გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210018002385401
N2/358-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05.06.2018 წელი ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი: ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელეები: ბ--------------–-, ნ-----------------,მოპასუხეები: ს-------------------ე, გ-----------------–-,მოპასუხე ს.კა-–-----ძის წარმომადგენელი: მ------------------;
დავის საგანი: ყადაღის აქტიდან ნივთების ამორიცხვა
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან 2018 წლის 12 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოსარჩელე ბ--------------–-სა (პ.ნ 1----------- და ნ------------------ (პ.ნ 1----------) კუთვნილი ნივთები: სერი ფერის მაცივარი ,,BOSCH", გაზქურა ,,VESTEL", შავი ფერის პერსონალური კომპიუტერი ,,ASUS" სისტემური ბლოკი, კლავიატურა და მაუსი, შავი ფერის კომპიუტერის მაგიდა, ტელევიზორი ,,FRESH", თეთრი ფერის სარეცხი მანქანა ,,LG"
მოსარჩელის პოზიცია:
2018 წლის 12 მარტს მოსარჩელეების საცხოვრებელ მისამართზე იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა გ-----------------–-ს დავალიანების გამო 2018 წლის 12 მარტის ქონების დაყადაღების აქტით აღწერა და ყადაღა დაადო ბ--------------–-სა და ნ------------------- მოძრავ ქონებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ-----------------–-- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი სცნო სრულად, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადებულა.
2.2. მოპასუხე ს-------------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეების მიერ მითითებული საოჯახო ნივთების იმავდროულად წარმოადგენს გ-----------------–-ს საერთო სარგებლობის ნივთებს.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ს.კა-–-----ძის წარმომადგენელმა მა-----ა მი-–-----მა მხარი დაუჭირა შესაგებელს და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოპასუხე გ-----------------–- არის მოსარჩელე ბ.მ--------–--- და ნ.მა-----ძის შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. ქონების დაყადაღების აქტში აღწერილი ქონება შეძენილია მოსარჩელეების მიერ და იმყოფება მათ მფლობელობაში, რომლებიც არ წარმოადგენენ მოპასუხე გ-----------------–-ს საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელეთა ახსნა-განმარტება.
- მოპასუხე გ.მე---–-ილის შესაგებელი
3.3. გაზქურა ,,VESTEL" შეძენილია მოსარჩელე ბ--------------–-ს მიერ 2013 წლის 19 ივნისს მაღაზია ,,ტექნობუმში";
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 14 მარტს შპს ,,გამას" მიერ გაცემული ცნობა;
3.4. შავი ფერის პერსონალური კომპიუტერი ,,ASUS" სისტემური ბლოკი, კლავიატურა და მაუსი შეძენილია მოსარჩელე ბ--------------–-ს მიერ 2011 წლის 30 სექტემბერს შპს მისო ,,კრედოდან" გამოტანილი განვადებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს მისო ,,კრედოს" სესხის ხელშეკრულება N20110930BMESX;
- ორდერი საქონლის გაცემის შესახებ;
3.4. შავი ფერის ტელევიზორი ,,FRESH" შეძენილია მოსარჩელე ბ--------------–-ს მიერ სს ,,საქართველოს ბანკის" განვადებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,საქართველოს ბანკის" საკრედიტო ხელშკრულება N1352067;
3.5. თეთრი ფერის სარეცხი მანქანა ,,LG" შეძენილია მოსარჩელე ბ--------------–-ს მიერ 2010 წლის 2 ნოემბრის განვადების ხელშეკრულების საფუძველზე ქ.ზესტაფონში მაღაზია შპს ,,ზაზა 2009-ში";
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2010 წლის 2 ნოემბრის ს/ს ,,ტაოპრივატბანკის" განვადების ხელშეკრულება;
3.6. სერი ფერის მაცივარი ,,ბოში" მოსარჩელე ნ.მა-----ძეს დაბადების დღეზე აჩუქა ძმამ, ხოლო ტელევიზორის მაგიდა 2011 წელს ნაღდი ანგარიშსწორებით ზესტაფონის ბაზარში შეიძინა მოსარჩელე ბ.მე---–-ილმა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელეტა ახსნა-განმარტებები;;
3.7. 2018 წლის 12 მარტს აღმასრულებელმა გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–- ყადაღა დაადო შემდეგ ნივთებს: სერი ფერის მაცივარი ,,BOSCH", გაზქურა ,,VESTEL", შავი ფერის პერსონალური კომპიუტერი ,,ASUS" სისტემური ბლოკი, კლავიატურა და მაუსი, შავი ფერის კომპიუტერის მაგიდა, ტელევიზორი ,,FRESH", თეთრი ფერის სარეცხი მანქანა ,,LG"
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 12 მარტის ყადაღის აქტი;
3.8. მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ნივთები შეძენილია მოსარჩელე ბ--------------–-სა და ნ------------------- მიერ და წარმოადგენს მათ საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-მოსარჩელეთა ახსნა-განმარტება;
- მოპასუხე გ.მე---–-ილის შესაგებელი;
- სესხისა და განვადების ხელშეკრულებები, შპს ,,გამას" ცნობები;
3.9. მოპასუხე გ-----------------–-- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი სცნო სრულად, რაც მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივია საფუძველია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხე გ.მე---–-ილის შესაგებელი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ--------------–-სა და ნ------------------ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
სარჩელის ცნობა მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტია, რაც მის მიერ მოსარჩელის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოვლენილ ნებაში გამოიხატება. შესაბამისად, ეს ერთგვარი გარიგებაა, ვინაიდან მიმართულია სამართლებრივი შედეგის წარმოშობისაკენ (საქართველოს სკ-ის 50-ე მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი მიმართულია ორი მოპასუხის წინააღმდეგ, რომლებიც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულო თანამოპასუხეებს წარმოადგენენ და მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი. რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ორივე მათგანის თანხვედრი ნების გამოვლენაა საჭირო. შესაბამისად, მხოლოდ ერთის, განსახილველ შემთხვევაში გ-----------------–-ს მიერ სარჩელის ცნობას სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნევს.
6.2. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულება ხდება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღმასრულებელი სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა მოვალეს უგზავნის წინადადებას სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. თანხის გადახდევინებისას ან ქონების გადაცემისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში, მოვალე არის გ-----------------–-, რომელსაც ს-------------------ის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. მოვალემ ნებაყოფლობით არ გადაიხადა თანხა და შესაბამისად დაიწყო იძულებითი აღსრულება.
ამდენად, აღმასრულებელი, რომელსაც კრედიტორი მიმართავს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით და წარუდგენს სააღსრულებო ფურცელს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მოიძიოს მოვალის – მოპასუხის ქონება და ყადაღა დაადოს მას. ამასთან, შესაძლოა აღმასრულებლის მიერ მოვალის საკუთრებად მიჩნეულ ქონებაზე პრეტენზია განაცხადონ მესამე პირებმა, მაგრამ ეს არ აბრკოლებს აღმასრულებელს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქონებას ყადაღა მაინც ედება. თუმცა კანონმდებლობით მესამე პირთა მიერ თავისი უფლებების დაცვის საშუალებაც არის გათვალისწინებული, კერძოდ, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).
განსახილველ შემთხვევაში, 2018 წლის 12 მარტის მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახე აქტის მიხედვით, აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებულია: სერი ფერის მაცივარი ,,BOSCH", გაზქურა ,,VESTEL", შავი ფერის პერსონალური კომპიუტერი ,,ASUS" სისტემური ბლოკი, კლავიატურა და მაუსი, შავი ფერის კომპიუტერის მაგიდა, ტელევიზორი ,,FRESH", თეთრი ფერის სარეცხი მანქანა ,,LG"
6.4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლი მოძრავი ქონების მოვალისადმი კუთვნილების ვარაუდს უკავშირებს მხოლოდ ამ მისამართზე მოვალის ფაქტობრივ, რეალურ ცხოვრებას და არა მოვალის რეგისტრირებულ საცხოვრებელს. მოძრავი ნივთების შეძენა, ხშირ შემთხვევაში, წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე არ ხდება, ხოლო შენაძენის საფასურის ანაზღაურების დამადასტურებელ ქვითარს შემძენი შესაძლოა არც ინახავდეს. ასეთ დროს მოძრავი ნივთის კუთვნილების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 158-ე, 166-ე და 186-ე მუხლების საფუძველზე.
განსახილველი დავის საგანია ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. მოცემული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).
მსგავსი დავების განხილვისას, როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტით, მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოსარჩელის პოზიციისა და ამ პოზიციის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების სწორად შეფასება.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). მოცემული ნორმით კანონმდებელმა შემოგვთავაზა შემდეგი პრეზუმფცია - ნივთები, რომლებსაც მოვალესთან პოულობენ მას ეკუთვნის. შესაბამისად, თუ პრეტენზიის წარმდგენი პირი ვერ შეარყევს ამგვარ კანონისმიერ პრეზუმფციას, იგი წააგებს პროცესს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. მართალია, მფლობელი (მფლობელობა) და მესაკუთრე (საკუთრება) განსხვავებული ცნებებია, მაგრამ ამავე კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე.
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძელზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
_ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა დაადასტურეს, რომ ისინი არიან ყადაღის აქტში მითითებული ნივთების მესაკუთრეები და მოპასუხე გ-----------------–- არ ფლობს და არ სარგებლობს დაყადაღებული ნივთებით. აღნიშნული გარემოებების საპირისპირო რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხე ს-------------------ეს არ წარმოუდგენია.
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის 12 მარტის „მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ“აქტში მითითებული ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე გ-----------------–-- სარჩელი ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხე ს-------------------ეს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 25 ლარის გადახდა; ამასთან, მოსარჩელეებს - ბ---- მ--------–-- და ნ-----------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 25 ლარი;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბ--------------–-სა და ნ------------------ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან 2018 წლის 12 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოსარჩელე ბ--------------–-სა (პ.ნ 1----------- და ნ------------------ (პ.ნ 1----------) კუთვნილი ნივთები: სერი ფერის მაცივარი ,,BOSCH", გაზქურა ,,VESTEL", შავი ფერის პერსონალური კომპიუტერი ,,ASUS" სისტემური ბლოკი, კლავიატურა და მაუსი, შავი ფერის კომპიუტერის მაგიდა, ტელევიზორი ,,FRESH", თეთრი ფერის სარეცხი მანქანა ,,LG"
3. მოპასუხე ს-------------------ეს (პ.ნ 3----------) მოსარჩელეების - ბ--------------–-სა (პ.ნ 1----------- და ნ------------------ (პ.ნ 1----------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 25 ლარის გადახდა;
4. მოსარჩელეებს - ბ---- მ--------–-- (პ.ნ 1----------- და ნ-----------------ს (პ.ნ 1----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 25 ლარი, რომელიც ჩარიცხულია შემდეგ კოდზე: 300193150 (საგადახდო დავალება N16463650, გადახდის ტარიღი 04.04.2018 წელი, გადამხდელი ბ--------------–-);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი