განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002309601
საქმეN1-158/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26.06. 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - და------------ლი
დაცვის მხარე
1. ბრალდებული: ჯო---------ია
მამის სახელი: კლ------ი
დაბადებული: 1--04.1980 წელი
პირადი ნომერი: 6---------6
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული: სოხუმი, სოფელი ბე--–--ი
ფაქტობრივი მისამართი: ქ. ქობულეთი, დაბა ჩა----–-------–-----------------
ბრალდებულის დამცველი - ირ---–-----–-ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება - 2018 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N172210118002
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1 სასამართლომ დაადგინა:
ჯო---------იამ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, უცხოური წარმოების 32 კალიბრის (7,65მმ კალიბრი) ,,I----------.’’ -ას მოდელის N------ რევოლვერს და ქარხნული წესით დამზადებულ უცხოური წარმოების 7,65 მმ ,,Browning’’ 1900 წლის ნიმუშის 2 ცალ საბრძოლო ვაზნას, რომლებიც 2018 წლის 21 იანვარს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ჩ---–ი, თამარ მეფის გამზირი, გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა პოლიციის მუშაკების მიერ.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება
2.1. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა, და ატარებდა რევოლვერს და საბრძოლო მასალას; (იხ ოქმი)
2.2. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით N7-. 22.01.18წ. დადგენილია, რომ სისხლის სამართლის N172210118002 საქმეზე ბალისტიკური ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული, უცხოური წარმოების 32 კალიბრის 7,65მმ კალიბრი ,,I----------.’’ -ას მოდელის N------ რევოლვერი. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
2.2. (ორი) ვაზნა, არის ქარხნული წესით დამზადებული უცხოური წარმოების 7,65 მმ ,,Browning’’ 1900 წლის ნიმუშის ვაზნები. განკუთვნილი 7,65 კალიბრის უცხოური წარმოების იარაღებისათვის დიდი ჯგუფისათვის. ორივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალას და ვარგისია გამოყენებისათვის.
2.3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეებში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 06 მარტის წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.5. ამდენად, საქმის განხილვისას გამოკვლეული და მხარეთა მიერ შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეების: ზუ-----–-----------–--------------------------------------------------–----ის, ჯო---------იას გამოკითხვის ოქმები, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯო---------იამ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო მტკიცებულებათა შესწავლით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ჯო---------იამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვით და ტარებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე კოდექსის მე-3 ნაწილით (2018 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება; დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;
როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებსიმ გარემოებას, რომ 2018 წლის 21 ივნისიდან მოქმედი რედაქციით ჯო---------იას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით; კერძოდ, 236-ე მუხლის მესამე ნაწილი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვისათვის და სასჯელის სახედ და ზომად - თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის და სასჯელის სახედ და ზომად - თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით;
2018 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქციით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე, ხოლო 236-ე მუხლის მესამე ნაწილი - თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით;
ჯო---------იას დანაშაული ჩადენილი აქვს 2018 წლის 21 იანვარს ;
შესაბამისად ჯო---------იას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქციით), ვინაიდან განხორციელებული ცვლილების თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, სსკ-ის 236-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებულია უფრო მკაცრი სასჯელი;
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. შესაბამისად ჯო---------იას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - ადრე (2018 წლის 21 ივნისამდე) მოქმედი რედაქციით;
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ჯო---------იას უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა;
სასამართლო სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება; ასევე მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას; ის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისრა ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 03 (სამი) წელი თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ ჯო---------იას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. ის დანაშაულის ჩადენის მომენტში იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის მოქმედების ქვეშ. დადგენილია, რომ მის მიმართ კანონით განხორციელებული შეღავათების მიუხედავად, მან კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული;
ამდენად, ჯო---------იას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას; სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი;
სასამართლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდებულის წარსული ნასამართლობის, დანაშაულებრივი ქმედებით დამდგარი ზიანის, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდგომი ქცევის მხედველობაში მიღებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ჯო---------იას მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი;
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
6.1. ნივთიერი მტკიცებულება - ჯო---------იას პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი - რევოლვერი და ორი ცალი ვაზნა, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილებაში.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად ზ/ნივთმტკიცებების განკარგვა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ჯო---------ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მას:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ჯო---------იას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ჯო---------იას დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველო სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ჯო---------იას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ჯო---------იას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ჯო---------იას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 21 იანვრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - ჯო---------იას პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი - რევოლვერი და ორი ცალი ვაზნა, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეგზავნოს საქართველოს შსს შეიარაღებას განყოფილებას შემდგომი განკარგვისა და რეაგირებისათვის.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილებას და საქართველოს შსს შეიარაღების განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე