გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2018
საქმის ნომერი
010210017001863494
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001863494

№2-978/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე - შპს ი------------–---–ის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი ”მ------”

წარმომადგენელი - რ---–------------ე

მოპასუხე - ლ----------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ლ----------ეს დაეკისროს შპს ი------------–---–ის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი ”მ------”-ს სასარგებლოდ მკურნალობის საფასურის დარჩენილი დავალიანების გადახდა 1659,62 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ხ----------ეს გაეწია სამედიცინო მომსახურება შპს ჯანმრთელობის ცენტრ ”მ------”-ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია და მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ პაციენტი ხ----------ე 2016 წლის 01 მაისს შევიდა შპს ჯანმრთელობის ცენტრ ”მ------”-ში შემდეგი დიაგნოზით: ნაწლავთა მწვავე გაუვალობა და მოთავსდა ჯანმრთელობის ცენტრ „მ------ს“ ქირურგიულ დეპარტამენტში.

 

ხ----------ემ ჯანმრთელობის ცენტრში სტაციონალური მკურნალობის ქვეშ დაჰყო 8 საწოლ-დღე, ცენტრში ყოფნის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული იქნა სხვადასხვა სახის აუცილებელი გამოკვლევები, ოპერაციული და მედიკამენტოზური მკურნალობა. აქედან გამომდინარე გაწეული სამედიცინო მომსახურების თანხამ სულ შეადგინა 2500 ლარი, საიდანაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 1637,88 ლარი, ხოლო პაციენტის გადასახდელმა თანხამ შეადინა 862,12 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.

- ხარჯთაღრიცხვა.

- ხელშეკრულება.

- პაციენტის სამედიცინო ბარათი.

- სარეგისტრაციო ქვითარი.

 

3.2.2. პაციენტის მიერ გადახდილი იქნა 500,12 ლარი, გადასახდელი დარჩა 362 ლარი, რომელიც მის მიერ დღემდე არ აის გადახდილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- პაციენტის სამედიცინო ბარათი.

- სარეგისტრაციო ქვითარი.

 

3.2.3. ასევე დადგენილია, რომ პაციენტი ხ----------ე, 2016 წლის 24 აგვისტოს კვლავ მიმართა შპს ჯანმრთელობის ცენტრ ”მ------ს” და სტაციონალური მკურნალობის ქვეშ დაჰყო 10 საწოლ-დღე. მას ცენტრში ყოფნის დროს კვლავ გაეწია მომსახურება და გაწეული სამედიცინო მომსახურების თანხამ ამჯერად შეადგინა 2870 ლარი, საიდანაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 1572,38 ლარი, ხოლო პაციენტის გადასახდელმა თანხამ შეადინა 1297,62 ლარი, საიდანაც პაციენტს არაფერი გადაუხდია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.

- ხარჯთაღრიცხვა.

- ხელშეკრულება.

- პაციენტის სამედიცინო ბარათი.

- სარეგისტრაციო ქვითარი.

 

3.2.4. 2016 წლის 24 აგვისტოს ხ----------ის შვილს ლ----------ეს და შპს ი------------–---–ის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მ------ს“ შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ლ----------ემ აიღო ვალდებულება, რომ ხ----------ის მკურნალობის საფასურიდან დარჩენილ დავალიანებას, რაც შეადგენდა სულ 1659,74 ლარს, დაფარავდა არაუგვიანეს 2016 წლის 30 სექტემბრისა.

 

დადგენილია, რომ ლ----------ეს დღემდე არ გადაუხდია ხ----------ის მკურნალობის საფასური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხის ვალდებულება დავალიანების გადახდის თაობაზე, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 629-ე, 361-ე, მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებითად დადებული იქნა სწორედ ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ჯანმრთელობის ცენტრი ”მ------მ” აიღო ვალდებულება გაეწია სამედიცინო მომსახურება ხ----------ისათვის, ხოლო მოპასუხე ლ----------ემ იკისრა ვალდებულება, რომ გადაიხდიდა შესრულებული სამუშაოს საფასურს. ასევე დადგენილია, რომ შპს ჯანმრთელობის ცენტრი ”მ------ს” მიერ შესრულებული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი მომსახურეობა, ხოლო მომსახურების საზღაური სრულად დღემდე არ არის გადახდილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.2. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, ამიტომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება. სააპელაციო წესით გასაჩივრებას კი სამოქალაქო საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365 მუხლის თანახმად ექვემდებარება მაშინ, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო. ამასთან დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 25 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 25 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 365-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს შპს ი------------–---–ის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი ”მ------”-ს სასარჩელო მოთხოვნა;

 

1.1. დაეკისროს ლ----------ეს შპს ი------------–---–ის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი ”მ------ს” სასარგებლოდ 1659,62 ლარის გადახდა.

 

1.2. დაეკისროს ლ----------ეს შპს ი------------–---–ის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი ”მ------ს” სასარგებლოდ 25 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

2. შპს ი------------–---–ის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი ”მ------ს” დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟიდან - 25 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე