გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.05.2018
საქმის ნომერი
030210017001959762
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N030210017001959762

N2/496-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 მაისი 2018 წელი ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) შპს "ე------"

დირექტორი ნ----–-----–---ე

წარმომადგენელი ა--------ია

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) ლ--------------–ია

შპს "თ----–---" დირექტორი ა------------------ე

წარმომადგენელი გ--------------ა

სარჩელის დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის

გამოთხოვა

შეგებებული სარჩელის დავის საგანი სარეგისტრაციო ჩანაწერების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

1.სასარჩელო მოთხოვნა

ძირითადი სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა

1.1.ქ. ფოთში, ა---------–---------------------- ტერიტორიაზე მდებარე შპს "ე------"-ის საკუთრებაში არსებული ქონება (საკადასტრო კოდი: 0-----------) გამოთხოვილ იქნას მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და ფართი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.

1.2.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 120 ლარისა და საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი 500 ლარის გადახდა.

შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გაუქმდეს შპს "ე------"-ის (საკადასტრო კოდი: 2--------) საჯარო რეესტრში არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერები საკადასტრო კოდი: 0------------ რომლითაც მისი საკუთრების უფლება 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რეგისტრირებულია შპს "თ----–---სათვის" (ს/ნ 2--------- საკუთრებაში გამოყოფილ 250 კვ. მ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც გაშენებული 32.54 კვ.მ. ფართი 2015 წლის 23 დეკემბერს შეძენილ იქნა ლ--------------–იას მიერ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

შპს "ე------"-ის დირექტორი ნ----–-----–---ე 2016 წლის 12 აგვისტოდან არის შპს "ე------"-ის 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, შპს "ე------"-ს ქ. ფოთში, ა---------–---------------------- ტერიტორიაზე გააჩნია მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. შპს "ე------"-ს არ აქვს თავისი ქონების ფლობისა და სარგებლობის შესაძლებლობა რადგან ფართი დაკავებული აქვს მოპასუხეს და არ ათავისუფლებს მას მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებულია, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით.

 

შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ქ. ფოთის მერიის 1998 წლის 3 ნოემბრის N510 ბრძანებით, შპს "თ----–---" ქ. ფოთში, ა---------–- ბ------ს ტერიტორიაზე ყოფილი ს-------–---------- კ----------ს უკან გამოეყო 250 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო იმავე მერიის 1998 წლის 3 ნოემბრის N511 ბრძანებით, იმავე ადგილას, ქ. ფოთში, ა---------–- ბ------ს ტერიტორიაზე ყოფილი ს-------–---------- კ----------ს უკან შპს "ე------"-ს გამოეყო 50 კვ.მ. მიწა, ორივე შპს მიწის ნაკვეთები გამოეყო კ----------ს უკან, კერძოდ, კ----------ს უკანა მხარეს ერთმანეთის გვერდიგვერდ, რაზედაც ქ. ფოთის არქიტექტურის სამსახურის მიერ 1998 წელს შედეგნილ იქნა საკადასტრო რუკა, რომელშიც მითითებულია, რომ სწორედ ს-------–---------- კ----------ს შენობის უკან გამოუყო მერიამ შპს "ე------"-ს და შპს "თ----–---" ერთმანეთის გვერდიგვერდ 250+50 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო შპს "ე------"-სათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ს-------–---------- შენობის უკან, მარცხენა კუთხეში, სადაც დღეის მდგომარეობით შპს "ე------"-ს ნამდვილად გააჩნია შპს "თ----–------" ერთობლივი პროექტით მის (ე------) მიერ აშენებული ორი ერთმანეთისაგან იზოლირებული სავაჭრო ფართი, მთლიანობაში 30 კვ.მ. 2011 წლის 29 აპრილის ელ. ვერსიით საკადასტრო კოდი: 0------------ზე დარეგისტრირდა შპს "თ----–---ს" საკუთრების უფლება ა---------–----------------------დ 250 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ხოლო იმავე წელს შპს "ე------"-მაც დაირეგისტრირა მისი უფლება 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, თუმცა აზომვითი ნახაზის შემდგენი პირების მიერ შპს-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთების ნახაზზე გადატანა მოხდა შეცდომით და შპს "ე------"-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი აზომვით ნახაზზე დაფიქსირდა სრულიად საპირისპირო მხარეს, კერძოდ ნაკვეთი მდებარეობდა ყოფილი ს-------–---------- კ----------ს შენობის უკანა მარცხენა მხარეს, ახაზულ იქნა იმავე კ----------ს უკან მდებარე შპს "თ----–---ს" მიწის ნაკვეთის გარეთ უკანა მარჯვენა მხარეს. აღნიშნული თავის დროზე არცერთი შპს-ს წარმომადგენლისათვის არ იყო ცნობილი. 2009 წლის 15 მაისს შედეგნილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დადგენილია, რომ შპს "ე------"-ის დირექტორმა და შპს "ფ-----------"-ის დირექტორმა, მიღება-ჩაბარების აქტით დამკვეთმა შპს "ე------"-ის დირექტორმა მიიღო მენარდის მიერ შესრულებული სამუშო, კერძოდ, სავაჭრო ცენტრის პროექტით, მშენებლის მიერ აშენებული შპს "ე------"-ის კუთვნილი 50 კვ.მ მიწის ფართზე ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ცალ-ცალკე შესასვლელებით მაღაზიებისათვის სასარგებლო ფართი 34 კვ.მ. და საერთო სარგებლობის 9 კვ.მ. კოლიდორი, რომელიც შეადგენს შპს "ე------"-ის საკუთრებას. თანახმად აქტისა დამკვეთის პრეტენზია გარდა ფართზე ვიტრაჟის მოწყობისა არ გააჩნია, თუმცა შემდგომში გამოვლენილი სამშენებლო ხარვეზის გამო შპს "ე------"-მა მიმართა სასამართლოს მენარდის შპს "ფ-----------"-ის მიმართ და მოითხოვა მის მიწის ნაკვეთზე უხარისხო მშენებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაზეც ჩატარდა საინჟინრო ექსპერტიზა და მისი დასკვნის საფუძველზე სასამართლომ დააკისრა ზიანის ანაზღაურება მენარდეს, ხოლო რაც მთავარია შპს "ე------"-ის მიერ დავის საგანს წარმოადგენდა სწორედ საყოფაცხორებო კ----------ს უკანა მარცხენა მხარეს გამოყოფილ 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აშენებული ორი ფართის უხარისხო მშენებლობა, რომლის მისადმი კუთვნილებას დღეის მდგომარეობით ძირითად სარჩელში შპს "ე------"-ის ამჟამინდელი დირექტორი უარყოფს და საკადასტრო აზმოვითი ნახაზის შემდგენი პირების მიერ დაშვებული შეცდომის საფუძველზე ცდილობს სხვისი ქონების დასაკუთრებას და სხვის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლოს განჩინებით ჩატარებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნას ერთვის ფართის ფოტოები და დივიდი დისკი, სადაც ერქსპერტის მიერ გადაღებულია ექპსერტიზის ობიექტი, შპს "ე------"-ის კუთვნილ ნაკვეთზე აშენებული სავაჭრო ფართი, ხოლო ხსენებული ექსპერტიზის დასკვნით ნათლად დგინდება, თუ სად მდებარეობს შპს "ე------"-ის ფართი, ხოლო შპს "ე------"-ის და შპს "თ----–---ს" მიერ წარდგენილი ერთობლივი სამშენებლო პროექტის გეგმაში, მითითებულია რეალურად სად მდებარეობს შპს "ე------"-ის მიერ მისთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე აშენებული 30 კვ.მ. ორი სავაჭრო ფართი, ფართზე აღნიშნულია შპს-ს 50%-იანი წილის მესაკუთრის ნ----------ას სახელი, ხოლო ფართი, რომელზეც შპს "ე------"-ის ახალი დირექტორი დაობს მდებარეობს საპირისპირო კუთხეში და იმ დროისათვის ეკუთვნოდა ა------------------ეს, რომელმაც შემდგომში ჩუქების ხელშეკრულების საფუძეველზე ი-------------აზე გაასხვისა. მას შემდეგ რაც შპს "ე------"-სათვის ცნობილი გახდა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზები შპს "ე------"-ზე და შპს "თ----–-----" შედეგნილი იყო არასწორად, შპს "თ----–---ს" დირექტორმა მიმართა შესწორებული საკადასტრო ნახაზის წარდგენით საჯარო რეესტრს, რა დროსაც საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრაციის შეჩერების გადაწყვეტილებაზე დართული სიტუაციური ნახაზით დაადგინა, რომ შპს "ე------"-ის მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია იმ ადგილიდან საპირისპირო მხარეს, ვიდრე მას რეალურად 1998 წელს გამოეყო მიწის ნაკვეთი და რომელზედაც მან 2009 წელს გააშენა სავაჭრო ფართი, ხოლო მის მიერ დარეგისტრირებული 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მთლიანად იჭრება შპს "თ----–---სათვის" მერიის მიერ გამოყოფილ 250 კვ.მ. მიწის ნაკვეთის უკანა მარჯვენა მხარის ნაწილში, ვინაიდან შპს "თ----–---ს" მიერ წარდგენილი კორექტირებული ნახაზი იჭრება შპს "ე------"-ის რეგისტრირებულ მონაცემებში, საჯარო რეესტრი მოკლებულია შესაძლებლობას შეიტანოს ცვლილება რეგისტრირებულ მონაცემებში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ძირითადი სარჩელით მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო.

 

2.2. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია

 

შეგებებულ სარჩელში მოპასუხე მხარემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს "ე------"-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში საკადასტრო კოდით 0----------- და მდებარეობს სწორედ იმ ადგილზე, სადაც გამოყოფილია მისთვის ქ. ფოთის მერის 1998 წლის 3 ნოემბრის N511 ბრძანების საფუძველზე. საჯარო რეესტრის ჩანაწერები სწორია, ხოლო რაც შეეხება შპს თ----–---ს" მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზს, ეტყობა გაყალბება, რადგან ნახაზით სჩანს, რომ შპს "ე------"-სათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი უნდა მდებარეობდეს მდინარე რიონის მხარეს, თუმცა მოსარჩელეეების მიერ შპს "ე------"-ის საკუთრებად მიჩნეული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ყოფილი ს-------–---------- კ----------ს უკან და ნახაზზეც მდინარის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს ეს ობიექტი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.არ მოიპოვება.

 

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2015 წლის 11 დეკემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, ყოფილი ა---------–----------------------დ, დაზუსტებული ფართობი: 50 კვ.მ (ს/კ 0-----------) მესაკუთრე არის შპს "ე------".

 

3.2.2. 2015 წლის 11 დეკემბრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდია: 0------------ ფართობი: 50 კვ.მ.

 

3.2.3. ქალაქ ფოთის მერის 1998 წლის 3 ნოემბრის N511 ბრძანების შესაბამისად, შპს "ე------"-ს სანიტარული კვანძის მშენებლობისათვის გამოეყო მიწის ნაკვეთი ფართით 50 კვ.მ.

 

3.2.4. საკადასტრო რუკის მიხედვით, შპს "ე------"-ის მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 0-----------) დაშენების ფართობი არის 50 კვ.მ, სასარგებლო ფართობი 42,97 კვ.მ.

 

3.2.5. ქ. ფოთის მერის 1998 წლის 3 ნოემბრის N510 ბრძანების მიხედვით, შპს "თ----–---" სუპერმარკეტის კომპლექსის მშენებლობისათვის გამოეყო მიწის ნაკვეთი ფართით 250 კვ.მ.

 

3.2.6. 2011 წლის 29 აპრილის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, ყოფილი ა---------–----------------------დ, დაზუსტებული ფართობი: 250 კვ.მ (ს/კ 0-.0-.--.0--) მესაკუთრე არის შპს "თ----–---".

 

3.2.7. 2011 წლის 03 ივნისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, ყოფილი ა---------–----------------------დ (ს/კ 0-.0-.--.0--) მესაკუთრეები არიან "თ----–---", კ-------–---------ნია, ა------------------ე და ი---- ს---------.

 

3.2.8. ი.მ. ზ-----------------------" მიერ შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი მდებარეობს: ქ. ფოთში, ა---------–----------------------დ, დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, ფართობი: 250 კვ.მ.

 

3.2.9.ქ. ფოთში, ა---------–----------------------დ, შპს "თ----–---ს" სავაჭრო კომპლექსის აზომვითი ნახაზის თანახმად, დაშენების ფართი არის - 250 კვ.მ. საერთო ფართი - 216,16 კვ.მ, მათ შორის სხვა მესაკუთრის ფართი - 168,50 კვ.მ, დაშტრიხვით კ-------–---------ნიას ფართი - 47,76 კვ.მ.

 

3.2.10.2014 წლის 30 დეკემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების შესაბამისად, მჩუქებელი არის ა------------------ე, დასაჩუქრებული ი-------------ა, უძრავი ნივთის მონაცემები - ბ------ს მიმდებარე ტერიტორია, საკადასტრო კოდი: 0-.0-.--.0--, ფართი: 65,08 კვ.მ.

 

3.2.11.2014 წლის 30 დეკემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, ყოფილი ა---------–----------------------დ (ს/კ 0-.0-.--.0--), დაზუსტებული ფართობი: 250 კვ.მ, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 216,26 კვ.მ. მესაკუთრეები არიან "თ----–---", ნ. ს--------------------------------------------------–-----------------ა.

 

3.2.12.2015 წლის 23 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, გამყიდველი არის ი-------------ა, მყიდველი არის ლ--------------–ია, უძრავი ნივთის მონაცემები: ქ. ფოთი, ყოფილი ა---------–----------------------, ფართი: 65.-- კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0-.0-.--.0--, ნასყიდობის საგნის ღირებულბა განისაზღვრა 25000 აშშ დოლარით.

 

3.2.13. 20-- წლის 4 ივლისის დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნის მიხედვით, ფოთის ყოფილი ა---------–----------------------დ 36 კვ.მ. სავაჭრო ფართის მშენებლობის (საკადასტრო კოდი: 0-.0-.--.0--) საწყის საბაზრო ღირებულებად შეიძლება მიღებულ იქნას 30539,97 ლარი.

 

3.2.14.2009 წლის 15 მაისის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს "ფ-----------"-ის დირექტორის კ-------–---------ნიას და მეორეს მხრივ მშენებლობის დამკვეთის შპს "ე------"-ის დირექტორის ნ----------ას ურთიერთშეთანხმებით, 2008 წლის 22 აპრილს დადებული ხელშეკრულების N4-ის საფუძველზე, მერიის სათანადო სამსახურისა და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არსებული სავაჭრო ცენტრის პროექტით, მშენებელი ორგანზაიციის მიერ აშენებულ იქნა შპს "ე------"-ის კუთვნილი 50 კვ.მ. მიწის ფართზე ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ცალ-ცალკე შესასვლელებით მაღაზიებისთვის სასარგებლო ფართი 34 კვ.მ. და საერთო სარგებლობის 9,2 კვ.მ. კორიდორი, რომელიც შეადგენს შპს "ე------"-ის საკუთრებას. მშენებლობა შესრულებულია ტექნიკური მონაცემების დაცვით, გამონაკლისს წარმოადგენს ნ----------ას კუთვნილი ერთი შიდა მაღაზიის ფართში ვიტრაჟის მოწყობა, რაზედაც ვალდებულებას იღებს მშენებელი, ვიტრაჟის სამუშაო შეასრულოს თავისი ხარჯებით.

 

3.2.15.ექსპერტიზის N001034013 დასკვნის მიხედვით, შპს "ფ-----------" -ის მიერ ი-----------–---–ის კუთვნილ სავაჭრო ობიექტში რიგი სამშენებლო სამუშაოები არ არის შესრულებული არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული და დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად არ შეესაბამება სრულად საქმის მასალებში არსებულ 2008 წლის 22 აპრილის N4 ხელშეკრულების 2.2 და 2.3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. იმ სამუშაოების ჩამონათვალი და ღირებულების გაანგარიშება, რომელიც საჭიროა განხილული სავაჭრო ობიექტის სადავო ფართის იმგვარ მდგომარეობაში მოსაყვანად, რაც გათვალისწინებულია ზემოთაღნიშნული საპროექტო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულებით. სამშენებლო-სარეკონსტრქუციო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულებამ შეადგინა 6136,44 ლარი.

 

3.2.16.ფოთის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 01 აგვისტოს სარჩელით მომართა შპს ”ე--------ის წარმომადგენელმა ი-----------–---–მა, მოპასუხეების: ნ----------ასა და შპს ”ფ-----------”-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, აღნიშნულ სარჩელზე დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხე შპს ”ფ-----------”-ს შპს ”ე------”-ის სასარგებლოდ დაეკისროს: - უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო 6136 ლარი; - მიუღებელი შემოსავლის სახით 8800 ლარი; - მის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟი 409 ლარი; - სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 150 ლარი.

 

3.2.17.ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ”ე------”-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ”ფ-----------”-ს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო დაეკისრა შპს ”ე------"-ის სასარგებლოდ 4638 ლარი, მიუღებელი შემოსავლის სახით 6240 ლარი, სულ 10878 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ”ფ-----------”-ს მოსარჩელე შპს ”ე------”-ის სასრგებლოდ დაეკისრა: სახ.ბაჟი 326 ლარის ოდენობით და 150 ლარი გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფისათვის.

 

3.2.18.ქ. ფოთში, ა---------–----------------------დ, შპს "თ----–---ს" სავაჭრო კომპლექსში მოქალაქე კ-------–---------ნიას ფართის აზომვითი ნახაზის მიხედვით, დაშენების ფართი არის - 250 კვ.მ, საერთო ფართი - 216,26 კვ.მ, მათ შორის სხვა მესაკუთრეების ფართი - 168,50 კვ.მ, დაშტრიხვით - კ-------–---------ნიას ფართი - 47,76 კვ.მ, მესაკუთრეები არიან: ა------------------ე - 65,08 კვმ, ნ--------ია - 32,48 კვ.მ, ი---- ს--------- - 15,28 კვ.მ, ლ----------–----ვა - 15,2 კვ.მ, შპს "ნ------------–---- - 15,12 კვ.მ, ერთობლივი სარგებლობის ფართი - 25,42 კვ.მ, ჯამი - 168,50 კვ.მ.

 

3.2.19.ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან საფირმო სახელწოდებაა შპს "თ----–---" (ს/ნ 2--------- დირექტორი- ა------------------ე, პარტნიორები: ნ--------ია, ლ----------–----ვა, შპს "ნ------------–----".

 

3.2.20.მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის დანართი 1-ის მიხედვით, მიწის ნაკვეთის მისამართია: ქ. ფოთი, ა---------–----------------------დ, ფართობი არის 250 კვ.მ, დანიშნულება - არასასოფლო - სამეურნეო, შენობა-ნაგებობის რიგის ნომერი - 1, არასაცხოვრებელი, მდგომარეობა- აშენებული, სართულიანობა -1 , საერთო ფართი - 216,26 კვ.მ, დაშენების ფართი - 250 კვ.მ.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

შპს "ე------"-ის სასარჩელო მოთხოვნა ქ. ფოთში, ა---------–---------------------- ტერიტორიაზე მდებარე შპს "ე------"-ის საკუთრებაში არსებული ქონების (საკადასტრო კოდი: 0-----------) მოპასუხე ლ--------------–იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ლ--------------–იას და შპს "თ----–---ს" დირექტორის ა------------------ის შეგებებული სარჩელი შპს "ე------"-ის (ს/კ2--------) საჯარო რეესტრში არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერების (ს/კ 0-----------), რომლითაც მისი საკუთრების უფლება 50 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია შპს "თ----–---ს" (ს/კ2--------- საკუთრებაში გამოყოფილ 250 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც გაშენებული 32,54 კვ.მ. ფართი 2015 წლის 23 დეკემბერს შეძენილ იქნა ლ. ღ-------–იას მიერ უნდა გაუქმდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები

(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას. დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.

 

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლის თანახმად, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის ძველთაგანვე მიღებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობის უფლება, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარეობს.

 

მესაკუთრეს საქართველოს სკ-ის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 170-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფლება აქვს, ფლობდეს ან სარგებლობდეს კუთვნილი ნივთით. ამდენად, მესაკუთრეს აქვს საკუთარი ნივთის თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება, თუკი არ არსებობს სარგებლობის აუცილებელი სოციალური ინტერესი. ეს კი გულისხმობს მესაკუთის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. აღნიშნულ ურთიერთობას აწესრიგებს საქართველოს სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ნორმის აღწერილობითი ნაწილის შემადგენელ სამ ელემენტს შეიცავს:

1.მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე;

2.მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი;

3.მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (ნორმის აღწერილობითი ნაწილის ე.წ. ნეგატიური, უარყოფითი შემადგენელი ელემენტი).

 

მხოლოდ მას შემდეგ, როდასაც სასამართლოზე ამ სამივე წინაპირობის (ნორმის აღწერილობითი ნაწილის შემადაგენელი ელემენტების) არსებობა დადგინდება, შეიძლება დადგეს სამართლებრივი შედეგი: მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დაკისრება.

 

ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების პირველ პირობას, წარმოადგენს ის, რომ მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე. ვინაიდან მესაკუთრის მიერ დაბრუნების მოთხოვნა თანაბრად უკავშირდება როგორც მოძრავ, ისე უძრავ ნივთებს, ამიტომ მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმცია სხავადასხვაგვარად დასტურდება. უძრავი ნივთის მესაკუთრეობა საქართველოს სკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯარო რეესტრიდან დასტურდება, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ კი სკ-ის 312-ე მუხლის შესაბამისად მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია. თუმცა, პირის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე შეიძლება არ დასტურდებოდეს საჯარო რეესტრიდნ, მაგრამ აღნიშნუკლი უდავოდ იქნეს მიჩნეული პირის საკუთრებად სსვა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე და გახდეს ვინდიკაციური სარჩელის დამაყოფილების საფუძველი.

 

ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების მეორე აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი. აღნიშნული თავისთავად გამომდინარეობს მოთხოვნის არსიდან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა ეხება ნივთის მფლობელობიდან გამოთხოვას. აქვე აღსანიშნავია, რომ მფლობელობა არ უნდა იყოს კანონიერი, ვინაიდან სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იძლევა მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესაძლებლობას. უძრავ ნივთებთან მიმართებით საკითხი მარტივად წყდება, ვინაიდან საკუთრების უფლება საჯარო რეესტრიდან დასტურდება.

 

კიდევ ერთი საკითხი აღნიშნულთან დაკავშირებით არის მფლობელის სუბიექტური დამოკიდებულების გარკვევა მფლობელობის ფაქტის მიმართ. აღნიშნული, ზეგავლენას ახდენს სკ-ის 172-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგზე (უკანონო მფლობელობის დადგენის შემთხვევაში ნივთი გამოთხოვილ უნდა იქნეს მესაკუთრის სასარგებლოდ).

 

”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს (ცდილობს) სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. მთავარი ის არის, რომ სუბიექტი უნდა იყოს მესაკუთრე.

 

რეგისტრაციის ხავეზებზე მიუთითებს, ასევე საჯარო რეესტრში დაცული შპს "არქპროექტდიზაინის" მიერ შედგენილი საკადასტრო აზომოვითი ნახაზზე დაშვებული უსწორობა, რომლის მიხედვითაც მდინარე რიონი მიედინება საპირისპირო მიმართულებით. აღნიშნული ნახაზი, რომელიც საჯარო რეესტრის რეგისტრაციის მასალებშია განთავსებული, იმდენად ნათლად წარმოაჩენს რეგისტრატორის ზედაპირულ დამოკიდებულებას, რომ საქმისადმი ასეთი უხეში დამოკიდებულების (გულგრილობა) ფონზე, სერიოზულად შედეგზე მსჯელობა სცილდება ფაქტობრივ და სამართლებრივ გონივრულ ფარგლებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქალაქ ფოთის მერის 1998 წლის 3 ნოემბრის N511 ბრძანების შესაბამისად, შპს "ე------"-ს სანიტარული კვანძის მშენებლობისათვის გამოეყო მიწის ნაკვეთი ფართით 50 კვ.მ. რომელიც შეცდომით ან უხეში გაუფრთხილებლობით იქნა დარეგისტრირებული სხვა ადგილას.

 

საკადასტრო აზომვითი სიტუაციური ნახაზიდან ჩანს, რომ შპს "ე------"-მა მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა შპს "თ----–---ს" მიერ აშენებულ სავაჭრო ცენტრში არსებულ ფართზე და რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე მთლიანად განთავსებულია ა------------------ის მფლობელობაში არსებული 2 ფართი, ჯამში 34 კვ.მ, ხოლო ვინაიდან შპს "ე------"-ს რეგისტრირებული აქვს 50 კვ.მ. რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი მოქცეულია შპს "თ----–---ს" მიერ აშენებულ ორ ფართში. შპს "ე------"-ს 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გააჩნია ერთობლივად აშენებული შენობის სავაჭრო ცენტრის საპირისპირო მხარეს, სადაც მას აშენებული აქვს ორი ფართი 34 კვ.მ-ს ოდენობით და ის მდებარეობს ყოფილი ს-------–---------- კ----------ს უკან, სადაც მას და შპს "თ----–---" 1998 წლის N510 და N511 ბრძანებებით გამოეყოთ მიწის ნაკვეთი, აღნიშნულ შპს-ეებს მიწის ნაკვეთები გამოეყოთ საყოფაცხოვრები კ----------ს უკან, იმ წილობრივი ოდენობით, რომელიც შპს "თ----–---" უნდა გამოყოფოდა 250 კვ.მ. და შპს "ე------"-ს 50 კვ.მ. შპს "ე------"-ს აშენებული აქვს ორი სავაჭრო ფართი კ----------ს უკან, ხოლო მიწა საკადასტრო ნახაზის მიხედვით რეგისტრირებულია შპს "თ----–-----" გამოყოფილი მიწის უკანა მხარეს.

 

საყურადღებოა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 01 აგვისტოს სარჩელით მომართა შპს ”ე--------ის წარმომადგენელმა ი-----------–---–მა, მოპასუხეების: ნ----------ასა და შპს ”ფ-----------”-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, აღნიშნულ სარჩელზე დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხე შპს ”ფ-----------”-ს შპს ”ე------”-ის სასარგებლოდ დაეკისროს: - უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო 6136 ლარი; - მიუღებელი შემოსავლის სახით 8800 ლარი; - მის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟი 409 ლარი; - სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 150 ლარი.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ”ე------”-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ”ფ-----------”-ს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო დაეკისრა შპს ”ე------"-ის სასარგებლოდ 4638 ლარი, მიუღებელი შემოსავლის სახით 6240 ლარი, სულ 10878 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ”ფ-----------”-ს მოსარჩელე შპს ”ე------”-ის სასრგებლოდ დაეკისრა: სახ.ბაჟი 326 ლარის ოდენობით და 150 ლარი გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფისათვის. ზემო აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

საქმეში არსებული ქ. ფოთში, ა---------–----------------------დ, შპს "თ----–---ს" სავაჭრო კომპლექსში მოქალაქე კ-------–---------ნიას ფართის აზომვითი ნახაზის მიხედვით, დაშენების ფართი არის - 250 კვ.მ, საერთო ფართი - 216,26 კვ.მ, მათ შორის სხვა მესაკუთრეების ფართი - 168,50 კვ.მ, დაშტრიხვით - კ-------–---------ნიას ფართი - 47,76 კვ.მ, მესაკუთრეები არიან: ა------------------ე - 65,08 კვმ, ნ--------ია - 32,48 კვ.მ, ი---- ს--------- - 15,28 კვ.მ, ლ----------–----ვა - 15,2 კვ.მ, შპს "ნ------------–---- - 15,12 კვ.მ, ერთობლივი სარგებლობის ფართი - 25,42 კვ.მ, ჯამი - 168,50 კვ.მ. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან საფირმო სახელწოდებაა შპს "თ----–---" (ს/ნ 2--------- დირექტორი- ა------------------ე, პარტნიორები: ნ--------ია, ლ----------–----ვა, შპს "ნ------------–----". 2011 წლის 29 აპრილის ამონწერით საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების მდებარე: ა---------–----------------------დ (ს/კ 0-.0-.--.0--), დაზუსტებული ფართობი: 250 კვ.მ, მესაკუთრე არის შპს "თ----–---". 2011 წლის 03 ივნისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, ა---------–----------------------დ (ს/კ 0-.0-.--.0--) , დაზუსტებული ფართობი: 250 კვ.მ, მესაკუთრეები არიან: ა------------------ე, ი---- ს---------, კ-------–---------ნია და შპს "თ----–---". მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის დანართი 1-ის მიხედვით, მიწის ნაკვეთის მისამართია ქ. ფოთი, ა---------–----------------------დ, ფართობი არის 250 კვ.მ, დანიშნულება - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების, შენობა-ნაგებობის რიგის ნომერი -1, დანიშნულება, არასაცხოვრებელი, მდგომარეობა- აშენებული, სართულიანობა -1 , საერთო ფართი - 216,26 კვ.მ, დაშენების ფართი - 250 კვ.მ.

 

მოწმე კ-------–---------ნიას განმარტებით, მან (შპს ფ------------ის დირექტორი) ააშენა სადავოდ გამხდარი შენობა-ნაგებობა. შპს "ე------"-ის ფართი 50 კვ.მ მდებარეობდა ს-------–---------- კ----------ს უკანა კედლიდან - პირველ მოსაზღვრედ. მან ააშენა ფართები, მათ შორის შს "ე------"-ის და ჩააბარა მეპატრონეებს. მას გააჩნდა მშენებლობის პროექტი, სადაც დეტალურად იყო აღნიშნული, რომ შპს "ე------"-ის ფართები იყო ს-------–---------- კ----------ს უკანა კედლიდან. შპს "ე------"-ის დირექტორმა ი. გ-----–---–მა ნ. ნ------თან კარგად იცოდა, რომ იყო მისი ფართი და დაობდა სასამართლოში მისი ფართის მშენებლობისას დაშვებულ ხარვეზებზე. მის შპს-ს დაეკისრა გადასახდელად გარკვეული თანხები, რომლის აღსრულება მოხდება კიდეც (იხ. სხდომის ოქმი).

 

ზემოთ მითითებული გარემოებები ადასტურებენ, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მისი საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე, არის დაუსაბუთებელი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, რაც შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს აღნიშნული უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს შპს "ე-------ის (ს/კ2--------) საჯარო რეესტრში არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერები (ს/კ 0-----------), რომლითაც მისი საკუთრების უფლება 50 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია შპს "თ----–---ს" (ს/კ 2--------- საკუთრებაში გამოყოფილ 250 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც გაშენებული 32,54 კვ.მ. ფართი 2015 წლის 23 დეკემბერს შეძენილ იქნა ლ. ღ-------–იას მიერ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

შპს "ე------"-ს უნდა დაეკისროს შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 100 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1.შპს "ე------"-ის სასარჩელო მოთხოვნა ქ. ფოთში, ა---------–---------------------- ტერიტორიაზე მდებარე შპს "ე------"-ის საკუთრებაში არსებული ქონების (საკადასტრო კოდი: 0-----------) მოპასუხე ლ--------------–იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ლ--------------–იას და შპს "თ----–---ს" დირექტორის ა------------------ის შეგებებული სარჩელი შპს "ე------"-ის (ს/კ2--------) საჯარო რეესტრში არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერების (ს/კ 0-----------), რომლითაც მისი საკუთრების უფლება 50 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია შპს "თ----–---ს" (ს/კ 2--------- საკუთრებაში გამოყოფილ 250 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც გაშენებული 32,54 კვ.მ. ფართი 2015 წლის 23 დეკემბერს შეძენილ იქნა ლ. ღ-------–იას მიერ გაუქმდეს.

 

3. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.

 

4.შპს "ე------"-ს დაეკისროს შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 100 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე