გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ 020210918002454636 (2/1003-18)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის
საგნის დაბრუნების შესახებ
22.05.2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
განმცხადებელი სს ,,ჯ-----------–ი’’
წარმომადგენელი ვლ---------------ე
მოპასუხე გი---------------ა
მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება
ზეპირი მოსმენის გარეშე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
სს ,,ჯ-----------–ი’’ ითხოვს მოპასუხე გი---------------ასათვის ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას.
განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
29.11.2--- წ სს ,,ჯ-----------–სა’’ და გი---------------ას შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება №18---------.
ლიზინგის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალება - M-----------------0, გამოშვების წელი 2001, ფერ--–--ი, რეგისტრაციის ნომერი H--------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი E--------- ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------.
ლიზინგის თანხა შეადგენს 5.103.00 ლარს. ვადა 24 თვეს..
ჯამში მოპასუხეს უნდა გადაეხადა 8767,83 ლარი გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად 365,33 ლარის ოდენობით..
მოპასუხის მიერ არ სრულდება ლიზინგის ხელშეკრულების პირობები, გრაფიკის შესაბამისად არ დაუფარავს ლიზინგით გათვალისწინებული თანხა. დაირღვა მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკი.
განცხადების აღძვრის დღის მდგომარეობით გი---------------ას ჯამში მხოლოდ 732 ლარი აქვს გადახდილი, საიდანაც დაიფარა პროცენტი 486.98 ლარი, ძირი თანხა 245.02 ლარი.
დავალიანება შეადგენს 5103,00 ლარს.
ლიზინგის მიმღებს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები დავალიანების შესახებ და განესაზღვრა დამატებითი ვადა მის შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.
განმცხადებელს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯ-ბი კერძოდ, გადახდილია სახ. ბაჟი 153,09 ლარი.
სს ,,ჯ-----------–ი’’ ითხოვს სასამართლომ გამოსცეს ბრძანება გი---------------ას მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების - ავტოსატრანსპორტო საშუალება - M-----------------0, გამოშვების წელი 2001, ფერ--–--ი, რეგისტრაციის ნომერი H--------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი E--------- ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი W---------------- ლიზინგის გამცემის მფლობელობაში დაბრუნების შესახებ.
განსახილველ განცხადებას მოთხოვნის უფლების არსებობისა და მისი დასაბუთებულების დასადასტურებლად თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები: ლიზინგის ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ, ლიზინგის საგნის სარეგისტრაციო მოწმობა, გადაცემის აქტი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა სს ,,ჯ-----------–ის’’ განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს, სახეზეა წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯ-ბის გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯ-ტში სასამართლო ხარჯ-ბის გადახდისაგან.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:
1.სს ,,ჯ-----------–ის’’განცხადება გი---------------ას მიმართ დაკმაყოფილდეს.
2.სს ,,ჯ-----------–ს’’ (ს/ნ 4-------8) დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - ავტოსატრანსპორტო საშუალება - M-----------------0, გამოშვების წელი 2001, ფერ--–--ი, რეგისტრაციის ნომერი H--------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი E--------- ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------.
3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.
4. გი---------------ას სს ,,ჯ-----------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 153,09 ლარის გადახდა.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა