გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/221-18
160210118002326376
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
22 ივნისი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი - ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - სს ,,თ----------ი”
წარმომადგენელი - შპს ,,ტ----ა'' თ-------------ე
მოპასუხე - გიო--------------–-ძე
წარმომადგენელი - ნა-----------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გიო--------------–-ძეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 2 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2961.62 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1892,23 ლარი, პროცენტი - 387.10 ლარი და ჯარიმა - 682.29 ლარი.
1.2. მოპასუხე გიო--------------–-ძეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 2 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1892.73 ლარზე, 2018 წლის 30 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა წლიური 48% სარგებლის გადახდა (რაც ყოველთვიურად შეადგენს 75.68 ლარს).
1.3. მოპასუხე გიო--------------–-ძეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 2 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1892.73 ლარზე, 2018 წლის 30 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5 პროცენტის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 9.46 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 818.88 ლარისა.
2. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა.
2.1. მოპასუხე გიო--------------–-ძეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 2 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2061.62 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1469.91 ლარი, სარგებელი - 146.85 ლარი, ჯარიმა - 444.87 ლარი.
2.2. მოპასუხე გიო--------------–-ძეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 2 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1469.91 ლარზე, 2018 წლის 22 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა წლიური 48% სარგებლის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სს „თ----------სა“ და გიო--------------–-ძეს შორის 2017 წლის 2 მარტს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა საკრედიტო ბარათი TBC prime card 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48 პროცენტით კრედიტით სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე არსებული საკრედიტო ლიმიტის 5 პროცენტს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 2 რიცხვი.
მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2017 წლის აგვისტოს თვეში და აღარ მომხდარა გადახდა, 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხე გიო--------------–-ძეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ ეკისერება დავალიანება - 2061.62 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1469.91 ლარი, სარგებელი - 146.85 ლარი, ჯარიმა - 444.87 ლარი.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა 2017 წლის 2 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეამცირა და მოითხოვა დაეკისროს მოპასუხეს დავალიანების - 2061.62 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1469.91 ლარი, სარგებელი - 145.85 ლარი, ჯარიმა - 44.87 ლარი.
მოპასუხე გიო--------------–-ძეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 2 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1469.91 ლარზე, 2018 წლის 22 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური 10 % სარგებლის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2061.62 ლარის გადახდის ნაწილში, ხოლო დარჩენილ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „თ----------სა“ და გიო--------------–-ძეს შორის 2017 წლის 2 მარტს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა საკრედიტო ბარათი TBC prime card 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48 პროცენტით კრედიტით სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე არსებული საკრედიტო ლიმიტის 5 პროცენტს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 2 რიცხვი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 2 მარტის ხელშეკრულება
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.1.2. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა და 2017 წლის აგვისტოს თვეში და ამის შემდგომ აღარ მომხდარა ვალდებულების შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან.
3.1.3. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა 2017 წლის 2 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი შეამცირა, ვინაიდან გიო--------------–-ძის მიერ დაფარულ იქნა დავალიანების ნაწილი და მოითხოვა მოპასუხე გიო--------------–-ძეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 2 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2061.62 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1469.91 ლარი, სარგებელი - 146.85 ლარი, ჯარიმა - 444.87 ლარი. ასევე მოითხოვა მოპასუხე გიო--------------–-ძისთვის სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ 2017 წლის 2 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1469.91 ლარზე, 2018 წლის 22 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა, წლიური 48% სარგებლის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე.
- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს „თ----------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 403-ე, 411-ე, 417-ე, 420-ე, 867-ე-868-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი ცნო 2017 წლის 2 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2061.62 ლარის გადახდის (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1469.91 ლარი, სარგებელი - 146.85 ლარი, ჯარიმა - 444.87 ლარი) დაკისრების ნაწილში, ხოლო 2018 წლის 2 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე წლიური 48% სარგებლის გადახდის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
დადგენილია, რომ სს „თ----------სა“ და გიო--------------–-ძეს შორის 2017 წლის 2 მარტს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათით TBC prime Card – 2 000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 48%-ით კრედიტის სს „თ----------ის’’ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს „თ----------ი'', ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე გიო--------------–-ძე შეთანხმებულნი არიან საკრედიტო ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს „თ----------ის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები სრულად არ შესრულებულა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2061.62 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
6.4. სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 2 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1469.91 ლარზე, 2018 წლის 22 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური 48% სარგებლის გადახდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (თოტალრეპარატიონ-ის პრინციპი). ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა, თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012).
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).
როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი სესხი. შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. ამდენად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 10%-ს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხებზე - 1469.91 ლარზე წლიური 10% სარგებლის გადახდა.
სასამართლო მიუთითებს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. ამდენად, სს „თ----------ი“ უფლებამოსილია, მოითხოვოს მოპასუხის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევით განპირობებული ზიანის ანაზღაურება 2018 წლის 22 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან, ხელშკრულებების შეწყვეტიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა - ანუ მანამდე, ვიდრე ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მიიღებდა კრედიტორი.
შესაბამისად, მოპასუხე გიო--------------–-ძეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 2 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1469.91 ლარზე, 2018 წლის 22 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური 10% სარგებლის გადახდა.
ამდენად, ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები:
მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 195.14 ლარისა და იურიდიული მომსახურების საფასური - 500 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ ითხოვა სს ,,თ----------ის'' სასარგებლოდ დავის საგნის 4 პროცენტის 167.12 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2061.62 ლარის ნაწილში. ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 2017 წლის 2 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელის მიერ შემცირებული თანხისა და იმ ნაწილის პროპორციულად, რომელშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი, ანუ - 131.63 ლარი.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, გიო--------------–-ძეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 52.91 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის - დავის საგნის 4 პროცენტის 152 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,თ----------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე გიო--------------–-ძეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 2 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2061.62 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1469.91 ლარი, სარგებელი - 146.85 ლარი, ჯარიმა - 444.87 ლარი.
1.2. მოპასუხე გიო--------------–-ძეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 2 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1469.91 ლარზე, 2018 წლის 22 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა წლიური 10% სარგებლის გადახდა.
2. მოპასუხე გიო--------------–-ძეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 52.91 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის სანაცვლოდ - 152 ლარის გადახდა.
3. სს ,,თ----------ს” დაუბრუნდეს მის მიერ 19/02/2018 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 195.14 ლარიდან - 131.63 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300093150, საგადახდო დავალება №49, დანარჩენი თანხა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
4. ძალაში დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო თარაშვილი