გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110210018002259931
N 2/40-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13.06.2018 წელი ქ. ზე----------
შესავალი ნაწილი
ზე----------ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი: ფატმან ჭანტურიძე, თამარ აბულაძე
მოსარჩელე ნ---- ტ--–----ე,მოპასუხე გ------ი ტ--–----ე,წარმომადგენელი გ---–------- ტ---–--–---–ი
დავის საგანი: საკომლო წიგნის ამონაწერში კომლის წევრად მითითებული პირის შესახებ ჩანაწერის გაუქმება; უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზე----------ს არქივში დაცული ხა--------–-ს რაიონის მოლითის სასოფლო საბჭოს 1980-1985 წლების საკომლო წიგნებში ნ-------- ს------ს ძე ტ--–----ის კომლში, კომლის წევრად თ----- ს------ს ძე ტ--–----ის შესახებ ჩანაწერის გაუქმება;
1.2. ხა--------–-ს მუნიციპალიტეტის სო----– მო-–---–ი მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,15 ჰა (1500 კვ.მ.) ფართის მიწის ნაკვეთზე ნ---- ტ--–----ის მესაკუთრედ ცნობა.
მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელის მამა ნ-------- ს------ს ძე ტ--–----ე ცხოვრობდა ხა--------–-ს რაიონის სო----– მო-–---–ი, ეწეოდა სოფლის მეურნეობას და იყო კომლის წევრი. კომლის უფროსის ს------ ტ--–----ის გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსად რეგისტრირებულია 1983-1985 წლებში ნ-------- ტ--–----ე, კომლის წევრად კი ირიცხება მისი ძმა თ----- ს------ს ძე ტ--–----ე. კომლის საკუთრებაშია ხა--------–-ს რაიონის სო----– მო-–---–ი უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი.
მოსარჩელის მამა ნ-------- ტ--–----ე ერთპიროვნულად ფლობდა და სარგებლობდა კომლის სახელზე რიცხული ქონებით, იხდიდა მიწის გადასახადს. მისი ძმა, მოსარჩელის ბიძა თ----- ს------ს ძე ტ--–----ე კი კომლში აღარ ცხოვრობდა. იგი ჯერ იმყოფებოდა პატიმრობაში, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა თბ--–--–ი და რაიმე შეხება კომლის ქონებასთან აღარ ჰქონდა. გაწყვეტილი ჰქონდა კომლთან კავშირი და შესაბამისად მისი კომლის წევრობაც უნდა გაუქმებულიყო.
კომლის უკანასკნელი წევრი იყო მისი მამა ნ-------- ტ--–----ე, რომელიც გარდაიცვალა 1996 წლის 20 მაისს. მართალია თ----- ტ--–----ე გარდაიცვალა 1998 წელში. მაგრამ ამ დროისათვის იგი კომლის წევრი აღარ იყო. ცხოვრობდა და მუშაობდა ქალაქ თბ--–--–ი და კომლთან შეხება აღ ჰქონდა.
ნ-------- ტ--–----ე გარდაცვალებამდე ერთპიროვნულად ფლობდა კომლის ქონებას და როგორც კომლის უკანასკნელი წევრის მემკვიდრე არის მოსარჩელე. უნდა გაუქმდეს 1980-1985 წლების საკომლო წიგნებში ნ-------- ს------ს ძე ტ--–----ის კომლში, კომლის წევრად თ----- ს------ს ძე ტ--–----ის შესახებ ჩანაწერი და ხა--------–-ს მუნიციპალიტეტის სო----– მო-–---–ი მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,15 ჰა (1500 კვ.მ.) ფართის მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ თავად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ------ი ტ--–----ემ როგორც შესაგებლით ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ ხა--------–-ს რაიონის სო----– მო-–---–ი მდებარე კომლის ქონებას მხოლოდ მოსარჩელის მამა ნ-------- ტ--–----ე არ ფლობდა. კომლის წევრი იყო მოპასუხის მამაც თ----- ტ--–----ე, რომელიც გარდაიცვალა 1998 წელში, ხოლო მოსარჩელის მამა ნ-------- ტ--–----ე გარდაიცვალა 1996 წელში. მართალია მისი მამა სასჯელს იხდიდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში 80-ან წლებში, მაგრამ ეს არ არის კომლის წევრობის გაუქმების საფუძველი.
მამის გარდაცვალების შემდეგ მისი სამკვიდრო ქონება მიიღო მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ და თ----- ტ--–----ის ქონების მესაკუთრედ ვერ აღირიცხება მოსარჩელე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ნ---- ტ--–----ე და მოპასუხე გ------ი ტ--–----ე არიან ბიძაშვილები. მოსარჩელის მამა ნ-------- ტ--–----ე და მოპასუხის მამა თ----- ტ--–----ე ხა--------–-ს რაიონის მოლითის სასოფლო საბჭოს საკომლო წიგნების 1973-1985 წლების ჩანაწერების შესაბამისად რეგისტრირებულები არიან დედის ო-–-- ნ-----–----ის ასულ ტ--–----ის კომლში კომლის წევრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
-2016 წლის 06 აპრილის N AA2016032910-03 საარქივო ცნობა;
-საკომლო წიგნის ჩანაწერები;
-მხარეთა განმარტება.
3.1.2. 1980-1985 წლებში, კომლის უფროსის ო-–-- ნ-----–----ის ასულ ტ--–----ის გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსად რეგისტრირებულია ნ-------- ტ--–----ე, ხოლო თ----- ტ--–----ე კომლის წევრია. კომლი ფლობდა საკარმიდამო მიწას 0,15 ჰა. საცხოვრებელ სახლს საერთო ფართით 64 კვ.მ., რომელიც აგებულია 1953 წელში. 1986-1990 წლებში კი ნ-------- ს------სძე ტ--–----ის კომლი აღარ ირიცხება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
-2016 წლის 30 ნოემბრის N 33/76925 საარქივო ცნობა;
-საკომლო წიგნის ჩანაწერები;
-მხარეთა განმარტება.
3.1.3. ხა--------–-ს რაიონის სო----– მო-–---–ი ნ-------- ტ--–----ის საცხოვრებელი სახლი დაინგრა 1990 წელში სტიქიური მოვლენების, კერძოდ დიდთოვლობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
-საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა;
-მოლითის სასოფლო საბჭოს აღმასკომის მიერ გაცემული ცნობა N317 14.05.90;
მხარეთა განმარტება.
3.1.4. 1952 წლის 25 მარტს დაბადებული ნ-------- ტ--–----ე 1984 წლის 18 ივლისიდან რეგისტრირებულია ქ. თბ--–--–ი, გ-–------ მას.,,ა“ მ/რ N54 ბ.26. ნ-------- ტ--–----ე გარდაიცვალა 1996 წლის 20 მაისს. რეგისტრაციიდან მოხსნილია 2015 წლის 25 ნოემბერს და რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველია გარდაცვალება. გარდაცვალებამდე იგი ცხოვრობდა თბ--–--–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ნ-------- ტ--–----ის პასპორტი და ქორწინების მოწმობა;
- სსგს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ 2018 წლის 23 მარტს გაცემული საინფორმაციო ბარათი;
- მხარეთა განმარტება.
3.1.5. 1955 წლის 10 მარტს დაბადებული თ----- ტ--–----ე რეგისტრირებულია ქ. თბ--–--–ი, გუ-----–---–-ს N14ა. ბ.104. თ----- ტ--–----ე გარდაიცვალა 1998 წლის 01 თებერვალს. რეგისტრაციიდან მოხსნილია 1999 წლის 11 ნოემბერს და რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველია გარდაცვალება. გარდაცვალებამდე იგი ცხოვრობდა თბ--–--–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
გარდაცვალების მოწმობა;
- მხარეთა განმარტება.
- სსგს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ 2018 წლის 23 მარტს გაცემული საინფორმაციო ბარათი;
- ფორმა N1 30.04.81.
3.1.6 მოსარჩელე ნ---- ტ--–----ეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ხა--------–-ს მუნიციპალიტეტის, სო----– მო-–---–ი მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ხა--------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის პასუხი N49/802 23/02/2017;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N882016732261-16 (07.03.2017) გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 06 აპრილის N117082 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
მოსარჩელის განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 1998 წლის 01 თებერვალს გარდაცვლილი თ----- ტ--–----ის კუთვნილი ქონებრივი უფლებების და მოვალეობების ერთობლიობა, მის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთები საკუთრებაში მიიღო თ----- ტ--–----ის შვილმა გ------ი ტ--–----ემ, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სამკვიდრო მოწმობა გაცემული 2018 წლის 13 აპრილს.
- მოპასუხის განმარტება.
3.2.2 კომლს მართავდა კომლის უფროსი ნ-------- ტ--–----ე, მაგრამ კომლის ქონებას ფლობდნენ და თანაბრად სარგებლობდნენ როგორც ნ-------- ტ--–----ე, ასევე კომლის წევრი თ----- ტ--–----ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მოპასუხის განმარტება;
- 2016 წლის 30 ნოემბრის N 33/76925 საარქივო ცნობა;
3.2.3. 1974-1981 წლებში თ----- ტ--–----ე სასჯელს იხდიდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. კომლთან კავშირი არ ჰქონდა, სამ წელზე მეტი ვადით ჰქონდა გაწყვეტილი კავშირი კომლთან და იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე უნდა გაუქმდეს ჩანაწერი მისი წევრობის შესახებ. მოსარჩელის მამა ნ-------- ტ--–----ე იყო გარდაცვალების დროისათვის კომლის უკანასკნელი წევრი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მოსარჩელის განმარტება;
- საარქივო ცნობები
3.2.4 ნ-------- ტ--–----ე გარდაიცვალა 1996 წლის 20 მაისს, თ----- ტ--–----ე კი გარდაიცვალა 1998 წლის 01 თებერვალს. ნ-------- ტ--–----ე და თ----- ტ--–----ე ცხოვრობენ თბ--–--–ი და 1986-1990 წლებიდან კომლი აღარ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სსგს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ 2018 წლის 23 მარტს გაცემული
საინფორმაციო ბარათი;
- გარდაცვალების მოწმობები’
- მხარეთა განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ---- ტ--–----ის სარჩელი მოპასუხე გ------ი ტ--–----ის მიმართ საკომლო წიგნის ამონაწერში კომლის წევრად მითითებული პირის შესახებ ჩანაწერის გაუქმებისა და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 122-128-ე, 119-ე მუხლები
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (1997 წლის რედაქციით) 1507-ე,-,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ’’, მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბის №949 დადგენილება;
- სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტი;
-,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. დღეისათვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ წარმოშობილ ურთიერთობებზე. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.
სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
ვინაიდან, მხარეთა შორის ურთიერთობები წარმოშობილია, როგორც 1997 წლის 25 ნოემბრამდე, ისე მის შემდეგ, განსახილველ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს, როგორც 1964 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი, ისე 1997 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო კოდექსი.
6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები და მტკიცებულებებს წარუდგენენ სასამართლოს.
ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ნ---- ტ--–----ე სადავოდ ხდის 1998 წლის 01 თებერვალს გარდაცვლილი თ----- ტ--–----ის კომლის წევრობას 1971 წლიდან და მიაჩნია, რომ 1971 წლიდან მას გაწყვეტილი ჰქონდა კომლთან კავშირი და კომლის უკანასკნელი წევრი იყო მისი მამა ნ-------- ტ--–----ე.
საკოლმეურნეო კომლიდან გამოყოფა, საკოლმეურნეო კომლის ქონებაზე უფლების დაკარგვა, კომლის გაყრა და ა.შ. ხდებოდა იმ დროისათვის მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 126-ე, 127-ე, 128-ე მუხლების საფუძველზე. თითოეული ზემოაღნიშნული მოქმედება ხორციელდებოდა გარკვეული პროცედურების დაცვით, რაც შემდგომში საკომლო ჩანაწერებში ჰპოვებდა ასახვას. ანუ, ყოველი საკომლო ჩანაწერი გარკვეული წინაპირობებიდან გამომდინარეობდა. შესაბამისად, წარმოდგენილი სადავო საკითხის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანეს ჩანაწერს წარმოადგენს საკომლო წიგნის ჩანაწერი, რომლის გაუქმებასაც ითხოვს მოსარჩელე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 123-ე მუხლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებს კომლის ყველა წევრის თანხმობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, დავას საკოლმეურნეო კომლის ქონების მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის შესახებ წყვეტდა სასამართლო კომლის ერთ-ერთი 16 წლის ასაკს მიღწეული წევრის სარჩელით.
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, კომლის შრომისუნარიანი წევრი ჰკარგავს უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ მას სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიუღია მონაწილეობა თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კომლის წევრი არ მონაწილეობდა მეურნეობის წარმოებაში ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვევის, სასწავლებელში სწავლის ან ავადმყოფობის გამო.
1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით განსაზღვრული გარემოებების დადგენისას მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგნაირად: ნორმის პირველი წინადადებით გათვალისწინებული ფაქტის, ანუ, იმის დადგენისას, აქვს თუ არა პირს დაკარგული კომლის ქონებაზე უფლება, მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ პირს, ვინც მიუთითებს ამ გარემოებაზე. მის მიერ იმის დადასტურებით, რომ კომლის შრომისუნარიანი პირი კომლის მეურნეობაში 3 წლის განმავლობაში მონაწილეობას არ იღებდა, მტკიცების ტვირთი გადადის მოწინააღმდეგე მხარეზე, რომელიც ვალდებულია ამტკიცოს კომლის ქონების წილზე საკუთრების უფლების დაკარგვის გამომრიცხავი გარემოებები.
ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სამართლიანი განაწილება მტკიცების ტვირთისა იმას გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა ადასტუროს მოპასუხის მამის თ----- ტ--–----ის მიერ კომლის ქონებაზე უფლების დაკარგვის განმაპირობებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ იგი ზედიზედ 3 წლის განმავლობაში არ იღებდა კომლის საერთო მეურნეობაში მონაწილეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ნ-------- ტ--–----ე თუ თვლიდა თ----- ტ--–----ეს კომლის ქონების უკანონო მფლობელად, იმის გამო, რომ მას დაკარგული ჰქონდა უფლება კომლის ქონებაზე, შესაბამის ზომებს მიიღებდა გარდაცვალებამდე, რაც არ გაუკეთებია. დადგენილია მხარეთა განმარტებებით, რომ კომლის წევრებს შორის დავა კომლის ქონების მფლობელობის შესახებ არ წარმოშობილა და მოსარჩელის მამას ნ-------- ტ--–----ეს სადავოდ არ გაუხდია მისი ძმის თ----- ტ--–----ის კომლის წევრობა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მასზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-105-ე მუხლებით დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებები რაც დაადასტურებდა თ----- ტ--–----ის მიერ კომლის ქონებაზე უფლების დაკარგვის განმაპირობებელი გარემოებებს, რაც გახდებოდა საკომლო წიგნის ჩანაწერის გაუქმების საფუძველი.
საქმის მასალებით 2016 წლის 30 ნოემბრის N 33/76925 საარქივო ცნობის, ასევე 1980-1985 წლების მდგომარებით საკომლო წიგნების ჩანაწერების საქმის მასალებით ირკვევა, რომ 1980-1985 წლების მდგომარეობით საკომლო წიგნის ჩანაწერში დაფიქსირებულია, რომ კომლის უფროსის ო-–-- ნ-----–----ის ასული ტ--–----ის გარდაცვალების გამო კომლის უფროსად რეგისტრირებულია ნ-------- ტ--–----ე. კომლი შედგება ორი წევრისაგან თვით ნ-------- ტ--–----ის და მისი ძმის თ----- ტ--–----ისაგან. აღნიშნულ წლებში კომლი ფლობდა საკარმიდამო მიწას ფართით 0,15 ჰა. საცხოვრებელ სახლს საერთო ფართით 64 კვ.მ., რომელიც აგებულია 1953 წელში. საკომლო წიგნის ჩანაწერების თანახმად კი 1986-1990 წლებში ნ-------- ს------ს ძე ტ--–----ის კომლი არ ირიცხება. მოსარჩელე მხარის მიერ საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი ვერ იქნა.
სასამართლო შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მხოლოდ განმარტებას, რომ ვინაიდან მოპასუხის მამა თ----- ტ--–----ე სასჯელს იხდიდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, კომლთან კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი სამ წელზე მეტი ვადით და მან დაკარგა უფლება კომლის ქონების წილზე. არ დასტურდება მოპასუხის მამის თ----- ტ--–----ის კომლის წევრობის დაკარგვის ფაქტი და სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მამას არ შეუწყვეტია სამართლებრივი კავშირი კომლთან.
ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ----- ტ--–----ე სასჯელს იხდიდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სამ წელზე მეტი ვადით, ვერ გახდება საკოლმეურნეო კომლის ქონების წილზე უფლების დაკარგვის საფუძველი, აღნიშნულის შესახებ საკომლო წიგნების ჩანაწერებით არ დასტურდება და მოსარჩელესაც აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, ეს არ იყო კომლის წევრის ნების გამოხატულება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, წარმოადგენს სახელმწიფო იძულებით ღონისძიებას, რის გამოც ვერ შეძლებდა თ----- ტ--–----ე მონაწილეობა მიეღო თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში და ვერ გახდება კომლის წევრად ჩანაწერის გაუქმების საფუძველი.
არსებითი მნიშვნელობის მტკიცებულებას საკომლო წიგნის ჩანაწერები წარმოადგენს, ვინაიდან ისინი ეფუძნება ჩანაწერის შესრულების დროს მოქმედ კანონმდებლობასა და მის საფუძვლად განხორციელებულ პროცედურებს, ისევე, როგორც კანონით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებებს. კომლის წევრად პირის რეგისტრაცია თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ იგი აკმაყოფილებდა კომლის წევრად რეგისტრაციის პირობებს. ამგვარად, რეგისტრაციის არსებობის პირობებში, მოსარჩელეს გააჩნდა კომლის ჩანაწერის უსაფუძვლობის მტკიცების ტვირთი, რაც მას არ განუხორციელებია. ამდენად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ 1980-1985 წლების მდგომარებით საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით კომლის წევრები არიან ძმები - მოსარჩელის მამა ნ-------- ტ--–----ე და მოპასუხის მამა თ----- ტ--–----ე.
6.5. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 122–ე, 125-ე და 126-ე მუხლების თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ. ამასთან კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანს და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნოდათ.
,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ’’, მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა.
კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 129-ე მუხლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის მოსპობის შემდეგ დარჩენილი ქონების გაყოფა წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის.
შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენდა კომლის ქონებას და გახდა იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე გავრცელდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.
6.6. ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე, შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან სხვა ოჯახის წევრების საერთო საკუთრებას. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) და საკომლო მეურნეობის მესაკუთრეები ხდებიან საადგილმამულო წიგნში თანამესაკუთრეებად რეგისტრირებული პირები.
საკომლო წიგნის ჩანაწერების თანახმად 1986-1990 წლებში ნ-------- ს------ს ძე ტ--–----ის კომლი არ ირიცხება. არ მომხდარა საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) ნ-------- ტ--–----ის კომლის რეგისტრაცია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით - სსგს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ 2018 წლის 23 მარტს გაცემული საინფორმაციო ბარათით და მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მამა ნ-------- ტ--–----ე 1984 წლის 18 ივლისიდან რეგისტრირებულია ქ. თბ--–--–ი, გ-–------ მას.,,ა“ მ/რ N54 ბ.26. ხოლო მოპასუხის მამა თ----- ტ--–----ე ასევე რეგისტრირებულია თბ--–--–ი, გუ-----–---–-ს N14ა. ბ.104, ორთავე მათგანი გარდაცვალებამდე ცხოვრობდნენ მითითებულ მისამართებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ 1986 წლიდან ნ-------- ტ--–----ის კომლი აღარ არსებობს.
აღნიშნული სამართლებრივი აქტების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ 1993 წლიდან ნ-------- ტ--–----ის კომლის საკუთრებაში არსებული ქონება ამ კომლის წევრთა, მათ შორის მოპასუხის მამის თ----- ტ--–----ის თანასაკუთრება გახდა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 112-ე მუხლის შესაბამისად.
ამავე კოდექსის 119-ე მუხლის თანახმად ქონებაზე საერთო წილადი საკუთრების უფლების მოსპობა შეიძლება საერთო საკუთრების წარმოშობის დღიდან ერთი წლის განმავლობაში, ამ მუხლში მითითებული ერთ-ერთი საშუალებით, კერძოდ: 1) ქონების ნატურად გაყოფით, თუ ასეთი გაყოფა შესაძლებელია; 2). წილის გამოსყიდვით; 4) მთელი ქონების გაყიდვით და მიღებული თანხის განაწილებით საერთო საკუთრების მონაწილეთა შორის მათი კუთვნილი წილის შესაბამისად.
დადგენილია და სადავო არ არის, რომ 1990 წელში საცხოვრებელი სახლი, რომელიც წარმოადგენდა კომლის ქონებას, დაინგრა დიდთოვლობის გამო და დარჩა მხოლოდ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომელზეც ვრცელდებოდა ნ-------- და თ----- ტ--–----ეების თანასაკუთრება. მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია 119-ე მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ მოცემულობას და თ----- ტ--–----ის საკუთრებიდან არ გასულა მისი კუთვნილი წილი ყოფილი კომლის ქონებაზე.
6.7. დადგენილია გარდაცვალების მოწმობებით და სადავო არ არის რომ ნ-------- ტ--–----ე გარდაიცვალა 1996 წლის 20 მაისს, 1964 წლის რედაქციის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის მოქმედების დროს, ხოლო თ----- ტ--–----ე კი გარდაიცვალა 1998 წლის 01 თებერვალს, ახალი სამოქალაქო კოდექსის მოქმედების პერიოდში.
მოსარჩელე არაა შეზღუდული და შეეძლო მოეთხოვა და მიეღო მამის მემკვიდრეობა, მათ შორის ხა--------–-ს მუნიციპალიტეტის სო----– მო-–---–ი მდებარე საერთო ქონებიდან, ნ-------- ტ--–----ის კუთვნილი წილიდან მემკვიდრეობა, როგორც 1964 წლის რედაქციით სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, ისე ახალი, 1997 წლიდან ამოქმედებული სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, რაც მას არ განუხორციელებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი ვიდრე ის მოითხოვდა.
მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ზე----------ს არქივში დაცული ხა--------–-ს რაიონის მოლითის სასოფლო საბჭოს 1980-1985 წლების საკომლო წიგნებში ნ-------- ს------ს ძე ტ--–----ის კომლში, კომლის წევრად თ----- ს------ს ძე ტ--–----ის შესახებ ჩანაწერის გაუქმება და ხა--------–-ს მუნიციპალიტეტის სო----– მო-–---–ი მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,15 ჰა (1500 კვ.მ.) ფართის მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ ცნობა.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე კი სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ----- ტ--–----ე 1980-1985 წლებში იყო ნ-------- ტ--–----ის კომლის წევრი, არ არსებობს კომლის წევრად მისი ჩანაწერის გაუქმების საფუძველი. საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ 1993 წლიდან კი იგი გახდა საერთო ქონების თანამესაკუთრე. თ----- ტ--–----ის გარდაცვალების შემდეგ მის კუთვნილ ქონებაზე სამკვიდრო ქონება მიიღო პირველი რიგის მემკვიდრემ მისმა შვილმა გ------ი ტ--–----ემ. შესაბამისად არ არსებობს აღნიშნულ ქონებაზე ნ---- ტ--–----ის მესაკუთრედ ცნობის საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული;
ამავე კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ა” ვ” პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით;
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არის რა სოციალურად დაუცველი, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეც გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნ---- ტ--–----ის სარჩელი მოპასუხე გ------ი ტ--–----ის მიმართ ზე----------ს არქივში დაცული ხა--------–-ს რაიონის სო----– მოლითის სასოფლო საბჭოს 1980-1985 წლების საკომლო წიგნში ნ-------- ს------ს ძე ტ--–----ის კომლში, კომლის წევრად თ----- ს------ს ძე ტ--–----ის შესახებ ჩანაწერის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
1.2. სარჩელი ხა--------–-ს მუნიციპალიტეტის სო----– მო-–---–ი მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,15 ჰა ფართის მქონე მიწის ნაკვეთზე ნ---- ტ--–----ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე ნ---- ტ--–----ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზე----------ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზე----------ს რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ელენე ოსაძე