გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №270210918002531723 (2/144-18)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის
საგნის დაბრუნების შესახებ
06 ივლისი, 2018 წელი ქ. წალენჯიხა
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მაგისტრატი სასამართლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
განმცხადებელი - შპ--------ო’’
წარმომადგენელი - მა---------------ე
მოპასუხე - გო--------–-----ა
მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება
განხილვის ფორმა - სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე გამარტივებული წესით განიხილა განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2018 წლის 06 ივლისს წალენჯიხის მაგისტრატ სასამართლოს განცხადებით მომართა შპ--------ომ’’ მოპასუხე გო--------–-----ას მიმართ - ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე ბრძანების მიღების შესახებ.
განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2016 წლის 01 მარტს შპ--------ოსა” და გო--------–-----ას შორის გაფორმდა №FL------------4 ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება.
ლიზინგის საგანია სატრანსპორტო საშუალება, რომლის მონაცემებია: მარკა/მოდელი - OP--------A G, ვინ კოდი: W0--------------5, გამოშვების წელი: 19--, ძრავის მოცულობა - 17-6, ფერი ლურჯი 7--, რეგისტრაციის ნომერი - VX------V, რომელიც ,,მოგომ’’ შეიძინა მოპასუხისათვის 1300 ლარად.
ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა ლიზინგის თანხა - 1500 ლარის ოდენობით, თვეში 4,14 %-ის დარიცხვით, კრედიტის ვადად განისაზღვრა - 2017 წლის 01 მარტამდე, ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიური - 161,16 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
განცხადების თანახმად, გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხის მიერ არ სრულდება ლიზინგის ხელშეკრულებების პირობები, გრაფიკის შესაბამისად არ დაუფარავს ლიზინგით გათვალისწინებული თანხა, რის გამოც მოპასუხეს ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 2655.98 ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხე არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას და არც ლიზინგის საგანი დაუბრუნებია განმცხადებლისათვის, შპ--------ო’’ ითხოვს სასამართლომ გამოსცეს ბრძანება მოპასუხის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების თაობაზე.
განსახილველ განცხადებას მოთხოვნის უფლების არსებობისა და მისი დასაბუთებულობის დასადასტურებლად თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები:
-ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება;
-ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები;
-შპ--------ოს’’ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ;
-შპ--------ოს’’ მიერ ავტომობილის გადაცემის ხელშეკრულება;
-რეგისტრაციის მოწმობა;
-მოპასუხისათვის გაგზავნილი შეწყვეტის წერილი;
-შეტყობინების ჩაბარების დასტური;
-შპ--------ო“-ს ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
-შპ--------ო“-ს მიერ გაცემული მინდობილობა;
-სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-ე-3097-ე მუხლების საფუძველზე განიხილა შპ--------ოს” განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს. ამასთან, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია ზემოაღნიშნული ნორმის ''ე'' ქვეპუნქტის შესაბამისად წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები. კერძოდ, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით დგინდება, რომ შპ--------ოს”, როგორც ლიზინგის გამცემსა და მოპასუხეს, როგორც ლიზინგის მიმღებს შორის, დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულდა.
2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
დადგენილია, რომ განმცხადებელს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯი, კერძოდ, მის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს შპ--------ოს” სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის ანაზღაურება.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით და
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:
1.შპ--------ო’’-ს განცხადება დაკმაყოფილდეს;
2.შპ--------ო”-ს დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - გო--------–-----ას მფლობელობაში გადაცემული სატრანსპორტო საშუალება, რომლის მონაცემებია: მარკა/მოდელი - OP--------A G, ვინ კოდი: W0--------------5, გამოშვების წელი: 19--, ძრავის მოცულობა - 17-6, ფერი ლურჯი 7--, რეგისტრაციის ნომერი - VX------V;
3.ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი;
4.გო--------–-----ას შპს,,მოგო’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება;
5.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით ბრძანების ასლის ჩაბარების დღიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) წალენჯიხის მაგისტრატი სასამართლოს (მისამართი: ქ. წალენჯიხა, თამარ მეფის ქ. №11) მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა