გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.06.2018
საქმის ნომერი
050210118002261153
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050210118002261153 (N2/42-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ივნისი, 2018 წელი ქ.ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ციცინო როხვაძე

სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე

 

მოსარჩელე - შპს ,,მ-----------------------------–-------------------+''

წარმომადგენელი - ცო-----–----ა, ბე-------–--------ა, მა---------------ე

მოპასუხე - ოთ-------–ი, თე--------------–---–ი, ბო----------ის უფლებამონაცვლე მა--------ე

წარმომადგენელი - და--------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ოთ-------–ს, თე--------------–---–ს, ბო----------ის უფლებამონაცვლეს მა--------ეს შპს ,,მ-----------------------------–-------------------+''ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, N4------ 2016 წლის 7----–--ის სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1------- ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 11--- ლარი, პროცენტი - 13----- ლარი.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2016 წლის 07----–--ს, შპს ,,მ-----------------------------–-------------------+''-სა და მოპასუხეებს ოთ-------–ს, თე--------------–---–ს, ბო----------ეს შორის გაფორმდა გრაფიკული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება N 4------, რომლის მიხედვით ოთ-------–ზე 5 თვის ვადით, 2.46% საშუალო საპროცენტო განაკვეთით გაიცა 11 000 (თერთმეტი ათასი) ლარი. ყოველთვიური გადასახდელი თანხა შეადგენდა 2470.90 ლარს; ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეებმა თე--------------–---–მა და ბო----------ემ, ოთ-------–თან ერთად შპს ,,მ-----------------------------–-------------------ი+''-ის წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

 

მსესხებელმა დააღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2016 წლის 8 ივლისს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეების დავალიანება შეადგენს 1-------, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 11--- ლარი, ხოლო სარგებელი - 13----- ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი არ სცნეს, მოპასუხეების წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ მართალია მხარები ნამდვილად იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ვალდებულებით ურთიერთობაში, თუმცა მისი მარწმუნებელბი არ სცნობენ სარჩელს, მისი მითითებით 2016 წლის ოქტომბრის თვეში ოთ-------–ის მხდიდან სესხის ძირი თანხის 11--- ლარიდან გადახდილია 4000 ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 07----–--ს, შპს ,,მ-----------------------------–-------------------+''-სა და მოპასუხეებს ოთ-------–ს, თე--------------–---–ს, ბო----------ეს შორის გაფორმდა გრაფიკული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება N4------, რომლის მიხედვით ოთ-------–ზე 5 თვის ვადით, 2.46% საშუალო საპროცენტო განაკვეთით გაიცა 11 000 (თერთმეტი ათასი) ლარი. ყოველთვიური გადასახდელი თანხა შეადგენდა 2470.90 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი (ს.ფ.1-15;

- ხელშეკრულება N4------ (ს.ფ. 16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.05.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. 2016 წლის 07----–--ის N4------ გრაფიკული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეებმა თე--------------–---–მა და ბო----------ემ, ოთ-------–თან ერთად შპს ,,მ-----------------------------–-------------------+''-ის წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი (ს.ფ.1-15;

- ხელშეკრულება N4------ (ს.ფ. 16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.05.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განჩინებით სამოქალაქო საქმეზე N2/42-18 მოპასუხის ბო----------ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მისი მეუღლე - მა--------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულება:

 

- გარდაცვალების მოწმობა - ს.ფ. 50;

- ცნობა ნოტარიუსთა პალატიდან - ს.ფ.118;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.08.05.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი ს.ფ.128-132).

- ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განჩინება (ს.ფ. 136-138)

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 07----–--ის N4------ გრაფიკული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება ოთ-------–ის მიერ დარღვეულია 2016 წლის 8 ივლისს, მის მიერ სესხის დაფარვის ფაქტს ადგილი საერთოდ არ ჰქონია, მიუხედავად მოსარჩელის, მხრიდან, გაფრთხილებისა და წაყენებული მოთხოვნისა, მოპასუხეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევებში, ძირი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადაუხდელობაში. აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ მოპასუხე მხარესთან საკრედიტო ურთიერთობა ცალმხრივად შეწყვიტა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი (ს.ფ.1-15;)

- ხელშეკრულება N4------ (ს.ფ. 16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.05.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. N4------ გრაფიკული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეების ოთ-------–ის, თე--------------–---–ისა და ბო----------ის უფლებამონაცვლის მა--------ის დავალიანება შპს ,,მ-----------------------------–-------------------+''-ის მიმართ შეადგენს - 12 3----- ლარს, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 11 000 ლარი და სარგებელი - 13----- ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი (ს.ფ.1-15;)

- ხელშეკრულება N4------ (ს.ფ. 16);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.05.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.3. 2016 წლის 07----–--ის N4------ გრაფიკული სესხისა და თავდებობი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულებას მოპასუხეების მხრიდან ადგილი არ ჰქონია, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებას მასზედ, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვეში ოთ-------–ის მხდიდან N4------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილია 4000 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის. პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ სტანდარტებზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

ფულადი ვალდებულების სპეციფიკისა და სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების, ან შეუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავოა N4------ გრაფიკული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის ოთ-------–ის მიერ თანხის 4000 ლარის გადახდის ფაქტი. მოქმედი კანონმდებლობა ფულადი ვალდებულების შესრულების მიმართ მხოლოდ რიგ შემთხვევაში ითვალისწინებს მტკიცების განსხვავებულ სტანდარტს.

 

სასამართლო თვლის, რომ სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება შესაძლებელია ემყარებოდეს ასევე სხვა მტკიცებულებებსაც (მაგ. მოწმეთა ჩვენებას). თავის მხრივ, მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებენ, რომ 4000 ლარი ოთ-------–ის მიერ გადახდილია, მოსარჩელე აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მითითებული სადავო გარემოება, რომ 4000 ლარი გადახდილი აქვს მის მარწმუნებელს წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით მხოლოდ ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად, ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. უფრო მეტიც, არაკეთილსინდისიერ კრედიტორს შეუძლია, ასეთი დოკუმენტის გაუცემლობის შემთხვევაში განმეორებით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. სწორედ, ამიტომ კანონი მას ავალდებულებს სათანადო დოკუმენტის გაცემას.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონის თანახმად, შესრულების მთლიანად, ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. არსებობს უამრავი ფაქტორი, რამაც შესაძლოა განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედაობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. იგივე შეიძლება ითქვას სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლზეც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია მოითხოვოს სავალო დოკუმენტის დაბრუნება ან გაუქმება. ასეთი დოკუმენტის გაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, მოვალეს უფლება აქვს, მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია. ყველა მითითებულ შემთხვევაში კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოადგენს მის რისკს და რთულდება ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებაც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ოთ-------–ის მიერ N4------ გრაფიკული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან მოპასუხისთვის 4000 ლარის გადახდის ფაქტი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ საქმეზე ვერ უზრუნველყო 2016 წლის 07----–--ის N4------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულის შერულების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,მ-----------------------------–-------------------+''-ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 400-ე, 405-ე, 463-464-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-892-ე, 895-ე, 898-ე, მუხლებით,6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

სადავო არ არის, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 07----–--ს შპს ,,მ-----------------------------–-------------------+''-სა და მოპასუხეებს ოთ-------–ს, თე--------------–---–ს, ბო----------ეს შორის გაფორმდა გრაფიკული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება N4------, რომლის მიხედვით ოთ-------–ზე 5 თვის ვადით, 2.46% საშუალო საპროცენტო განაკვეთით გაიცა 11 000 (თერთმეტი ათასი) ლარი. ყოველთვიური გადასახდელი თანხა შეადგენდა 2470.90 ლარს; ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეებმა თე--------------–---–მა და ბო----------ემ, ოთ-------–თან ერთად შპს ,,მ-----------------------------–-------------------+''-ის წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა არ სცნო სასარჩელო მოთხოვნა, ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილში, ამასთან მოითხოვა პროცენტის შემცირება, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, ვინაიდან მოპასუხემ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით იკისრა ვალდებულება გადაეხადა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. ანუ, საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე: თანხის ოდენობაზე, ვადაზე, სარგებელზე და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობის წესსა და ოდენობაზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ 2016 წლის 07----–--ის ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას. ანუ შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების არსებობას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სრულად.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშკრულება და მოითხოვოს დავალიანების სრულად დაფარვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ შპს ,,მ-----------------------------–-------------------+''-ის მიერ სრულად იქნა შესრულებული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და ოთ-------–ზე გაიცა კრედიტი. მოვალეთა მხრიდან კი კრედიტორის წინაშე ვალდებულება შესრულებული არ არის. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა, 2016 წლის 07----–--ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხის სახით 11--- ლარისა და პროცენტის სახით -13----- ლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 464-ე მუხლების თანახმად: თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 07----–--ის გრაფიკული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებმა თე--------------–---–მა და ბო----------ემ, ოთ-------–თან ერთად შპს ,,მ-----------------------------–-------------------+''-ის წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. ამდენად, ბანკსა და თავდებებს - თე--------------–---–სა და ბო----------ეს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, თავდების ბო----------ის გარდაცვალების გამო მის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მა--------ე, ასევე დადგენილია, რომ ძირითადმა მოვალემ არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, შპს ,,მ-----------------------------–-------------------+''-ის სასარჩელო მოთხოვნა თე--------------–---–ისა და ბო----------ის უფლებამონაცვლის მა--------ის მიმართ, სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2016 წლის 07----–--ს გაფორმებული ხელშეკრულების 16-ე პუნქტით, შეთანხმებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეებმა გამოხატეს ნება მათ შორის დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის შუამდგომლობა ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა შპს ,,მ-----------------------------–-------------------+''-ის სარჩელი, მოპასუხეებს ოთ-------–ს, თე--------------–---–ს, ბო----------ის უფლებამონაცვლეს მა--------ეს შპს ,,მ-----------------------------–-------------------ი+''-ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 371 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს საქმეზე 2018 წლის 17 იანვარის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, რომლითაც შპს ,,მ-----------------------------–-------------------+''-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და შპს ,,მ-----------------------------–-------------------+''-ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ბო----------ეს აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი ლანჩხუთი, საკადასტრო კოდით 27.06.42.015 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს ,,მ-----------------------------–-------------------ი+''-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხეებს ოთ-------–ს, თე--------------–---–ს, ბო----------ის უფლებამონაცვლეს მა--------ეს შპს ,,მ-----------------------------–-------------------ი+''-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 2016 წლის 7----–--ის სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 12 3----- ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 11 000 ლარი, პროცენტი - 13----- ლარი;

 

3. მოპასუხეებს ოთ-------–ს, თე--------------–---–ს, ბო----------ის უფლებამონაცვლეს მა--------ეს შპს ,,მ-----------------------------–-------------------ი+''-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 371 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი - 50 ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება მიქცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ციცინო როხვაძე