გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.06.2018
საქმის ნომერი
040210218002492312
კატეგორია
დავის ტიპი
საქმეები იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ
თარიღი
20.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 040210218002492312

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელი

20 ივნისი, 2018 წელი ქ.ცაგერი

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე როინ კახიძე

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

განმცხადებელი- ი------ ტ---–------.

მოთხოვნა- იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა უფლების დამდგენი საბუთის პირისადმი კუთვნილების შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე 250-ე, 257-ე მუხლებით, 310-ე მუხლის ,,ა” პუნქტით, 311-ე მუხლის პირველი ნაწილით, 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის ” დ”, ქვეპუნქტით, 369-ე მუხლით, და

გადაწყვიტა:

1.განმცხადებლის- ი------ ტ---–------ს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

2.დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობები: განაცხადის რეგისტრაციის N681/00; გაც/თარიღი- 05.06.2000 წელს და განაცხადის რეგისტრაციის N598/00; გაც/თარიღი- 05.06.2000 წელს ზ------ ტ---–------ს სახელზე ეკუთვნის ი------ ტვილდიანს პ/ნ------------

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ცაგერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე როინ კახიძე

 

შენიშვნა:

 

განმცხადებლის თხოვნით, რომელმაც წერილობით განაცხადა, რომ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და უარს აცხადებს მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით _ დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის ძალით, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.

 

მოსამართლე როინ კახიძე