიანობისას დაშვებული დარღვევების გამო.

 

15. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო წარმოდგენილი მტკიცებულებების და არგუმენტების საფუძველზე დაერწმუნებინა სასამართლო გ------- მ----ის მიერ სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობაში. სასამართლო ვერ გასცდება ბრალდების ფარგლებს, ის ფორმულირება კი, რომელიც გადმოცემულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში, არ ეფუძნება უტყუარ მტკიცებულებებს და არ დასტურდება საამართლო განხილვის შედეგებით, რაც წარდგენილ ბრალდებაში გ------- მ----ის გამართლების საფუძველს ქმნის.

 

16. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

 

17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

18. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

19. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

20. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

21. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

22. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ------- მ----ის მიმართ სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილი ბრალდების დადასტურება, რის გამოც ბრალდებული უნდა გამართლდეს აღნიშნული მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებაში გ------- მ----ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, სანდო და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც წარდგენილ ბრალდებაში - სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით, გ------- მ----ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდი - ქონების მესაკუთრის/მფლობელის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით;

 

სასამართლომ დაადგინა :

 

24. გ------- მ----ე, 2015 წლის 30 ნოემბრიდან წარმოადგენდა შპს „ნ---“-ს ერთპიროვნულ დამფუძნებელსა და დირექტორს, რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ხილ - ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია. გ------- მ----ემ, შპს „ნ---“-ს სახელით 2016 წლის 01 აგვისტოდან 2016 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში პირადად განახორციელა 1 447 570 ლარის ღირებულების ხილ - ბოსტნეულის იმპორტი და საბაჟო გაფორმება, რომლის რეალიზაცია მოახდინა ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად, საქონლის რეალიზაცია სრულად არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა) დამატებითი ღირებულების გადასახადში. გ------- მ----ემ, შპს „ნ---“-ს სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 361 212 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადაიხადა 240 500 ლარი და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ (ხელოვნურად) წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტობით უზრუნველყოფა, რითაც 240 500 ლარით ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

ქონების მესაკუთრის/მფლობელის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით:

 

25. მოწმე ს-------- გ-------ემ, გაფორმების ეკონომიკური ზონა "ბათუმის" მთავარმა ოფიცერმა, სასამართლოს განუმარტა, რომ მის მოვალეობებში შედის იმპორტიორის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციების დაბეჭდვა. 2016 წლის 30 სექტემბერს შ---------- დორექტორმა გ------- მ----ემ გაფორმების ეკონომიკური ზონაში წარადგინა იმავე დღეს გაცემული ინვოისი - საქონლის შესყიდვის დოკუმენტი, იმპორტის ნებართვა, ფიტოსანიტარული სერთიფიკატი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე მოწმემ მოამზადა განაცხადი დოკუმენტების ჩამონათვალით, რომელსაც გ------- მ----ემ ელექტრონულად მოაწერა ხელი. შემდეგ დაბეჭდა სასაქონლო-საბაჟო დეკლარაცია C 21174, რომელსაც დაერიცხა დღგ-ს გადასახადი 3843 ლარის ოდენობით, იმპორტის გადასახადი 1759 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხები მ----ემ გადაიხადა დღგ-ს ზედმეტობის ბარათით.

 

26. მოწმე თ----- ც---------ემ, გაფორმების ეკონომიკური ზონა "ბათუმის" მთავარმა მებაჟე- ოფიცერმა, საქმის არსებითი განხილვისას განმარტა, რომ მის მოვალეობებში შედის იმპორტიორის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციის შედგენა. გ------- მ----ე იყო შ---------- დამფუძნებელი და დირექტორი და ახორციელებდა სხვადასხვა დასახელების ხილ-ბოსტნეულის იმპორტს. მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე რამდენჯერმე შეავსო სასაქონლო-საბაჟო დეკლარაცია. დეკლარაციებს ხელი ელექტრონულად მოაწერა მ----ემ, დაერიცხა გადასახადები, რომლის გადახდის ქვითრები იმავე დღეს წარადგინა.

 

27. მოწმე მ-------–------მ სასამართლოს განუმარტა, რომ არის გაფორმების ეკონომიკური ზონა "ბათუმის" მებაჟე-ოფიცერი. გ------- მ----ეს იცნობს, როგორც შ---------- დამფუძნებელს და დირექტორს, რომელიც გეზ "ბათუმში" ახდენდა იმპორტირებული ხილ-ბოსტნეულის საბაჟო დეკლარაციების შესადგენად საჭირო დოკუმენტების წარდგენას. 2016 წლის 28 ოქტომბერს ორი საბჟო დეკლარაცია შეავსო შ---------- მიერ შემოტანილ საქონელზე. დეკლარაციას ხელი ელექტრონულად მოაწერა მ----ემ. დაერიცხა გადასახადები. იმავე დღე გადაიხადა და წარმოადგინა შესაბამისი ქვითრები, რომლებიც მოწმემ დაურთო დეკლარაციას და გადასცა მ----ეს.

 

28. ანალოგიური განმარტებები გააკეთეს საქმის არსებითი განხილვისას მოწმედ დაკითხულმა მებაჟე-ოფიცრებმა - მარინა ქორიძემ და თამილა ქამადაძემ, რომლებმაც 2016 წლის სექტემბერ-ოქტომბერში შეადგინეს შ---------- დირექტორის, გ------- მ----ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საბაჟო დეკლარაციები ხილ-ბოსტნეულის იმპორტთან დაკავშირებით. დარიცხული გადასახადები გადაიხადა მ----ემ და წარადგინა გადახდის ქვითრები. შევსებული დეკლარაციები ჩაიბარა თავადვე.

 

29. მოწმეების ჩვენებებში მითითებული გარემოებები დასტურდება მათი მონაწილეობით ჩატარებული დოკუმენტების - სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციების და თანმხლების დოკუმენტების დათვალიერების ოქმებით.

 

30. მოწმე გ------- ბ---–----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ არის ბუღალტერი. ბრალდებული გ------- მ----ე მისი მეგობარია და ამ უკანასკნელის თხოვნით, 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის დეკემბრამდე უსასყიდლოდ ეხმარებოდა შ---------- საბუღალტრო დოკუმენტაციის, კერძოდ - დღგ-ს და საშემოსავლო დეკლარაციების შედგენაში. დეკლარაციებს ადგენდა სალაროს ფისკალური მონაცემების, ზედნადებების, საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე. შპს "ნ---" ეწეოდა ხილ-ბოსტნეულის იმპორტს და ახდენდა ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას, საქმიანობაში ჩართული იყო გ------- მ----ე, რომელიც ასევე საქონლის საბაჟო გაფორმებას ახორციელებდა. მ----ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის იფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, შ---------- სახელით 2015 წლის დეკემბრიდან, 2016 წლის დეკემბრამდე, ყოველთვიურად წარადგენდა დღგ-ს დეკლარაციებს, რომელთა მიხედვით შპს-ს არ უწევდა გადასახადის დარიცხვა, რადგან დღგ-ს ჩასათვლელი თანხა ყოველთვის მეტი იყო დასარიცხ თანხაზე. კომპანიას გააჩნდა მილიონობით ლარის ღირებულების საქონლის დოკუმენტური ნაშთი. ეუბნებოდა მ----ეს, რომ საქონელი მალფუჭებადი იყო და აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო ინვენტარიზაცია, რომ დღგ-ს ჩასათვლელი თანხა არ უნდა ყოფილიყო დასარიცხ თანხაზე მეტი, რომ იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია სრულად არ ჰქონდა ნაჩვენები, არ იყო გამოწერილი სათანადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები და სალაროს აპარატის ჩეკები. ეს გარემოებები კი საბოლოოს შეუქმნიდა პრობლემებს საგადასახადო ორგანოსთან. მ----ემ განუცხადა, რომ ეს ბ---–----ის პრობლემა არ იყო და მომდევნო პერიოდში მოაწესრიგებდა ბუღალტერიას. დათანხმდა ინვენტარიზაციის ჩატარებასაც, თუმცა ვეღარ მოესწრო, საშემოსავლო სამსახური თავად შევიდა შპს-ში შესამოწმებლად და ჩაატარა ინვენტარიზაცია. შემოწმების შედეგად შპს-ს დაერიცხა გადასახადები, დაეკისრა ჯარიმა. აღნიშნულის შესახებ ჰქონდა საუბარი მ----ესთან, რომელიც აპირებდა გასაჩივრებას. თუმცა შემდეგ გაასაჩივრა თუ არა, ბ---–----ისთვის უცნობია.

 

31. მოწმე ჯ--- ს---------ემ, ფინანსთა სამინისტროს აჭარის და გურიის სამმართველოს გამომძიებელმა სასამართლოს განუმარტა, რომ ჩატარებული აქვს საგამოძიებო და პროცეუალური მოქმედებები გ------- მ----ის ბრალდების საქმეზე. საქმის გამოძიების პროცესში მოპოვებული დოკუმენტალური ინფორმაციის თანახმად, გ------- მ----ემ შპს "ნ---" მირზა გეგიძისგან გადაიფორმა 2015 წლის დეკემბრის თვეში. 2016 წლის ზაფხულში ფინანსურმა პოლიციამ დააკავა ხილ-ბოსტნეულის იმპორტიორების ერთი ჯგუფი, რის შემდეგ ბ---–--- ფ--–-------–---–ი, რომელიც მანამდე მინდობილობის საფუძველზე ახორციელებდა შ---------- სახელით ხილ-ბოსტნეულის იმპორტს, 2016 წლის აგვისტოდან ჩამოშორდა საქმიანობას, ამიტომ მითითებული პერიოდიდან თავად გ------- მ----ე მართავდა და ხელმძღვანელობდა შ----------, თავადვე ახორციელებდა იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებას 2016 წლის დეკემბრის თვემდე. საქონლის შემოტანისას მ----ე იხდიდა საბაჟო და დღგ-ს გადასახდელებს, მაგრამ საქონლის რეალიზაციის ჩვენება ბუღალტრულ დოკუმენტებში არ ხდებოდა სრულად. დღგ-ს დეკლარაციებში მ----ე უთითებდა, რომ მილიონობით ლარის საქონელი შემოჰქონდა საქართველოში, რომელიც ერიცხებოდა ნაშთად და რეალიზებული არ იყო. ამიტომ ეს ზედმეტობა ერიცხებოდა გადამხდელის ბარათზე და იყენებდა მას მომდევნო საბაჟო ოპერაციების დროს იმპორტის და დღგ-ს გადასახდელების გადასახდელად. საბაჟო დოკუმენტაციის მიხედვით, 2016 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე, მ----ე გაფორმების ეკონომიკურ ზონა "ბათუმში" პირადად ახდენდა საბაჟო დეკლარაციების გაკეთებას, მინდობილი პირი, ბ---–--- ფ--–-------–---–ი, უკვე აღარ ახორციელებდა შ---------- ფაქტიურ ხელმძღვანელობას.

 

32. დაზარალებულის წარმომადგენელმა, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ნანა ბერიძემ სასამართლოს განუმარტა, რომ შ---------- დამფუძნებელი, 100% წილის მფლობელი და დირექტორი არის გ------- მ----ე, რომელიც შპს-ს სახელით ახორციელებდა ხილ-ბოსტნეულის იმპორტს 2016 წლის 1 აგვისტოდან - 2016 წლის დეკემბრამდე პერიოდში. საქმიანობას ახორციელებდა დარღვევებით, სრულად არ აჩვენებდა რეალიზებული საქონლის რაოდენობას, ახდენდა კომპანიის პირად ბარათზე ხელოვნურად წარმოშობილი დღგ-ს ზედმეტობით უზრუნველყოფას. შ---------- სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 361 212 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადაიხადა 240500 ლარი, რითაც ქონებრივად დაზიანდა სახელმწიფო.

 

33. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის N 11/ა-466 განჩინების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან ამოღებული შ---------- მიერ იმპორტის რეჟიმში შემოტანილი საქონლის თაობაზე არსებული დოკუმენტაციით, კერძოდ - C 16902, C17213, C17392, C17478, C17521, C17535, C18632, C19266, C19318, C 19495, C19699, C19839, C19912, C 20009, C20161, C 20248, C 20295, C 20346, C20 393, C 20447, C20778, C 20758, C 20905, C 20946, C 20974, C 21093, C 21174, C 21353, C21356, C 21491, C 21686, C 21 771, C 21875, C 21873, C 22058, C 22 030, C 22080, C 22147, C 22203, C 22202, C 22373, C 22521, C 22616, C 22615, C 22745, C 22750, C 22952, C 23177, C 23324, C 23315, C 23435, C 23428, C 23645, C 23667, C 25205, C 25485, C 25657, C 26031, C 26067, C 26 173, C 26175, C 26195, C 26382, C 26380, C 26375, C 26661, C 26946 - საბაჟო დეკლარაციებით და თანმხლები დოკუმენტებით დასტურდება, რომ შ---------- მიერ 2016 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 11 დეკემბრამდე თურქეთის რესპუბლიკიდან ხილ-ბოსტნეულის იმპორტის საბაჟო დეკლარაციის შესავსებად წარდგენილ განაცხადში, ხელმძღვანელ პირად მითითებულია გ------- მ----ე და მისი საკონტაქტო მონაცემები. დეკლარაციების თანმხლებ დოკუმენტებად დართულია საგადასახადო დავალებები მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ აღნიშნულ პერიოდში თავად გ------- მ----ე ახდენდა იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებას.

 

34. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული შ---------- სარეგისტრაციო დოკუმენტების მიხედვით, შპს "ნ---" დაფუძნდა 2015 წლის 14 მაისს, რომლის ერთპიროვნულ პარტნიორად და დირექტორად მეწარმეთა და არასამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული იქნა მირზა გეგიძე, 2015 წლის 30 ნოემბერს კი აღნიშნული კომპანიის 100% წილის მესაკუთრე და დირექტორი გახდა გ------- მ----ე.

 

35. 2017 წლის 18 ოქტომბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებლის მიერ დათვალიერებულ იქნა ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ბაზა (oracli) და აღნიშნულ ბაზაში დაცული შ---------- სახელით განხორციელებულ საბაჟო ოპერაციებზე გადასახდელების, გადახდილი გადასახდელების და გასალდოვებული გადასახდელების შესახებ ინფორმაცია 2016 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში. დათვალიერების ოქმის, დათვალიერებული დოკუმენტების - შედარების აქტების, დღგ-ს დეკლარაციების მიხედვით: შ----------სახელით 2016 წლის 1 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე პერიოდში 67 საბაჟო დეკლარაცით საქართველოში იმპორტირებულია 1 447 570 ლარის საბაჟო ღირებულების პროდუქცია - ხილ-ბოსტნეული. აღნიშნულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების სახით გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა 304 448 ლარი დამატებითი ღირებულების გადასახადში და 56 764 ლარი იმპორტის გადასახადში. შ---------- პირად ბარათზე 2016 წლის 1 აგვისტოს მდგო----ეობით ერიცხებოდა ზედმეტობის სახით 3 141, 42 ლარი. აღნიშნულ პერიოდში მ----ის მიერ წარდგენილია დღგ-ს ხუთი დეკლარაცია, რომლებშიც მითითებული აქვს, რომ შ---------- ეკონომიკური საქმიანობით ჩასათვლელი დღგ შეადგენს ჯამში 304 969,14 ლარს, ხოლო დღგ-ს ბრუნვაზე დარიცხული დღგ-ს გადასახადი შეადგენს 67 607,37 ლარს. საბაჟო გადასახდელების სახით გაანგარიშებული 361 212 ლარიდან უზრუნველყოფილი იქნა პირად ბარათზე არსებული ზედმეტობის გასალდოვებით და ნაღდი გადახდით 273 193 ლარი. აღნიშნული თანხიდან მ----ის მიერ ბიუჯეტში გადახდილი იქნა 32 693 ლარი, ხოლო საბაჟო გადასახდელების სახით იმპორტის ოპერაციებზე გაანგარიშებული 240 500 ლარი უზრუნველყოფილ იქნა კომპანიის პირად ბარათზე არსებული უსაფუძვლოდ წარმოშობილი ზედმეტობების ხარჯზე.

 

36. აღნიშნული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ შ---------- დირექტორმა გ------- მ----ემ საგადასახადო ორგანოში ელექტრონულად წარდგენილი დეკლარაციებით იმპორტირებული ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციიდან დღგ-თი დაბეგრა რეალიზებული საქონლის მცირე ნაწილი და გადასახდელ დღგ-დ აჩვენა 67 607, 37 ლარი, რეალიზებული საქონლის არასრულად დეკლარირებით მიიღო ჩათვლა 304969,14 ლარის ოდენობით, საიდანაც 240 500 ლარის ჩათვლა გამოიყენა 2016 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში იმპორტის რეჟიმში საქართველოში მის მიერ შემოტანილ საქონელზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების უზრუნველსაყოფად.

 

37. ბრალდებულმა გ------- მ----ემ უარი თქვა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე. საქმის განხილვისას გამოკვლეულ იქნა ბრალდების მხარის მტკიცებულება - ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალდების საქმეზე, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ედავებოდა შ---------- სახელით საზოგადოების დირექტორის, გ------- მ----ის მიერ გადაცემული მინდობილობის საფუძველზე განხორციელებული ხილ-ბოსტნეულის საქართველოში იმპორტისას სახელმწიფოს მოტყუებით ქონებრივად დაზიანებას, მ----ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების აუდიო ოქმი, რომელშიც მ----ე საკმაოდ დამაჯერებლად საუბრობს საკუთარ პასუხისმგებლობაზე შ---------- მიერ განხორციელებულ საქმიანობაში, განმარტავს, რომ უშუალოდ მას შემოჰქონდა თურქეთიდან პროდუქცია და უშუალოდ ახდენდა მის რეალიზაციას ბათუმის, თბილისის, ქუთაისის ბაზრებზე, აბარებდა დეკლარაციებს, იხდიდა გადასახადებს. ფ--–-------–---–ის საქმიანობა, მ----ის დავალებით, საქონლის რეალიზატორებისთვის მითითებების მიცემაში და ნავაჭრი თანხის მეთვალყურეობაში გამოიხატებოდა მხოლოდ. მ----ე თავადაა პასუხისმგებელი ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორეზეც და მხოლოდ მისი პასუხიმგებლობაა ნებისმიერი დარღვევა, მათ შორის საბიუჯეტო გადასახადების არგადახდა.

 

38. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მის წინაშე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით - მოწმეთა ჩვენებებით, დათვალიერების ოქმებით, სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციებით, შედარების აქტების, დღგ-ს დეკლარაციებით, შ---------- სარეგისტრაციო დოკუმენტებით, საბანკო დაწესებულებებიდან შ---------- შესახებ გამოთხოვილი ანგარიშებით, თავად გ------- მ----ის მიერ გაკეთებული განმარტებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ პერიოდში ბრალდებულის მიერ შპს „ნ---“-ს სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 361 212 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 240 500 ლარის არგადახდა და მოტყუებით კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ (ხელოვნურად) წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტობით უზრუნველყოფა, რითაც 240 500 ლარით ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.

 

39. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტს წარმოადგენს საკუთრებითი ურთიერთობები. ობიექტური მხრივ, ეს დანაშაული გამოიხატება მოტყუებაში, რის შედეგადაც მესაკუთრეს ან ქონების სხვა მფლობელს ქონებრივი ზიანი ადგება. ამასთან, დამნაშავის ქმედებაში არ უნდა იყოს თაღლითობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები; ქონებრივი ზიანის გამოწვევის დროს მოტყუება გამორიცხავს მესაკუთრისათვის სათანადო ქონების მიღებას, რაც წესით მას უნდა მიეღო. ამასთან, დამნაშავე ან უკანონოდ იყენებს მისთვის მინდობილ ქონებას, ითვისებს იმ შემოსავალს, რომელიც მესაკუთრისათვის უნდა გადაეცა, ან თავს არიდებს მის გადაცემას.

 

40. საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს საგადასახადო კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

41. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, გადასახადი არის სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

42. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად - არაპირდაპირი გადასახადია - გადასახადი (დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, იმპორტის გადასახადი), რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება.

 

43. ამავე კანონის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ბრუნვის ან საქონლის იმპორტის თანხის 18 პროცენტს, ხოლო 198-ე მუხლის თანახმად იმპორტირებულ საქონელზე იმპორტის გადასახადის დარიცხვა ხორციელდება საქონლის საბაჟო ღირებულების მიხედვით, გარდა ამ კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმპორტის გადასახადი გადაიხდება იმპორტის გადასახდელის გადახდისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

 

44. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისია - გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სხვაობაა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, ხოლო ამავე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა - პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

 

45. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

 

46. დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი შეადგენს 240 500 ლარს, რაც აღემატება კანონით დადგენილ 10 000 ლარს.

 

47. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ------- მ----ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი გამორიცხავს ამ მოთხოვნის და პოზიციის საფუძვლიანობას, კერძოდ მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა შემდეგი: გ------- მ----ემ, შპს „ნ---“-ს სახელით 2016 წლის 01 აგვისტოდან 2016 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში პირადად განახორციელა 1 447 570 ლარის ღირებულების ხილ - ბოსტნეულის იმპორტი და საბაჟო გაფორმება, რომლის რეალიზაცია მოახდინა ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად, საქონლის რეალიზაცია სრულად არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა) დამატებითი ღირებულების გადასახადში. გ------- მ----ემ, შპს „ნ---“-ს სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 361 212 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადაიხადა 240 500 ლარი და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ (ხელოვნურად) წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტობით უზრუნველყოფა, რითაც 240 500 ლარით ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.

 

48. სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

49. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა" დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

50. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

51. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

52. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

53. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

54. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

სამართლებრივი შეფასება

 

55. ამდენად, აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- მ----ემ მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო, შესაბამისად, ჩაიდინა დანაშააული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლისმესამე ნაწილის"ბ" ქ/პუნქტით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

56. შპს „ნ---“ (ს/ნ 4--------) დაფუძნდა 2015 წლის 14 მაისს, რომლის ერთპიროვნულ პარტნიორად და დირექტორად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული იქნა მირზა გეგიძე, 2015 წლის 30 ნოემბერს კი აღნიშნული კომპანიის 100% წილის მესაკუთრე და დირექტორი გახდა გ------- მ----ე. 2015 წლის დეკემბერში შპს „ნ---“-ს დამფუძნებელმა და რეგისტრირებულმა დირექტორმა გ------- მ----ემ ამავე კომპანიის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა ბ---–--- ფ--–-------–---–ს, რაზედაც გაიცა შესაბამისი წერილობითი მინდობილობა. 2015 წლის დეკემბრის თვიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში ბ---–--- ფ--–-------–---–ი, როგორც შპს „ნ---“-ს მინდობილი პირი ახორციელებდა შპს „ნ---“-ს სახელით იმპორტირებული საქონლის (ხილ - ბოსტნეულის) წინასწარ დეკლარირებას და საბაჟო გაფორმებას, საბაჟო გაფორმების დროს აღნიშნული კომპანიის პირად ბარათზე ხელოვნურად (უსაფუძვლოდ) წარმოშობილი დღგ-ს თანხებით ახდენდა საბაჟო გადასახდელების გადახდის უზრუნველყოფას, რითაც მოტყუებით ქონებრივად აზიანებდა სახელმწიფო ბიუჯეტს (ამ გზით მიღებულ სახსრებს კი თავად განკარგავდა). 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში გ------- მ----ე, როგორც შპს „ნ---“-ს რეგისტრირებული დირექტორი ორგანიზებას უწევდა იმპორტირებული საქონლის (ხილ - ბოსტნეულის) საქართველოში რეალიზაციის ამსახველი პირველადი დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადებების, ანგარიშ - ფაქტურების) გამოწერას, ასევე ხელმძღვანელობდა იმპორტირებული საქონლის რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის სისწორეს, თავად უზრუნველყოფდა დღგ-ს და სხვა გადასახადების ამსახველი დეკლარაციების საგადასახადო ორგანოში ელექტრონულად წარდგენას და ახდენდა სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. 2016 წლის მარტიდან - ივნისამდე პერიოდში შპს „ნ---“-ში ჩატარებული იქნა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რაშიც მონაწილეობას იღებდა და სათანადო განმარტებებს იძლეოდა რეგისტრირებული დირექტორი გ------- მ----ე. ინვენტარიზაციის შედეგად შპს „ნ---“-ში გამოვლინდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, საბაზრო ფასებით - 7 803 471.36 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგები გასაჩივრებული იქნა გ------- მ----ის მიერ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილებულა. 2016 წლის მარტში შპს „ნ---“-ში დაინიშნა რევიზია (საგადასახადო შემოწმება) სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმებამ მოიცვა კომპანიის დაფუძნებიდან - 2015 წლის 14 მაისიდან 2016 წლის 18 მარტამდე საანგარიშო პერიოდი. რევიზიის (საგადასახადო შემოწმების) მიმდინარეობაში მონაწილეობდა და სათანადო განმარტებებს იძლეოდა შპს „ნ---“-ს ერთპიროვნული დამფუძნებელი და რეგისტრირებული დირექტორი გ------- მ----ე. საგადასახაო შემოწმებით გაირკვა, რომ გ------- მ----ე, როგორც შპს „ნ---“-ს დოირექტორი, სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას სწორად/სრულად არ ახორციელებდა და არ იხდიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებს. საგადასახადო შემოწმებით გამოვლინდა, რომ გ------- მ----ემ, როგორც შპს „ნ---“-ს დირექტორმა განზრახ თავი აარიდა 398 457 ლარის (დღგ-ში - 282 283 ლარი (აქედან 01.12.2015 – 01.03.2016 პერიოდზე დღგ-ში - 265 501 ლარი) მოგების გადასახადში - 116 174 ლარი) გადასახადების სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას. 2016 წლის 9 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც 2016 წლის 12 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა ბრძანება, რითაც შპს „ნ---“-ს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა ძირითადი გადასახადი - 398 457 ლარი, რაზედაც იმავე დღეს გამოიცა N086-58 საგადასახადო მოთხოვნა, რასაც გადამხდელი გაეცნო საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული საგადასახადო მოთხოვნა შპს „ნ---“-ს დირექტორის გ------- მ----ის მიერ საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში (30 დღეში) არ გასაჩივრებულა და საგადასახადო შემოწმებით დამატებით დარიცხული თანხები შპს „ნ---“-ს (დირექტორის გ------- მ----ის) მიერ საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადახდილა და არც კანონის საფუძველზე შეჩერებულა გადახდის ვალდებულება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება :

 

57. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ შპს „ნ---“ მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირდა 2015 წლის 14 მაისს. მისი 100%-ისნი წილის მფლობელი და დირექტორია გ------- მ----ე (პ/ნ 6----------). შპს „ნ---“-ს იურიდიულ მისამართს წარმოადგენს ხელვაჩაური, ს. მახინჯაური, დ. აღმაშენებლის ქუჩა N13, ბინა N20 და დაიდენტიფიკაციო ნომერი - 4--------.

 

58. მოწმე ი-----–- წ----ემ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გამომძიებელმა, სასამართლოს განუმარტა, რომ 2016 წელს ქვემო ქართლის სამმართველოში გამოძიება მიმდინარეობდა შ---------- დირექტორის გ------- მ----ის მიმართ სსკ-ის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. შპს "ნ---" დაკავებული იყო ხილ-ბოსტნეულის იმპორტით. პროდუქციის სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით ჩატარდა ხილ-ბოსტნეულის საკონტროლო შესყიდვები, აღმოჩნდა, რომ ზედნადებებში ფიქსირდებოდა რეალიზაციის არასწორი, უფრო მცირე ფასები. შესაბამისად, საკონტროლო შესყიდვის შედეგებიდან გამომდინარე შპს "ნ---ში" დაინიშნა ინვენტარიზაცია და რევიზია. გამოკითხულ იქნა გ------- მ----ე, რომელმაც დაასახელა თვეების მიხედვით ხილ-ბოსტნეულის სარეალიზაციო ფასები. გამოკითხვის ოქმი სხვა მასალებთან ერთად გააგზავნა რევიზორთან, რომელმაც შეადგინა საგადასახადო შემოწმების აქტი. აღნიშნული აქტი წარუდგინა გ------- მ----ეს, რომელმაც განუცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო საგადასახადო შემოწმების შედეგების თაობაზე, არ აპირებდა მის გასაჩივრებას და არც აქტით დარიცხული გადასახადების გადახდას. საბოლოოდ, მ----ეს ბრალდება წარუდგინა სსკ-ის 210-ე მუხლით. განუმარტა, რომ გადასახადების გადაუხდელობის შემთხვევაში, მის მიმართ დაიწყებოდა სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის 218-ე მუხლითაც, მასალები კი შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით გადააგზავნა აჭარის და გურიის სამმართველოში.

 

59. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორის 2017 წლის 27 ოქტომბრის დადგენილებით, ფინანსთა სამინისტორს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმიდან, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სსკ-ის 218-ე და 210-ე მუხლების პირველი ნაწილებით, ცალკე წარმოებად გამოიყო საქმე შ---------- დირექტორის გ------- მ----ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისგან თავის არიდების ფაქტზე. იმავე დღეს მიღებული დადგენილებით საქმე ქვემდებარეობით გადმოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოში.

 

60. საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გამომძიებლის 2016 წლის 18 მარტის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობდა საქ. სსკ-ის 210-ე და 218-ე მუხლებით, დაინიშნა შ---------- მატერიალურ ფასეულობათა და ძირითად საშუალებათა ინვენტარიზაცია, რომლის ჩატარება დაევალა ფინანსტა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს.

 

61. მოწმე გ------- ბ---–----ემ განმარტა, რომ არის ბუღალტერი და 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის დეკემბრამდე ეხმარებოდა მ----ეს შ---------- საბუღალტრო დოკუმენტაციის, კერძოდ - დღგ-ს და საშემოსავლო დეკლარაციების შედგენაში. კომპანიას გააჩნდა მილიონობით ლარის ღირებულების საქონლის დოკუმენტური ნაშთი. ეუბნებოდა მ----ეს, რომ საქონელი მალფუჭებადი იყო და აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო ინვენტარიზაცია, რომ დღგ-ს ჩასათვლელი თანხა არ უნდა ყოფილიყო დასარიცხ თანხაზე მეტი, რომ იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია სრულად არ ჰქონდა ნაჩვენები, არ იყო გამოწერილი სათანადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები და სალაროს აპარატის ჩეკები. ეს გარემოებები კი საბოლოოს შეუქმნიდა პრობლემებს საგადასახადო ორგანოსთან. მ----ემ განუცხადა, რომ გასაგები იყო მისთვის აღნიშნული გარემოებები, თუმცა ეს ბ---–----ის პრობლემა არ იყო და მომდევნო პერიოდში მოაწესრიგებდა ბუღალტერიას. დათანხმდა ინვენტარიზაციის ჩატარებასაც, თუმცა ვეღარ მოესწრო, შემოსავლების სამსახური თავად შევიდა შპს-ში და ჩაატარა ინვენტარიზაცია. შემოწმების შედეგად შპს-ს დაერიცხა გადასახადები, დაეკისრა ჯარიმა. აღნიშნულის შესახებ ჰქონდა საუბარი მ----ესთან, რომელიც აპირებდა გასაჩივრებას. თუმცა შემდეგ გაასაჩივრა თუ არა ნადვილად, ბ---–----ისთვის უცნობია.

 

62. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მიერ 2016 წლის 18 მარტს გაიცა N6995 ბრძანება შ---------- მატერიალური ფასეულობების და ძირითად საშუალებათა ინვენტარიზაციის ჩატარების ტაობაზე.

 

63. შ---------- დირექტორის გ------- მ----ის 2016 წლის 18 მარტის N1 ბრძანებით შეიქმნა საინვანტარიზაციო კომისია, შემდეგი შემდგენლობით: კომისიის თავმჯდო----ე - გ------- მ----ე, კომისიის წევრები - გ------- ბ---–----ე, მალხაზ გ-------ე, თეა ნიკოლაძე, გიგა დანელიანი.

 

64. 2016 წლის 18 მარტის გ------- მ----ის ხელწერილების თანახმად, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დაწყებამდე შემოსავლის და გასავლის ყველა დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში. შ---------- არ აქვს ჩატარებული შიდა ინვენტარიზაცია და შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ზედმეტობა ან/და დანაკლისი არ გამოვლენილა. საინვანტარიზაციო კომისიამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და ძირითადი საშუალებები გასინჯა და დათვალა მ----ის თანდასწრებით. საქონლის ფაქტობრივი აღწერა ჩატარებულია სწორად, კომისიის წევრებთან პრეტენზია არ აქვს.

 

65. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის სამმართველოს შეტყობინებით ირკვევა, რომ საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგების შესახებ გადაწყვეტილების პროექტი გაეგზავნა მ----ეს, რომლითაც ეცნობა პროექტის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საწინააღმდეგო პოზიციის შემთხვევაში წერილობითი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობაზე. გაფრთხილებულ იქნა, რომ პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში სამართალდარღვევის შედეგებზე გადაწყვეტილების პროექტის გაფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის სახით, რის შემდეგ შესაძლებლობა ექნება გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება საგადასახადო კოდექსის მე-14 კარით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

66. გ------- მ----ე პროექტს გაეცნო და ჩაიბარა 2016 წლის 4 მაისს, რაც დაადასტურა შეტყობინებაზე ხელის მოწერით.

 

2016 წლის 1 ივნისის N152620 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, შ---------- სასაქონლო მატერიალური ფასეულობებეის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა დანაკლისი, საბაზრო ფასებით - 7 803 471, 36 ლარი. სამართალდარღვევის ოქმს გაეცნო და ხელი მოაწერა გ------- მ----ემ.

 

67. მოწმე კ------- შ--–----ემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ოფიცერმა, სასამართლოს განუმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 18 მარტის ბრძანების საფუძველზე, დაევალა შ---------- სასაქონლო მატერიალური საშუალებების ინვენტარიზაცია. იმავე დღეს გამოცხადდა შპს-ს ფაქტიურ მისამართზე, შეხვდა მის დირექტორს გ------- მ----ეს, გააცნო და ჩააბარა ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ ბრძანება, ჩამოართვა ხელწერილი იმის შესახებ, რომ შიდა ინვენტარიზაცია არ იყო ჩატარებული. მ----ემ შექმნა საინვანტარიზაციო კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო თავად, წევრებად კი ბუღალტერი და პროდუქციის გამყიდველების შეიყვანა. მ----ემ ხელწერილით დაადასტურა ასევე ის გარემოება, რომ შ---------- მატერიალური ფასეულობები ასახულია შემოსავალში. მატერიალური ფასეულობების აღწერა კომისიის მიერ იმავე დღეს მოხდა და აღწერის შედეგები გადატანილ იქნა N16 დანართში, რომელსაც ხელი მოაწერეს მ----ემ და საზოგადოების ბუღალტერმა. მ----ის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლით, მოწმემ გაარკვია, რომ ბუღალტრული ნაშთი არასწორად იყო ასახული ამ დოკუმენტებში და არ შეესაბამებოდა საგადასახადო ორგანოში არსებულ მასალებში მითითებულ ნაშთს .ხელახალი დაანგარიშებით დაადგინა, რომ ბუღალტრული ნაშთი შეადგენდა 2 431 171 ლარს, კომისიის მიერ კი აღწერილი იყო 25 365 ლარი. შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის პროექტი 2016 წლის 4 მაისს ჩაბარდა გ------- მ----ეს. გაასაჩივრა შიდა მედიაციის ორგანოში, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემდეგ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში მოხდა მ----ის მიერ საჩივრის წარდგენა, თუმცა არც ამ ორგანომ დააკმაყოფილა მისი საჩივარი.

 

68. მოწმე შ--–----ემ ასევე განმარტა, რომ ინვანტარიზაცია ჩატარდა მ----ის მიერ შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ბრალდებულმა ხელმოწერით დაადასტურა, რომ კომისიამ, რომლის შემადგენლობაში თავადაც შედიოდა, უფრო მეტიც, ხელმძღვანელობდა მას, სწორად იმუშავა და ხელი მოაწერა კომისიის მიერ შედგენილ საწარმოო მატერიალური ფასეულობების აღწერის ოქმს. მ----ის მიერ პრეტენზიის გამოხატვის შემთხვევაში აღწერა ჩატარდებოდა განმეორებით. შ---------- მიერ შემოტანილი ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელების შესამოწმებლად ჩატარდა საკონტროლო შესყიდვები 2016 წლის მარტის თვეში, რომლითაც გაირკვა, რომ საქონლის რეალიზაცია ხდებოდა სხვა ფასად, ჩეკები კი იწერებოდა ბევრად დაბალი ფასის მაჩვენებლით. სწორედ ეს გარემოება გახდა ინვენტარიზაციის ჩატარების საფუძვლი შპს "ნ---ში". შემოწმების პერიოდში არაერთი შეხვედრა ჰქონდა გ------- მ----ესთან, ასევე მის ბუღალტერთან და მათთან ამოწმებდა კონკრეტულ საკითხებს. საწარმოს დირექტორის მოვალეობაა სწორი ინფორმაცია მიაწოდოს აუდიტორს. მისი მხრიდან არ ყოფილა განცხადებები საქონლის გაფუჭებასთან დაკავშირებით. ასეთის არსებობის შემთხვევაში ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული N994-ე ინსტრუქციის შესაბამისად, მიმართულ უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურში და მოხდეს საქონლის ჩამოწერა. თუმცა ასეთი განმარტება მ----ის მიერ არ ყოფილა დაფიქსირებული და შესაბამისად, გაფუჭებული საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია არ გააჩნდათ.

 

69. შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 11 აგვისტოს N23064 ბრძანებით, შ---------- 2016 წლის 1 ივლისის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა ინვენტარიზაციის შედეგებზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 1 ივნისის N152620 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას, საჩივარი არ დაკმაყოფილდა. განემარტა საჩივრის ავტორს ამ გადაწყვეტილების ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრების უფლების შესახებ.

 

70. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს 2016 წლის 17 მაისის N66 სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგებთან დაკავშირებით შ---------- მიერ წარდგენილი წერილობითი პოზიცია არ დაკმაყოფილდა. შ---------- დირექტორი გ------- მ----ე აღნიშნულ ოქმს გაეცნო და ჩაიბარა 2016 წლის 1 ივნისს, რაც დასტურდება ოქმზე დაფიქსირებული მისი ხელმოწერით.

 

71. დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებულ იქნა შ---------- საჩივართან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის N23064 ბრძანების და 2016 წლის 1 ივნისის N152620 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჩივრის ავტორს განემარტა გადაწყვეტილების თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრების უფლების თაობაზე. სასამართლოში სარჩელის წარდგენის შესახებ ინფორმაცია საქმეში არ მოიპოვება.

 

72. საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გამომძიებლის 2016 წლის 18 მარტის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობდა საქ. სსკ-ის 210-ე და 218-ე მუხლებით, დაინიშნა შ---------- რევიზია საზოგადოების მიერ განხორციელებული ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის შესამოწმებლად, რომლის შესრულება დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს. აღნიშნული დადგენილება გ------- მ----ის გამოკითხვის ოქმთან ერთად გადაეგზავნა რევიზიის ჩამტარებელ ორგანოს.

 

73. მოწმე ქ--------------–---–მა, საგადასახადო შემოწმების აქტის ავტორმა, სასამართლოს განუმარტა, რომ გამომძიებლის 2016 წლის 18 მარტის დადგენილებით მას, როგორც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მთავარ აუდიტორს, დაევალა შ---------- საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შემოწმების პერიოდს წარმოადგენდა საზოგადოების დაფუძნებიდან 2016 წლის 18 მარტამდე დრო. შპს აწარმოებდა ხილ-ბოსტნეულის იმპორტს და ადგილობრივ ბაზარზე რეალზაციას. რევიზია ჩატარდა როგორც გამოძიების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ისე შემოსავლების სამსახურის, საგადასახადო ორგანოების ბაზებიდან, საჯარო რეესტრიდან, თავად შესამოწმებელი შპს-დან გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე. შემოწმებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტში მისული იყო თავად მ----ეც. შემოწმების დროს შემოწმების ჩამტარებელი პირი ყოველთვის ახდენს გასაუბრებას თავად გადამხდელთან და ამოწმებს ეთანხმება თუ არა ის გამოძიების მიერ მოწოდებულ მასალებში ასახულ ინფორმაციას. ასე იყო მ----ის შემთხვევაშიც, მან დაადასტურა მასალების სისწორე. აქტიური კომუნ---ცია ჰქონდა მის ბუღალტერთანაც. შემოწმების შედეგად შ---------- დაერიცხა 601978 ლარი, აქედან 398457 ლარი ძირითადი გადასახადი, ხოლო 203 521 ჯარიმა. 2015 წლის დეკემბერში დღგ-ს ბრუნვა დეკლარირებული ჰქონდა 582425 ლარის ოდენობით, შემოწმებისას გამოვლინდა - 1 221796 ლარი. აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე ზედნადებებში შემცირებული ჰქონდა რეალიზაციის თანხები. აღნიშნული დადასტურდა, როგორც თავად მ----ის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ისე საკონტროლო შესყიდვის მონაცემებით. რევიზიის შედეგად დადასტურდა, რომ კომპანიას უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდა მიღებული რეალიზებული საქონლის სახით, ვიდრე ამასა ასახავდა შესაბამის დოკუმენტებში. შპს "ნ---შ" ჩატარდა ინვანტარიზაციაც და გამოვლინდა დანაკლისი 7 803 472 ლარის ოდენობით, თუმცა ეს თანხა შემოწმების აქტში არ ყოფილა შესული არც დღგ-ს და არც მოგების გადასახადში, რადგან შესამოწმებელი პერიოდი არ ითვალისწინებდა ამ დროის ამ მონაკეთს. როგორც აუდიტორი, სრულად ადასტურებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული შედეგების სისიწორეს.

 

74. 2016 წლის 9 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში არ იქნა გადახდილი - 398 457 ლარი, აქედან - დღგ-ში - 282 283 ლარი, მოგების გადასახადში - 116 174 ლარი .

 

75. 2016 წლის 12 დეკემბერს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე 2016 წლის 12 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაიცა ბრძანება, რითაც შპს „ნ---“-ს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა ძირითადი გადასახადი - 398 457 ლარი, რაზედაც იმავე დღეს გამოიცა N086-58 საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ გვერდის საშუალებით - 2016 წლის 12 დეკემბერს.

 

76. შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის ამონაწერით დასტურდება, რომ შ---------- მიმართ გაცემულ N086-58 საგადასახადო მოთხოვნას, გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2016 წლის 12 დეკემბერს.

 

77. შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2017 წლის 19 ივლისის N 21-04/108967 წერილის თანახმად, შ---------- დავების დეპარტამენტში 2016 წლის 12 დეკემბრის საგადასახდო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი არ წარუდგენია.

 

78. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის N 21-05/110783 წერილის მიხედვით, შ---------- საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე დეპარტამენტისთვის არ მიუმართავს.

 

79. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 3 აგვისტოს N21-14/118498 წერილის თანახმად, შ---------- მიმართ გაცემულ N086-58 საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ. გვერდის საშუალებით 2016 წლის 12 დეკემბერს. დავების განმხილველი ორგანოებიდან აუდიტის დეპარტამენტში არ შესულა გადამხდელის საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისად, შ---------- მიმართ გამოცემული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების რედაქტირება არ მომხდარა.

 

80. შემოსავლების დეპარტამენტის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 8 აგვისტოს N 21-05/2017 წერილის თანახმად, ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ შპს "ნ---ზე" დარიცხული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება არ არის გადავადებული.

 

81. შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2017 წლის 16 აგვისტოს N21-04/125726 წერილის მიხედვით, შ---------- მიერ სარჩელის წარდგენა სასამართლოში არ მომხდარა.

 

82. ქუთაისის და თბილისის საქალაქო სასამართლოების 2017 წლის 9 აგვისტოს წერილების შესაბამისად, შ---------- მიერ ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენის თაობაზე, ინფორმაცია სასამართლოებში არ მოიპოვება და მოსარჩელე მხარედ ის არ ფიქსირდება. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის N1386 წერილის თანახმად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოსთვის შ---------- 2016 წლის 12 დეკემბრის შემდეგ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სარჩელით არ მიუმართავს.

 

83. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 7 აგვისტოს N21-11/119747 წერილის თანახმად, შ---------- მოთხოვნის დარიცხვიდან - 2016 წლის 12 დეკემბრიდან, 2017 წლის 3 აგვისტომდე პერიოდში დარიცხული გადასახადი ბიუჯეტში არ გადაუხდია.

 

84. სასამართლოს არ წარდგენია და შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას არ გამოკვლეულა დაცვის მხარის მტკიცებულებები. ბრალდებულმა გ------- მ----ემ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. საქმის განხილვისას გამოკვლეულ იქნა ბრალდების მხარის მტკიცებულება - ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალდების საქმეზე, მ----ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების სხდომის აუდიო ოქმი, რომელშიც ის საუბრობს საკუთარ პასუხისმგებლობაზე ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის საკითხში და განმარტავს, რომ მხოლოდ მისი პასუხიმგებლობაა შპს-ს საქმიანობაში დაშვებული ნებისმიერი დარღვევა, მათ შორის საბიუჯეტო გადასახადების არგადახდა.

 

85. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც თანხა აღემატება ას ორმოცდაათი ათას ლარს.

 

86. დადგენილია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე 2016 წლის 12 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული ბრძანებით შ---------- მიმართ ბიუკეტში გადასახდელად დარიცხული ძირითადი გადასახადი, რომლის გადაუხდელობასაც ედავება სახელმწიფო ბრალდება გ------- მ----ეს, შეადგენს 398 457 ლარს. შესაბამისად, სახეზეა 218-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება - განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება.

 

87. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი სასამართლოს უქმნის საფუძვლიან რწმენას, რომ გ------- მ----ემ, როგორც შ---------- დირექტორმა განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.

 

88. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 30 ნოემბრიდან შპს "ნ---ს 100% წილის მესაკუთრე და დირექტორი გახდა გ------- მ----ე. 2016 წლის მარტიდან - ივნისამდე პერიოდში შპს „ნ---“-ში ჩატარებული იქნა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. მოწმე გ------- ბ---–----ის ჩვენების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ის, როგორც ბუღალტერი ცდილობდა დაერწმუნებინა მ----ე ინვენტარიზაციის ჩატარების აუცილებლობაში, მოუწოდებდა მას საზოგადოების საბუღალტრო დოკუმენტაციის მოწესრიგების და საქმიანობის სწორად წარმართვის მიზნით ინვანტარიზაციის ჩატარებისკენ, შიდა ინვენტარიზაცია შპს-ში არ ჩატარებულია. ქვემო ქართლის სამმართველოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შპს"ნ---ს" პროდუქციის სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით ჩატარდა საკონტროლო შესყიდვები, რომლის შედეგებიდან გამომდინარე შპს "ნ---ში" დაინიშნა ინვენტარიზაცია და რევიზია. თვეების მიხედვით ხილ-ბოსტნეულის სარეალიზაციო ფასები თავად გ------- მ----ემ დაასახელა და მისი გამოკითხვის ოქმი სხვა მასალებთან ერთად გაეგზავნა რევიზორს, რომელმაც შეადგინა საგადასახადო შემოწმების აქტი. რევიზიის ჩამტარებელი პირის, ქ--------------–---–ის ჩვენების თანახმად, რევიზია ჩატარდა როგორც გამოძიების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ისე შემოსავლების სამსახურის, საგადასახადო ორგანოების ბაზებიდან, საჯარო რეესტრიდან, თავად შესამოწმებელი შპს-დან გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე. შემოწმებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტში მისული იყო თავად მ----ეც. მან დაადასტურა რევიზიის წინაშე წარდგენილი მასალების სისწორე. შემოწმების შედეგად შ---------- დაერიცხა 601 978 ლარი, აქედან 398 457 ლარი ძირითადი გადასახადი, ხოლო 203 521 ჯარიმა. 2015 წლის დეკემბერში დღგ-ს ბრუნვა დეკლარირებული ჰქონდა 582425 ლარის ოდენობით, შემოწმებისას გამოვლინდა - 1 221796 ლარი. აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე ზედნადებებში შემცირებული ჰქონდა რეალიზაციის თანხები.

 

89. რაც შეეხება ინვენტარიზაციას, მოწმე მოწმე კ------- შ--–----ის, შემოსავლების სამსახურის უფროსი ოფიცერის, ჩვენების თანახმად, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 18 მარტის ბრძანების საფუძველზე, დაევალა შ---------- სასაქონლო მატერიალური საშუალებების ინვენტარიზაცია. დირექტორს გ------- მ----ეს, გააცნო და ჩააბარა ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ ბრძანება, ჩამოართვა ხელწერილი იმის შესახებ, რომ შიდა ინვენტარიზაცია არ იყო ჩატარებული. მ----ემ შექმნა საინვენტარიზაციო კომისია, რომლის თავმჯდო----ე იყო თავად, მატერიალური ფასეულობების აღწერა უშუალოდ კომისიის მიერ მოხდა და აღწერის შედეგები გადატანილ იქნა N16 დანართში, რომელსაც ხელი მოაწერეს მ----ემ და საზოგადოების ბუღალტერმა. მ----ემ დაადასტურა, რომ კომისიამ სწორად იმუშავა, მის მიერ პრეტენზიის გამოხატვის შემთხვევაში აღწერა ჩატარდებოდა განმეორებით, თუმცა ასეთი პრეტენზია არ გამოთქმულა. 2016 წლის 1 ივნისის N152620 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, შ---------- სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა დანაკლისი, საბაზრო ფასებით - 7 803 471, 36 ლარი. სამართალდარღვევის ოქმს გაეცნო და ხელი მოაწერა გ------- მ----ემ. ამ უკანასკნელმა 2016 წლის 1 ივლისს გაასაჩივრა ინვენტარიზაციის შედეგებზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 1 ივნისის N152620 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, თუმცა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 11 აგვისტოს N23064 ბრძანებით, შ---------- საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებულ იქნა შ---------- საჩივართან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის N23064 ბრძანების და 2016 წლის 1 ივნისის N152620 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ მ----ეს საჩივარი სასამართლოში არ წარუდგენია.

 

90. 2016 წლის 12 დეკემბერს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე 2016 წლის 12 დეკემბერს გაცემულ N086-58 საგადასახადო მოთხოვნას, რითაც შპს „ნ---“-ს ბიუჯეტში გადასახდელად აერიცხა ძირითადი გადასახადი - 398 457 ლარი, გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ გვერდის საშუალებით იმავე დღეს - 2016 წლის 12 დეკემბერს. შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2017 წლის 19 ივლისის N 21-04/108967 წერილის თანახმად, შ---------- დავების დეპარტამენტში 2016 წლის 12 დეკემბრის საგადასახდო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი არ წარუდგენია. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის N 21-05/110783 წერილის მიხედვით, შ---------- საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე დეპარტამენტისთვის არ მიუმართავს. დავების განმხილველი ორგანოებიდან აუდიტის დეპარტამენტში არ შესულა გადამხდელის საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისად, შ---------- მიმართ გამოცემული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების რედაქტირება არ მომხდარა. შემოსავლების დეპარტამენტის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 8 აგვისტოს N 21-05/2017 წერილის თანახმად, ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ შპს "ნ---ზე" დარიცხული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება არ არის გადავადებული. სასამართლოებში სარჩელი არ წარუდგენია, შემოსავლების დამსახურის 2017 წლის 7 აგვისტოს N21-11/119747 წერილის თანახმად, შ---------- მოთხოვნის დარიცხვიდან - 2016 წლის 12 დეკემბრიდან, 2017 წლის 3 აგვისტომდე პერიოდში დარიცხული გადასახადი ბიუჯეტში არ გადაუხდია.

 

91. სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე.

 

92. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად დასტურება ფაქტი იმისა, რომ საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან - 2016 წლის 12 დეკემბრიდან 45 სამუშაო დღის ვადაში შ---------- დირექტორის გ------- მ----ის მიერ გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული არ ყოფილა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა და არც გადახდის ვალდებულების შეჩერება მომხდარა.

 

93. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ------- მ----ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ როგორც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებეის ინვენტარიზაცია, ისე საგადასახადო შემოწმება ჩატარდა გ------- მ----ის უშუალო მონაწილეობით შედგენილი და ინვენტარიზაციის და რევიზიის ჩატარებაზე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებისთვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, რევიზიის და ინვენტარიზაციის ჩამტარებელი პირების მიერ მოპოვებული და გამოძიების მიერ მათ წინაშე წარდგენილი ინფორმაციასთან ერთად. არ გამოუთქვამს პრეტენზია ინვენტარიზაციის სისწორესთან დაკავშირებით, არ მოუთხოვია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ხელახალი გადათვლა, რაც ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში უპირობოდ განხორციელდებოდა. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნა დავების განხილვის საბჭოში არ დაკმაყოფილდა, შემდგომ ინსტანციებში კი მ----ის მიერ საჩივარი არ წარდგენილა. საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე საჩივარი საერთოდ არ წარუდგენია. დარიცხული გადასახადები არ გადაუხდია, გადახდა გადავადებული ან კორექტირებული არ ყოფილა, არც გადახდის ვალდებულების შეჩერება მომხდარა.

 

93. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ შ---------- მიერ იმპორტირებული საქონელი მალფუჭებად პროდუქციას განეკუთვნება, შესაძლოა გაფუჭდეს და ამის გამო ვერ მოხდეს მისი ასახვა რეალიზებულად და ამან წარმოშვას ის დარღვევები, რაზეც მ----ეს ბრალდების ხმარე ედავება, - სასამართლო განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ არ წარდგენილა სასამართლოში პროდუქციის გაფუჭების დამადასტურებელი არანაირი ინფორმაცია. მოწმე შ--–----ის ჩვენების თანახმად, ამ სახის ინფორმაცია არ მიწოდებულა მ----ის მიერ არც ინვენტარიზაციის პროცესში და როგორც უკვე აღინიშნა, ის უპირობოდ დაეთანხმა და ხელმოწერით დაადასტურა ინვენტარიზაციის ოქმში ასახული შედეგების სისწორე. მისივე განმარტებით, რეალიზაციამდე პროდუქციის გაფუჭების და გაუვარგისების შემთხვევაში, პროდუქციის შემომტანმა უნდა იმოქმედოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული N994-ე ინსტრუქციის შესაბამისად, რომლის თანახმად, ასეთი გარემოების შესახებ უნდა ეცნობოს შემოსავლების სამსახურს და მოხდეს პროდუქციის ჩამოწერა. მსგავს მოქმედებას მ----ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. დაცვის მხარე მხოლოდ ზეპირი განმარტებებით ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე აპელირებს აღნიშნულ ფაქტზე, რაც გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან დაცვის მხარის ამ ვერსიის გაზიარების შესაძლებლობას.

 

94. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- ხეიძემ განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას.

 

95. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

96. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

97. სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

98. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

99. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

100. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ------- მ----ის მიერ სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით წარდგენილი ბრალდების დადასტურება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

101. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- მ----ემ განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადის გადახდას, შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

102. გ------- მ----ეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებება არ გააჩნია.

 

103. გ------- მ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

104. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

 

105. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

106. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

107. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

108. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

109. საქართველოს სსსკ-ის სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს სასჯელს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის სახით 5 წლიდან 8 წლამდე ვადით. სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას - 4 წლიდან 6 წლამდე ვადით.

 

110. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

111. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- მ----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

112. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ------- მ----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

113. ვინაიდან გ------- მ----ე დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის იყო პირობითი მსჯავრის ქვეშ, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გ------- მ----ის მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 25,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სრულად უნდა შთანთქას ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- მ----ეს სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

114. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ------- მ----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :

 

115. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 10 აგვისტოს ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული ჩვენების აუდიო ჩანაწერი CD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული გ------- მ----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდებული: გ------- ხ-------ს ძე მ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ------- მ----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს გ------- მ----ის მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 25,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სრულად შთანთქას ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- მ----ეს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

გ------- მ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 4 სექტემბრიდან.

 

ნივთმტკიცებები - ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 10 აგვისტოს ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული ჩვენების აუდიო ჩანაწერი CD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი