გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.06.2018
საქმის ნომერი
110210018002307357
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210018002307357

2/148-2018წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 ივნისი 2018 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბეღელაძე

მოსარჩელე _სა---------–-----------------------------------------------------------ო;

წარმომადგენელი-ც------------------

მოპასუხე_ შპს ,,მ–-----------------'' ;

წარმომადგენელი - ი--------------

დავის საგანი_ თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს სა---------–-----------------------------------------------------------ოს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ელექტრო ენერგიის დავალიანების თანხა 169 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის გარემოებები: 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, სა---------–-----------------------------------------------------------ოსა და სს ,,--------------'-ს გაკოტრების მმართველს შორის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სა---------–-----------------------------------------------------------ოს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის შესაბამისად ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება, მათ შორის 2010 წლის 11 მარტს დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 ლარი, მათ შორის შპს ,,-–------------------ '' დავალიანება 169 ლარის ოდენობით. შპს ,,მ–----–------------'' დავალიანება წარმოეშვა სს ,,--------------'-ის ზ-----------------–---–-- მიერ მიწოდებული ელექტრო ენერგიის მოხმარების შედეგად, რადგან აბონენტს მოხმარებული ელექტრო ენერგიის საფასური არ გადაუხდია.

 

2.მოპასუხის პოზიცია.

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ მას არ აქვს დავალიანება, ვინაიდან მითითებულ მისამართზე მისი აფთიაქი ფუნქციონირებდა 2006 წლის ჩათვლით. შემდეგ იქ სხვა ობიექტი განთავსდა და ეს დავალიანება იმ ობიექტის მფლობელის გადასახდელია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სსიპ ,,საწარმოთა მართვის'' სააგენტოს 2----–-–---------------------------- ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს ,,რ---------'', სს ,,გუ---------ის კ-------ს'', სს ,,-–-------------ს'', სს ,,ძ-------------'', სს ,,–----------'', შპს ,,ა–-----'', ,,სს ს----------–-------------------–----------------–-----------------------' შპს ,,აჭ------------------------'' ერთმანეთთან შერწყმა და შეიქმნა სს ,,--------------', რომელიც წარმოადგენდა მათ სამართალმემკვიდრეს. აღნიშნული რვა სუბიექტის შერწყმისას მოხდა მათი დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონსოლიდაცია.

 

სასამართლო დაეყრდნო სსიპ ,,საწარმოთა მართვის'' სააგენტოს 2----–-–---------------------------- ბრძანება.

 

3.2.2. სს ,,--------------'-მ შპს ,,მ–-----------------ს'' 2005 წლის 01 ნოემბრიდან 2007 წლის 15 ივნისამდე პერიოდში მიაწოდა (მიჰყიდა) ელექტრო ენერგია, რომლის ღირებულების გადაუხდელმა დავალიანებამ ამ პერიოდისათვის შეადგინა 169 ლარი, რაც შპს ,,მ–----–------------'' სს ,,--------------'-ისათვის არ აუნაზღაურებია.

 

სასამართლო დაეყრდნო აბონენტის ბარათს, 2----–-–----------------- N5--- აუდიტორულ დასკვნას, მოსარჩელის ახსნა-განმარტებას.

 

3.2.3. 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, სა---------–-----------------------------------------------------------ოსა და სს ,,--------------'-ს გაკოტრების მმართველს შორის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სა---------–-----------------------------------------------------------ოს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის შესაბამისად ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება, მათ შორის 2010 წლის 11 მარტს დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 ლარი, მათ შორის შპს ,,-–------------------ '' დავალიანება 169 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო 2----–-–-------------- ხელშეკრულებას, 2----–-–-------------- მიღება-ჩაბარების აქტს.

 

3.2.4. შპს ,,მ–-----------------ს'' სა---------–-----------------------------------------------------------ოს მიმართ გააჩნია მოხმარებული ელექტრო ენერგიის დავალიანება 169 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების, აგრეთვე მათ მიერ საქმის მასალებად წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებათა სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სა---------–-----------------------------------------------------------ოს სარჩელი უნდა დაკმყოფილდეს სრულად

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-103-ე, 248-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 361-ე, 477-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

_ სა---------–-----------------------------------------------------------ოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა სასამართლომ შეამოწმა, როგორც გამომდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, რამდენადაც სასარჩელო მოთხოვნა დამყარებულია მხარეთა შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

დადგენილია, რომ სს ,,--------------'-მ შპს ,,მ–-----------------ს'' 2005 წლის 01 ნოემბრიდან 2007 წლის 15 ივნისამდე პერიოდში მიაწოდა (მიჰყიდა) ელექტრო ენერგია, რომლის ღირებულების გადაუხდელმა დავალიანებამ ამ პერიოდისათვის შეადგინა 169 ლარი, რაც შპს ,,მ–----–------------'' სს ,,--------------'-ისათვის არ აუნაზღაურებია.

 

- დადგენილია, რომ სა---------–-----------------------------------------------------------ოსა და სს ,,--------------'-ს გაკოტრების მმართველს შორის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სა---------–-----------------------------------------------------------ოს ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება, დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან და მათ შორის შპს ,,-–------------------ '' დავალიანება 169 ლარის ოდენობით.

 

- დადგენილია, რომ ამჟამად შპს ,,მ–-----------------ს'' სა---------–-----------------------------------------------------------ოს მიმართ გააჩნია ელექტრო ენერგიის დავალიანება 169 ლარის ოდენობით.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

შესაბამისად, ვინიადან დადგენილია, რომ შპს ,,-–----–--------------'' დაარღვია ხელშეკრულება და არ გადაიხადა მოხმარებული ელექტრო ენერგიის საფასური, მას სა---------–-----------------------------------------------------------ოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ელექტრო ენერგიის დავალიანების 169 ლარის გადახდა.

 

6.4 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, შეჯიბრებითობა ნიშნავს მოდავე მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დასამტკიცებად. სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნის თუ შესაგებლის ფარგლებით, რასაც პირდაპირ ადგენს საქართველოს სსკ-ის 248-ე მუხლი, არამედ მათი მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მიუთითებს, რომ აბონენტის ბარათზე მითითებულ მისამართზე მისი აფთიაქი შპს ,,მ–-----------------'' ფუნქციონირებდა 2006 წლის ჩათვლით. შემდეგ იქ სხვა ობიექტი განთავსდა და ეს დავალიანება იმ ობიექტის მფლობელის გადასახდელია, თუმცა მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები მას არ წარმოუდგენია, ხოლო მოსარჩელემ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები და დაადასტურა სარჩელში მითითებული გარემოებები. აქედან გამომდინარე, მოპასუხის პოზიციას სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

,,სახელმწიფო ბაჟის'' შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ'' ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობაა 50 ლარი, რომლის გადახდა ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა დაეკისროს მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუცო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სა---------–-----------------------------------------------------------ოს (ს/კ 2--------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შპს ,,მ–----–------------'' (ს/კ 2--------) სა---------–-----------------------------------------------------------ოს (ს/კ 2--------- სასარგებლოდ დაეკისროს 169 (ას სამოცდაცხრა) ლარის გადახდა.

 

3 . მოპასუხე შპს ,,მ–----–------------'' (ს/კ 2--------) სახელმწიფი ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს კოდზე 3---------

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

6..პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა ნიკურაძე