გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210017001784-57
საქმე №2/146-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი: ქეთევან ცერცვაძე
მოსარჩელე - თ---ზ კ------–---–ი
წარმომადგენელი - მ---ი ქ---------–--ე
მოპასუხე - ე-–--ა ა-----–---–ი, თ---რ ჩ-------ე, გ------ი მ----–---–ი, ბ-------ე მ----–---–ი - მ-----–-–---–ი
თ---რ ჩ-------ის წარმომადგენელი - ი-----–ი ჩ------ე
დავის საგანი: ჩუქების და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სადავო უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე კასპის რაიონი, სოფ. თვალადი, საკადასტრო კოდი №67.08.4-.037, 2011 წლის 14 დეკემბერს გ------ი მ----–---–ს, ბ-------ე მ----–---–-მ-----–-–---–სა და ე-–--ა ა-----–---–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების (იმ ნაწილში, რომლითაც ე-–--ა ა-----–---–ი ფაქტობრივად იჭრება თ---ზ კ------–---–ის საკუთრებაში, ზედდება 300 კვ.მ) ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
1.2. სადავო უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე კასპის რაიონი, სოფ. თვალადი, საკადასტრო კოდი №67.08.4-.038, 2010 წლის 08 დეკემბერს გ------ი მ----–---–ს, ბ-------ე მ----–---–-მ-----–-–---–სა და თ---რ ჩ-------ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (იმ ნაწილში, რომლითაც თ---რ ჩ-------ე ფაქტობრივად იჭრება ე-–--ა ა-----–---–ის საკუთრებაში და შესაბამისად ე-–--ა ა-----–---–ის მიწის ნაკვეთი იჭრება თ---ზ კ------–---–ის მიწის ნაკვეთში) ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
სარჩელის თანახმად, კასპის რაიონის, სოფ თვალადში 1734 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით 37.08.4-.035) 2010 წლის ნოემბრიდან -2010 წლის 08 დეკემბრამდე იყო გ------ი მ----–---–ის, ბ-------ე მ----–---–ი-მ-----–-–---–ის საკუთრებაში, რომლებმაც 2010 წლის 06 დეკემბერს მოახდინეს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნა შემდეგ ფართობებად: 1433 კვ.მ და 301 კვ.მ, საიდანაც 301 კვ.მ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა საკუთრებაში ე-–--ა ა-----–---–ს, ხოლო 1433 კვ.მ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გ------ი მ----–---–ის და ბ-------ე მ----–---–ი-მ-----–-–---–ისგან საკუთრებაში მიიღო თ---რ ჩ-------ემ.
თ---ზ კ------–---–ი კასპის რაიონის სოფ. თვალადში ფლობს 027 ჰა მიწი ფართობს, ზუსტად სადაო მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ. თ---რ ჩ-------ის (ს/კ 67.08.4-.177) და ე-–--ა ა-----–---–ის (ს/კ 67.08.4-.035) მიწის ნაკვეთების საკადასტო მონაცემები არ არის თანხვედრაში ფაქტობრივ მონაცემებთან, რის გამოც თ---ზ კ------–---–მა წლების განმავლობაში ვერ მოახერხა თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეესტრში რეგისტრაცია.თ---ზ კ------–---–მა 2014 წლის აპრილის თვეში მიმ---თა გორის რაიონულ სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოში არასწორად დარეგისტრირებული გ------ი მ----–---–ის, ბ-------ე მ----–---–ი-მ-----–-–---–ის, ე-–--ა ა-----–---–ისა და თ---რ ჩ-------ის სახელზე გაცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სადავაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალადში მდებარე 1734 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გიორი, გ------ი მ----–---–ებისა და ბ-------ე მ----–---–ი-მ-----–-–---–ის საკუთრებაში #67.08.4-.035 საკადასტო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის 2010 წლის 29 ნოემბრის #882010876522-03 გადაწყვეტილება, ასევე სადავაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 06 დეკემბრის #882010901717-03 გადაწყვეტილება, რომლითაც გ------ი, გ------ი მ----–---–ების და ბ-------ე მ----–---–ი-მ-----–-–---–ის სახელზე #67.08.4-.037 საკადასტრო კოდით აღირიცხა 301 კვ.მ, ხოლო 67.08.4-.038 საკადასტო კოდით -1433 კვ.მ მიწის ფართი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამ სადავო ხელშეკრულებით განიკარგა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, რის გამოც ამ ნაწილში ისინი ექვემდებარება ბათილობას.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1 - მოპასუხეები ე-–--ა ა-----–---–ი, გ------ი მ----–---–ი და ბ-------ე მ----–---–ი-მ-----–-–---–ი სასარჩელო მოთხოვნას დაეთანხმნენ, ხოლო მოპასუხე თ---რ ჩ-------ე სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმა და განმარტა, რომ იგი წარმოადგენს სადავო ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ნივთის კეთილსინდისიერ შემძენს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. კასპის რაიონის, სოფ. თვალადში 1734 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 67.08.4-.035) 2010 წლის ნოემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა გ------ი მ----–---–ის, გ------ი მ----–---–ის და ბ-------ე მ----–---–ი-მ-----–-–---–ის საკუთრებად (ერთ-ერთი თანამესაკუთრე გ------ი მ----–---–ი პ/ნ 2---------7 გარდაცვლილია და მის დანაშთ სამკვიდროს დაუფლებულია მისი შვილი - გ------ი მ----–---–ი).
3.1.2. მიწის ნაკვეთის დაყოფის შესახებ კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზემოხსენებულ პირთა საკუთრებაში კასპის რაიონის, სოფ. თვალადში მდებარე 1734 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 67.08.4-.035) დაიყო ორ ნაკვეთად და ამავე მესაკუთრეთა სახელზე №67.08.4-.037 საკადასტრო კოდით აღირიცხა 301 კვ.მ, ხოლო №67.08.4-.038 საკადასტრო კოდით - 1433 კვ.მ მიწის ფართი.
3.1.3. კასპის რაიონის, სოფ. თვალადში 1433 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 67.08.4-038) 2010 წლის 08 დეკემბერს გ------ი მ----–---–ს (პ/ნ 2----------), გ------ი მ----–---–ს (პ/ნ 2---------7), ბ-------ე მ----–---–-მ-----–-–---–სა და თ---რ ჩ-------ეს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძვე-–--ე აღირიცხა თ---რ ჩ-------ის სახე-–--ე, ხოლო №67.08.4-.037 საკადასტო კოდით რეგისტრირებული 301 კვ.მ მიწა 2011 წლის 14 დეკემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძვე-–--ე საკუთრების უფლებით აღირიცხა ე-–--ა ა-----–---–ის სახე-–--ე.
დადგენილია ისიც, რომ 2010 წლის 08 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას თ---რ ჩ-------ეს წარმოადგენდა მინდობილი პირი - არჩილ თაბაგარი.
3.1.4 თ---რ ჩ-------ის სახე-–--ე №67.08.4-.038 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება გაერთიანდა №67.08.4-.176 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან და მიენიჭა ნომერი №67.08.4-.177 საკადასტო კოდი, რაც ასევე აღირიცხა თ---რ ჩ-------ის სახე-–--ე.
3.1.5. კასპის რაიონის, სოფ. თვალადის მიწის განაწილების სიებით თ---ზ კ------–---–ის სახელზე პირად საკუთრებაში ირიცხება: ფაქტობრივი ფლობით 0.27ჰა მიწის ფართობი, ახლად გასაცემი ფართობიდან ეძლევა 0.48 ჰა, სულ - 0.75 ჰა.
3.1.6 თ---ზ კ------–---–მა 2014 წლის აპრილის თვეში მიმართა გორის რაიონულ სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში არასწორად დარეგისტრირებული გ------ი მ----–---–ის, ბ-------ე მ----–---–ი-მ-----–-–---–ის, ე-–--ა ა-----–---–ისა და თ---რ ჩ-------ის სახელზე გაცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სადავაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალადში მდებარე 1734 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გიორი, გ------ი მ----–---–ებისა და ბ-------ე მ----–---–ი-მ-----–-–---–ის საკუთრებაში №67.08.4-.035 საკადასტო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის 2010 წლის 29 ნოემბრის №882010876522-03 გადაწყვეტილება, ასევე სადავაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 06 დეკემბრის №882010901717-03 გადაწყვეტილება, რომლითაც გ------ი, გ------ი მ----–---–ების და ბ-------ე მ----–---–ი-მ-----–-–---–ის სახე-–--ე №67.08.4-.037 საკადასტრო კოდით აღირიცხა 301 კვ.მ, ხოლო №67.08.4-.038 საკადასტო კოდით -1433 კვ.მ მიწის ფართი. გორის რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ კასპის სარეგისტრაციო სამსახურს ხსენებულ პირთა სახელზე უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ამავე მიწაზე სხვა პირთა უფლების არსებობა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეედარებინა ტექბიუროს არქივსა თუ თვით რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებსა და სააღსრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთის კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, რათა გამორიცხულიყო სხვა პირთა უფლებების შელახვა. ხსენებულ ადმინისტრაციულ სამეზე დადგენილია, რომ თ---ზ კ------–---–ს აგრეთვე გ------ი მ----–---–სა და ბ-------ე მ----–---–ი-მ-----–-–---–ს უფლების დამდგენი დოკუმენტის - საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით გააჩნიათ საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, თუმცა ამ დოკუმენტაციით უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და კოორდინატები არ დგინდება, ამასთან საჯარო რეესტრში გ------ი, გ------ი მ----–---–ები, ბ-------ე მ----–---–ი-მ-----–-–---–ის სახე-–--ე საკუთრების რეგისტრაციისას მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის, კონფიგურაციისა და საზღვრების დადგენა მოხდა მხოლოდ ამ პირთა მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების მეშვეობით, ანუ მხოლოდ მათ მითითებაზე დაყრდნობით.
3.1.7 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გორის რაიონული სასამ---თლოს გადაწყვეტილების საფუძვე-–--ე ბათილად იქნა ცნობილი ს/კ 67.08.4-.037 -ზე გ------ი მ----–---–ის და ბ-------ე მ----–---–ი-მ-----–-–---–ის საკუთრება, ხოლო ამავე საკადასტრო კოდზე უცვლელი დარჩა ე-–--ა ა-----–---–ის საკუთრება. ასევე საჯარო რეესტრმა ბათილად სცნო ს/კ 67.08.4-.038-ზე გ------ი მ----–---–ის და ბ-------ე მ----–---–ი-მ-----–-–---–ის საკუთრება, ხოლო ამავე კოდზე უცვლელი დარჩა თ---რ ჩ-------ის საკუთრება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამ---თლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამ---თლო პრეიუდიციულად დადგენილ ფაქტად მიიჩნევს გორის რაიონული სასამ---თლოს 2014 წლის18 დეკემბრის კანონიერი ძალაში შესული სასამ---თლო გადაწყვეტილებით (3/84-14) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტს მასზედ, რომ თ---რ ჩოგოგიძისა (ს/ნ 67.08.4-.177) და ე-–--ა ა-----–---–ის (ს/კ 67.08.4-.035) მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემემები არ არის თანხვედრაში ფაქტობრივ მონაცემებთან. ამავე გადაწყვეტილების საფუძვე-–--ე სასამ---თლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრში გ------ი მ----–---–ის, გ------ი მ----–---–ის, ბ-------ე მ----–---–ი-მ-----–-–---–ის სახე-–--ე სადავო მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლებით რეგისტრაციისას ამ ნაკვეთების ადგილმდებარეობის, კონფიგურაციისა და საზღვრების დადგენა განხორცილედა მხოლოდ ხსენებულ პირთა მიერ წარდენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების საფუძე-–--ე, ანუ მხოლოდ მათ მითითებაზე დაყრდნობით. გორის რაიონული სასამ---თლოს სხენებულ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ასევე დადგენილია, რომ გ------ი მ----–---–ის ( პ/ნ 2----------) შეკვეთით და მისი მითითებით მოხდა მიწის ნაკვეთების აზომვა, ქვის ყორე მაშინ ამზომველ ოთარ შაველაშვილს არ შეუმჩნევია. აზომვის პროცესში გ------ი მ----–---–ს თან ახლდა არჩილ თაბაგარი (თ---რ ჩ-------ის რწმუნებული), რომელმაც ამზომველს (ოთარ შაველაშვილს) განუცხადა, რომ ეს ადგილი მთლიანდ მას უნდა შეეძინა. როდესაც მეხიშვილებმა დაყვეს მათ სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ნახაზის შედგენის დროს ამზომველი ადგილზე აღარ გასულა. ამის შემდეგ გ------ი მ----–---–მა კვლავ სთხოვა ამზომველს მითითებულ ადგილზე აზომვითი სამუშაოების ჩატარება და ათვლის წერტილად მიუთითა ქვის ყორე, თუმცა პირველადი აზომვისას ეს არ უთქვამს. როგორც ხსენებულ ადმინისტრაციულ საქმეზე, ასევე განსახილველ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ ქეთევან ვალიშვილის ჩვენებით (გ------ი მ----–---–ის მეუღლე) სადავო მიწის ტერიტორიის ადგილსამყოფელი მისთვის იყო ცნობილი, კერძოდ მათი ნაკვეთი იწყება ქვის ყორით, შემდეგ მას ესაზღვრება თ---ზ კ------–---–ი, ხოლო ამ უკანასკნელს ესაზღვრება მდინარის კალაპოტი. მიწის ფართის სადავო ტერიტორიის ადგილსამყოფელი ანალოგიურად დაახასიათეს მოპასუხე - გ------ი მ----–---–მა და ბ-------ე მ----–---–მა-მ-----–-–---–მაც. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ ხსენებულ ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, სადაც საკუთრების რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნისას სადავო იყო მხოლოდ მიწის ნაკვეთის კომფიგურაცია და საზღვრები, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება , რომ ბ-------ე მ----–---–-მ-----–-–---–მა და ე-–--ა ა-----–---–მა სარჩელი ცნეს მთლიანდ, ამასთან ბ-------ე მ----–---–ი - მ-----–-–---–ის განმ---ტებით იგი არის გ------ი მ----–---–ის და და მათ თავის სახე-–--ე უნდოდათ აღერიცხათ სრულიად სხვა ნაკვეთი, თუმცა მხაზველის მიერ დაშვებულ იქნა შეცდომა, ხოლო ე-–--ა ა-----–---–ის განმარტებით მესხიშველებისაგან მან ჩუქებით მიიღო ფიზიკურად სრულიად სხვა ნაკვეთი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ნაკვეთი იურიდიულად რეგისტრირებული ჰქონდა თ---რ ჩ-------ეს.
ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სადავო ხელშეკრულებებით განიკარგა კასპის რაიონი, სოფ. თვალადში მდებარე თ---ზ კ------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რაც ხელშეკრულების დადების დროისთვის ცნობილი იყო მოპასუხე თ---რ ჩ-------ისათვის, რომლის წარმომადგენლის მონაწილეობითაც შედგა მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 72-ე, 170-ე, 185-ე, 187-ე, 312-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე. მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეოებები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი.
6.2 სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაო კოდექსის 72-ე მუხლს, რომლის თანახმად გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე, ხოლო 73-ე მუხლის "გ" პუნქტით არსებით შეცდომად ითვლება როცა არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, განილავენ გარიგების საფუძვლად. ხსენებული კოდექსის 170-ე მუხლით მესაკუთრეს შეუძლია განკარგოს ქონება, თუკი ამით არ ილახება სხვა პირთა უფლებები, ხოლო ამავე კოდექსის 185- ე მუხლის ძალით შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუკი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეებმა თ---რ ჩ-------ემაც და ე-–--ა ა-----–---–მაც საკუთრების შეძენის მომენტიდანვე იცოდნენ ფაქტობრივად სად იყო მოსარჩელის მიწის ნაკვეთი და სად მათი მიწის ნაკვეთები, შესაბამისად მოპასუხეებს შეეძლოთ გაეგოთ, თუ ვინ იყო ამ ქონების რეალური მესაკუთრე. აღნიშნული გარემოება საქმის სასამართლო განხილვისას ასევე დაადასტურეს მოპასუხეებმა -ე-–--ა ა-----–---–მა, გ------ი მ----–---–მა და ბ-------ე მ----–---–ი-მ-----–-–---–მა, რომლებმაც საქმის მომზადების ეტაპზევე ცნეს სარჩელი სრულად, აღნიშნული კი სსსკ 208-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძელს წარმოადგენს.
6.3 სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე თ---რ ჩ-------ის მითითებას მასზედ, რომ იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს და, რომ მან შეიძინა ის უძრავი ნივთი, რომელზედაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ამ ნივთის გამყიდველის საკუთრების უფლება .
სასამართლო მოიხმოსბს სსკ 185-ე მუხლს, რომლის თანახმად შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუკი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
ხსენებული კოდექსისის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმავე მუხლის მეორე ნაწილი ითვალიწინებს ისეთ შემთხვევებს, როცა უფლების შეძენას ვერ შველის რეესტრის სანდოობის აღიარება, მათ შორის, როცა შემძენი არაკეთილსინდისიერია, ვინაიდან მან იცოდა რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სადავო უძრავი ქონება არაუფლებამოსილმა პირმა გაასხვისა, რის გამოც, სადაო ხელშეკრულებები ექვემდებარება ბათილად ცნობას. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონების, როგორც ნასყიდობის, ისე ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას, მოცემულ შემთხვევაში სსკ-ის 185-ე მუხლის არსებობა განაპირობებს.
სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერების საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. კეთილსინდისიერების პრინციპს ეკისრება ის ფუნქციები, რომ ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; ამასთან კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე, ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია და ასევე გამაუქმებელი, შემზღუდავი და მაკორექტირებელი ფუნქცია. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მითითებას, მასზედ რომ, მყიდველმა - თ---რ ჩ-------ემ იცოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის შესახებ, რასაც ადასტურებს გორის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე მოპასუხეების გ------ი მ----–---–ის, ბ-------ე მ----–---–ი-მ-----–-–---–ის ახსნა-განმარტება და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ქეთევან ვალიშვილის ჩვენება.
ამდენად სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სიზუსტის პრეზუმფცია ვერ მიიჩნევა სარჩელის დაკამაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია სადავო მიწის ნაკვეთის არაუფლებამოსილი პირების (ბ-------ე მ----–---–ი-მ-----–-–---–ი, გ------ი მ----–---–ი პ/ნ 2---------- და გ------ი მ----–---–ი პ/ნ 2---------7) მიერ გასხვისებისა და იმავდროულად ამ ქონების თ---რ ჩ-------ის მიერ არაკეთილსინდისიერი შეძენის ფაქტი, რაც სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის ფაქტობრივ - სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ჩუქების ხელშეკრულებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ სრულად დაკმაყოფილდა, ამასთან მოპასუხეებმა ე-–--ა ა-----–---–მა, გ------ი მ----–---–მა და ბ-------ე მ----–---–ი-მ-----–-–---–მა მოსამზადებელ სხდომაზევე ცნეს სარჩელი, ისინი თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ 49.2-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო მოპასუხე თ---რ ჩ-------ეს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სხით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება. ასევე მოპასუხეებს მოსარჩელის მიერ განსაზღვრული დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით სსსკ 53.1 მუხლის თანახმად, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ წარმომადგენლის დახმარებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის-100 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში უნდა ეთქვას უარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ---ზ კ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2011 წლის 14 დეკემბერს გ------ი მ----–---–ს, ბ-------ე მ----–---–-მ-----–-–---–სა და ე-–--ა ა-----–---–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება (იმ ნაწილში, რომლითაც ე-–--ა ა-----–---–ი ფაქტობრივად იჭრება თ---ზ კ------–---–ის საკუთრებაში - 300 კვ.მ) უძრავ ქონებაზე, მდებარე, კასპის რაიონი, სოფ. თვალადი, საკადასტრო კოდი №67.08.4-.037;
1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2010 წლის 08 დეკემბერს გ------ი მ----–---–ს, გ------ი მ----–---–ს, ბ-------ე მ----–---–-მ-----–-–---–სა და თ---რ ჩ-------ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის გასხვისების ნაწილში (კერძოდ, რომლითაც თ---რ ჩ-------ე ფაქტობრივად იჭრება ე-–--ა ა-----–---–ის საკუთრებაში) უძრავ ქონებაზე, მდებარე, კასპის რაიონი, სოფ. თვალადი, საკადასტრო კოდი №67.08.4-.038;
2. მოპასუხე თ---რ ჩ-------ეს, მოსარჩელე თ---ზ კ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სხით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხეებს ე-–--ა ა-----–---–ს, თ---რ ჩ-------ეს, ბ-------ე მ----–---–-მ-----–-–---–ს და გ------ი მ----–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე თ---ზ კ------–---–ის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის-100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარძე