გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №(3/10–20-8) 0903100-8002349678
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 მაისი, 20-8 წელი
ამბროლაური
შესავალი ნაწილი
ა-------–------- რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე
მოსარჩელე – ე-------------–---
წარმომადგენელი – ჟ--------------
მოპასუხე – ა-------–-------------–----–----------------
წარმომადგენელი –--------------------------------------–---------------–---
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ა-------–-------------–----–---------------- 20-7 წლის 28 დეკემბრის N4-- გადაწყვეტილების და ადგილზე დათვალირების N0---- ოქმის ბათილად ცნობა; 1.1. 1.2. ა-------–-------------–----–---------------- 20-8 წლის 6 მარტის N1--- გადაწყვეტილების და სამუშაო ჯგუფის 20-8 წლის 0- მარტის N0- ოქმის ბათილად ცნობა; 1.2. 1.3.ა-------–-------------–----–--------------ას დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენად, რომლითაც დადგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო–აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რომლის საფუძველზეც ე-------------–---ს დაურეგისტრირდება უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში. 1.3. 2.მოსარჩელის არგუმენტაცია 20-7 წლის 24 ნოემბერს, ე-------------–---მ, N8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ამბროლაური, სოფელი სადმელი, 1000 კვადრატული მეტრი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 19 დეკემბრის N N8----------- –07 გადაწყვეტილებით განესაზღვრა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად დასადგენი იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო–აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 20-7 წლის 19 დეკემბრის N5----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ა-------–------- მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. ა-------–-------------–----–----------------, 20-7 წლის 28 დეკემბრის N4-- გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრს ეცნობა, რომ განაცხადზე წარდგენილი საკადასტრიო–აზომვითი ნახაზი, ა-------–------- მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში მდებარე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ფართობი – 1000 კვადრატული მეტრი, კონფიგურაცია და მოსაზღვრე ნაკვეთების მითითებული მფლობელობა არ არის იდენტური უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, საარქივო ცნობა N აა 20----------- გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა ( საფუძველი: ადგილზე დათვალიერების ოქმი N0----). აღნშნულის გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 05 იანვრის N8-----------–09 გადაწყვეტილებით, ე-------------–---ს უარი ეთქვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. ა-------–-------------–----–---------------- 20-7 წლის 28 დეკემბრის N4-- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ა-------–-------------–----–---------------ან. ა-------–-------------–----–---------------- 20-8 წლის 06 მარტის N1--- აქტით, არ დაკმაყოფილდა მისი ადმინისტრაციული საჩივარი, რასაც საფუძვლად დაედო 20-8 წლის 23 თებერვლის ა-------–-------------–----–--------------აში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები. 1.4. 1.5. მიაჩნია, რომ ა-------–-------------–----–---------------- მიერ ადმინისტრაციული საჩივრზე გადაწყვეტილების მიღება მოხდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევევებისა და შესწავლის გარეშე. შესაბამისად სურს ბათილად გამოცხადდეს ა-------–-------------–----–---------------- მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები და დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დადგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო–აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. 1.6. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელემ სარჩელს მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით. 3.მოპასუხის პოზიცია მოპასუხე მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც სარჩელს არ სცნობს, მიაჩნია უსაფუძვლოდ და თვლის რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მუნიციპალიტეტის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც უტყუარად ვერ დგინდება მიწის ნაკვეთის მდებარეობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო–აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას. 20-7 წლის 19 დეკემბერს, საჯარო რეესტრიდან შესული იქნა მოთხოვნა, ე-------------–---ს განცხადების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მიერ დადასტურებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო/აგეგმვითი ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ. საარქივო ცნობა A-----------, რომლის მიხედვითაც, ნ------------–---ს კომლი ფლობდა 0.25 ჰა მიწის ნაკვეთსა და 40 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ სახლს, ხოლო საკადასტრო–აზომვით ნახაზზე დატანილი იყო 1000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი ფართობით 178 კვ.მ. მუნიციპალიტეტის მიერ უფლებამოსილმა პირმა, ადგილზე გასვლით მოახდინა განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების დათვალიერება, რომელშიც მონაწილეობდა სადმელის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი. საარქივო ცნობა შეიცავს ზოგად ინფორმაციას ნ------------–---ს სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის შესახებ. მასში დაფიქსირებული (განსხვავებით მიღება–ჩაბარების აქტისა), არ არის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა შესახებ ინფორმაცია. როგორც ადგილზე დათვალიერების შემდეგ გაირკვა, ე-------------–---ს მიერ მოთხოვნილ 1000 კვ.მ.მიწის ნაკვეთზე, 178 კვ.მ. საცხოვრებლის გარდა განთავსებული იყო ორი დამხმარე შენობა, რომელიც არც საკადასტრო–აზომვით ნახაზზე იყო აღნიშნული და როგორც სარჩელშია აღნიშნული, სულაც არ არის ხის ნაგებობა, პირიქით, კაპიტალური საძირკვლის მქონე ნაგებობაა. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის ,,ო“ პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის საკადასტრო–აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის საზღვრების კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის, აგრეთვე მასზე განთავსებული ნაგებობების შესახებ გრაფიკულად და ტექსტობრივად გამოსახული ზუსტი ინფორმაციის შემცველია. მოსარჩელე თავად აღნიშნავს სარჩელში, რომ საარქივო ცნობაში დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა საცხოვრებელ ფართთან დაკავშიერებით. აღნიშნულის მითითებით, იგი თავადვე ადასტურებს, რომ საკადასტრო–აგეგმვითი ნახაზი, ურთიერთშესაბამისობაში ვერ იქნებოდა საარქივო ცნობასთან უფლების დამადასტურებლად წარმოდგენილ დოკუმენტთან. სწორედ აღნიშნული დოკუმენტების იდენტურობის დადასტურება ხდება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ, რომელშიც ხარვეზის არსებობის შესახებაც საუბრობს მოსარჩელე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 69–ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა პირმა შეისწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რომლის შეფასების შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა ურთიერთშესაბამისობის დადასტურებაზე. მეორე სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის ურთიერთშესაბამისი საკადასტრო–აგეგმვით ნახაზთან. ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია კანონის მოთხოვნა. შესაბამისად არ არსებობს ბათილად ცნობის საფუძველი და ა-------–-------------–----–---------------- მიერ ვერ მოხდება ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე მხარის, ა-------–-------------–----–---------------- წარმომადგენლებმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი, იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რაც შესაგაბელშია აღნიშნული. ამავდროულად მ------------------მა განმარტა, რომ არაერთჯერ დაუკავშირდა მოსარჩელის წარმომადგენელს ჩამობრძანებულიყო და მიეყვანა მოწმეები საკითხში გასარკვევად, თუმც უშედეგოდ.
3. ფაქტობრივი გარემოებები. 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1. 20-7 წლის 24 ნოემბერს, ე-------------–---მ N8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ამბროლაური, სოფელი სადმელი, 1000 კვადრატული მეტრი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.2–16): 2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ. 75–83); 3ე-------------–---ს განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ა-------–------- რაიონის სოფელი სადმელში მდებარე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ(ს.ფ.17); 4. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი); 5.მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტება(სხდომის ოქმი); 3.1.2 . საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 19 დეკემბრის N 5----- მიწერილობით, ე-------------–---ს განემარტა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად დასადგენი იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო–აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.2–16): 2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ. 75–83); 3.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 19 დეკემბრის N8----------- –07 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ(ს.ფ.23); 4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 19 დეკემბრის N5----- მიწერილობა ა-------–------- მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი (ს.ფ.24); 5. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი); 6.მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტება(სხდომის ოქმი); 3.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 20-7 წლის 19 დეკემბრის N5----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ა-------–------- მუნიციპალიტეტის გამგეობიდან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო–აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადასტურებლად. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.2–16): 2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ. 75–83); 3.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 19 დეკემბრის N5----- მიწერილობა ა-------–------- მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი (ს.ფ.24); 4. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი); 5.მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტება(სხდომის ოქმი); 4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 4.1.1.ა-------–-------------–----–----------------, 20-7 წლის 28 დეკემბრის N4-- მიწერილობით, საჯარო რეესტრს ეცნობა, რომ განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო–აზომვითი ნახაზი, ა-------–------- მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში მდებარე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ფართობი – 1000 კვადრატული მეტრი, კონფიგურაცია და მოსაზღვრე ნაკვეთების მითითებული მფლობელობა არ არის იდენტური უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, საარქივო ცნობა N აა 20----------- გათვალისიწნებული მიწის ნაკვეთისა. ( საფუძველი: ადგილზე დათვალიერების ოქმი N0----). სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.2–16): 2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ. 75–83); 3.ა-------–-------------–----–---------------- 20-7 წლის 28 დეკემბრის N4-- მიწერილობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი (ს.ფ.25); 4.სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი(ს.ფ. 26–27); 5. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი); 6.მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტება (სხდომის ოქმი); 4.1.2. ა-------–-------------–----–---------------- 20-7 წლის 28 დეკემბრის N4-- გადაწყვეტილება მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ა-------–-------------–----–---------------ან. ა-------–-------------–----–---------------- 20-8 წლის 06 მარტის N1--- აქტით, არ დაკმაყოფილდა მისი ადმინისტრაციული საჩივარი. რასაც საფუძვლად დაედო 20-8 წლის 23 თებერვლის ა-------–-------------–----–--------------აში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები. 1.7. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.2–16): 2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ. 75–83); 3.ა-------–-------------–----–---------------- 20-7 წლის 6 მარტის N1--- მიწერილობა მოსარჩელის წარმომადგენლის ჟ------------------მი(ს.ფ.29); 4.ა-------–------- მუნიციალიტეტის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის 20-8 წლის 1 მარტის ოქმი N1(ს.ფ.65–66); 5. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი); 6.მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტება(სხდომის ოქმი); 4.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 05 იანვრის N8-----------–09 გადაწყვეტილებით, ე-------------–---ს უარი ეთქვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.2–16): 2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ. 75–83); 3.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის შესახებ. (ს.ფ.28); 4. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი); 5.მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტება (სხდომის ოქმი); მოპასუხის წარმომადგენელთა მხრივ ვერ იქნა ახსნილი ა-------–-------------–----–---------------- მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების საფუძველი, ვერ დასაბუთდა მერიაში შექმნილი კომიისიის მიერ გაწეული საქმიანობით საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლა სადავო ქონების იდენტურობასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მასალები ადასტურებენ, რომ კომისიამ ზედაპირულად დაასკვნა განაცხადზე წარდგენილი საკადასტრიო–აზომვითი ნახაზი, ა-------–------- მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში მდებარე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ფართობი – 1000 კვადრატული მეტრი, კონფიგურაცია და მოსაზღვრე ნაკვეთების მითითებული მფლობელობა არ არის იდენტური უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, საარქივო ცნობა N აა 20----------- გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ადგილზე დათვალიერების N0---- ოქმი, რომელიც ასევე არ ეფუძნება საქმის გარემოებების სრულყოფილ და ობიექტურ გამოკვლევას. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მ------------------მა დადასტურა, რომ იდენტურობის დასადგენად აუცილებლობას წარმოადგენდა არსებული საკადასტრო–აზომვითი ნახაზის კორექტირება და მოწმის მიყვანა, რაც მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა არ განახორციელა, ესე იგი არ იქნა დაცული ის სავალდებულო წესი, რაც ასეთ მოთხოვნაზე დასკვნის გამოტანას უნდა დაედოს საფუძვლად. საკითხი არასრულყოფილად არის შესწავლილი და შესაბამისად გამოცემული აქტებიც ემყარება არასრულფასოვნად გამოკვლეულ მასალას. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ,,არავინ ედავება ე-------------–---ს სადავო ადგილზე საკუთრების არსებობაში“. მერიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტებით, საჯარო რეესტრმა უარი განუცხადა საკუთრების რეგისტრაციაზე, შესაბამისად, ირღვევა მოსარჩელის კანონით გათვალისწინებული უფლება, ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხი საჭიროებს საფუძვლიან შესწავლას და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ სარჩელს იხილავს მათ მიერ, მითითებული ფაქტობრივი საფუძვლის ფარგლებში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1 მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სამოტივაციო ნაწილი 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 1.8. 5.1.აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო, ა-------–-------------–----–---------------- 20-7 წლის 28 დეკემბრის N4-- გადაწყვეტილება და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალირების N0---- ოქმი, ა-------–-------------–----–---------------- 20-8 წლის 6 მარტის N1--- გადაწყვეტილება და სამუშაო ჯგუფის 20-8 წლის 0- მარტის N0- ოქმი გამოცემულია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა - შეფასების გარეშე, რაც მათი ბათილად ცნობისა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, მოპასუხე მხარის დავალდებულების საფუძველია, საქმის გარემოებათა სრულყოფილი და ობიექტური გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული უძრავი ქონების იდენტურობასთან დაკავშირებით. 6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ; 7. სამართლებრივი შეფასება 7.1.1.ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს. 7.1.2. ა-------–------- მუნიციპალიტეტის მერია, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54–ე მუხლის ე.ე. პუნქტის საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განიმარტება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს, ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები 7.1.3. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ა-------–-------------–----–---------------- 20-7 წლის 28 დეკემბრის N4-- მიწერილობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი, რომლითაც არ დადასტურდა ა-------–------- მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში მდებარე სადავო 1000 კვადრატულ მეტრი მიწის ნაკვეთის იდენტურობა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთთან, 20-7 წლის 27 დეკემბრის N0---- ოქმი ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ, ა-------–-------------–----–---------------- 20-8 წლის 6 მარტის N1--- მიწერილობა მოსარჩელის წარმომადგენლისადმი აზომვითი ნახაზის უძრავ ქონებასთან შეუსაბამობის შესახებ და სამუშაო ჯგუფის 20-8 წლის 0- მარტის N0- ოქმი ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ, არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელზეც სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადება - გამოცემასთან დაკავშირებით. 7.1.4. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით. შესაბამისად, შეფასება უნდა მიეცეს რამდენად შეესაბამება სადავო აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს”. მითითებული კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამავე კანონის მეორე მუხლით, ამ კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა. მითითებული კანონის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად. ამავე კანონის მე–16 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; განსახილველ საქმეზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ არ მოხდა საკითხის ძირეული და საფუძვლიანი გამოკვლევა, არ გაირკვა რამ განაპირობა საკადასტრო–აზომვით ნახაზსა და სადავო ტერიტორიის განაშენიანებას შორის სხვაობა, არ მოხდა გასაუბრება მოსარჩელის წარმომადგენელთან ამ საკითხზე, არ მოიძია მოწმეები და ზედაპირული შესწავლის შედეგად იქნა გადაწყვეტილება მიღებული. 7.1.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას, არ აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. სადავო აქტების გამოცემას საფუძლად დაედო საკითხის არასრულყოფილად შესწავლის შედეგად გაკეთებული დასკვნები, რომელიც თავის მხრივ გამოყენებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ და გახდა რეგისტრაციაზე უარის თქმის წინაპირობა. სადავო აქტების გამოცემისათვის არც ერთი საფუძველი არ არის კანონის შესაბამისად შემდგარი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. 7.1.6.უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და და მიწის ნაკვეთის საკადასტრო–აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დგინდება ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. 7.1.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლების თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მისი კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. 7.1.8. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, მხარის კანონიერი ინტერესი დაარეგისტრიროს უძრავი ქონება საჯარო რეესტრში, რისთვისაც აუცილებელი გახდა მოპასუხე მხარისაგან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა, რაზედაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები მოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ანუ სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც უნდა დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ, სადავო საკითხზე გამოსცეს ახალი აქტი. 7.1.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. 7.1.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით. სასამართლო ვერ გაიზიარებს ა-------–------- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლთა განმარტებას, რომ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღება განაპირობა მოსარჩელე მხარის წამომომადგენლის მიერ პასიურობამ, მუნიციპალიტეტის მერიისაგან შექმნილ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმამ, მათი თხოვნის შეუსრულებლობამ წარედგინა კორექტირებული საკადასტრო–აზომვითი ნახაზი, რადგანაც ამ გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და მოდავე მხარისაგან საჭირო ინფორმაციის მიღება მათი ვალდებულებაა, სხვაგვარად გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ არსებობდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. განსახილველ საქმეზე სასამართლო მიიჩნევს, რომ კომისიის მუშაობა იყო არასრულფასოვანი, სრულად არ იქნა გამოკვლეული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს და მოპასუხეს საპირისპირო პოზიცია სათანადო მტკიცებულებების წარმოდეგით არ დაუდასტურებია, უფრო მეტიც მანვე აღიარა, რომ მოსარჩელის წარმომადგენლისაგან ვერ მიიღო ინფორმაცია, ისე შეაფასა გარემოებები, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობის უპირობო საფუძველია. 7.1.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60--ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. 7.1.12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. 7.1.13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ჩათვალა, რომ ა-------–-------------–----–--------------ამ საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის გარეშე, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის მიზნით სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მიცემდა, რითაც შეილახა სარჩელის ავტორის კანონიერი ინტერესი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, რადგან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა, ემსჯელა და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად, დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები და დაინტერესებული პირისათვის უფლებამოსილების ვადაში ეცნობებინა ადმინისტრაციული წარმოების შედეგები, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განახორციელა. აქედან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. 8. საპროცესო ხარჯები 8.1.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. 8.1.2. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის "მ" ქვეპუნქტით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტასუსის პირები. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან. 9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის. სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1.ე-------------–---ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნას ცნობილი: 1.1. ა-------–-------------–----–---------------- 20-7 წლის 28 დეკემბრის N4-- ადმინისტრაციული აქტი (მიწერილობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი) და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 20-7 წლის 27 დეკემბრის N0---- ოქმი. 1.2. ა-------–-------------–----–---------------- 20-8 წლის 6 მარტის N1--- ადმინისტრაციული აქტი(მიწერილობა ჟ------------------მი) და სამუშაო ჯგუფის 20-8 წლის 0- მარტის N0- ოქმი; 2.ა-------–-------------–----–--------------ას დაევალოს ე-------------–---ს სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებაში ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და მათი შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. 3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე:ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32), ა-------–------- რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ამბროლაური, კოსტავას ქუჩა № 13), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში. მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი