გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2018
საქმის ნომერი
010210017002072415
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017002072415

საქმე №2-3382/17წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

 

მოსარჩელე - სსიპ ბათუმის შ-----------------–--------–-–---------------------ი

წარმომადგენელი - გ------------------

 

მოპასუხე - ლ----------–--ე

წარმომადგენელი - ნ-----------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე ლ----------–--ეზე სსიპ ბათუმის შ-----------------–--------–-–---------------------ის სასარგებლოდ სტუდენტად ყოფნის პერიოდში გადაუხდელი სწავლის საფასურის 900 ლარის ოდენობით დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.

 

3.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2008 წლის 01 ოქტომბრის №3-555 ბრძანებით ლ----------–--ე ჩაირიცხა სსიპ შ-----------------–--------–-–---------------------ში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლებლად მათემატიკურ და კომპიუტერული მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შ-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის ბრძანება №3-555, 01.10.2008წ;

 

3.2.2. 2012 წელს სსიპ ბათუმის შ-----------------–--------–-–---------------------სა და ლ----------–--ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სტუდენტმა აიღო ვალდებულება, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებდა სწავლასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის მიერ მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, დაწესებულების შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსს, ბსუ-ს მართვის ორგანოების მიერ გამოცემულ აქტებს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება.

 

3.2.3. სსიპ შ-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის მიერ 2013 წლის 8 ოქტომბერს მიღებული იქნა №01-09/610 ბრძანება, რომლის თანახმად ბსუ-ს პროფესიული/ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, რომელთაც 2013 წლის 07 ოქტომბრის მდგომარეობით არ ქონდათ გავლილი ადმინისტრაციული რეგისტრაცია, არ ქონდათ გადახდილი სემესტრული სწავლების საფასურის 1/3, შეუჩერდათ ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი. აღნიშნული ბრძანებით სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა მოპასუხე ლ----------–--ესაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შ-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის ბრძანება №01-09/610, 08.10.2013წ;

 

3.2.4. სსიპ ბათუმის შ-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის მიერ 2014 წლის 24 სექტემბერს მიღებული იქნა ბრძანება N01-09/418 სსიპ „ბათუმის შ-----------------–--------–-–---------------------ში“ 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სტატუსშეჩერებულ/სტატუსშეწყვეტილ სტუდენტთა აღდგენის წესით ჩარიცხვის შესახებ. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ლ----------–--ე 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სსიპ „ბათუმის შ-----------------–--------–-–---------------------ში“ აღდგენის წესით ჩარიცხული იქნა კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამაზე 168 კრედიტის აღიარებით სწავლების VII სემესტრიდან. ამავე ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა, რომ აღდგენის წესით ჩარიცხულ სტუდენტებს 2014-2015 სასწავლო წლისათვის სწავლის საფასური განესაზღვოთ დარეგისტრირებული კრედიტების მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ბათუმის შ-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის ბრძანება N01-09/418, 24.09.2014წ.

 

3.2.5. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მიუხედავად ზ\აღნიშნულისა ლ----------–--ეს არ გაუვლია რეგისტრაცია და არც სწავლის საფასური არ გადაუხდია, რის გამოც მის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად.

 

სსიპ ბათუმის შ-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის 2015 წლის 10 სექტემბრის ბრძანებით ბსუ-ს რექტორის 2015 წლის 06 აგვისტოს N01-09/334 ბრძანებით ბსუ-ს სტუდენტთა სტატუსის შეწყვეტის თაობაზე აქტის გამოსაცემად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეჩერდა აღნიშნული ბრძანების დანართში მითითებული სტუდენტების მიმართ, მათ შორის ლ----------–--ის მიმართ და მათ 2015-2016 სასწავლო წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდათ სწავლის ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ბათუმის შ-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის ბრძანება N01-09/353, 10.09.2015წ.

 

3.2.6. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ----------–--ეს არც სწავლის ვადის გახანგრძლივების შედეგ არ გაუვლია დამატებითი აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია, რის გამოც სსიპ ბათუმის შ-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის 2016 წლის 11 აგვისტოს N01-09/413 ბრძანებით შეუწყდა სტუდენტის სტატუსი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ბათუმის შ-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის ბრძანება N01-09/413, 11.08.2016წ.

 

3.2.7. დადგენილია, რომ მოსარჩელე მოითხოვს ლ----------–--ეზე მისი სტუდენტად აღდგენის წესით ჩარიცხვის შემდეგ, ანუ 2014 წლის სექტემბრის შემდეგ არსეულ დავალიანების დაკისრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით კი სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას, რომ ლ----------–--ეს სტუდენტად აღდგების წესით ჩარიცხვის ანუ 2014 წლის სექტემბრის შემდეგ აღარ მიუღია მომსახურება. მას მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ გაუხანგრძლივდა სწავლის ვადა, არ გაუვლია არც დამატებითი აკადემიური და არც ადმინისტრაციული რეგისტრაცია, რაც გახდა შემდგომში საფუძველი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა. შესაბამისად წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება ლ----------–--ის მიერ უნივერსიტეტისაგან სადაო პერიოდში მომსახურების მიღება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- სსიპ ბათუმის შ-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის ბრძანება N01-09/418, 24.09.2014წ.

- სსიპ ბათუმის შ-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის ბრძანება N01-09/353, 10.09.2015წ.

- სსიპ ბათუმის შ-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის ბრძანება N01-09/413, 11.08.2016წ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ საქმის განხილვით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შესწავლით და ანალიზით მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე მუხლებით, ასევე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე, 44-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესრულდა თუ არა ხელშეკრულებაში მითითებული პირობები ჯეროვნად, შესაძლებელია მხოლოდ ამ ხელშეკრულებაში მითითებული პირობების გონივრული გააზრებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ----------–--ე სსიპ შ-----------------–--------–-–---------------------ში ჩაირიცხა 2008 წლის 01 ოქტომბრის ბრძანებით, ხოლო მასთან ხელშეკრულება გაფორმდა 2012 წელს, სწორედ ეს ხელშეკრულებაა ურთიერთვალდებულების განმსაზღვრელი ერთმანეთის მიმართ, მათ შორის ამჟამად დავის საგანზეც, - სწავლის საფასურის გადახდის წესზე.

 

იმ დროს კი, როგორც თავად მოსარჩელე განმარტავს, მოქმედებდა უნივერისტეტის შიდასამართლებრივი აქტი სწავლის საფასურის გადახდის წესის და ვადების შესახებ, სადაც განსაზღვრულია სწავლის გადახდის წესი და ვადა და ამავე წესით სწავლის საფასურის გადახდის ვადის რაიმე ფორმით გაგრძელება დაუშვებელია; თუმცა დადგენილია, რომ შემდგომში სსიპ შ-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის მიერ 2013 წლის 8 ოქტომბერს მიღებული №01-09/610 ბრძანებით ლ----------–--ეს შეუჩერდა ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი, ვინაიდან ამ პერიოდისათვის არ ქონდა გავლილი ადმინისტრაციული რეგისტრაცია, არ ქონდა გადახდილი სემესტრული სწავლების საფასურის 1/3. ასევე დადგენილია, რომ იგი აღდგენის წესით ჩარიცხული იქნა უნივერსიტეტში 2014 წლის 24 სექტემბრის ბრძანებით სწავლების მე-7 სემესტრიდან, თუმცა ასევე სადაო არ არის ის გარემოება, რომ მას არც აღნიშნულის შემდეგ გაუვლია რეგისტრაცია და არც სწავლის საფასური არ გადაუხდია, რის გამოც მას საბოლოოდ შეუწყდა სტუდენტის სტატუსი.

 

6.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ფაქტიურად მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან; მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მოსარჩელემ აიღო ვალდებულება შეესრულებინა სამუშაო, მოწინააღმდეგე მხარეს კი უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური.

 

ხელშეკრულების თანახმად, ლ----------–--ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა გადახდის ვალდებულება, თუ მოსარჩელე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა. იგივე გამომდინარეობს საქართველოს კანონის ”უმაღლესი განათლების შესახებ” 79-ე მუხლის მეორე პუნქტიდან, სადაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების ერთერთი წყაროა სწავლის საფასური. შესაბამისად კანონით დადგენილია საზღაურის გადახდა და გადახდის ვალდებულება სწავლისათვის მომსახურების მიღებისას და არა სტუდენტად ყოფნისათვის; აქედან გამომდინარე სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს სწავლის საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა მიიღოს შესაბამისი მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან: ისწავლოს, ან მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2013 წლის შემდეგ ლ----------–--ეს არ გადაუხდია სწავლის საფასური, არ გაუვლია დამატებითი აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ფაქტობრივად კავშირი გაწყვიტა უნივერსიტეტთან. ასევე დადგენილია, რომ 2014-2015 სასწავლო წლიდან ლექციებზე არ უვლია, საგანმანათლებლო მომსახურება არ მიუღია, გამოცდები არ ჩაუბარებია, შესაბამისად არც სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი მიუღია. შესაბამისად მოპასუხეს არ ჰქონდა ვალდებულება გადაეხადა სადაო პერიოდში სწავლის საფასური.

 

6.3. გარდა ზ/აღნიშნულისა, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

6.4. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან დავის საგანი არის 900 ლარი, ამიტომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება. სააპელაციო წესით გასაჩივრებას კი სამოქალაქო საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365 მუხლის თანახმად ექვემდებარება მაშინ, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. არ დაკმაყოფილდეს სსიპ ბათუმის შ-----------------–--------–-–---------------------ის სარჩელი ლ----------–--ის მიმართ სწავლის საფასურის ანაზღაურების თაობაზე;

 

2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე