გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140210117002216724
საქმე №2/1976-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 ივნისი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი, თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - ზ-------–----ე
წარმომადგენელი - ი--------------–---–ი
მოპასუხეები - გ------------–----–---–ი (მონაწილეობის გარეშე)
შ--–-------–----–---–ი (მონაწილეობის გარეშე)
წარმომადგენელი - ე-–---------–--–---–ი
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეებს: გ------------–----–---–ს და შ--–-------–----–---–ს ზ-------–----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2460 ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 20 ოქტომბერს ზ-------–----ე მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით მოძრაობდა ქალაქ ხაშურიდან ქალაქ ახალციხის მიმართულებით. სოფელ მუგარეთთან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მოპასუხე გ------------–----–---–ი, შეეჯახა ზ-------–----ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, შედგა გასაუბრების ოქმები და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა. საბოლოოდ მოპასუხე გ------------–----–---–ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე განესაზღვრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით, ავტომანქანები კი გადაყვანილი იქნა სპეცავტოსადგომზე. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ზ-------–----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რომლის შეკეთებას დასაჭირდა გარკვეული თანხა, რასაც მოპასუხე მხარე ნებაყოფლობით არ ანაზღაურებს (იხ სარჩელი და 07.05.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე:
გ------------–----–---–ის განმარტებით 2017 წლის 20 ოქტომბერს გ------------–----–---–სა და ზ-------–----ეს შორის მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და მის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგა ოქმი და განესაზღვრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით. გ------------–----–---–ი არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნას.
მოპასუხე შ--–-------–----–---–ის განმარტებით, იგი არასათანადო მოპასუხეა.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა განმარტა, რომ მართალია შ--–-------–----–---–ი და გ------------–----–---–ი მამა-შვილია და მანქანის გასაღები მამასაც აქვს და შვილსაც, არცერთი არ იღებს ნებართვას მეორისგან მანქანით სარგებლობისათვის და საჭიროების შემთხვევაში ორივე სარგებლობს აღნიშნული ავტომანქანით, თუმცა მისთვის გაუგებარია მოსარჩელე მხარის მიერ შ--–-------–----–---–ის მოპასუხედ მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან შ--–-------–----–---–ს ამ ფაქტთან, მითუმეტეს სამართალდარღვევის ფაქტთან კავშირი არ აქვს. რაც შეეხება გ------------–----–---–ს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასწორად არის წარმოებული, წარმოდგენილია არასწორი დასკვნა, ვინაიდან ერთის მხრივ გაუგებარია არის თუ არა აუდიტორული დასკვნის გამცემი აუდიტორი, მეორეს მხრივ აუდიტორულ დასკვნას არ აქვს სათანადო რეკვიზიტები და ამ დასკვნაში მითითებული დაზიანებები არ შეესაბამება სატრანსპორტო შემთხვევის ოქმში პატრულის მიერ მითითებულ დაზიანებებს (იხ. შესაგებელი და 2018 წლის 07 მაისის სხდომის ოქმი 13:03:48; 13:08:04; 13:10:40; 13:16:58 წთ).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებმა სადავოდ გახადეს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 20 ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ზ-------–----ის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა „ნისან ნოუთი“, სახ. ნომრით TU 500KA, რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხულია ე--------–-----------ის სახელზე.
ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მოპასუხე გ------------–----–---–ის მიერ ავტოტრანსპორტის მართვის წესების უგულებელყოფამ, რის გამოც მოპასუხე გ------------–----–---–ი (დამრღვევი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა 300 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა (ს.ფ 18);
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ელექტრონული საჯარიმო ქვითარი) (ს.ფ 17);
- გ------------–----–---–ის მიერ ავტო-საგზაო შემთხვევის დროს მიცემული ახსნა-განმარტება (ს.ფ. 19);
- ზ-------–----ის მიერ ავტო-საგზაო შემთხვევის დროს მიცემული ახსნა-განმარტება (ს.ფ. 20)
საგზაო-სტრანსპორტო შემთხვევის სქემის მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა: პირველი სატრანსპორტო საშუალება - ნისანი, TU500KA, (მესაკუთრე ხაჩიძე-ელოიძე ეთერი, სამცხე-ჯავახეთი) წინა მოპირკეთება, ძრავის სახურავი, წინა ორივე ფრთა, წინა ბამპერი, სავალი ნაწილები.
მეორე სატრანსპორტო საშუალება ფორდ ტრანზითი BS890BS (მესაკუთრე ედიშერაშვილი შალვა) უკანა მარცხენა ფრთა, უკანა მარცხენა საბურავები მომძვრალი.
დამრღვევი მძღოლის მონაცემები: ედიშერაშვილი გიორგი შალვას ძე, კასპი, ხოვლე, OHO955559 „B“.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (ელექტრონული საჯარიმო ქვითარი) თანახმად, 2017 წლის 20 ოქტომბერს გიორგი ედიშერავილი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე და ჯარიმის სახით განესაზღვრა 300 ლარი.
გ------------–----–---–ის ახსნა-განმარტების მიხედვით, 2017 წლის 20 ოქტომბერს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით მოძრაობდა ახალქალაქიდან კასპის მიმართულებით. 23:15 საათზე ქ. ახალციხიდან მოძრაობისას მოესმა საბურავის გახეთქვის ხმა, რა დროსაც დაიწყო მანქანის გაჩერება და რამდენიმე მეტრში გააჩერა, გადმოვიდა მანქანიდან და დაინახა, რომ მის მანქანას მომძვრალი ჰქონდა უკანა მარცხენა საბურავები და ავტომანქანის უკანა ნაწილი დადებული იყო ასფალტის საფარზე. რამდენიმე მეტრის დაშორებით მან შეამჩნია ნისანის მარკის ავტომანქანა გზიდან იყო გადასული და შეჯახებული იყო ქვაღორღს. როგორც გაირკვა მისი მანქანის საბურავი მოტეხვის შემდეგ საპირისპირო ზოლში მოძრავ ავტომანქანას შეეჯახა, რის შემდეგაც ნისანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადავიდა საპირისპირო მხარეს გზის გვერდულზე და შეეჯახა ქვაღორღს, ახსნა-განმარტების მიხედვით მხარეები ვერ შეთანხმდნენ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
ზ-------–----ის ახსნა-განმარტების მიხედვით, 2017 წლის 20 ოქტომბერს მოძრაობდა ავტომანქანა ნისანით ხაშურიდან ახალციხის მიმართულებით. დაახლოებით 23:15 საათზე სოფელ მუგარეთთან საპირისპირო ზოლში მოძრაობდა ფორდის მარკის ავტომანქანა, რა დროსაც ფორდის მოახლოებისას, დაახლოებით 5 მეტრში ფორდს მოძვრა უკანა მარცხენა საბურავები გადავიდა მის ზოლში, რის გამოც ვეღარ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის მარცხენა ზოლში გზის გვერდულზე და შეეჯახა ქვაღორღს. ამავე ახსნა-განმარტების მიხედვით ავტომანქანის მძღოლები ვერ შეთანხმდნენ ზარალის ანაზღაურებაზე.
სპეცავტოსადგომი „ავთეს“ მიერ გაცემული დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბრების №264 აქტის მიხედვით, ნისანის მარკის ავტომანქანის მიღებისას ავტომანქანა იყო ავარიულ მდგომარეობაში.
3.2.2. ავტო-საგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევი მძღოლი გ------------–----–---–ი მართავდა სატრანსპორტო საშუალებას ფორდ ტრანზითს სახ. ნომრით BS890BS, რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხულია შ--–-------–----–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 31.10.2017 წლის ცნობა (ს.ფ. 25)
საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 31.10.2017 წლის ცნობის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზტებია: სანომრე ნიშანი -BS890BS, მარკა-მოდელი - ფორდ ტრანზიტით 100 GL 2.5 D, ფერი - ლურჯი, გამოშვების წელი - 1991, საიდენტიფიკაციო ნომერი - WF0VXXGBVVLA24139, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - გაცემული 24/06/2015წ. რეგისტრირებულია შ--–-------–----–---–ის სახელზე.
3.2.3. ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად ზ-------–----ის მართვის ქვეშ მყოფი მანქანა, რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხულია ე--------–-----------ის სახელზე, დაზიანდა, რის გამოც მანქანის მფლობელს მიადგა მატერიალური ზიანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 23-24)
ინდივიდუალური აუდიტორის გრიგოლ გორელიშვილის მიერ 2017 წლის 25 ოქტომბერს შედგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს პოლიციის მაიორის მიერ 2017 წლის 20 ოქტომბერს შედგენილი სატრანსპორტო შემთხვევის ოქმის (ხაშური-ახალციხე-ვალეს მიმართულებით) მიხედვით დაზიანებულია ავტომანქანა „NISAN“-NOUT, რეგისტრაციის ნომერი TU 500 KA, გამოშვების წელი 2007, ტიპი ჰეტჩბეკი, ფერი შავი, რომლის მფლობელია ეთერ ხაჩიძე-ელოიძე, მცხოვრები ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. 101.
დასახელებულ ავტომანქანას შემხვედრი ავტომანქანის დაჯახების შედეგად მთლიანად დაზიანებული აქვს წინა სავალი ნაწილი, კერძოდ:
1. „კაპოტი“ - შესაკეთებელია - 50 ლარი;
2. „ბუფერი“ - შესაკეთებელია - 100 ლარი;
3. „ბუფერის პალკა“ - შესაკეთებელია - 80 ლარი;
4. „რადიატორის ბლოკი“ – 100 ლარი;
5. უკანა მარცხენა კარები - 150 ლარი
6. „რადიატორი“ დიდი და პატარა - 250 ლარი;
7. „პომპა“ – 100 ლარი;
8. გიდრავლიკა და მისი ბაკი“ – 120 ლარი;
9. ავტო საბურავი 2ც - 300 ლარი;
10. წინა პლასტმასის კომპლექტი - 80 ლარი;
11. წინა პანელი - 180 ლარი;
12. დამხმარე მასალები: საღებავი, ზამასკა და სხვა - 150 ლარი;
13. ხელოსნის ხელფასი - 800 ლარი
სულ ხარჯი 2460 ლარი
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ ზ-------–----ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ საფუძლიანია. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 173-ე, 317-ე, 361-ე, 408-ე, 409-ე, 992-ე, 999-ე მუხლებით;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102, 105-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.
მოსარჩელე ზ-------–----ე ამტკიცებს, რომ გ------------–----–---–ის მიერ განხორციელებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რითაც მიიღო მატერიალური ზიანი. თავის მხრივ მოპასუხეები გ------------–----–---–ი და შ--–-------–----–---–ი უარყოფენ მათი მხრიდან ზიანის ანაზრაურების ვალდებულების არსებობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით მიმართოს სასამართლოს და დაიცვას უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან, ხოლო მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი დავა ზიანიდან (დელიქტიდან) გამომდინარეობს და შესაბამისად, უნდა განისაზღვროს თუ რამდენად არსებობს ზიანის ანაზღაურებისათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგელობის მოპასუხეთათვის დაკისრების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის თანახმად; 1. მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი; 4. თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია საქმის გადაწყვეტისთვის შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები:
2017 წლის 20 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ზ-------–----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რის შედეგადაც, როგორც მას, ისე მესაკუთრეს მიადგა ზიანი, ეს ზიანი გამოწვეულია, მოპასუხე გ------------–----–---–ის ბრალეული ქმედებით. ასევე დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა გიორგი ედიშერშვილი მეორე მოპასუხის, შ--–-------–----–---–ის საკუთრებას წარმოადგენს.
6.6. რაც შეეხება შ--–-------–----–---–ის პოზიციას, რომ მას კავშირი არ აქვს კონკრეტულ ფაქტთან და იგი არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, ასევე იმ გარემოებას, რომ დაზიანებული მანქანა ვინმე ე--------–-----------ის საკუთრებას წარმოადგენს და ზ-------–----ეს არ წარმოუდგენია უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მას მესაკუთრის ნაცვლად უფლება აქვს იდავოს ზიანზე, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად; 1. მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით; 4. თუ ერთ ნივთს რამდენიმე პირი ერთობლივად ფლობს, ისინი ითვლებიან თანამფლობელებად.
აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება.
რაც შეეხება შ--–-------–----–---–ის პასუხისმგებლობას, განსახილველ შემთხვევაში შ--–-------–----–---–ი არის საგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანის მფლობელი, მესაკუთრე, მითუმეტეს, რომ მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ ავტომანქანით საჭიროებისამებრ ორივე მოპასუხე სარგებლობს, მფლობელი კი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო (სკ 999-ე მუხლი), ხოლო რაც შეეხება ზ-------–----ეს, მისი განმარტებით, ე--------–-----------ე არის მისი ძმის მეუღლე და ამ მანქანის მფლობელი თვითონაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახად; 1. საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო; 3. საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯები თანამესაკუთრეებს ეკისრებათ თანაბრად, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
გარდა მითითებული გარემოებებისა, საქართველოს უზენაესი სასამართლომ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება წინამდებარე დავის გადაწყვეტის დამფუძნებელ ნორმებზე და ამ ნორმებით რეგულირებულ დელიქტური ვალდებულების თავისებურებებსა და ვალდებული პირის განსაზღვრის საკითხზე, კერძოდ, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე _ არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს კვლავ „მფლობელი“ (არაპირდაპირი) და „მოსარგებლე“ (პირდაპირი მფლობელი). უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი; №ას-504-481-2016, 30 სექტემბერი, 2016 წელი ).
6.7. რაც შეეხება მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გ------------–----–---–თან მიმართებით მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები გიორგი ედიშერაშილის მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის მიერ წარმდგენილი დასკვნა არ არის სათანდაო წესით შედგენილი, მასში ბევრი უზუსტობაა და არ უნდა გაიზიაროს სასამართლომ, ამასთან, მასში მითიტებული დაზიანებების ჩამონათვალი არ შეესაბამება პატრულის თანამშრომლის მიერ ოქმში მითიტებულ დაზიანებათა ჩამონათვალს, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების წესზე, რომლის თანახმადაც, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ აუდიტორული დასკვნა შეაფასა რა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაძი, მიიჩნევს, რომ არნიშნული აუდიტორული დასკვნა თანხვედრაშია სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ ავტო-საგზაო შემთხვევის სქემასთან, რომელშიც აღწერილია ავტომანქანა ნისანის დაზიანებები, რომელთა პირველადი და გარეგანი დათვალიერებისას პატრულის თანამშრომლისათვის შესამჩნევი იქნებოდა (წინა მოპირკეთება, ძრავის სახურავი, წინა ორივე ფრთა, წინა ბამპერი, სავალი ნაწილები), რაც შესაბამისობაში მოდის აუდიტორულ დასკვნაში მითითებულ ხილულ დაზიანებებთან, გარდა უკანა მარცხენა კარების დაზიანებასთან, რომელიც არ არის ასახული პატრულის მიერ დაზიანებების აღწერისას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის უტყუარად დადასტურებული ის გარემოება, რომ ზ-------–----ის მფლობელობაში არსებულ მანქანას უკანა მარცხენა კარი სწორედ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაუზიანდა. რაც შეეხება დაზიანებათა სხვა ჩამონათვალს, აუდიტორმა დაზიანებები შეაფასა, როგორც სპეციალისტმა და მან შეაფასა როგორც ხილული, ისე ფარული დაზიანებები.
გარდა ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა, სასამართლო განმარტავს, რომ „ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის მე-10 მუხლის მესამე ნაწილი]. განსახილველ შემთხვევაში გ------------–----–---–მა იცოდა რა იმის შესახებ, რომ მისი ქმედებით ზიანი მიიღო ზ-------–----ემ, არაფერი მოიმოქმედა ამ ზიანის გამოსასწორებლად მითუმეტეს, რომ მას თავადა შეეძლო შეეფასებინა დაზიანებათა ხარისხი.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა პოზიციას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების შედეგად მოპასუხეს გ------------–----–---–ს ეკისრებოდა ვალდებულება წარმოედგინა სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა არის ყალბი. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, მას გარდა ზეპირი განმარტებისა, რომ მან კარგად იცის ვინ და როგორ შეადგინა ეს დასკვნა, არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლოს აუდიტორულ დასკვნის კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ნორმის შემადგენლობის ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია ზიანის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრებისათვის.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზაზა სარჩელელოიძის სარჩელი გ------------–----–---–ისა და შ--–-------–----–---–ის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება ზიანის ოდენობას, ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რაც აუდიტორულ დასკვნაშია მითითებული, გარდა უკანა მარცხენა კარის ღირებულებისა, რაც შეადგენს 2310 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით (100 ლარი - სარჩელზე, 50 ლარი - სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე) და ასევე გაღებული აქვს ხარჯი იურიდიული მომსახურებისათვის 400 ლარის ოდენობით.
შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მხარეს, დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის მოსარჩელისათვის ანაზღაურება 144 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაღებულ ხარჯებს, დავის საგნის ფასისა და საქმის სირთულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს 90 ლარის ანაზღაურება.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე შ--–-------–----–---–ის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას რომლის რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - BS890BS, მარკა-მოდელი - ფორდ ტრანზიტი 100 GL 2.5 D, ფერი - ლურჯი 4/8, გამოშვების წელი - 1991, საიდენტიფიკაციო ნომერი WF0VXXGBVVLA24139, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - OV0656221, გაცემული 24/06/2015წ. შესაბამისადა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე ზ-------–----ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების: გ------------–----–---–ის და შ--–-------–----–---–ის მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს: გ------------–----–---–ს და შ--–-------–----–---–ს მოსარჩელე ზ-------–----ის სასარგებლოდ დაეკისროს 2310 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს: გ------------–----–---–ს და შ--–-------–----–---–ს მოსარჩელე ზ-------–----ის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაეკისროს 144 ლარის ანაზღაურება და ასევე იურიდიული მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის ანაზღაურება 90 ლარის ოდენობით.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დარჩეს უცვლელი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი