გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.07.2018
საქმის ნომერი
340210017002162875
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
06.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340210017002162875

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04.07.2018 წ. ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი

სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი

მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბანკი ",მოსარჩელის წარმომადგენელი გ-----------–------, ლ--–----------

მოპასუხე თა---- ცი–-–--ლი დი--- ქა-----–--–-–--ლი

მოპასუხის წარმომადგენელი მ------------–---–-

დავის საგანი: თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს თა---- ცი–-–--ლს და დი--- ქა-----–--–-–--ლს მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4249,02 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1964.91 ლარი, სარგებელი- 1299,11 ლარი, ჯარიმა 500 ლარი. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვროს 2575 ლარით.

(მოსარჩელემ პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა შეამცირა 04.07.2018 წლის სასამართლო სხდომაზე)

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: სს ”ლ-------- ბანკსა” და თა---- ცი–-–--ლს შორის 2015 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხის თანხა 2500 ლარის ოდენობით, სარგებლის სახით წლიური 44%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა -24 თვე. პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 1%-ის ოდენობით.

 

საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებმა პირმა - დი--- ქა-----–--–-–--ლმა იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად. თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 2575 ლარით

მსესხებელმა 10.05.2016 წლიდან დაარღვია გადახდის გრაფიკი, და მიუხედავად გაფრთხილებისა, არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რის გამოც კრედიტს ერიცხება პირგასამტეხლო.

მოპასუხეების დავალიანება 2017 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით პირგასამტეხლოს შემცირების შემდეგ შეადგენს ძირი თანხა 1964.91 ლარი, სარგებელი- 1299,11 ლარი, პირგასამტეხლო -500 ლარი.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

2.1 მოპასუხე თა---- ცი–-–--ლი და დი--- ქა-----–--–-–--ლი როგორც წარმოდგენილი შესაგებელით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელის მოთხოვნას დაეთანხმნენ მხოლოდ ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო სარგებელის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოთხოვნას არ დაეთანხმნენ .

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1 სს ”ლ-------- ბანკს” და თა---- ცი–-–--ლს შორის 2015 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხის თანხა 2500 ლარის ოდენობით, სარგებლის სახით წლიური 44%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა -24 თვე. პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 1%-ის ოდენობით.

3.1.2 საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებმა პირმა - დი--- ქა-----–--–-–--ლმა იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად. თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა 2575 ლარით განისაზღვრა

3.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხემ მსესხებელმა 10.05.2016 წლიდან დაარღვია გადახდის გრაფიკი, და მიუხედავად გაფრთხილებისა, არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რის გამოც კრედიტს ერიცხება პირგასამტეხლო.

3.1.4. მოპასუხეების დავალიანება 2017 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს ძირი თანხა 1964.91 ლარი, სარგებელი- 1299,11 ლარი, პირგასამტეხლო 985 ლარი.

 

3.1.5 მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში და 985 ლარის ნაცვლად 500 ლარის დაკისრება მოითხოვა. მოპასუხეების წარმომადგენელი პირგასამტეხლოს გადახდას არც შემცირებული ოდენობით დაეთანხმა

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საბანკო კრედიტის ხელშეკრულება

-თავდებობის ხელშეკრულება

-ცნობა დავალიანების შესახებ

- გაფრთხილების წერილები

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელოვანი სადავო გარემოება მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სს ''ლ-------- ბანკის'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს .

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი თანხის 1964,91 ლარის დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

განსახილველ შემთხვევაში სს ”ლ-------- ბანკს” და თა---- ცი–-–--ლს შორის 2015 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხის თანხა 2500 ლარის ოდენობით, სარგებლის სახით წლიური 44%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა -24 თვე. პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 1%-ის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თავდებმა დი--- ქა-----–--–-–--ლმა იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

მოპასუხე მხარემ სცნო სარჩელი ძირითადი თანხის 1964,91 ლარის დავალიანების ნაწილში, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით.

 

6.2. მოსარჩელის მოთხოვნა სარგებელის - 1299,11 ლარის დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

განსახილველ შემთხვევაში, სს ”ლ-------- ბანკს” და თა---- ცი–-–--ლს შორის 2015 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, აგრეთვე სს ,,ლ-------- ბანკს“ და დი--- ქა-----–--–-–--ლს შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის მიხედვით მოპასუხეებმა, როგორც სესხის, ასევე დარიცხული პროცენტის გადახდის ვალდებულება იკისრეს. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას კი მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით , მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რაც მსესხებლის მიერ დარღვეულია, კერძოდ, 10.05.2016 წლის შემდეგ მსესხებელმა შეწყვიტა ვალდებულების შესრულება, და 2017 წლის ნოემბრამდე, ანუ სარჩელის სასამართლოში აღძვრამდე, საერთოდ აღარ გადაუხდია გრაფიკით გათვალისწინებული თანხა, აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს ანიჭებს უფლებას, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და დაუყოვნებლივ მოითხოვოს დავალიანების დაფარვა, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის და სესხზე დარიცხული პროცენტის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

მოცემულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებმა პირმა - დი--- ქა-----–--–-–--ლმა იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად. თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა 2572 ლარია. შესაბამისად, სს ,,ლ-------- ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნა შესაბამისობაშია და არ სცილდება თავდები პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი თავდებობის მაქსიმალურ ოდენობას.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ”ლ-------- ბანკს” და თა---- ცი–-–--ლს შორის 2015 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდაზე, რაც ხელშეკრულების მიხედვით შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 1%-ის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო-500 ლარი არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ უნდა მოხდეს მისი შემცირება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში სარჩელით დავის საგანია 4249,02 ლარი, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 128 ლარი. მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი შეამცირა 485 ლარით, მოსარჩელემ სარჩელი აღიარა 1964,91 ლარის დაკისრების ნაწილში, ამიტომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან მოსარჩელეს ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 74 ლარი, ხოლო 54 ლარი მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ასანაზღაურებლად

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 41-ე, 46-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591,369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ;

2. მოპასუხეებს თა---- ცი–-–--ლს და დიანა ქა-----–--–-–--ლს მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3764,02 ლარის გადახდა, საიდანაც თავდების- დი--- ქა-----–--–-–--ლის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 2575 ლარით ;

3. მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბანკს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი- 74.00 ლარი

4. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ: სახელმწიფო ბაჟის 54 ლარის გადახდა .

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი