გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.07.2018
საქმის ნომერი
200210015001142702
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
05.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/479-15

N200210015001142702

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

05 ივლისი, 2018 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი

 

მოსარჩელე - ა-–---------ე კ-----–---–ი

მოპასუხეები: თ---------- ს-----–---–ი, ნ----- ო-------–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს თ---------- ს-----–---–სა და ნ----- ო-------–---–ს მოსარჩელე ა-–---------ე კ-----–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელისათვის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის დაზიანებისა და მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 9010 (ცხრაათასათი) ლარის ოდენობით.

 

სარჩელის თანახმად, 2015 წლის 25 მაისს ქ. თ--–--ში ადგილი ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის შედეგადაც დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა, შემთხვევასთან დაკავშირებით კახეთის საოლქო პროკურატურაში დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, 2017 წლის 07 ივლისის N13/15-45166 დადგენილებით შეწყდა, ხოლო ადმინისტრაციულ სამართლადამრღვევად და შესაბამისად საგზაო შემთხვევაში ბრალეულ პირად ცნობილი იქნა მოპასუხე თ---------- ს-----–---–ი. მიუხედავად, მოსარჩელის არაერთი მცდელობისა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მხარეს აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი შედეგი მიღწეული ვერ იქნა. მოსარჩელე მხარემ წარმოდგენილი სარჩელით განმარტა რომ მის მიერ მოთხოვნილი ზიანის თანხა მოიცავს, როგორც უშუალოდ ავტომანქანის დაზიანებით მიყენებულ ზიანს 7410 ლარის ოდენობით. ასევე მიუღებელ შემოსავალს 1600 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე თ---------- ს-----–---–ი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვა მოსარჩელე მხარეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.

 

მოპასუხე ნ----- ო-------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით არ სცნო სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა რომ მას პირად საკუთრებაში ჰყავდა ,,ო---–ის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც 2013 წლის თებერვლის თვეში მიჰყიდა ქ. თ--–--ში მცხოვრებ ბ--- ბ--------–---–ს, მას შემდეგ აღნიშნული მანქანა მის მფლობელობაში აღარ ყოფილა. სარჩელის მიღების შემდეგ გაიგო, რომ აღნიშნული ა/მანქანით საგზაო სატრნასპორტო შემთხვევა მოუხდენია ვინმე თ---------- ს-----–---–ს, რომელთანაც მას არავითარი შეხება არ აქვს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 25 მაისს ქ. თ--–--ში, დ. ა----–----ლის ქუჩაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც ო---–ის მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით C------- მართავდა თ---------- ს-----–---–ი,ხოლო საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ 2015 წლის 12 აგვისტოს გაცემული ცნობის თანახმად აღნიშნული ავტომანქანა რეგისტრირებულია ნ----- ო-------–---–ზე.

მერსედესის მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით B-------- მართვდა მოსარჩელე ა-–---------ე კ-----–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 07 ივლისის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 17-18)

- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და სამედიცინო შემოწმების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები (ს.ფ. 22-25)

- საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ 2015 წლის 12 აგვისტოს გაცემული ცნობა(ს.ფ.19)

-

3.2.2. მოპასუხე თ---------- ს-----–---–ის ქმედებები მიჩნეული იქნა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევად; იგი ავტომანქანას მართავდა ნასვამ მდგომარეობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 07 ივლისის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 17-18)

 

3.2.3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის ავტომანქანა დაზიანდა და იგი აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას,რის გამოც მოხდა მისი ჩამოწერა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 20)

- ფოტოები (ს.ფ. 26-28);

 

3.2.4. მოსარჩელემ 2014 წლის 04 მარტს შეიძინა ავტომანქანა, რომლის სატარიფო ღირებულება შეადგენს 7851 ლარს, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის გაყიდვა განხორციელა 2500 ლარად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- ავტოსატრასპორტო საშუალების დეკლარაცია (ს.ფ. 21)

- შესყიდვის აქტი

 

3.2.5.სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მოსაზრებას რომ ერთადერთ შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა ა-–---------ე კ-----–---–ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით თბილისიდან თ--–--ის და საპირისპირო მიმართულებით მგზავრთა გადაყვანით მიღებული შემოსავალი, რაც მოსარჩელემ ვერ განახორციელა ავტოსაგზაო შემთხვევიდან 3 თვის განმავლობაში და მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 1600 ლარი, ვინაიდან მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება რომლიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული საქმიანობის წარმოებას და მიუღებელი შემოსავლის ოდენობას.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარის ახსნა-განმარტება

3.2.6. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხე ნ----- ო-------–---–ის, მოსაზრებას რომ ავტომქნაქანა მის საკუთრება აღარ არის და შესაბამისად წარმოდგენილი სარჩელი მის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან,ხოლო საქართველოს შინაგანსაქმეთა მინისტრის 2000 წლის 18 აპრილის ბრძანება N 146-ის 1.4. პუნქტის თანახმად ,,სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეები, მათი შეძენის გაფორმების...და სხვა გარემოებების წარმოშობის შემდეგ, რომლებიც დაკავშირებულია რეგისრტირებული მონაცემების შეცვლასთან ვალდებულნი არიან სატრანსპრტო საშუალებები რეგისტრაციაში გაატარონ 10 დღე-ღამის განმავლობაში“.

საქმეში არსებული ცნობის თანახმად კი მოპასუხე თ---------- ს-----–---–ის მართვის ქვეშმყოფი ავტომანქანა რეგისტრირებულია ნ----- ო-------–---–ზე.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 992-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე, 414-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართალურთიერთობა წარმოიშვა ზიანის მიყენების (დელიქტის) საფუძველზე;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არასახელშეკრულებო ზიანი (დელიქტი) წარმოიქმნება უშუალოდ სამართალდარღვევდან. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არის ნორმის შემადგენლობის ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია ზიანის დაკისრებისათვის. კერძოდ, დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მოპასუხე მხარის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, მოხდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რამაც გამოიწვია მოსარჩელე მხარისათვის ზიანის 5351 ლარის მიყენება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავალის არსებობის მტკიცების ტვირთი აკისრია მოსარჩელე მხარეს. მას კი სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია კანონით დადგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ იგი ნამდვილად ეწეოდა რაიმე სახის საქმიანობას და ავტომანქანის დაზიანების გამო ვერ მიიღო შემოსავალი. სასამართლო მხოლოდ მოსარჩელის ზეპირსიტყვიერ ახსნა-განმარტებას და ასევე მოწმე ს.ლობჟანიძის ჩვენებას ვერ მიიჩნევს საკმარის მტკიცებულებად მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავალის ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად

თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 259-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ა-–---------ე კ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.მოპასუხეებს თ---------- ს-----–---–ს და ნ----- ო-------–---–ს მოსარჩელე ა-–---------ე კ-----–---–ის სასარგებლოდ ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისროთ 5351(ხუთიათას სამასორმცდათერთმეტი) ლარის გადახდა.

3. მოპასუხე თ---------- ს-----–---–ს და ნ----- ოდესრიშილს ა-–---------ე კ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 160.53 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი 109, 47 ლარი ა-–---------ე კ-----–---–ს ჩაეთვალოს გადახდილად.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში (მდებარე ქ. თელავი, აღმაშენებლის 41) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარინე ცერცვაძე