გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2018
საქმის ნომერი
031210018002280289
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
21.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 031210018-0228-289

№2/31-2018 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 მაისი 2018 წელი ქ. ქობულეთი

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო

ქობულეთის მუნიციპალიტატში

 

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ზინაიდა აბაშიძე

 

მოსარჩელე - შა-–-------–--ნი

წარმომადგენელი - და-–------–-----–-ძე

 

მოპასუხე - ნი------------–--ლი

 

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შეწყდეს რეგისტრირებული ქორწინება - ნი------------–--ლს (დაბადებული 197- წლის 4 სექტემბერს) და შა-–-------–--ნს (დაბადებული198- წლის 15 აგვისტოს) შორის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ნი------------–--ლიმ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შა-–-------–--ნი და ნი------------–--ლი 2007 წლის 5 ოქტომბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

ერთად ცხოვრების პერიოდში - 2008 წლის 28 ოქტომბერს შეეძინათ შვილები: მა-----------–-----------------–---ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა;

 

3.1.2. შა-–-------–--ნი და ნი------------–--ლი ცხოვრობენ ცალკ-ცალკე და ოჯახური თანაცხოვრების აღდგენა შეუძლებელია.

 

ამგვარი დასკვნის საფუძველს სასამართლოს აძლევს, თავად, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ ჩამოყალიბებული პოზიცია და ახსნა-განმარტება რომელმაც აღნიშნა, რომ თანაცხოვრების გაგრძელება და ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. ცოლ-ქმრული ურთიერთობა ფაქტიურად რამდენიმე წელი შეწყვეტილია, შა-–-------–--ნს ამჯამად შექმნილი აქვს ახალი ოჯახი , რის გამოც აზრი არ აქვს შესარიგებელი ვადის განსაზღვრას.

 

საქმის განხილვისას მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მოსარცელესტან მას ჰქონდა კარგი უტრთიერთობა და მას არა აქვს სურვილი ამჟამად მოხდეს განქორწინება; თუმცა ასევე განმარტა, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე თვის წინ შეეცადა მასთან კავშირს; თავად მოსარცელე რა ეკონტაქტება და არ უკვაშრდება; მათ ჰყავთ საერთო შვილები, რომლებსაც არ ეხმარება მამა მატერიალურად;

 

სასამართლომ მოისმინა სასარცელო მოითხოვნასთან დაკავშირებით მხარეთა მოსაზრებები და საბოლოოდ, მხარეთა პოზიციების შეჯერების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და მხარეებს შორის ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომში - სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეები 2007 წლის 5 ოქტომბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლით განსაზღვრულია ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, დასახელებული მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის შესაბამისად განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

ხსენებული ნორმების სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო.

 

დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ორმხრივ ნებას ოჯახის შენარჩუნებისათვის ადგილი არ აქვს. კერძოდ, მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას შესარიგებელი ვადის დანიშვნის გარეშე. ამდენად, სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნევს, რომ შა-–-------–--ნის და ნი------------–--ლის ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რაც მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს წრამოადგენს.

 

6.3. სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო აქტების შესახებ კანონონს, რომლის 58-ე მუხლის თანახმად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას. ამავე კანონის 61-ე მუხლის თანახმად, განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

ხსენებული საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისი მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეწყვეტისათვის. ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, თავისთავად ცხადია, რომ მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილება, კერძოდ, ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის სახით, მეორე მხარეზე გადაკისრება უნდა მოხდეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად რომელიც დაკმაყოფილდა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სარჩელი დაკმაყოფილდა ნი------------–--ლს, შა-–-------–--ნის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის სანაცვლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შა-–-------–--ნის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შეწყდეს ნი------------–--ლს (პ/ნ 6----------; დაბ: 0--09.197- წ) და შა-–-------–--ნს (პ/ნ 5----------; დაბ: 1--08.198-წ) შორის 05.10.2007 წ. რეგისტრირებული ქორწინება. (სააქტო ჩანაწერი №0------; მოწმობის გამცემი ორგანო - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახური, №6----------;

 

3. ნი------------–--ლს შა-–-------–--ნის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის სანაცვლოდ.

 

4. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

5. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეშვეობით (ქობულეთი, თავისუფლების ქ. №21).

 

7.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე