გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.05.2018
საქმის ნომერი
060210017002161334
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
27.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/814-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2018 წელი სამტრედია

შესავალი ნაწილი

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი - ნათია ძაძამია

 

მოსარჩელე - სს ”თ-----------”;

წარმომადგენელი - ლ--–- ბ-----–---;

მოპასუხეები - გ------- ფ---–---–---, ს------ ფ---–---–---;

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს გ------- ფ---–---–---ს და ს------ ფ---–---–---ს სს ”თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2014 წლის 27 იანვრის N44-31051-000267 საკრედიტო და N44-31051-000191 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9723.52 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5153.47 ლარი, პროცენტი - 3043.71 ლარი, პირგასამტეხლო - 1500 ლარი და დაზღვევის თანხა – 26.34 ლარი.

 

1.2. მოპასუხეებს გ------- ფ---–---–---ს და ს------ ფ---–---–---ს სს ”თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2014 წლის 27 იანვრის N44-31051-000267 საკრედიტო და N44-31051-000191 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 5153.47 ლარზე, 2017 წლის 10 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, წლიური 22% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 94.48 ლარს.

 

1.3. მოპასუხეებს გ------- ფ---–---–---ს და ს------ ფ---–---–---ს სს ”თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2014 წლის 19 მარტის N 44-31051-000289 საბარათე ოვერდრაფტის და N44-31051-000214 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 936.13 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 636.13 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 300 ლარი.

 

1.4. მოპასუხეებს გ------- ფ---–---–---ს და ს------ ფ---–---–---ს სს ”თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2014 წლის 19 მარტის N 44-31051-000289 საბარათე ოვერდრაფტის და N44-31051-000214 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 636.13 ლარზე, 2017 წლის 10 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, წლიური 42% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 22.26 ლარს.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2014 წლის 27 იანვარს სს ,,ბ------------------- “ და გ------- ფ---–---–---ს შორის დაიდო N44-31051-000267 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6900 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 22%, კრედიტის ვადა 36 თვე, 2017 წლის 23 იანვრამდე. კრედიტის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო - პირველი ათი დღის ვადაგადაცილების განმავლობაში გადასახდელი თანხის 1%–ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში – დავალიანების 1 %–ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს ,, ბ-------------------“ და ს------ ფ---–---–---ს შორის 2014 წლის 27 იანვარს გაფორმდა N44-31051-000191 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება. სოლიდარული ვალდებულების თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 8970 ლარით.

 

სს,, ბ-------------------“ და გ------- ფ---–---–---ს შორის 2014 წლის 19 მარტს დაიდო N 44-31051-000289 საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი ლიმიტით 690 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 42%–ით, კრედიტის ლიმიტის მოქმედების ვადა 12 თვე, 2015 წლის 19 მარტამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ფიქსირებული 15 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში, ხოლო დავალიანების 0.1 % ყოველვადაგადაცილებულ 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში. აღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს ,, ბ-------------------“ და ს------ ფ---–---–---ს შორის 2014 წლის 19 მარტს გაფორმდა N44-31051-000214 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება. სოლიდარული ვალდებულების თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 897 ლარით. მოპასუხეების მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ნებაყოფლობით არ ასრულებენ თანხის გადახდას, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია მომართოს სასამართლოს. 2015 წლის 20 იანვარს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს ,,თ-----------“ წარმოადგენს სს ,,ბ------------------“ უფლებამონაცვლეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა გ------- ფ---–---–---მ და ს------ ფ---–---–---მ როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ 2014 წლის 27 იანვრის N44-31051-000267 საკრედიტო და N44-31051-000191 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 5153.47 ლარის და პროცენტის ნაწილში 1500 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე, ასევე 2014 წლის 19 მარტის N 44-31051-000289 საბარათე ოვერდრაფტის და N44-31051-000214 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 936.13 ლარის გადახდის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 27 იანვარს სს ,,ბ------------------- “ და გ------- ფ---–---–---ს შორის დაიდო N44-31051-000267 საკრედიტო ხელშეკრულება,რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6900 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 22%, კრედიტის ვადა 36 თვე, 2017 წლის 23 იანვრამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო- პირველი ათი დღის ვადაგადაცილების განმავლობაში გადასახდელი თანხის 1%–ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში – დავალიანების 1 %–ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 23 თებერვალი);

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 16-23);

 

3.1.2. სს ,, ბ-------------------“ და ს------ ფ---–---–---ს შორის 2014 წლის 27 იანვარს გაფორმდა N44-31051-000191 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება. სოლიდარული ვალდებულების თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 8970 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 23 თებერვალი);

- სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება (ს.ფ. 26-28);

 

3.1.3. სს,, ბ-------------------“ და გ------- ფ---–---–---ს შორის 2014 წლის 19 მარტს დაიდო N 44-31051-000289 საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი ლიმიტით 690 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 42%–ით, კრედიტის ლიმიტის მოქმედების ვადა 12 თვე, 2015 წლის 19 მარტამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ფიქსირებული 15 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში, ხოლო დავალიანების 0.1 % ყოველვადაგადაცილებულ 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 23 თებერვალი);

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 33-37);

 

3.1.4. სს ,, ბ-------------------“ და ს------ ფ---–---–---ს შორის 2014 წლის 19 მარტს გაფორმდა N44-31051-000214 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება. სოლიდარული ვალდებულების თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 897 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 23 თებერვალი);

- სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება (ს.ფ. 42-44);

 

3.1.5. მოპასუხეებს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინათ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლების მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ გადახდის გრაფიკები (ს.ფ 24-25, 38)

_ მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 23 თებერვალი)

 

3.1.6. 2015 წლის 20 იანვარს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს ,,თ-----------“ წარმოადგენს სს ,, ბ------------------“ სამართალმემკვიდრეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ 50-51)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ''თ-----------ს'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან საკრედიტო, საბარათე ოვერდრაფტის და სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებებით მოპასუხეზე გასცა სესხი. მოპასუხემ აითვისა ბარათზე არსებული თანხები, მაგრამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და არ დააბრუნა სესხად აღებული თანხები. თუ მოპასუხეს ათვისებული აქვს თანხა და მოსარჩელეს აღარ უბრუნებს, მაშინ მისი ქმედება შეფასებული უნდა იქნას მოსარჩელის უფლების დარღვევად. მოსარჩელეს, დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით უფლება აქვს სარჩელი აღძრას და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.

 

6.2. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-144-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,საწარმოები შეიძლება შეერწყან ერთმანეთს. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კოოპერატივში შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%. ყველა სხვა შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს, ერთი საწარმო უერთდება მეორეს (მიერთება) თუ ორი საწარმო ერთიანდება ერთ ახალ საწარმოდ (გაერთიანება). შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს პარტნიორთა უფლება-მოვალეობანი, თუ ისინი არ ხელმძღვანელობენ კაპიტალში მათი წილის პროპორციულობის პრინციპით. საწარმო, რომელმაც საწარმო მიიერთა, ან გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი საწარმო არის თავდაპირველი საწარმოს/საწარმოების სამართალმემკვიდრე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 20 იანვარს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს ,,თ-----------“ წარმოადგენს სს ,, ბ------------------“ სამართალმემკვიდრეს, აღნიშნულიდან გამომდინარე სს,,თ-----------“ წარმოადგენს სარჩელის წარმოდგენისათვის უფლებამოსილ პირს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს მოპასუხისათვის სესხი აქვს გადაცემული. ასეთი ურთიერთობა ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადავო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. შესაბამისად მათი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სახელშეკრულებო ვალდებულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

განსახილველ შემთხვევაში 2014 წლის 27 იანვარს სს ,,ბ------------------- “ და გ------- ფ---–---–---ს შორის N44-31051-000267 საკრედიტო და 2014 წლის 19 მარტის N 44-31051-000289 საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულების დადებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

განსახილველ შემთხვევაში სს ,, ბ-------------------“ და ს------ ფ---–---–---ს შორის 2014 წლის 27 იანვარს დადებული N44-31051-000191 და N44-31051-000214 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულების დადებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.5. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი მიხედვით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისად უნდა დადგინდეს.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას.

 

განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ------- ფ---–---–---მ საბანკო პროდუქტებით ისარგებლა და აითვისა საკრედიტო ბარათებზე არსებული თანხა. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო ბარათებიდან ათვისებული თანხა ბანკში შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებებით იყო გათვალისწინებული. ბარათიდან კრედიტის სახით მიღებული თანხით წარმოშობილი ვალდებულება, უნდა შეესრულებინა იმ პერიოდული შენატანებით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი ხელშეკრულებით. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაირღვა ხელშეკრულება. დავალიანების დარჩენილი თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა ორ ვადაზე გაცილებით მეტი პერიოდი, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოსარჩელემ, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადებისა და ბარათის გადაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. საკრედიტო ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც კრედიტის გაცემის შემდეგ, კრედიტის გამცემს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ გ------- ფ---–---–--- მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ბარათიდან ათვისებული თანხა დაებრუნებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული წესით და დათქმულ დროში. მოპასუხეს ასეთი მოვალეობა უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები ერთმანეთთან სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და ათვისებული თანხები ბანკს არ დაუბრუნა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. მოპასუხის ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად აღებული თანხები.

 

6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 27 იანვარს სს ,,კ------------------“ და გ------- ფ---–---–---ს შორის დადებული N44-31051-000267 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 22%-ით, ხოლო 2014 წლის 19 მარტის N 44-31051-000289 საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 42%-ით.

 

6.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ კერძოდ 2014 წლის 27 იანვრის N44-31051-000267 საკრედიტო და N44-31051-000191 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 5153.47 ლარის და პროცენტის 1500 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე, ასევე 2014 წლის 19 მარტის N 44-31051-000289 საბარათე ოვერდრაფტის და N44-31051-000214 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 936.13 ლარის გადახდის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს დავალიანების ამ ნაწილში, 2014 წლის 27 იანვრის N44-31051-000267 საკრედიტო და N44-31051-000191 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 5153.47 ლარის, პროცენტის 1500 ლარის ნაწილში, ხოლო 2014 წლის 19 მარტის N 44-31051-000289 საბარათე ოვერდრაფტის და N44-31051-000214 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 936.13 ლარის ანაზღაურების თაობაზე, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

მხარეთა შორის არსებული N44-31051-000267 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ვალდებულება მოპასუხეების მხრიდან დაირღვა და მათ მიერ შესასრულებელი ვალდებულება შეადგენს - 9723.52 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5153.47 ლარი, პროცენტი - 3043.71 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1500 ლარი და დაზღვევის თანხა –26.34 ლარი. ხოლო მხარეთა შორის არსებული N 44-31051-000289 საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ვალდებულება მოპასუხეების მხრიდან დაირღვა და მათ მიერ შესასრულებელი ვალდებულება შეადგენს - 936.13 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 636.13 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 300 ლარი.

 

6.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 2014 წლის 27 იანვრის N44-31051-000267 საკრედიტო და 2014 წლის 19 მარტის N 44-31051-000289 საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. მოპასუხე 2014 წლის 27 იანვრის N44-31051-000267 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მასზე ყოველთვიურად იხდიდა სარგებელს, წლიურ 22 %-ს, ხოლო 2014 წლის 19 მარტის N 44-31051-000289 საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მასზე ყოველთვიურად იხდიდა სარგებელს წლიურ 42%-ს. მოსარჩელე აღნიშნული ხელშეკრულებებიდან ელოდებოდა მოგებას, მაგრამ მოპასუხემ სარგებელის გადახდა მართლსაწინააღმდეგოდ შეწყვიტა, რითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მოსარჩელემ დაკარგა ის შემოსავალი, რაც დაგეგმილი ჰქონდა ხელშეკრულებების დადებისას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეები ვალდებული არიან მას აუნაზღაურონ 2014 წლის 27 იანვრის N44-31051-000267 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკარგული მიუღებელი შემოსავალი წლიური 22 %, დავალიანების დაანგარიშების შემდგომი პერიოდიდან ვალდებულების შესრულებამდე. ანალოგიურად, მოპასუხეები ვალდებული არიან, 2014 წლის 19 მარტის N 44-31051-000289 საბარათე ოვერდრაფტის სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელეს აუნაზღაურონ დაკარგული მიუღებელი შემოსავალიც წლიური 42%, დავალიანების დაანგარიშების შემდგომი პერიოდიდან ვალდებულების შესრულებამდე.

 

6.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

 

განსახილველ შემთხვევაში როგორც ოვერდრაფტის შესახებ ხელშეკრულებით, ასევე საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლოს გადახდა, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. N44-31051-000267 საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ ძირი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის პირგასამტეხლოს პირველი ათი დღის ვადაგადაცილების განმავლობაში გადასახდელი თანხის 1 % ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში -გადასახდელი (დავალიანების) თანხი 1% პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო N 44-31051-000289 საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულებით პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილების პირველ დღეს -15 ლარი, ყოველი შემდგომი ვადაგადაცილების დღისათვის გადასახდელი (დავალიანების) თანხის ერთი პროცენტის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოპასუხეები ვერ იხდიან თითოეული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითად თანხას. მათზე დამატებით შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მის გადახდის უნარს. პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად, დავალიანების 1 %-ის დარიცხვა არაგონივრულია. თანასწორობის და ბალანსის აღდგენისათვის სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს. სასამართლო პრაქტიკაში პირგასამტეხლოდ განსაზღვრული პროცენტის მოცულობა არაერთგვაროვანია. აღნიშნული არაერთგვაროვნება გამოწვეულია თითოეული საქმის ინდივიდუალურობით. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლომ გაითვალიწინა ვადაგადაცილების პერიოდი, სესხით სარგებლობის პერიოდი, გადასახდელი თანხის მოცულობა და მათი ანალიზით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 2014 წლის 27 იანვრის N44-31051-000267 საკრედიტო და N44-31051-000191 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა შემცირდეს 1000 ლარამდე, ხოლო რაც შეეხება 2014 წლის 19 მარტის N 44-31051-000289 საბარათე ოვერდრაფტის და N44-31051-000214 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 300 ლარის გადახდის დაკისრებას აღნიშნული სადავოდ არ გაუხდიათ მხარეებს.

 

6.14.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

6.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა მოვლენები მართლზომიერების ფარგლებში რომ მოთავსებულიყო. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. აღსანიშნავია, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული, კერძოდ: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

განსახილველ შემთხვევაში 2014 წლის 27 იანვრის N44-31051-000267 საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 36 თვე, ხოლო მსესხებელის ხელშეკრულება დარღვეულია 2015 წლის 03 მარტიდან, შემდგომ პერიოდში გადახდა საერთოდ არ ფიქსირდება. N 44-31051-000289 საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 2015 წლის 19 მარტი, ხოლო მსესხებელის მიერ ხელშეკრულება დარღვეულია 2014 წლის 22 ივლისიდან, შემდგომ პერიოდში გადახდა საერთოდ არ ფიქსირდება. შესაბამისად, სახეზეა ხელშეკრულებების არაჯეროვანი შესრულება, გამომდინარე აქედან, სასამართლო იზიარებს სს ,,თ-----------ს’’ მიერ სარჩელში მითითებულ პოზიციას მასზედ, რომ მოპასუხეების მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით და ხელშეკრულების შეწყვეტით მოსარჩელემ დაკარგა ის საპროცენტო სარგებელი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე - და რომელსაც ბანკი მიიღებდა ხელშეკრულებების ვადის გასვლის შემდეგ დაბრუნებული თანხით ახალი კლიენტის დაკრედიტების შედეგად. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს გ------- ფ---–---–---ს და ს------ ფ---–---–---ს სს ”თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2014 წლის 27 იანვრის N44-31051-000267 საკრედიტო და N44-31051-000191 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 5153.47 ლარზე, 2017 წლის 10 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, წლიური 22% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 94.48 ლარს, ხოლო საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს გ------- ფ---–---–---ს და ს------ ფ---–---–---ს სს ”თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 5153.47 ლარზე, 2017 წლის 10 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, წლიური 22% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 94.48 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხებმა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ კერძოდ,2014 წლის 27 იანვრის N44-31051-000267 საკრედიტო და N44-31051-000191 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 5153.47 ლარის, პროცენტის 1500 ლარის, 2014 წლის 19 მარტის N 44-31051-000289 საბარათე ოვერდრაფტის და N44-31051-000214 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 936.13 ლარის გადახდის ნაწილში, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახ.ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ბაჟის ნაწილი 228.47 ლარის ოდენობით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის 300.91 ლარის ანაზღაურება სს “თ-----------ს“ სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე, 208-ე, 49-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,თ-----------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. მოპასუხეებს გ------- ფ---–---–---ს და ს------ ფ---–---–---ს სს ”თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2014 წლის 27 იანვრის N44-31051-000267 საკრედიტო და N44-31051-000191 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9723.52 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5153.47 ლარი, პროცენტი - 3043.71 ლარი, პირგასამტეხლო - 1000 ლარი და დაზღვევის თანხა –26.34 ლარი.

 

1.2. მოპასუხეებს გ------- ფ---–---–---ს და ს------ ფ---–---–---ს სს ”თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2014 წლის 27 იანვრის N44-31051-000267 საკრედიტო და N44-31051-000191 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 5153.47 ლარზე, 2017 წლის 10 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, წლიური 22% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 94.48 ლარს.

 

1.3. მოპასუხეებს გ------- ფ---–---–---ს და ს------ ფ---–---–---ს სს ”თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2014 წლის 19 მარტის N 44-31051-000289 საბარათე ოვერდრაფტის და N44-31051-000214 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 936.13 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 636.13 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 300 ლარი.

 

1.4. მოპასუხეებს გ------- ფ---–---–---ს და ს------ ფ---–---–---ს სს ”თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2014 წლის 19 მარტის N 44-31051-000289 საბარათე ოვერდრაფტის და N44-31051-000214 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 636.13 ლარზე, 2017 წლის 10 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, წლიური 42% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 22.26 ლარს.

1.5. მოპასუხე მოპასუხეებს გ------- ფ---–---–---ს და ს------ ფ---–---–---ს სს ”თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300.91 ლარის გადახდა.

2. მოსარჩელე სს ,,თიბისი ბანკს“ სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 01 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 529. 39 ლარის ნაწილი 228.47 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია 2017 წლის 11 ნოემბერს სს ,,თიბისი ბანკში“, საგადასახადო დავალება N4, რეფერენსი 1794581774, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი TRESGE22; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300213150.

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნონა ზარქუა