გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/77-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
25 მაისი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - ა------ (ჭ---------ა) ჭა---------ა
წარმომადგენელი - რ---–----ი შ-----.
მოპასუხე - ი---- კ------ე.
წარმომადგენელი - ნ---- მ-------–---–ი.
დავის საგანი - შვილთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1.ა------ ჭა---------ას უფლება მიეცეს შვილთან, 2013 წლის 2-------- დაბადებულ მა----–---ა ჭა---------ასთან ჰქონდეს ურთიერთობა და წაიყვანოს სახლში ყოველი კვირის პარასკევი დღის 16.00 საათიდან კვირა საღამოს 19.00 საათამდე. ზამთრის არდადეგებზე, ყოველი წლის 7 იანვრის დღის 14.00 საათიდან 19 იანვრის საღამოს 18 საათამდე. ზაფხულის არდადეგებზე 1 ივლისის დღის 10.00 საათიდან 20 აგვისტოს საღამოს 18.00 საათამდე. ასევე კვირის დანარჩენ დღეებში, ჰქონდეს შეუზღუდავად შვილის ნახვის უფლება ბავშვის ცხოვრების რეჟიმის დაურღვევლად და მის სრულწლოვანებამდე.
შვილის დაბადების დღეზე და აღდგომის დღესასწაულზე, დღის 16 საათიდან მეორე დღის 16 საათამდე მიეცეს შვილის სახლში წაყვანის უფლება.
მოსარჩელის განმარტებით, ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ი---- კ------ესთან 2011 წლიდან. ცხოვრობდნენ იტალიაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - მა----–---ა ჭა---------ა. დაბადებული 2013 წლის 2--------. მოპასუხესთან თანაცხოვრება წლების განმავლობაში შეწყვეტილია, არასრულწლოვანი შვილი მა----–---ა ჭა---------ა აღსაზრდელად იმყოფება მოპასუხესთან იტალიაში. მას, სურს ყველაფერი გააკეთოს, რათა შვილი აზარდოს ფიზიკურად, გონებრივად და ზნეობრივად. იზრუნოს მისი სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, შვილის უპირატესი ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ ყოველივე ზემოთ აღნიშნული კი შეუძლებელია, რადგან შვილის ნახვის უფლებას არ აძლევს მოპასუხე. მოსარჩელის განმარტებით, ორი წლის განმავლობაში თვითონ ზრდიდა შვილს, რადგან მეუღლე მუშაობდა.
დაძაბული ურთიერთობის გამო, თვითონ ჩავიდა გერმანიაში. მიიღო ლტოლვილის სტატუსი და უხდიდნენ 350 ევროს. საჩუქრებს უგზავნიდა ცოლშვილს, მაგრამ მოპასუხე შვილის ნახვის უფლებას არ ძლევს.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა შესაგებელში სარჩელი არ სცნო, აღნიშნული პოზიცია ეკავა სასამართლოს მთავარ სხდომაზე და განმარტა, რომ მოსარჩელე მოძალადე მეუღლეა, რის გამოც იტალიაში ნასამართლევია. მოსარჩელე ი---- კ------ემ გამოიყვანა ციხიდან იტალიის დატოვების პირობით. ის ძალადობდა ცოლშვილზე, არის ამორალური, კრიმინალი და ალკოჰოლიკი პიროვნება. ოჯახში ძალადობის გამო, გაფრთხილებული იქნა, განმეორების შემთხვევაში ჩამოერთმეოდა მშობლის უფლება და ბავშვი გადაეცემოდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
2.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილების უფროსის ვლადიმერ ქორჩილავას 2017 წლის 20 თებერვლის დასკვნით დადგენილია, რომ ა------ ჭ---------ას (ჭა---------ას) ოჯახის შეფასების შედეგად ირკვევა, რომ ოჯახის საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობები დამაკმაყოფილებელია. ოჯახს შეუძლია ბავშვს შეუქმნას მზრუნველი და კეთილსაიმედო გარემო. სოციალური მომსახურების აბაშის რაიონულ განყოფილებას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს მხოლოდ შვილის ინტერსები. მშობლებს შორის არსებული კონფლიქტი არ უნდა აისახოს ბავშვზე და ბავშვს უნდა შეექმნას განვითარებისათვის კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2013 წლის 2-------- დაბადებული მა----–---ა ჭ---------ას მშობლები არიან ა------ ჭ---------ა და კ------ე ი----.
მტკიცებულება.
-დაბადების მოწმობა.
3.1.2. 2013 წლის 2-------- დაბადებული მა----–---ა ჭ---------ა ცხოვრობს დედასთან იტალიაში ქალაქ სალერნოში.
მტკიცებულება.
მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აბაშის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის 2017 წლის 21 მარტის დასკვნით დადგენილია, რომ დაბადების აქტის თანახმად, მოქალაქის კანონიერ გვარად განისაზღვრა ,,ჭა---------ა“.
მტკიცებულება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აბაშის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის 2017 წლის 21 მარტის N33/16/დ დასკვნა.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოსარჩელეს სურს ნება მიეცეს შვილთან, 2013 წლის 2-------- დაბადებულ მა----–---ა ჭა---------ასთან ჰქონდეს ურთიერთობა და წაიყვანოს სახლში ყოველი კვირის პარასკევი დღის 16.00 საათიდან კვირა საღამოს 19.00 საათამდე. ზამთრის არდადეგებზე, ყოველი წლის 7 იანვრის დღის 14.00 საათიდან 19 იანვრის საღამოს 18 საათამდე. ზაფხულის არდადეგებზე 1 ივლისის დრის 10.00 საათიდან 20 აგვისტოს საღამოს 18.00 საათამდე. ასევე კვირის დანარჩენ დღეებში, ჰქონდეს შეუზღუდავად შვილის ნახვის უფლება ბავშვის ცხოვრების რეჟიმის დაურღვევლად და მის სრულწლოვანებამდე.
შვილის დაბადების დღეზე და აღდგომის დღესასწაულზე, დღის 16 საათიდან მეორე დღის 16 საათამდე მიეცეს შვილის სახლში წაყვანის უფლება.
მტკიცებულება:
სარჩელი. მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.2.2. მოპასუხის წარმომადგენელმა შესაგებელში სარჩელი არ სცნო, აღნიშნული პოზიცია ეკავა სასამართლოს მთავარ სხდომაზე და განმარტა, რომ მოსარჩელე მოძალადე მეუღლეა, რის გამოც იტალიაში ნასამართლევია. ის ი---- კ------ემ გამოიყვანა ციხიდან იტალიის დატოვების პირობით. ის ძალადობდა ცოლშვილზე, არის ამორალური, კრიმინალი და ალკოჰოლიკი პიროვნება. ოჯახში ძალადობის გამო, გაფრთხილებული იქნა, განმეორების შემთხვევაში ჩამოერთმეოდა მშობლის უფლება და ბავშვი გადაეცემოდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
მტკიცებულება:
შესაგებელი. მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3.2.3. საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------ ჭა---------ას სარჩელი ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რადგან სსს კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე კოდექსის 103-ე მუხლით - მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მითითებული ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას.
„სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. ა------ ჭა---------ას სარჩელი ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1201-ე, 1202-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1221-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციით.”
6. სამართლებრივი შეფასება
ალიმენტის დაკისრების ნაწილში.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
6.2. უდავოდ დადგენილია მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, . 2013 წლის 2-------- დაბადებული მა----–---ა ჭ---------ა. 2013 წლის 2-------- დაბადებული მა----–---ა ჭ---------ა ცხოვრობს დედასთან იტალიაში ქალაქ სალერნოში.
6.3.გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციის” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან), მესამე მუხლის პირველი მეორე ნაწილებით - ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას
6.4. ეროვნულ საკანონმდებლო ნორმებთან ერთად, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ეყრდნობა, რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციას” სასამართლო მხარეებს მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 1200 -ე მუხლის პირველი მეორე ნაწილებით - შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით.
6... სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი მეორე ნაწილით - მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
6.7. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედასთან. დადგენილია, რომ დედა მამის შვილთან ურთიერთობის წინააღმდეგია.
6.8. დავის გადაწყვეტისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ,,ბავშვთა უფლებების დეკლარაციას”. კერძოდ - ბავშვის უპირატესი ინტერესია ჰქონდეს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან, ნათესავებთან ურთიერთობის შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ. მშობელთან შვილის ურთიერთობის საშუალება შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შეიზღუდოს ან საერთოდ არ დაიშვას, თუ მშობლები სასტიკად ექცევიან შვილს, არ ზრუნავენ მასზე, თავიანთი საქციელით მავნე ზეგავლენას ახდენენ ბავშვის განვითარებაზე, რის გამოც ვერ უზრუნველყოფენ შვილის საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებას.
6.9.სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის მიერ, დედისაგან განცალკავებით შვითან შეხვედრის შემთხვევაში, ბავშვს შეექმნება საფრთხე. სასამართლო ითვალისწინებს ასევე მესამე პირის, სსიპ სოციალური მომსახურების აბაშის სამხარეო ცენტრის წარმომადგენელის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომლის თანახმად ისეთ ვითარებაში, როგორიც შექმნილია ა------ ჭა---------ას სახლში, ბავშვს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. პირიქით, ბავშვის ნორმალური ფსიქო-ემოციური განვითარებისათვის, სასურველია არასრულწლოვან შვილს, ურთიერთობა ჰქონდეს, როგორც დედასა და მის ოჯახთან, ასევე მამასთან და მის ოჯახთან.
6.10. ,,ბავშვის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის” მესამე მუხლის მიხედვით, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედებათა განხორციელებისას, მიუხდავად იმისა თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები -უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მეცხრე მუხლით ,,მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ მოემსახურება ბავშვთა ინტერესებს”.
6.11.სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ მოხმობილი სამოქალაქო კოდექსის ნორმები და ამ ნორმათა მსგავსად არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულება მიმართულია ბავშთა ინტერესების დაცვისკენ, რაც საერთო ჯამში მიმართულია ბავშვთა სწორად, მიზანმიმართულად და პროგრესულად აღზრდისაკენ.
6.12.მოცემულ შემთხვევაში, მამა - ითხოვს სასამართლომ განუსაზღვროს შვილთან ურთიერთობის დღეები, როგორც წესი ბავშვის დედამ არ უნდა შეზღუდოს მამა მოინახულოს შვილი და მისცეს ის სულიერი საზრდო, რაც ჭირდება შვილს ბუნებით მშობლისგან. მიუხედავად ამისა, წინამდებარე შემთხვევაში მშობლები ვერ თანხმდებიან შვილის ნახვის დღეებთან დაკავშირებით.
6.13.სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოპასუხის წარმომადგენელის მოსაზრება საქმის განხილვის მომენტისათვის ნაწილობრივ გასაზიარებელია, რადგან ბავშვი არის მცირეწლოვანი, ცხოვრობს დედსთან, იმყოფება იტალიაში. ამიტომ მისი დედისგან ხანგრძლივი დაშორება არ იქნება გამართლებული და ეფექტური. დედაზე მიჩვევას აქვს როგორც თეორიული ისე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა, ამიტომ გარკვეულ ასაკამდე სასურველია თავიდან აცილებული იქნას დედისაგან მისი ხანგრძლივი დაშორება, ასევე მამისგან ხანგრძლივი დაშორების რეკომენდაციას არ იძლევა სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენელი. ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ნახვისა და ბავშვთან ურთიერთობის დღეები უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად და დაადგინდეს აღსრულების შემდეგი წესი - ა------ ჭა---------ამ ურთიერთობა იქონიოს შვილთან 2013 წლის 2-------- დაბადებულ მა----–---ა ჭ---------ასთან - ყოველი დღის 12 საათიდან იმავე დღის 17 საათამდე ნახვის უფლებით, ისე რომ არ დაირღვეს ბავშვის ცხოვრების აღზრდის და განვითარების რეჟიმი.
6.14. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მართალია სასამართლომ მოსარჩელე ა------ ჭა---------ას დაუწესა შვილის ნახვისა და ურთიერთობის დღეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მამას მხოლოდ ამ დღეებში აქვთ შვილის მონახულების უფლება. მას ბავშვის ნახვა და ურთიერთობა შეუძლია ნებისმიერ დროს. ამისათვის აუცილებელია მხარეებმა გამოხატონ მაღალი შეგნება, სამართლებრივი დონე და კულტურა. შესაბამისად ამ სიკეთის წყალობით ბავშვთან ურთიერთობა დაარეგულირონ ცივილური წესებით და ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ ბავშვთან ურთიერთობაში. სასამართლოს მიერ განსაზღვრული დღეების და დროის დაცვა მაშინ იქნება სავალდებულო და აუცილებელი, თუ მხარეები არ გამოიჩენენ ერთმანეთის პატივისცემას, ბავშვის აღზრდის მოვალეობისადმი სწორ დამოკიდებულებას, კულტურას და მაღალ შეგნებას.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
7.2. ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარი, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს მოპასუხეს, ხოლო 50 ლარი ჩაირიცხოს ბიუჯეტში.
8. აღსრულების წესი.
8.1. საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლით, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები ვერ შეთანხმდნენ შვილთან ურთიერთობასთან დაკავშირებით.
მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან და მესამე პირის წარმომადგენელის დასკვნიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია დაადგინოს აღსრულების შემდეგი წესი - ა------ ჭა---------ამ ურთიერთობა იქონიოს შვილთან 2013 წლის 2-------- დაბადებულ მა----–---ა ჭ---------ასთან - ყოველი დღის 12 საათიდან იმავე დღის 17 საათამდე ნახვის უფლებით, ისე რომ არ დაირღვეს ბავშვის ცხოვრების სწავლა - აღზრდის წესი.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
9.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ა------ ჭა---------ას სარჩელი.
2. ნება დაერთოს ა------ ჭა---------ას ურთიერთობა იქონიოს შვილთან - 2013 წლის 2-------- დაბადებულ მა----–---ა ჭ---------ასთან - ყოველი დღის 12 საათიდან იმავე დღის 17 საათამდე ნახვის უფლებით, ისე რომ არ დაირღვეს ბავშვის ცხოვრების აღზრდის და განვითარების წესი.
3. სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი 50 ლარი მოპასუხე ი---- კ------ეს გადახდეს ა------ ჭა---------ას სასარგებლოდ.
4. სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარი, ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე