განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002455373
1-445/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილმა
მირანდა თურმანიძის სხდომის მდივნობით
პროკურორი _ გ--–- თ----ე
ბრალდებული - ა-–-------რე ლ---–---ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N 0-----------
ბრალდებული: ა-–-------რე ლ---–---ძე
მამის სახელი: თ-------
დაბადებული: 23.10.1------–--–-----------------------------------------–--------------------–-----------–------------–------------------------------------------------–----–-------------------------------------------------–--------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 344-ე მუხლის პირველი ნაწილი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსი:
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 28 აპრილს ა-–-------რე ლ---–---ძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ "სარფში" ლევან პანაიოტოდის პირადობის მოწმობის გამოყენებით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შევიდა თურქეთის რესპუბლიკაში, რაშიც მხილებული იქნა 2018 წლის 03 მაისს თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსვლის დროს.
2018 წლის 03 მაისს ა-–-------რე ლ---–---ძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ "სარფში" ლევან პანაიოტოდის პირადობის მოწმობის გამოყენებით უკანონოდ ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას და თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლას .
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა.
სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–-------რე ლ---–---ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა-–-------რე ლ---–---ძის ბრალეულობას, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება დანაშაულის შესახებ, რადიოგრამები საზღვრის კვეთის შესახებ, მოწმეების ლ--------–--–---------------–ვაშის გამოკითხვის ოქმები, თავად ა-–-------რე ლ---–---ძის გამოკითხვის ოქმი.
ამდენად საქმეში არსებული მტკიცებულებეთა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-–-------რე ლ---–---ძემ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი - საქართველოს სახელმწიფო საზღვრი უკანონოდ გადაკვეთა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.344-ე მუხლის პირველი ნაწილი - საქართველოს სახელმწიფო საზღვრი უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.
ა-–-------რე ლ---–---ძის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტი, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტი დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ა-–-------რე ლ---–---ძის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა ა-–-------რე ლ---–---ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, დანაშაული - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, დანაშაული - გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19;344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ა-–-------რე ლ---–---ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების გულწრფელი მონანიება.
ა-–-------რე ლ---–---ძის მიმართ პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.
სასჯელის დასაბუთება:
ჩადენილი დანაშაულის მოტივის და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ ა-–-------რე ლ---–---ძეს უნდა დაენიშნოს ისეთი სახის სასჯელი, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
ა-–-------რე ლ---–---ძის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა დანაშაულის ჩადენა, რითაც მან პასუხისმგებლობა იკისრა ჩადენილი დანაშაულისათვის, იმადროულად ჩადენილია არაძალადობრივი და ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასამართლო ითვალისწინებს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მის ყოფაქცევას და მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1 ნაწილით მას ძირითად სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 19.344-ე მუხლის 1 ნაწილით ძირითად სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ
ნივთიერი მტკიცებულების გადაწყვეტა:
საქმეზე ცნობილი ნივთმტკიცებების საკითხი გადაწყდეს სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესის თანახმად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
ბრალდებული ა-–-------რე ლ---–---ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბრალდებული ა-–-------რე ლ---–---ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–-------რე ლ---–---ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს
ა-–-------რე ლ---–---ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ლევან პანაიოტიდის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა დაუბრუნდეს მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი