გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2018
საქმის ნომერი
101210018002451618
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 101210018002451618

№2/131-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ივნისი, 2018 წელი ჭიათურა

შესავალი ნაწილი

საჩხერის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო ჭიათურის მუნ-–იპალიტეტში

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე დავით კეკენაძე

სხდომის მდივანი თამარ წერეთელი

მოსარჩელეები: ლ--------–--ე, ზ-------------ე

წარმომადგენელი: ი---------–--ე;

მოპასუხე: ზ-------------ე

მოპასუხე: შპს „ნ-–ე“

წარმომადგენელი: ი-----------–--ე, თ----------------ე;

დავის საგანი: ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოსარჩელეებმა ლ--------–--ემ და ზ-------------ემ საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ჭიათურის მუნ-–იპალიტეტში შემოიტანეს სასარჩელო განცხადება თანდართული მასალებით და მოითხოვეს ყადაღისაგან გათავისუფლდეს, ი------------------–----------------------------ის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2018 წლის 26 აპრილის, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შეტანილი შემდეგი მოძრავი ნივთები: ორი სავარძელი, „PRIME“-ს ფირმის ტელევიზორი; „SAMSUNGI“-ს ფირმის სარეცხი მანქანა; „PRIME“-ს ფირმის მაცივარი; "KAVKAZ"-ის ფირმის პიანინო; სკამი 6 ცალი; მაგიდა 1 ცალი და სამეული (დივანი და ორი სავარძელი); ქონება დაყადაღებულია ზ-------------ის მიმართ არსებული დავალიანების აღსასრულებლად;

 

1.2 მოსარჩელეების წარმომადგენელმა ი---------–--ემ მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ ქონება, რომელიც დაყადაღებული იქნა აღმასრულებლის მიერ, ზ-------------ის საკუთრება არაა. აღნიშნული ნივთები წარმოადგენს ლ--------–--ისა და ზ-------------ის საკუთრებას, შეძენილია მათი სახსრებით სვადასხვა დროს წლების წინ, რასაც დაადასტურებენ მოწმეები; ზ-------------ე 2009 წლიდან წასული იყო კონტრაქტით შეიარაღებულ ძალებში, 5 წელი ცხოვრობდა ბ------ში ქირით თავის ცოლშვილთან ერთად, 3 წელი ცხოვრობდა სენაკში, რომელსაც იქეთ ეხმარებოდნენ თანხით და სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, ხოლო 2017 წლიდან არის უმუშევარი; მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება იმავე საფუძვლით, რაც სასარჩელო განცხადებაშია აღნიშნული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ზ-------------ემ შესაგებლით სარჩელი ცნო, ასევე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მოპასუხეს გააჩნია შპს "ნ-–ეს" დავალიანება, რაც ვერ გადაიხადა, აღნიშნული ნივთები დაყადაღებულია არსებული დავალიანების გამო, დაყადაღებული ნივთები ნამდვილად მისი მშობლების ლ--------–--ისა და ზ-------------ის საკუთრებაა; იგი 2009 წლიდან წასული იყო კონტრაქტით შეიარაღებულ ძალებში, 5 წელი ცხოვრობდა ბ------ში ქირით ცოლშვილთან ერთად, 3 წელი ცხოვრობდა სენაკში, რომელსაც იქეთ ეხმარებოდნენ მშობლები, ხოლო 2017 წლიდან არის უმუშევარი; დღეის მდგომარეობით ოჯახთან ერთად ცხოვრობს რუსთავში დეიდასთან; ცალკე კომლადაა რეგისტრირებული; თანახმაა დაყადაღებული ნივთები გათავისუფლდეს ყადაღისაგან;

 

2.2. მოპასუხე შპს "ნ-–ეს" წარმომადგენელმა ი-----------–--ემ შესაგებლით არ ცნო სარჩელი; ასევე სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ ცნო სარჩელი ყადაღისაგან ქონების - „PRIME“-ს ფირმის ტელევიზორის; „SAMSUNGI“-ს ფირმის სარეცხი მანქანის; „PRIME“-ს ფირმის მაცივარის; 6 ცალი სკამის; 1 ცალი მაგიდის და სამეულის (დივანი და ორი სავარძელი) გათავისუფლების შესახებ. განმარტა, რომ აღნიშნული ნივთები დაყადაღებულია მოპასუხე ზ-------------ის მიმართ არსებული დავალიანების გამო, მართალია უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელეების სახელზე, მაგრამ ამით არ დასტურდება, რომ ზვიად დევიძე არ ცხოვრობს რეგისტრირებულ მისამართზე, ასევე არანაირი დამადასტურებელი ცნობა არ აქვთ მოსარჩელეებს წარმოდგენილი, რომ ზ-------------ე ცხოვრობს სხვა მისამართზე; საგულისხმოა, რომ მოპასუხე ზ-------------ის მისამართად სარჩელში აღნიშნულია სოფელი პერევისა, მოპასუხემაც შესაგებელში იგივე მისამართი მიუთითა; ასევე არაა წარმოდგენილი მტკიცებულებები მასზედ, რომ სადაო ნივთები ნამდვილად მოსარჩელე მხარის შეძენილია (საგარანტიო ტალონები, განვადების დოკუმენტები და სხვა); ამის დასტურად მოწმეთა ჩვენებები ვერ გამოდგება, რამეთუ ახლო მეზობლებია და იციან თუ რა ნივთებია სადაო სახლში; ამდენად სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს; ამასთან ამცირებს მოთხოვნას "KAVKAZ"-ის ფირმის პიანინოსა და ორი მწვანე ფერის სავარძელის ნაწილში; ანალოგიურად სარჩელს მხარი არ დაუჭირა მოპასუხე შ.პ.ს "ნ-–ეს" წარმომადგენელმა თ----------------ემ; სასარჩელო მოთხოვნის შემცირების ნაწილში ი-----------–--ეს დაეთანხმა;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 26 აპრილს, ი------------------–----------------------------ის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი გამოცხადდა ჭიათურის მუნ-–იპალიტეტის სოფელ პერევისაში, ლ--------–--ის და ზ-------------ის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში, დაათვალიერა ნივთები, მიიჩნია, რომ ამ მისამართზე განლაგებული: ორი სავარძელი, „PRIME“-ს ფირმის ტელევიზორი; „SAMSUNGI“-ს ფირმის სარეცხი მანქანა; „PRIME“-ს ფირმის მაცივარი; "KAVKAZ"-ის ფირმის პიანინო; სკამი 6 ცალი; მაგიდა 1 ცალი და სამეული (დივანი და ორი სავარძელი), ეკუთვნოდა მოვალე ზ-------------ეს და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ნივთები აღწერა და დააყადაღა. შესაბამისად, შეადგინა აქტი მოვალის ქონების, აღწერისა და დაყადაღების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა განმარტებები;

-2018 წლის 26 აპრილის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი

 

3.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები განთავსებულია ჭიათურის მუნ-–იპალიტეტის სოფელ პერევისაში მოსარჩელეების ლ--------–--ის და ზ-------------ის სახლში, აღნიშნული ნივთები შეძენილია მოსარჩელეების მიერ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 26 აპრილის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;

- სარჩელი

-შესაგებლები

- მხარეთა ახსნა განმარტებები;

- მოწმეთალია მთიულიშვილისა და ელისო ბარელიძის ჩვენებები;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრზანებები ზ-------------ის მიმართებაში;

 

ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რომ დაყადაღებული ქონება, ეკუთვნის მოსარჩელეებს ლ--------–--ეს და ზ-------------ეს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელეების ლ--------–--ის და ზ-------------ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. კერძოდ, ყადაღისაგან გათავისუფლდეს ი------------------–----------------------------ის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 26 ივლისს, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტების საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები: ორი სავარძელი, „PRIME“-ს ფირმის ტელევიზორი; „SAMSUNGI“-ს ფირმის სარეცხი მანქანა; „PRIME“-ს ფირმის მაცივარი; "KAVKAZ"-ის ფირმის პიანინო; სკამი 6 ცალი; მაგიდა 1 ცალი და სამეული (დივანი და ორი სავარძელი) ; აქვე საგულისხმოა, რომ მოპასუხე მხარის შ.პ.ს "ნ-–ეს" წარმომადგენლებმა სასარჩელო მოთხოვნა ორი ცალი მწვანე ფერის სავარძლებისა და "KAVKAZ"-ის ფირმის პიანინოს ნაწილში ცნეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 158-ე, 159-ე, 161-ე, 170-ე, 172-ე,“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე და 44-ე მუხლით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, 102-ე და 105-ე, 131 მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი მისი მესაკუთრეა. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობაში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. ამავე კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად კი მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

 

მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ზ-------------ემ ცნო სარჩელი, ხოლო შპს „ნ-–ეს“ წარმომადგენლები სასარჩელო მოთხოვნას ნაწილობრივ დაეთანხმნენ;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, დადგენილია იმ პირთა უფლებების დაცვის მექანიზმი, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად და ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადაო მოძრავი ნივთები განლაგებულია მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლებით კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მისი შემადგენელი ნაწილია, შეძენილია მოსარჩელეების მიერ და ამდენად მათი საკუთრებაა;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ზ-------------ემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სცნო სარჩელი; ამდენად ზ-------------ე უნდა გათავისუფლდეს მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისგან; ხოლო მოპასუხე შპს"ნ-–ეს" წარმომადგენლებმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე არ ცნეს სარჩელი; მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ სცნეს სარჩელი; შესაბამისად უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა; ამასთან, მოსარჩელეებს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რამეთუ დავა მაგისტრატი სასამართლოს განსჯადია და სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, მე-10, 49-ე, 131-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ლ--------–--ის (პ/№5---------3) და ზ-------------ის (პ/№5---------8) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს ი------------------–----------------------------ის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2018 წლის 26 აპრილს, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით აღწერილი და დაყადაღებული ლ--------–--ის და ზ-------------ის საკუთრებაში მყოფი შემდეგი ნივთები: ორი სავარძელი, „PRIME“-ს ფირმის ტელევიზორი; „SAMSUNGI“-ს ფირმის სარეცხი მანქანა; „PRIME“-ს ფირმის მაცივარი; "KAVKAZ"-ის ფირმის პიანინო; სკამი 6 ცალი; მაგიდა 1 ცალი და სამეული (დივანი და ორი სავარძელი);

 

3. მოსარჩელე ლ--------–--ეს (პ/№5---------3) დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება N56, გადახდის თარიღი-17.05.2018 წელი, გადამხდელის დასახელება - ლ--------–--ე (პ/№5---------3) გადამხდელი ბანკი - ს.ს "საქართველოს ბანკი", ბანკის კოდი BAGAGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300263150, ბანკის კოდი -TRESGE22; გადახდის დანიშნულება - ლ--------–--ის (პ/№5---------3) სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საქმეზე);

 

4. მოპასუხე შპს "ნ-–ეს" (ს/კ 445464765) მოსარჩელე ზ-------------ის (პ/№5---------8) სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

5. მოპასუხე ზ-------------ე (პ/№5---------9) გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ჭიათურის მუნ-–იპალიტეტში მეშვეობით (ჭიათურა გ.თხელიძის ქუჩა N 41).

 

მოსამართლე დავით კეკენაძე